ვის უნდა ენდო
მატერიალური სამყარო რომ კანონზომირულად ფუნქციონირებადი ქმნილებაა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ხოლო კანონზომიერების დაწესება კი შეუძლებელია ცოდნის საფუძვლის არსებობის გარეშე. მაშასადამე ეს სამყარო ცოდნის ბაზაზეა შექმნილი და ამიტომაც მის შემადგენლობაში მყოფ ყოველივეს არსებობასაც სათავისო ცოდნა უდევს საფუძვლად. ცხადია მათ რიცხვში შედის გონიერი არსება ადამიანიც და წოდება „გონიერიც“ სწორედ იმას უსვამს ხაზს, რომ მისი არსებობაცა და მოღვაწეობაც მთლიანად იმ ცოდნაზეა დამყარებული, რომლის მართვის განმგებლობაც შემქმნელმა მას უბოძა; თანახმად კანონისა: „უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და კვლავ მასვე დაუბრუნა იგი. განსაზღვრული დღეები და ჟამი მისცა მის მოდგმას და უბოძა ხელმწიფება მიწიერებაზე. მათი ბუნებისდამიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად შექმნა ისინი. ჩაუნერგა მათი შიში ყოველ ხორციელს, რათა ემეუფა ცხოველებზე და ფრინველებზე. მისცა მათ აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული; რათა შეეცნოთ ყოველი. აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით და აჩვენა მათ კეთილი და ბოროტი. დაადგა თვალი მათ გულებს და თავის საქმეთა სიდიადე უჩვენა მათ. წინ დაუდო მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა. საუკუნო აღთქმა დადო მათთან და უჩვენა თავისი სასჯელები. უთხრა მათ: ერიდეთ ყოველგვარ უსამართლობას და ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ. მათი გზები მარადის მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის თვალებს. არ არის დაფარული მისთვის არაფერი და ყოველი მათი ცოდვაცა და მადლის ქმნაც, უფლის წინაშეა“ (სიბრძნე ზირაქის 17).
როგორც ვიცით უკვე ფარდა აეხადა ადამიანური ფენომენის საიდუმლოს და ამიტომაც ცნობილი გახდა ის, რომ წარმოდგენილი კანონი ემყარება იმ გონების ფუნქციონირებას, რომელიც არის სულის პროგრამა. ხოლო ცოტა უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: სულის პროგრამა მოიცავს ცოდნას, რომელიც ამ სამყაროსათვის დადგენილი ჭეშმარიტებაა და მას სიბრძნე ჰქვია; თანახმად კანონისა: „უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონებით განამტკიცა ცა“ (იგავები 3-19) და „სამყაროს განმგებლობას კი ჭეშმარიტება უწოდა“ (III ეზრა 4-34/40). ყოველივე ზემოთ თქმული ამოწმებს იმას, რომ ადამიანის სიცოცხლეცა და მოღვაწეობაც მთლიანად ცოდნით განიგება.
ცოტა უფრო რომ განვავრცო ეს თემა, საამისოდ საკითხის განხილვას დავიწყებ ახალშობილობის პერიოდიდან. როცა ბავშვის ორგანიზმის მიერ შესრულებული ქმედებანი მთლიანად რეფლექსებითა და ინსტიქტებით სრულდება. რაც გონების ფუნქციონირების შედეგია და არა აზროვნების! რადგანაც ადამიანს დაბადებითვე გონება ეძლევა სულთან ერთად სრულყოფილი სახით. ხოლო აზროვნების ჩამოყალიბებას კი სხეულებრივი უჯრედების ზრდა-განვითარება სჭირდება. ამიტომაც ბავშვის ორგანიზმის ზრდასთან თანამიმდევრულად, აზროვნება იწყებს ამოქმედებას და გონების აქტიურობის დროს იკავებს. რაც ხდება სიფხიზლის დროის გაზრდის ხარჯზე. რამეთუ სული ადამიანში ძილის პერიოდის დროს ხდება აქტიური. ხოლო რაც შეეხება აზროვნებას ანუ ცნობიერს, ორგანიზმის ზრდა-განვითარების ხარჯზე, იგი თანდათან ხდება ადამიანის საარსებო მოღვაწეობის ბატონ-პატრონი. ანუ არჩევანის განმსაზღვრელი სიკვდილის ან სიცოცხლის გზის მიმართულებისა. რასაც ასრულებს იმ ცოდნისადმი ნდობის გამოცხადებით, რომელსაც მიიჩნევს დასაყრდენ საფუძვლად. აი ასეა, ადამიანი იზრდება და ყალიბდება იმ ცოდნის მეშვეობით, რომელსაც ის იძენს თავისი არსებობის პერიოდის მანძილზე. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის მიერ იმ არჩევანს, თუ რა ცოდნას ანდობს თავის სიცოცხლეს.
