გაზიარება

ვეგეტონერვოზი და არმაგედონი


„აჰა, შენ გაჯანსაღდი? – მაშინ ნუღარ შესცოდავ, რათა რამე უარესი არ დაგემართოს“ (იოანე 5-14).


„ნერვოზისა და არმაგედონის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საუბარს უკვე ჰქონდა ადგილი წიგნში „სიბრძნე სიმართლისა“. იქ ნერვოზის შესახებ შეფასება მოხდა ვიწრო ჩარჩოს სფეროში, ახლა კი მას უფრო ფართე ასპექტით წარმოგიდგენთ. ვინაიდან ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა ყველას თავის ცოდნაში სცდის, ამიტომ გაგიზიარებთ საკუთარ თავზე გამოცდით მიღებული შედეგის ფონზე გამდიდრებულ ცოდნას და გაცნობებთ მისგან სრულიად განკურნებისათვის უტყუარ მეთოდს.
უპირველეს ყოვლისა კი განვმარტავ სნეულება ვეგეტონერვოზს: ცნობილია, რომ ადამიანის ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური ნერვული სისტემის (ც.ნ.ს) და ვეგეტატიური ნერვული სისტემისაგან (ვ.ნ.ს). ისიც ცნობილია, რომ ც.ნ.ს ემორჩილება ცნობიერს – ანუ ჩვენი სურვილების შემსრულებელია; ხოლო ვ.ნ.ს კი არა და იგი არის ქვეცნობიერის ბრძანებათა შემსრულებელი. ხოლო რაც შეეხება ქვეცნობიერს, იგი არის სულის პროგრამა გონება, რომლითაც განპირობებულია სიცოცხლე და ფუნქციონირებს მაშინ, როცა ადამიანს სძინავს; თანახმად კანონისა: „როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ. როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ. მაშინ ხსნის გონება ადამიანის ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას“ (იობი 33-15,16). ხოლო მისი ფუნქციონირება კი ხდება იმ ენერგიის ხარჯზე, რომელსაც სხეული გამოიმუშავებს იმ მიზანმიმართული მუშაობით, ადამიანის სხეული რომ შეასრულებს ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობის დაცვით. დაავადება ვეგეტონერვოზი ყალიბდება მაშინ, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას წარმართავს ღმერთის მიერ დაწესებული კანონების არ დაცვით. ვეცდები წარმოვსახო ის სურათი, თუ როგორ ხდება ამ სენის ჩამოყალიბება. მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ისეთ „მინი ფაბრიკას“, რომელიც ნივთიერებათა ცვლის შედეგად ახორციელებს სისხლის გამომუშავებას საიმისოდ, რომ სხეულმა იფუნქციონიროს. რაც შეეხება სისხლის შემადგენლობას, მისი გაშიფვრა შესძლო მედიცინამ და სისხლის ანალიზის მეშვეობით იგებს იმას, არსებობს თუ არა ორგანიზმში პათოლოგია. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო სისხლის იმ მთავარ კომპონენტზე, რომლის ანალიზის გაკეთებაც ლაბორატორიულად შეუძლებელი და ის კი შემდეგია: „სისხლში სულია“ (II რჯული 12-23). უკვე საყოველთაოდ ცნობილია ის, რომ ადამიანის სიცოცხლე სულით არის განპირობებული და როგორც ბიბლია გვაცნობებს, ორგანიზმში მის ფუნქციონირებაში ლომის წილი თურმე სისხლს რგებია. სულის შესახებ უკვე არსებული ცოდნიდან გამომდინარე ცნობილია ისიც, რომ სული არის სულიწმიდის ძალით დამუხტული ველი, რომელიც კოსმოსიდანაა მოზიდული და ადამიანში მისი საარსებო გარემო ტვინის ღრუბლისებრი შრეა. ხოლო მისგან თუკი რა რაოდენობის ენერგიის გადინებას უნდა ექნას ადგილი, ამის გამომთხოვი კი ტვინის ქერქია პროგრამა აზროვნების ფუნქციონირებით.
მოგეხსენებათ რომ ადამიანი არის არსება, სულისა და ხორცის შერწყმის გამთლიანებით მიღებული. ამიტომაც ამ მთლიანობამ რომ იარსებოს, უნდა მოხდეს თითოეული მათგანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. რისი ღმერთისაგან დაწესებული სტანდარტიც ასეთია: 70% სულის წილი არის და 30% კი – სხეულისა. აი ამგვარი პროპორციით იბადება ადამიანი და მან რომ ეს თანაფარდობა შეინარჩუნოს, ამისათვის საჭიროა გონებაში მყოფი კანონების დაცვით იცხოვროს. რადგან ადამიანის გრძნობების სახეობაც და სიმყარეც მათ დაცვა-არდაცვაზეა დაფუძნებული. რაც შეეხება ადამიანის მთელ საქმიანობას, მათი აღმძვრელიც სწორედ ეს გრძნობებია. ამიტომ თუკი პიროვნება შესძლებს იცხოვროს ამ კანონთა დაცვით, მაშინ მას აღარ შეექმნება პრობლემები და მისი ცხოვრებაც ისეთი იქნება, რასაც სრულყოფილი ბედნიერება ჰქვია.
