ვინ იყო სინამდვილეში იესო ქრისტე
„ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში. უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკება მხოლოდ ძეში. რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ. ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი“ (ებრაელთა 1-1,2).
…
უკვე საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს იმის ცოდნა, რომ ეს მატერიალური სამყარო ღმერთის ქმნილებაა. რომლის დანიშნულების მეტად მნიშვნელოვანი სახეობაც ადამიანის აზროვნების გაწვრთნა და გამოცდაა. ამის მტკიცებულების უამრავ ფაქტორთა გამოვლენას აქვს ადგილი ჩვენს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. მაგრამ უმეცრების დროის არსებობის გამო, მათზე ყურადღება სათანადოდ არ არის გამახვილებული. ერთ ასეთ ფაქტორს წარმოადგენს თუნდაც ის ფაქტი, რომ მიუხედავად აღნაგობითი ერთგვარსახეობრიობისა, ადამიანები ერთმანეთისაგან უაღრესად განვსხვავდებით აზროვნებითი არეალითა და მისგან გამომდინარე სულიერი თვისებებით. რისი ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ გამოვლინების მაგალითადაც შეიძლება დასახელდეს იესო ქრისტეს ფენომენი. რომელიც მართალია გარეგნულ სახეობრივად ადამიანი იყო, მაგრამ მისი აზროვნებაცა და სულიერი შესაძლებლობებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა ყველა დანარჩენთაგან. ასევე ცნობილია ისიც, რომ ბიბლია მას უფლის სახელითაც მოიხსენიებს და ღმერთი კი უწოდებს შვილს, რომელიც მოიწონა.
სულთა კატეგორიების სხეულთან შერწყმაზე უკვე ცნობილი ცოდნიდან გამომდინარე, ქრისტეს შემთხვევაში ვაწყდებით ერთგვარ გაურკვევლობას. რაც გამოიხატება იმ ფაქტის არსებობით, რომ ადამიანის სხეულმა ღმერთის ძის სული მოირგო. აი ეს არის ის გაუგებრობა, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი აზრის დაყოფა იმგვარად, რომ უამრავ ადამიანს დღესაც კი უჭირს დაჯერება იმისა, რასაც ბიბლია იტყობინება იესო ქრისტეს ფენომენის შესახებ. თუმცა ამჟამად უკვე არის საშუალება იმისა, რომ შეიძლება ფარდა აეხადოს იმ საიდუმლოს, რომელიც დასაბამიდან მოყოლებული დაფარული იქნა ადამიანური აზროვნებისათვის არა იმის გამო, რომ ღმერთს სურდა ასე; არამედ იმიტომ, რომ აზროვნება იყო უსუსური და გენეტიკურად უმწიფარი საიმისოდ, რომ მისი შემეცნება შესძლებოდა. დღეს კი უკვე დადგა ის დრო, როცა საკაცობრიო გენეტიკა სასრულ სტადიაში იმყოფება და მის საფუძველზე აზროვნებამაც მიაღწია ადამიანისათვის დაშვებული დონის სრულყოფილებამდე. ასეთ აზროვნებას კი აქვს იმის უნარი, რომ აღასრულოს ბიბლიის ეს წინასწარმეტყველება: „როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები სამყაროს წინაშე და ყველანი ერთად იხილავენ ამას. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-20,28).
რაც შეეხება წარმოდგენილ ბიბლიურ ცნობას, თავის მხრივად ის დასტურია იმ ფაქტისაც, რომ ამ სამყაროს მნიშვნელოვანი დანიშნულება, ნამდვილად ჩვენი აზროვნების გაზრდა და გამოცდით გამყარებაა. რადგან თანახმად კანონისა: „გარედან ნაწერი წიგნი“- ჩვენი აზროვნებაა. რომლითაც ხდება „შიგნიდან ნაწერი წიგნის“ (გამოცხადება 5-1) – ანუ გონებისმიერი სიტყვებისაგან შემდგარი წინადადებებით გამოსახული გრძნობის გააქტიურება ან დაბლოკვა. რომელი ძალით აღძრული ენერგიაც ახორციელებს ჩვენივე ცხოვრებისეული ბედისწერის შექმნას. აი ამიტომაც არის ბიბლიაში სიტყვის როლი ასე გამოკვეთილი: „რომ ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია“ (იოანე 1-3,4).
