გაზიარება

კეთილი და მავნე ჩვევები


„ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (I კორინთელთა 15-33).


არსებობს ხალხში მეტად გავრცელებული და ფესვებგადგმული გამონათქვამი: ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. დავძენ იმას, რომ ის მართლაც ძალიან ახლოს არის სიმართლესთან. რადგან ადამიანს თუკი ჩამოუყალიბდა რაიმე ჩვევა, მასთან გამკლავება ძალიან უჭირს და არცთუ იშვიათ შემთხვევაში უძლურია მასთან.
რა არის ჩვევა და რატომ არის ის კეთილი ან ბოროტი? ამ კითხვის ჭეშმარიტი პასუხის შეცნობას შეუძლია ნათელი მოფინოს იმასაც, თუ როგორ უნდა შესძლოს ადამიანმა აღმოფხვრას მასში ჩანერგილი მავნე ჩვევა. რომელზედაც ვიტყოდი იმას, რომ იგი არის კატალიზატორი იმისა, რომ თავის მფლობელს ცოდვა ჩაადენინოს. ხოლო როცა ჭეშმარიტ ცოდნაზეა საუბარი, ცხადია მისი მოძიება შეუძლებელია ბიბლიის გარეშე და ამიტომაც მივმართავ მას:
„როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). „როგორც სიამოვნება და ტკივილი სხეულიდან და სულიდან აღმოცენებული მცენარეებია, ასევე ამ მცენარეებს თავისი შტოები აქვს. რომელთაგან თითოეულს ასუფთავებს, სხლავს, ამყნობს, რწყავს და ყოველმხრივ უვლის მიწათმოქმედი გონება და ათვინიერებს ველურ ზნეს და ვნებებს. რადგან გონება არის ღირსებათა წინამძღვარი და ვნებათა განმგებელი. გონება ბატონობს ვნებებზე თვითდამაოკებელი ძალის წყალობით. თვითდაოკება კი სურვილებზე უფლობს. ზოგი სურვილი სულიერია, ზოგიც სხეულებრივი და ორივეს, ცხადია სძლევს გონება“ (IV მაკაბელთა 1-20/32). „ეს როგორ არის? იკითხავს კაცი. რომ ვნებათა მბრძანებელი გონება ვერ სძლევს გულმავიწყობას და უმეცრებას? მაგრამ გონება განაგებს არა თავის საკუთარ ვნებებს, არამედ ხორციელთ. ადამიანს არ შეუძლია ამოიკვეთოს ამგვარი სურვილი. მაგრამ გონებას მაინც ძალუძს სურვილისადმი დაუმორჩილებლობის უნარის მონიჭება. ადამიანს არ შეუძლია ამოიკვეთოს სულიდან მრისხანება. მაგრამ შეუძლია მრისხანებაში შემწედ მოიხმოს გონება. ადამიანს არ შეუძლია ამოიკვეთოს უკეთური ზნე. მაგრამ გონებას თანამებრძოლად შეუძლია მოუვლინოს ავი ზნისადმი ქედუხრელობა. გონება ვნებათა აღმომფხვრელი კი არ არის, არამედ მათი წინააღმდგომია“ (IV მაკაბელთა 3-1/5). „გონებას ძალუძს სურვილთა დაძლევა და ვნებათა ალის ჩაქრობა. ძალუძს უმძიმესი ხორციელი ტკივილების დაამება და გონების სიკეთის წყალობით ვნებათა ყველანაირი შეტევის უკუქცევა“ (IV მაკაბელთა 3-17,18).
როგორც ხედავთ, ბიბლია იუწყება იმას, რომ გონებას არ შეუძლია ჩვევებისა თუ თვისებების აღმოფხვრა, მაგრამ სურვილებისა და გრძნობების მოთოკვა კი. ხოლო თუკი რას ნიშნავს ყოველივე ეს, ავხსნი მას:
მოგეხსენებათ, რომ ადამიანი არის ენერგიის მომხმარებელიც და ასევე მისი გამომუშავებელი არსება. ვინაიდან იგი ცოცხალია და სიცოცხლის არსებობა კი სწორედ ენერგიის მოხმარებითა და წარმოებით არის განპირობებული. ამასთანავე, არა მარტო ადამიანის, არამედ ამ სამყაროს არსებობასაც ენერგიის მოხმარება და წარმოება უდევს საფუძვლად. რაც ადასტურებს იმას, რომ ისიც ცოცხალი ქმნილებაა. რადგან წარმოიშვა, განიცდის ცვლილებებს და დადგება დრო, რომ სხვაგვარად გარდაისახება. ხოლო ყოველივე ეს პროცესი კი კანონზომიერულ განკარგვას ექვემდებარება იმიტომ, რომ სიცოცხლის არსებობის შენარჩუნებას სათავისოდ განკუთვნილი სპეციფიკური ფუნქციონირება სჭირდება. რომელიც კანონზომიერულად რომ არ იყოს გათვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა სიცოცხლის შენარჩუნება. რის დასტურსაც ადამიანის გარდაცვალების მაგალითი იძლევა. რაც ხდება იმიტომ, რომ ადამიანი არ ემორჩილება იმ კანონმდებლობის დაცვით ცხოვრებას, რომელიც შემქმნელმა დაუწესა მას სასიცოცხლო აუცილებლობად.
