გაზიარება

ვის როგორ შეეხება არმაგედონი


მიუხედავად იმისა ადამიანები ხვდებიან თუ არა ამას, ეს არაფერს სცვლის იმ რეალობაში, რაც ამჟამად სახეზეა და მას კაცობრიობის წინაშე არმაგედონის პროცესის მიმდინარეობა ჰქვია. რადგანაც იგი უფროდაუფრო იკრებს ძალებს, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია გაანალიზება იმისა, თუ ვის როგორ შეეხება ის. ვინაიდან შეძენილ ცოდნას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მისი მიღების მსურველებისათვის საიმისოდ, რათა უვნებელნი გადაურჩნენ მიმდინარე მოვლენებს.
პირველ რიგში განვმარტავ იმას, თუ რა მოვლენაა არმაგედონი და ვისთვის და რისთვის არის განკუთვნილი იგი. რაც მოითხოვს იმის საჭიროებას, რომ მოკლე მონახაზი გავაკეთო ადამიანთა მოდგმის დანიშნულების შესახებ. რაზედაც მოგახსენებთ შემდეგს: ადამიანი იმ ღმერთის მიერ შექმნილი არსებაა, რომელიც ასევე არის ამ სამყაროს შემქმნელიც და ის ერთადერთია ამ სამყაროში არსებული ყოველივესთვის! ამიტომ მის მიერ დადგენილი კანონები, ეს არის ერთგვარი ინსტრუქცია განურჩევლად ყველა ადამიანისათვის საიმისოდ, რომ მან შესძლოს უსაფრთხოდ ცხოვრება იმ გარემოში, რომელიც მას საარსებო ადგილად დაურეგულირა შემქმნელმა დედამიწური გარემოს სახით.
აქ მინდა მოკლე ჩართვა გავაკეთო იმ საკითხთან მიმართებით, რაზედაც მეცნიერება დღეს მუშაობს და ეხება ამ სამყაროში ისეთი პლანეტის პოვნას, რომელზედაც შესაძლებელი გახდება ადამიანთა გადასმა საიმისოდ, რომ კაცობრიობამ არსებობა გააგრძელოს. დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, თუ რას ემსახურება ეს მიზანი. დიახ ასეა! ასე თუ ისე, ადამიანთა გარკვეული ნაწილი უკვე ხვდება იმას, რომ მიმდინარე პროცესები თუ არ შეჩერდა, სრულიად მოსალოდნელია მაღალი დონის კატასტროფის განვითარება. რადგან მისი ზომის განსაზღვრა ადამიანის შესაძლებლობებს სცდება, ამიტომაც დიდია შიში იმისა, რომ კაცობრიობამ არსებობა არ შესწყვიტოს. სწორედ საამისო ილუზიის გასაფანტად მინდა გაცნობოთ ის სიმართლე, რომელიც უფლის მიერ არის დადგენილი და მას ჭეშმარიტება ჰქვია იმიტომ, რომ გათვლილია უფლის მიერ დადგენილი კანონმდებლობის შედეგად.