ჩვენთვის ჭეშმარიტების დაფარვა ღმერთის სურვილი არ ყოფილა. რასაც ამოწმებს ის ფაქტი, რომ მან სიმართლე უკარნახა მისი წესების დაცვით მცხოვრებ იმ რჩეულთ, რომელთაც დაიმსახურეს მისი ხმის მოსმენის უნარით აღჭურვა და შესძლეს მათი გადმოცემა წმინდა წერილების სახით. ხოლო რაც შეეხება საზოგადოების მიერ ჭეშმარიტებას მიუწვდომლობას, ამის მიზეზი ბოძებული თავისუფალი ნებიდან ის არჩევანია, რომლითაც ადამიანებმა სიცრუის გზაზე სიარულის გადაწყვეტილება მიიღეს. რამაც გამოიწვია ის, რომ მათგან უარია თქმული ღმერთის მიერ დადგენილი კანონების აღიარებასა და დაცვაზე. ხოლო მის სანაცვლოდ კი მოგონილია და დაწესებული ისეთი კანონები, რომლის აღსრულებამაც ადამიანებში გააღვივა იმ დონის ამბიცია, რომ ამ სამყაროში მათზე აღმატებულის არსებობა გამოარიცხვინა. რასაც ხელი შეუწყო ტექნიკური მიღწევების დონის ამაღლებამაც. მაგრამ თუკი ამ საკითხთან მიმართებით მცირედ გონიერებას მაინც გამოიჩენს ვინმე და დაფიქრდება იმაზე, რომ არსებული მეცნიერული მიღწევები შეადაროს ისეთ ქმნილებას, რასაც „მატერიალური სამყარო“ ჰქვია. გაისიგრძეგანოს ის შესაძლებლობანი, რითაც მისი შემქმნელი ყოფილა აღჭურვილი საიმისოდ, რომ ასე მოწესრიგებულად მომუშავე სამყარო შეექმნა; მაშინ ძნელი არ უნდა იყოს ადამიანური უსუსურობის დანახვა სამყაროს შემქმნელთან მიმართებით. როგორც ამას ბიბლიაც იუწყება: რომ „ქმნილებათა სიდიადისა და მშვენიერების კვალზე, მათი შემოქმედიც შეიცნობა“ (სოლომონი 12-4). ხოლო „ქმნილება კი შემქმნელზე მეტი ვერასოდეს იქნება!“ (ესაია 29-16). დიახ, თუკი ადამიანები ინებებენ ჭეშმარიტ სიმართლეს გაუსწორონ თვალი, მაშინ ყველაფერი თავის ნამდვილ სახელს დაიბრუნებს და მათაც აღარ მოუწევთ ცხოვრება იმ არაჰუმანური კანონებით, რომელთა აღსრულებით ცხოვრების გამო, წყევლიდან რომ ვერ გამოსულა კაცობრიობა დასაბამიდან მოყოლებული.
ვინაიდან და რადგანაც დაფარული ჭეშმარიტებისათვის ფარდის ახდა შეუძლებელია ბიბლიის დახმარების გარეშე, ამიტომ კვლავ მივმართავ მას და წარმოვადგენ ამ კანონს: „ყველა ცოცხალზე მეტი ვინც კი შექმნილა, ადამია“ (სიბრძნე ზირაქის 49-16). წინამდებარე ცნობით კიდევ ერთხელ ვვარდებით ერთგვარ გაურკვევლობაში. რადგან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა და მას ღმერთმა თავისი მოწონებული შვილიც უწოდა, რაც მის გარდა არავისზე უთქვამს (ლუკა 3-22). ეს კი თავისთავად დასტურია იმისა, რომ ამ ქვეყნად მასზე დიდებულ ადამიანს არ შეიძლებოდა ეარსება. მაგრამ იგივე ბიბლია რატომ გვაცნობებს, რომ ადამზე დიდებული არავინ ყოფილა?! ამ გაუგებრობას რომ ნათელი მოეფინოს, ამისათვის აუცილებელია რეინკარნაციის ცოდნის მოშველიება. რისი პირდაპირი შედეგიც არის ის, რომ ედემელი (ედემი მარსის ბიბლიური სახელია) ადამის სული დედამიწაზე რეინკარნირებული იქნა იესო ქრისტეში და მისი კვლავ რეინკარნირებაც (ე.წ. მეორედ მოსვლა) არ ნიშნავს პიროვნულად იესო ნაზარეველის განმეორებას!!! ე.ი. ქრისტეს სულის მფლობელი იყო ედემელი ადამიცა და დედამიწელი იესო ნაზარეველიც. ხოლო საბოლოოდ კი ეს სული მოვლენილი იქნება ჩვ. წ. აღ-ით 21-ე საუკუნეში იმ პიროვნებაში, რომელიც ამ სამყაროსეული ექსპერიმენტის სრულყოფილ ნაყოფად შეფასდება ღმერთის საზომით. ცნობილია ისიც, რომ ედემში ადამის სულის გონების მეშვეობით შექმნილი იქნა პროგრამა „ევა“. რომელიც საფუძვლად დაედო დედამიწელ ადამიანთა აზროვნებას (რამეთუ ადამიანობის განმსაზღვრელი, მისი აზროვნებაა). როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ღმერთმა ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ“ (საქმეები 17-26); და იგივეს იესო ქრისტეზეც ამბობს: „იოანე მოწმობს იესოზე და ღაღადებს: „ეს იყო ვისზეც ვთქვი: რომ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია; ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მის მიერ შეიქმნა სოფელი და სოფელმა ვერ იცნო იგი“ (იოანე 1-5,10). ასევე იესოც აცხადებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვიყავი“ (იოანე 8-58).
