გაზიარება

დროა ბედკრულობა იღბალით შევცვალოთ


ალბათ ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც ბედისწერასა და ღმერთისადმი რწმენას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შესახებ ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა. რადგან სინამდვილეში რასაც წარმოადგენს ბედისწერა და ღმერთისადმი ნამდვილი რწმენა, ამის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობას არა აქვს ადგილი ადამიანთა შემეცნებაში. ვინაიდან ადამიანური ცნობიერების საძირკველი სიცრუე-სიმართლის ნარევის სიმართლედ მიღების რწმენაზეა აგებული, ამის გამო ადამიანები ვერ არიან სათანადოდ გარკვეული იმაში, თუ რა როლი უკავია საკუთარი ბედისწერის შექმნაში იმ რწმენას, რომელიც თითოეულ პიროვნებას გააჩნია ღმერთის მიმართ. ამიტომაც უწოდებენ თავს მორწმუნეს ან არამორწმუნეს და ისეთნიც საკმაოდ არიან, რომელთაც ბედისწერის არსებობისა არ სჯერათ. თუმცა სინამდვილეში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ბედისწერისა და ღმერთისადმი რწმენის მქონეობის გარეშე იყოს.
ვინაიდან და რადგანაც ადამიანური ცნობიერების შესაძლებლობა უკვე გაიზარდა იმ დონემდე, რომ შესძლოს ერთმანეთში გადარეული ტყუილისა და სიმართლის ნარევიდან მათი დაცალკავება, ამიტომ გთხოვთ ყურადღებას და იმ ცოდნისადმი სერიოზული დამოკიდებულების გამოჩენას, რომელიც ახლა უნდა მოგაწოდოთ. რამეთუ ის არის ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს ადამიანს საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოს ყოველგვარი ის უბედურება, რაც ბოლო ჟამის დროის დამახასიათებელი აუცილებლობაა. ვეცდები ეს ცოდნა გადმოვცე საყოველთაოდ გასაგები ახსნით. რისთვისაც ცოტა შორიდან მომიწევს დაწყება და მოკლე მიმოხილვის გაკეთება ადამიანთა მოდგმის შექმნის ისტორიის შესახებ. თუმცა მანამდე ორიოდ სიტყვით ჩემს შესახებაც უნდა გაცნობოთ ის, რაც 2008 წლამდე მეც არ ვიცოდი. მოკლედ და პირდაპირ გეტყვით ამის შესახებ, ყოველგვარი შესავლებისა და ახსნა-განმარტებების შესახებ. თქვენს წინაშეა ის პიროვნება, რომლის აზროვნებასაც ღმერთის საზომის გადაწყვეტილებით ებოძა ბიბლიური კოდის უნარი და მისი ცნობიერების არქივში ჩაწერილი იქნა მთელი ის ინფორმაცია, რომელიც კაცობრიობას დარჩა გასავლელი. ამიტომ ჩემთვის ხელმისაწვდომია ყველა იმ ცვლილების გასწორება, რომელიც ბიბლიის მცნებათა დამახინჯებით წარმოდგენას ეხება და თანაც ყველა იმ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის ცოდნა, რაც ამ სამყაროს ნამდვილი სახისა და დანიშნულების, ადამიანური ფენომენისა და მისიის შესახებ საკითხებს ეხება. რატომ არ ვიცოდი ამის შესახებ ადრე?! რა თქმა უნდა ამას აქვს პასუხი და ის შემდეგია: ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობას ასაკობრივად შესაბამისი ტვინი და თანაც გენეტიკური ნაყოფის სტატუსის მქონე გენი სჭირდება, რის გამოყვანასაც ემსახურებოდა საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ათასწლეულები. ხოლო რაც შეეხება ჩემი აზროვნების მიერ ამ ცოდნის ფლობის მოპოვების უფლებას, ის იოლი გზით არ მომხდარა, არამედ საკმაოდ ეკლიანი გზის გავლა მომიხდა და სხეულისათვის თვით მოკვდინების გამოვლაც კი, რომელიც აზროვნების გაუთიშავად მოხდა. მაგრამ საბედნიეროდ ეს გამოცდა გამარჯვებით დაგვირგვინდა და ღმერთის მიერ ბოძებული იმ ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვებაც გახდა შესაძლებელი, რომლის გაზიარებითაც კაცობრიობისათვის დახმარების გაწევა არის ის ერთადერთი საშუალება, რასაც შეუძლია ადამიანთა მოდგმის გადარჩენა; რადგან ამჟამინდელი მდგომარეობა გაცილებით ბევრად უფრო სავალალოა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეუძლია ადამიანურ ცნობიერებას. როცა მსოფლიო დონეზეა საუბარი, ცხადია ეს კითხვა იჩენს თავს: ჭეშმარიტების გაცხადება რატომ ინება უფალმა იმ დაჩაგრული ენით, რომელზედაც მეტყველებს ადამიანთა ძალზედ მცირედი რაოდენობა?! ამაზე გიპასუხებთ შემდეგს: ღმერთმა იცის რომელი გენი რისი შემძლეა და ვისაც სათანადო შესაძლებლობებს არ მისცემს, მას არც მის შესაბამის ქმედებას არ მოსთხოვს. ამიტომ მსოფლიოში დაქსასული ქართველების მისიონური როლი ასეთია: აუცილებლად უნდა შეიცნონ ჭეშმარიტება და ამასთანავე სხვა ენებზე მოსაუბრეთა ყურამდეც მიიტანონ იგი. ასეთია ღმერთის ნება და ცხადია მის აღსრულებას ვერაფერი დაუდგება წინ!!!
მაშასადამე დავუბრუნდები მთავარ საკითხს და მიმოვიხილავ კაცობრიობის შექმნის ისტორიას. გაცნობებთ, რომ ეს მატერიალური სამყარო ქმნილებაა, რომელიც დროებითია და არა მუდმივი. ის, რასაც ჩვენ მატერიალურს ვუწოდებთ იმიტომ, რომ ჩვენი თვალისათვის არის აღქმადი – ნაწარმოებია სულის გამატერიალებით და ადამიანთა მოდგმაც ასევეა შექმნილი სულის განსხეულებით იმ გენეტიკური პროცესების კანონმდებლობით, რომელიც მთლიანი სამყაროს ფუნქციონირების პროგრამის ქვეპროგრამაა და სათავეს ანგელოზთაგან იღებს. რომლის ისტორიაც ბიბლიაში არის აღწერილი და ის შემდეგია: ანგელოზთაგან ორმა – ცისკრის ანგელოზად წოდებულმა, იგივე ქრისტემ და მეორემ კი სატანამ, სურვილი გამოთქვეს გენეტიკური მისიის შესრულებისა, რაც კაცობრიობის შექმნას ითვალისწინებდა. ქრისტემ გაიარა ეს პროცესი ისე, რომ გამარჯვებული გამოვიდა და მიღებული იქნა ნაყოფი – ედემელი ადამი. ხოლო სატანა კი დამარცხდა და ცოდვით დაეცა. ამიტომაც გაძევებული იქნა ანგელოზთა დასიდან და დედამიწური მიზიდულობის იზოლაციაში მოექცა. რის შემდეგაც მუდმივად ცდილობს, რომ ადამიანთა მეშვეობით მიაღწიოს იმას, რაც ვერ შესძლო ანგელოზად ყოფნის დროს და ცხადია, რომ მისი ზრახვები საწინააღმდეგოა იმისა, რაც ქრისტესია. ამ ბრძოლის პროცესშია კაცობრიობა დასაბამიდან დღემდე და აი მოაწია კიდეც იმ დრომ, როცა საკაცობრიო გენეტიკური ნაყოფი – გონიერი გენი უნდა იქნას მიღებული, რომლის გამოსაყვანადაც იქნა დაარსებული ადამიანთა მოდგმა.
