გაზიარება

ვისთვის და რისთვის მოვიდა ქრისტე მეორედ


თანამედროვე პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა საჭიროება წარმოშვა იმისა, რომ მსოფლიო საზოგადოებას ინტერესი გასჩენოდა ქრისტეს მეორედ მოსვლის საკითხის მიმართ. მასზე ბევრს სწერენ პრესაში, მსჯელობენ მედია სივრცეში და თავიანთ აზრს გამოხატავს ყველა, ვისაც კი ამის სურვილი აქვს. მაგრამ ამ საკითხის მიმართ სინამდვილე ერთია და სამწუხაროდ ის თავისთვის არის ცალკე, ადამიანთა ცნობიერებისგან გარიყულად და ისე სრულდება იმ ფაქტებად, რომელთაც ასევე არასწორ შეფასებას აძლევს კაცობრიობა. რის გამოც მიადგა კიდეც უფსკრულის პირს.
რას ნიშნავს საკაცობრიო უფსკრული და აქვს კი ადამიანებს საშუალება იმისა, რომ სხვა გზა მოიძიონ და არსებობა გააგრძელონ? ეს კითხვა მეტად დროულია დღეს და აუცილებლად საჭიროებს ჭეშმარიტი პასუხის გაცემას. ვინაიდან სწორედ საამისო დახმარების გასაწევად მოავლინა ღმერთმა ქრისტეს სული ადამიანში მეორედ. რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იყო ის, რომ კაცობრიობას არსებობა შეეწყვიტა. თუმცა ეს ნათქვამი ზოგადი შეფასებაა და საჭიროებს უფრო მეტად განვრცობას. რადგან ქრისტეს მეორედ მოვლინების მისიაში იგულისხმება ადამიანთა ცნობიერების განათლება ჭეშმარიტი ცოდნით. რამეთუ პიროვნებათა მიერ საკუთარი ნებით უნდა მოხდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელნიც გამოარიდებთ მათ უფსკრულის პირიდან და ბედისწერას გადაუყვანთ სასიცოცხლო გზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თავიდან აცილება მთელი კაცობრიობის მომცველი მასშტაბის კატასტროფისა. ხოლო ყოველივე ეს კი საჭიროებს სინამდვილეში გარკვევას იმ დონეზე, რომ ადამიანურმა შემეცნებამ შესძლოს ყოველი მოვლენისათვის ნამდვილად სწორი შეფასების მიცემა.
ვინაიდან განსახილველი საკითხი საკმაოდ ვრცელია და აქ კი მოკლედ უნდა შევძლო მისი გადმოცემა, ამიტომ მის წარმოსადგენად გამოვიყენებ ბიბლიური კოდის მეთოდს. რომელიც არის 12 კანონისაგან დალაგებული ისეთი წყობა, როცა ყოველი მომდევნო განამტკიცებს წინას. ამიტომაც იძლევა იმ ჭეშმარიტ პასუხს, რომელიც ყოველი საკითხისათვის სათავისოდ ერთადერთი არსებობს და იგი ყოველთვის სრულდება ფაქტებად!!!
კანონი 1) „უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში. გამართლდა სულში. დანახული იქნა ანგელოზების მიერ. ნაქადაგები იქნა წარმართებში. მიღებული იქნა სოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებით“ (I ტიმოთე 3-16).
კანონი 2) „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულიერი თვისებებითა და ჭეშმარიტების ფლობით“ (იოანე 4-24).
კანონი 3) „ღმერთი სიყვარულია! ამიტომ სიყვარულის გრძნობით განმსჭვალული ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი კი – მასში“ (I იოანე 4-16).
კანონი 4) „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არც იტყვიან აგერ აქ არისო, ან აგერ იქ არისო. ვინაიდან თვითონ ადამიანშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 17-20,21).
კანონი 5) „აჰა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი შვილი, რომელიც მოვიწონე მე“ ( მათე 3-17).
კანონი 6) „ქრისტე, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა; მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმენდათ, არამედ თავის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28).
ახლა კი ანალიზს გავაკეთებ წარმოდგენილ კანონთა მიერ გაცხადებული ცნობებისას საიმისოდ, რომ ავხსნა ქრისტეობის ფენომენი. როგორც უკვე ცნობილია და აღარ არის სადაო, ადამიანი არის [სული+სხეულის] ერთობით შექმნილი მთლიანობა. სულის პროგრამა გონება არის, ხოლო სხეულისა კი – აზროვნება და მათ შესახებ დადგენილია შემდეგი:
კანონი 7) „ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს და სულს – ხორცის საწინააღმდეგო. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან; რათა კაცმა ვერ აკეთოს ის, რაც სურს“ (გალატელთა 5-17).