უპირველესად მოგახსენებთ იმას, რომ ამ სამყაროს შემადგენლობაში მყოფი მაკრო სხეულები არ არიან ზუსტად ერთნაირი ელემენტური შედგენილობისა და არც მათი მდებარეობაა სამყარულ შიდა სივრცეში ისეთი, რომ ყველა მათგანზე ზუსტად ერთნაირი კლიმატური გარემო იყოს. ადამიანის სხეულოვანი შემადგენლობა დედამიწური ელემენტებისაგან არის დაკომპლექტებული და აზროვნება კი ასეთი სხეულის ორგანოთა ფუნქციონირების შედეგია. რაც შეეხება სულს, მართალია ის კოსმიური შემადგენლობისაა, მაგრამ მას არ შეუძლია კოსმოსში გასვლისას იმ სიმძიმის ზიდვა, რასაც სხეული წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, როდესაც აზროვნება მთლიანად სხეულზე ზრუნვით დაკავდება და სულიერება აღარ ახსოვს; ასეთი აზროვნების მქონე სხეული უკვე ვეღარ ინარჩუნებს სულს და ისიც სტოვებს მას. ყოველივე ამის აღნიშვნა კი ემსახურება იმის ცნობებას, რომ ადამიანის სასიცოცხლო გარემო მხოლოდ დედამიწაა! ხოლო რაც შეეხება მის ფიზიკურ მოგზაურობას სხვა პლანეტაზე, ამის შემძლეობა დაშვებულია მხოლოდ დედამიწური მიზიდულობის არეალში. თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ დედამიწიდან გასვლიდან გარკვეული მანძილის შემდეგ აზროვნება ვეღარ ფუნქციონირებს ნორმალურად და აღმოჩნდება ჰალუცინაციური მგრძნობელობის გავლენის ქვეშ. მაგრამ რაც შეეხება დედამიწური მიზიდულობის გარეთ გასვლას ფიზიკური სხეულით, ეს დაუშვებელია!!! რადგან ამგვარ მცდელობას დაუყოვნებლივ მოჰყვება ადამიანის სიცოცხლის შეწყვეტის შედეგი. სამწუხაროდ ამ ცოდნას ვერ ფლობს მეცნიერება იმის გამო, რომ მის მიერ სრულფასოვნად ვერ არის შესწავლილი ამ სამყაროს თავისებურებები; ვერ არის ჩამწვდარი ადამიანის წარმოშობის საკითხში და თანაც საერთოდ ვერ ერკვევა ადამიანური ფენომენის არსში. ამიტომაც არის კიდეც დაშვებული უამრავი შეცდომები, რომელთა მიერ დამსახურებული შედეგების მომკაც უწევს თანამედროვე პერიოდის ადამიანებს არმაგედონის მოვლენის გამოწვევის სახით.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ღმერთთან შედარებით ბევრად არასრულყოფილი არსებაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც არ აკეთებს იმას, რომ მისთვის მნიშვნელოვანი რამ გასანადგურებლად შექმნას. მითუმეტეს ამას არ დაუშვებს ღმერთი, რომელიც ადამიანის შესახებ აცხადებს, რომ მან „თავის ხატად და მსგავსად შექმნა იგი“ (დაბადება 1-26). ამასთანავე ისიც მისახვედრია, რომ ღმერთი უმიზნოდ და უსაფუძვლოდ არაფერს შექმნიდა და იმასაც უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ღმერთის მიერ დასახული მიზანიც აუცილებლად ასრულდება!!! ხოლო ყოველივე ეს რას ნიშნავს?! თუ არა იმას, რომ ღმერთი არ დაუშვებს კაცობრიობის განადგურებას!!! თუმცა ამის შეცნობა არ გულისხმობს იმას, რომ ამით დაიმედებულმა ადამიანმა არაფერი უნდა მოიმოქმედოს საიმისოდ, რომ გამოსავალი იპოვოს შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასახსნელად. ამიტომ დაუყოვნებლივ სწორად მოქმედების საჭიროებაა ახლა ის აუცილებლობა, რის მოთხოვნასაც უყენებს ადამიანებს თანამედროვე დროება. ეს კი მათგან მოითხოვს იმ მიზნის კარგად გაანალიზებას, თუ რისთვის შექმნა მათი მოდგმა ღმერთმა. რისი შეცნობაც ვერანაირად მოხერხდება ადამიანური ფენომენის საფუძვლიანად შესწავლის გარეშე. ხოლო ადამიანურ ფენომენის არსში ჩაწვდომა კი, შეუძლებელია ღმერთის მიერ დადგენილ კანონებში ჩაწვდომის გარეშე!!!
