გაზიარება

ვინ არიან ქართველები


საკუთარი მოდგმის წარმოშობის შესახებ ცოდნის ძიება ადამიანთათვის მარადიული ინტერესის საგანია და ამ მხრივი კვლევის წარმოებაც ისეთ სხვადასხვა მეთოდს მოიცავს, როგორიცაა გენეტიკის შესწავლა, არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე მოპოვებული მასალის გამოკვლევა, მემატიანეთა მიერ აღწერილი ისტორიული წყაროებისა და ბიბლიის ცნობებით სარგებლობა. ამ საკითხის მიმართ ძიებას მრავალი საუკუნები შეალია კაცობრიობამ და მიუხედავად იმისა, რომ მის პარალელურად მეტად მნიშვნელოვან დონეზე აიყვანა მეცნიერულ-ტექნიკური აღმავლობა, ადამიანის წარმოშობისა და ადამიანური ფენომენის შესახებ ცოდნა კვლავაც და კვლავაც შეუსწავლელ სფეროდ დარჩა. უფრო მეტიც: ამ მხრივ არათუ წინსვლას მიეცა ადგილი, არამედ პირიქით – უკუსვლას. რადგან ადამიანებში ის ცოდნაც დაიკარგა, რომელთაც ჩვენი შორეული წინაპრები ფლობდნენ ამ საკითხთა მიმართ. ამიტომაც ადგილი აქვს პრობლემათა გაძლიერებასა და გამრავლებას მსოფლიო ხალხთა მასშტაბურ დონეზე. რაც იმ საფუძველზე დგას, რომელიც გამოიხატება მკვეთრ განსხვავებაში ღმერთის მიერ დადგენილ სიმართლესა და იმას შორის, რასაც ადამიანები მიიჩნევენ სიმართლედ.
საკუთარი ფენომენის შეუსწავლელობა დიდ ზიანს აყენებს ადამიანებს – მითუმეტეს ახლა, როცა დადგა გრძნობათა სისავსით გამოწვეული გამთლიანების დრო. რის მისაღებადაც იქნა დადგენილი ის მრავალსაუკუნოვანი საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა, რომლის შესახებ სწორი ცოდნისადმი წარმოდგენაც აქამდე არ ჰქონიათ ადამიანებს. მაგრამ სამყარო იმის მიხედვით არ ფუნქციონირებს ადამიანს რა ჰგონია სწორი და რა არა; არამედ იმ დაწესებული პროგრამით ვითარდება, რომელიც მას შემქმნელმა დაუდგინა. ამიტომ ამჟამად განვითარებულ მოვლენებს საკაცობრიო გენეტიკური ნაყოფის მიღება უდევს საფუძვლად და ძალზედ სამწუხაროა ის, რომ ასეთ უძლიერეს მოვლენას ადამიანთა მოდგმა ასე უცოდინარი ხვდება მაშინ, როცა იგი უშუალოდ პირდაპირ მათ ეხებათ.
რაც შეეხება იმ პროცესებს, რასაც ადგილი აქვს და ექნება უკვე ყოველდღიურად, მას კაცობრიობის მიერ განვლილი გზით დამსახურებული შემაჯამებელი შედეგების მიღება შეიძლება ვუწოდოთ. რაც იმით გამოვლინდება, რომ ფაქტების საშუალებით მოხდება ყოველი სიმართლის გამოაშკარავება და იმხილება ის სიცრუე, რომლითაც ისინი იყვნენ გადაფარულნი. რადგანაც ფაქტის წინაშე დადგომას ვერანაირი სიცრუე ვერ უძლებს. თუმცა არის რაღაც, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და ეს არის ის, რომ საუკუნეების მანძილზე სწორად მიჩნეული, რომ არასწორი აღმოჩნდება, ამის შეცნობა ელდის მსგავს მოვლენას იწვევს და მისი გამკლავება კი ისეთი მდგრად ფსიქიკის ჰქონას მოითხოვს, რასაც დღეს ასე მოკლებულია მსოფლიო საზოგადოება. ამიტომ მდგომარეობა მეტად სერიოზულად სავალალოა.