ვინაიდან და რადგანაც ასეთი ცხოვრებით არავის უცხოვრია იმიტომ, რომ ადამიანებმა ჯერაც კი არ იციან ამ ცოდნის შესახებ. ამიტომ არც პრობლემები მოჰკლებია ვისმეს და ასე მიედინება ის პროცესია, რასაც საკაცობრიო გენეტიკა ჰქვია; და სწორედ ამიტომაც იქნა დაწესებული ის, რომ ადამიანური გრძნობები გამყარებულიყვნენ საიმისოდ, რათა აზროვნებას იმ ცოდნისათვის მიეგნო და ერწმუნა, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ. ასეთ აზროვნებას კი გონიერი აზროვნება ჰქვია და მისი არსებობა თავისთავად ითხოვს გონიერი სხეულის არსებობასაც.
რას ნიშნავს გონიერი სხეული და როგორ ხდება მისი მიღება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოვიშველიებ ბიბლიის შემდეგ კანონს: „რადგანაც ხორცს სულის საპირისპიროდ სურს; სულს კი – ხორცის საპირისპიროდ. ამიტომ ისინი ეურჩებიან ერთმანეთს, რათა ვერ იქმოდეთ იმას, რაცა გსურთ“ (გალატელთა 5-17). გამომდინარე ამ ცნობიდან მისახვედრია, რომ სხეულის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო გრძნობათა სამართავი ენერგია საპირისპირო ყოფილა სულის მაფუნქციონირებელი ენერგიისა, რომელიც სულიწმიდის სახეობისაა. ხოლო ყოველივე აქედან გამომდინარე კი შეიძლება გაკეთდეს ასეთი დასკვნა: რომ ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებელი ენერგია ყოფილა არაწმიდა სულის სახეობისა; ანუ როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „რჯული სულიერია. ადამიანი კი ხორციელი, ცოდვას მიყიდული“ (რომაელთა 7-14) და „ადამიანი თავისი გონებით ღვთის რჯულს ემონება, ხოლო სხეულით კი – ცოდვის რჯულს“ (რომაელთა 7-25). „ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, მწვალებლობა, უთანხმოება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება, სიკეთე“ (გალატელთა 5-19/23).
როგორც არაერთხელ მომიხსენებია, ახლაც გეტყვით იმას, რომ სულიწმიდის ველის ადგილსამყოფელი ტვინის ღრუბლისებრ შრეშია; ხოლო რაც შეეხება არაწმიდასულის მდებარეობას, იგი კუჭშია და დაცემული სულის ადამიანში შეღწევაც ხდება ძილის დროს პირისმიერი გზით; სულიწმიდის სამოძრაო გზა კი ცხვირისმიერია.
ახლა კი გავაკეთებ იმის ანალიზს, თუ რა მოუვა (სული+სხეული) ნაერთით გაერთიანებულ ერთობას, თუკი ის წესები არ იქნება დაცული, რომელთა დაცვაზეც არის დაფუძნებული ამ მთლიანობის სიმყარე. უპირველეს ყოვლისა კი უნდა განვაცხადო იმ ფაქტორის შესახებ, რაზედაც დგას ეს სიმტკიცე და ის კი არის სიმშვიდის დონე, რომელიც გააჩნია ასეთ პროპორციას: 70% – სულიერების მოთხოვნილებათა შესრულების დათმობას და 30% კი – ხორციელისას. მაგრამ აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი; კერძოდ ის, რომ სულიერ თვისებათა მოთხოვნების მიმართ ადამიანებს არ გააჩნიათ სწორი მიდგომა იმის გამო, რომ ყველას სათავისოდ ესმის სწორი და არასწორი. თუმცა სინამდვილეში არსებობს ერთი სწორი და უამრავი სწორად შერაცხული არასწორი. იმისათვის, რომ ეს საკითხი სადაო არ იყოს, ამიტომ მივმართავ ბიბლიას, რომელიც არის იმ კანონთა წიგნი, ყოველი ადამიანის სულის გონებაში რომ არის ჩაწერილი. ვნახოთ რას ამბობს იგი ამ საკითხის შესახებ: „სული ღმერთია“ (იოანე 4-24). „ღმერთი სიყვარულია“ (I იოანე 4-16). „სიყვარული სრულქმნილების კავშირია“ (კოლოსელთა 3-14). „ სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია. არ შურს. არ ყოყოჩობს. არ ამპარტავნობს. არ სჩადის უწესობას. თავისას არ ეძიებს. არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს. ყოველივე სწამს. ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება!“ (I კორინთელთა 13-4/10). „სიყვარულში არ არის შიში. არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს. ვინაიდან შიში ტანჯვაა. ხოლო მშიშარა არ არის სიყვარულში სრულყოფილი“ (I იოანე 4-20).