ვინაიდან და რადგანაც ვრცლად ამის შესახებ უკვე გამოქვეყნებული მაქვს ცოდნა „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებით, ამიტომ აქ მოკლედ შევეხები იმ საკითხს, თუ რას ამბობს ღმერთი ადამიანის თაობაზე. რომლის შესახებ მოკლე მონახაზიც ასეთია: ღმერთის მიზანი ადამიანის შექმნისა არის ის, რომ იგი სიყვარულის მადიდებელი არსებად იყოს ფუნქციონირებადი!!! რისთვისაც მას ესაჭიროება სიყვარულის გრძნობის შემადგენელი თვისებების გამყარება, როგორიცაა: უანგარობა, ერთგულება, სინდისი, პატიოსნება, სიკეთე, სიმამაცე, ერთგულება, მიმტევებლობა, გულკეთილობა, თავდადება, თანადგომა, თავმდაბლობა. მაგრამ მათი გამყარება შეუძლებელია სათანადო ქმედებების ჩადენის გარეშე და სწორედ საამისო გარემოდ არის შექმნილი ადამიანისათვის ეს მატერიალური სამყარო. რომელსაც დროებითი გარემოს ფუნქცია აქვს მინიჭებული და განკუთვნილია საიმისოდ, რომ ადამიანმა მასში უნდა გაიაროს გამოცდა იმისთვის, რომ ცხოვრება შესძლოს სამყაროში, რომელზედაც აქ ჩვენთვის დაშვებულია მხოლოდ იმ ცოდნის საკმარისობა, რომ ის არ არის ისეთივე მრგვალი ფორმის, როგორიც ეს სამყაროა; არამედ კუბის ფორმისაა და იქ არ არის დაშვებული ბოროტების არსებობა.
მაშასადამე საჭიროა გარკვევა იმისა, თუ რა არის ბოროტება. რაზედაც ცნობილია ის, რომ ის არის სიკეთის საპირისპირო ძალა. ცნობილია ისიც, რომ სიკეთე სიყვარულის გრძნობას ემსახურება და ბოროტება კი – სიძულვილისას. სიკეთე სიმართლესა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული და ბოროტება კი სიცრუესა და უსამართლობაზე. აი, სწორედ სიცრუისა და სიმართლის თაობაზე უნდა გავამახვილო ყურადღება და შეგახსენოთ ის, რაც ყველამ იცის და არის ის, რომ სიმართლე ფაქტებად აღსრულებადია. რომელი ფაქტებიც ცხადია, რომ იმ სიცრუეს გაანადგურებენ, რომლითაც ეს სიმართლე იყო გადაფარული. ამით იმის თქმა მსურს, რომ სიცრუეს მოქმედების დრო აქვს განსაზღვრული მანამდე, სანამ სიმართლე ფაქტებად აღსრულდება. ანუ ბოროტების ბოლო ყოველთვის განადგურებაა!!! ვინაიდან და რადგანაც უკვე მოვიდა დრო უმეცრების დროების დასრულებისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველნაირ სიცრუეს ეხდება ფარდა იმის გამო, რომ მათ მიერ გადაფარული სიმართლეების ფაქტებად აღსრულების დრო დადგა. ხოლო ყოველივე ეს კი, საბოლოო ჯამში ნიშნავს ბოროტების განადგურებას. ამიტომ ადამიანისათვის დაუყოვნებლივ საჭიროა იმის მიხვედრა, თუ რა ფასად დაუჯდება მას უკვე ყოველდღიურად ის სიცრუე და თვალთმაქცობა, რასაც იყენებს ცხოვრებაში დასამკვიდრებლად.
