გაზიარება

დროულობის საზღაური

სიმართლეს აქვს ერთი ასეთი თვისება: რაც დროულად იქნება გამჟღავნებული, მით მცირედი იქნება იმ სიცრუით მომკილი უსიამოვნო შედეგები, რომლითაც ეს სიმართლე იყო გადაფარული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის დროულად გაცხადება, თუგინდ ის არასასიამოვნოც იყოს. რამეთუ სიმართლე მაინც ყოველთვის აღსრულდება ფაქტებად, მიუხედავად მისი წინასწარ გამჟღავნებისა თუ არ გამჟღავნებისა. მაგრამ განსხვავება მის შეცნობადობა – შეუცნობლობას შორის ის არის, რომ სიმართლის წინასწარ არ ცოდნის შემთხვევაში, მისი აღსრულების ფაქტებთან შეჯახებას თან ახლავს ელდის მაგვარი ეფექტი. რაც ყოველთვის არასასურველ შედეგებს იძლევა და არცთუ იშვიათად ფატალური მდგომარეობამდე მისვლითაც კი მთავრდება. ამიტომაც არ ვერიდები იმ სიმართლეთა გაცხადებას, რომელთა გამხელაც მართალია ძალიან მიმძიმს. მაგრამ მათი აღსრულების დრო მოახლოებული რომ არ იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არც ჩემთვის იქნებოდა ცნობილი; თანახმად კანონისა: „ისე არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ წინასწარ არ აცნობებს თავის წინასწარმეტყველს“ (ამოსი 3-7). ამასთანავე ბიბლიის საშუალებით დავამოწმებ იმის საფუძვლიანობას, რომელი სიმართლის გაცხადებასაც აქ ექნება ადგილი და საამისოდ გაცნობებთ შემდეგს:

 უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ იმას, რომ ბიბლიის ცნობათა თანახმად, შეუძლებელია რაიმე მოვლენის მოხდენის ზუსტი თარიღის ცოდნა არათუ ადამიანთაგან ვინმესათვის, არამედ თვით ანგელოზებისათვისაც კი და იგი მხოლოდ ღმერთისათვის არის ცნობილი (მათე 24-36). ცხადია ეს ასეა! მაგრამ ბიბლიაში არის ცნობა იმის შესახებაც, რომ ღმერთი იძლევა მინიშნებებს კანონის ფაქტებად აღსრულების წინ და თანაც თავის რჩეულს აძლევს იმის ცოდნას, რომ იგრძნოს და მიხვდეს კონკრეტული მოვლენის მოხდენის მოახლოება; თანახმად კანონისა: „როცა ლეღვის რტოები დარბილდება და შეიფოთლება – ცხადია, რომ ახლოა ზაფხული“ (მარკოზი 13-28).

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ასეთია: ნამდვილად მე ვარ ის პიროვნება, ვინც შეარჩია უფალმა იმ ჭეშმარიტი სიმართლის გასაცხადებლად, საუკუნეების მაძილზე რომ იყო დაფარული? ამ კითხვაზე პასუხს იძლევა ის ფაქტი, საქვეყნოდ გამოსამჟღავნებლად დაშვებული ჯერ რაც არის და იგი „უფალია ჩვენი სიმართლით“ გაცხადებულ ინფორმაციას წარმოადგენს. რომელიც წლებია უკვე საქვეყნოდ ცხადდება. მას თან გამოქვეყნების თარიღიც აწერია და ვინც ეცნობა მისთვის უკვე ცნობილია, რომ მასში წარმოდგენილი წინასწარმეტყველური ცნობების აღსრულება რეალურად ხდება და ცოდნაც ფაქტებით დასტურდება. რაც ყოველთვის ასეც გაგრძელდება და მოგახსენებთ იმასაც, რომ არც არაფერი დარჩება აღუსრულებელი იმ ინფორმაციისა, რაც მასშია გადმოცემული!!!

