გაზიარება

კოვიდი და არმაგედონი

ეს არაერთხელ განმიცხადებია, რომ წამოჭრილი პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუკი ნაპოვნი იქნება მისი წარმომქმნელი არა მხოლოდ უშუალო მიზეზები, არამედ ამ მიზეზთა წარმომშობი საფუძველი. რისი გარკვევაც შესაძლებელია იმ კანონთა მოძიებით, რომელთა დარღვევითაც იქნა აღმოცენებული ეს საფუძველი. ხოლო ასეთი სახის ინფორმაციის მოპოვებას კი, პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ჭეშმარიტი ცოდნისათვის მიგნება ჰქვია.
მოგეხსენებათ, რომ ბიბლია არის წყარო, რომელიც სწორედ ამ კანონთა განსჯის საფუძველზე მიღებული დასკვნების შედეგებს იუწყება. ამიტომაც მის მიერ გაცხადებული უკლებლივ ყველა წინასწარმეტყველება, ზუსტად შესრულებადია მის სააღსრულებლო პერიოდათ გათვლილი დროის დადგომისთანავე.
როგორც ცნობილია კაცობრიობის განვითარება მეცნიერული ცდებისა და კვლევების მეშვეობით შეძენილი ცოდნის გზით წარიმართა. რომელი გზაც არ გადის სამყარულ კანონების გამოყენებაზე. ამიტომაც მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი არ არის ჭეშმარიტ ცოდნაზე წვდომა. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ ვერანაირად ვერ მოხდება იმ დაგროვილი პრობლემების გამკლავება, რომლის შექმნაშიაც სწორედ მათ მიუძღვით ძალზედ მნიშვნელოვანი წვლილი.
დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ როცა ქმნილებისათვის შემქმნელის მიერ დადგენილი ინსტრუქციის შესრულებას არ ექნება ადგილი, პრობლემათა წარმოშობაც არ დააყოვნებს. ხოლო დროის მსვლელობა კი მათ რიცხოვნებასა და სიმძლავრეს გაზრდის. რაც ყოველივე სახეზეა კიდეც და ამჟამად კაცობრიობა კიდევ ერთხელ და თანაც საკმაოდ ღრმად შევიდა ისეთ ჩიხში, რომლისგანაც გამოსვლასაც მისი უმრავლესობა ვერ შესძლებს. რადგან დღეს მხოლოდ გონიერებაა ის საშუალება, რომელიც ამჟამინდელი პერიოდის ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს!!! რომელ პერიოდსაც საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამი ჰქვია და ხასიათდება ცვლილებათა სისწრაფით, სიძლიერითა და მასშტაბების სიდიდით. რასაც განაპირობებს არმაგედონის მოვლენა, რომელიც კაცობრიობის საყოველთაოდ განკითხვას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა ადამიანი სრულყოფილად აღიქვამს თუ არა არსებულ სიტუაციას, ეს არაფერს სცვლის იმ სინამდვილის მიმართ, რომ არმაგედონი უკვე მიმდინარეობს დედამიწაზე და თანდათან იკრებს ძალებს. იგი არავის დატოვებს შეუხებელს და მისგან ცოცხლად გადარჩენასაც შესძლებენ მხოლოდ ისინი, რომელნიც ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვებიან და მისი გამოყენებით გააგრძელებენ ცხოვრებისეულ მოღვაწეობას.
ვინაიდან და რადგანაც არც მეცნიერებას და არც რელიგიას არ უვლია ჭეშმარიტ გზაზე, ამიტომაც მათი ცოდნა ვერ გამოდგება იმ პრობლემების გასამკლავებლად, რაც უკვე სახეზეა კიდეც და წინ კიდევ მრავალი რამ არის გადასალახავი. ამიტომ ღმერთმა ადრიდანვე განუცხადა თავის ერს, რომ ამ მძიმე პერიოდში მოუვლენდა ისეთ დამხმარეს. რომელიც შესძლებდა ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვებასა და გაცხადებას. ხოლო ამ ცოდნის ძალა კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც მის შეცნობას შესძლებს, მას აეხსნება სატანისაგან დადებული ბორკილები (გამოცხადება 5-5). როგორც იცით ეს ცოდნა „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელით სრულდება და არის აღსრულება კანონისა: „უფალი ამბობს: „იმ დღეებში აღვადგენ კეთილ სიტყვას. აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის იქმს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე. აჰა, რას უწოდებენ მას: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 33-14/16).