როგორადაც მოგახსენეთ, ვინაიდან ეს სამყარო ადამიანთათვის გრძნობების გამოსაცდელ გარემოს წარმოადგენს, ამიტომაც თავისთავად ცხადია, რომ მასში მოქმედების თავისუფალი ნების დაშვება იქნება აუცილებელი და ეს ასეცაა კიდეც! ღმერთის მიერ ადამიანისათვის დაშვებულია მოქმედებების თავისუფლება იმ ზომამდე, სანამ იგი იმდენ შეცდომებს არ დაუშვებს, რომ თავისი სიცოცხლე გაინადგუროს. რომელი სიცოცხლის არსებობასაც იმ კანონთა დაცვა განაპირობებს, რომელნიც ღმერთმა დაუდგინა მის მოდგმას. ხოლო რაც შეეხება ადამიანის მიერ დაშვებულ შეცდომებს, ისინი სხვა არაფერია, თუ არა ამ კანონების დარღვევა. ასე რომ თავად ადამიანი არის პასუხისმგებელი ყოველივე იმისა, რაც მის ცხოვრებაში ხდება და სხვა მეტი არავინ! ხოლო თუ როგორ ხდება ეს, ადვილად გასაგებად რომ ავხსნა, ამიტომ მას განვიხილავ მარტივი შედარების მაგალითით: ვთქვათ ავიღოთ მანქანა, რომელსაც იყენებს ადამიანი გარკვეულ მანძილზე გადასაადგილებლად. საამისოდ ცხადია, რომ აუცილებელია სამანქანო გზის არსებობა, რის გაკეთებასაც იგივე შემქმნელი უზრუნველჰყოფს, რომელმაც მანქანა შექმნა (ნაგულისხმებია კატეგორია ადამიანი და არა პიროვნება). სწორედ ასე გაუკვალა ამ სამყაროში უსაფრთხო გზა ღმერთმა თავის შექმნილ ადამიანს საიმისოდ, რომ მას მიეღწია იმ დანიშნულების ადგილამდე, სარომლისოდაც შეიქმნა მისი მოდგმა და მას გენეტიკური ნაყოფის: გონიერი ადამიანის მიღება ჰქვია. ახლა მივუბრუნდეთ ისევ მანქანის მაგალითს. რა მოხდება მაშინ, თუკი მძღოლი არ დაიცავს იმ ინსტრუქციას, რასაც მანქანის სწორად მართვა ჰქვია და დადგენილია მისი დამპროექტებლის მიერ?! ცხადია მას მოჰყვება სხვადასხვანაირი შედეგი, რომელიც არცერთი არ იქნება სასიკეთო. რადგანაც მანქანა ვერ შესძლებს მოძრაობას სწორ გზაზე და გადავა მისგან. სადაც სხვადასხვა სახის უბედურებებს აუცილებლად გადააწყდება: შეიძლება რაიმე წინაღობას შეასკდეს, ანდა უფსკრულში გადაიჩეხოს. რის შედეგადაც დაზიანდება თვითონაც და ისინიც, ვინც მას ენდო და მანქანაში ჩაუსხდა. ხოლო თუ სწორ გზაზე არ დაბრუნდება და თანაც აუცილებლად არ დაიცავს მართვის წესებს, მაშინ სულ ასეთ წინააღმდეგობებში მოუწევს სვლა და ცხადია ვერც დანიშნულების ადგილამდე მივა და საბოლოოდ რომელიმე შეჯახება მოუღებს ბოლოს მასაც და მის მხლებლებსაც. აი, სწორედ ასეთ სიტუაციას იქმნის ადამიანი მაშინ, როცა იგი არღვევს იმ ინსტრუქციას, რომელიც მას ღმერთმა დაუდგინა საიმისოდ, რომ ცხოვრების გზა უსაფრთხოდ განევლო. ამ ინსტრუქციას კი ის კანონები წარმოადგენენ, რომელნიც ბიბლიაში გაფანტულნი არიან სიბრძნეთა სახით. ხოლო ჩემს მიერ ისინი ამოკრებილი იქნა და ბედისწერის განსჯის შეფასებისდა შესაბამისობით დალაგებულნი წიგნში: „ბედისწერის კანონმდებლობა“. ამიტომ თუკი ადამიანები ამ კანონთა დაცვით იცხოვრებენ, მაშინ მათი ცხოვრებისეული გზა ის სწორი გზა იქნება, რომელიც მათ ღმერთმა გაუკვალა საიმისოდ, რომ უსაფრთხოდ ეცხოვრათ. იქ არც ავადმყოფობანი შეხვდება მათ და არც ადამიანის სახოვანი ის მხეცები, რომელთაც სული სატანისათვის აქვთ მისყიდულნი და ათასნაირ სახოვანი ნიღბებით აღჭურვილნი ღუპავენ ადამიანთ. აი ეს არის ის დაცვა, რის მიღებასაც ღმერთს სთხოვს ადამიანი ლოცვით. მაგრამ მარტო ლოცვა ვერავის უშველის და ვერც შველის იმიტომ, რომ შველა მხოლოდ კანონთა საქმით დაცვის შედეგად ხდება!!!