კანონი 8) „ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, უთანხმოება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და მისთანანი. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სინდისიერება, პატიოსნება, უანგარობა, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, სიმამაცე და თავშეკავება“ (გალატელთა 5-19/23).
ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა აღსრულებით მიმდინარე საკაცობრიო გენეტიკურმა მსვლელობამ ადამიანები გაყო ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მავალ კატეგორიად: სულიერ თვისებათა გამააქტიურებელ და ხორციელ თვისებათა გამააქტიურებელ გენად. რომელთაგან პირველ კატეგორიას მიკუთვნებულნი წარმოადგენენ ენერგოდონორებს, ხოლო მეორეს მიკუთვნებულნი კი – ენერგორეციპიენტებს.
რას ნიშნავს ყოველივე ეს? ამის შესაცნობად დიდი ძალისხმევა აღარ უნდა დასჭირდეს ამჟამინდელ ადამიანურ ცნობიერებას. რადგან უკვე საკმაოდ ცნობადი თემაა ის, რომ ამ სამყაროში ყოველი არსება წარმოადგენს როგორც ენერგიის მწარმოებელ, ასევე მომხმარესაც. ცხადია, რომ ეს ადამიანის შემთხვევაშიც ასევეა და იგი საკუთარ სიცოცხლეს განაგებს თავისუფალი ნებით მიღებული არჩევანით, კანონის 9) „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) აღსრულების თანახმად. „ითხოვე“ მცნებაში იგულისხმება ადამიანის მიერ საკუთარი არჩევანით შესრულებული ქმედებანი. რომლის შეფასებასაც სამყარული კანონზომიერებანი ახდენენ იმგვარად, რომ რაც ამ ქმედებებით შესრულებულმა საქმემ დაიმსახურა, მის შემსრულებელს ის მიეცეს. როგორც ამას კანონის ადასტურებს: კანონი 10) „არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? ჰოდა თუ თქვენ ბოროტებმა, იცით კეთილ მისაგებელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის. მეტადრე თქვენი ზეციური მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს“ (მათე 7-9/11). მაშასადამე ადამიანმა რომ საუკეთესო ცხოვრებით განვლოს ეს წუთისოფელი, საამისოდ მას სჭირდება იმის ცოდნა თუ როგორ უნდა მოითხოვოს მან ბედისწერისაგან ასეთი ცხოვრების მიღება. ამ „მოთხოვნას“ კი წარმოადგენს საკუთარი გადაწყვეტილებების ფონზე შესრულებული საქმეები. ვინაიდან თუკი ადამიანმა თავისი ქმედებებით არ დაიმსახურა ღვთის წყალობა, მის მისაღწევად მხოლოდ ლოცვა და სურვილები არათუ საკმარისია, არამედ ისინი საერთოდაც არ იქნებიან გათვალისწინებული ბედისწერის მოზღვისას.
ახლა კი ვნახოთ რას მოითხოვს ის პირობა, რითაც ადამიანი ისწავლის იმას, თუ როგორ მოითხოვოს სამყაროსაგან საამური ცხოვრების მომკა. ეს პირობა კი არის არც მეტი და არც ნაკლები, აღსრულება ამ კანონისა 11) „იყავით ღვთისმოშიშნი და დაიცავით ღმერთის მიერ დადგენილი კანონები. რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12-13) და „აღასრულეთ უფლის დადგენილი წესები და მის მიერ დადგენილი სამართალი დაიცავით; და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად; და გამოსცემს მიწა თავის ნაყოფს და ჭამთ მაძღრად და იცხოვრებთ ბედნიერად მასზე“ (ლევიანები 25-18,19).