ცხადია ყოველივე ამის თაობაზე წინასწარ იცოდა მან, ვინც ეს სამყარო და ადამიანთა მოდგმა შექმნა. რადგანაც ამის ცოდნას იძლევა მის მიერ დაწესებული ის საკაცობრიო გენეტიკური სქემები, რომელნიც განსაზღვრავენ იმ შედეგებს, რანაირ გზასაც აირჩევს საკუთარი ნებით ადამიანი და გაჰყვება მას. რამეთუ ყოველ მათგანს იმ დანიშნულების ადგილზე მიჰყავს პიროვნება, რომელიც კანონის გათვლით აქვს დადგენილი თითოეულ გზას სათავისოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სამყარო ვერ იქნებოდა ისეთი კანონზომიერული, როგორიც არის კიდეც. ხსენებულ პროცესს კი ასე აფასებს ადამიანი: ბედს ვერ გაექცევიო. თუმცა იმას კი ვერ აცნობიერებს, რომ საკუთარი ბედის შექმნას საფუძველს თავადვე უდებს და სხვა მეტი არავინ.
ვინაიდან და რადგანაც შემქმნელს არ სურს ის, რომ თავისი ქმნილება განადგურდეს, ამიტომ მას არც მოუცილებია ადამიანთათვის დახმარების გამწევი მეთვალყურეები, რომელნიც მათგან უჩინრად ასრულებდნენ უფლის სურვილს და მრავალმხრივი მეთოდებით ეხმარებოდნენ კიდეც მათ, კანონით დადგენილი წესების შესაბამობით. კანონით დადგენილი წესი კი შემდეგია:
ფიზიკური აღნაგობის მიხედვით, ყველა ადამიანი სტანდარტულად ერთსახეობრივია და სხვაობა მათ შორის, მხოლოდ გარეგნული სახიერების მხრივ არის. მაგრამ რაც შეეხება სულიერ სხვაობებს, ის ბევრად გაცილებით დიდია, ვიდრე სახიერი სხვაობა. რადგან მასზე არის დამოკიდებული ადამიანის ადგილის განსაზღვრა სამყაროში. უბრალო ენით რომ ვთქვა, ადამიანი სულის ენერგიული ძაფებით არის ჩამოკიდული ცაზე და რაც უფრო სულიერად ამაღლებულია იგი, მით მაღლა ფენაზე არის მისი ადგილი და მით მეტი აქვს მას დაცვითი ენერგიული ველის შრეების სიმრავლე. ამ მხრივ ადამიანს დადგენილი აქვს სიმაღლის ზღვარი, რომლის ქვემოთ ყოფნისასაც მას ვეღარ მიეცემა კოსმოსის ბინადართა დახმარება იმის გამო, რომ მათ აკრძალული აქვთ ამ ზღვრის გადაბიჯება. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა: ადგილი აქვს განმუხტვის ზონის არსებობას და ზღვარს ქვემოთ მხარეს მყოფი სულის მფლობელებს კი დაცემული სულის მქონენი ჰქვიათ. ამიტომაც თუკი ანგელოზის მფარველობის შემწეობის მიღება სურს ადამიანს, იგი უნდა ასცდეს ამ ზღვარს. რადგან ანგელოზი ვერ გადმოკვეთავს მას. ამის მიღწევას კი ადამიანი მხოლოდ მაშინ შესძლებს, როცა ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებში გარკვევას ინებებს და ამ კანონების მიხედვით მოახდენს მონანიების პროცესის ჩატარებას და არა იმ ე.წ. სასულიერო პირთა დაჯერებით, რომელთა მიერ ქადაგებული მოძღვრებაც ძალზედ აცდენილია ჭეშმარიტებას. ხოლო რაც შეეხება ღმერთის მიერ დადგენილი ჭეშმარიტებას, როგორც იცით, ის უკვე გამოქვეყნებული არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომად და საფასურის გადახდის გარეშე შეუძლია ყველა მსურველს მისით სარგებლობა.
ახლა კი ქართულ ენაზე მეტყველ ერზე უნდა განვაცხადო ის ინფორმაცია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო მათთვის, არამედ მსოფლიო ხალხისთვისაც. როგორც იცით ამ ქვეყნად ფუნქციონირებს წესრიგის სისტემა, რომელიც საკუთრივ დადგენილი აქვს ყოველს სათავისოდ. ასევე აქვს მისთვის შესაბამისი წესრიგი დადგენილი ადამიანთა მოდგმასაც შემქმნელის მიერ. მართალია თავად ადამიანებმა მოისურვეს ამ წესრიგის დარღვევა და თავიანთი მოგონილი წესების მიხედვით მოქმედებენ. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ამის დაშვება ღმერთმა გარკვეულ დრომდე დაადგინა და ამჟამად კი ეს პერიოდი უკვე ამოიწურა. ამიტომაც სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს იმ წესრიგის განაწესის შეცნობა, რომელიც ღმერთის მიერ დადგენილია და რომლის დაფარვასაც აქამდე ჰქონდა ადგილი. ცხადია დაწვრილებით ცნობებს აქ ვერ წარმოვადგენ. მაგრამ შესაცნობად საკმარის დონეზე მოგაწოდებთ ინფორმაციას და რაც უფრო ადრე იქნება მიღებული ის მათ მიერ, ვისაც უფლის მიერ მინიჭებული აქვთ მისი შემეცნების შემძლეობის უნარი, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და ყველასათვის.
