ისმინე ცოდნის მძებნელო
რა თქმა უნდა ყველას აქვს იმის უფლება, რომ ვისიც სწამს, მისგან გაცხადებული ცოდნა მიიღოს და მისით იხელმძღვანელოს გადაწყვეტილებების მიღების დროს. მაგრამ არჩევანი სწორი გამოდგება თუ არა, ამას კი ის პასუხები გაარკვევენ, რომელთაც ბედისწერა არგუნებს ადამიანს თავისი არჩევანის გზით გადადგმული ნაბიჯების სანაცვლოდ. ხოლო ვის ვისი სწამს, ამას კი განსაზღვრავს სამყაროს მიზიდულობის კანონი, რომელიც ამბობს: „რომ ყველა თავისი მსგავსისაკენ მიისწრაფვის“ (სიბრძნე ზირაქის 13-16). საბოლოო ჯამში კი, ეს გაერთიანება ორ მთავარ ჯგუფად არის წარმოდგენილი და ერთს ღვთიური ძალა განაგებს და მეორეს კი – სატანური. მათგან პირველი სიმართლეს ემსახურება და მეორე კი – სიცრუეს. ამიტომაც ვისშიაც რა ძალა აქტიურობს, არჩევანსაც ის განუსაზღვრავს მას. ასეთია ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა და მას ემორჩილება ყოველივე და ყველაფერი.
ახლა კი მის შესახებ, ვისაც ღმერთის მიერ აქვს მიცემული ჭეშმარიტი ცოდნის შეძენის უნარი და მისი გაცხადების უფლება. მასზე ასეთი კანონმდებლობაა დადგენილი: „ნუ უგუნებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასმით. ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი. რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება. გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. მას უერთგულე. რადგან შენი ასეთი მოქმედებით, შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელსაც“ (I ტიმოთე 4-14/16) და „როდესაც ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები მეთქი. შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს, ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს. მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. ხოლო თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს. მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, მაშინ მოკვდება იგი თავის უკეთურებაში. შენ კი გადარჩენილი გეყოლება შენი თავი. როდესაც მართალი მიიქცევა თავის სიმართლისაგან და უკეთურებას ჩაიდენს. საფრთხეს დავუდებ წინ და მოკვდება, თუკი შენ არ გააფრთხილებ მას. თავის ცოდვაში მოკვდება. არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს და მის სისხლს შენ მოგკითხავ. თუ შენ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს და ისიც არ შესცოდავს – გადარჩება; რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გეყოლება შენი თავი“ (ეზეკიელი 3-18/21). როგორც ხედავთ, ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა ვალდებულს ხდის ცოდნის მიღების უნარმქონეს საიმისოდ, რომ მან იგი სხვებს აუცილებლად უნდა გაუზიაროს. რამეთუ ადამიანში არსებული ცოდნა არის იმის საფუძველი, რასაც ეყრდნობა ადამიანი ცხოვრებისეული ნაბიჯების გადადგმის დროს. რადგანაც აზროვნება მის შესაბამისად ფუნქციონირებს, ცოდნის რა მარაგის მფლობელიცაა პიროვნება. რის თაობაზეც მინდა მოგახსენოთ ის, რაც დღეს გაოცებას იწვევს ადამიანებში და ეს კი ის მოჭარბებული ნიჭიერებაა, რისი გამოვლენის შემთხვევებსაც ამჟამად აქვს ადგილი. საქმე კი შემდეგშია:
საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ადამიანთა მოდგმას დადგენილი ექნა საიმისოდ, რომ მათი აზროვნება გონიერი გამხდარიყო. რასაც აუცილებლად სჭირდება ნიჭთა განვითარება და იგი კი სხეულებრივი მოქმედების ფონზე ხდება. ვინაიდან და რადგანაც სხეულოვანი ქსოვილები ხმის ძალით იზრდებიან, მაშასადამე თითოეული უჯრედიც საკუთრივ სათავისო ბგერის მომცველი არის. ხოლო ყოველივე ამის განმგებელი კი გონებაა, რომელიც არეგულირებს კავშირსა და შესაბამისობას ასო-ბგერებს, ციფრებსა და გეომეტრიულ მოხაზულობას შორის. რასაც ადასტურებს კანონიც: „სულისა და სახის საკვირველი მსგავსება აღიბეჭდება ბავშვის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე“ (IV მაკაბელთა 5-4). სწორედ ამით განისაზღვრება სახიერად სრულქმნილების ფენომენიც; რამეთუ შენარჩუნებელი თუ იქნება ჰარმონია ამ სამს შორის.
