ვწუხვარ თქვენს გამო გაწირულო შვილებო
„ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი!“ (იგავები 11-14)
არავისათვის უცნობი არ არის ის, რომ „ამ ცისქვეშეთში ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი“ (ეკლესიასტე 3-1). რადგანაც უკვე აღსრულებული იქნა კანონი: „გატიალების სიბილწე წმინდა ადგილას დადგება“ (მათე 24-15) – ამიტომ დადგა დრო იმისა, რომ იმ საიდუმლოს აეხადოს ფარდა, რომელიც არის იმ უდიდესი პრობლემის საფუძველი, რაც იწვევს იმ ძალიან მომრავლებულ უბედურებებს, ადამიანთა მოდგმას ამჟამად რომ ატყდება თავს. რომელთაგან განსაკუთრებით შესაშფოთებელი არის ძალიან გახშირებული შემთხვევები ბავშვთა და ახალგაზრდათა სიკვდილიანობისა.
საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა, სათავეს ადამ და ევადან რომ იღებს და უწყვეტად მიმდინარეობს დღესაც კი – ეს ინფორმაცია თუკი ადრე ტაბუდადებული იყო, ახლა უკვე ის საყოველთაოდ ცნობადი თემაა. ვეღარც ამ ცნობის გაბათილებას ახერხებს ვინმე: რომ როგორც ადამიანთა მოდგმა, ისევე მათი საკაცობრიო გენეტიკის პროგრამაც, ღმერთის ქმნილებაა და მიზნად ისახავს გონიერი ადამიანის მიღებას. მიმდინარე პროცესში მთავარი მონაწილე სულია, ხოლო სხეული კი მისი დამხმარე მხარე. ამიტომაც სწორედ სულის დამსახურებით ხდება ის, რომ ადამიანები მემკვიდრეობით ღებულობენ წინაპართა გენს. თუ რაზეა დამოკიდებული ეს მემკვიდრეობა, ამის შესახებ ვრცლად უკვე მოგახსენეთ. ახლა კი მხოლოდ ძალიან მოკლედ შევეხები მას და აღვნიშნავ იმას, რომ ინდივიდუალური გენეტიკური კოდი არის გენურ წინაპართა მიერ ნაგროვები ცოდვა-მადლის გამომსახველი რიცხვი. რომელიც ადამიანში განიშლება გრძნობებად და თვისებებად. რომლის მიხედვითაც ხდება ნაყოფისგან სხეულის ორგანოებისა და ნაკვთების გამოსახვა/ჩამოყალიბება – როგორც გრძნობათა და თვისებათა სამოქმედო აპარატისა. რასაც ამოწმებს კიდეც ბიბლია: „სულისა და სახის საკვირველი მსგავსება აღინიშნება ბავშვის ბუნებაზე ჩანასახშივე“ (IV მაკაბელთა 5-4).
ღმერთის საზომის თანახმად, ინდივიდუალური გენური კოდის განმსაზღვრელი მთავარი მახასიათებლები სამ კატეგორიად არიან დაყოფილნი და სწორედ მისი მიხედვით განსჯის ბედისწერა. ეს კატეგორიები შემდეგია:
I კატეგორია – ადამიანები, რომელთაც მიცემული აქვთ გენური კოდი, სამყაროს კანონთა დარღვევის 30%-მდე ნებადართულობისა.
II კატეგორია – ადამიანები, რომელთა გენური კოდიც 30%-დან 50%-მდე კანონდარღვევის ჩარჩოებშია მოქცეული.
III კატეგორია – ადამიანები, რომელთა გენური კოდიც 50%%-დან 70%-მდე კანონდარღვევათა ჩარჩოებშია მოქცეული.