ახლა კი მინდა ჭეშმარიტი ცოდნა მოგაწოდოთ იმ პრობლემის თაობაზე, რომელსაც სახელი კოვიდ პანდემია ჰქვია. ვინც ჩემს მიერ გაცხადებულ ცოდნას ეუფლება, მათ უკვე იციან იმის შესახებ, რომ ვეგეტონერვოზი დასახელებული მაქვს არმაგედონის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად. აქვე მინდა დავძინო იმის თაობაზეც, რომ ჩემს მიერ გადმოცემული ცოდნა შეკუმშული ფორმით არის წარმოდგენილი. ვინაიდან მრავალნაირ საკითხზე მიხდება შეხება და ამიტომაც შეუძლებელია მათი ჩაღრმავებით განხილვა და თანაც ერთი ადამიანის ხელით (II მაკაბელთა 2-30/32). თუმცა როცა რომელიმე ცნობის უკვე ფაქტებად აღსრულება მოხდება და მასთან დაკავშირებით ჭეშმარიტი ცოდნის გაცხადება გახდება საჭირო, ამის ვალდებულებას ვიღებ და მას შევასრულებ კიდეც. ამჟამად ამის საჭიროება იმას ეხება, რასაც კოვიდ პანდემია ჰქვია და უშუალო მონაპოვარია ვეგეტონერვოზისა.
ყოველივე რომ კარგად გასაგები იყოს, ამიტომ თანმიყოლებით დავალაგებ სათქმელს, რომელი თანამიყოლების ცოდნასაც ბიბლიური კოდის უნარმქონეობა ჰქვია და მისი ფლობის გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვება. ამიტომაც „ვლაპარაკობ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან შესწავლილით და სულიერს სულიერითვე გავმარტავ“ (I კორინთელთა 2-13) და ჩემს მიერ მომზადებული სიტყვა შეუღლებულია ცოდნასთან (სიბრძნე ზირაქის 33). მაშასადამე მოგახსენებთ ვეგეტონერვოზზე. რომლის სივერაგეც ღირსეულად ვერ არის შეფასებული ადამიანთა მიერ. რასაც მოწმობს ამ საკითხისადმი მათი ასეთი მიდგომა, რომ როცა ვინმე დაიჩივლებს ნერვოზი მჭირსო, უმალ მიუგებენ: ეგ არაფერია, დღეს ეგ ვის არ სჭირსო?! დიახ, სამწუხაროდ დღევანდელ დროში მართლაც დანერვოზებულია თითქმის სრულიად კაცობრიობა და ამიტომაც ახვევია თავს ადამიანებს ის უამრავი პრობლემა, რომელთა გამკლავებაც უკვე აღარ ძალუძთ.
რატომ არის ვეგეტონერვოზი მეტად საშიში ადამიანისათვის?! აი ამის კარგად ახსნა არის მეტად ღირებული საიმისოდ, რომ კარგად დაგანახოთ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე, რომელსაც კოვიდ პანდემიად აღვიქვამთ. მაგრამ საამისოდ კი ჯერ კარგად უნდა ავხსნა ის, თუ რას წარმოადგენს რწმენა, რომლის თაობაზეც იესო ამბობს, რომ „როგორც ირწმუნებთ, ისე მოგეგებათო“ (მათე 8-13) და თავის მოწაფეებს ასე მოძღვრავს: „მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადექიო, იგი გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელიო“ (მათე 17-20). მაშასადამე განვიხილავ რწმენას, რომლის ბიბლიური განმარტებაც არის ასეთი: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში რასაც ვესავთ. დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11-1). ხოლო მისი მოკლე და კონკრეტული შეფასება კი ის არის, რომ ადამიანის სიცოცხლე მთლიანად მასზე არის დამყარებული. რომელი შეფასებაც ზუსტია და არანაირად არ არის გადაჭარბებული!