ქრისტეს სულის მისაღებად საჭირო გენეტიკურად სრულყოფილი სხეული მიღებული უნდა ყოფილიყო ადამიანზე ამ სულის პირველად მოვლენიდან 2000 წლის გასვლის შემდეგ. ამიტომაც წარმოადგინა ბიბლიამ იესო მომავლის ადამიანად: „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ (მათე 8-29) და სწორედ ამიტომ მოხდა მისი ისევ დაბრუნება უკან. „თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ“ (იოანე 16-7). აცხადებს იესო და თან იტყობინება რეინკარნაციის აუცილებლობასა და მის შედეგზეც: „ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3-3).
მეტად მნიშვნელოვანი და ყურადღება გასამახვილებელია ეს ცნობა, რომელსაც აცხადებს ბიბლია იესოს შესახებ: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია“ (იოანე 3-13). რას იუწყება ეს ინფორმაცია? ამ კითხვის პასუხი ასეთია: როცა ღმერთმა სამყარო „კუბის“ შექმნა გადაწყვიტა, მასში ადამიანის დაფუძნების აუცილებლობაც სცნო მიზანშეწონილად. მაგრამ ისეთი პარამეტრებით, რომელიც ჩვენი ცნობიერული აღქმით გონიერი სხეულის მფლობელობას შეესატყვისება. სწორედ ამ ექსპერიმენტის დატვირთვის მომცველია მატერიალური „მრგვალი“ სამყარო ადამიანისათვის. რომელიც დაფუძნებული იქნა სამყარო „კუბიდან“ ტელეპორტირებული სულის პროგრამაზე და რომელი პროგრამაც ადამიანს გონების სახით ენიჭება სულთან ერთად. მაშასადამე ადამიანის გონება, ეს არის იმატერიალურ სამყაროში მყოფი ქრისტეს აზროვნების ნაყოფი. რომელიც ამ სამყაროშია ტელეპორტირებული და ადამიანს ეძლევა დაბადებისთანავე „გამრავლებითი-გაყოფის“ წესით. თუ რას ნიშნავს „გამრავლებით-გაყოფა“, მის ასახსნელად მოვიშველიებ ცოდნის შეძენის ფაქტს, რომელიც სწორედ ამ წესით სრულდება. ვინაიდან ის, ვინც საკუთარ ცოდნას გაუყოფს ვინმეს, ამით ის ცოდნას ამრავლებს. რადგან მიმღები ღებულობს, ხოლო გამცემს კი არა აკლდება რა.
რაც შეეხება ქრისტეს მოვლინების ფაქტს, ცნობა: „მის გარდა ცაში არავინ ასულა“ ნიშნავს იმას, რომ ედემელი (და არა დედამიწელი) ანუ „უკანასკნელი ადამი“ (I კორინთელთა 15-38/49) არის ის, ვისი იმატერიალური აზროვნებაც დაედო საფუძვლად დედამიწელ ადამიანთა სულიერ პროგრამა „გონებას“. რომელიც ამ სამყაროში აქაურ გარემოსთან შესაბამისი გენეტიკით ვითარდება. მაგრამ იქ, იმატერიალურ ცივილიზაციაში კი, ის შემოწმებულიც არის, გამოცდილიც და მოწონებითი შეფასებაც აქვს დამსახურებული ღმერთისაგან. როგორც ამას აცხადებს კიდეც ბიბლიით: „გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი შვილი, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3-22).
