დროის რა ჟამია ახლა
ეს სამყარო რომ უკვე დაბერდა და არსებობის დასასრულს მიუახლოვდა, დღეს ამაზე ფიქრი მრავალ ადამიანს აწუხებს. თუმცა არის სხვაგვარად მოაზროვნეთა სიმრავლეც; რომელთაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ადრე იყო და რომ ეს სამყაროც მარადიულია. რომელია ამ ორ აზრს შორის ჭეშმარიტი, ეს იცის მხოლოდ ამ სამყაროს შემოქმედმა. რომელიც აცხადებს იმას, რომ ის მხოლოდ მას აძლევს ჭეშმარიტი ცოდნის მიღების უფლებას, ვინც მის მიერ დაწესებული კანონების დამცველია. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტ ცოდნას, ის კი არ შეიძლება იყოს ნაწილობრივი (მაგალითად, როგორც დარგობრივი მეცნიერული ცოდნები), არამედ მთლიანია და ყოველივე იმ პასუხების მომცველი, რაც კი რამ კითხვა შეიძლება დაისვას ამ სამყაროს მოდელისა და დანიშნულების შესახებ. რასაც ბიბლიაც ამოწმებს კიდეც: „ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს; ვინაიდან ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სულს“ (იოანე 3-34).
ვინც „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა მკითხველია, მისთვის უკვე ცნობილია თუ რამდენ დაფარულ საკითხს აეხადა ფარდა მათი მეშვეობით. ამიტომ ვაგრძელებ მხილებას იმ დანარჩენი საკითხებისას, რომლებიც წინა წიგნთა საშუალებით ვერ იქნა გაშუქებული. რომელთაგანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმ დროთა დახასიათება სამყარულ კანონზომიერებათა შეფასებით, რომლებზედაც არის დამოკიდებული სამყაროში მიმდინარე ყველა ცვლილება. რისთვისაც შევეცდები იმის შეხსენებას, რომ მიუხედავად მსვლელობის ერთნაირი ინტერვალებისა, დროის ყოველი მონაკვეთით განსაზღვრული განზომილებანი მკვეთრად და თანაც განუმეორებლად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. ანუ უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: წარსული სრული სიზუსტით ვერ განმეორდება მომავალში – მიუხედავად გარკვეული კატეგორიის მსგავსებათა განმეორებადობის დაშვებულობისა. ამასთანავე აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად მთლიან მატერიალურ სამყაროზეც ისევე მოქმედებს სამყარული კანონები, როგორადაც მის შემადგენლობაში მყოფ ელემენტებზე. ამიტომ კანონის: „ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს და დასასრული; და დასასრულიც გამოცხადებულია“ (III ეზრა 9-5) მოქმედება ნიშნავს იმას, რომ როცა გასრულდება ამ სამყაროსათვის დადგენილი ის დრო, რომელიც გათვლილი იქნა მისი ამ სახით არსებობისათვის, მის შემდეგ სამყაროში ის ცვლილებები დაიწყება, რომლებიც უზრუნველჰყოფენ მის სხვა მდგომარეობაში გადაყვანას. ეს ცვლილებები შეეხება ამ სამყაროში შემავალ ყოველ ელემენტს საკუთარი შემადგენლობისდა შესაბამისად. რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა მოიაზრება ადამიანთა მოდგმაც.
ამ საკითხზე საუბრის საჭიროება ამ დროულად იმიტომ ჩავთვალე, რომ ჩვენ სწორედ იმ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, როცა სამყარო გარდამავალ ეტაპს გადის. ამიტომ უკვე დადგა იმის დრო, რომ ადამიანები აუცილებლად უნდა ეზიარონ ჭეშმარიტ სიმართლეს! ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადალახავენ იმ სიძნელეებს, რომელიც ამ პროცესებს თან ახლავს და ამასთანავე ვერ დაიმკვიდრებენ იმ ადგილს, რომელიც სპეციალურად მათთვის არის განკუთვნილი ახალ გარემოში.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო ადამიანთათვის ჭეშმარიტება დაფარული ამდენი ხანი?! მასზე მოგახსენებთ იმას, რომ ეს ღმერთისაგან არ ყოფილა. რადგან „ღმერთი ნათელია და მასში დაფარული არც არაფერია“ (I იოანე 1-5); რომ მან „დასაბამითვე განაცხადა მომავალი და ძველიდანვე რაც ჯერ არ მომხდარა“ (ესაია 45-47) და „დაიწერა მომავალი თაობებისათვის“ (ფსალმუნები 101-19).