ახლა კი გადავალ უშუალოდ იმ საკითხზე, რომელიც ამჟამინდელ დროს ეხება და რომლის თაობაზეც ბიბლია ასეთი ცნობას იძლევა: „ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა“ (II თესალონიკელთა 2-3). ურჯულოების კაცი ანუ ანტიქრისტე ვინც არის, ეს ჩემთვის ცნობილია. მაგრამ როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, განდგომილების დასრულების დრომდე მისი ამომცნობი ვერ არის სრულიად მსოფლიო საზოგადოება. რომელი განდგომილებაც უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს და აი უკვე მოაღწია სასრულ ფაზამდეც. თუმცა ყოველივე ეს აშკარად ხდება, მაგრამ მისი მიმხვედრი ვერ არის ვერავინ იმ შედეგების გამო, რა ღონისძიებანიც გაატარა სატანამ საუკუნეების მანძილზე ადამიანთა ცნობიერების მიმართ. რითაც გონება იმ დონეზე მიუძინა ხალხს, რომ რეალობის აღქმის უნარი დააკარგვინა. ამიტომ ადამიანებს სანამ თავს ფაქტებად არ დაატყდებათ შედეგები, მანამ ვერ ხვდებიან იმას, რაც ხდება. თუმცა ფაქტთა გამოწვევის მიზეზების სათანადო ანალიზს მაინც ვერ აკეთებენ და თანდათან უფრო და უფრო უმართავი ხდება მათთვის პროცესები. ამასთანავე იზრდება მოვლენათა სიმძლავრეც, სიხშირეც და მასშტაბურობაც. აქვე დავძენ იმასაც, რომ სამწუხაროდ მდგომარეობა გაცილებით იმაზე მეტად სავალალო არის, ვიდრე ამის წარმოდგენის შემძლეობის უნარი გააჩნიათ ადამიანებს. ამიტომაც მიზანშეწონილად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რაც ძალიან ეშლება ქართულ ენაზე მეტყველ ერს. ხოლო მასზე თუ რატომ ვამახვილებ ყურადღებას, ეს არაერთხელ განმიცხადებია და ახლა კვლავ გავიმეორებ მას ძალიან მოკლედ:

ქართულ ენაზე მეტყველ ერშია ის ნატამალი, რომელთა წევრებსაც მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები (რომაელთა 3-1,2). რის გამოც კაცობრიობის გადარჩენის მისიის მტვირთველები ისინი არიან. როგორც ეს გაცხადებული მაქვს კიდეც, ბიბლია ადრე მათ იუდეველებს უწოდებდა. ახლა კი სიონელებად მოიხსენიებს და ამჟამინდელ პერიოდზე კი იუწყება იმას, რომ სიონის სიმდაბლე ზღვარს არის გადასული. რაზედაც გაცნობებთ: რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფნაზე ძალიან დიდი სასჯელები არის განკუთვნილი. მოგახსენებთ იმასაც, რომ სამყაროს კანონზომიერებათა თანახმად, ბედისწერით გამოტანილი სასჯელის კატეგორიის შეცვლა შეუძლებელია. მაგრამ შესაძლებელია კატეგორიის ხარისხის დამდაბლება და სწორედ ეს შეღავათი იქნა ამოქმედებული ამ ერის ბედში იმიტომ, რომ მისი წევრისაგან მოხდა აღსრულება კანონისა: „გაიმარჯვა ლომმმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა; რათა გახსნას წიგნი და მისი 7 ბეჭედი“ (გამოცხადება 5-5). თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს, ავხსნი მას:

ამჟამად ყველასათვის ხელმისაწვდომი არის იმის ცოდნა, თუ მსოფლიოში რაც ხდება: ომები, ტერორისტული აქტები, მსხვერპლიანობით მიმდინარე უბედური შემთხვევები, გახშირებული ვულკანთა ამოფრქვევები, ძლიერი მიწისძვრები, მეწყერები, წყალდიდობები, ქარიშხლები და ჩამოთვლილ მოვლენათა სიძლიერეც დღითიდღე უფროდაუფრო მატულობს. რასაც ცხადია მოყვება მსხვერპლიანობის ზრდაც. მართალია საქართველოშიაც ხდება ანალოგიური მოვლენები, მაგრამ მისი საფუძვლის მოტივი განსხვავებულია სხვა დანარჩენისაგან და ის გაფრთხილების კატეგორიად არის შეფასებული სამყარული კანონმდებლობის პროგრამით. ხოლო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ კი არმაგედონის შედეგთა გამოვლინებები ხდება. სამწუხაროდ ისევე როგორც სხვა ყოველივე, ეს პროცესიც ვერ არის გაანალიზებული ქართველთა მიერ და ამას ასე ხსნიან: რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ღმერთი გვიცავსო. ხოლო ასეთი არასწორი ახსნა კი კიდევ უფრო ამძიმებს იმ სასჯელებს, რაც განკუთვნილია იმ ერის უგონობის გამო, „ვისაც მეტი მიეცა და ამიტომაც მეტი მოეკითხება“ (ლუკა 12-48). ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია ხმამაღლა განვაცხადო ის, რაც ყოველივე ამას მოყვება და თანაც ძალიან მალე!!! რამეთუ „სხვათათვის დაფარული, ჩემთვის ცნობილია“ (კოლოსელთა 1-26) და ცხადია არ მეპატიება მისი არ მხილება. ვინაიდან სხვა დანარჩენ კატასტროფულ სიტუაციებზე რომ არაფერი ითქვას, მასზე გაჩუმება არ შეიძლება. რადგან საქმე ჯანმრთელობის სფეროს ეხება და ის აუცილებლად შეეხება განურჩევლად ყველას!!! რომელი პროცესიც გამოიხატება ბიბლიური ტერმინ „სახსართა შემუსვრით“. ხოლო ჩვენთვის გასაგებად კი სახსართა ჩაკეტვით. თუ რა მოვლენაა ეს და რატომ მოხდება, ავხსნი მას:

იგი აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ სახსართა შემუსვრაა თავიდათავი იმ პროცესისა, რაც სიბერეს და დაუძლურებას იწვევს. მართალია ის ხდება ყველა ადამიანში, მაგრამ პროცესი ნელ-ნელა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს. თუმცა სამწუხაროდ, ამჟამად ადგილი ექნება ამ პროცესის ძალიან სწრაფ დროში განხორციელებას. თუ რატომ?! მოგახსენებთ მის შესახებ: ბიბლია იძლევა ცნობას, რომ „ღმერთმა სატანას დრო მისცა სამოქმედოთ“ (13-5). რომელი დროის დასასრულზეც ასევე იუწყება იმას, რომ იგი დამთავრდება ანტიქრისტეს ამ ქვეყნიდან გაყვანით. ვინაიდან კაცის სახიერ და ეშმაკის სულიან არსებაზე არის საუბარი. ამიტომ ცხადია, რომ მისი ძალა სცდება ადამიანურს და როცა კი მისი სული განშორდება სხეულს, იგი თავისკენ მიიზიდავს ყველა მისი ძალის დაქვემდებარებაში მყოფს. რომელ მიზიდულობასაც თავს ვერ დააღწევენ ისინი, ვინც ამ ძალის ძალოვანნი არიან. ხოლო ვისშიაც მისი წილი მცირედი არის, ისინი კი ეცდებიან სიცოცხლის შენარჩუნებას. მოგახსენებთ იმასაც: რომ ჯერ ერთი, ხსენებული პროცესი საკმაოდ რთული გადასალახავია და შემდეგ კი ასევე ადვილი არ არის გამოთავისუფლებულ ნაწილში ღვთიური ძალის შესვლაც. ვინაიდან უცოდველი ადამიანთაგან არავინ არის. ამიტომ ჩადენილი ცოდვის სანაცვლოდ, სატანური ძალის წილი ყოველ ადამიანში არის მეტ-ნაკლები სახით. ხოლო ამ ძალის მახასიათებელი კი ის არის, რომ სახსრებს მუსრავს – ანუ აშრობს იმ სითხეს, რომელიც სახსართა სამოძრაოდაა საჭირო. ამიტომ როცა ხსენებული მიზიდულობის ფონზე მოხდება სატანური ძალის წილი გასვლა სხეულიდან, მის შესატყვის დონეზე სწრაფად მოხდება სახსართა შემუსვრა. რის შემდეგაც გზა დაეთმობა ღვთიური ძალის შემოდინებას. იგი დაიწყებს სხეულში აქტიურობას და აუცილებლად ეცდება სახსართა ჩაკეტილ ნაწილთა გახსნას. რომელი პროცესის განხორციელებაც თუკი ნელ-ნელა და ეტაპობრივად არ განხორციელდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუსაძლისი ტკივილებით წარიმართება. გაცნობებთ იმასაც, რომ მედიცინა უძლურია ამ პროცესის მიმართ და ვერანაირი სახის გამაყუჩებელი საშუალება ვერ გამოდგება ამ ტკივილის დასაამებლად. გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია და ის ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობასა და მისით მოქმედებას გულისხმობს. იმასაც დავძენ, რომ ჩემთვის ცნობილია იმის შესახებაც, რომ ახლა ამის დამჯერი ერთეული პიროვნებანი თუ იქნებიან მხოლოდ. მაგრამ ისიც ცნობილი არის ჩემთვის, რომ როცა ფაქტებად აღსრულება დაიწყება, მაშინ ყველა დაუწყებს ძებნას გამოსავალის პოვნას. სწორედ ამიტომაც ვაცხადებ იმ ცოდნას, რომლის გამოყენების გარეშეც ვერავინ შესძლებს გამკლავებას იმ პროცესთან, რომლის დადგომაც გარდაუვალია!!!

ხოლო რაც შეეხება იმათ, ვინც სატანური ძალის მიზიდულობას ვერ გაუმკლავდება და ამიტომაც თან გაჰყვება თავიანთ მბრძანებელს. მათი წასვლა მეტად შოკისმომგვრელი ფორმით მოხდება. რაც თავის მხრივ, გაფრთხილების ერთ-ერთი და ალბათ საბოლოო სახეობაც იქნება კიდეც. რადგანაც შეუძლებელია იმ ფაქტების მხილველმა ვინმემ, უარის თქმა გაბედოს ჭეშმარიტი ცოდნის მიღებაზე.