ქრისტეს დედამიწაზე მოვლინების ფაქტს ახორციელებს სამყარო „კუბში“ რეალურად მყოფი ქრისტეს აზროვნების გარდმოსახვითი (ანუ ტელეკინეზური) ჩართვა დედამიწაზე. რომელსაც ბიბლიურად ეწოდება „მადლი“. თანახმად დაწერილისა: „ვინ მოიკითხავდა მის წარმოშობას? რადგან ცოცხალთა ქვეყანას მოსწყდა“ (საქმეები 8-33). „ქრისტე მოვიდა ცოცხალთა ქვეყნიდან“ (საქმეები 9-33). ე.ი. ქრისტეს სული, რომელიც მეორედ უნდა იქნას რეინკარნირებული ადამიანში, სინამდვილეში წარმოადგენს იმატერიალურ ცივილიზაციაში, იგივე სამყარო „კუბში“ მყოფი ქრისტეს აზროვნების გარდმოსახვას, ანუ მადლს. „მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება კი იესო ქრისტეს მიერ იქმნა“ (იოანე 1-16,17).
ზემოხსენებულ ცნობათა დასტურად მოვიყვან სხვა მტკიცებულებებსაც ბიბლიიდან: „თვით იესო როცა იწყებდა, იქნებოდა 30 წლისა; და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი“ (ლუკა 3-22,23). მაშასადამე ქრისტეს სული, ანუ მადლი, გადმოისახა მომწიფებული ადამიანის გონებაზე და არა ბავშვზე!!! ე.ი. ქრისტეს სულის მიღება არანაირად არ შეუძლია ასაკობრივად მოუმწიფებელ ტვინს!!! რაც მოითხოვს იმის აუცილებლობას, რომ საამისოდ ზრდასრული ასაკი და ჩამოყალიბებული პიროვნებაა საჭირო.
ქრისტეს სულის ადამიანში მოვლინების პირველი შემთხვევა განპირობებული იქნა იმ აუცილებლობით, რომ რწმენა ფაქტით გამყარებულიყო. უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: ამ შემთხვევის შედეგად განხორციელდა საკაცობრიო მასშტაბით სიტყვის ფაქტად ქცევა. რაც გამოიხატა სხეულებრივი უჯრედების სტრუქტურის ცვლილებაში. რასაც ჩვენ, ქრისტეს სისხლით კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის ცნობით ვიცნობთ. ხოლო რაც შეეხება ქრისტეს სულის ადამიანში მეორედ მოვლინების საჭიროების დროს – იგი განისაზღვრება საკაცობრიო აზროვნების გენეტიკურად სასრული პერიოდის დადგომით. რაც აუცილებლობას წარმოადგენს საიმისოდ, რომ მომზადებული იქნას საკაცობრიო გენეტიკის შედეგად მიღებული ის 144 000 რჩეული, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს საუკუნო სიცოცხლის დამსახურებულთა ტელეპორტირება სამყარო „კუბში“. რაც იესომ მის მოწაფეებს აუწყა კიდეც: „ახლა იქ ვერ გამომყვებით, სადაც მე მივდივარ. ხოლო მეორედ მოსვლისას კი – გამომყვებით“ (იოანე 13-36). ამიტომაც გვაცნობა ბიბლიამ ჩვ. წ. აღ-ით I საუკუნეში ქრისტეს მოსვლის დროს, რომ ის მომავლის ადამიანია და კვლავ აუცილებლად მოვიდოდა საუკუნეთა ბოლოს.
ახლა კი უნდა შევეხო იმ ფაქტს, თუ როგორ ხდება ქრისტეს იმატერიალური აზროვნების, ანუ მადლის გარდმოსახვა დედამიწაზე. ამ ფაქტთან მიმართებით შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენი სამყარო იმატერიალური ცივილიზაციისათვის უკვე წარსული დროა; ანუ „დასრულებული ფილმია“. რომლის კადრების ამოქმედებასაც ეს „მრგვალი“ მატერიალური სამყარო ასრულებს იმგვარად, რომ მისი ვალდებულებაა ფილმის თავიდან-ბოლომდე შეუფერხებლად ჩვენება. ამ პროცესის უზრუნველყოფა კი რეჟისორისაგან მინიჭებული აქვს ფილმის სცენარისტსა და მთავარი როლის შემსრულებელს. შედარების მეთოდის ამ სახეობრივად წარმოდგენით იმის თქმა მინდა, რომ მართალია ამ სამყაროში ღმერთი ფიზიკურად არ იმყოფება, მაგრამ მისგან უმეთვალყუროდ არა ვართ დატოვებული. რადგან ფილმ „მატერიალური სამყაროს“ რეჟისორი და სულისჩამდგმელი თავად უფალი ღმერთია, ხოლო სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი კი ქრისტე. რომელიც ზედმიწევნით აკონტროლებს კადრების მსვლელობას და საჭიროების შემთხვევაში იღებს სათანადო ზომებს საიმისოდ, რომ არანაირ შეფერხებას არ ჰქონდეს ადგილი. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი; ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი“ (ეკლესიასტე 5-7).