ე.ი. როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს, ადამიანისათვის სიმართლე დასაბამითვე განუცხადებია ღმერთს. მაგრამ მან დაუშვა ის, რომ თუკი მის მიერ დადგენილ კანონებს არ დაიცავდა ადამიანი, მაშინ სატანა შესძლებდა მის ცდუნებას და ტყუილს სიმართლედ დააჯერებინებდა. აი, ამიტომ იარა კაცობრიობამ ამდენი ხანი ტყუილების გზით და ამიტომაც იპოვა და აიკიდა ის უბედურებანი, რომელნიც ღმერთს არ შეუქმნია.
რაც უკვე მოხდა და რაც უკვე იყო, ცხადია მას აღარაფერი შეცვლის! მაგრამ აწმყოსა და მომავალში ცვლილებათა შეტანა კი შესაძლებელია! და თანაც უკვე აუცილებელიც საიმისოდ, რომ კაცობრიობა გადარჩეს და უბედურების იმ მორევიდან ამოვიდეს, რომელშიაც თავი ჩაიგდო – ამ სამყაროსა და მისი შემოქმედის შესახებ სიცრუის სიმართლედ რწმენის გამო.
არაერთხელ აღმინიშნავს ის, რომ ადამიანის ბედისწერა დამყარებულია „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) პრინციპზე. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ჩადენილი ქმედებებით ბედისწერისაგან ითხოვს შედეგის მომკას; და რადგან ბედისწერა ღმერთის მიერ დადგენილი სამართლიანი კანონმდებლობით განისჯება, ამიტომ ვინც რას დასთესს, იმასვე იმკის! აქვე დავძენ იმასაც, რომ ამ მომკაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მემკვიდრეობით ფაქტორს.
რაც ეხება ადამიანის ბედისწერას, ასტროლოგიის განვითარებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ის ფაქტი, რომ მის შექმნაში მთელი მატერიალური სამყარო იღებს მონაწილეობას. რაც თავის მხრივ მტკიცებულება არის იმისაც, რომ ეს სამყარო მთლიანი და განუყოფელია! ამიტომ ბედისწერასთან მიმართებით საუბარს დავიწყებ ადამიანით და შემდეგ კი გადავალ იმ უშუალო გარემოზე, რომელიც ჩვენ საცხოვრებელ ადგილად არის მონიშნული სამყაროს პროგრამაში და მას ჩვენი სახლი დედამიწა ჰქვია. სადაც ჩვენთვის საარსებოდ აუცილებელი პირობები შეგვიქმნა სამყაროს შემოქმედმა და თანაც მისი მართვაც მოგვანდო. ამიტომაც დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ მისთვის როგორი ბინადარნიც ვიქნებით, ისიც იმისდა შესაბამისად გამართული სახლი გახდება და გახდა კიდეც ჩვენთვის.
დედამიწაზე მიმდინარე მზარდი კლიმატური კატაკლიზმები უკვე აშკარას ხდის იმას, რომ ადამიანთა მოდგმა კარგი მობინადრეები ვერ გამომდგარან. რადგანაც კარგად ვერ შეუცვნიათ საკუთარი საპასუხისმგებლო როლი გარემოს მართვაში. თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ ყოველ დროში არსებობდა ის ნატამალი, რომელთაც ხელი მიუწვდებოდათ ამ ცოდნაზე და სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ ადამიანებმა ისეთი რამ ვერ ჩაიდინეს, მათ საარსებოდ მოწყობილი „სათბური“ დედამიწა, მწყობრიდან რომ გამოეყვანა – მიუხედავად იმისა, რომ ამ ნატამალისათვის ამის დამფასებელი სრულიად საზოგადოება არასოდეს ყოფილა. აი, ასე მოვიდა კაცობრიობა იმ დრომდე, რომელსაც ბოლო ჟამი ჰქვია და ახლა კი უკვე ის დროც დადგა, როცა მსოფლიო მოსახლეობას ძველებურად მოქცევა აღარ შეეძლებათ!!! ვინაიდან თვით ფაქტთა მსოფლიო დონის მასშტაბებზე ასვლა აიძულებს ყველას ყველგან, ჭეშმარიტების მოძიების აუცილებლობას. რათა გამოსავალი უნდა იქნას ნაპოვნი შექმნილი სავალალო სიტუაციიდან.