წამოჭრილი საკითხი რომ უფრო ადვილად გასაგები იყოს, ამიტომაც მას განვიხილავ უფრო დეტალურად. მოვიყვან ასეთ მაგალითს: დიდი სიმაღლიდან არ ვხტებით, ცხელ საგნებს არ ვეხებით, ბასრ საგნებთან ვფრთხილობთ და მრავალ ასეთ ქმედებებს ჩაავდივართ გამიზნულად არა იმიტომ, რომ ყოველივე ამის ცოდნა ჩვენი გამოცდილებით გვაქვს მიღებული. ცხადია არა! არამედ ეს ცოდნა მიღებული გვაქვს იმ რჩევების დაჯერების ფონზე, რომელთაც ვღებულობთ. ხოლო რაც შეეხება რჩევის მიღებას, უფრო სწორად კი ვინმეს მიერ გამოთქმული აზრის რწმუნებას, მას განსაზღვრავს სამყაროში დაშვებული მიზიდულობა-განზიდულობის კანონმდებლობა.
რას ნიშნავს ეს? ამის ასახსნელად ჯერ მოვიყვან იმ თვალსაჩინო მაგალითებს, რომელთაც ყოველი ადამიანის ცხოვრებაში აქვს ადგილი. ეს ეხება იმ ფაქტს, რომელიც ასახავს იმ სხვაობას, ადამიანები რომ იჩენენ ვინმეს მიმართ დამოკიდებულების მხრივ. რაც გამოიხატება იმაში, რომ ყველა თავად ირჩევს იმას, ვისი სიტყვისაც სჯერა. ეს ეხება ნებისმიერ სფეროს – როგორც პირადულს, ასევე საზოგადოებრივს და აგრეთვე თვით ღმერთისადმი რწმენასაც. რა განაპირობებს ამ არჩევანს?! როგორც უკვე გითხარით მოკლედ ასე შეიძლება მისი განმარტება: მიზიდულობა-განზიდულობის კანონი, რომელიც შემდეგია: „ყოველი ხორციელი თავ-თავისი მოდგმის მიხედვით ერთიანდება. ასევე ყოველი ადამიანიც თავისი მსგავსისაკენ მიისწრაფვის“ (ზირაქი 13-16). ხოლო რაც შეეხება მსგავსებასა და განსხვავებას, მას კი განაპირობებს დედამიწაზე მოქმედი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალაში ჩართულობა. რომელთაც ჩვენ სიყვარულისა და სიძულვილის, ანუ იგივე – სიკეთისა და ბოროტების ძალად ვიცნობთ.
დიახ ასეა! ადამიანები გაერთიანებულნი არიან ამ ორ ურთიერთსაპირისპირო ენერგიულ წრეში და მათ შორის შუალედური არ არსებობს! მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ისე შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს: რომ ბოროტმა შეიძლება კარგი საქმეც გააკეთოს და კეთილმა კი – ცუდიც. თუმცა სიკეთის და ბოროტების შემფასებელი მხოლოდ ღმერთია. რადგან ბევრჯერ გარეგნული სიკეთის საფუძველი ანგარებაა, ხოლო არასასიამოვნოდ მიღებული ქმედებისა კი – უანგაროდ გაწეული დახმარება, რომლის ბოლოც კეთილია.