ღმერთის უარმყოფელი მეცნიერება დაადგა იმ გზას, რომელმაც ლაბირინთებში ატარა კიდეც და სათანადოდ ვერც ვერაფერში გაარკვია. მისგან შორს არის ადამიანური ფენომენის ცოდნა და ამიტომაც უშვებს მთელ რიგ გამოუსწორებელ შეცდომებს. რომელთა ნაყოფის მომკასაც თანამედროვე პერიოდი ახილვინებს კაცობრიობას. რატომ ახლა?! იმიტომ, რომ გენთა გაზრდას ერთჯერადი სასიცოცხლო პერიოდი არ ჰყოფნის იმის გამო, ადამიანები უარს რომ არ ამბობენ ცოდვების ჩადენაზე და მისი სიმრავლით კი სიკვდილს უვლენენ თავს. როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგან არსებობისათვის შექმნა მან ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. მაგრამ უღვთოებმა, ხელებითა და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და მასთან დამოყვრებულნი დაიშრიტდნენ. აღთქმა დაუდვეს მას. რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სიბრძნე სოლომონის 1-13/16). მაგრამ გენეტიკის კანონმდებლობა იმგვარად არის დადგენილი, რომ გარდაცვალების გამო პიროვნული ღვაწლი არ იკარგება. არამედ მემკვიდრული გენით გადაეცემა მემკვიდრეს. რომელიც თავისას ამატებს მიღებულს და ისე გადასცემს შთამომავალს. აი, ასე ხდება გენის გაზრდა იმ დადგენილ ზღვრამდე, რომელიც შეესაბამება ადამიანური შემძლეობის უნარს. ამჟამად კი სწორედ იმ პერიოდში იმყოფება კაცობრიობა, როცა ეს ზღვარი აივსო და ამიტომაც ადგილი აქვს ნაყოფთა მიღების შემთხვევებს. რაც, რა თქმა უნდა იმის შესაბამისად ხდება, ვინც რა აგროვა. სწორედ ამ შენაგროვების თაობაზე უნდა მოგახსენოთ ახლა და საამისოდ კი უნდა შევეხო რელიგიურ მიმდინარეობებს. რადგანაც მთავარზე მთავარი დამნაშავენი ისინი არიან იმაში, რა უბედურებაც კაცობრიობის თავს ტრიალებდა ყოველ ეპოქაში და ამჟამად კი ამ უბედურებებს აგვირგვინებს ნაყოფმიუღებლობისათვის დადგენილი საბედისწერო სასჯელები.
რა დააშავა რელიგიამ?! ამას რომ მიხვდეს ადამიანი, მან უნდა იცოდეს ის, რომ მისი ბედისწერის განგება თუ რაზეა დაფუძნებული. ეს კი რწმენაა და მას აცხადებს კიდეც ბიბლია: „რომ ადამიანი სანამ სხეულში სახლობს, რწმენით დგამს ნაბიჯებს და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). ჭეშმარიტი რწმენის მიღებას კი იმ კანონებში გარკვევა და მისი დაცვა სჭირდება, რომელიც ადამიანს ღმერთმა დაუდგინა ბედისწერის განმკარგველად და სულის გონების სახით უბოძა დაბადებითვე. რომელი კანონებიც ბიბლიის სიბრძნეებია და რომელზეც ცოდნის პრეტენზიასაც რელიგია აცხადებს. შემდეგ სათავისოდ მოირგებს ხოლმე და ისე მოძღვრავს ხალხს. ამიტომ სწორედ რელიგიის მსახურნი არიან მთავარი დამნაშავენი იმაში, რა უბედურებანიც თავს ატყდება კაცობრიობას. თუმცა ამის მიმხვედრი ვერ არის ადამიანთა მოდგმა. რადგანაც ღმერთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის სათანადო დონეზე გაგებას, გენეტიკურად დასრულებული