ე.ი. ადამიანმა სრულყოფილად ბედნიერი ცხოვრებით რომ განვლოს ეს წუთისოფელი, საამისოდ მას სჭირდება სათანადო ცოდნა იმისა, რომ თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობა წარმართოს ღმერთის მიერ სპეციალურად ადამიანისათვის დადგენილი კანონების დაცვით!!! მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც, რაც საჭიროებს ახსნას და ის გამომდინარეა იმ რეალობიდან რაც იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველას ძალუძს მისი დანახვა. იგი კი ასეთია: შედარებით სინდისიერად მცხოვრები კატეგორია ჩაგრულ ფენას წარმოადგენს, უსინდისონი კი მათ მჩაგვრელებად გვევლინებიან – აშკარა თუ შენიღბული ფორმით. მის თაობაზე მოგახსენებთ იმას, რომ ყოველივე ამას აქვს თავისი საფუძველი. რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები მოკლებულნი არიან იმის ცოდნას, თუ როგორ იწერენ საკუთარ ბედისწერას. ხოლო რადგანაც ამ ცოდნის ფლობის გარეშე ცხოვრებით გამოწვეული მდგომარეობა უკვე იმ დონემდე მივიდა, რომ კაცობრიობის არსებობის გაგრძელებას საფრთხე დაემუქრა, ამიტომაც აუცილებლობა მოითხოვს სასწრაფოდ იქნას მიღებული სათანადო ზომები საიმისოდ, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს! მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდდამხოლოდ ადამიანთა მიერ საკუთარი ნებით ჩადენილი ქმედებების შედეგად არის შესაძლებელი. რის შესრულებასაც ცხადია, რომ წინ იმ ჭეშმარიტი ცოდნით აღჭურვა უნდა უძღოდეს, რომელზე დაყრდნობითაც ისინი მიიღებენ მტკიცე რწმენას საიმისოდ, რომ ცოდნის მიღების ფონზე აღძრული საკუთარი სურვილებით გადადგან სწორი ნაბიჯები. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტი ცოდნის იმ ფორმით გაცხადებას, რომელიც საყოველთაოდ გასაგებად იქნება ახსნილი; თავისთავად მისახვედრია, რომ მის შესრულებას ვერავინ შესძლებს გარდა იმ პიროვნებისა, ვისაც ქრისტეს სული ექნება!!! სწორედ ამ მისიით არის მოვლენილი ეს ადამიანი ამჟამად, რომ კაცობრიობის ცნობიერება მოაბრუნოს იმ უკუღმა მიმართულებიდან, რაზედაც ის დააყენა რელიგიების, მეცნიერებისა და პოლიტიკის სამეულმა. მათ ერთმანეთში ისე აურიეს ტყუილ-მართალი და სიმართლედ მიაღებიეს ადამიანებს, რომ ახლა უკვე მათ ძალიან უჭირთ ჭეშმარიტების შეცნობა. ხოლო ამ სამყაროს მექანიზმი კი ისე მოქმედებს, როგორც ჩართული იმ დანადგარისა, რომლის ფუნქციაც ის არის, რომ რომელ ღილაკსაც დააჭერენ, ზუსტად მისი შესატყვისი გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიც არ უნდა ილოცოს ვინმემ ან შესთხოვოს მას რაიმეს გაღება, თუ ღილაკზე ხელი არ დააჭირა, ისე ხომ ვერაფერ მიიღებს მისგან?! აი, ასე არის ეს სამყაროც მოწყობილი: თუ ადამიანი თავისი საქმიანობით არ მოითხოვს რაიმეს მიგებას, ისე არავითარ შემთხვევაში არ მიეცემა მას რაიმე!!! ხოლო სურვილებზე კეთილმისაგებელი რომ მიიღოს, ამისათვის კი „სამყაროს ენა“ უნდა შეისწავლოს. რაც სხვა არა არის რა, გარდა ჭეშმარიტების კანონებში განსწავლისა.
რაც შეეხება ქრისტეს მეორედ მოსვლას, მის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულია მხოლოდ იმ ცოდნით, რომლითაც რელიგიები მოძღვრავენ მათ. ამიტომაც ვერ სცნობენ ვერც ქრისტეს და ცხადია, ვერც ანტიქრისტეს. ამ საკითხს რომ ნათელი მოეფინოს, ამიტომ წარმოვადგენ ბიბლიის ცნობას მის შესახებ: კანონი 12) „ქრისტეს მოსვლის გაცხადება მანამ არ იქნება, სანამ განდგომილება არ მოხდება და არ იმხილება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ ხელით ნაგებ ტაძარშიც კი დაჯდება იგი და თავს გაიღმერთებს. ახლა იცით რა აკავებს ქრისტეს გამოცხადებას?! ურჯულოების საიდუმლო, რომელიც მოქმედებს და მას შემკავებელი აკავებს მანამ, სანამ გაყვანილი აქ იქნება გულის შუიდან. მაშინ იმხილება ურჯულო, რომელსაც ქრისტე გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და თავისი მოსვლის გაცხადებით განაქარვებს ანტიქრისტეს. რომლის მოსვლაც სატანის მოქმედებით იქნა, ყოველგვარი ყალბი პიარის ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის. იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის ღმერთი მათ მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე და დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და უსამართლობა კი მოიწონა“ (II თესალონიკელთა 2-3/12).