აი, ასე განისჯებიან ადამიანები ბედისწერის განსჯისას, გონების საზომის მიერ. ვისშიაც რა ძალა ბატონობს, იმის მიხედვით ირჩევს იმას, ვისი სიტყვა ირწმუნოს და ცხადია შედეგსაც შესაბამისს მოიმკის. რადგან რაა ჭეშმარიტად სწორი და რა კიდევ არა, ამის შემფასებელი ადამიანის ცნობიერება ვერ არის!!! ეს იცის მხოლოდ სამყაროს შემოქმედმა და ამიტომ ცხადია, რომ ის სწორი ცოდნით იმ კატეგორიას აღჭურვის, რომელიც სიკეთის ძალით განიგება და მის წევრთა შორის სიყვრულის ძალა მყოფობს. მაგრამ სწორედ ეს არის ადამიანთათვის ის ამოუცნობი რამ, რაც ეხება იმის განსაზღვრას: თუ ვინ არის ნამდვილად კეთილი და ვინ კიდევ არა. რამეთუ ადამიანს არ ძალუძს სხვისი გულის სიღრმეში წვდომა; თანახმად კანონისა: „ადამიანი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა. ხოლო უფალი გულს ხედავს“ (I მეფეთა 16-7). ამიტომაც შესაძლებელია, რომ ნებისმიერი ადამიანი შესცდეს და ნდობა გამოუცხადოს ისეთ პიროვნებას, რომელიც ზუსტად მაშინ უღალატებს, როცა მას ამის მოლოდინი ყველაზე ნაკლებად ექნება; და რამაც შესაძლოა დამღუპველი შედეგიც კი მოუტანოს კიდეც.
ყოველივე ამის შესახებ, რაზედაც ახლა ვისაუბრე, საკმაო გაფრთხილებებია ბიბლიაში. მოვიყვან რამოდენიმე მათგანს: „სულელთან ნუ ითათბირებ, რადგან ვერ შესძლებს სიტყვის შენახვას. ყველა კაცს გულს ნუ გადაუშლი, რადგანაც სანაცვლოდ მადლს არ მოგაგებს“ (სიბრძნე ზირაქის 8-19). „შენი უნარისამებრ გამოიცანი შენი მახლობელნი და რჩევა ბრძენთაგან გამოიკითხე. გონიერ ხალხთან ისაუბრე და უზენაესის დადგენილ კანონებში იყოს ყოველი შენი ნალაპარაკები“ (სიბრძნე ზირაქის 9). „ყველა მრჩეველი თავის რჩევას აქებს. მაგრამ ზოგიერთი საკუთარი სარგებლობისათვის ურჩევს. მრჩეველისაგან დაიცავი თავი და ჯერ გამოიცანი, რა სურს მას. რადგან შესაძლოა თავისთვის სასარგებლო რამ გირჩიოს, შენზე კი წილი ჰყაროს. ნუ ითათბირებ შენს მიმართ ეჭვით მომზირალთან და შენს მოშურნეებს დაუფარე განზრახვა. რჩევისათვის ყოველთვის მიმართე მხოლოდ ღვთისმოსავ კაცს; რომელზედაც შეიტყობ, რომ ღვთისაგან დადგენილი კანონების საქმით დამცველია“ (სიბრძნე ზირაქის 37).