ახლა კი მინდა კომენტარი გავაკეთო იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ ჰქონდა აქამდე ადგილი იმის მიხვედრას, რაც ახლა გაცნობეთ. ცხადია ამას აქვს თავისი მიზეზი და არის ის, რომ სრულფასოვან დონემდე ვერ იყო გამყარებული ადამიანური გრძნობები, რომელნიც არიან რწმენის საფუძველნი. სწორედ მის ჩამოყალიბებას ემსახურება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ევოლუციური პროცესი. რომელიც გამყარებას ახდენს გენის მემკვიდრული ფაქტორის გადაცემის ხარჯზე. მოდით კარგად ავხსნათ ის, თუ რაზეა საუბარი: მოგეხსენებათ, რომ ნაცნობია საკითხი შთამომავალთა და წინაპრებს შორის არსებული მსგავსებობისა. რაც ვლინდება: სახიერების მხრივი, ხასიათის მხრივი ან ნიჭების მხრივი ფორმით. თუმცა მსგავსებანი ნაწილობრივი არის და არა ზუსტი ასლი. ამიტომაც მნიშვნელოვანია იმაში გარკვევა, თუ რას ემსახურება ეს „ნაწილობრიობა“ და როგორ ხდება მისი მიღება.
რაც შეეხება ადამიანს, მოგეხსენებათ, რომ იგი მოაზროვნე არსებაა. რომელიც ცხოვრებისეულ მოღვაწეობას გამიზნულად ახორციელებს და არა სპონტანურად. თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ მისი ცხოვრება ზუსტად ისე წარიმართება, როგორადაც ის გეგმავს მას. მაგრამ ადამიანურ აზროვნებას აქვს უნარი შეგუებისა. რაც ნიშნავს მის გადაწყობას იმ სიტუაციაზე მოსარგებად, რომელშიდაც მისი პატრონი გადაისროლა ბედისწერამ. ადრე თუ ეს არ იყო ცნობილი, ახლა უკვე არსებობს ცოდნა იმისა, თუ რატომ ხდება ეს ასე და ამის შესახებ ვიცით, რომ მიზეზი ბედისწერის განგების გონებაზე დამოკიდებულებაა. რომელი გონებაც სულის მიერ ეძლევა ადამიანს და არა სხეულისაგან. ამიტომ როცა მხოლოდ სხეულებრივ მოთხოვნილებათა აღსრულებაზეა გადართული აზროვნება, სათანადოდ ვეღარ თანამშრომლობს გონებსთან და შედეგიც სახეზეა: ადამიანი რასაც გეგმავს, ბედი იმას კი არა, არამედ სულ სხვას უდგენს. რაშიაც მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მემკვიდრულ ფაქტორს. ხოლო თუ როგორ, ამას ახლავე მოგახსენებთ.