სათქმელს კი იმით დავიწყებ, რასაც დღეს უკვე ადამიანთა უმრავლესობა ამბობს და ეს კი არის იმის აღიარება, რომ ადამიანი ღმერთის ქმნილებაა. თუმცა ამ საკითხის სათანადო დონეზე შემცნობი კი ვერავინ არის იმის გამო, რომ ღმერთის შესახებ არასრულყოფილი ცოდნით არის ინფორმირებული ადამიანური ცნობიერება. ამჟამად კი უკვე ის დრო დადგა, როცა სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობა ხდება ნათელის მოფენა იმ საკითხის მიმართ, რასაც ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანური ფენომენი ჰქვია და რაც ასევე პირდაპირ კავშირშია ადამიანთა მოდგმის წარმოშობის თემასთან. ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას კი, ცხადია ვერავინ შესძლებს გარდა იმისა, „ვისი შესრულებითაც შეიქმნა ადამიანი“(იოანე 1-10). ხოლო თუ იგი ხორციელი სახით ვერ მოვა, მაშინ ამის შემძლეობას ვერ ექნება ადგილი. რადგანაც ვერავითარ ე.წ „ნათებადა“ და „სულიერად“ მოსვლა ვერ განუცხადებს ადამიანებს იმ ცოდნას, რომლით აღჭურვისა და მისი პრაქტიკულად გამოყენების გარეშეც ვეღარავინ შესძლეს იმას, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს.
ღმერთის მიერ გაცემული ცოდნა სრულყოფილია. მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სქემები, რაც პროგრამა არის იმისა, თუ როგორ იქმნება გონებიდან – აზროვნება, ანუ სულიდან – სხეული. რასაც ჩვენ ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის სახელით ვიცნობთ. ცხადია, რომ ამ სამყაროსა და მის შემადგენელ ნებისმიერ ნაწილის საარსებო პროგრამას ერთი ავტორი ჰყავს და ის ღმერთია. ამიტომაც ყოველივეს ამ სამყაროში თავისი ბუნების შესატყვისი ქვეპროგრამა აქვს დადგენილი, რომელიც ნაწილია სამყაროს მთლიანი პროგრამისა და მისი შეცვლა არავის და არაფერს შეუძლია ამ ქვეყნად!!! რა თქმა უნდა, თავისთავად ეს ეხება ადამიანთა მოდგმასაც.
ვინაიდან ადამიანი არის სულისა და სხეულის ნაერთით გამთლიანებული ისეთი არსება, სადაც სულსა აქვს მინიჭებული მმართველი მისია; ამიტომ ადამიანური ფენომენი სულიერი თვისებებით განისაზღვრება და მისი შესწავლაც ვერანაირად მოხდება სულის საფუძვლიანად შესწავლის გარეშე, მხოლოდდამხოლოდ სხეულზე ჩატარებული კვლევებით. ადამიანური თვალთახედვის აღქმისათვის მიუწვდომლობის გამო, ადამიანთა მიერ უარყოფილი იქნა სულის არსებობა და საკუთარი ფენომენის შეცნობის ძიებაც მხოლოდ სხეულის კვლევით წარიმართა. რაც ცხადია ვერ მოიტანდა სასურველ შედეგს და ვერც მოიტანა კიდეც!