გენების მფლობელობა ესაჭიროება. რისი შემძლეობაც საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის პერიოდის დადგომით არის შესაძლებელი. ამიტომაც იქნა დადგენილი ამ ცოდნის უნარმფლობელი სხეულის მიღება ბოლო ჟამის პერიოდში და მიცემული ექნა ქრისტეს სული; თანახმად კანონისა: „ის საუკუნეთა ბოლოს გამოჩნდა“ (ებრაელთა 9-24/28). რაზედაც კაცობრიობამ იცის ის, რომ მოხდა მისი ნაადრევად მოვლინების დაშვების შემთხვევა და ეს სული იესო ნაზარეველის სხეულს ერგო. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ იესო იმ გზით არ ჩასახულა, რასაც ჩვენ ჩასახვის ბუნებრივ გზას ვუწოდებთ და სწორედ იმიტომ, რომ საკაცობრიო გენეტიკა არ იყო სასრულ სტადიაში. ამიტომაც გახდა საჭირო მისი სისხლის გაღებით იმ მდგომარეობის გამოსწორება, რომელიც კაცობრიობას დაამსახურებია რელიგიებისათვის დაჯერებით გადადგმულმა ნაბიჯებმა. ამჟამადაც ზუსტად მსგავს სიტუაციაში არის ჩავარდნილი კაცობრიობა და ახლაც რელიგიათა ძალისხმევით ხდება ის, რომ კაცობრიობის არსებობას საფრთხე აქვს შექმნილი. მაგრამ ამჟამად უკვე გენეტიკურ საუკუნეთა ბოლოა და იმას, რასაც ადრე სისხლით მსხვერპლის გაღება დასჭირდა, ახლა მისი გამოსწორება სიტყვით გახდა შესაძლებელი. ამიტომაც არც ქრისტეს სულის მიმღები პიროვნების სიკვდილია საჭირო და თანაც იმ ცოდნის გააქტიურებაც მოხდა, რომლის უმოქმედობამაც მიიყვანა კაცობრიობა არსებობის საფრხთის ზღვარზე. დანარჩენს კი უკვე ყველა საკუთარ თავზე ფაქტთა სახით გამოსცდის იმიტომ, რომ არც მისი მოსმენა და მითუმეტეს შესმენა, არ მოინდომეს. თუმცა, ვინაიდან დრო ძალზედ მცირედი კიდევ არის დარჩენილი; ამიტომაც ვირჯები მათთვის, ვინც მოისურვებს სიმართლის მოსმენას და მის გამოყენებას შეეცდება საიმისოდ, რომ უკვე მის წინმდგომი საფრთხე აიცილოს.
კანონი ამბობს: „თუკი სიკეთის კეთება იცი და არ აკეთებ მას, ეს ცოდვად გეთვლებაო“ (იაკობი 4-17). ხოლო იმაზე დიდი სიკეთე განა რა შეიძლება იყოს, რომ ადამიანებს მისცე ისეთი ცოდნა, რისი გამოყენებითაც ისინი შესძლებენ არა მარტო სიცოცხლის შენარჩუნებას; არამედ ბედნიერი ცხოვრებით განვლას ამქვეყნად არსებობისათვის მათთვის განსაზღვრული დროის იმ პერიოდისას, რომელიც კანონის თანახმად: „ ადამიანს მიცემული ექნა სასიცოცხლო ვადად 120 წელი“ (დაბადება 6-3).
როგორც ხედავთ, ღმერთისაგან დადგენილი კანონების თანახმად, ვალდებული ვარ სხვაგვარად არ მოვიქცე გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოს უნდა მივაწვდინო სიმართლის ხმა. რათა ადამიანებმა აღასრულონ კანონი: „აირჩიონ სიცოცხლე, რათა იცოცხლონ“ (III ეზრა 7-59). რასაც ვერავინ გააკეთებს სხვის სანაცვლოდ. არამედ ყველამ თავად უნდა იმოქმედოს საკუთარი თავისა და თავისი ოჯახის საკეთილდღეოდ. რამეთუ ჭეშმარიტი ცოდნის მოძიება და გაცხადება ერთის საქმეა, ხოლო მისი მიღება კი – მრავალთა საქმე!!!
