გაზიარება

და მაინც


„მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა. ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია და მიწის შესახებ ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა. რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას კი არავინ ღებულობს“ (იოანე 3-31,32). ასეთ ცნობას იუწყება ბიბლია იმ მხილებული ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც ცხადდება „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელით წარმოდგენილი ცოდნით.
როცა მათ ვქმნიდი, ცხადია ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ამ ცოდნის მიღებას მხოლოდ ძალზედ მცირედნი ისურვებდნენ. ხოლო უმრავლესობა კი არათუ მხოლოდ უარყოფდა მას, არამედ ყოველ ღონეს იხმარდა საიმისოდ, რომ ხელი შეეშალა მის გავრცელებაში. რა თქმა უნდა ყოველივე ასეც მოხდა კიდეც და ეს არც არის გასაკვირი. რადგან საუკუნეების მანძილზე ადგილი ჰქონდა სიცრუის სიმართლედ გასაღების პროპაგანდას. რამაც ძალიან ღრმად გაიდგა ფესვები ადმიანთა ცნობიერებაში და დიდი ნაპრალიც გააჩინა გონებასა და აზროვნებას შორის. რითაც მათი ურთიერთობა დაირღვა და მის საფუძველზე მომკილი შედეგები კი მეტად სავალალოა კაცობრიობისათვის. ვინაიდან ვლინდება შიშის აღმოცენებითა და ადამიანურ გრძნობათა გაუკუღმართებით. რაც რომ თანამედროვე პერიოდში სრული მასშტაბითაა კიდეც სახეზე. ამიტომ ამგვარი ადამიანებით დაკომპლექტებულ საზოგადოებას, ცხადია არ შეუძლია არც სიმართლის მიღება და არც სინამდვილის რეალურად აღქმა.
მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ვგულისხმობ ჭეშმარიტი ცოდნის მიღებაზე უარის თქმას. მაინც შევეცდები საზოგადოების კიდევ ერთხელ გაფრთხილებას. რამეთუ ჩემთვის ცნობილი არის კაცობრიობის ქმედების შედეგად მომკილი ის საზღაური, რაც რომ უკვე ყოველდღიურად გადადის აღსრულებაში. საყოველთაოდ გასაგები სახით რომ წარმოვადგინო სათქმელი, საამისოდ გაცნობებთ შემდეგს: ეს სამყარო, რომელიც ჩვენი თვალთახედვისათვის უსასრულო უკიდეგანობას წარმოადგენს; მისი შემქმნელისათვის იმდაგვარივე ქმნილება არის, როგორც ჩვენთვის ჩვენს მიერ შექმნილი რაიმე. ამასთანავე ეს მატერიალური სამყარო დაპროგრამებული მექანიზმია და თანაც იმგვარად, რომ მასში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება, მხოლოდდამხოლოდ კანონზომიერული გათვლის შედეგად ხდება და შემთხვევითობა ან მიკერძოება გამორიცხულია!!!
როგორადაც ცნობილია, ქმნილება ადამიანი სამყაროს ნაწილია. ამიტომ როგორც სხვა დანარჩენ ნაწილებს, მასაც აქვს დადგენილი სათავისო ის წესები, რომელიც გამომდინარეა მისი აგებულების თავისებურებებიდან და რომლის დაცვაც მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა. ამასთანავე ამ წესთა დაცვა ადამიანებს ევალებათ საიმისოდაც, რომ შენარჩუნებული იქნას იმ გარემოს სტანდარტული მდგომარეობა, რომელიც სპეციალურად არის დარეგულირებული მათი მოდგმის საარსებო გარემოდ.
რამეთუ ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინების მისია, მისი აზროვნების გაწვრთის მიზნით მოხდა. ამიტომაც საამისოდ მას მიცემული ექნა თავისუფალი ნება იმ წესთა დაცისა ან არ დაცვისა, რომელიც მას შემქმნელმა დაუდგინა სასიცოცხლო კანონმდებლობად. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კანონდარღვევათა ზღვარს გადასულობა ადამიანს შეუწყვეტს სიცოცხლეს!!! ამიტომ დაწესებული კანონმდებლობა შედგენილია იმგვარად, რომ დარღვევათა შედეგად ღვთის რისხვის განაჩენს იმკის ადამიანი საიმისოდ, რომ აღსრულებული იქნას კანონი: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). მინდა აქვე აღვნიშნო იმ რეალობის შესახებაც, რომელიც გარეგნულად ასე გამოიყურება: ბოროტეულნი განცხრომაში არიან და ვინც მათთან გაცილებით პატიოსან ცხოვრებას ეწევიან, ისინი კი გაჭირვებასა და დამცირებაში. ამ საკითხზე ფართო ცოდნა უკვე წარმოდგენილი მაქვს და ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს. აქ კი მოკლედ მოგახსენებთ მის თაობაზე და გაცნობებთ იმას, რომ ყოველივე ეს იმის გამო ხდება, რომ ისინი, ვინც არ არიან გადაცემული უკუღმართ გონებას და მათში სიყვარულის ძალა არსებობს, გონს მოეგონ და ცოდვები აღარ ჩაიდინონ. რამეთუ სწორედ ისინი არიან ენერგოდონორები მათთვის, რომელთა ამ ქვეყნად არსებობაც განპირობებულია მათგან მიღებული სასიცოცხლო ენერგიით. რაც დაწესებული არის იმ მიზნით, რომ ცოდვის ჩადენის წილ, სასიცოცხლო ენერგია მიიღონ და თანაც დამსჯელის როლიც შეასრულონ. რაც შეეხება სასიცოცხლო ენერგიას, ის მხოლოდ სასიცოცხლო სუნთქვას არ გულისხმობს; არამედ ყოველივეს – მატერიალურსაც და ძალაუფლებასაც – რაც რომ ადამიანს სჭირდება ამ ქვეყნად საარსებოდ.