თავისთავად მისახვედრია ის, რომ I კატეგორიის ინდივიდუალურ გენური კოდის მფლობელთათვის ცხოვრება გაცილებით რთული იქნება, ვიდრე სხვათათვის. რადგანაც არასოდეს არ ყოფილა ჯერ, რომ ადამიანთა მიერ დაწესებული კანონ-წესები ემთხვეოდეს ღმერთის მიერ დადგენილს. უფრო მეტიც: არა თუ ემთხვევა, არამედ ძალიან აცილებულიც ყოფილა და ძალიან ხშირად – საპირისპიროც კი. რადგან ემყარება კანონს: „ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე“ (I კორინთელთა 3-19).
ვინაიდან ბედისწერის განგებაში, ამოსავალი ნაწილი ღმერთისა და ამ სამყაროს შესახებ ჭეშმარიტ ცნობებზე დამყარებული რწმენის მაჩვენებელს აქვს მინიჭებული; ამიტომ ამ მხრივი კანონდარღვევა ხშირად გამხდარა მიზეზი I კატეგორიის ინდივიდუალური გენის მქონე პირთათვის სიცოცხლის შესაწყვეტად. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ეს ძალიან ხშირად ახალგაზრდულ ასაკში და არცთუ იშვიათად ბავშვობის ასაკშიც ხდება. ხოლო რაც შეეხება ამჟამინდელ პერიოდს, ამას ყველა ხედავთ, რომ ასეთი სამწუხარო შემთხვევების რიცხვი ძალიან გაზრდილია. თუ რატომ?! ამის შესახებ ჭეშმარიტ ინფორმაციას, რა თქმა უნდა განვაცხადებ. მხოლოდ მანამ მინდა მოკლედ აღვწერო ის სურათი, რაც ამჟამინდელ მსოფლიოს აქვს თავს დატეხილი და რომლი სიმწვავის ყველაზე დიდი მასშტაბური გამოვლინებაც საქართველოშია. რასაც აქვს თავისი მყარი საფუძველი, რომელიც შემდეგია: „რა არის იუდეველის უპირატესობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად: პირველყოვლისა, მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2). ამიტომ „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-11). რაც შეეხება იუდეველთა გენის მფლობელ ერს, იგი ამჟამად ქართველ ერად იწოდება.
თვალნათლივ აშკარაა ის, რომ მზარდია რიცხვი ბავშთა და ახლგაზრდათა თავზე დამტყდარი იმ უბედურებებისა, რომელიც შემდეგია: მძიმე სნეულებათა შეყრა; ერთმანეთისადმი სიძულვილი და დაუნდობლობა იმ დონეზე, მკვლელობამდეც რომ ადის; სასტიკი ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებზე; უბედური შემთხვევები; თვითმკვლელობები; თვითდაზიანებანი; მრავალმხრივად გადაგვარებული მანიაკალური გადახრები – ეს ჰომოსექსუალიზმი იქნება, ნარკოდამოკიდებულება თუ ალკოჰოლიზმი. აი, ასეთი სურათია ამჟამად სახეზე, რაც შედეგია ამ კანონის აღსრულებისა: „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება. ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის მოყვარენი; ფულის მოყვარენი; ერთიმეორეს მოძულენი; შეურიგებელნი; ცილისმწამებელნი; შეუკავებელნი; მოღალატენი; სასტიკნი; კეთილის მოძულენი; გამცემნი; თავხედნი; უფრო სიამეთა მოყვარული, ვიდრე ღვთისა – რომელთაც ღვთისმოსაობის ნიღაბი აქვთ მორგებული, მაგრამ ღვთის ძალას კი უარყოფენ; რომელნიც მუდამ სწავლობენ და ვერასოდეს აღწევენ იმას, რომ ჭეშმარიტება შეიცნონ; არამედ პირიქით, ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას“ (II ტიმოთე 3-1/13).
