გაზიარება

დღეები აღსრულებისა


ამჟამად პასუხი უნდა გავცე ორ კითხვას: ადამიანები რატომ ამბობენ უარს ჭეშმარიტი სიმართლის მოსმენასა და შესმენაზე და რისთვის ხდება იმდენი უბედურებანი მათ თავს, რომელთა სიმრავლეც ყოველდღიურად მატულობს?
მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ადამიანური აზროვნება უკვე მივიდა იმ დონეზე, როცა მისთვის ხელმისაწვდომი გახდა ღმერთის არსებობის სარწმუნო ცოდნის შეძენა. რითაც მისთვის მისაღები გახდა იმის შეცნობა, რომ ადამიანი არის ქმნილება და მას ჰყავს შემქმნელი, რომელსაც ღმერთი ჰქვია. აი, სწორედ ამის საფუძველზე უნდა გავაკეთო ახსნა-განმარტებები ხსენებული ორი კითხვისათვის ჭეშმარიტი პასუხის გასაცემად და საამისოდ კი პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რაც ყველასათვის ცნობილი ცოდნაა და არის ის, რომ როდესაც შემქმნელი ქმნილებას ქმნის, მას საარსებოდ წესებსაც უდგენს. რომელთა შეუსრულებლობაც აუცილებლად ზიანს მიაყენებს ქმნილებას და ეს ზიანიც იმის შესაბამისი იქნება, რა დონეზეც არ შესრულდება დაწესებული წესი. სწორედ ეს ხდება ადამიანთა შემთხვევაში და როცა მათ თავს უბედურებანი იმრავლებს, ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ძალიან არიან აცდენილნი იმ ცხოვრებისეულ გზას, რომელზედაც იმ კანონების დაცვით უნდა ევლოთ, რაც მათმა შემქმნელმა დაუწესა. ვინაიდან თუკი მასზე ივლიდნენ, მაშინ მათთვის არანაირი უბედურების გადაყრას არ ექნებოდა ადგილი. ამ ცოდნის გათვალისწინებით არ არის იმის მიხვედრა რთული, რომ იმ გზაზე სიარული, სადაც უბედურებებია ჩასაფრებული, საბოლოოდ დაღუპვამდე მიიყვანს მათზე მავალთ. ხოლო როცა უკვე დაღუპვის მომკის ზღვარზე მიღწევას აქვს ადგილი, ამის მაცნობებელი ნიშნები არსებობენ და სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ ის, რომ სწორედ ამ ნიშანთა გამოვლენის ფაქტების არსებობას აქვს ამჟამად ადგილი. ხოლო კიდევ უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ მათი მოქმედება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის არსებობა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. თუმცა კვლავ ისევ სამწუხაროდ, ამის საფუძვლიან დონეზე შემცნობი ადამიანთაგან ვერავინაა. რისი მიზეზიც ის არის, რომ ადამიანური შემეცნება მოკლებულია ჭეშმარიტი ცოდნის ფლობას.
დიახ, უკვე დადგა ის დრო, როცა დაუყოვნებლივ პასუხია გასაცემი ამ კითხვაზე: გააგრძელებს თუ არა არსებობას ადამიანთა მოდგმა? რომელ კითხვაზეც პასუხის გაცემა ცხადია მხოლოდ გონიერი ლოგიკითაა შესაძლებელი და სხვა მეტი ვერანაირი ცოდნით. რადგან არანაირ ადამიანურ ცოდნას არ შეუძლია იმ პროცესის შეკავება, რაც ნაყოფია იმისა, ადამიანებმა ღმერთისაგან დადგენილი კანონების შეუსრულებლობის შედეგად რომ მოიმკეს. ვინაიდან ამჟამად კაცობრიობა იმყოფება სწორედ იმ დროში, როცა სამყარო ფაქტებად აბრუნებს მათი საუკუნოვანი ნამოქმედარის შეჯამებით მიღებულ შედეგებს. რამეთუ შემქმნელის მიერ არის დაწესებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა და ამჟამად კი მას ნაყოფთა მომკის პერიოდი აქვს დამდგარი. ცხადია ამის ცოდნა არა აქვს ადამიანურ შემეცნებას და ამიტომაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება. კერძოდ ასე: რომ უბედურებანი ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ კაცობრიობა არსებობას ისევ განაგრძობდა. მაგრამ სინამდვილეში ახლა ასე არ არის და ამიტომაც მოავლინა ღმერთმა საჭირო ადამიანი იმ ცოდნის განსაცხადებლად, რომლის გამოყენების გარეშეც, ადამიანთა მოდგმა ვერ გადალახავს იმ პერიოდს, რომელიც უკვე დამდგარია. ცხადია ამ ცნობის დამჯერი მაშინ კი ყველა გახდება და სასწრაფოდაც დაიწყებენ ხსენებული ცოდნის მოძიებას, როდესაც აღსრულების ფაქტები დაიდება იმ შედეგისა, რაზედაც ბიბლია იუწყება იმას, რომ იგი არის „წარღვნა ცეცხლით“ და თანაც ისე, რომ აღსრულების წინა წამსაც კი, მის მომკელთ არ ეცოდინებათ მის შესახებ. იმასაც გაცნობებთ, რომ ადრე წარღვნა იყო წყლით და ახლა კი იქნება ცეცხლით, როგორც ამას კანონი იუწყება „ადრინდელი სოფელი წარღვნის წყლით მოისპო. ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება; გამზადებულია საცეცხლოდ, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“ (II პეტრე 3-6,7). რაც ცხადია არ გულისხმობს დედამიწის გადაბუგვას ხანძრებით; თანახმად კანონისა: „ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს; დააზიანეთ მხოლოდ ადამიანები!“ (გამოცხადება 7-3), არამედ გულისხმობს „დაუნთებელი ცეცხლის მიერ შეჭმის“ (იობი 20-26) აღსრულების მოვლენას. მეტს ამ საკითხს აღარ დავაკონკრეტებ, რადგან მიმხვედრი ამითაც მიხვდება.