გამომდინარე იმ მიზეზიდან, რაზედაც ახლა ვისაუბრე და მას ადამიანური აზროვნების გადაგვარებაში სატანის მიერ განხორციელებული მცდელობები ჰქვია; მან ისეთი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცნობიერებაზე, რომ კაცობრიობა ბედკრული გზით ატარა და ახლა კი უფსკრულის პირას გაამწკრივა. აი ასეთია ზუსტი შეფასება იმ მდგომარეობისა, რომელშიაც დღეს კაცობრიობა იმყოფება. რასაც ადასტურებს ყოველდღიური ის სტატისტიკა, ადამიანებს თავს დატეხილ უბედურებათა მზარდი მასშტაბები რომ ცხადჰყოფენ. გამოსავალი კი მხოლოდ ერთადერთია და არის ჭეშმარიტი ცოდნის ფლობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბედკრულობის იღბლიანობით შეცვლა. რისთვისაც ჯერ საჭიროა კარგად გარკვევა იმისა, თუ რა პრინციპით ფუნქციონირებს ბედისწერა და როგორ იწერს ადამიანი საკუთარ ბედს. ამისათვის კი მოკლედ მიმოვიხილავ ადამიანური ფენომენის მონახაზს, რათა ყველამ იცოდეს ის, თუ რა შესაძლებლობები მიანიჭა ადამიანს ღმერთმა და მან კი როგორ ვერ გამოიყენა ის.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანი სულის და სხეულის ნაერთით მიღებული ერთობაა. სული კოსმიური ველია და ამიტომაც კოსმოსიდან იზიდავს უცოდველი სხეული, რადგანაც მხოლოდ ასეთ სხეულს შესწევს ძალა მისი მოზიდვისა. ვინაიდან სხეულის უჯრედები სულისგან არის ნაწარმოები, ამიტომ სხეული ზემოქმედებს მასზე იმგვარად, რომ შეუძლია მასთან მყოფი სული ან აამაღლოს და ანდა დაამდაბლოს. რას ნიშნავს სულის ამაღლება ან დამდაბლება? ფიზიკური თვალსაზრისით ეს ნიშნავს ამაღლების შემთხვევაში სულის კოსმოსთან საკონტაქტო ტრაექტორიის გაზრდას; ხოლო დაცემის შემთხვევაში კი კოსმოსთან კავშირის გაწყვეტას და მხოლოდ დედამიწურ მიზიდულობაში ყოფნას. თვისობრივად კი ეს პროცესები გამოხატულებას ჰპოვებს ადამიანის ხასიათში, რომელსაც ჩვენ ადამიანურ ბუნებას ვუწოდებთ. ამაღლებული სულის მქონე პიროვნების საარსებო ძალა სიყვარულია და ისიც შემკულია კეთილი თვისებებით, უანგარობითა და მისი პირიც კეთილ მეტყველია. ხოლო დამდაბლებული სულის მქონე პიროვნებაში კი საარსებო ძალა ეგოიზმია, რომელიც ანგარებას, შურსა და ავ მეტყველობას სძენს თავის პატრონს.
რაც შეეხება ადამიანის ბედისწერას, აი რას გაცნობებთ მასზე: ადამიანი ამ სამყაროს ელემენტების შემადგენლობით შექმნილი არსებაა და მისი განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მას ამ საარსებო გარემოს გარეშე არსებობა არ შეუძლია. მატერიალური სამყაროს შექმნის პრინციპი საერთოა მასში შემავალი ყოველი ნაწილისთვის და ცხადია ეს ეხება ადამიანის შექმნასაც. რადგან მატერიალური წარმოებულია სულის დამდაბლების შედეგად მიღებული განსხეულებით; ამიტომაც არის მატერიალური სამყაროს სიმყარის საფუძველი მიზიდულობა-განზიდულობის პროპორციის დარეგულირება და სწორედ ამას ემსახურება კიდეც სამყარული ძალები. რომელთა ფუნქციონირებაც დედამიწაზე კლიმატის სახით წარმოდგება და ადამიანში კი ბედისწერით. ადამიანის სხეული რომ სულისაგან არის მიღებული, ამას ადასტურებს ადამიანის ორგანიზმში ნაყოფის ჩასახვასა და მის ზრდა-განვითარებაში სულის როლი. რაზედაც ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია: „დედის საშოში ისახება სხეული და სული ანიჭებს მას ნაკვთებს“ (III ეზრა 8-7). როგორც ეს არაერთგზის განმიცხადებია, ამას აკეთებს დედის სული. ხოლო დაბადებისთანავე კი სხეულს ეძლევა ჩასახვის მომენტიდან კოსმოსიდან დედამიწისაკენ დაძრული, მისი ინდ. გენ. კოდის შესაბამისი სული. ყოველივე ეს კარგად გასააზრებელი რომ იყოს, ამიტომ მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ ამ სამყაროში სიძლიერის მაჩვენებელი სხეულების ფიზიკური ზომით კი არ განისაზღვრება, არამედ მათი შესატყვისი სულით. ამიტომ ადამიანის ძალას მისი სული განსაზღვრავს და არა სხეულის ფიზიკური ძალა. ხოლო რაც შეეხება ადამიანის სულის ძალას, მასზე იმის თქმა შემიძლია, რომ მისი ძალა არა მხოლოდ დედამიწური გარემოთი შემოიფარგლება, არამედ მთლიან მზის სისტემაშია ჩართული და ბედისწერის ფუნქციონირებაც სწორედ ამის დასტურია.