როგორც ხედავთ, ადამიანები არ არიან მიტოვებულნი მეთვალყურეობის გარეშე და როგორც კი მათთვის დახმარების გაწევის საჭიროება წარმოიშობა, მას მაშინვე ღებულობენ ზეციდანაც და იმატერიალური ცივილიზაციიდანაც. გაწეულ დახმარებებიდან კი ერთ-ერთ მეტად მნიშვნელოვან ქმედებას წარმოადგენს, ადამიანში ქრისტეს სულის მეორედ მოვლინება. რომელიც ფაქტობრივად წარმოდგება შემდეგი ფორმით: ქრისტეს იმატერიალური აზროვნება, იგივე მადლი (რაც ამ სამყაროსათვის ქრისტეს სულია) გარდმოისახება იმ ადამიანში, რომელიც გენეტიკური შესაბამისობითა და თანდართული თავისი ადამიანური ცხოვრებისეული მოღვაწეობით იქნება გამარჯვებული საამისოდ (გამოცხადება 6-2). რა თქმა უნდა ეს მადლი (ანუ ქრისტეს სული) მასში დარჩება გაყოფითი-გამრავლების წესის თანახმად. შემდეგ კი ამ სულის გონების პროგრამის ჩანაწერი ათვისებული იქნება ამ ადამიანის აზროვნების მიერ. ხოლო როცა უკვე სათანადო ზღვრამდე მიაღწევს შეძენილი ცოდნა, ღმერთის ნებით უფლება მიეცემა, რომ იგი გააცხადოს და გააზიაროს. ბიბლია გვაცნობებს იმასაც, რომ ამ ცოდნის ათვისებით მადლის მიღებას შესძლებს მხოლოდ 144 000 (ბეჭედდასმული) გენეტიკური რჩეული. რითაც მიიღება 144 000 მადლიერი და აღსრულდება დაწერილი: „აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან 144 000, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი“ (გამოცხადება 14-1).
გადმოცემული ინფორმაციის მამტკიცებელი მრავალი ცნობაა წარმოდგენილი ბიბლიით. წარმოვადგენ რამოდენიმე მათგანს: „ქრისტე მოვიდა ცოცხალთა ქვეყნიდან“ (საქმეები 9-33). „იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ“ (საქმეები 1-11). ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ ვინ არის ის პიროვნება, ვინც მიიღო ეს მადლი, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება იერემიას (23-5,6)-ით გადმოცემული კანონის აღმსრულებლობაა და ამავდროულად ბიბლიის ამ ცნობისაც: „ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც 14 დღით, არ ვიცი სხეულში, არ ვიცი სხეულის გარეთ – ღმერთმა იცის, ატაცებული იქნა მესამე ცამდე. ვიცი მასზე ის, რომ იგი ატაცებული იქნა სამოთხეში და ისმენდა ენით გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმაც ნებადართული არა აქვს ადამიანს“ (II კორინთელთა 12-2,3,4). ეს პროცესი მართლაც განხორციელდა და ის 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა აღწერილ მდგომარეობაში. მესამე მტკიცებულება კი ის არის, რომ ეს პიროვნება უკვე არსებობს, სწორედ ისეთი პარამეტრებითა და თავგადასავლით, რომელიც ბიბლიით ასე დაწვრილებით არის გადმოცემული. მის შესახებ წარმოვადგენ იმ ცნობასაც, იესო ქრისტემ რომ დაიბარა: „როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისაგან – ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის. ის დაამოწმებს ჩემზე“ (იოანე 15-26). „რადგან თუ არ წავედი, თქვენთან ნუგეშისმცემელი ვერ მოვა. თუ წავალ, მე მოგივლენთ და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო. ცოდვის გამო რომ არ მიწამეს. სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვერასოდეს მიხილავთ. განკითხვის გამო, რომ მთავარი ამ სოფლისა განკითხულია. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს; და მომავალს გაუწყებთ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ“ (იოანე16-7/14). „მოვა ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ“ (იოანე 16-25).