დიახ, ყოველივე ზემოთ თქმული სახეზეა მზარდი პროცესის სახით და უკვე გახდა კიდეც საყოველთაო შეშფოთების საბაბიც. რადგან არცერთი მშობელი არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ხვალ მისი შვილი არ იქნება მსხვერპლი. განგაშიც ატეხილია უკვე, მაგრამ გამოსავალი არა და ვერ მოიძებნა და ვერც მოიძებნება იმ ცოდნით, რასაც რომ კაცობრიობა ფლობს და ეყრდნობა მას. ვინაიდან ნებისმიერი პრობლემი მოგვარება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი მოძიებული იქნება წარმოშობილი პრობლემის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა. რომელიც გულისხმობს სამყაროს იმ კანონთა დარღვევების პოვნასა და მონანიებას, რომელთა დარღვევის ნიადაგზეც იქნა წარმოშობილი, წარმოქმნილი პრობლემის გამომწვევი უშუალო მიზეზები. ბავშთა და მოზარდთა თავზე დატეხილ ყველა უბედურების წარმომშობი საფუძველი კი არის აღსრულება ამ კანონისა: „როცა კვდება მართალი, მსჯავრს დებს ცოცხალ უღვთოებს და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე – ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს“ (სიბრძნე სოლომონის 4-5).
როგორც ხედავთ, ღმერთმა ისე დააწესა ეს წუთისოფელი, რომ „მამების ნაჭამი მკვახე ხილი, შვილებს მოჰკვეთდა კბილს“ (იერემია 31-29); და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი ვინმესთვის. რადგან შვილი ხომ მშობლის სულის ნაწილი და მათი სხეულის უჯრედებით აშენებული არსებაა?! განა სხეულებრივი გამოცალკავება იმას ნიშნავს, რომ მათ შორის კავშირი წყდება?! რა თქმა უნდა არა! რადგან კავშირის გაწყვეტა როცა ხდება, მაშინ მათ შორის არანაირი გრძნობის არსებობას აღარ ექნება ადგილი. ხოლო თუკი გრძნობები და ფიქრები არსებობს მათ შორის, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედისწერითი კანონმდებლობაც საერთო აქვთ!!! ამიტომ მშობლებო! იცოდეთ, რომ შვილები თქვენი ნამდვილი სახეა, რომელსაც სამყაროს სარკე წარმოაჩენს და თუკი მათში რაიმე არ მოგწონთ, მაშინ მისი გამოსწორება საკუთარი ცოდვების მოძიებითა და მონანიებით უნდა დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ!!! ხოლო რაც შეეხება იმ უბედურებებს, რაც დღეს მათ თავს ხდება, არ მოვერიდები მის დაფარვას და პირდაპირ გეტყვით: ყოველივე თქვენი მიზეზით ხდება მშობლებო, რადგან თქვენს მიერ კანონდარღვევათა სიდიდემ იმ ზღვარს მიაღწია, რომ თქვენი რწმენა ასცდა ჭეშმარიტებას და თითქმის საპირისპიროც კი გახდა. რაშიაც უდიდესი დახმარება რელიგიებმა და რელიგიურმა სექტებმა გაგიწიათ; და მათ ეს შესძლეს იმის გამო, რომ მათში ეშმაკმა შესძლო მოსვლა ადამიანის სახით და ანტიქრისტე ამჟამადაც მოღვაწეობს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სახელით.
ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ანტიქრისტე უნდა მოსულიყო ბოლო ჟამს, რელიგიურ მაღალიერარქიული პიროვნების სახით. რომელსაც თაყვანს სცემდა და განადიდებდა უამრავი ადამიანი. რა თქმმა უნდა საამისოდ ის გამოიყენებდა იმ ცოდნას, რაც სატანამ ანგელოზობის პერიოდში შეიძინა. მოირგებდა ფარისევლობის ისეთ ნიღაბს, რომ მისი გამომცნობი კაცთაგან ვერვინ იქნებოდა – გარდა იმისა, ვისაც ღმერთი აღჭურვიდა ჭეშმარიტი ცოდნით საიმისოდ, რომ იგი ემხილებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცობრიობა საყოველთაო წარღვნას მოიმკიდა!!! მოვიყვან ბიბლიის მოწმობას გაცხადებულ ინფორმაციაზე: „უკანასნელი ჟამია და მოსულია ანტიქრისტე და მისი ამალა“ (I იოანე 2-18); „ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე, რომ ღვთის ტაძარშიაც კი დაჯდება იგი. თავს ღმერთს გაუტოლებს, რადგან უწმინდესად იწოდება. მისი მოსვლა სატანის მოქმედებით არის. ყოველგვარი ყალბი პიარის ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით (მირონმდინარე, სისხლმდინარე ხატები და მისთანანი) და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებებს, რათა იწამონ სიცრუე. რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა“ (II თესალონიკელთა 2-3/12).
გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან მისახვედრია, რომ ანტიქრისტეს ამოცნობა არ შეუძლიათ ადამიანებს იმის გამო, რომ სატანის ძალისხმევით რელიგიებმა საამისო ნიადაგის მომზადება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეს. რითაც ღმერთის შესახებ ცოდნაში რაც მთავარი იყო, ადამიანებს ის უკუღმა წარმოუდგინეს და ასე მიაღებინეს სწორად. რადგანაც ამ საკითხის შესახებ ვრცელი ინფორმაცია უკვე გაცხადებული მაქვს „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა მეშვეობით, ამიტომ აქ მათზე არ ვისაუბრებ და შევეხები მხოლოდ იმას, რაც უშუალო კავშირშია ანტიქრისტეს ამოცნობასთან. საამისოდ კი უნდა წარმოვადგინო ის ცნობები, რომელსაც ბიბლია იუწყება ადამიანისა და ღმერთის დამოკიდებულების შესახებ: „ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცს შორის შუამავალი – რომელიც არის ქრისტე“ (I ტიმოთე 2-5). ქრისტე არის „მარად ცოცხალი მღვდელმთავარი“ (ებრაელთა 7-22) და „ვერავინ მივა ღმერთთან, მის გარეშე!“ (იოანე 14-6).
მაშასადამე ბიბლია აცხადებს იმას, რომ ქრისტე მარად ცოცხალია და არის ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი. ხოლო რაც შეეხება ადამიანსა და ქრისტეს შორის შუამავალს, ასეთი რამ ღმერთს არ დაუდგენია და არც არავისთვის მიუცია ამის უფლება, ახალი აღთქმის თანახმად!!! ამიტომ თუკი ვინმე აცხადებს მასზე პრეტენზიას, რომ იმ რიტუალების მეშვეობით, რასაც ნათლობად ასაღებენ, ის გზას უხსნის „ნათლულს“ ქრისტესთან დასაკავშირებლად – ეს უდიდესი სიცრუეა და ვერც ვერავინ დაამოწმებს ამ ქმედების სისწორეს ბიბლიით. მე კი სწორედ ბიბლიის მეშვეობით ავხდი ნიღაბს ამ საუკუნო სიცრუეს. რისთვისაც წარმოვადგენ ნათლობის განმარტებას: „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისადმი შეპირებაა“ (I პეტრე 3-21). კეთილი სინდისი კი – ცოდვებისაგან განწმენდილი სინდისია. რომელიც მონანიების საფუძველზე მიიღება. ხოლო რაც შეეხება მის ღმერთისადმი შეპირებას – ეს კი ის აღთქმაა, როცა ადამიანი საკუთარი ცოდვების შეცნობისა და მონანიების შემდეგ გადაწყვეტს იმას, რომ შეწყვიტოს ცოდვათა ჩადენა. რასაც მხოლოდ ერთი გზით შესძლებს: უნდა გაიწაფოს ჭეშმარიტების კანონებში, რათა უპირობოდ დაიცვას ისინი.