მაშასადამე აქ წარმოდგენილი ცნობებით გასაგებია ის: რომ ადამიანმა ჯანმრთელად და სრულყოფილი ბედნიერი ცხოვრებით რომ განვლოს თავისი დედამიწური ცხოვრების დრო, ამისათვის საჭიროა მისი ნერვული სისტემის მდგომარეობის სიმშვიდის ზღვარი გაწონასწორებული იქნას 70/30 დონეზე, სულის კეთილ თვისებათა გააქტიურების უპირატესობით. მხოლოდ ასეთი ადამიანში მყოფობს სრულყოფილი სიყვარული და იგი გამოირჩევა ასეთი თვისებებით: არის მშვიდი; სიმართლით კეთილმოუბარი; უანგარო; არ ჩხუბობს; არ ილანძღება; მის ლექსიკაში არ არსებობს უწმაწური სიტყვები; არავის ჭორავს; არ პირფერობს; არ ფარისევლობს; არ სცდილობს სხვის დამცირებასა და გულის ტკენას; არ მედიდურობს, არამედ არის თავმდაბალი; არის მამაცი, ლმობიერი და მიმტევებელი; გულმოწყალე და რაცა აქვს, მას სხვებს უანგაროდ უზიარებს; ვერ ურიგდება უსამართლობასა და სიცრუეს; არავის განიკითხავს და არის კაცთმოყვარე. ამიტომ ღმერთი ასეთ პიროვნებებს აჯილდოებს სიბრძნის შეცნობის უნარით და მისით აღჭურვაც მათი მოწოდებაა!!! თანახმად კანონისა: „ღმერთს არავინ უყვარს, გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტება“ (სიბრძნე სოლომონის 7-30).
რადგანაც ვეგეტონერვოზის მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის ადამიანის სიმშვიდის ზღვარის დარღვევა და მრისხანების მდგომარეობაში გადასვლა, ამიტომ ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებულად ნათქვამი ის, რომ სწორედ ვეგეტონერვოზია საფუძველი ნებისმიერ დაავადებათა გამომწვევი მიზეზებისა. ის იმდენად შენიღბული და ვერაგი სენია, რომ ხშირ შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში ფარულად მიმდინარეობს და არის ნებისმიერი დაავადების წინამძღოლი. ამიტომ სრულად რომ განიკურნოს ადამიანი, საამისო აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მან ვეგეტონერვოზს დააღწიოს თავი. უფრო მეტსაც გეტყვით ამ სენის შესახებ: მას იმის უნარიც შესწევს, რომ ადამიანს უბედური შემთხვევაც გამოაწვევინოს და შესაძლოა ისიც, რომ სიკვდილიც აპოვნინოს. ნუ გაიკვირვებთ! ეს სინამდვილეა და თუ როგორ ხდება ეს, ამას ახლავე ავხსნი:
ადამიანის თავს დატეხილი ყველა უბედურების საფუძველი ის არის, რომ მან თავიდანვე უარი განაცხადა ღვთის მიერ დადგენილი კანონების დაცვაზე. რამაც გამოიწვია გონების საფუნქციო არეალის შეზღუდვა და გამოხატულება ჰპოვა ადამიანურ გრძნობათა სახეცვლილებებში. გრძნობები კი ის მმართველები არიან, რომელნიც განსაზღვრავენ ადამიანის ქმედებათა მოტივს. რასაც მთავარი როლი ენიჭება ბედისწერის განკარგვისას. რამეთუ გრძნობათა სახეცვლილებები ასახვას ჰპოვებენ იმ აზროვნებაზე, რომლის განსჯაც მთლიანად მათ ეყრდნობა კიდეც. რამაც ის სამწუხარო შედეგი გამოიღო, რომ აზროვნებას მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სიღრმისეულად განხილვის უნარი დააკარგვინა. რომელი უნარიც ღმერთის მიერ დადგენილი სამყაროს კანონების ცოდნას საჭიროებს.