ყოველივე უფრო გასაგებად რომ ავხსნა, განმარტებას წარმოვადგენ უბრალო სიტყვების მეშვეობით. რისთვისაც შეგახსენებთ იმას, რომ ეს სამყარო მთლიანია და ცის ყინულოვანი სარტყელით შემოსაზღვრული. ხოლო რაც მის შიგნით არის მოქცეული – ეს ხილული მატერიალებია თუ უხილავი ძალები – ყველა მისი შემადგენელი ნაწილებია, რომელნიც ერთმანეთთან კანონზომიერულ კავშირში არიან. მათგან ერთი ნაწილთაგანი ადამიანიცაა. რომლის განსაკუთრებულობაც იმაში მდგომარეობს, რომ მისი მთლიანობის არსი, კოსმოსურ მიზიდულობას დაქვემდებარებული სულისა და დედამიწურ მიზიდულობას დაქვემდებარებული სხეულის ერთობით არის შეკრული. უფრო სხვაგვარად რომ ითქვას: ადამიანის გაწონასწორობულობის იმ პრინციპს, რითაც მას შეუძლია: ფიქრი, მეტყველება, გადაადგილება და ხელით საქმიანობა – განსაზღვრავს იმ სულის ძალა, რომელიც ამას აკეთებს კოსმოსიდან მიღებული ენერგიის მეშვეობით. ასე რომ ადამიანისა და კოსმოსის კავშირი არის განმსაზღვრელი იმ სიცოცხლისა, რასაც ადამიანური სიცოცხლე ჰქვია ამ ქვეყნად და ამ კავშირს კი ჭეშმარიტი რწმენა ეწოდება; თანახმად კანონისა: „ვიდრე სხეულში ვსახლობთ, რწმენით ვიარებით და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7).
ახლა კი ვეცდები რომ რწმენა კიდევ უფრო მარტივი ფორმით წარმოვადგინო და მასზე გეტყვით შემდეგს: თვით ფენომენი ადამიანობა თავისთავად გაიგივებულია სიცოცხლის არსებობასთან. სიცოცხლე კი ენერგიაა, რომელიც მუდმივ მოძრაობას საჭიროებს და ვინაიდან ადამიანში ფუნქციონირებს კოსმიური და დედამიწური ენერგიების ცვლა – ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს კოსმოსთან აკავშირებს ენერგიის უხილავი სხივები. ხოლო ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს სხივები ჩვენი თვალისათვის უხილავი ის ძაფებია, რომლითაც არის განპირობებული ადამიანის ის მდგომარეობა, რითაც მას შეუძლია დედამიწაზე მოქმედებების განხორციელება. ხოლო ამ ძაფების არსებობას კი რწმენა ჰქვია, რომელიც ადამიანში განწყობას ქმნის. ხოლო განწყობა კი გრძნობების განმკარგავია. აქ მინდა მოკლე ჩართვა გავაკეთო იმ საკითხის თაობაზე, რომელიც თანამედროვე პერიოდში მეტად პოპულარული გახდა და ეხება ფსიქოლოგიის განვითარებას. დიახ, დღეს ნაბიჯი არის გადადგმული ამ დარგში იმ მხრივ, რომ ყურადღება აქვს მიქცეული იმ საკითხებს, რომლისკენაც ადრე არავინ იცქირებოდა და ეს ადამიანის ფიქრების როლზე მიგნებული ცოდნაა. ამიტომაც ფსიქოლოგები მოძღვრავენ ადამიანებს, რომ თუკი მათ სურთ ბედისწერის გამოსწორება, საამისოდ ჯერ ფიქრები უნდა გაიხადონ ოპტიმალური. თუმცა ამის გაკეთება რომ საკუთარ ნება-სურვილს არ ემორჩილება, აი ამის ცოდნა კი უკვე მათ არა აქვთ და ამიტომაც ვერც აღწევენ შედეგებს. აი, სწორედ იმაზე უნდა მოგახსენოთ ახლა, თუ როგორ შეიძლება, რომ ადამიანმა გაისწოროს ფიქრები. რისთვისაც უპირველეს ყოვლისა საჭიროა ცოდნა იმისა, თუ საიდან იმართებიან ისინი.