რაც შეეხება ნათლისღების ცხებულებას. მისი პირობები განსხვავებულია რჯულის და აღთქმის შემთხვევებში. როგორც ამას ბიბლია იუწყება: „რჯულის მიხედვით, ყველაფერი სისხლით წმიდავდება და სისხლის დაუღვრელად არ ხდება ცოდვათა მიტევება“ (ებრაელთა 9-22) და „შემწირველის სინდისის სრულყოფა მსხვერპლშეწირვით, სხვადასხვა განბანებითა და ხორციელი წესებით, დადგენილი იყო ახალ აღთქმამდე“ (ებრაელთა 9-9,10), რადგან „ვაცთა და კუროთა სისხლი წმიდათჰყოფთა გაუწმინდურებულთ“ (ებრაელთა 9-11/15). რამეთუ ცოდვათა მიტევების გარეშე, კეთილი სინდისი ვერ მიიღებოდა. ამიტომ რჯულის დროს, ნათლობის რიტუალის შესრულებას ეწეოდა ღმერთის მიერ ხელდასმული პიროვნება.
ვინაიდან და რადგანაც ადამიანთა მოდგმამ არ შეწყვიტა ცოდვათა ჩადენა, ამიტო საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობის თანახმად, საჭიროება დადგა იმისა, რომ ძირეული ცვლილებების გატარება მომხდარიყო. რისი განხორციელებაც შესაძლებელი იყო ორი გზით: ან საყოველთაო მასშტაბის დონის წარღვნით და ანდა ღვთის პირმშოს წმინდა სისხლის მსხვერპლად გაღებით. ვინაიდან ღმერთმა ადამიანებს აღთქმა დაუდო იმისა, რომ სრულმასშტაბიან წარღვნას აღარ მოუვლენდა მათ. ამიტომ საკაცობრიო ცოდვების ჩამოსარეცხად გამოყენებული იქნა მეორე გზა. იესო ქრისტეს სისხლით მოხდა ცოდვათა მიტევება. რამაც, თავისთავად ცხადია, რომ საკაცობრიო გენეტიკაში გამოიწვია სათანადო ძირეული ცვლილება!!! თუ რა ცვლილებაზეა საუბარი, ამის ასახსნელად მოვიშველიებ ბიბლიას, რომელიც იუწყება: რომ „ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში. ბოლო პერიოდში კი გველაპარაკება მხოლოდ ძეში“ (ებრაელთა 1-1,2). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნათლობის ჩატარების შემძლეობის უნარი წართმეული ექნათ ადამიანებს და ამიტომ აუცილებლობა შეიქმნა რჯულის აღთქმით შეცვლისა. რაც გულისხმობს იმას, რომ „კაცობრიობის შემქმნელი ქრისტეს სული“ (იოანე 1-10/15), ადამიანის სხეულში უნდა მოვლენილიყო; რათა მისი სისხლი მსხვერპლად გაღებულიყო საკაცობრიო ნათლისღებისათვის. რაც ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტეს გარდაცვალების შემდგომ პერიოდში დაბადებულ ყოველ ახალშობილს, დაბადებითვე ეძლევათ ქრისტესმიერი მადლით ნათლისცხებული სული!!! ანუ ცოტა სხვაგვარად რომ ითქვას: ქრისტეს შემდგომი პერიოდის ბავშვები, დაბადებითვე უცოდველად, ანუ მონათლულებად ევლინებიან ამ ქვეყანას და მათი ნათლია კი – ქრისტეა!!!
გაცხადებულ ცნობას დავადასტურებ ბიბლიით: „ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი! მოვიდა არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. იგი არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც ძველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ ვინც მოწოდებულნი არიან საუკუნო მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული“ (ებრაელთა 9-11/15) და „რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ. რათა სიკვდილით გააქარწყლოს სიკვდილის ხელმწიფე ეშმაკი და გაათავისუფლოს ისინი, ვინც მთელი სიცოცხლე, სიკვდილის შიშით, მის მონობაში იყვნენ“ (ებრაელთა 2-14,15). „ქრისტე არა ხელთქმნილ წმიდაში შევიდა, არამედ თვით ცაში. რათა წარსდგეს ღვთის წინაშე ჩვენთვის და არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს. მან ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა“ (ებრაელთა 9-24/28).