ახლა კი მინდა განვაცხადო ის, თუ რა მდგომარეობაა ჭეშმარიტი ცოდნის მიღების მხრივ. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ სწორედ ისეა საქმე, როგორადაც მოსალოდნელი იყო რომ იქნებოდა. მსოფლიო მოსახლეობა ძალზედ მოკლებულია იმ უნარს, რაც საჭიროა ჭეშმარიტი ცოდნის შესამეცნებლად. რის გამოც უარი არის თქმული მის მიღებაზე. დრო კი არ იცდის და ამიტომაც ადამიანებს ძალზედ ძვირი უჯდებათ სიმართლისაგან განრიდება. ამიტომ საკითხავიც სწორედ ეს არის: რატომ გაუგუნურდა კაცობრიობა იმ დონემდე, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ არათუ ჭეშმარიტი სიმართლის შეცნობა, არამედ მოსმენაც კი? დიახ, ამის გარკვევა აუცილებელია საიმისოდ, რომ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას ჩაეყაროს საფუძველი. რისთვისაც საჭიროა იმ ფენომენის ცოდნა, რასაც ადამიანური ფენომენი ჰქვია და რაც საერთოდ ვერ შეისწავლა ადამიანმა სწორედ იმ მიზეზით, რომ ჭეშმარიტ ცოდნას გაემიჯნა. თუმცა ამ საკითხის თაობაზე სულ ისეც არ არის საქმე, რომ სრულიად კაცობრიობა იყოს დარჩენილი ამ ცოდნის ფლობის გარეშე. ცხადია ასე არც არის და ვერც იქნება! რადგანაც კაცობრიობის არსებობის საყრდენი და საფუძველი, სწორედ ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელი პიროვნებები არიან და ისინი ყოველ ეპოქისეულად იყვნენ და არიან მოვლენილნი ერთეულების სახით. რომელთაც ღმერთი თავის რჩეულებად აფასებს და მათ უცხადებს იმას, რაც უნდა მოხდეს. რასაც აკეთებს საიმისოდ, რომ მათი მეშვეობით ადამიანებმა აიცილონ ის უდიდესი უბედურებანი, რომელთა მომკასაც იმით ახერხებენ, რომ უარს ამბობენ ჭეშმარიტი ცოდნის მიღებასა და მისი ხელმძღვანელობით ცხოვრებისეული მოღვაწეობის წარმართვაზე.
ვინც ეცნობით ჩემს მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, იცით, რომ გაფრთხილებას გაფრთხილებაზე ვიძლევი. მაგრამ ყურადმღები რომ არავინაა, ამას მოწმობს ის გახშირებული უბედურებანი, რომელთა რაოდენობის ზრდაც გეომეტრიულ პროგრესიული სისწრაფით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ ისიც, რომ შველის მთხოვნელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და მასთან ერთად, ჭკუის დამრიგებელთა რიცხვიც. თუმცა მათი ცოდნის მიხედვით მოქმედთ, შედეგი ჯერ არ მიუღიათ და ვერც ვერასოდეს მიიღებენ. რადგანაც უკვე ის დრო დადგა, როცა ყველა ცოდნის სიცრუე იმხილება და მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნის შედეგები იქნება ნაყოფის გამომღები. ვინაიდან ასეა დადგენილი შემოქმედის მიერ და მის აღსრულებას კი ვერავინ და ვერაფერი აღუდგება წინ!
ახლა კი მინდა ავხსნა ის, თუ როგორ შეიძლება გამოსავალის პოვნა იმ სიტუაციიდან, რომელშიაც უკვე შესულია კაცობრიობა და ვისაც შერჩენილი აქვს გონიერების ნატამალი, მიახლოებით მაინც უნდა ხვდებოდეს არსებული მდგომარეობის სივალალეს. გონიერების ნატამალი მეთქი რომ ვამბობ, ამას შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს. რადგან საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ადამიანთათვის გონების მისაძინებელი ღონისძიებების გატარება და მას ემსახურებოდა ყველა ის ინსტიტუტი, რომელთაც ხელთ უპყრიათ მართვის სადავეები – ეს სახელმწიფო მმართველობაა, რელიგია თუ მეცნიერება. ამიტომაც გასაკვირი ის არის, რომ გონიერების ნატამალი როგორ შეინარჩუნა ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა; ხოლო უგუნურებამ რომ მოიცვა მსოფლიო საზოგადოება, ეს კი არა. რამეთუ ბავშვობიდან რომ ტყუილს სიმართლედ მიაღებიებ პიროვნებას და ისე ზრდი, ცხადია მისთვის მიუღებელი იქნება სიმართლე. აი, ასე გაიზარდნენ თაობები და ტყუილის სიმართლედ რწმუნების გენსაც მემკვიდრეობით იღებდნენ. გარკვეული სახის ტყუილს კი თავისი მოქმედების მონაკვეთი აქვს მიზომილი მანამ – სანამ მისით გადაფარული სიმართლე არ აღსრულდება ფაქტებად. სიმართლე კი ყოველთვის სრულდება ფაქტებად იმიტომ, რომ ასეთ პრინციპზეა შექმნილი ეს სამყარო.
ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო – ეს გამონათქვამი ყველასათვის ცნობილია და იმიტომ, რომ მართლაც ასეა. ტყუილი ყოველთვის მჟღავნდება და ეს ამ სამყაროსეული პრინციპია! ცხადია ეს არ არის საკამათო და დაუჯერებელი რამ. მაგრამ იმას, რასაც ახლა გაცნობებთ, მის მიღებას კი საკმაოდ დაფიქრება და გაანალიზება სჭირდება. ამიტომ ნუ დაიზარებთ და კარგად დაფიქრდით მასზე. რამეთუ მეტად მნიშვნელოვანია მისი საფუძვლიანად გაგება. როგორადაც ეს არაერთხელ აღმინიშნავს, ღმერთი სამართლიანია და ამიტომაც მისი შექმნილი სამყაროც სამართლიანული კანონზომიერებებით განიგება. რისთვისაც დამახასიათებელია მიუკერძოებლობა. რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი კანონი თანაბრად ეხება და ერთნაირად მოქმედებს ყველასა და ყველაფერზე. მხოლოდ აღსრულების დროშია სხვაობა. რაც გამომდინარეა თითოეული ინდივიდის სტრუქტურის თავისებურებიდან. „ყოველივეს თავისი დრო და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ცის ქვეშ“ (ეკლესიასტე 3-1) – კანონის მოქმედებისდა შესაბამისად. ამიტომ, რადგანაც ყოველგვარ სიცრუეს აქვს თავისი დასრულების ჟამი, ცხადია ეს შეეხება იმ გენსაც, რომელიც სიცრუეზეა დაყრდნობილი და რა მოხდება მაშინ? იგივე, რაც მოხდება იმ სახლის შემთხვევაში, რომელიც რკინა-ბეტონით ნაშენები ჰგონია მასში მცხოვრებს და სინამდვილეში კი ასე არ არის და იგი ბევრად არამყარი მასალით არის აგებული. ცხადია იგი იმ დროს ჩამოინგრევა, როცა ამას მისი პატრონი არ ელის. რატომ? იმიტომ, რომ მისმა პატრონმა არ იცოდა სიმართლე მისი ნამდვილი შემადგენლობისა და მას ისე ექცეოდა, როგორც თავად ეგონა რომ ისეთი იყო. ამიტომ მას ეგონა შენობა გაუძლებდა ყოველივე იმას, რასაც პატრონი აკეთებდა. მაგრამ რადგანაც სინამდვილე სხვაგვარი იყო, ამიტომაც მოხდა ის, რომ გაცრუვდა პატრონის იმედი და როგორც კი აღსრულების ჟამი დადგა, უმალვე თავს დაემხო სახლი – ისე, რომ წინა წამსაც კი ვერას მიხვდა რას. აი სწორედ ასეთ სიტუაციაშია დღეს კაცობრიობა. რადგან მიღებული მემკვიდრული გენები სიცრუის ძაფებით არის ნაქსოვი და ვინაიდან უკვე საკაცობრიო გენეტიკური ბოლო ჟამის პერიოდშია შესული საკაცობრიო მიმდინარეობა, ამიტომაც ცრუ გენსაც უახლოვდება გაქრობის ჟამი. ამის მიმანიშნებელი ნიშნებია ის მომრავლებული თვითმკვლელობები, მკვლელობები და უეცარი გარდაცვალებები, რომელთა მზარდი მასშტაბებიც სახეზეა. მათი ჩადენა არ ხდება წინასწარ დაგეგმილი განზრახვებით. ხოლო უეცარი გარდაცვალებების კი – ავადმყოფობის ან რაიმე სასიკვდილო მიზეზის გამო. არამედ როცა სიცრუის მემკვიდრულ გენს დაუდგება აღსრულების ჟამი, იმწამსვე მისი პატრონი ხდება მისი დაუყოვნებლივ შემსრულებელი. რისთვისაც წინ აღდგომა მას არ შეუძლია. თანაც შესაძლოა ისიც, რომ აღსრულების წინა წამს, იგი სულაც არ ფიქრობდეს სიკვდილზე და სიცოცხლით სავსე და მომავლის გეგმებით მოფიქრალიც იყოს. მოგახსენებთ იმასაც, რომ ეს მხოლოდ საწყისი პერიოდი არის სიცრუის გენის აღსრულებისა და წინ კი მეტად საშიში მოვლენა მოდის. ამიტომაც მეტად ღირებულია ყოველივე იმის ცოდნა, რასაც გაცნობებთ და ცხადია იმ შემთხვევაში, თუკი იმ საჭირო ზომების დროულად მიღებას ექნება ადგილი, რომელნიც მისგან თავის არიდებას შეგაძლებინებთ.
რა თქმა უნდა, ასეთი სავალალო მდგომარეობის დადგომას არ ექნებოდა ადგილი, კაცობრიობას უარი რომ არ ეთქვა ქრისტეს ნათლიობაზე და მის მიერ გადაკეტილი ცოდვილი გენი არ აღედგინათ. მაგრამ სამწუხაროდ ეს მოხდა და ამიტომაც მისი შედეგების მომკას წინ ვეღარაფერი დაუდგება! მხოლოდ მათ შეუძლიათ იმ დიდი უბედურების არიდება საკუთარი თავისა და ოჯახის მიმართ, რომელნიც ყურად იღებენ იმ ცოდნას, რასაც ვაქვეყნებ და მისი მითითებებით გამოისწორებენ მდგომარეობას. ამ განცხადების სარწმუნოების გასაზრდელად კი საჭიროდ მიმაჩნია ორიოდ სიტყვით ბიბლიის შესახებ მოგახსენოთ მეტად მნიშვნელოვანი რამ. კერძოდ ის, თუ რა წიგნია ბიბლია და როგორ შეიქმნა იგი.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბიბლიის შესახებ უმრავლესობის აზრი მცდარია და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ერთეულებს შეუძლიათ მისი სწორად შეფასება. რაც იმის გამო მოხდა, რომ ღმერთის სახელით შენიღბულმა რელიგიებმა და რელიგიურმა სექტებმა თავგზა აუბნიეს ადამიანებს. ისინი ირწმუნებიან იმას, რომ ბიბლიის გაგებას თავად ვერავინ შესძლებს და საამისო ცოდნა მხოლოდ მათ გააჩნიათ. თავად კი ისე მოირგეს ბიბლიური მოძღვრება, როგორადაც აწყობდათ და ასე მოძღვრავენ საზოგადოებას. ამიტომაც არის მრავალი რელიგია და სექტა. თორემ ადამიანის შემქმნელი ღმერთი ერთია და მან განურჩევლად ყველა ადამიანისათვის ერთიდაიგივე კანონმდებლობა დააწესა.
სწორედ ღმერთის მიერ დაწესებული კანონების დამახინჯებით გავრცელებისა და მოსახლეობის მიერ მათი სწორად მიჩნევის საფუძველზე დგას ყველა მიზეზი იმ უბედურებებისა, რაც კაცობრიობას თავს გადახდა. ვინაიდან მისი ნაყოფი ჭეშმარიტებას აცდენილი რწმენის ჩამოყალიბებაა და რწმენა კი ის ფენომენია, რომლითაც განისაზღვრება ადამიანის ბედისწერის შექმნა; თანახმად კანონისა: „სანამ სხეულში ვსახლობთ, რწმენით ვიარებით და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7).
რაც შეეხება ბიბლიას. ბიბლია არის იმ კანონთა კრებულის მომცველი წიგნი, რომელი კანონებიც ადამიანებს დაწესებული აქვთ შემქმნელის მიერ დედამიწურ გარემოში საარსებო ინსტრუქციად (სიბრძნე ზირაქისა 24). ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ ბიბლიის კანონები განკუთვნილნი არიან ამქვეყნიური ცხოვრებისათვის და არანაირი საიქიოსა თუ სხვა რაღაც გარემოსათვის!!! აგრეთვე მოგახსენებთ იმასაც, რომ გარდა კანონებისა, რომელთაც ჩვენ ბიბლიურ სიბრძნეებს ვუწოდებთ, მასში ასახულია ის ისტორიები, რომელნიც წარმოადგენენ ფაქტობრივ მაგალითებს კანონთა შესრულება-არ შესრულების შედეგებისას. რაც წარმოდგენილია საიმისოდ, რომ ადამიანთათვის მისახვედრი იყოს ის, თუ როგორ პრინციპზე მუშაობს ღმერთის მიერ შექმნილი ის სამყარო, რომლის ბინადარიც ადამიანია.