რაც შეეხება ენერგიას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის არსებობას, ცხადია მას ძალას ანიჭებს და რადგანაც ადამიანი მოაზროვნე არსებადაა შექმნილი, ამიტომ მასში ეს ძალა გრძნობის სახით წარმოდგება და მას ჩვენ სიყვარულის სახელით ვიცნობთ. როგორც ცნობილია, ძალის მოქმედება თავისი მიზიდულობის ველს ქმნის და ის კი ადამიანში თვისებებად ვლინდება. ისიც ცნობილია ჩვენთვის, რომ ადამიანი სულისა და სხეულის ერთობით გამთლიანებული არსებაა. თანაც სულს თავისი მოთხოვნები აქვს და სხეულს კი თავისი. რაზედაც ბიბლია იუწყება იმას, რომ „ადამიანი თავისი გონებით ღვთის რჯულს ექვემდებარება, ხოლო სხეულით კი ცოდვის რჯულს“ (რომაელთა 7-25). ამიტომაც „ხორცს სულის საპირისპიროდ სურს და სულს კი, ხორცის საპირისპიროდ“ (გალატელთა 5-17). რაც ყოველივე დაფუძნებული არის სამყაროს არსებობის პრინციპზე. რომლის საფუძველიც მიზიდულობა-განზიდულობის ფონზე შექმნილი სიმყარეა. სული კოსმოსიდან ეძლევა ადამიანს და ის კოსმოსურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული, სხეული კი – დედამიწურს. რაც ყოველივე იმას ადასტურებს, რომ მათი საარსებო ენერგიები ურთიერთსაპირისპირო ძალას ემყარებიან. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მათ შორის ისეთი მიზიდულობა არსებობს, რომ ამ ორის ერთობით მთლიანობა დგება – ეს დასტურია იმისა, რომ ერთ-ერთი მეორისაგან არის ნაწარმოები. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შორის იმგვარი თანამშრომლობა ვერ შედგებოდა, რასაც ზრდა-განვითარება და სიცოცხლის არსებობა ჰქვია.
მოგეხსენებათ ისიც, რომ გვამად ქცეულ სხეულს ფიზიკურად არაფერი აკლია საიმისოდ, რომ ცოცხალი არ იყოს. მაგრამ მასში სიცოცხლე ვერ არსებობს იმიტომ, რომ სულმა დატოვა სხეული. რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სასიცოცხლო ენერგია სულით ენიჭება ადამიანს. ხოლო რადგან მის გარეშე სხეული ვერ ინარჩუნებს არსებობას, ამიტომაც მას სჭირდება სულის მოთხოვნების დაკმაყოფილება საიმისოდ, რომ სულმა შესძლოს არსებობა იმ გარემოში, რასაც ადამიანური ორგანიზმი ჰქვია. არსებობის შენარჩუნება კი თავისთავად ფუნქციონირებასაც გულისხმობს. რამეთუ სიცოცხლის არსი მოქმედებაშია.
ე.ი. სხეულს სულის შესანარჩუნებლად ესაჭიროება ბალანსის დადგენა მისსა და სულის თვისებებს შორის. რომელთა დარღვევასაც ცოდვების ჩადენა ჰქვია და როცა მათი რაოდენობა კავშირის შესანარჩუნებელ ზღვარს გადასცდება, მათ შორის მიზიდულობის კავშირი წყდება და სული შორდება სხეულს. რაც შეეხება ბალანსს, მის დაცვას უზრუნველყოფს ის ქმედებები, რომელსაც ადამიანი სჩადის იმის გამო, რომ მას ასე სურს. ხოლო სურვილებს კი ის გრძნობები განკარგავენ, რომელნიც უფრო აქტიურია პიროვნებაში. მაგრამ რაც შეეხება გრძნობებს, მათ თავიანთი თვისებები და ჩვევები გააჩნიათ და სწორედ მათი აქტიურობა უფლობენ სურვილებზე. ხოლო რაც შეეხება სასიცოცხლოდ აუცილებელი ბალანსს, ცხადია რომ ქმნილებას ის შემქმნელმა დაუწესა და ადამიანური აზროვნებისთვის გასაგებად წარმოადგინა იმ კანონთა სახით, რომელთაც ჩვენ ბიბლიურ სიბრძნეებად ვიცნობთ.