ახლა კი ვეცდები ავხსნა ის, თუ როგორ კავშირში იმყოფება ვეგეტონერვოზი ბედისწერასთან. უკვე წარმოდგენილი ცნობებიდან მისახვედრია ის, რომ ვეგეტონერვოზი არის სულის პროგრამის ფუნქციონირების შემაბრკოლებელი. რაც შეეხება ჩვენი ბედისწერის პროგრამას, მას განაგებს კანონი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7). რომელიც მოიცავს ორ ძირითად ურთიერთსაპირისპირო განყოფილებას: ღვთის წყალობისას და ღვთის რისხვისას. მათ დახასიათებამდე მინდა კარგად ავხსნა ის, თუ რა იგულისხმება „ითხოვეთ და მოგეცემათ“ კანონში. რადგან უამრავ ადამიანს ეს კანონი ისე ესმით, რომ ღმერთს უნდა სთხოვონ რაც სურთ და მანაც ეს სურვილი უნდა აუსრულოს. სინამდვილეში კი „ითხოვეთ“-ში იგულისხმება ის მოტივი, რომელსაც გრძნობები აღძრავენ და შემდეგ კი მისით ხდება ადამიანის საქმიანობის განსაზღვრა. უფრო გარკვევით რომ ავხსნა, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ქმედების აღძვრას ორნაირი საფუძველი უდევს: სიყვარულის და სიძულვილის გრძნობა. თუ რომელი და რა ზომის გრძნობით არის აღჭურვილი ადამიანი, სწორედ ამის შესაბამისად ფუნქციონირებენ გრძნობის თვისებები და განუსაზღვრავენ ადამიანს ქმედების სახეობას. შემდეგ კი ბედისწერაც მის შესაბამისად განსჯის, რადგან განსჯა ადამიანში მყოფი გონების საზომით ხდება და ამიტომ თავის გონებას პიროვნება ვერაფერს დაუმალავს. აქვე მინდა ავხსნა ეს კანონიც: „ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის, ზოგჯერ ზარალიც შენაძენია. ზოგჯერ დამცირებასაც დიდება მოაქვს“ (სიბრძნე ზირაქის 20). როგორადაც უკვე მოგახსენეთ, ბედისწერაში განმსაზღვრელი არის მოტივი. დავუშვათ რომ ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღოს მატერიალური სიმდიდრე, მაგრამ უსინდისო გზით შეძენილი. მაშინ ეს შენაძენი მემკვიდრეს დააზარალებს მხოლოდ. მაგრამ თუკი დაეკარგება ეს მემკვიდრეობა, ანდა სულაც უარს იტყვის მასზე და ქველმოქმედებას მოახმარს, ამით კი გადაურჩება უბედურებას და კეთილდღეობასაც ჰპოვებს.
ახლა კი აუცილებლად უნდა გავაკეთო მინიშნება ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება თანამედროვე პერიოდის ბავშვებსა და მოზარდებში ნევროზით დაავადების მაღალ მაჩვენებელს. თავისთავად ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ამჟამად კაცობრიობამ მოაღწია გენეტიკურ საუკუნეთა ბოლო ჟამს და დღეს სწორედ იმ შედეგის მომკაში ვართ, რაც ჩვენმა წინაპრებმა დათესეს. ამიტომ მკურნალობის იმ მეთოდს, რომელსაც ამ ნაწერით შემოგთავაზებთ და რომელიც ვეგეტონერვოზის 100%-ით განკურნების მეთოდია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობების გადასარჩენად. იგი მდგომარეობს შემდეგში: როცა ვეგეტონერვოზით დაავადებული არის პატარა ბავშვი, მისი განკურნება ხდება მშობლების მკურნალობის ნიადაგზე; თანახმად კანონისა: „ბავშვი არის მშობლის სისხლისა და ხორცის მოზიარე“ (ებრაელთა 2-14) და „შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის“ (II კორინთელთა 12-14). აქ კვლავ შეგახსენებთ წინა წიგნებით გადმოცემულ ცოდნას ბიბლიის სიბრძნეთა ახსნის თაობაზე: რომ მათი სრულად ახსნა ნიშნავს სამ მასშტაბურ საზომში განხილვას. ამიტომ ბოლო კანონში სიმდიდრე არ ნიშნავს მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ ნიშნავს კეთილ ნიჭებსა და მათ შორის მთავარს – ჯანმრთელობას. ბავშვებსა და მშობლებს შორის ენერგეტიკული კავშირის სიმყარეს განაპირობებს სიყვარულის გრძნობა, რომლის სიძლიერეც დამოკიდებულია იმაზე, მშობელი თუ როგორ იცავს ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებს. თუკი არ იცავს მათ, მაშინ ასეთ მშობელში სიყვარულის გრძნობა ჩანაცვლებული აქვს ეგოიზმს (თუმცა მშობელი ამას ვერც კი ხვდება) და მისი შვილთან კავშირი მდგომარეობს შვილისაგან სასიცოცხლო ენერგიის მიღებაში. საერთოდ მშობლის ხასიათი და განწყობა თუ როგორ კავშირშია შვილთან, ამის გარკვევა თავადაც შეგიძლიათ: თუკი ხელში აიყვანთ თქვენს პატარას მაშინ, როცა გაღიზიანებული და აღელვებული ხართ, დაინახავთ, რომ ის დაიწყებს ჭირვეულობას, ატირდება და სრულიად შესაძლებელია, რომ ტემპერატურამაც აუწიოს.