ახლა კი მინდა ახსნა იმ ფაქტებისა, რომლებიც ბურუსით არიან მოცულნი და ბიბლია კი მოგვიწოდებს, რომ ფარდა აუხსნელი არც არაფერი უნდა დარჩეს. ერთ-ერთ ასეთ საკითხს წარმოადგენს იესოს წარმოშობა. ბიბლიური ცნობით: „იესო ქრისტე დავითის თესლისაგან იშვა ხორციელად“ (რომაელთა 1-3) და მისი გენიალოგია ასეთი სახით არის წარმოდგენილი: „იესო იყო ძე იოსებისა, ამოცისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა, მახათისა, მათითიასი, შიმყისა, იოსებისა, იოდასი, იოხანანისა, რეშასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა, მალქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა, იესოსი, ელეაზარისა, იორამისა, მათათისა, ლევისა, სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა, მალეასი, მინასი, მათათასი, ნათანისა, დავითისა, იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა, ყამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი, იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თერახისა, ნახორისა, სერუგისა, რეყუსი, ფელეისა, ყებერისა, შალახისა, კენანისა, არფაქშადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, მეთუშალახისა, ხანოქისა, იარედისა, მაჰალალელისა, კენანისა, ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღვთისა“ (ლუკა 3-23/30).
როგორც ხედავთ ბიბლიის ამ ცნობაში დასახელებულია იოსები. მაგრამ იგივე ბიბლია იტყობინება იმასაც, რომ იესო ქალწულ მარიამს ჩაესახა. ამ გაურკვევლობის ასახსნელად უპირველეს ყოვლისა საჭიროა გარკვევა იმისა, თუ როგორ მოხდა ქალწულის განაყოფიერება. მართალია მედიცინა სცნობს ქალწულებრივი ჩასახვის ანუ პათოგენეზის შემთხვევებს. მაგრამ ბიბლიით შეფასებული ქალწულობა იმას ნიშნავს, რომ მარიამის შემთხვევაში ასეთნაირ შემთხვევას არ შეიძლებოდ ჰქონოდა ადგილი!!! ხოლო მისი ორსულობის გამოწვევა კი შესაძლებელი იყო მხოლოდდამხოლოდ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მარიამის სხეულში მოთავსებით. რომელი პროცესიც განხორციელდა არა ადამიანთა ხელით, არამედ ედემელი ადამის მსგავს არსებათა მიერ – რომელთაც ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ და რომელნიც გვსტუმრობენ მაშინ, როცა ადამიანური უმეცრებით ჩადენილ დაზიანებებს დაუყოვნებლივ გამოსწორება სჭირდებათ.
მარიამის ასეთი ფორმით განაყოფიერება აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა არ იყო სასრულ სტადიამდე მისული და ამიტომაც ბიოლოგიური გზით ვერ მოხერხდებოდა მიღება ქრისტეს სულის დასატევად საჭირო გონიერი სხეულის ინდივიდუალური კოდისა. ამასთანავე ხელი არ უნდა შეშლოდა იესოს გენის განვითარებასაც. რის გამოც მის შესახებ ბევრი რამ დაიფარა – თვით მისი შვილის არსებობის ჩათვლითურთ. როგორც ამას ბიბლიაც იუწყება: „კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა. რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოანე 21-25).