მაშასადამე გამოიკვეთა: თუ ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებს იცავს ადამიანი, მაშინ მასში სიყვარულის ძალა უპირატესობს და მას კი კეთილი თვისებები და ჩვევები ახასიათებს. რომელთა გააქტიურებით ჩადენილი ქმედებანიც სიკეთის მომცველი იქნება და ბედისწერისაგან ღვთის წყალობასაც დაიმსახურებს. ასეთ პიროვნებას „მართალის“ სტატუსს ანიჭებს გონების საზომი და მასზე ასეთი კანონი მოქმედებს: „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს“ (იგავები 12-21). მაგრამ რა ხდება კანონდაუცველობის შემთხვევებში? ამ დროს აქტიურდება სიყვარულის საპირისპირო ძალა, რომელიც ეგოიზმია და მისი აქტიურობაც თანდათან ახდენს კეთილ ჩვევათა და თვისებათა გადაგვარებას მავნედ. მათ ქმედებათა შედეგად კი, კეთილი საქმე ვერ წარიმართება და საპასუხოდ ღვთის რისხვის მომკა მიიღება. ამასთანავე ცხადია, რომ ბედისწერის განსჯა სამართლიანობას ექვემდებარება და ყოველთვის ღვთის რისხვის იმ ნაწილის მიგებას ექნება ადგილი, რა დოზითაც მოხდება დამსახურება. ხოლო ყოველივე ეს, სანამ იმ დონემდე არ მივა, რასაც შორსწასული ქმედების სტატუსი აქვს მინიჭებული; მანამ შესაძლებელია ადამიანი მიხვდეს იმას, რომ მას მავნე ჩვევა აქვს განვითარებული და მისი დაძლევა განიზრახოს. თუმცა მხოლოდ სურვილითა და ძალისხმიერი მეთოდით ამას ვერ მიაღწევს. რადგან საამისოდ სპეციფიკური ცოდნის გამოყენებაა საჭირო და სწორედ მას მოგაწვდით ახლა. მანამ კი იმას დავძენ, რომ მავნე ჩვევის დაძლევის სურვილი ადამიანს მანამ უჩნდება, სანამ მასში ცოდვათა ჩადენა შორსწასულ დონემდე არ მისულა. ხოლო თუკი ამ ზღვარს გადააბიჯებს, ამის მერე უკვე მასში სინდისის მსაჯული იბლოკება და მისი აზროვნებაც გაუკუღმართდება. ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ძალზედ მომრავლებულნი არიან ამჟამად და ამიტომაც ხდება გააქტიურება შემდეგი კანონისა: „ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და განსაცდელი, მხეცთა კბილები და ქვეწარმავალნი, სიკვდილი და მახვილი, მწუხარება და შუღლი; ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქის 40).
ახლა კი მათ საყურადღებოდ, ვინც ხვდება იმას, რომ მასში მანკიერებაა და თავს ებრძვის მის გამოსასწორებლად. რაც დღეს ძალზედ უმნიშვნელოვანესია. ვინაიდან „არმაგედონის“ მოქმედების პირობებში გვიხდება ცხოვრება და ეს კი გადარჩევას თავისთავად ნიშნავს. მავნე ჩვევისგან თავის დაღწევის მოსურნე, უპირველეს ყოვლისა კარგად უნდა გაერკვეს იმაში, რომელი ჩვევაა შეფასებული გონების საზომით მავნედ და რომელი – კეთილად. რაშიაც ის კანონები გაარკვევს, რომელნიც ღმერთმა დაუწესა ადამიანს. ამ კანონებში კარგად განსწავლა იმასაც მიახვედრებს მას, თუ რა ცოდვა ჩაუდენია. რადგან ძალიან ბევრი ტყუილი არის სიმართლედ გასაღებული და უსამართლობა კი – სამართლიანობად. ხოლო პიროვნება როცა აღმოაჩენს ჩადენილ ცოდვას, გულწრფელად უნდა მოინანიოს და ღმერთს შეპირდეს, რომ აღარ ჩაიდენს. ღმერთი კი ამ მონანიებას მეორე დღესვე შეუმოწმებს მას. ოღონდ მონანიებული ცოდვის სცენარით კი არა, არამედ სხვა სახეობრივად, მაგრამ კატეგორია იგივე იქნება. თუკი მონანიება მართლაც გულწრფელი იყო, მაშინ ეს ადამიანი ჩააბარებს ამ გამოცდას. მაგრამ თუ არა, მაშინ ვერა და ღმერთიც არ მიუტევებს. რადგან ადამიანი თავისი აზროვნებით ვერასოდეს