თუ როგორ დაიწერა ბიბლია; უფრო სწორად ის წმინდა წერილები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა იგი – მასზე მოგახსენებთ შემდეგს: ადამიანი არის არსება, რომელიც წარმოდგება სულისა და სხეულის ნაერთის გამთლიანების შედეგად. ანუ ორის შერწყმით მიღებულია ერთარსობა. რაც თავისთავად ცხადია, რომ მათ შორის მჭიდრო კავშირის არსებობას საჭიროებს. რადგან თუკი ეს ასე არ იქნება და მათ შორის კავშირი დაირღვევა, ამას მათი ერთმანეთისგან განცალკავება მოჰყვება და ეს მდგომარეობა კი რაც არის, ყველასათვის ცნობილია. რადგან მას სიკვდილის დადგომა ჰქვია. ცხადია მისახვედრია ისიც, რომ ორის გაერთიანებით მიღებული გამთლიანება, თითოეულისაგან ურთიერთშეთანხმებულ ფუნქციონირებას გულისხმობს. ვინაიდან მათი ერთობით სიცოცხლეა მიღებული და სიცოცხლეში კი მოქმედება იგულისხმება. მოქმედება კი ენერგიის გარეშე შეუძლებელია! მაშასადამე სულიცა და სხეულიც ენერგიის მომხმარებელი და მწარმოებლები არიან. ხოლო ენერგია კი მართვას საჭიროებს. რაც ასეცაა! სულის პროგრამა გონებაა და სხეულისა კი აზროვნება. სული კოსმოსურ მიზიდულობასაა დაქვემდებარებული და სხეული კი დედამიწურს. ვინაიდან სულის ძალა კოსმოსში გადის, ამიტომაც ცხადია, რომ მას ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს სხეულის ძალაზე და ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ შორის მმართველობითი ფუნქცია სულს აკისრია. გამომდინარე იმ კანონზომიერებიდან, რომ სუსტი ვერასოდეს შესძლებს ძლიერის მართვას!!!
ახლა კი მთავარი რამ! კერძოდ პრინციპი, რომლითაც ეს სამყარო ფუნქციონირებს და ინარჩუნებს იმ სიმყარეს, რომლის ხილვაც ადამიანურ თვალთახედვასაც ძალუძს. ვგულისხმობ ყინულოვანი ცა მყარით შემოსაზღვრულ სივრცესა და მასში მოთავსებულ მის შემადგენელ ელემენტებს, რომელთაც ჩვენ ვარსკვლავებს, მზეს პლანეტებსა და მათ თანამგზავრებს ვუწოდებთ. ისინი რომ კანონზომიერად არ იმართებოდნენ, განა შესძლებდნენ იმ სიმყარის შენარჩუნებას, რომლითაც იმ გარემოს ქმნიან, რასაც მატერიალური სამყარო ჰქვია?! ცხადია ვერ შესძლებდნენ! ხოლო ამ კანონზომიერებას კი ენერგიის მატერიად გარდაქმნისა და პირიქით მატერიიდან ენერგიის მიღების პროცესი ასრულებს; და კანონზომიერულობა კი თავისთავად მართვას გულისხმობს.
მოდით ყოველივე ზემოთ თქმული წარმოვადგინოთ საყოველთაოდ გასაგებ ენაზე. რაც ამგვარად აღიწერება: ეს მატერიალური სამყარო, რომლის ერთ-ერთი ნაწილთაგანიც ჩვენ ვართ, იმართება იმ პროგრამით, რომელიც მას შემქმნელმა დაუწესა. ამიტომ მის შემადგენლობაში მყოფი ყოველი ნაწილი დაქვემდებარებულია იმ კანონზომიერებას, რომლითაც ეს სამყარო განიგება და ის კი საერთოა ყველასათვის. მხოლოდ განსხვავება იმაშია, რომ ყოველს თავის შემადგენლობის შესაბამისი ფუნქციის შესრულების უნარი აქვს მინიჭებული და მისი შესრულების აუცილებლობის ვალდებულება. რაც შეეხება მატერიალური სამყაროს განკარგვის პროგრამას, ჩვენთვის აღსაქმელად ის წარმოდგება მათემატიკური კანონების აღმსრულებელ სამყაროდ. რადგან თავად პროგრამა ფუნქციონირებს რიცხვების საშუალებით ჩატარებული გამოთვლების საფუძველზე. ხოლო მისი აღსრულება კი გეომეტრიული კანონმდებლობით ხორციელდება. სწორედ მისი ქვეპროგრამის მომცველია გონება. რომლის სეციფიკურობაც იმაში მდგომარეობს, რომ ის მომცველია ლექსიკონისა, რომლის შემქნელიც ქრისტეა ედემში და არა დედამიწაზე! რაც გულისხმობს გონების პროგრამის რიცხვულ-სიტყვიერი ლექსიკონის შექმნას. ამიტომაც მოიხსენიება იგი ბიბლიაში სიტყვადაც. ხოლო აზროვნების პროგრამა კი სიტყვიერი შემადგენლობისაა.
მაშასადამე როგორც მოგახსენეთ, გონებაა რიცხვულ-სიტყვიერი ლექსიკონის მომცველი პროგრამა და აზროვნება კი მხოლოდ სიტყვიერის. სულის ენერგია კი ბევრად ძლიერი არის სხეულისაზე და ამიტომაც მას აქვს დაკისრებული მმართველობითი ფუნქცია ორგანიზმში. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველივე ის, რაც კი რამ ადამიანს სჭირდება საარსებოდ, სულის პროგრამით ეძლევა მას. თუმცა გამომთხოვნი სხეულია და კანონი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) აღასრულებს მას. მაგრამ მოთხოვნას კი თავისი წესი აქვს და ამის გამო აზროვნება ვალდებული არის გონებას იმ ენაზე დაელაპარაკოს, რომლის მომცველიც ის ლექსიკონია ქრისტემ რომ შეადგინა. ამიტომ განვიხილავ იმას, თუ რას ეფუძნება გაგების ფენომენი. ადამიანი მხოლოდ იმას ხომ არ იგებს რასაც თვალით ხედავს? არამედ ისეთ რამეებსაც, რასაც ვერ ხედავს. რაც იმიტომ ხდება, რომ მასში ფუნქციონირებს სწორედ მათემატიკური წესებით შექმნილი პროგრამა: როცა ალგებრული გამოთვლა, გეომეტრიული სახით შეიძლება გამოისახოს. რადგან ამ დროს მოქმედ რიცხვებს გონების პროგრამაში შესატყვისი სიტყვები აქვს მიკუთვნებული, ამიტომაც უკვე ხდება სიტყვიერ-მოხაზულობითი სახეობრივი შერწყმის მიღება და ასე დაფიქსირება. რასაც ჩვენ წარმოსახვას ვუწოდებთ და როცა აზროვნება შესძლებს მასთან წვდომას, გაგებაც ეს არის. ხოლო რაც შეეხება აზროვნების მიწვდომას გონებასთან, ამას კი მისთვის სათანადო ენერგიის არსებობა სჭირდება, რომელიც სიყვარულის გრძნობისა და მისი თვისებათა სახით არსებობს ადამიანში. რომელი ენერგიის გამომუშავებასაც ის შესძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქნება იმ კანონების დამცველი, რომელნიც მას შემქმნელმა დაუწესა.