ასევე მინდა რომ აქვე მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება მეტად მნიშვნელოვან მიზეზს იმისას, რამაც უდიდესი როლი შეასრულა იმ პროცესებში, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნა გადაგვარებულ თაობათა მიღების უამრავი შემთხვევა. რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახა ქართულ გენზე იმიტომ, რომ მასზე სულიერ შესაძლებლობათა მაქსიმუმის ჰქონაა დაშვებული. ეს მიზეზი კი არის „ნათლობად“ წოდებული ქმედებანი, რომელიც სინამდვილეში სრულიად საპირისპირო შედეგის მიღებას ემსახურება, ვიდრე ნათლისღებაა. ვინც კი გაეცნო წიგნ „სიბრძნის გაკვეთილებში“ ამ საკითხზე წარმოდგენილ ცოდნას, მან უკვე იცის რა პროცესებთან აქვს საქმე ამ ქმედებას. მაგრამ ვისაც არ წაუკითხავს, მათ ვაცნობებ: რომ „ნათლიღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 3-21) და „რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლით წმიდავდება და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). „როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, მათ არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა – რაც საჭმელ-სასმელებით, განბანვის რიტუალებითა და ხორციელი წესებით დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე“ (ებრაელთა 9-9,10). „ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა“ (ებრაელთა 10-1). ამიტომ „იგი არის ახალი აღთქმის შუამდგომელი“ (ებრაელთა 9-15). „ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ გაწმენდილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით“ (ებრაელთა 10-10). „აჰა აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ – ამბობს უფალი. მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათს გონებაში. ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ“ (ებრაელთა 10-16,17). როგორც ხედავთ ამ ცნობებიდან ნათლად სჩანს, რომ ქრისტემ კაცობრიობას დაუბლოკა წინაპართა ცოდვებისაკენ მიმავალი გზა და მისი ამ ქმედების შემდეგ დაბადებულ ყოველ ბავშვს, კოსმოსიდან ეძლევა აღდგენილი კეთილსინდისიანი სული. ანუ ახალშობილი დაბადებითვე ნათლისღებულია და მისი ნათლია კი ქრისტეა!!! ასე, რომ ვინც არასწორად ინფორმირობულობის გამო უკვე მიმართა ე.წ. „ნათლობებს“, ამ ცოდნის გამჟღავნების შემდეგ თუკი საქმით არ მოინანიებს ამ ქმედებას, მაშინ მისთვის „ამაოდ გაუწირავს ქრისტეს თავი“ (გალატელთა 2-21). დაუკვირდით რას სწერს ბიბლია ყოველივე ამის შესახებ: „რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზისგან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით“ (I პეტრე 1-18). განა ამაზე მეტი განმარტება არის კიდევ საჭირო?! ღმერთი ამ ცნობით ხომ პირდაპირ გვეუბნება, რომ ქრისტეს შემდეგ დაბადებულნი გამოსყიდულნი ვართ წინაპართა შეცდომებისგან; ანუ დაბადებითვე გვაქვს მოცემული კეთილი სინდისი, რისი შენარჩუნებაც არის ჩვენი მოვალეობა. ამიტომ ამ კანონსაც დაუკვირდით: „რაოდენ მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმინდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა; და შეურაცხყო მადლის სული? რადგან ღმერთი ამბობს: „ჩემია შურისგება და მე მივუზღავ“ და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ერს“. საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!“ (ებრაელთსა 10-29/31).