მოგახსენებთ, რომ წარმოშობილი პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუკი მიგნებული იქნება არა მხოლოდ პრობლემის გამომწვევ უშუალო მიზეზთათვის, არამედ იმ საფუძველისათვის, რომლის ნიადაგზეც მოხდა ამ მიზეზთა წარმოქმნა. ყოველი პრობლემისათვის კი ასეთ სათავეს, სამყაროს სათანადო კანონთა დარღვევა წარმოადგენს. ამიტომ თუკი კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრის სურვილი ექნება ვინმეს, მან უპირველეს ყოვლისა ის კანონი – ან კანონები უნდა იპოვოს, რომელთა დაუცველობამაც წარმოშვა წარმოქმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
წარმოშობილ პრობლემათა წარმოქმნის უშუალო მიზეზთა ძიებას მეცნიერება ყოველთვის ახდენდა და ახლაც ასე იქცევა. თუმცა ეს ყველამ იცის, რომ მან ვერ მიაღწია და ვერც ვერასოდეს მიაღწევს იმ შედეგამდე, რომ შესძლოს არათუ სტიქიის შეჩერება, არამედ წინასწარ განსაზღვროს მისი სიძლიერე და გავრცელების ზუსტი მასშტაბურობა იმ მხრივ მაინც, რომ ადამიანთა სიცოცხლე მსხვერპლად არ იქნას გაღებული. ახლა კი გავამხელ იმას, რასაც ასე საგულდაგულოდ უმალავენ სრულიად მსოფლიო მოსახლეობას და რაც არის ის, რომ თუკი სასწრაფოდ სათანადო ზომები არ იქნა მიღებული, კაცობრიობას განადგურება ელოდება სტიქიათა მძვინვარების შედეგად – სხვა დანარჩენ უბედურებებზე რომ აღარაფერი ითქვას… რაც შეეხება ამ ინფორმაციის დაფარვას, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მეცნიერება ჩიხშია მოქცეული, რათა მას არ გააჩნია საჭირო ცოდნა უკვე აღძრულ ძალთა შესაჩერებლად. ეს არც არის გასაკვირი! ვინაიდან დედამიწური გარემოს ბალანსირებას ახდენს სამყარული ძალები, რომელთა ვერც წარმოშობასაც და ვერც წარმომშობის ვინაობაზე წარმოდგენის შექმნა არ ძალუძს ადამიანურ აზროვნებას – გარდა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს იმ ცოდნით, რომელიც მას შემოქმედმა მიაწოდა კანონთა სახით; რათა თავი დაიცვას ყველა შესაძლო პრობლემისაგან. რა თქმა უნდა ამ პრობლემებში დედამიწაზე მოქმედი სტიქიაც იგულისხმება და ამიტომ არსებობს ის ცოდნაც, რასაც მათი შეჩერებაც და ამასთანავე კლიმატის ნორმის ფარგლებში დარეგულირებაც შეუძლია. მოგახსენებთ იმასაც, რომ ამ ცოდნის ათვისებისა და გამოყენების შემძლეობა ყველა ადამიანს არ შეუძლია, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც საამისო გენეტიკური მემკვიდრეობა აქვთ მიღებული. თუმცა შესაძლოა, რომ ჯერ მათ ამის შესახებ არც კი იცოდნენ. მაგრამ როცა „უფალია ჩვენი სიმართლით“ წარმოდგენილ ცოდნას შეეხება მათი აზროვნება, ისინი მხოლოდ მაშინ მიხვდებიან ყოველივეს. რადგანაც ამ ცოდნის შეცნობა მათ გონებას იმ ძილისაგან გამოაფხიზლებს, რომელშიაც ის იმყოფება ქვეყნად გამეფებული სიცრუის გამო. რის შედეგადაც ისეთი ნაყოფის მიღებას ექნება ადგილი, რომელიც შესძლებს წარმოქმნილი საშიშროების განეიტრალებას.
ამ განაცხადის დასამოწმებლად გავაკეთებ მოკლე მიმოხილვას; რისთვისაც დავსვამ ასეთ კითხვას: რატომ ნრისხდება ადამიანი მაშინ, როცა ლანძღავენ? ანდა რატომ სიამოვნებს, როცა აქებენ? ხომ შეიძლება პირიქით იყოს? მაგრამ ასე არ არის! და ეს იმიტომ, რომ ადამიანური გრძნობები იმართება იმ გონებიდან, რომელზედაც ასეთი განმარტებაა ბიბლიაში: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი, ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმინდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული; რომლის წყალობითაც მას შეეძლო, რომ ჩამოეყალიბებინა საკუთარი პიროვნულობა გონივრულ, სამართლიან, კეთილ და ღირსეულ სამეფოდ“ (IV მაკაბელთა 2-21,22,23). რაც შეეხება რჯულს, „იგი ღვთისაგან არის დაწესებული და ვიცით, რომ ადამიანის ბუნებას უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა მას აწესებდა“ (IV მაკაბელთა 5-25). ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ „უფალმა ყოველივე კეთილად შექმნა თავის დროისათვის“ (ეკლესიასტე 7-29) და „ადამიანისათვის არ შექმნილა ამპარტავნობა და არც გულისწყრომა, ქალთა ნაშობთათვის“ (ზირაქი 10-18); და რომ „ღმერთმა ადამიანი შექმნა პატიოსნებისათვის!“ (ეკლესიასტე 7-29). ხოლო „პატიოსანი მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა, რომელიც მოშიშია უფლისა! და უპატიოსნო მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა, რომელიც დამრღვევია მცნებათა!“ (ზირაქი 10-19).
