ვის ხმას ისმენს ღმერთი
ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მას ღმერთის არსებობისა სწამს თუ არა, საკმარისია დიდ გასაჭირში ჩავარდეს და საშველად მაშინვე ღმერთს უხმობს. ასე იქცევიან არა მხოლოდ მოზრდილი ადამიანები, არამედ ბავშვებიც და მათ შორის ისეთნიც, რომელთაც შესაძლოა, რომ სიტყვა ღმერთიც კი არ ჰქონდეთ განაგონი. ხოლო ყოველივე ეს კი ასე იმიტომ ხდება, რომ ადამიანში ქვეცნობიერად არის ჩადებული იმის ცოდნა, რომ იგი ღმერთის ქმნილებაა.
რას ნიშნავს ღმერთის ქმნილებობა და სად იმყოფება ღმერთი, რომელმაც ადამიანის ხმა უნდა გაიგოს? ეს საკითხები სათანადოდ რომ ვერ არის შესწავლილი, ამიტომაც ვერ ახერხებენ ადამიანები იმას, რომ ღმერთამდე მიაწვდინონ ხმა შემწეობის მიღებაზე. მაგრამ თუკი სათანადო ცოდნა იქნება მიღებული, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. ვინაიდან ღმერთი შორს როდია ადამიანისაგან. წამოჭრილი საკითხის განხილვისათვის პირველყოვლისა საჭიროა იმის შეცნობა, თუ რა ფორმით არის ღმერთი ამ სამყაროში და როგორადაც ბიბლია იუწყება: „ღმერთი არის სული“ (იოანე 4-24). რომელიც ფუნქციონირებს სულიწმიდის ძალით. მისი თვისება ჭეშმარიტი სიყვარულია და ის კი თავის მხრივ შემკულია ისეთი თვისებებით, როგორიცაა: სინდისი და პატიოსნება, უანგარობა, თავმდაბლობა, გულმოწყალება, სიმამაცე, თანადგომა, სიმართლის მოყვარეობა, სამართლიანობა და საერთოდ ყველა ის თვისებანი, რაც სიკეთეს ახასიათებს. რაც შეეხება იმას, თუ სად იმყოფება ღმერთი; რადგან სული სხეულში არის; ცხადია, რომ ღმერთი თვით ადამიანში ყოფილა!!! რასაც ამოწმებს ბიბლიაც შემდეგი კანონით: „ღვთის სასუფეველი ადამიანშია“ (ლუკა 17-20,21). რისი ანატომიური აღწერილობაც ასეთია: სული ფიზიკური თვალსაზრისით ველია და მისი სამყოფელი კი ტვინის ღრუბლისებრ შრეშია. იგი ფუნქციონირებს გონების სახით და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებსაც ჩვენ ქვეცნობიერულს ვუწოდებთ. რომელნიც ხორციელდებიან ვეგეტატიური ნერვული სისტემის საშუალებით. ადამიანის სურვილებს კი, აზროვნება ადგენს ცნობიერი ქმედებების ფონზე. ხოლო მათ გახორციელებას კი უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული სისტემა.
რაც შეეხება ბედისწერის გეგმის შედგენას, იგი დგება ქვეცნობიერი საზომებისმიერი განსჯის ფონზე – იმ მიღებული ინფორმაციიდან, რომელსაც ცნობიერი აწვდის მას. ხოლო ცნობიერი კი აწვდის იმას, რასაც ადამიანი ფიქრობს, განიცდის და მოიმოქმედებს. როცა მოხდება მიღებული ინფორმაციის შედარება იმ კანონებთან, რომელნიც უშუალოდ ეხებოდა მას, დგინდება მისი შესრულების პროცენტი იმისდა გათვალისწინებით, თუ რა გენეტიკურ უნართა შემძლეობისაცაა პიროვნება. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეფასება ხდება ინდივიდუალური გენეტიკური კოდის შესაბამისად, კანონის: „ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება“ (ლუკა 12-48) – მიხედვით. აი, ეს არის სულ ადამიანის ცხოვრება.