მოდით კარგად ავხსნათ ის, თუ რას ვაშავებთ ჩვენი შვილებისათვის იმ რიტუალების ჩატარებით, რასაც „ნათლობას“ უწოდებენ რელიგიის მსახურნი. როგორადაც უკვე მოგახსენეთ, ახალშობილს დაბადებისას კოსმოსიდან ეძლევა ნათლისღებული სული. რაც ნიშნავს იმას, რომ მისი სინდისი კეთილია; რადგან გათავისუფლებულია წინაპართა ცოდვილი მემკვიდრეობისაგან იმით, რომ ქრისტესმიერი მადლით მისი აზროვნება დაყენებული არის ღვთისმიერი გზის მიმართულებისაკენ. უფრო სხვანაირად რომ ავხსნა: ეს ნიშნავს იმას, რომ აღდგენილია კავშირი აზროვნებასა და გონებას შორის სრულყოფილ დონეზე, ვინაიდან აზროვნების განვითარების მიმართულების ისარი გასწორებულია გონებისკენ მიმავალ სწორ გზაზე. ე.წ. „ნათლობის“ როტუალების ჩატარებით კი ხდება ნათლიად და მომნათლავად წოდებულ პიროვნებათა ენერგეტიკული ჩარევა ახალშობილის ველში, რაც ზემოქმედებს აზროვნების მიმართულების ისარზე და იწვევს მის გადახრას სწორი მიმართულებიდან იმ გრადუსიანი კუთხით, როგორი ენერგეტიკული ძალის მფლობელნიც არიან ნათლიად და მომნათლავად წოდებულნი. აი ასე არასწორი ცოდნით ინფორმირობულობის გამო, მშობლები საკუთარი ნებით უმრუდებენ შვილებს ცხოვრებისეული გზის დასაწყისს და მერე კი წუწუნებენ მათ საქციელზე და უკვირთ: რატომ სცდებიან ისინი სწორ გზას ან რატომ ავადდებიან. რადგანაც ამ ცრუ რწმენას „ნათლობის“ რიტუალის აუცილებლად ჩატარების თაობაზე ღრმად აქვს ფესვები გამდგარი საზოგადოებაში სატანის ხელმწიფობის ხანის დაშვების გამო, ამიტომ კიდევ უფრო გავამდიდრებ ამ ცოდნას ბიბლიის მოწმობის ხარჯზე: „მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: „ვისზეც დაინახო სული გარდმომავალი დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი“. მე ვიხილე სული, ციდან მტრედივით გარდმომავალი, რომელმაც დაივანა მასზე. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ის არის ძე ღვთისა“ (იოანეს სახარება 1-32/34). „მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ“ (იოანეს სახარება 1-16). „ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით“ (ებრაელთა 10-9). როგორც ხედავთ ეს ცნობებიც ადასტურებენ იმას, რომ ქრისტეს სისხლის მსხვერპლად გაღებით მოხდა საკაცობრიო ნათლისღება; ანუ მის შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს კოსმოსიდან დაბადებისთანავე ეძლევა მადლით ნათელცხებული სული.
ახლა კი საჭიროდ მიმაჩნია დაკონკრეტება იმისა, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მიერ ადამიანთა ცოდვების წარხოცვა. სიტყვიერად ამას ყველა იმეორებს, მაგრამ თუ რაში მდგომარეობს მისი ღრმა მნიშვნელობა, მის შესახებ რეალობამ ცხადჰყო ის, რომ ეს ცოდნა არ ყოფილა ცნობილი – წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს „ნათლობები“ ასე რიგად ვერ გაიდგამდა ფესვს კაცობრიობაში და არც გადაგვარებული თაობების მიღებას ექნებოდა ადგილი; და აღარც ამდენი უბედურებების გადატანა მოუხდებოდათ ადამიანებს. ამიტომ გთხოვთ ყურადღებას: პირველ რიგში გაგახსენებთ ქრისტეს გენიალოგიას, რომელიც გადმოცემულია ლუკას (3-38)-ში და ბოლოვდება ასე: „იესო იყო მემკვიდრე … შეთისა, ადამისა, ღვთისა“. ამ ცნობიდან ნათლად სჩანს, რომ ბიბლია ღვთიური გენის მემკვიდრეებად მოიხსენიებს იესოს გენის წინაპარ წარმომადგენლებს. გარდა ამისა, იესოზე აცხადებს იმასაც, რომ „სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა კი ვერ იცნო იგი“ (იოანე 1-15). რაც მოწმობს იმას, რომ იესო ქრისტე იყო ედემელი (და არა დედამიწელი!!!) ადამის სულის მემკვიდრე. რასაც ადასტურებს ბიბლიის მორიგი ცნობაც: „იოანე ამბობს იესოზე: „ეს იყო ვისზედაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო“ (იოანე 1-15).
ახლა კი მოვიშველიოთ გონება და ისე განვსაჯოთ: რადგანაც იესო ქრისტე ედემელი ადამის რეინკარნირებული სულით მოევლინა ამ ქვეყანას, ხოლო სული კი არის განმსაზღვრელი სხეულისა; ე.ი. ფაქტია, რომ ის ყოფილა ფესვი იმ გენეტიკური ხისა, რომლისგანაც წარმოვიშვით ჩვენ ყველანი. რაზედაც აშკარად აცხადებს ბიბლია, რომ მისგან წარმოიშვა კაცობრიობა, მაგრამ ადამიანებმა ვერ იცნეს იგი; და იმიტომ ვერ იცნეს, რომ ეს ცოდნა არავის ჰქონდა და ამიტომაც რელიგიებმა რაღაც ზებუნებრივ მოვლენად გამოაცხადეს მისი არსებობა დედამიწაზე.