როცა სიკეთესა და ბოროტებაზე არის საუბარი – ვიცით, რომ მასში არ იგულისხმება მხოლოდ საქმითი ქმედებანი. რადგან კეთილი სიტყვისაგან წარმოშობილი სიკეთე, ან ავი სიტყვისაგან წარმოწმნილი ბოროტება იგივე შედეგებს იძლევიან, როგორსაც კეთილი ან ბოროტი საქმით შესრულებულნი. რაც თავისთავადი მტკიცებულებაა იმისა, რომ სიტყვას საქმით შესრულებული ქმედების არათუ ტოლფასი, არამედ უფრო აღმატებული ძალაც აქვს! ვინაიდან მისგან მიღებული რეზულტატი ბევრად სწრაფია დროში. ამიტომ ყოველივე აქედან მიღებული დასკვნა არის ის, რომ სიტყვაც ქმედების ერთგვარი სახეა!!! დავამოწმებ ამ დებულებას ბიბლიით: „ყოველივე სიტყვით იქმნება და მასში არის სიცოცხლე“ (იოანე 1-1/5). „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი. იგი აღწევს სამშვინველისა და სულის სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და განიკითხავს გულთა აზრებს და ყოველგვარ ზრახვებს“ (ებრაელთა4-12). „საუკუნო სიცოცხლის სიტყვები ქრისტეს აქვს“ (იოანე 6-68). გარდა ამისა „არის სიტყვა სიკდილით შემოსილი და ნუ იმყოფებოდეს იგი იაკობის მემკვიდრეობაში!“ (ზირაქი 23).
როგორც ხედავთ ბიბლია აცხადებს სიტყვის ძალაზე იმას, რომ მას შეუძლია აცოცხლოს ადამიანი და ანდა მოკლას კიდეც. რაც ხდება იმ დამოკიდებულების შედეგად, სხეულსა და სიტყვებს შორის რომ არსებობს. რაზედაც საყოველთაოდ ცნობილია ის, რომ სიტყვები მართავენ და იმორჩილებენ სხეულს; და ამის შესაძლებლობა კი მათ აქვთ იმის გამო, რომ ის რეფლექსები და ნერვული კავშირები, რასაც მედიცინა უწოდებს ამ კავშირ-ურთიერთობებს, არიან იმ ღვთიურ კანონთა აღმსრულებელ გრძნობათა მამოძრავებელი ძალები, რომელი კანონებიც ღმერთმა დააანონსა ამ სამყაროში, სპეციალურად ადამიანური ფენომენისათვის!!!
ვინმეს სჯერა ეს თუ არა, ეს მისი საქმეა. მაგრამ ჭეშმარიტება ერთადერთია და არის ის, რომ ამ ქვეყნად მყოფი ყოველი ძე-ხორციელი ღვთის მადლით არსებობს!!! რაც თავის მხრივ შემდეგს გულისხმობს: რომ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველგვარი სიკეთით აღსავსე სიცოცხლე, ღმერთის წყალობის შედეგად არის. ხოლო ავადმყოფობანი, უბედურებანი და სიკვდილი კი – ღვთის რისხვის მომკით. აი ეს ორი პროგრამა განაგებს მთლიანად ადამიანის არსებობის არსს კანონის: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) აღსრულებით.
მოგახსენებთ იმასაც, რომ ვინაიდან და რადგანაც კაცობრიობა ამჟამად იმყოფება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის სასრულ ფაზაში, ამიტომ ადგილი აქვს გენეტიკურ ნაყოფთა მიღების პროცესს. რაშიაც იგულისხმება გრძნობათა იმ დონეზე ასვლა, რაც ადამიანთათვის დაშვებული მაქსიმუმია. რაც თავისთავად გულისხმობს უნართა და ნიჭთა სიძლიერეს. ხოლო ყოველივე ამაზე კი გავლენას ახდენს მემკვიდრეობით მიღებული ინდივიდუალური გენური კოდი, რომელიც წინაპართა მიერ ნაგროვები ცოდვა-მადლის ამსახველი რიცხვის შესატყვისი ღვთის რისხვის ან ღვთის წყალობის შედეგების ნამატია. ამიტომ უკვე დადგა ის დრო, როცა ადამიანმა საჭირო ცოდნა უნდა მოიძიოს საიმისოდ, რომ მიხვდეს რა არის ჭეშმარიტად სწორი და რა კი არასწორი. განსაკუთრებით კი ღმერთთან საურთიერთობო გზასთან მიმართებით. ვინაიდან უკვე სრულიად შესაძლებელია, რომ ამ მხრივ გადადგმულმა ერთმა არასწორმა ნაბიჯმა სავალალო შედეგი გამოიღოს არა მარტო პიროვნებისათვის, არამედ მისი შვილების მიმართაც.