აი, ასე ურთიერთკავშირშია ყოველივე. გაგების უნარი, ეს სხვანაირად რომ ვთქვათ, ნიჭია. როცა მას აზროვნება მოიპოვებს და მისი მფლობელი გახდება. ცხადია, რომ მისი ეს მონაპოვარი მთელ სხეულს უნაწილდება. ვინაიდან აზროვნება ტვინის პროდუქტია და ტვინი კი მთელი სხეულის მმართველი. ხოლო ყოველივე ეს მიმდინარეობს ენერგიათა ცვლის ხარჯზე. რაც შეეხება ადამიანის ორგანიზმს, ის შექმნილია იმ პრინციპზე, რომ აზროვნების მიერ მოპოვებული არაფერი არ უნდა დაიკარგოს. ამიტომაც ფიქსირდება ყოველივე გენში და წინაპრისაგან მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავალს. რომელიც ფაქტიურად ხომ წინაპრის სხეულის გაგრძელებაა?! რადგან მის ნაყოფს წარმოადგენს! შემდეგის მოპოვებული კი ემატება და ისე გადაეცემა მომდევნოს. აი, ასე ხდება ნიჭთა ზრდა მანამ, სანამ იმ ზომას არ მიაღწევს, რაც ადამიანისათვის არის დადგენილი ნორმად. ხოლო მაშინ კი, უკვე საჭირო გახდება ძირეული ცვლილებების მოხდენა და კაცობრიობა სწორედ ასეთ დროში იმყოფება ახლა.
ცხადია მისახვედრია, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც ასე ორიოდ სიტყვით არ განიხილება. მე მხოლოდ ძალზედ ზოგადი და მოკლე მიმოხილვა გავაკეთე აქ. რადგან არის შეძენილი უნარებიც, რომლებიც მიღებულია არა მონაპოვარით, არამედ დანაკარგის შედეგად. ამიტომაც მონაპოვარს თავისი ნაყოფი მიეცემა და დანაკარს კი – თავისი. გარდა ამისა, ამ საკითხის ირგვლივ ბევრი რამაა განსახილველიც და ყურადსაღებიც. მაგრამ ახლა მასზე ვერ შევჩერდები და ვიმედოვნებ, რომ ამის საშუალება იქნება. აქ კი მხოლოდ ამას გაცნობებთ: ვინაიდან გონებიდან იმ წყალობის მიღება რასაც ნიჭი ჰქვია, მთლიანად კანონთა დაცვით ცხოვრებაზე არის დამოკიდებული – ამიტომაც ყოველ ეპოქაში იყვნენ ერთეული ადამიანები, რომელნიც ამ გზით ისეთ ნიჭებს იღებდნენ, რომ მათი ცოდნა დღესაც კი განცვიფრებას იწვევს. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ მათი დროინდელი საზოგადოება ასეთებს კარგად ღებულობდა. უფრო მეტიც! არათუ ღებულობდა, არამედ სდევნიდა და სიკვდილით დასჯის მაგალითებიც ყოფილა. სწორედ გონიერი ნიჭის მფლობელობით გახდა შესაძლებელი წმინდა წერილების შექმნა და ისინი კი იმ პიროვნებებმა შექმნეს, რომელთაც თავიანთი ცხოვრების წესით დაიმსახურეს იმ ხმის მოსმენა, რომლითაც გონებაში მყოფი იმ სიბრძნეების აღქმა შესძლეს, ღმერთმა კანონებად რომ დაუდგინა ადამიანებს; და მათაც ისინი წიგნის სახით შეუქმნეს მომავალ თაობებს. ეს პროცესი ისე ხორციელდებოდა, რასაც ჩვენ მუზის გადმოსვლას ვუწოდებთ. გონებიდან მოედინება სტრიქონები და ხელი კი მას სწერს. აზროვნება კი მხოლოდ მათი გამტარებელია. აი, ასეთია ბიბლიის შექმნის წყარო და ასე შეიქმნა „უფალია ჩვენი სიმართლეც“. ბიბლიის თაობაზე მოგახსენებთ იმასაც, რომ გარდა კანონებისა და მათი მოქმედების შედეგთა ამსახველი ისტორიებისა, მასში წარმოდგენილი არის წინასწარმეტყველებანიც. რომელიც შედგენილია გონების პროგრამის გათვლების ამოცნობის შედეგად. ამიტომ ისინი სრული სიზუსტით სრულდებიან იმ დროს დადგომისთანავე, რომელი დროც სათავისოდ მოზომილი აქვს ყველაფერს და ყოველივეს, სააღსრულებლო დროდ. სწორედ მისი ერთ-ერთი მტკიცებულებაც არის „უფალია ჩვენი სიმართლე“. რომელში გადმოცემული ცოდნაც ის არის, რაზედაც იესომ თქვა: „ახლა გელაპარაკებით იგავებით, მაგრამ მოვა დრო, როცა პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებო“ (იოანე 16-25). ამასთანავე იგი არის აღსრულებაც იმ წინასწარმეტყველებისა, რომელიც იერემიას (23-5,6)-ით არის წარმოდგენილი.