რაც შეეხება იესო ქრისტეს შესახებ მეორე ბურუსით მოცულ ფაქტს, ეს არის მისი ცხედარის გაქრობა. როცა აკლდამაში მარტო მისი სუდარა იპოვეს და სხეული კი არსად იყო. მართალია ეს ფაქტი სასწაულად არის მიჩნეული, მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივი კანონზომიერი შედეგია იმ შემადგენლობისათვის, როგორ პარამეტრებსაც იესოს პიროვნება ფლობდა. უფრო კონკრეტულად კი ახლავე ავხსნი მას: უკვე გაცხადებული ცოდნიდან ცნობილია, რომ სხეულის ჩამოყალიბება ხდება სულისმიერი გენეტიკის პროგრამით, რასაც გონება ჰქვია. რომელი პროცესიც მიმდინარეობს ევოლუციურად და აზროვნების გავლენის გამო ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის მხრივად ვითარდება. შესაბამისად კი სულიერების მიხედვით მიღებულია ადამიანთა ორგვარი კატეგორია: ღვთიურ ძალას დაქვემდებარებასა და სატანურ ძალას დაქვემდებარებაში მყოფნი. პრაქტიკა იცნობს თვითაალების, ანუ „სატანური ცეცხლით“ ადამიანის გაქრობის შემთხვევებს. რომელ მოვლენასაც ბიბლია „დაუნთებელი ცეცხლით წვას“ უწოდებს (იობი 20-26). თუკი სატანურ ძალას შეუძლია მიაღწიოს სხეულის მიმართ ასეთ შედეგს; მაშინ რატომ უნდა იყოს შეუძლებელი, რომ მისმა საწინააღმდეგო ღვთიურმა ძალამ, მაღალი სულის კატეგორიის მფლობელი ადამიანი ისეთად ჩამოაყალიბოს, რომ მის სხეულს ჰქონდეს განსაკუთრებული კატეგორიის უჯრედული შემადგენლობა და სულთან გაყრის შემდეგ, ხრწნისა და ლპობის გარეშე იქცეს იმ მტვრად, რომლისგანაც „გამოსახა კიდეც უფალმა ღმერთმა ადამიანი?!“ (დაბადება 2-7). ამ ლოგიკას ადასტურებს ბიბლიაც: „არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი. მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვაა მიწიერთა“ (I კორინთელთა 15-40). ცოდვებისგან განშორების გამო, იესოს სხეულის უჯრედები მიეკუთვნებოდა ზეციურ კატეგორიას და ამიტომაც მის „ხორცს არ უხილავს ხრწნილება“ (საქმეები 2-30) და სულთან გაყრის შემდეგ ძვალიცა და ხორციც მტვრად იქცა. აქ დავძენდი იმას, რომ ამ შემთხვევაში არაბუნებრივი არაფერია. მითუმეტეს თუ ცოდნას გავამდიდრებთ და მოვიშველიებთ იმ ცნობილ ფაქტებს, ცნობილი პიროვნებების გვამთა გახრწნის პროცესის სხვადასხვაობაზე რომ არის მოპოვებული. პრაქტიკა იცნობს შემთხვევებს, როცა ადამიანების გარდაცვალებიდან რაღაც წუთებშიც კი იწყებს მათი გვამი ხრწნას აუტანლად მყრალი სუნით. მაგრამ არის შემთხვევებიც, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანთა გვამები გახრწნის დროს გამოსცემენ სასიამოვნო სურნელებას და ხრწნის პროცესიც საუკუნეების მანძილზე გრძელდება. ეს შემთხვევები არსებობენ, ფაქტებია და ამიტომ მათი იგნორირება შეუძლებელია!!! სხვაობებიც საკმაოდ დიდია; თუმცა ყველა მათგანი, ადამიანური კატეგორიის სხეულს ეხება.
ყოველივე ზემოთ თქმული ამტკიცებს იმას, რომ სამყაროს საზომური შეფასებით, ადამიანებს შორის სხვაობათაგან ყველაზე მცირედად შერაცხული, გარეგნული სხვაობაა. მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვანაირად გამოვიყურებით, აღნაგობა მაინს ერთსახეობრივი გვაქვს. მაგრამ ყველაზე დიდი სხვაობა, რაც კი არსებობს ჩვენს შორის, სულიერ თვისებებსა და აზროვნებაში ყოფილა; და თანაც იმდენად დიდი, რომ ზოგი ადამიანი ანგელოზებსაც კი მიახლოვებია და ზოგნი კი დემონებამდეც დაცემულან. ხოლო რაც შეეხება შედეგებს: სასიამოვნო სურნელებასა თუ სიმყრალეს – ყოველივე მხოლოდ ადამიანის ნამოქმედარიდან მოდის და სწორედ მასზეა კიდეც დამოკიდებული იმ დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიებისა თუ შხამის აღმოცენების საფუძველი, რომელნიც სიკვდილს დამოყვრებულნი არიან. როგორც ამას ბიბლიაც იუწყება: „არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს“ (მარკოზი 7-15,23).