სინამდვილე კი ასეთია: სულიც ისეთივე რეალური მატერიაა, როგორც სხეული. მას აქვს პროგრამა გონება (ქვეცნობიერი) ისევე, როგორადაც სხეულს – აზროვნება (ცნობიერი). სული რომ მთავარია ადამიანში, ამის მტკიცებულებად ისიც კმარა, რომ ცნობიერი ვერ მმართველობს ქვეცნობიერზე, ხოლო ქვეცნობიერს კი მინიჭებული აქვს იმის უნარი, რომ განკარგოს ორგანიზმში ყოველივე. რასაც აკეთებს იმ ენერგიის მეშვეობით, რომელიც სიტყვის ძალაზე დგას და სწორედ მისით მოხდა კიდეც სხეულის შექმნა. თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი, ვეცდები შეძლებისდაგვარად წარმოვადგინო ის იმ სახით, რომ საყოველთაოდ გასაგები დონისა იყოს. ხოლო ეს რომ მოვახერხო, ამისათვის კი დავიწყებ იმის განხილვას, თუ რას ემყარება ადამიანად ყოფნის შეფასება. რაზედაც ყველა დამეთანხმება, რომ მისი დასაყრდენი ცნობიერებაა. რამეთუ მის გარეშე მყოფი მხოლოდ ფიზიკური აღნაგობა, ადამიანური სტატუსის მისანიჭებელ საკმარის პირობას არ წარმოადგენს. ცნობიერების ფენომენი კი რწმენის საყრდენზე დგას და სიტყვის ძალის ფუნქციონირებით არის განპირობებული.
რა არის რწმენა? მის განმარტებას ბიბლია იძლევა ამგვარი სახით: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ. დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11-1). ხოლო თუკი რას ნიშნავს წარმოდგენილი ცნობა, ამის ახსნა კი მინდა წარმოვადგინო უბრალო სიტყვებით და ის შემდეგია: რწმენის საფუძველი განაპირობებს გაგების ფაქტორის არსებობას მაშინ, როცა ხილვის გარეშე და სიტყვიერი ინფორმირებულობის საკმარისობით ხდება მყარად დაჯერება რისიმეს არსებობისა. თავის მხრივ კი რწმენას საფუძვლად პროგრამა უდევს, რომელიც მათემატიკური წესებით არის შედგენილი და კავშირ-ურთიერთობას ამყარებს ასო-ბგერებს, რიცხვებსა და გეომეტრიულ ფიგურებს შორის. უფრო რომ დავაკონკრეტო: ეს ნიშნავს იმას, რომ გონების მაფუნქციონირებელ პროგრამაში, ყოველ ასო-ბგერას მიკუთვნებული აქვს თავისი ციფრი და გეომეტრიული ნახაზის ნაწილი, ხოლო ყოველ სიტყვას კი – თავისი რიცხვი და გეომეტრიული მონახაზი. ყოველივე ეს დაფიქსირებული კი – ჭეშმარიტი რწმენის ფენომენია. ხოლო ჭეშმარიტების მაჩვენებელი კი დგას იმ კანონების დაცვის საყრდენზე, რომელნიც ღმერთმა დაუდგინა ადამიანს სასიცოცხლო ინსტრუქციად.
როგორც ცნობილია სამყაროში არსებულ ენერგიის გამომმუშავებელ ელემენტთა შორის ერთ-ერთ მათგანს ადამიანიც წარმოადგენს. ხოლო თავად მატერიალური სამყაროს არსებობა კი, მასში შემავალ ელემენტთა მიერ გამომუშავებული ენერგიით არის განპირობებული. რასაც ისინი აღწევენ იმ ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულების ფონზე, კანონზომიერულად გათვლილი მუშაობით რომ ასრულებენ. ცხადია ამ წრეში ადამიანსაც აქვს თავისი ფუნქციური როლი დაწესებული. რაც მისთვის მისიურ დანიშნულებას წარმოადგენსა და ნიშნავს გონივრული განსჯით განსაზღვრული ქმედებებით ცხოვრებისეული გზის წარმართვას.
რაც შეეხება გონიერი ადამიანის სტატუსის მინიჭებას, სწორედ მის მისაღებად ექნა დაწესებული ადამიანთა მოდგმას საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის მრავალსაუკუნოვანი პერიოდი. რადგანაც გონიერების მიღება ევოლუციური გზით მომხდარიყო, პრაქტიკული ფაქტებით გამყარების ხარჯზე. მრავალსაუკუნოვანი გენეტიკური მიმდინარეობის პროცესის წარმართვა თუ როგორ მიმდინარეობდა, ამის ასახვას იძლევა კაცობრიობის მიერ განვლილი გზის აღმწერი ისტორიული ცნობები. რომლებიც ზუსტი ფაქტობრივი მტკიცებულებებია, საკაცობრიო გენეტიკის პროგრამით გათვლილი შედეგების აღსრულებისა. ამიტომ ის წინასწარმეტყველური ცნობებიც, რომელიც ამავე პროგრამის საფუძველზეა გათვლილი და ბიბლიის მიერ არის გაცხადებული, ყოველივე მთელი სიზუსტით აღსრულდება. რომელი წინასწარმეტყველებანიც წარმოდგენილია გონების ინტუიციური ენით და ამიტომ მისი სწორად თარგმნა და მისი გაცხადებაც მხოლოდ მას ძალუძს, ვინც ამ ენის მცოდნეა. როგორადაც უკვე მოგახსენეთ მას „ლაზარე“ ჰქვია და ამჟამინდელი ქართულ ენაში არის ის ჩადებული. თუმცა იმ მნიშვნელობებს ზუსტად არ შეესაბამება, რომლებითაც ქართველთა ცნობიერება აღიქვამს მათ.