კვლავ მივუბრუნდები ცოდნისა და ნდობის როლს და ამ მხრივად განვიხილავ მას: ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა მისი დამოკიდებულება ცოდნისადმი. რაც ვლინდება ასეთი სახით: მას უწევს ნდობის გამოცხადება იმ მძღოლის ცოდნისადმი, რომლის მართულ ტრანსპორტითაც მგზავრობს. უწევს ნდობის გამოცხადება იმ მზარეულის ცოდნის მიმართ, ვის მომზადებულ საკვებსაც მიირთმევს. უწევს ნდობის გამოცხადება იმ მკერავის ცოდნის მიმართ, რომლის მიერ შეკერილ სამოსსაც ატარებს. ცხოვრობს სახლში იმიტომ, რომ მას ნდობა აქვს გამოცხადებული მისი ამშენებლის ცოდნისადმი და ეს არის ადამიანის ცხოვრება. ის ცოდნისადმი ნდობაზეა დაფუძნებული. თუმცა ის ამაზე ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ რაც მთავარია საქმით ადასტურებს მას. ახლა კი იმ ფაქტზე მოგახსენებთ, რომელიც შეეხება ხსენებული ნდობის გამართლებას ან პირიქით კრახს. რა განაპირობებს მას? პრაქტიკაში არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანისათვის საკუთარი არჩევანი დამღუპველი ყოფილა. რა არის მიზეზი ამისა? რაც შეეხება მიზეზს, იგი შეიძლება მრავალი იყოს, მაგრამ საფუძველი კი ერთია მხოლოდ და არის ის, რომ ნდობა გამოცხადებულია საქმის იმ შემსრულებელთა მიმართ, რომელნიც შეიძლება კი არიან საქმის პროფესიონალები, მაგრამ არ არიან კეთილი ძალით აღჭურვილი პიროვნებანი. ამიტომაც მათი შემოქმედება დაწყევლილია! არსებობს კიდეც ასეთი ცოდნა ხალხში: კეთილი გულით არ ყოფილა გაკეთებული და იმიტომაც დაიმსხვრაო. ან კეთილი გულით არ მოგიცია და იმიტომაც ვერ გამოვიყენეო და სხვა მისთანანი. სამწუხაროდ ამაზე მრავალნი ქილიკობენ. მაგრამ სინამდვილე კი ისაა, რომ ეს ჭეშმარიტებაა! რადგან ღმერთმა დააწესა ასეთი კანონი: „უკეთური და მისი უკეთურება ღვთისათვის თანაბრად საძულველია და რაც გაკეთებულია, ისევე დაისჯება, როგორც მისი გამკეთებელი“ ( სიბრძნე სოლომონისა 14-10). რამეთუ „დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ბოროტეულთათვის კი ბოროტება“ (სიბრძნე ზირაქის 39-25). ამიტომ იუწყება ბიბლია, რომ „ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის და ზოგჯერ ზარალიც შენაძენიაო“ (სიბრძნე ზირაქის 20). რადგან ბოროტეულისაგან მიღებული საჩუქარი, ანდა მისი რჩევით მოქმედება, ზიანის გარდა სხვა არაფრის მომტანი არის მისი მიმღებისათვის.
ახლა კი სწორედ ამ საკითხზე მინდა გავაგრძელო საუბარი, რაც ბოროტეულთა მიერ ქმნილს ეხება განუყოფლად ყველა სფეროში. მასზე მოქმედებს კანონი: „ყოველი ნერგი, რომელიც უფალმა არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება“ (მათე 15-13). ამასთანავე შეგახსენებთ იმასაც, რომ „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1). ამიტომ მოკლედ ვიტყვი სათქმელს:
უფალი ბიბლიის მეშვეობით იუწყება ასეთ ინფორმაციას: „დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველთაგანვე, რაც ჯერ არ მომხდარა და აღსრულდება ყოველი!“ (ესაია 46-10) და „არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. რომელიც ამცნობს მის რჩეულს, რა იქნება მომავალში (დანიელი 2-21,28). ეს ცნობები ამოწმებენ იმას, რომ ღმერთი წინასწარმეტყველების უნარს ანიჭებს მის მიერ არჩეულ პიროვნებას იმ მიზნით, რომ მის რჩევას ენდონ ისინი, რომელთაც სურვილი აქვთ „აირჩიონ სიცოცხლე, რათა იცოცხლონ“ (III ეზრა 7-59). თუმცა ამ საკითხთან მიმართებით აუცილებლად უნდა გავაკეთო შენიშვნა, რომელიც ეხება იმ ფაქტს, რომ თავის წინასწარმეტყველად გამომცხადებელი პიროვნებები ყოველთვის იყვნენ და ამჟამად კი მეტად მომრავლებულნი არიან. როგორ უნდა იყოს გამოცნობილი ის, ვინ არის მათგან ის ნამდვილი წინასწარმეტყველი, რომელიც მართლაც რომ ღმერთმა მოავლინა? ცხადია არსებობს საამისო ცოდნა და ის შემდეგია: ნამდვილი წინასწარმეტყველი იმ დონეზეა გაწაფული ღმერთის მიერ დადგენილ კანონებში, რომ მოსახდენი ფაქტების მოახლოების დროს, მას ეცნობება ის კანონები, რომელთა გააქტიურების შედეგადაც მომკილი უნდა აღსრულდეს. ამასთანავე მას საიმისო ცოდნაც ეძლევა, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ამ შემთხვევაში იმ ადგილის მკვიდრნმა, სადაც ხდება აღსრულება ფაქტებად. რადგანაც ასეთი პიროვნება ღმერთის მიერ სპეციალურად არის აღჭურვილი საამისო უნარით. ეს ნიშნავს იმას, რომ მის მიერ გაცემული რჩევა სასიცოცხლოდ აუცილებელია!!! თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მისი მომსმენი და დამჯერნიც მხოლოდ ისინი იქნებიან, ვისშიაც ნამდვილი სიყვარულის გრძნობა სულდგმულობს. ამიტომაც ისმინოს მსმენელმა ის, რასაც ახლა განვაცხადებ. რადგან უკვე ისეთ ფაქტებს ექნებათ ადგილი, რომელთაგანაც თავის დაღწევა მხოლოდ ღმერთისმიერი დაცვის მოპოვებას შეუძლია და სხვას ვერაფერს ამ ქვეყნად.
უკვე დაფარული აღარ არის, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ბოლო ჟამში იმყოფება. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველივე არსებულს აღსრულების ჟამი უდგას. ანუ უფრო სხვანაირად რომ ითქვას, ნიშნავს სიტყვის საქმედ ქცევის დროის დაჩქარებას და გადასვლას დროზე: „1000 წელი, როგორც 1 დღე. ნაცვლად აქამდე არსებული 1დღე, როგორც 1000 წელისა“ (II პეტრე 3-8). ახლა კი უნდა შევეხო იმ რეალობას, რომელიც ეხება ბოროტეულთა სიმრავლის ფაქტთა სახეზე ყოფნას და რაც რომ ასე იქნებოდა, მის თაობაზე იუწყება კიდეც ბიბლია ამ კანონებით: „დაუძლურდა სიბერისაგან წუთისოფელი და უფროდაუფრო გამრავლდება მის მკვიდრთა შორის ბოროტებანი“ (III ეზრა 14-16) და „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი. თავიანთი უღვთო გულისთქმით მავალნი. ესენი არიან განმყოფელნი, მიწიერნი, სულის უქონელნი“(იუდას წერილი 18,19).
მინდა ყურადღება გავამახვილო ცნობაზე: „სულის არ მქონენი“ – როგორი ადამიანებიც ღმერთის საზომით შეფასებული არიან „მკვდრებად“ (მათე 8-22). თუ რა სახის საშიშროებაც მოდის მათგან, ეს უკვე მოგახსენეთ. ახლა კი იმას უნდა შევეხო, რისი აღსრულების დროც დადგა და რაც აუცილებლად აიძულებს ადამიანებს იმას, რომ ცოდვები აუცილებლად უნდა მოინანიონ. რასაც ცხადია ვერაფრით შესძლებენ ჭეშმარიტების კანონებში გარკვევის გარეშე!!! ხოლო რაც შეეხება იმ საშიშროებას, რაზედაც გაცნობებთ, მასზე მოკლე და კონკრეტული ინფორმაციით შემოვიფარგლები.