მოკლედ ისევ და ისევ მივადექით მეცნიერების მიერ შეუსწავლელ თემას, რომელსაც ადამიანური ფენომენი ჰქვია. რაზედაც იმის თქმა შემიძლია, რომ ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი სიძლიერეს ასე აფასებს ღმერთი: „ხელმწიფება მიწიერებაზე“ (სიბრძნე ზირაქის 16-17). ხოლო ღმერთის მიერ ბოძებული უნარი კი ცხადია სულს უკავშირდება, ვინაიდან „ღმერთი სულია“ (იოანე 4-24). რომელი სულიც „ღმერთი სიყვარულიას“ (I იოანე 4-16) გულისხმობს. ანუ სულის ის ძალა, რომელიც მას კოსმოსიდან ეძლევა, სულიწმიდაა და ადამიანში ის ფუნქციონირებს სიყვარულის გრძნობის სახით. რომელი გრძნობაც სათავისო თვისებების მომცველია და მათ კეთილი თვისებები ეწოდებათ.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ ნებისმიერი მოქმედების დაწყებას სათავისო მოტივი გააჩნია და უმიზნოდ და უმიზეზოდ ერთი ნაწილაკიც კი არ გადაადგილდება. ადამიანის ქმედების განმსაზღვრელი კი ის გრძნობაა, რომელიც მასშია და ის კი ორგვარი სახისაა: სიყვარული ან სიძულვილი. სიყვარულის გრძნობას გონება მართავს, ხოლო აზროვნებას კი მიცემული აქვს თავისუფალი ნება არჩევანისა ამ ორს შორის. ორივე გრძნობას ემსახურება სათავისო თვისებები: კეთილი და ბოროტი. რომელნიც განწყობას ქმნიან ორგანიზმში პირამიდული ნერვული სისტემის მეშვეობით და ამით აძლევენ მიმართულებას ადამიანის ქმედებებს. ამიტომ კეთილი ადამიანის ყველა ქმედება სასიკეთო შედეგის გამომღები იქნება და ბოროტეულისა კი – სავალალოსი (ლუკა 6-43). მიუხედავად იმისა, ქმედების სახეობა როგორ გამოიყურება.
როგორც უკვე გაცნობეთ ჭეშმარიტი რწმენაა ის წყარო, რომელიც კოსმოსიდან მოედინება და ადამიანში სიყვარულის გრძნობას ამყოფებს. ამიტომაც ასეთ ადამიანთა გრძნობები კეთილია და შერსაბამისად მათი ფიქრებიცა და ქმედებანიც. რის გამოც მათ მიდრეკილება არა აქვთ ცოდვის ჩადენისადმი. მაგრამ რა სიტუაციაა ისეთ ადამიანებში, რომელთა რწმენაც აცდენილია ჭეშმარიტებას? მათზე იმას გეტყვით, რომ მათ გაწყვეტილი აქვთ ის „ძაფები“, რომელიც კოსმოსთან კავშირს განაგებს და მათი სხეული სულს ინარჩუნებს იმ ენერგიის მეშვეობით, რომელსაც ისინი იღებენ კოსმოსთან კავშირის უნარმქონეებისაგან იმით, რომ ახერხებენ მათ ცდუნებას კანონთა დასარღვევად. უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა: მათი სიცოცხლე ცოდვის წილზე გადის და ამიტომაც მათ არ შეუძლიათ ის, რომ ბოროტება არ ჩაიდინონ!!! მოკლედ, კეთილმა ადამიანმა რომ იცოცხლოს, საამისოდ მან სიკეთე უნდა აკეთოს. ხოლო ბოროტმა კი, თავისი სიცოცხლე ბოროტების ჩადენით უნდა შეინარჩუნოს.
ახლა კი იმ საკითხზე ვისაუბრებ, თუ რა უნარჩუნებს ადამიანს ჭეშმარიტ რწმენას. ვინაიდან ყველა ახალშობილი უცოდველია და ამიტომაც მისი რწმენაც ჭეშმარიტებაზეა ორიენტირებული. მაგრამ შემდეგ გარემოს გავლენით ხდება რწმენის მიმართულების გადახრა არასწორობისაკენ. ამ პროცესის ფართო მასშტაბით განხილვას აქ არ ვაპირებ. მხოლოდ მოკლედ მიმოვიხილავ იმ სიტუაციას, რაც ხდება ამ დროს.
მოგეხსენებათ ის, რომ ადამიანში ორგვარი ტიპის ნერვული სისტემა არსებობს: ვეგეტატიური და ცენტრალური. ვეგეტატიური გონებიდან იმართება, ხოლო ცენტრალური კი აზროვნებიდან. ვეგეტატიური უფლობს ცენტრალურზე იმ კანონის თანახმად, რომლითაც შემქმნელმა შექმნა ადამიანი და ის შემდეგია: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). რაც ნიშნავს იმას, რომ სულია მმართველი ორგანიზში, ვინაიდან გონება სულის პროგრამაა. ხოლო თავად გონება კი პროგრამაა, რომელიც ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობის განსჯით ფუნქციონირებს. ამიტომ ცენტრალური ნერვული სისტემის განმგებელი აზროვნება თუკი არ ითანამშრომლებს გონებასთან და იმ კანონებს არ შეიცნობს და არ იცხოვრებს მათი დაცვით, რომელი კანონებითაც გონება განსჯის; მაშინ ასეთი აზროვნების პატრონი ვერ მიიღებს შემწეობას გონებიდან – რაც არის კიდეც შიშის წარმოშობის საფუძველი; თანახმად კანონისა: „შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ“ (სიბრძნე სოლომონის 17-11). ვინაიდან გონება არის პასუხისმგებელი ადამიანის სიცოცხლეზე, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ბედისწერის განგება იმ კანონებით ხდება, რომლითაც გონება განსჯის. ამიტომაც გონებამ კარგად იცის ადამიანის ნამოქმედარი.