მესამე ბურუსით მოცული და სადაო საკითხი კი არის ქრისტეს აღდგომა. როგორც ცნობილია ე.წ. „ქრისტიანული სამყარო“ ყოველ წელს აღნიშნავს ქრისტეს აღდგომას. ამ პროცესთან დაკავშირებით, გონიერად მოაზროვნე ადამიანს აუცილებლად უნდა გაუჩნდეს კითხვა. რადგან იგივე რელიგიის მსახურნი ქადაგებენ იმას, რომ როცა სხეული კვდება სული განაგრძობს არსებობას და ვიცით, რომ ეს მართლაც ასეა. გამომდინარე ამ ცოდნიდან, ქრისტეს შემთხვევაში ვაწყდებით ერთგვარ გაუგებრობას. ვინაიდან ვიცით, რომ ხორციელი სიკვდილის შემდეგ მისმა სულმა სიცოცხლე განაგრძო. ე.ი. ქრისტეს აღდგომაში – სულის აღდგომა არ იგულისხმება. ხოლო რაც შეეხება ხორციელად აღდგომას – არც ეს მომხდარა. ვინაიდან იესო ნაზარეველის სიცოცხლე ხორციელად, გარდაცვალების შემდეგ აღარ გაგრძელებულა. ეს არც არავის უთქვამს და არც არავის უმტკიცებია. მაშინ რა აღდგომაზეა საუბარი?!
ამ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის გაცემა აღემატება საკაცობრიო ცოდნას და შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ღმერთმა არგუნა ბიბლიური კოდის ფლობის უნარი. რადგანაც ეს უნარია ის გასაღები, რითაც ჭეშმარიტად იხსნება ბიბლიის ცნობები. პასუხი შემდეგია: „ქრისტეს იმატერიალური აზროვნება, რომელიც ჩვენს მატერიალურ სამყაროში წარმოადგენს ქრისტეს სულს, ამ სამყაროში თავდაპირველად გარდმოსახული იქნა ცისკრის ანგელოზზე და ნაყოფიც გამოიღო ედემელი ადამის მიღებით. მომდევნო გარდმოსახვა კი განხორციელდა იესო ნაზარეველზე და მისგანაც გამოიღო ნაყოფი – ადამიანისათვის მისაღებად განკუთვნილი მადლის წარმოშობით. რაც შეეხება გარდმოსახვის პროცესს (ჩვენი ენით – ტელეკინეზს), იგი სრულდება სამყარო „კუბში“ მყოფი ორიგინალის წამიერი გათიშვით, ანუ ძილით. ხოლო იქ კი, როგორადაც ამას ბიბლია გვაცნობებს, არც ღამეა და არც ძილია საჭირო: „ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად. რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი. მისი კარიბჭენი დღისით არ იკეტება, რადგან ღამე არ არის იქ“ (გამოცხადება 21-25,27).
რაც შეეხება ქრისტეს ადამიანის სახით I და II მოვლინებას. მათი მოსვლის დანიშნულებას შორისაც არის სხვაობა, რაც გამოიხატება შემდეგში: პირველად მოსვლის დროის დაშვება იყო ნაადრევი და გამოწვეული იმ აუცილებლობით, რომ საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობას არსებობა არ შეეწყვიტა. რაც გაცნობეთ კიდეც: რომ იმ დროისთვის, ის მომავლის ადამიანი იყო. ამიტომ ის აზროვნება, რომელიც მასზე ტელეკინეზდა სამყარო „კუბიდან“, მართალია მის მიერ კი იქნა ათვისებული გაყოფით-გამრავლების მეთოდით. მაგრამ საკაცობრიო გენეტიკის სასრულ სტადიაში არ ყოფნის გამო, ადამიანის სხეულის სახით გენეტიკური ნაყოფი ვერ იქნა მიღებული!!! რისთვისაც ამ შემთხვევაში ქრისტეს მოვლინებით მიღებული ნაყოფის ფორმა წარმოდგენილი იქნა, იესოს სისხლით კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვების წარხოცვით. რის შედეგადაც აღსდგა კავშირი იმატერიალურ სამყაროსთან და ქრისტემაც იქ გაიღვიძა (ანუ აღსდგა). აღდგენილი კავშირის სახეობას კი მადლი ჰქვია და მისით ხდება ის, რომ იესო ნაზარეველის გარდაცვალების შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს კოსმოსიდან ეძლევა მადლიანი, ანუ სულიწმიდით ნათლისღებული სული!!!
რაც შეეხება ქრისტეს სულის მეორედ გარდმოსახვას. ეს პროცესი უკვე გენეტიკურად გათვლილი დროით ჩატარდა. ამ ქმედებით მიღებული ნაყოფის სახეობაზე კი ასეთ ცნობას იუწყება ბიბლია: „ქრისტე მეორედ მოვა არა კაცობრიობის ცოდვების წარსახოცად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28). მაგრამ მის ჭეშმარიტად მომლოდინებზე კი მადლი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუკი ისინი შესძლებენ იმ ცოდნის ჯეროვნად ათვისებას, რასაც მხილებული ჭეშმარიტება ჰქვია.