განსაზღვრავს რა არის სწორი. ამის შემძლეობას მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენა იძლევა. ამიტომ ღმერთს ვერავინ მოატყუებს. რამეთუ თუ მონანიება ნამდვილად გულწრფელი არის, მაშინ რწმენის მაჩვენებელი იძლევა იმის შანსს, რომ სწორი ნაბიჯი გადაადგმევიოს ადამიანს გამოცდისას და ღმერთისგან მიტევება დაამსახურებიოს. რითაც უკვე მის წინ ჩადენილი ცოდვა გამოჩნდება და უკვე მისი მონანიება გახდება საჭირო. ასეთი გზით სვლა კი იმ შედეგებს გამოიღებს ადამიანში, რომელიც შემდეგია: თანდათან გაძლიერდება სიყვარული ძალა. რაც ასევე თანდათან გააქტიურებს კეთილ თვისებებსა და ჩვევებს და დათრგუნავს ყოველივე ცუდსა და მავნეს. მას შესაბამისად მოჰყვება: სხეულის გაჯანსაღება, გულის სიხალისე ანუ მხიარულ განწყობაზე გადასვლა, მატერიალური კეთილდღეობა, ნიჭთათვის გასაქანის მიცემა, გონების გამოფხიზლება და ბევრი რომ არ გავაგრძელო მოკლედ ვიტყვი: ყოველივე, რასაც ღვთის წყალობა ჰქვია. ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ თუ ამ გზის დადგომას მოისურვებს ვინმე, მას გზამკვლევად გამოადგება ეს ლოცვა: „დიდება ღმერთო უფალო, უკუნითი უკუნისამდე. ამინ! მადლიერი ვარ ვარ უფალო, მადლი ერი. ამინ!“. ვინაიდან ეს ლოცვა დაეხმარება იმაში, რომ არ გადაუხვიოს იმ სწორი გზიდან, რასაც დაადგა. რამეთუ როგორც კი გაუჭირდება გზის გაკვლევა, ილოცოს ამ ლოცვით და ის აუცილებლად უჩვენებს სწორ მიმართულებას.
მიზანშეწონილად მიმაჩნია ყურადღების გამახვილება იმ მეტად მნიშვნელოვან ფაქტზე, რასაც ჩვევათა თანამიმდევრობა ჰქვია და ის კი ყოველ ადამიანს ინდივიდუალრად აქვს გამოკვეთილი პერსონალურობის ინდივიდუალურობიდან გმომდინარე. ამის აღნიშვნა აუცილებელი იმიტომ არის, რომ თუკი ადამიანს სურს რომელიმე მანკიერი ჩვევისგან თავის დაღწევა. ამას შესძლებს იმ თანამიმდევრობის ფონზე, რომელიც მასშია გენეტიკური მემკვიდრეობის სახით ჩანერგილი. რისი თქმაც მსურს, უფრო გასაგებად რომ ავხსნა, მაგალითის ფონზე წარმოვადგენ მას:
დავუშვათ ადამიანს სურს, რომ სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევას დაანებოს თავი და მან ყურად იღო ის ცოდნა, რომელიც ახლა მოგაწოდეთ. დაადგა იმ გზას, რაზედაც აქ არის საუბარი, მაგრამ დრო გადის და შედეგს კი ჯერ ვერ მიაღწია. ამის მიზეზი ის არის, რომ მასში სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევა, არ ყოფილა წინა რიგში. არამედ მის წინ სხვა ჩვევებიც ჰქონია ათვისებული. ამიტომ როცა ამ გზას დაადგება პიროვნება, მასში მავნე ჩვევათა დაძლევა დაიწყება იმ ჩვევიდან, რომელიც მიღებულთაგან ბოლო ადგილასაა და როცა ის დაიბლოკება, მის შემდეგ დადგება მისი მომდევნოს ჯერი. რაც ასე გაგრძელდება და სიგარეტის მოწევის ჩვევამდეც მიაღწევს მხოლოდ მაშინ, როცა თანამიმდევრობაში მისი რიგიც დადგება. ხოლო როგორც უკვე გითხარით, ეს თანამიმდევრობა ინდივიდუალურად აქვს დადგენილი ადამიანს და ამიტომაც ზოგს ნაკლები დრო დასჭირდება მიზნის მისაღწევად და ზოგსაც მეტი. თუმცა უმჯობესია, რომ მიზნის მიღწევის შემდეგაც არ გაჩერდეს ადამიანი და არ გადაუხვიოს ამ გზიდან. რადგან, ჯერ ერთი არსებობენ ცოდვები, რომელსაც ადამიანები სჩადიან და იმის შესახებ არ იციან რომ ეს ცოდვაა. ხოლო მეორე კი ის არის, რომ არასწორ გზაზე გადასვლით, შესაძლებელია რომ ისევ გააქტიურდეს დაბლოკილი მავნე ჩვევა.