გენეტიკა, რომელიც მეცნიერების მარადიული კვლევა-ძიების საკითხია, ვერ არის შესწავლილი მათ მიერ იმიტომ, რომ სინამდვილეში ის სულიდან იმართება. ხოლო მეცნიერები კი მის კვლევას სხეულზე აწარმოებენ. რაც შეეხება სულს, მისი შესწავლა შეუძლებელია ცდებისა და კვლევების გზით! მემკვიდრული ფაქტორი რასაც ჰქვია, მას მემკვიდრე იღებს იმისდა შესაბამისად, რომელი რიცხვიც დაბადებითვე მიეკუთვნა მას ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდად. რომელიც არის ერთადერთი და განუმეორებელი და სხეულში განიშლება გრძნობების სახით. ხოლო გონების მიერ მისი გაშიფვრა კი მოიცავს კანონთა დაცვისა და დარღვევის ჩანაწერს, მასზე მისაგებლითურთ. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ როცა ადამიანი თავისი ქმედების დროს დაიცავს რომელიმე კანონს, ბედისწერის განსჯისას გონება მას დაუმატებს წინაპრისაგან გადმოცემულ იმ მემკვიდრეობით მომკილს, რომელიც მის გენურ კოდში იყო დაფიქსირებული წინაპრის მონაპოვრად; თანახმად კანონისა: „ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად“ (მათე 13-12). ანალოგიურად ხდება კანონის დარღვევის დროს, „ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა რაცა აქვს“ (მათე 13-12). ანუ „კეთილ კაცს, კეთილი გენის მემკვიდრეობიდან სიკეთე გამოაქვს და ბოროტს კი – ბოროტი მემკვიდრეობიდან, ბოროტება გამოაქვს“ (მათე 12-35). ცხადია ბიბლიური ჩანაწერი გონიერებას გულისხმობს, რადგან ინტუიციურ ენაზეა დაწერილი. მაგრამ ბედისწერის განშლა კი გონიერების მიზღვაში ღვთის წყალობის მომკას გულისხმობს და უგონობაში კი რისხვას. რომელნიც შემდეგ გრძნობებად, თვისებებად, ნიჭებად, ჯანმრთელობისა და ყველა იმ სახის მატერიალურ ფასეულობებად აღირიცხებიან, რაც ადამიანს საარსებოდ სჭირდება; და რისი განხორციელებაც სამყაროს ფუნქციონირების მეშვეობით ხდება.
ახლა კი პიროვნულობიდან პროფესიულ მემკვიდრეობაზე გადავალ და მოგახსენებთ იმ განაჩენს, რაც მათ გამოუტანა ღმერთის საზომმა და აი, უკვე დადგა კიდეც დრო მათი აღსრულებისა. ცხადია, რომ ცალ-ცალკე არ განვიხილავ, რადგან გონების საზომი მთლიანობაში აღნუსხავს მათ და ამიტომ განაჩენსაც ყველა მათგანი გაიზიარებს დამსახურების ხარისხისდა შესაბამისად. ამას კი გავაკეთებ ბიბლიის კანონთა საშუალებით მხოლოდ და თანაც უკომენტაროდ, რადგან კომენტარს უკვე თავად ბედისწერა აკეთებს ფაქტების ენით.
„სად არის სოფლის ბრძენი (ე.წ. სასულიერო მოძღვარი)? სად არის მწიგნობარი (მეცნიერი)? სად არის ამ საუკუნის მოკამათე (პოლიტიკოსი)? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა?!“ (I კორინთელთა 1-20). „ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო! გარეგნულად რომ მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე და შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი. თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს. წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ და ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო. იქედნეთა ნაშობო გველებო, ვერ გაექცევით გეენის სასჯელს!“ (მათე 23- 28/33).
ახლა კი შევეხები არმაგედონის ფაქტორს, რომელზედაც ასეთი ცნობაა ბიბლიაში: „შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება. გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა“ (გამოცხადება 16-16,17). რაც შეეხება მეშვიდე თასის გადმოღვრას, ის სიცრუის დათმენის ფიალის ზღვრის ავსებას გულისხმობს. ამასთანავე აქვე არის იმის ცნობაც, რომ აღვსილ თასთა გადმოღვრის შედეგები ეხება 666 ნიშნის მქონეებს (გამოცხადება 16). ამ ცნობის წაკითხვის შემდეგ ალბათ ბევრი დაიმედებულად იგრძნობს თავს, რადგან იმის შემცნობი ვერავინ არის, თუ როგორ პიროვნებად აფასებს მას ღმერთის საზომი. ამიტომ მოკლე მონახაზს გავაკეთებ ამ ნიშნის მქონეთა შესახებ და გაცნობებთ იმას, რომ მათი შემეცნება გაუკუღმართებულია (რომაელთა 1-28/32) და ამიტომაც სიცრუეს სიმართლედ იღებენ და სიმართლეს სიცრუედ; ავს კარგს უწოდებენ და კარგს – ავს. მათი სამართალიც გაუკუღმართებულია და უსამართლობა აქვთ კანონად მიღებული. ამიტომ არა აქვთ უნარი იმისა, რომ ჭეშმარიტი ცოდნა შეიცნონ და რამდენჯერაც გინდა წაიკითხონ, მაინც ვერაფერს გაიგებენ მისგან. რგორც ამას ბიბლიაც იუწყება: რომ „ქრისტეს მიერ შექმნილი „სიტყვა“ განიკითხავს მათ უკანასკნელ დღეს. ვინაიდან იგი თავისით არ შეუქმნია მას. არამედ მამა ღმერთმა მისცა მცნება იმისა, თუ რა ინფორმაციაც უნდა გადმოეცა“ (იოანე 12-48,49). ამ „სიტყვას“ ბიბლია „მშენებლებისაგან დაწუნებულ ქვასაც უწოდებს“ (მათე 21-42) და ცხადია, რომ მისი შინაარსი უფლისმიერი სიმართლეა. ამიტომაც მისი ცოდნისა და გაცხადების უფლებასაც ღმერთი არავის მისცემს გარდა იმისა, ვისაც თავად მოავლენდა ქრისტეს სულის მიმღები პიროვნების სახით!!!