როგორც ბიბლია იუწყება, მასში გაცხადებული წინასწარმეტყველებათა აღსრულების ზუსტი ცოდნის დადგომის გამომცნობი ამ სამყაროს ვერცერთი ბინადარი ვერ არის – თვით ანგელოზნიც კი (მათე 24-36). თუმცა მათი აღსრულების მოახლოების გამოცნობა კი შესაძლებელი არის იმ ნიშნების შედეგად, რომელნიც აღსასრულებლად წინმსწრები ნიშნები არიან და მათი სწორად აღქმის ნიჭი კი მიცემული აქვს მას, ვისაც ღმერთი აირჩევს და სათანადო ცოდნასაც უბოძებს. რაზედაც იუწყება კიდეც ბიბლია შემდეგი ცნობით: „წიგნიერი სიბრძნის შეძენას, მოცალეობის ხესაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისგან თავისუფალი გახდება ბრძენი. როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერია პირზე? კვლების გაყვანაა მისი საფიქრალი და საზრუნავი კი, ხბორების საკვები. ასევე არის ყველა ხუროთმოძღვარი და ხურო. მათი საფიქრალი გამოსახულების დამსგავსებაა და ცდილობენ, რომ დროზე დაასრულონ საქმე. ასევეა მჭედელიც, გრდემლთან მჯდომარე და რკინის ნაკეთობაზე ჩაფიქრებული. მისი საფიქრალი ნაკეთობის დასრულებაა და ცდილობს სრულყოფილად შეამკოს იგი. ასევეა მექოთნეც. ხელით სახეს აძლევს თიხას, ფიქრად აქვს გაასრულოს მოჭიქვა. ყოველ მათგანს თავისი ხელების იმედი აქვს და თითოეული ბრძენია თავის საქმეში. მათ გარეშე ვერ აშენდება ქალაქი და არც ხალხი არ დასახლდება და არ იცხოვრებს. მაგრამ მათ არ უხმობენ სახალხო საბჭოზე და არც კრებაზე. არც მსაჯულების სავარძელში სხედან და არც მსჯავრის გამოტანაზე მსჯელობენ. მაგრამ ის, ვინც თავს შესწირავს უზენაესის რჯულის შესწავლას, გამოიძიებს წინაპართა სიბრძნეს და წინასწარმეტყველებაში გაიწაფება, მხოლოდ ის შეითვისებს სახელოვან კაცთა ანდრეზებს და იგავთა ნართაულებს ჩაწვდება. გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს გამოიცნობს. დიდებულთა შორის იმსახურებს და წინამძღოლის წინაშე წარსდგება. იმოგზაურებს უცხო ტომთა ქვეყნებში. რადგანაც გამოცდილი აქვს სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანთა შორის. თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის, ვინც შექმნა იგი. რათა ილოცოს უზენაესის წინაშე. რომ სავედრებლად გახსნას პირი და ცოდვათა მიტევება შესთხოვოს. თუკი დიდებული უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით. გადმოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს. კეთილად წარმართავს თავის აზროვნებასა და გონებას და შეიმეცნებს უფლის საიდუმლოებებს. წარმოაჩენს თავისი დამმოძღვრის ხელოვნებას და უფლის აღთქმის რჯულით იამაყებს“(სიბრძნე ზირაქის 39-1/9). ხოლო რაც შეეხება იმ ცოდნას, რომელზედაც ამ კანონშია საუბარი, ცხადია ჭეშმარიტია და ამიტომაც გარდაუვალია მისი შესრულება!!! რადგანაც ამის მომსწრე ყველა იქნება, ამიტომ მასზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და აქ წარმოვადგენ იმ წინასწარმეტყველებებს, რომელთა აღსრულებასაც ძალიან მალე ექნება ადგილი იმ ნიშანთა მოქმედებებიდან გამომდინარე, რომელნიც მათი სააღსრულებლად წინმსწრებ ნიშნებად არიან დადგენილნი შემქმნელის მიერ. რაც შეეხება იმას, თუ საიდან ვიგებ ამას, მასზე გეტყვით შემდეგს: ჰკითხეთ მხატვარს, როგორ შეუძლია მას ხატვა? ანდა მუსიკოსს, როგორ ქმნის მუსიკას? ანდა პოეტს, როგორ თხზავს ლექსს? ცხადია ისინი გიპასუხებენ იმას, რომ მათ საამისო ნიჭი აქვთ მიცემული და ამიტომაც მათთვის სრულებითაც არ არის რთული იმ საქმის შესრულება, რასაც ასრულებენ. აი, სწორედ მაგასვე გიპასუხებთ მეც. ვფიქრობ, მეტი კომენტარი ზედმეტია.
ახლა კი, მინდა ბიბლიის ის წინასწარმეტყველებანი წარმოგიდგინოთ, რომელთა აღსრულების პერიოდის მოახლოებასაც აქვს ადგილი იმ ნიშნების საფუძველზე, რომელნიც მათი აღსრულების წინმსწრებ ნიშნებად არიან მიჩნეული გონების კანონზომიერული შეფასების მიერ. აი ისინიც:
„სიონის ასულო! მე ხომ გამსინჯველად განგაწესე ჩემს ერში – სიმაგრედ, რომ შეიცნო და გასინჯო მათი გზა“ (იერემია 6-26,27). „უფლის რჩეულო! მისი ერის სახლის გუშაგად ხარ დაყენებული. ამიტომ ღვთის პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ“ (ეზეკიელი 33-7). მაგრამ უფალი ამბობს: რომ „მესმის ჩემი ერის ასულის ქვითინის ხმა შორეული ქვეყნიდან. განა არ უნდა იყოს უფალი სიონში და მისი მეფე იქ? რატომ გამაბრაზეს თავისი კერპებით? ჩემი ერის ასულის შეზღუდვით ხომ მეც შევიზღუდე?“ (იერემია 8-19/21). რამეთუ „უფლის რჩეული ერისათვის ხომ დადგენილია, რომ უნდა დაიცვან და შეასრულონ ყველაფერი ისე, როგორც ღმერთის მიერ არის დადგენილი კანონად?! მაგრამ თუ გადავლენ მათ და ღვთის მსახურებას დაარქმევენ თავისგან დაწესებულ წესებს და აღასრულებენ მათ, მაშინ ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს“ (იესო ნავეს ძე 23-16). ხოლო „რადგან ამ ერის ხალხი არ იგებენ უფლის სიტყვას და არ ასრულებენ მისგან დადგენილ წესებს. ამიტომაც მცირედნი დარჩებიან მრავალთაგან. დაიფანტებიან ყველა ხალხში და ემსახურებიან მათ. თუმცა ვერც იქ დამკვიდრდებიან“ (II რჯული 28-62,64). „უფალი ამბობს: რომ ჩემმა ერმა მთავრები დაისვა ჩემს დაუკითხავად. მეუფე დაისვეს უნებართვოდ. თავიანთი ოქრო-ვერცხლი გაიკეთეს კერპებად თავის დასაღუპავად. ამიტომ აღიგზნო ჩემი რისხვა მათ მიმართ. რადგან ქარს სთესენ – ქარიშხალს მოიმკიან. მათი დათესილი მცენარე მარცვალს ვერ გაიკეთებს და თუკი გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ“ (ოსია 8-4,7). „მეამბოხე ხალხი არის ეს ცრუ გენი. მათ არ სურთ ჭეშმარიტების მოსმენა და ეუბნებიან წინასწარმეტყველს, რომ ნუ გვიწინასწარმეტყველებ სიმართლესო. არამედ რამე საამებელი და სამხიარულო გვითხარიო. განდექი სიმართლის გზიდან და მოგვასვენეო“ (ესაია 30-9). მათზე ასე თქვა უფალმა: „მომიახლოვდა ეს ხალხი თავისი პირით და ბაგით მცემს პატივს. მაგრამ მათი გული კი შორს არის ჩემგან. მათი მოშიშობა ჩემს წინაშე ადამიანთა ნასწავლ მცნებად იქცა. ამიტომ კვლავ გავაოცებ ამ ხალხს გასაოცარი საოცრებებით და დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და დაიმალება გონიერთა გონება“ (ესაია 25-13,14). „ამ ერიდან ყველანი მრუშები არიან, მოღალატეთა კრებული. სიმართლისათვის კი არ გამაგრდნენ ქვეყანაზე, არამედ ბოროტებაზე ბოროტებას სჩადიან და მე უფალს, არ მცნობენ. ამიტომ მოერიდეთ თითოეული თავის მოყვასს და ნურც საკუთარ და-ძმას ენდობით. რადგან ყოველი მათგანი მზაკვრობს და ყოველი მოყვასი ცილისწამებას ავრცელებს. ყოველი თავის მოყვასს დასცინის. მიაჩვიეს თავიანთი ენა სიცრუეს და გადაიღალნენ უსამართლობით. სიცრუის გამო უარს ამბობენ ჩემს ცნობაზე. ამიტომაც მე გამოვადნობ და გამოვცდი მათ. სხვა რა ვქნა ჩემი ერის ასულისათვის?! მათი ენა ბასრი ისარია და მზაკვრობას ლაპარაკობენ. პირით მშვიდობას ეუბნებიან თავიანთ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ. განა ამის გამო არ უნდა დავსაჯო ისინი?! განა ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული?! ვინ არის ის ბრძენი ეს რომ გაიგოს: რისთვის დაიღუპა ქვეყანა და აოხრდა როგორც უხალხო უდაბნო? ამიტომაც მე ვაჭმევ მათ აბზინდას და ვასმევ შხამიან წყალს, გავფანტავ ხალხებში და მახვილს მივადევნებ უკან. ვინაიდან მე მესმის ხმა სიონიდან, რომ დავტოვეთ ჩვენი ქვეყანა, რადგანაც გამოგვყარეს ჩვენი საცხოვრებლებიდანო“ (იერემია 9-2/19).