ახლა კი ადამიანური ფენომენის იმ საიდუმლოს შესახებ გაცნობებთ, რაც აქამდე დაფარული იყო ადამიანთა ცნობიერებისათვის და ცხადია, რომ ეს სატანის ძალისხმევის გამო იყო ასე. ამ საიდუმლოს ფარდის ასახდელად მოკლედ მიმოვიხილავ კაცობრიობის არსს. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ამ სამყაროსთვის ადამიანთა მოდგმა განიხილება მთლიან კონტექტსში. რას ნიშნავს ეს?! ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე, მართალია პიროვნებათა რაოდენობრიობა სხვადასხვა დროს სხვადასხვაა, მაგრამ საკაცობრიო სულის ძალის სიდიდე თითქმის მუდმივია და მისი მერყეობა მოქცეულია დაწესებული ნიშნულის მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს შორის. რომელ ზღვარზე გადასვლაც არ არის დაშვებული და თუკი საფრთხე გაჩნდება ამისა, მაშინ სასწრაფოდ აქტიურ ფაზაში გადადიან სამყარული ძალები და მყისიერად ასწორებენ მდგომარეობას. რას ნიშნავს საკაცობრიო სულის სიდიდე? ამ საკითხზე მინდა მოგაწოდოთ ცნობები. ამ სამყაროს ასე ზედმიწევნით ზუსტად და მოწესრიგებულად ფუნქციონირების მიზეზი სულის ძალაა და ამიტომაც სამყაროს პროგრამაც მასზეა დამყარებული. სულის ძალას, ჩვენ ადამიანები სამყაროს გრავიტაციულ ძალას ვუწოდებთ. მართალია მასზე სრული ინფორმაციას ვერ ვფლობთ, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ის აწესრიგებს ყოველივეს ამ სამყაროში. გრავიტაციის კანონს ბიბლიური ანუ ინტუიციური ენა სამყაროს გენეტიკის კანონს უწოდებს იმიტომ, რომ ეს სამყარო ცოცხალი ორგანიზმია. მეტს ამის შესახებ არაფერს ვიტყვი, მხოლოდ გამოვყოფ ადამიანთა მოდგმის ბედისწერის პროგრამას და მასზე ვისაუბრებ. ბედისწერა შედგენილია საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობით. ამ პროგრამის სქემები საკმაო ხანია რაც გამზადებული მაქვს. მაგრამ გამოქვეყნება ვერ შევძელი იმიტომ, რომ ამის გაკეთებას შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პროგრამისტი სჭირდება. აქ კი შემიძლია მოკლედ მოგახსენოთ მისი მუშაობის პრინციპზე.