ახლა კი იმ 666-იანებზე მოგახსენებთ, რომელთა გამოც კაცობრიობას არმაგედონის მოვლინების განაჩენი გამოუტანა ბედისწერამ. რას გულისხმობს იგი? არმაგედონი ეს არის ადგილი, სადაც ხდება მსგავსი ცოდვების ჩამდენთა ერთად შეგროვება და მათი სასიცოცხლო დროის შეწყვეტის აღსრულება. გამომდინარე რიცხოვნებიდან, რამდენსაც ეს შეკრებილები წარმოადგენენ, აღსრულების კატეგორიაც მისი შესაბამისი მასშტაბის იქნება; რათა მათ რაოდენობას გასწვდეს და უზრუნველყოს კანონის აღსრულება: „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი. მაგრამ თავად ადგილი, ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია“ (II მაკაბელთა 5-19,20). თანახმად ბიბლიის წინასწარმეტყველებისა, სამწუხაროდ ცნობა ასეთია, რომ „2/3-ს აქვს გამოტანილი სასიცოცხლო დროის შეწყვეტის დადგენილება“ (ზაქარია 13-8). ხოლო 8 მილიარდამდე მისული მოსახლეობის 2/3 კი მეტად დიდი რაოდენობაა. ამიტომ აღსრულების მასშტაბებიც გლობალური ხასიათისაა და როგორც ხედავთ ვლინდება პანდემიების, უბედურ შემთხვევათა მრავალრიცხოვანი რაოდენობებისა და კლიმატური კატასტროფების მოვლინებების ხარჯზე. ამიტომ ეს მიმართვა ეხება მათ, ვისაც გონიერება გასწვდება სინამდვილის აღსაქმელად. თუკი გსურთ, რომ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ოჯახის წევრებიც გადაარჩინოთ, მაშინ იტვირთეთ „მძღოლობა“ და სწორ გზაზე გადაიყვანეთ თქვენი ოჯახი. რასაც მხოლოდ იმ გზით შესძლებთ, თუკი შეასრულებთ იმას, რაც სტატიაში: „უმეცრებიდან სიბრძნისაკენ“ გამოვაქვეყნე.
აი ეს არის ის, რაც არმაგედონზე უნდა იცოდეთ. რადგან ის უკვე დაწყებულია და თანდათან იკრებს ძალებს. ხოლო ვინაიდან და რადგანაც უცოდველი ადამიანთაგან არც არავინაა, ამიტომ გონიერება იმაშია, რომ ყურად ღებული იყოს ის გაფრთხილება, რაც აქ წაიკითხეთ. ვინაიდან ვერც არხეინობა და ვერც შიშით უმოქმედობა საქმეს ვერ უშველის; რადგანაც უკვე დადგა ისეთი დრო, რომ გადარჩენა მხოლოდ ცოდნით ჩადენილი დროული ქმედებით არის შესაძლებელი!!!