როგორც ხედავთ ბიბლია იტყობინება იმას, რომ ანტიქრისტე ყოფილა მაღალიერარქიული სასულიერო პირი ანუ პატრიარქი. რომელსაც გააფეტიშებენ. ახლა კი ვსვამ ასეთ კითხვას: თუკი რელიგია ღმერთის ძალით იმართება და სულიწმიდის მადლი სუფევს მის ტაძრებში; როგორ ფიქრობთ, ღმერთი დაუშვებდა იმას, რომ მის წიაღში ანტიქრისტე აღმოცენებულიყო და მისი სახელით ექადაგა?! ცხადია არა!!! ვინაიდან ანტიქრისტე ხომ სინამდვილეში უბრალოდ ადამიანი არ არის; არამედ ადამიანის სახიერებით მოსული ეშმაკია. ეშმაკი კი იქ, სადაც ღვთიური მადლი მყოფობს, ვერანაირად იარსებებს!!! რადგან სულიწმიდის ძალით იგი განიდევნება. სამწუხაროდ ადამიანები მწარედ მოატყუა სატანამ და ეს მან შესძლო იმიტომ, რომ ადრე ანგელოზი იყო და ის ცოდნა რაც მან ანგელოზობის დროს შეიძინა, საიმისოდ გამოიყენა, რომ ადამიანთა მეშვეობით აღზევებულიყო. რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კაცობრიობის არსებობის გაგრძელების საკითხი. ძალიან ცუდი რამ რაც რელიგიებმა დამართეს ადამიანებს არის ის, რომ გაუუკუღმართეს აზროვნება. რამაც ფანატიზმის გრძნობა აღმოაცენა მათში. ამიტომ მათ მიერ ვერ მოხდა ქრისტეობის ფენომენის შეცნობა და ის დამოკიდებულება, რასაც მსოფლიო საზოგადოება ავლენს ქრისტეს მიმართ, არის მისი გაკულტების ასახვა და არა რწმენა!!! რწმენის მისაღებად საჭიროა იმ ცოდნის კარგად შეცნობა და მისი ცხოვრებაში გამოყენება, რომელი ცოდნაც ქრისტეს მიერ არის გაცხადებული. ვინაიდან ადამიანის ღირებულება იმ ცოდნით განისაზღვრება, რომელსაც ის ფლობს. ამიტომაც რელიგიამ შესძლო ზემოქმედება ადამიანთა შემეცნებაზე და ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ სინამდვილე, ცრუ ცნობებით გადაუფარა. რის მიხედვითაც თურმე ქრისტე მეორედ ადამიანის სახით კი არ მოვიდოდა, არამედ რაღაც ნათებებით ციდან და ანგელოზთა უხილავი ლაშქარის სახით.
ახლა კი ყოველივე ამის თაობაზე დავსვამ კითხვას: თუკი ღმერთმა, ქრისტე იესო ნაზარეველის პიროვნების სახით მოავლინა და მას ეწოდა მისი პირველად მოსვლა. მაშინ რატომ აღარ შეუძლია ღმერთს, რომ ქრისტე მეორედაც ადამიანის სახით მოავლინოს?! რელიგია დაუშლის მას ამის გაკეთებას?! თუ ვინმეს აქვს კი შემძლეობა მისი ნების წინ აღდგომისა?! ცხადია არა!!! და რადგანაც მან თქვა, რომ მეორედ ქრისტეს მოავლენდა არა ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად. თავისუფალ ნებაზე დამყარებული კანონზომიერებებით მოქმედ სამყაროში, როგორ უნდა მოხდეს ადამიანთათვის დახმარების გაწევა საიმისოდ, რომ მათ თავიანთი ნებით გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლითაც სიცოცხლის გაგრძელება დაიმსახურონ?! ცხადია ამის გაკეთება, სათანადო ცოდნით აღჭურვის გარეშე შეუძლებელია!!! და მერე ამ ცოდნას ვინ გაუცხადებს ადამიანებს, ციური ნათება?! ცხადია ვერა!!!
ე.ი. ქრისტე მეორედ ადამიანად უნდა მოვიდეს და ადამიანები იმ საჭირო ცოდნით უნდა გაანათლოს, რითაც ისინი შესძლებენ საკუთარი აზროვნების მიმართულების შემობრუნებას სიმართლის სწორი გზისაკენ. რითაც მათი განწყობაც გამოსწორდება და შესაძლებელი გახდება ადამიანთათვის აღდგენილი იქნას ჭერშმარიტი რწმენის მიღების შემძლეობის უნარი. რისი ამოქმედების ფონზეც, ღვთის რისხვის მომკის გზაზე მავალი კაცობრიობა შესძლებს გადასვლას ღვთის წყალობის მომკის გზაზე.