წოდებებში: „სულის უქონელნი“ და „მკვდრები“ ნაგულისხმებია ადამიანები, რომელნიც სატანურ ძალას არიან დაქვემდებარებულნი. ცხადია მათ ორგანიზმში სული იმყოფება. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც იარსებებდნენ ამ ქვეყნად. მაგრამ მათ ასეთი შეფასება იმიტომ მისცა ბიბლიამ, რომ დაცემული სულის პატრონები არიან და ამიტომაც მათი სულები ვეღარ არიან ჩართულნი კოსმიურ მიზიდულობაში. ხოლო ასეთ ადამიანთა არსებობა კი იმით არის განპირობებული, რომ სასიცოცხლო ენერგიას იღებენ იმ ენერგოდონორთაგან, რომელთა მიერ ჩადენილი ცოდვების გამოც არის დაშვებული მათი ამქვეყნიური არსებობა. ახლა კი იმას მოგახსენებთ, თუ რატომ არის მეტად აუცილებელი მონანიების ფაქტორი. საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ დაცემულ სულთა რაოდენობამ და სიმძიმემ დედამიწას საფრთხე შეუქმნა იმისა, რომ კოსმოსურ მიზიდულობა-განზიდულობის ბალანსში თავისი ადგილი შეინარჩუნოს. რომელი ადგილიც მისთვის მკაცრად განსაზღვრული არის სამყარულ სივრცეში საიმისოდ, რომ მასზე ის გარემო იყოს შენარჩუნებული, რომელიც ფაქტობრივად სათბურია ცოცხალი ორგანიზმებისათვის. არსებული რყევის დამადასტურებელ ფაქტებს კი ადასტურებს ის კლიმატური კატაკლიზმები, რაც სახეზეა. თუმცა ახლა უკვე იმ დონეზეც მივიდა საქმე, რომ ადგილი აქვს იმ სახის კატაკლიზმს, რომელიც ბიბლიაში „ადგილთა ძვრის“ სახელით არის ცნობილი და ასეთი ცნობაა მასზე: „როცა გამოჩნდება წუთისოფელში ადგილთა ძვრა და ხალხთა აღრევა, მაშინ მიხვდებით თუ რატომ იუწყებოდა მათზე უზენაესი დღეთა დასაბამიდან“ (III ეზრა 9-34). რაც შეეხება „ხალხთა აღრევას“, როგორც ხედავთ ის სრული შემადგენლობით არის სახეზე. ხოლო „ადგილთა ძვრა“ კი ფაქტობრივად ასახავს მიწის ჩაშლის იმგვარ პროცესს. რომელიც მეწყერად წოდებულ გამოვლენაზე ბევრად უფრო აღმატებული მოვლენაა და თანაც იმდენად საშიში, რომ აღწერასაც კი ვერ ვბედავ. გამოსავალი კი ერთადერთია მხოლოდ და მასზე უკვე გითხარით – ეს საქმით მონანიებაა; და ცხადია ეხება მათ, ვინც ამის უნარით არის აღჭურვილი. სამწუხაროდ მდგომარეობა მეტად საგანგაშოა და ამიტომაც უკვე თხოვნაზე აღარ არის საქმე. არამედ აუცილებლობა მოითხოვს ამას და ვინძლო მისი შემსმენი მანამ იქნებიან ადამიანები, სანამ ნანგრევებად არ იქცევა საუკუნეებით ნაშენები ქალაქები. უკვე აღარ მოვერიდები იმის გაცხადებასაც, რომ პირველ რიგში ეს ეხება ქართულ ენაზე მოსაუბრეთ. იმიტომ, რომ ისინი არიან იმ იუდეველთა შთამომავალნი, რომელთა მიმართაც ასეთი კანონმდებლობა არის დადგენილი: „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-11). რაც იმის გამო ხდება, რომ ღმერთის საზომი ენის მიხედვით ანსხვავებს ერებს და ქართული ენა კი ის ენაა, რომლითაც არის შესაძლებელი მხოლოდ, გონებასთან უშუალო კონტაქტი; თანახმად კანონისა: „რა არის იუდეველის უპირატესობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად. პირველ ყოვლისა, მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2). ხოლო „ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა 12-48).
მეტი რაღა ვთქვა?! ვიმედოვნებ გონიერება გაიმარჯვებს იმ დონემდე, რომ ადამიანები დაფიქრდნენ იმაზე რომელ ცოდნას უნდა ენდონ და მანამ გააკეთონ სწორი არჩევანი, სანამ მომკილი სავალალო შედეგების ფაქტებად დადგომას ექნება ადგილი. რადგან აღსრულების დრო დაუდგა შემდეგ კანონს: „მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას. დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს. როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი; ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოსავლენი უბედურებანი“ (III ეზრა 16-14/16). რამეთუ „არ შებრუნდება უფლის მძვინვარება, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს ყოველივეს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას“ (იერემია 30-24).