ახლა კი უკვე აუცილებლობა მოითხოვს, რომ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთდეს სწორი ანალიზი. რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. რომელიც გულისხმობს მიმდინარე პროცესთა გამომწვევ სამყაროს კანონთა განსჯის საფუძველზე დაყრდნობას. რისთვისაც ორიოდ სიტყვით უნდა გაცნობოთ იმ უნარის შესახებ, რომელსაც ვფლობ და იგი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ჩემთვის წინასწარ იქნას ცნობილი ის გლობალური ან რომელიმე ქვეყნის მასშტაბის მომცველი მოვლენა, რასაც ხალხი იგებს მხოლოდ ფაქტებად აღსრულების შემდეგ. ამ უნარის მახასიათებელი თვისებაა სამყაროს ნიშანთა ენის ცოდნა. ამიტომაც ჩემთვის შესაძლებელია სამყაროს ნიშანთა ისე წაკითხვა, როგორც მაგალითად მუსიკოსი კითხულობს ნოტებს და იგებს მელოდიას. თუმცა ამის გაკეთება იმათ არ შეუძლიათ, რომელთაც სათანადი ნიჭი და მუსიკალური განათლება არა აქვთ. ხოლო რაც შეეხება ხსენებულ უნარს, ბიბლია მას წინასწარმეტყველების სულად მოიხსენიებს (გამოცხადება 19-10).
ვინც ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეცნობა, მათთვის უკვე ცნობილია იმ ცოდნის შესახებ, თუ როგორი პრინციპით ხდება ბედისწერის შედგენა. ამ ცოდნას რომ მოკლებულია მეცნიერება, ეს გასაგებია! ვინაიდან მისი მოპოვება ემყარება სულის შესახებ ცოდნის ფლობას. რომლის მიღებაც მეცნიერული გზით ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ მისი გამცემი ღმერთია და მას კი თავისი წესები აქვს დადგენილი საამისოდ. რაც გულისხმობს მკაცრი გამოცდის გავლას და მხოლოდ ამის შემდეგ მიღებას ცოდნისას; როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ღმერთი ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად, ვისაც აირჩევს და შიშსა და ძრწოლაში ეყოლება. გასტანჯავს მას თავისი წვრთნით, ვიდრე არ დარწმუნდება მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს. შემდეგ კი კვლავ მოიქცევა სიწრფელით მისკენ და გაახარებს მას. განუცხადებს თავის საიდუმლოთ“ (სიბრძნე ზირაქის 4-11/17). გამომდინარე ხსენებული ცოდნის ფლობიდან, მოგახსენებთ იმას, რომ კაცობრიობის ეპოქების გეგმის დადგენა დამყარებული არის ადამიანთა ნამოქმედარზე და როგორც კი მოხდება გარკვეული კატეგორიის ცოდვისათვის დადგენილი ზღვრისათვის მიღწევა, უმალვე ხდება ფაქტებად აღსრულება იმისა, რაც კანონით არის დადგენილი ამ ცოდვის ზღვრული სისავსის სასჯელად. ანალოგიურად ხდება წყალობის გაცემა, კეთილ საქმეთა ქმედებების შემთხვევაშიც.