„ასე ამბობს უფალი: ქალაქო! თავის შიგნით სისხლის დამღვრელო, რათა მოვიდეს შენი ჟამი; და თავისთვის კერპების გამკეთებელო, რათა შეიბილწო. სისხლით, რომელიც დაღვარე – დადანაშაულდი და შენი კერპებით, რომელიც გაიკეთე – შეიბილწე. რითაც მოიახლოვე შენი აღსასრულის დღეები და მიხვედი შენს წლებამდე. ამის გამო გადაგცემ შესარცხვენად ხალხებს და დასაცინად ყველა ქვეყანას. მთავარნი თითოეული თავისი ძალით იყო შენში, რათა დაეღვარათ სისხლი. მამას და დედას არად აგდებდნენ შენში. ერთი თავის მოყვანილ ცოლთან სჩადიოდა სისაძაგლეს, მეორე კი თავის რძალს ბილწავდა გარყვნილებით. სხვა – თავის დას, თავის მამის შვილს ხდიდა ნამუსს. ქრთამს იღებდნენ შენში, რათა დაეღვარათ სისხლი. ვახშსა და სარგებელს იღებდნენ და ძალით ართმევდნენ თავის მოყვასს. მე კი დამივიწყეს. ამიტომ ხელი ხელს შემოვკარი შენი ანგარების გამო, რომელიც ჩაიდინე და იმ სისხლის გამო, რომელიც დაიღვარა შენში. გაუძლებს კი შენი გული, ანდა მტკიცე იქნება იმ დღეებისათვის, როცა გაგისწორდები?! მე უფალმა ვთქვი და გავაკეთებ! გაგფანტავ ხალხებში და გაგაბნევ ქვეყნებში და მოვსპობ შენს სიბილწეს. შეიბღალები ხალხების თვალწინ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი“ (ეზეკიელი 22-3/16). „შენ ხარ ქვეყანა განუწმედელი. წვიმით დაუნამავი რისხვის დღეს. შენს წინასწარმეტყველთა შეთქმულებაა შენს შიგნით. სულს ჭამენ, ქონება და ძვირფასეულობა მიაქვთ. ქვრივები მრავლდებიან შენში. მღვდლები ჩემს რჯულს აყალბებენ და სიწმინდეებს ბღალავენ. წმინდას და უწმინდურს ვერ არჩევენ. მთავრები როგორც მგლები, გლეჯავენ ნადავლს სისხლის დასაღვრელად და სულების დასაღუპად, რათა მოიხვეჭონ ანგარება. წინასწარმეტყველნი აბათქაშებენ მათ ამაო ხილვებით და უმკითხავებენ სიცრუეს. ამბობენ: „ასე თქვა უფალმაო“. უფალს კი არ უთქვამს! ამ ქვეყანაში ერი ჩაგრავდა და ძარცვავდა ღარიბს. ღატაკს ატყუებდა და უსამართლოდ ავიწროებდა მდგმურს. მე ვეძიე მათში კაცის ღობის მომღობავი და ჩემს წინაშე ნანგრევებზე მდგომი ამ ქვეყნის გულისათვის, რათა არ დამეღუპა იგი. მაგრამ ვერ ვპოვე. ამიტომ გადმოვღვრი მათზე ჩემს ბრაზს და ჩემი მძვინვარების ცეცხლში გავწყვეტ მათ. მათ ნამოქმედარს თავზევე მივაქცევ“ (ეზეკიელი 22-24/31).
„თქვენ კი ისმინეთ ღვთის სიტყვა, შემომსვლელნო უფლის კარიბჭეებში. გამოასწორეთ თქვენი გზები და მოქმედებანი. ნუ ხართ დაიმედებულნი ცრუ სიტყვებზე, რომ ამბობენ: „უფლის ტაძარია ესო“. მაგრამ თუკი გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს ქმედებებს, იქმთ სამართალსა და უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით ამ ადგილას; მაშინ უფალი ღმერთი დაგასახლებთ იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს მისცა უკუნითი უკუნისამდე“ (იერემია 7-1/7). რამეთუ „უფლის ერში მოიპოვებიან ბოროტეულნი. თავწახრით არიან ჩასაფრებულნი და დგამენ ხაფანგებს, რათა შეიპყრონ ადამიანები. მათი სახლი სავსეა სიცრუით. ამიტომ განდიდნენ და გამდიდრდნენ ისინი. დასუქდნენ, დასქელდნენ, გადააჭარბეს ბოროტების საქმეში. სამართალს არ არჩევენ, რათა ავტორიტეტულნი იყონ და ღარიბის უფლებას არ იცავენ. განა უფალი ამის გამო არ დასჯის მათ? საშინელება ხდება ქვეყანაზე. წინასწარმეტყველნი ტყუილს წინასწარმეტყველებენ და მღვდლები ბატონობენ მათი ხელით. უფლის ერს კი უყვართ ეს. მაგრამ რას იზამენ საბოლოოდ?!“ (იერემია 5-26/31). „ამიტომ ასე თქვა უფალმა: ის ქალაქი უნდა დაისაჯოს. რადგან მხოლოდ ძალადობა არის მის გულში. როგორადაც ჭა ამოანთხევს წყალს, ისე ამოანთხევს იგი თავის სიბოროტეს. ძარცვა და ძალმომრეობა ისმის მასში. სჯობს შეიგნოს მანამ, სანამ ზურგს შეაქცევს ჩემი სული და სანამ აქცევს უდაბნოდ და უკაცრიელ ქვეყანად“ (იერემია 6-6/8). „გავიწვდი ჩემს ხელს ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე და მათი სახლები სხვებს გადაეცემათ. რადგან პატარიდან დიდამდე ყველანი ანგარებით არიან შეპყრობილი და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე, ყველა ტყუილის მოქმედნია. ჩემი ხალხის ჭრილობას კი ადვილად კურნავენ, რომ ამბობენ: მშვიდობა, მშვიდობაო. მაგრამ სინამდვილეში არ არის მშვიდობა. რცხვენიათ კი, რომ სისაძაგლეს სჩადიან? არა, არ რცხვენიათ და არც აუგი იციან. ამიტომ დაეცემიან ისინი დაცემულთა შორის. იმ დროს კი როცა მოვიკითხავ მათ, წაბორძიკდებიან“ (იერემია 6-12/15).