მაშასადამე, ვინაიდან იესო ქრისტე იყო საკაცობრიო გენეტიკის ხისათვის ფესვი გენი, ამიტომ ცხადია ის, რომ მას შესწევდა უნარი მთელ კაცობრიობაზე გავლენის მოხდენისა. მოგახსენებთ, რომ ჩემი საშუალებით გონებიდან გამოტანილი იქნა საკაცობრიო გენეტიკის სქემები. რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამ საკითხის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება და მისით ცოდნის გაღრმავება. ეს სქემები შეტანილი არის წიგნში „ადამიანის გენეტიკის პროგრამა“. მათში ნათლადაა გამოკვეთილი ის ფაქტი, რომ ქართულ ენაზე მოფიქრალი გენი არის საკაცობრიო გენეტიკური ხის ღეროს ფუნქციით აღჭურვილი და სხვა დანარჩენნი კი ტოტები.
ახლა კი დავუბრუნდები მთავარ თემას – ვეგეტონერვოზს და გაგახსენებთ ბიბლიურ ცნობას: „სიბრძნე საქმეებით მართლდება“ (მათე 11-19). განა მეტი გამართლება რაღა გინდათ იმ „ნათლობის“ შედეგებისა, რომელ რიტუალებსაც რელიგია უწოდებს ნათლობას, ხოლო მე კი გაცნობეთ სიმართლე მის თაობაზე. დიახ, ამ ქმედებათა შედეგი ხომ სახეზეა: მრავალფეროვნად გადაგვარებულ თაობათა ნაკადები, მასობრივი მონაპოვარი – ვეგეტონერვოზი და ყველივე ამის ზემონაპოვარი კი ახალგაზრდების მიერ ჩადენილი ის თვითმკვლელობები, რამაც სამწუხაროდ უკვე სისტემატიური ხასიათიც კი მიიღო. აი ეს შედეგი მოიმკა ადამიანთა მოდგმამ იესო ქრისტეს მიერ საყოველთაო ნათლიობაზე უარის თქმით. რაც მოიტანა იმ გაყოფის გზით სიარულმა, რომელი გაყოფაც სატანამ მოახერხა ადამიანურ აზროვნებაში და ღმერთის მიერ ერთარსად ქცეული სხეული და სული, ადამიანურმა განსჯამ სასულიერო და საერო სფეროდ დაანაწვრა. სამწუხაროდ ადამიანს არ ეყო ჭკუა საიმისოდ, რომ სული და სხეული არ გაემიჯნა ერთმანეთისაგან და არ ეძახა: „სულიერ სფეროში არ ჩაერიონ საერო პირებიო“ და ან პირიქით: „საერო სფეროში არ ჩაერიონ სასულიერო პირებიო“. თითქოს რომელიმე ამ სფეროს წარმომადგენელს ან მარტო სულით არსებობა შეეძლოს და ანდა მარტო სხეულით?! ვფიქრობ მეტის დაწერა აღარ არის საჭირო ამაზე, რადგან რეალობამ უკვე ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ ძნელად საზიდი ყოფილა ამ გაყოფის გზით სვლის სიმძიმე.