ახლა კი იმის თაობაზე მოგახსენებთ, რა ცვლილებებსაც აქვს ადგილი კაცობრიობის ბოლო ჟამის პერიოდში და ეს კი ის დროა, რომელშიაც ამჟამად იმყოფება ადამიანთა მოდგმა. მას ბოლო ჟამის პერიოდი იმიტომ ეწოდება, რომ სასრულ სტადიამდე მივიდა ის ევოლუციური პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა საუკუნეების მანძილზე თაობათა ცვლით და ემსახურებოდა ადამიანურ გრძნობათა გაზრდა-გამყარებას საიმისოდ, რომ აზროვნება გამხდარიყო გონიერი. ამ საკითხის შესახებ ბიბლიაში არის ცნობა, წარმოდგენილია მკის იგავის სახით. რომ ღვარძლი უნდა მოგროვდეს, ძნებად შეიკრას და დაიწვას, ხოლო ხორბალი კი ბეღელში დაბინავდეს (მათე 13-24/30). ახლა კი გაცნობებთ ამ იგავის პირდაპირ სახეს, რომელიც უკვე ამჟამინდელი რეალობაა. როგორადაც ღმერთი აცხადებს ბიბლიით: „მან ადამიანი პატიოსან არსებად შექმნა. მათ კი წამოიწყეს ბევრი ხრიკები“ (ეკლესიასტე 7-29). ეს განაცხადი ნიშნავს იმას, რომ ღმერთისათვის ქმნილება ადამიანად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი მასში სიყვარულის გრძნობა იარსებებს, რომლის თვისებებიც შემდეგია: უანგარობა, სინდისი, პატიოსნება, გულმოწყალება, კაცთმოყვარეობა, თავმდაბლობა, სხვისი სიხარულისა თუ მწუხარების გაზიარება, სიმამაცე, სიმართლის მოყვარეობა, სამართლიანობა და სხვა კეთილი თვისებები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხორბალში ასეთი ადამიანები იგულისხმება, ხოლო ღვარძლში კი ბოროტეულნი. რაც შეეხება მათ შეგროვებასა და დაწვას კი, ახორციელებს არმაგედონის პროცესი. რისი საფუძველიც განდგომილებაა. მასზე უკვე გაცნობეთ, რომ პროგრამული პროცესით იგი დასრულდა და ამჟამად სწორედ მისი ფაქტებად აღსრულების განხორციელება მიმდინარეობს დედამიწაზე. რას ნიშნავს ეს? ამის წარმოდგენას ვეცდები მაგალითის მოშველიების ფონზე. როცა წყაროს სათავე გადაიკეტება, ამის პირველად შემცნობნი ცხადია ისინი იქნებიან, ვინც წყაროს სათავესთან ახლოს იყვნენ. ხოლო სათავის გადაკეტვის მომენტისათვის, ცხადია წყალი ერთბაშად არ შეუწყდება მის მიმღებთ, რადგან ქსელში რაც მარაგი იყო, მის ჩამოცლას დრო სჭირდება. ამიტომაც ამ საშიშროების შესახებ ინფორმირებულნი ვერ არიან ყველანი, ვინც ამ წყაროდან იღებდნენ წყალს – მანამ, სანამ შეწყვეტა მათთანაც არ მოხდება. მაგრამ ცხადია ამ მომენტს არ დაელოდებიან ისინი, ვინც სათავესთან ახლოს არიან და არსებობის გასაგრძელებელ ბრძოლას იწყებენ უკვე თავიანთ დაქვემდებარებულებთან, მათთვის საარსებო წყაროს წართმევის მიზნით. აი, სწორედ ეს სიტუაცია ხორციელდება ამჟამად მთელ მსოფლიოში და ის არ დასრულდება მანამ, სანამ ბოლომდე არ ჩავა.
ახლა კი მოგახსენებთ იმ მეტად მნიშვნელოვან ცნობას, რომლის უგულებელყოფაც მეტად ძვირი დაუჯდება მის მსურველს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული პროცესი მსოფლიო დონის მომცველი მასშტაბისაა და ამიტომაც არ დარჩება დედამიწაზე ადამიანებით დასახლებული არცერთი ადგილი, რომელსაც იგი არ შეეხოს. საშიშროება კი მეტად დიდია, რადგან ჩართული არის სამყარული ძალების ამოქმედების პროგრამა. ამასთანავე გაცნობებთ იმასაც, რომ მოვლენების განვითარება დღითიდღე ელვისებურ ხასიათს მიიღებს. ბევრს აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ გეტყვით იმას, რომ როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ეს გარდაუვალია!!! იცოდეთ, რომ გამოსავალი არსებობს, რომელიც ერთადერთია მხოლოდ!!! რაც არის ამ კანონის აღსრულება: „ყოველი, ვინც მოუხმობს ღმერთს, გადარჩება!“ (საქმეები 2-21). რომელიც გულისხმობს მხილებული ჭეშმარიტების ცოდნის მიღებას. რომელიც გაგიხსნით გონებას და მიგახვედრებთ იმას, რაც უნდა მოიმოქმედოთ. მეტს აღარაფერს გეტყვით, რადგანაც უკვე გაფრთხილებების დროც ამოიწურა.