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა განიცდის ადამიანთა პიროვნულად ცვლილების პროცესს; ეს ხელს ვერ უშლის გენის უწყვეტობას და ვიცით ის, რომ მას მემკვიდრული ბუნება გააჩნია. რაც დარეგულირებულია სწორედ გენეტიკის კანონმდებლობით. რასაც ახლა დავწერ, შეიძლება ამან ძალიან გაგაკვირვოთ, მაგრამ სინამდვილე ეს არის და ის კი ასეთია: გენეტიკის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ადამიანის ბედისწერას და განაგებს მთლიანად ადამიანის არსებობას, დამყარებულია სიტყვის ძალაზე. ეს რომ მართლაც ასეა, ამის დაჯერებაზე დაგეხმარებათ ის, რასაც ახლა ვიტყვი: გთხოვთ წარმოიდგინოთ ადამიანი სიტყვებით შემდგარი ინფორმაციის შეცნობობის უნარის გარეშე. თუკი ამის წარმოსახვას შესძლებთ, მაშინ მიხვდებით, რომ არ იარსებებდა არც ნიჭიერი და არც გონიერი ადამიანი. ვერც ის დამოკიდებულება იქნებოდა ადამიანთა შორის – რაც არის და ვერც ის მიღწევები, რასაც მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება ჰქვია. დიახ, სიტყვებით შემცნობობის უნარია ყოველივეს საფუძველი, რაც ადამიანს ძალას აძლევს (და რომლის ერთ-ერთი სახეა იმუნიტეტიც) და მის გარეშე ადამიანი მხოლოდ პირუტყვი იქნებოდა. აი ასეთი დიდი ძალა აქვს სიტყვებს ადამიანურ ფენომენში და სწორედ მათ სწორად გამოყენებაზეა დამოკიდებული ადამიანის არსებობის არსი. ანუ მე იმის დანახება მინდა თითოეული ადამიანისათვის, რომ მას მიცემული აქვს იმის უნარი, რომ ის ძალა მიიღოს კოსმოსიდან, რომლითაც გამოისწორებს გამრუდებულ ბედისწერას. ამ უნარს კი ჭეშმარიტი რწმენის მიღება ჰქვია, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ცნობიერება ჭეშმარიტ სიმართლეზე ორიენტირდება. ხოლო თუ რა არის ისეთი სიმართლე, რომელსაც შეუძლია აღსრულება ამ კანონისა: „შეიცანით ჭეშმარიტება და იგი გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8-32), მასზე კი ამას მოგახსენებთ: ბიბლიამ ჯერ კიდევ ძველი აღთქმით განაცხადა ის, რომ ბოლო ჟამს ადამიანების გონებას ლამის საღათას ძილამდე მიიყვანდა სატანის მიერ საუკუნეების მანძილზე სიცრუის სიმართლედ მიღებით შეძენილი რწმენა: „აჰა მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი შიში. დაიფარება ჭეშმარიტება და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა. გახშირდება უსამართლობა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე გსმენია. გამეფდება ის, ვისაც არ ელოდნენ მიწის მკვიდრნი. იქნება აღრეულობა მრავალ ადგილას და ხშირად მოევლინებათ ცეცხლი. მეგობრები გადაეკიდებიან ერთმანეთს. მაშინ დაიფარება გონება და განცალკავდება სიბრძნე თავის სამყოფელში. ბევრი დაიწყებს მის ძებნას, მაგრამ ვერ იპოვნის. გახშირდება უსამართლობა და ძალადობა დედამიწის ზურგზე. მოხდება იმხანად, რომ ადამიანებს ექნებათ იმედი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ. იშრომებენ, მაგრამ ვერ წარემართებათ გზები“ (III ეზრა 5-1/12). ამ მდგომარეობას კი ასეთი შედეგი მოსდევს: სრულმასშტაბიანი საკაცობრიო დონის წარღვნა. რომლის მასშტაბის დაწევის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და ის კი „უფალია ჩვენი სიმართლით“ წარმოდგენილი ჭეშმარიტების შეცნობასა და მისით მოქმედებაზე გადის; თანახმად კანონისა: „აჰა დადგება ჟამი, როცა აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს. მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა. გააჩენს სამართალსა და სიმართლეს ქვეყნად. ეს იქნება მისი სახელი: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-1/6).