„ისმინეთ ხალხებო და დედამიწავ! მე უფალი, მოვიტან უბედურებას ამ ხალხთან – ნაყოფს მათი განზრახვისას. რადგან ჩემს სიტყვებს არ დაუგდეს ყური და ჩემს მიერ დაწესებული კანონები არაფრად ჩააგდეს“ (იერემია 6-18,19). „ავაზაკთა ბუნაგად აქციეს ის სახლი, რომელსაც ჩემს სახლად იწოდება“ (იერემია 7-11). „შენ კი, ჩემო რჩეულო! კი ეტყვი მათ ჩემს სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ. მოუხმობ და არ გიპასუხებენ. ამიტომ უთხარი მათ: რომ ესაა ხალხი, რომელთაც არ ისმინა უფლის ხმა და არ მიიღო დარიგება. დაიკარგა მათში ჭეშმარიტება და ამოიკვეთა მათი ბაგეებიდან. რის გამოც უფალმა მიატოვა ისინი. რადგან ბოროტს სჩადიან. თავიანთი სისაძაგლე კერპები დაიწყვეს სახლში, რომელიც უფლის სახლად იწოდება. ამიტომ შეწყდება იქ მხიარულებისა და ლხინის ხმა და უხალხო უდაბნოდ იქცევა ეს ქვეყანა“ (იერემია 7-25/34). „ადამიანების გამწირველები არიან და კერპებს კი ეთაყვანებიან“ (ოსია 13-2). „ჩემო რჩეულო! ამიტომ ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის. ნუ აამაღლებ მათთვის ვედრებასა და ლოცვას და ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ. ვერა ხედავ რას აკეთებენ ისინი თავიანთ ქალაქებსა და ქუჩებში?! ამიტომ ამ ადგილზე ჩემი რისხვა და გულისწყრომა გადმოინთხევა, ამ ადამიანებზე და პირუტყვზე, ხეებსა და მიწის ნაყოფზე. გაღვივდება და არ ჩაქრება“ (იერემია 7-16/20). „ვინაიდან მოვისმინე რასაც ამბობენ წინასწარმეტყველნი. ცრუწინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით და ამბობენ: „მე დამესიზმრა. მე ხილვა ვნახე“. ისინი ცდილობენ დაავიწყონ ჩემს ხალხს ჩემი სახელი თავიანთი სიზმრებითა და ხილვებით. რომელმა მათგანმაც სიზმარი ნახა, მოუთხრო ყველას იგი. მაგრამ ვისთანაა ჩემი სიტყვა? თქვას მაშინ ჩემი ჭეშმარიტი სიტყვა! სად ბზე და სად ხორბალი?! ჩემი სიტყვა ხომ ცეცხლივითაა და ჩაქუჩივით ამტვრევს კლდეს. ამიტომ მე ვარ მესიზმრე-მეხილვეთა წინააღმდეგი. ისინი ჩემი სიტყვის მპარავები არიან. მე ვარ მათი წინააღმდეგი! რამეთუ თავის ენას იყენებენ და ამბობენ: „მან თქვა“. მე ვარ სიზმრის ამხსნელთა წინააღმდეგი. რომელნიც მოუთხრობენ და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და თავქარიანობით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი და არც რაიმე სარგებელი მოაქვთ მათ, არამედ მხოლოდ ცუდი რამ. ხოლო თუ იკითხავს ერი: რა არის უფლის ტვირთი? პასუხი ასეთია: რა ტვირთი?! უფალმა მიგატოვათ თქვენ და წინასწარმეტყველთ, მღვდელს ან ერს, რომელიც იტყვის უფლისგან ვართო – დავსჯი. უფლის ტვირთი აღარავინ ახსენოს! რადგან თქვენ დაამახინჯეთ ცოცხალი ღმერთის სიტყვები. მაგრამ რადგან თქვენ ამბობთ ამ სიტყვებს, ამიტომ უფალი გტოვებთ თქვენ, თქვენს ქვეყანას და მოგაწევთ სამუდამო შერცხვენას, რომელიც არ დაივიწყება“ (იერემია 23-21/40). „აჰა, დადგა განკითხვის დღეები. დადგა ნაცვალგების დღეები. განა სულელი იყო ჩემგან მოვლენილი წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის ადამიანი, თქვენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა?!“ (ოსია 9-7). ამრიგად იცოდეთ: „არ შებრუნდება უფლის მძვინვარება, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავის გულის ზრახვებს. ხოლო თქვენ კი, უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას“ (იერემია 30-24).
აი, ეს წინასწარმეტყველებანი დგას უკვე აღსრულებაში. როგორც ხედავთ, უფალი აცხადებს, რომ მან სიონის ასული განაწესა თავის ერის მსაჯულად. რისთვისაც აღჭურვა იმ ცოდნით, რომ ჭეშმარიტი სიმართლე და სამართალი გაეცხადებინა საქვეყნოდ. რაც უკვე აღსრულდა კიდეც და „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელით გამოცხადებულია ის ჭეშმარიტება, რომელიც დაფარული იყო ადამიანთათვის საუკუნეების მანძილზე (III ეზრა 6-28). ამასთანავე მან ყოველივე აცნობა უფალს რაც იხილა და რაც მოისმინა. ცხადია ყოველივე ზუსტად ისე აღსრულდა, როგორც ნაწინასწარმეტყველებია და ხალხმაც არც ღმერთის მიერ მოვლენილი და არც მისგან გაცხადებული ცოდნა არ მიიღო. მაგრამ სატანისაგან მოვლენილს, უფლის სიტყვის მპარავ მესიზმრე-მეხილვეს კი ეთაყვანებიან. ამიტომაც ეუბნება უფალი სიონის ასულს, რომ ნუღარ გაირჯება ამ ხალხისთვის. რადგან ისინი უკვე გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს და ამისათვის კი მხოლოდ ღვთის რისხვის სასჯელებია დაწესებული.