უკვე ცნობილი არის ის, რომ ამჟამად კაცობრიობა იმყოფება საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამის პერიოდში. ბიბლია აცხადებს, რომ ადამიანთა მოდგმამ, თავისი არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე ნამოღვაწარის შედეგად, ამ დროისათვის დაიმსახურა „არმაგედონის“ მოვლენის მომკა. რაც გულისხმობს იმას, რომ საკაცობრიო მასშტაბის დონეზე არის უკვე მისული ცოდვების ზღვრული სისავსე. რომელიც „ღვთის მძვინვარების 7 თასის გადმოღვრის“ (გამოცხადება 16-1) ცნობით არის გადმოცემული ბიბლიაში“. რადგანაც შეესაბამება: სიცრუის, ქურდობის, მრუშობის, კაცთა კვლის, მშობლების მიმართ უპატივცემულობის, მოყვასისადმი სიძულვილისა და ღმერთის რწმენის არასწორობის ცოდვების კატეგორიათა მიმართ დადგენილ ზღვარზე მისვლას. როგორც ხედავთ, ამ „ღვთის მძვინვარების თასთა გადმოღვრა“ თანამიმდევრობით ხდება და სასჯელებიც გლობალურია – როგორც ჯანმრთელობის მხრივი, ასევე ქვეყანათა შორის მიმდინარე არეულობების მხრივად და აგრეთვე კლიმატური კატაკლიზმების მხრივადაც. არც იმას დაგიფარავთ, რომ ყოველი მომდევნო თასის გადმოღვრა უფრო მეტად სუსხიანი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. ხოლო მეშვიდე თასის გადმოღვრას კი ზამთრის სუსხს ადარებს ბიბლია და ამიტომაც იძლევა იესო გაფრთხილებას მასზე, რომ „ილოცეთ, რომ ზამთარში არ მოგისწროთ განკითხვამო“ (მათე 24-20). რაც გულისხმობს ღმერთის მიმართ რწმენის ჭეშმარიტების საკითხს. რომელიც ამჟამად მართლაც რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რადგან ანტიქრისტე არის მოკალათებული რელიგიაში და მისი ძალისხმევით სახეზეა ფანატიკოსთა მრავალრიცხოვანი არმია. რომელნიც თავს მორწმუნეებად სთვლიან. მაგრამ სინამდვილეში მათ რწმენას საერთო არა აქვს რა ღმერთის ძალასთან და სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ გლობალური მასშტაბითა და დიდი სიძლიერით ხდება ღვთის სასჯელების მოვლინება. ცხადია ამგვარი მდგომარეობის მიღება უცბად არ მომხდარა. რადგან სატანამ რელიგიათა მეშვეობით მოახერხა ის, რომ ადამიანები გახადა მცირედის დიდად მიმჩნევად და დიდის კი ვერ მიმხვედრად. ამიტომაც წარმოშვა კიდეც ანტიქრისტეცა და ანტიქრისტეს სულიანი ადამიანები. რომელნიც ბიბლიას სათავისოდ ირგებენ და ისე უთარგმნიან საზოგადოებას. ხოლო მთლიანობის შემცნეობის აღქმის უნარს მოკლებული აზროვნებით აღჭურვილი საზოგადოება კი მას უპირობოდ იღებს. ამიტომაც უფრო და უფრო შორდება მათი რწმენა ჭეშმარიტებას და ცხადია, რომ მათი ხმა ღმერთამდე ვერ აღწევს. ანუ უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა, აზროვნებასა და გონებას შორის კავშირი სუსტდება. რასაც ჩვენი სამეტყველო ენით გონების მიძინება ჰქვია. ხოლო თუკი მათ შორის კავშირი გაწყდება, ეს უკვე სიკვდილის მდგომარეობის დადგომას ნიშნავს.
რადგან მართლაც რომ ღმერთისადმი რწმენის საკითხში ზამთრის დადგომის პირასაა მისული მდგომარეობა, ამიტომაც აუცილებლობა მოითხოვს იმათ გამოფხიზლებას მაინც, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ამის შემძლეობა. განსაკუთრებით ეს ეხება ქართულ ენაზე მეტყველ ხალხს იმიტომ, რომ მხოლოდ ქართული ენის მეშვეობით არის შესაძლებელი ახსნა იმისა, რა ცოდნაც ღმერთმა ადამიანთათვის შესაცნობად შექმნა. მაგრამ სატანამ ძალისხმევა არ დაიშურა საიმისოდ, რომ იგი დაეფარა მათთვის და სწორედ რელიგიის მეშვეობით მიაღწია კიდეც მიზანს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბიბლია ჩაწერილია გონების ენით. ხოლო გონებაში კი არის ცოდნა იმისა, რომ ეს სამყარო მთლიანია და წარმოდგენილია ნაწილთა განუყოფელი კავშირის სახით. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიბლიის ყოველი კანონი თანაბრად ეხება როგორც სამყაროში შემავალ ერთეულის თვისებებს, ისე მის სამყოფელ გარემოსა და მთლიან სამყაროსაც. ამიტომ კანონის მიკერძოებულად მორგება რომელიმე კატეგორიასთან არ იძლევა მის სწორ ახსნას; არამედ ის ნაწილობრივია. მოგეხსენებათ, რომ მთლიანობა, ეს უკვე თვალსაჩინოებაა და მას ვერავინ მოირგებს სათავისოდ. მაგრამ ნაწილის მორგება კი შესაძლებელია. სწორედ ამ მოვლენის განხორციელებას აქვს ადგილი ბიბლიის მრავალრიცხოვან ამხსნელთა მიერ და ამიტომაც უწოდა მათ ბიბლიამ ანტიქრისტეები. რომ არა მათი გავლენა, ნუთუ შეიძლება ადამიანი ვერ მიხვდეს ამ კანონის არსს, რომელიც შემდეგია: „ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი, უფალი ცისა და მიწისა; ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“ (საქმეები 17-24). აქ რომ ღმერთის სულის ძალა იგულისხმება, განა ამას დიდი მიხვედრა უნდა?! თავად ღმერთი ამ სამყაროში იმ სახით რომ ვერ იქნება, როგორიც სინამდვილეში არის, ეს ხომ ცხადია?! ვინაიდან ეს სამყარო მისი ხელით შექმნილია. ამიტომაც ის ამ სამყაროში არის სულისმიერი ძალის სახით. ანდა როცა კერპების აკრძალვაზეა კანონი, იქ ხომ გარკვევით სწერია, რომ რაც ხილვადია, მასზეა მინიშნება?! თანახმად კანონისა: „არ გაიკეთო ნაკეთობა და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია ან მიწის ქვემოთ“ (გამოსვლა 20-4). მაშინ რა გამოდის ქანდაკებაა კერპი და ნახატი არა?! ანდა როდესაც ქართველ მოსახლეობას ამგვარად მოძღვრავენ: საქართველოს მიწა ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილია და უსაფრთხოა აქ ცხოვრებაო. განა კანონი გარკვევით არ ამბობს იმას, რომ „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი. მაგრამ თავად ადგილი, ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარიაო!“ (II მაკაბელთა 5-19,20). ანდა რომ ავრცელებენ სიცრუეს ქრისტეს მეორედ მოსვლაზე და ამბობენ, რომ არა ხორციელი სახით, არამედ სულიერი სხეულითა და სიტყვით მოდისო. ჯერ ერთი სულიერი სხეული – გონიერ სხეულს ნიშნავს და მეორეც – სიტყვა კი იმ ცოდნას, რომელიც მხილება არის იმ დაფარული ჭეშმარიტებისა, „რომელიც გონებაში უმოქმედოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-28) და ამჟამად კი მისი ცოდნა უკვე სასიცოცხლოდ აუცილებლობა ხდება ადამიანთათვის. ყოველივე ამის თაობაზე ხომ არის ცნობა ბიბლიაში, რომ ეს ცოდნა უნდა გაცხადებულიყო უკანასკნელ პერიოდში (III ეზრა 6-18/28) და ამასთანავე ის ცნობაც, რომ „ვინც უარყოფდა ქრისტეს ხორციელად მოსვლას, მასში ანტიქრისტეს სული იყო“ (I იოანე 4-2,3). აჰა, განა უფრო მკაფიოდ როგორღა შეიძლება იმის ცნობება, რომ ქრისტე ადამიანად მოვიდოდა მეორედ?! ანდა იმასაც ხომ უნდა მიხვედრა, რომ დაფარული ჭეშმარიტების მხილებას, მის გარდა ვერავინ შესძლებდა?! ხოლო თუ შესძლებდა, სად არიან ისინი, ვინც დემაგოგობს და იძახის ქრისტე ჩვენში შემოვა სულიწმიდის სახით და გონებას გაგვიხსნისო?! გამოვიდეს ასეთი ადამიანი და საქვეყნოდ განაცხადოს, რომ მასში ასეთი პროცესი მოხდა. მაშინვე ყველა დაინახავს, როგორადაც დაუდასტურებს მას ღმერთი ამ ქმედებას. ხოლო ერთი რამ კი ყველამ უნდა იცოდეს: სანამ ანტიქრისტე სოფელშია, მანამ გლობალური ხასიათის უბედურებები არ მოაკლდება მსოფლიოს მოსახლეობას. ამიტომ ვისაც შესწევს იმის უნარი, რომ თავი გადაირჩინოს, დაუყოვნებლივ უნდა ეზიაროს მხილებულ ჭეშმარიტებას და იგი გაათავისუფლებს მასაც და მის მომსმენსა და დამჯერეს.