დასასრულს კი მინდა ყველასათვის გასაგებად ავხსნა ის, თუ რა პროცესებს ექნებათ ადგილი არმაგედონის შემდეგ და ამას გავაკეთებ ბიბლიის ცნობის მოშველიებით: „იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემიათ სიკვდილი. შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და გუნება მათი გარდაიქმნება. წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე. რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-27,28). რას ნიშნავს ყოველივე ეს და როგორ უნდა მოხდეს ამის მიღწევა ადამიანთა მიერ?! სანამ ამ კითხვებს გავცემ პასუხს, მანამ ვამხელ რელიგიების მიერ შთაგონებულ იმ სიცრუეს, რომლითაც ისინი აბრიყვებენ ხალხს, რომ თურმე დედამიწაზე შეუძლებელია ადამიანებმა სრულყოფილი ბედნიერი ცხოვრებით განვლონ თავიანთი აქაური ცხოვრების პერიოდი და ამის მიღწევას მხოლოდ სამოთხეში შესძლებენ. ამის პასუხად მოგახსენებთ შემდეგს: ბიბლია არის სახელმძღვანელო დედამიწელი ადამიანისათვის და აცხადებს იმას, რომ ადამიანი ამ სამყაროში გამოსაცდელად არის მოვლინებული. თანაც აღნიშნავს იმასაც, რომ „ღმერთს არ დაუშვია დედამიწაზე ჯოჯოხეთის სუფევა“ (სიბრძნე სოლომონის 1-14,15). ხოლო ყოველივე ეს რას ნიშნავს?! რას და იმას, რომ ადამიანებს გამოცდა ჩაბარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ ჩათვლილი ღმერთის საზომით, როცა ისინი დედამიწაზე მოიწყობენ სამოთხისეულ ცხოვრებას. რასაც აუცილებლად სჭირდება სიბრძნის დროების დადგომა. ხოლო ამის შემძლეობას კი სათანადო ქმედებებიც სჭირდება და სწორედ მათზე უნდა მოგახსენოთ.
ადამიანის განვითარება უკვე მივიდა შეგნების იმ დონეზე, როცა იცის იმის შესახებ, რომ მის ბედისწერას ღმერთის საზომი ადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა იმ ცოდნისა, რასაც ემსახურება ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ადამიანებს პროფესიას აძლევენ საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესელი შრომის ასამაღლებლად; მათ გარდა ასევე აუცილებლობას წარმოადგენს სიბრძნის კანონებში განსწავლა. ასეთი სასწავლებელი კი აქამდე არ შეუქმნიათ ადამიანებს. რადგანაც ეს მისია რელიგიებმა მიითვისეს და შედეგად რაც მოიტანეს, ამას კომენტარი აღარ სჭირდება. ღმერთის სახელით სიცრუის სიმართლედ გასაღებამ, კაცობრიობა უფსკრულის პირამდე მიიყვანა. სიბრძნის დროება კი მიზნად ისახავს უპირველეს ყოვლისა სიბრძნის კანონების სათანადოდ დაუფლების აუცილებლობას. რისთვისაც უნდა შეიქმნას სიბრძნის სასაწავლო დაწესებულება და იქ სწავლას და ნამდვილ მოძღვრებად ჩამოყალიბებას კი მხოლოდდამხოლოდ ისინი შესძლებენ, რომელთაც საამისო უნარი მემკვიდრეობით აქვთ მინიჭებული!!! რომელნიც შემდეგ იმ საჭირო დონეზე გაანათლებენ მოსახლეობას, რაც მისცემს მათ იმის საშუალებას, რომ სიყვარულის გრძნობა გაზარდონ ერთმანეთში. ღმერთის საზომის განსჯით, ასეთი ცხოვრების დადგომით ჩაეთვლებათ ადამიანებს გამოცდა ჩაბარებულად და არა იმ ტანჯვის გამოვლით, რასაც აქამდე ჰქონდა ადგილი მათ ცხოვრებაში უმეცრების გზით სიარულის გამო. ხოლო ბოლოს კი ამას დავძენ: ჯერ საკუთარი თავისთვის და მერე კი ყველასათვისაც კარგი იქნება, თუკი გამგებნი უფლისმიერ სიმართლეს დროულად შეიცნობენ!!!