ახლა კი მოგაწოდებთ იმ ცოდნას, რომელიც მისი მიღების მსურველს განკურნავს იმ ვერაგი სენისაგან – ვეგეტონერვოზი რომ ჰქვია. საამისოდ კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა მივმართოთ ბიბლიას. აი რას გვეუბნება იგი: „როცა ლოცულობ შედი შენს ოთახში. ჩაკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებ ზედმეტს“ (მათე 6-7). ხოლო ზედმეტი ლაპარაკი რომ თავიდან აიცილოთ, ამიტომ გაცნობებთ იმ ლოცვას, რომელზედაც არის ცნობა ბიბლიაში (გამოცხადება 19-11/16): „დიდება ღმერთო უფალო უკუნითი უკუნისამდე – ამინ!“. აი ეს ლოცვა გაიმეორეთ მრავალჯერ და იმდენჯერ, სანამ თქვენს აზროვნებას არ გაახსენდება ის ქმედება, რომელიც როდესღაც ჩაიდინა და იმ მომენტში ისე ჩათვალეთ, რომ სწორად მოიქეცით. მაგრამ ახლა კი, როცა თქვენს მიერ ჩადენილ ქმედებას განიხილავთ იმ კანონთა ფონზე, წიგნ „ბედისწერის კანონმდებლობაში“ რომ არიან წარმოდგენილნი და არიან ადამიანის ქცევის შემფასებელნი, მიხვდებით რომ შეცდომა დაგიშვიათ. ჩაუღრმავდით თქვენი ქცევის განსჯას, კარგად შეიმეცნეთ მისი არსი და მოინანიეთ. რაც იმას გულისხმობს, რომ სამუდამოდ უარი უნდა თქვათ მსგავსის ჩადენაზე. თუკი თქვენი მონანიება გულწრფელი არის, მეორე დღესვე მოხდება თქვენი შემოწმება მიმსგავსო ფაქტის წინაშე დადგომით და თუ ამ გამოცდას ჩააბარებთ, მაშინ სული დაადასტურებს თქვენი მონანიების სიწრფელეს და მისი გამოვლინება კი შემდეგნაირად მოხდება: თქვენი სხეულის რომელიმე ნაწილი დაიწყებს უნებლიე მოძრაობას, ან უცნაური ხმა შეიძლება გამოსცეთ, ანდა შეიძლება თვალების ქუთუთოთა ხშირი მოძრაობაც დაგეწყოთ და ანდა სახის მიმიკური კუნთებით ე.წ. მანჭვა. ნუ შეშინდებით და ნურც ეცდებით ამ მოძრაობათა ძალით შეკავებას. მიჰყევით მანამ, სანამ თვითნვე არ შეჩერდება. ეს ქმედებები დასტურია იმისა, რომ „თქვენში არსებულ ღვთის სასუფევლამდე“ (ლუკა 17-20,21) დაკონტაქტება შესძელით და თქვენმა სულმაც მიიღო მონანიება და გონებამ გასცა ბრძანება, რომ სხეულში ცოდვის შედეგად დაფიქსირებული გენური კოდის უარყოფითი ჩანაწერი წაშლილიყო. რომელი ბრძანებაც სრულდება ვეგეტატიური ნერვული სისტემით გატარებული აგზნების მისვლით მოქმედების განმახორციელებელ კუნთოვან სისტემამდე. ყოველივე ეს კი სხვა არაფერია, თუ არა აზროვნების დაკავშირება გონებასთან. რითაც მოხდა ის, რომ რომელი ცოდვაც მოინანიეთ, იმ ცოდვის ჩადენის გამო ჩაკეტილი გონების ნაწილის გაიხსნა.
გთხოვთ დაიმახსოვროთ: რადგან დაიწყეთ, აღარ შეჩერდეთ და ეს ლოცვითი ქმედებანი ჩაატარეთ ყოველდღე იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას შესძლებთ და ნახავთ, რომ კეთილ შედეგს ყოველდღიურად მოიმკით! რაც გამოიხატება იმით, რომ თქვენი გონება დაიწყებს გახსნას (ანუ გაიღვიძებს) და რასაც ადრე არასწორად აფასებდით, უკვე შესძლებთ მის სწორად შეფასებას. ამას კი მოჰყვება სასიკეთო ცვლილებები თქვენს ბედისწერაში: ჯანმრთელობის გამოსწორება, შეუცნობელი შიშის დაძლევა, სიცოცხლის ხალისის დაბრუნება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, პესიმიზმის ოპტიმიზმით ჩანაცვლება – რაც მივა იმ დონემდე, რომ ასეთი შეგრძნება დაგეუფლებათ: თითქოს ხელახლა დაიბადეთ. რითაც გახდებით ამ კანონის აღმსრულებელი: „ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3-3). ხოლო შემდეგ კი თუკი ინებებთ, ამ კანონის აღმსრულებელიც: „გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად 1000 წელს“ (გამოცხადება 20-4). მინდა დავძინო ისიც, რომ ბიბლიის კანონები დაწერილია დედამიწაზე სამოქმედოთ და არა საიქიოსთვის! ვინაიდან განა ღმერთი ანდობს ისეთ არსებებს სამყაროს მართვას, რომელნიც იმას ვერ მოახერხებენ, რომ გამოსაცდელ ადგილას ვერ შექმნან სამოთხის მსგავსი ცხოვრება?! ცხადია რომ არა!!! ამიტომ ჯერ აქ, დედამიწაზე უნდა შექმნას გონიერმა ადამიანებმა სამოთხისებრი ცხოვრება და მხოლოდ ამის შემდეგ დართავს ნებას მათ ღმერთი იმ სამყაროში ტელეპორტირების უფლებას, რომლის სამართავადაც შექმნა მან ადამიანი. ღმერთისათვის გამოცდის ჩაბარება კი საქმით ხდება და არა მხოლოდ სიტყვიერად!!!