როგორც მოგახსენეთ საკაცობრიო გენეტიკას ნაყოფის მიღების დრო დაუდგა. ამიტომ ცხადია ძირეული ცვლილებების გამოვლენას პირველად იმ ერში ექნება ადგილი, რომელიც ქართულ ენაზე მეტყველებს და ეს ასეც არის კიდეც. რის გამოც დღეს ქართულ ენაზე მოსაუბრე მრავალი პიროვნება ჩავარდა ისეთ უჩვეულო სიტუაციაში, რასაც ვერაფერს უგებენ ვერც თვითონ და ვერც ექიმები. მდგომარეობა თითქოს ფსიქიურ აშლილობას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. რადგანაც საქმე ფსიქიურ აშლილობასთან კი არა, არამედ ცნობიერების მიერ სიტყვათა იმ ნამდვილი მნიშვნელობების შეტყობასთან გვაქვს, რომლის ცრუ მნიშვნელობების ცოდნასაც აქამდე ჰქონდა ადგილი. ცხადია, რომ ამ მოვლენას თან ახლავს სხეულის ორგანოთა მხრივ შესაბამისი ცვლილებების გამოვლენაც. რადგან ადამიანი ხომ გონიერი სხულის მქონე არსებაა?! რისი დამადასტურებელიც ის ნიჭებია, რომელთა ზრდაც ამტკიცებს ამას. ყოველივე ეს კი კავშირში არის იმასთან, რომ სხეულის უჯრედები იზრდება და ყალიბდება სიტყვებთან შერწყმით. ხოლო ყოველივე ეს რომ უფრო გასაგებად ითქვას, ის შემდეგია: ადამიანში ყველაფრისა და ყოველივეს განმსაზღვრელი – რწმენაა!!!
ახლა ისევ ქართველებს დავუბრუნდები და ჯერ განვიხილავ იმას, თუ რატომ არ მიმდინარეობს ცნობიერების გადაწყობის პროცესი ყოველ მათგანში. საქმე კი შემდეგნაირად არის: როგორც ცნობილია ერი, რომელიც დღეს ქართველ ერად არის მოხსენიებული. რაც ასეთი სახელით არსებობს, ეს დრო დიდ პერიოდს არ მოიცავს და მის შემადგენლობაში მყოფი ხალხია: გურულები, იმერლები, რაჭველები, კახელები, მეგრელები, ქართლელები, მესხები, ჯავახები, მთიულები, ხევსურები, ლეჩხუმლები, ფშავები. ამ ნაერთის საფუძველზე ინფორმაციას ბიბლია იუწყება და როგორც უკვე გაცნობეთ, ბიბლიური ცნობებია მხოლოდ ისეთი, რომელნიც სინამდვილეს შეესაბამება. ვინაიდან ისინი მოპოვებულნი არიან იმ პროგრამის სქემების გათვლის საფუძველზე, რომელნიც წარმოადგენენ საკაცობრიო გენეტიკის პროგრამას და მისი განხორციელების შედეგია ის გზა, რასაც კაცობრიობის ისტორია ჰქვია. ამ საყრდენის საფუძველზე კი ასეთი ინფორმაციაა ცნობილი: ქართველად წოდებულ ერში შერეული არის ადამის ძის – შეთის ის შთამომავლობა, რომელიც წარმოადგენს ქრისტეს გენიალოგიას (ლუკა 3-23/38). რომელნიც ეგვიპტიდან გამოიყვანა ღმერთმა და დაასახლა იმ ადგილას, სადაც ახლაც სახლობენ კიდეც. აი ბიბლიური მოწმობაც: „ ეგვიპტიდან გამოყვანის შემდეგ უფალს შეყავს თავისი ხალხი ქანაანის ქვეყანაში, სადაც მათ დახვდებიან ქანაანელნი, ხეთელნი, ამორეველნი, ხიველნი და იუბუსეველნი“ (გამოსვლა 13-5,11). ბიბლია იუწყება იმასაც, რომ „განსხვავების ნიშნები მათ ექნებათ ხელზე და მონახაზათ თვალთა შორის“ (გამოსვლა 13-16). ამ ნიშანთა შესახებ მცირედი ცნობები გაცხადებული მაქვს წიგნში „სიბრძნის გაკვეთილები“ და აგრეთვე ისიც, რომ ბიბლია ამ ხალხს იუდეველებს უწოდებს, საქართველოს ტერიტორიას კი – ქანაანის ქვეყანას. ხოლო მათ შესახებ რაც მოგახსენეთ, მას კი ამ ცნობით დავადასტურებ: „რა არის იუდეველის უპირატესობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად. პირველ ყოვლისა, მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2). ამიტომ „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს და მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს და მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-9/11).