როგორც ხედავთ, ბიბლიით წარმოდგენილი ეს ცნობები ადასტურებენ იმას, რომ ღმერთმა ქრისტე დააყენა ყველა ბავშვის ნათლიად!!! და ალბათ, უკვე მისახვედრია ის, თუ რატომ უწოდა ბიბლიამ ადამიანის სახით მოსულ ეშმაკს – ანტიქრისტე?! დიახ, სწორედ იმიტომ, რომ გონიერთ დახმარებოდა მის ამოცნობაში – იმ ქმედების მიხედვით, რასაც ის ჩაიდენდა ქრისტეს მიერ ნათლისღების მადლის საწინააღმდეგოდ. რათა თაღლითობით მიეთვისებინა ეს მადლი თავის სასიცოცხლო ენერგიად – იმ უამრავ ბავშვთაგან, რომელთა ნათლიადაც თავს გაასაღებდა. ვინაიდან მას კოსმოსიდან არ ეძლევა სასიცოცხლო ენერგია.
კვლავ გავიმეორებ ზემო თქმულს, რათა უკეთ გასაგები იყოს სიმართლე და საამისოდ მოვიშველიებ ბიბლიას: „აღთქმის თავმდები იესო გახდა. მღვდლები ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში. მას კი უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდელობა აქვს. ამიტომ ძალუძს გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს. ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ.
რჯული აყენებდა უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად. ხოლო აღთქმამ, რჯულის შემდეგ დააყენა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი“ (ებრაელთა 7-22/28).
მოგეხსენებათ, რომ „ღმერთი არის სული“ (იოანე 4-24). ხოლო სულისათვის კი ამ სამყაროს მთლიანობა განუყოფელია!!! ხოლო რადგანაც ნათლიობა სულისმიერი ქმედებაა, ამიტომ ახალი აღთქმის თანახმად, მხოლოდ ქრისტეს სულს აქვს მინიჭებული ბავშვთა საყოველთაო ნათლიობის უფლება!!! სხვა ნათლია მათთვის ღმერთს არ დაუდგენია და ახალი აღთქმის თანახმად, არც არავისათვის უბოძებია უფლება ნათლობის ჩატარებისა!!! რასაც დავამოწმებ ბიბლიით: „ქრისტეს არ მოვუვლენილვართ სანათლავად, არამედ სახარებლად უბრალო სიტყვებით“ (I კორინთელთა 1-17) – ასე აცხადებენ იესო ქრისტეს მოწაფეები; და თუკი იმათთვის არ იყო მინიჭებული ნათლიობის შემძლეობა, მითუმეტეს სხვებზე იქნება ასეთი რამ დაშვებული?! ცხადია არა!!! აი, ამ მცდარ ქმედებაზეა საუბარი II თესალონიკელთა (2-12)-ში და სიბრძნეც სწორედ იმაშია, რომ სახელითა და ცრუ ქმედების მხილებით იქნას ამოცნობილი ანტიქრისტე. ვინაიდან ის იმდენად შენიღბულია ფარისევლობითა და ეშმაკური ხერხებით, რომ მისი ამოცნობა სხვა გზით შეუძლებელია. განა სატანის ხრიკების გამოცნობას ადამიანური აზროვნება გასწვდება?! მართლაცდა კაცობრიობის ისტორიაში არც არასდროს ყოფილა და არც იქნება ის, რომ ამდენი ადამიანის გაბრიყვება ისე შესძლოს ვინმემ, რომ საკუთარი შვილების სულის გაღებაზე სიხარულით დაითანხმოს ათეულ ათასობით მშობელი. ამის შემძლეობა მხოლოდ ანტიქრისტეს ძალუძს და სხვას ვერავის!!! ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს რისხვა იმ ერის ბავშვებს დაატყდათ თავს, რომელ ერშიაც ღმერთმიერმა გენმა უნდა იმძლავროს.