მაშასადამე როცა ადამიანი ცხოვრობს ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის დარღვევებით, ამას ცოდვების ჩადენა ჰქვია და ასეთი ადამიანის აზროვნებაც თანდათან შორდება გონებას. რაც ზრდის შიშს ადამიანში. ფიზიკური თვალსაზრისით კი ეს გამოიხატება ნივთიერებათა ცვლის შეფერხებაში. რაც გულისხმობს უჯრედებში მიმდინარე წვის პროცესის არასრულყოფილად მიმდინარეობას. სწორედ აქედან მოდის სიტყვა „უფალი“ – „უფ“ ქართულად ნიშნავს რა კარგიას. ხოლო „ალი“ კი საუკეთესო წვის გამოხატვის ფაქტს. აქ დავძენ, რომ ქართული ენა ის ენაა, რომლითაც ჭეშმარიტება იხსნება.
ე.ი. მივედით იქამდე, რომ შეფერხდა ნივთიერებათა ცვლის პროცესი და ეს კი რიგი პრობლემების წარმომშობია ადამიანში ჯანმრთელობის მხრივ. რომელთაგან გამოვყოფ მთავარს და ეს კი არის ვეგეტონერვოზი – ყოველ სნეულებათა მამა!!! ვინაიდან იგი არის სნეულება, რომელიც გამოწვეულია აზროვნებისა და გონების თანამშრომლობის დარღვევით. ამ სენის მთავარი იარაღია შიში და სწორედ მისით მართავს გრძნობებს. გრძნობები კი ორგანოებზე უფლობენ. მაშასადამე გამოიკვეთა ის ფაქტორი, რომ რწმენის არასწორი მიმართულებით გადახრა, იწვევს შიშის გაჩენას. რომელიც რაც უფრო იზრდება, მით მეტად იმყარებს პოზიციებს და იმორჩილებს ყველა გრძნობას და ამით თავისთავად იმ ორგანოებსაც, რომლებსაც ეს გრძნობები მართავენ.
ახლა კი ამჟამინდელ სიტუაციას გადავავლოთ თვალი და გონებით განვსაჯოთ ის, რაც ხდება: სახეზე გვაქვს თითქმის მთელი მსოფლიო მოსახლეობის დანერვოზება – თანაც იმ დონეზე, რომ აფექტამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი. ეს კი რას ნიშნავს?! რას და იმას, რომ თუკი საინფორმაციო საშუალებები გამოაცხადებენ, რომ ციდან ქვები ცვივაო. საჭირო არ არის მართლაც ქვების გადმოყრა, რადგან უამრავი ადამიანს მოელანდება ის, უამრავი მისგან დაცემულ ტკივილს იგრძნობს, უამრავი მისი მიწაზე დაცემის ხმას გაიგებს, უამრავს სისხლიც დაედინება მისი მოხვედრის გამო, უამრავი ტვინის შერყევას მიიღებს და აღმოჩნდებიან ისეთნიც, ვინც გარდაიცვლებიან კიდეც იმის გამო, რომ ქვის დარტმის შეგრძნება განუვითარდებათ სასიცოცლოდ საშიშ ზონაში. თუმცა სინამდვილეში არანაირი ქვის ცვენას არ ჰქონია ადგილი და ყოველივე ეს კი გამოიწვია მედიის მიერ გავრცელებული სიცრუის დაჯერებით ამოქმედებულმა პანიკურმა შიშმა!!!