ახლა კი გაცნობებთ იმას, რაც უნდა მოხდეს უკვე აწმყოდ ქცეულ უახლოეს მომავალში. ქართველი ერიდან გამოცალკავდება ქრისტეს გენის მემკვიდრეები და მათ ეწოდებათ სიონელი ერი; თანახმად დაწერილისა: „რომ უფალმა სიონი დააფუძნა და მასში ჰპოვებენ თავშესაფარს მისი ერის ჩაგრულნი. წმიდა მთაზე დგას ქალაქი მისი დაფუძნებული. სიონზე იტყიან: „ეს და ეს იშვა მის წიაღში და უზენაესმა წარმართა იგი“ უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: „ეს დაიბადა აქ“ (ფსალმუნები 86-1/6). „ამბობს უფალი: „ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებნო!“ (ესაია 10-24). „სიონო, უფალი ღმერთი შენს წიაღშია“ (სოფონია 3-17). „აჰა გამცნობთ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს ბოლო ჟამს ეხება. ღმერთო, შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს“ (დანიელი 9-19;) და „გიწოდებენ შენ უფლის ქალაქს, ისრაელის წმიდის სიონს“(ესაია 60-14). სად მოხდება მათი შეკრება და მათგან ისეთი ქვეყნის შექმნა, რომელზედაც ასეთი ცნობაა ბიბლიაში: „ასე ამბობს უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ქვეყნიდან, მოეჭიდება იუდეველის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთიო“ (ზაქარია 8-23) – ამის ცნობება სათანადო დროს მოხდება. აგრეთვე გაცნობებთ იმასაც, რომ ბიბლიაში ნახსენები იუდეველები და ისრაელიანები არიან ქრისტეს გენიალოგიის წარმომაგენელ იუდასა და ისრაელის შთამომავლები; და საერთოდ უნდა იცოდეთ ის, რომ ღმერთისაგან მინიჭებული წოდებები არ ემთხვევა ადამიანთა მიერ შერქმეულ სახელებს. როგორც ამას თავად ბიბლიაც იტყობინება: „იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე და არც წინდაცვეთილობა არის ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი და გულის წინდაცვეთა სულშია და არა ასოში. მისი ქება კაცთაგან კი არა, არამედ ღვთისაგან არის“ (რომაელთა 2-28,29).
ახლა კი მივმართავ მათ, რომელნიც ამ ერის წარმომადგენელია: „ყოველი ხორციელი თავ-თავისი მოდგმის მიხედვით ერთიანდება და ადამიანიც თავისი მსგავსისკენ მიისწრაფვის“ (სიბრძნე ზირაქის 13-16). ამ კანონის მოქმედება ახვედრებს ადამიანს იმას, თუ რა კატეგორიას განეკუთვნება იგი. ამიტომ თუკი ვინმე იგრძნობს იმას, რომ ისიც ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც ეს მიმართვა ეხება; შემდეგ შესაფერისი ნაბიჯიც უნდა გადადგას. რომელი ნაბიჯიც გულისხმობს, გაცხადებული მხილებული ჭეშმარიტების შეცნობის ფონზე, საკუთარ ცოდვების მონანიებას. ხოლო როცა მიაღწევს შენდობის ზღვარს, მაშინ კი მასში მოხდება ძვრა და ფუნქციონირებას დაიწყებს „ქრისტესაგან მიღებული ის ცხებულება, რომელიც მასშია. ამიტომ არავისაგან სწავლა აღარ დასჭირდება. რადგან ქრისტესმიერი ცხებულება მიახვედრებს და ასწავლის მას იმას, რაც ჭეშმარიტია“ (I იოანე 2-27).
ახლა კი აქ შეჩერდები და შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად სათანადო დროს დაველოდები.