რაც შეეხებათ რელიგიებს, ისინი საუკუნეების მანძილზე სჩადიოდნენ იმას, რომ ღმერთის სახელს ამოფარებულნი, სიცრუეს სიმართლედ აწვდიდნენ ადამიანებს. ამიტომაც ხალხში იმდენად ღრმად გაიდგა ფესვი სიმართლედ შერაცხულმა სიცრუემ, რომ ადამიანებს უჭირთ სიმართლის არა თუ გაგება, არამედ მისი მოსმენაც კი. ხოლო რადგანაც ადამიანური ფენომენის საფუძველი ცოდვის არ ჩადენაზე არის დამყარებული და ცოდვა კი სიცრუეზე დგას. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ სიცრუის შორსწასული შედეგები ახდენენ გონების მიძინებას (იგივე დაბლოკვას). გონების სათანადოდ ვერ ფუნქციონირება კი აზროვნებას იმის საშუალებას აძლევს, რომ შეცდომები დაუშვას. რითაც უფროდაუფრო ეზღუდება გონებას მოქმედების საშუალება. ხოლო მისი ქმედების სრულად დაბლოკვა კი იწვევს სიკვდილის დადგომას. რადგანაც სიცოცხლის არსებობას, გონების ფუნქციონირება განაპირობებს. გარდა ამისა ისიც უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ყოველივე ის პრობლემები თუ უბედურებანი, რაც თავს ატყდება მას, ხდება გონების მიძინების გამო – ფუნქციონირების დაბლოკვის დონის შესაბამისად. აღვნიშნავ იმასაც, რომ ამჟამინდელი ის მდგომარეობა, რაც მსოფლიოს თავს ხდება; არის ფაქტობრივი დასტური იმისა, რომ კაცობრიობა მეტად სავალალო მდგომარეობაში არის გონიერების დონის მხრივ. მართალია ნიჭიერება კი დგას განვითარების მაღალ საფეხურზე. მაგრამ მას არ შეუძლია სიცოცხლის შენარჩუნების უზრუნველყოფა. არამედ გონიერებაა მხოლოდ ის, რაც პასუხისმგებელია ადამიანის სიცოცხლეზე და მხოლოდ მას ძალუძს, რომ იგი შეუნარჩუნოს ადამიანს. ამიტომ თუკი სასწრაფოდ არ მოხდება არსებული სიტუაციის გამოსწორება, მსოფლიო დონის კრახის დადგომა გარდაუვალი იქნება!!! ხოლო თუ რა სახობრივი გამოვლენით აღსრულდება ეს პროცესი, ამის განმსაზღვრელი კი ცოდვათა ის სახეობანია, რომელთა ზღვარავსებულობის დონეზე მიღწევაც, უკვე ყოველდღიურობის რეჟიმში გადადის.
გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ღმერთი თავის ქმნილებას დასაღუპად არ გასწირავს. ამიტომაც ყოველი ძნელბედობის ჟამს, დახმარების გაწევას აქვს ადგილი მის მიერ. რაც სრულდება არსებული სიტუაციის შესაბამისობით. ამჟამად კი ამ დახმარების სახეობა ჭეშმარიტი ცოდნის მიღებასა და მისი ხელმძღვანელობით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაში გამოიხატება. მაგრამ მის მიღებას წინ დიდი წინაღობა დახვდა იმ სახით, რომ ცოდნის არათუ მიღებას, არამედ მის მოსმენაზეც კი უარს ამბობს მსოფლიო საზოგადოება. ამიტომ სხვა გზა არ დარჩა და აღსრულებაში გადავიდა კანონი: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“(I პეტრე 4-1). თუმცა ამ კანონის აღსრულება ყველაზე ერთი შედეგით არ სრულდება და სწორედ მისით ვლინდება ის, ვინ ვინ არის. ეს კანონი კი შემდეგია: „განსაცდელი ქედმაღალისათვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში“ (სიბრძნე ზირაქის 3-26). ამრიგად, რაც ამჟამად ხდება მსოფლიოს თავს, ადამიანებმა მოიმკეს იმის გამო, რომ არ ისურვეს სიტყვიერად გაგება სიმართლისა. ამიტომაც მის ფაქტებთან შეჯახება უწევთ და მისი შედეგები ცხადყოფს კიდეც იმას, ვინ ნაყოფია და ვინ კიდევ ცრუნაყოფი!!! დაწყებული პროცესი კი იმით დასრულდება, რომ გონს ვინც მოეგება, იგი სიმართლის მოსმენასა და მის შესმენას მოისურვებს. ხოლო ვინც ვერა, ის კი უკვე ვეღარ გააგრძელებს ამქვეყნად არსებობას.
ამიტომ მათ საყურადღებოდ ვაცხადებ, ვინც გასაჭირში ყოფნისას შველას ითხოვს. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!!! მაგრამ გამოსავალის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა სწორი ცოდნის მითითებებით მოხდება ნაბიჯების გადადგმა. სწორ ცოდნას კი მხილებული ჭეშმარიტება ჰქვია და სწორედ იმიტომაც შემაქმნევინა ის ღმერთმა და მისი საქვეყნოდ გაცხადების უფლება მიბოძა, რომ სწორედ იგი არის ის აღთქმული დახმარება, რომელიც ღმერთმა თავის ერს დაჰპირდა, რომ ძნელბედობის ჟამს გაუწევდა.