ვეგეტონერვოზის არმაგედონის საყრდენობაზე, ჩემს მიერ წლების წინ გაკეთებული განაცხადის ერთ-ერთი მტკიცებულება, სწორედ კოვიდ პანდემიაა. რაც რომ ასეა, ამას თანდათან თავისთავადაც ხვდება ხალხი. მაგრამ მე მინდა ის საფუძველი ვამხილო, თუ რა მიზნით შექმნეს ის სიტუაცია, რაც სახეზეა. მანამ კი მოკლე შეტყობინების სახით გაცნობებთ იმ სინამდვილეს, რაც დაფარულია. ბიბლიაში არის ასეთი ცნობა, რომ „სამსჯავროს ბევრ წყალზე მჯდომ დიდ მეძავთან მეძაობდნენ მიწის მეფეები და მათი სიძვის ღვინით თვრებოდნენ მიწის მკვიდრნი“ (გამოცხადება 17-1,2). ავხსნი მას: მეძავი ანტიქრისტეა, რომელშიაც სატანის სულია შესული. მიწის მეფეები კი ქვეყანათა მმართველების აზროვნება. რომელთა მართვასაც ის ახერხებს რელიგიის მიერ მიტაცებული რწმენის მეშვეობით. რაზედაც იესო ამბობს, რომ „წაერთმევათ მათ ის და გადაეცემა ერს, რომელიც გამოიღებს ნაყოფს“ (მათე 21-43). ეს სიტუაცია კი მეცნიერული ენით რომ ავხსნა, ნიშნავს იმას, რომ ანტიქრისტეს აქვს უნარი მასათა დაჰიპნოზებისა და სწორედ ეს მდგომარეობა გვაქვს სახეზე – მსოფლიო მოსახლეობის მასიურად დაჰიპნოზება, რაც გონების მიძინებას ნიშნავს და რასაც სიკვდილისაკენ მიჰყავს ადამიანი. რადგან სატანა ადრე ანგელოზი იყო, ცხადია მან იცოდა ის, რომ ღმერთი მოავლენდა მას, ვინც სატანის საქმეებს დაარღვევდა და ამხელდა მისი სულის მფლობელ ანტიქრისტეს. სატანამ ეს იცოდა, მაგრამ არ იცოდა ის, თუ პიროვნულად ვინ იქნებოდა ეს ადამიანი. ამიტომაც მეცნიერებაში მყოფი მის ძალას დაქვემდებარებული პირები მუშაობდნენ ისეთი ფსიქოტრონული იარაღის შექმნაზე, რომლისთვისაც მანძილი არ იქნებოდა გადაულახავი ბარიერი. ეს იარაღი შეიქმნა, მრავალგზისაც იქნა გამოცდილი და მის მიერ ყველა გამოცდა ჩაბარებულ იქნა კიდეც. ხოლო როდესაც ანტიქრისტესათვის ცნობილი გახდა ამ პიროვნების ვინაობა, უმალვე გაიცა ბრძანება მასზე ამ იარაღის გამოყენებისათვის. მაგრამ მცდელობა ფუჭი გამოდგა იმიტომ, რომ ეს პიროვნება უკვე აღჭურვილი იყო სათანადო ცოდნით და მან არამარტო თავი გადაირჩინა, არამედ ამ იარაღის განადგურებაც კი შესძლო. აი ამის შემდეგ კი, უკვე მეტი გზა აღარ დარჩა სატანას და სიცრუის სიმართლის გაცხადებით შეეცადა ძალაუფლების შენარჩუნებას. მაგრამ აქაც დამარცხდა. რადგან დაფარული ჭეშმარიტების მხილებით აიხადა სიცრუის ფარდა და ახლა უკვე ბოლო იარაღისათვის იქნა მიმართვა. რაც არის ნივთიერული სახით ე. წ. ვაქცინის სახელით შენიღბული ქმედება. რისთვისაც ჯერ პანდემიის სიტუაციის შექმნა იყო საჭირო. რისი მიღწევაც ძალიან ადვილად ხერხდება მასობრივი დანერვოზების ფონზე და როგორც ხედავთ მას მიაღწიეს კიდეც. მაგრამ არის ის, რასაც ვერასოდეს ვერ გრძნობენ სატანური სულის მქონენი და ეს არის ბოროტების ის ზღვარგადასულობა, რაც რომ მათ ახასიათებთ და ის კი, სამყაროს კანონზომიერობის თანახმად, განადგურებას ექვემდებარება!!!
ამჟამად სწორედ ის სიტუაციაა, როცა ზღვარგადასულობა ადამიანის თავისუფალ ნებაში ჩარევის მცდელობას შეეხო და მისი სახელი კი იძულებითი ვაქცინაციაა. ამიტომაც სწორედ მის აღსაკვეთად იქნა ამოქმედებული სტიქიური მოვლენების მუხლი. რომელიც არ ეხება მხოლოდ კლიმატს, არამედ ყოველივე იმ მხარეს, რაც ადამიანის მიმართ შეხებაშია. მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. მხოლოდ განვაცხადებ იმას, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს!!!