დაწუნებული ქვა
„და იყო წარღვნა მიწაზე 40 დღე. ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი. გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე. წავიდა კიდობანი წყლის ზედაპირზე და წყლით დაიფარა ყოველი მაღალი მთა. ძლიერდებოდა წყალი 150 დღე“ (დაბადება 7-17/23). ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია, ადამიანთა მოდგმის მიერ ცოდვათა ზღვარგადასულობისათვის საყოველთაო დასჯის პირველ შემთხვევაზე. ხოლო მეორე ასეთი სახის მოვლენაზე კი, რომლის აღსრულების თარიღადაც დასახელებულია ბოლო ჟამის პერიოდი, ასეთ ინფორმაციას იუწყება: „ადრინდელი სოფელი წარღვნის წყლით მოისპო. ხოლო ახლანდელი ცა და მიწა კი გამზადებულია საცეცხლოდ, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“ (II პეტრე 3-6,7).
ვინაიდან და რადგანაც ფაქტიურად უკვე ვიმყოფებით იმ პერიოდში, რომელში განვითარებული მოვლენებიც შეესაბამებიან იმ ნიშანთა განხორციელებას, ბიბლია „ცეცხლით წარღვნის“ წინმსწრებ ნიშნებად რომ წარმოგვიდგენს; ამიტომ მიზანშეწონილ აუცილებლობას წარმოადგენს მხილება იმ ინფორმაციისა, რასაც ახლა ექნება ადგილი.
ადამიანური ფენომენის შესახებ ცოდნიდან, ამჯერად დავჯერდები მხოლოდ იმის შეხსენებას, ადამიანის ამქვეყნიური სიცოცხლის შეწყვეტას, მის მიერ ჩადენილი ცოდვების ზღვრის ავსება რომ იწვევს. მაგრამ შეუძლებელია არ განხილვა იმ საკითხისა, ადამიანთა მოდგმა ყველაფერს რომ აკეთებს იმ წარღვნის დამსახურებისათვის, რაზედაც ბიბლიას აქვს ნაწინასწარმეტყველები. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ ვინმეს წარმოდგენა ჰქონდეს იმისა, თუ საითკენ დგამენ ნაბიჯებს ასე გამალებით. რადგან საზოგადოების ერთი ნაწილს სჯერა იმისა, რომ არანაირ ღვთის რისხვისა და წარღვნის არსებობას არც ჰქონია ადგილი და არც ექნება. ხოლო მეორე ნაწილი კი დარწმუნებული არის იმაში, რომ თავად კეთილია და არანაირ სასჯელს არ დაიმსახურებს. მაგრამ სინამდვილეში რაც იქნება, ამას კი ყველა მაშინ მიხვდება და გაიგებს, როცა აღსრულების დრო დადგება ისევე, როგორც ეს ნოეს დროს მოხდა. მაშინაც ცდილობდა ნოე, ხალხისთვის გაეგებიებია სიმართლე. მაგრამ იმ დროსაც ზუსტად ისევე მოიქცნენ, როგორადაც ახლა და არც არავინ ისმინა მისი ხმა. შედეგად კი ის მიიღეს, რაც სიმართლის უარმყოფელების საზღაურია და ცხადია, რომ ამჟამადაც ასე იქნება. დიახ, სამწუხაროდ ისტორია მეორდება! მიუხედავად იმისა, რომ ნოეს დროინდელი წარღვნის შემდეგ მრავალი საუკუნე გავიდა და თანამედროვე ადამიანი თითქოს ბევრად უფრო გაცნობიერებული უნდა იყოს საკუთარი ფენომენისა და ამ სამყაროს ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. რის მიღწევაშიც სატანამ შეიტანა თავისი წვლილი და ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ადამიანური აზროვნება სწორი გზიდან გადაეყვანა და ლაბირინთებში გაეხლართა. შედეგად კი მიღებული იქნა ის, რაც სახეზეა კიდეც. ამჟამინდელი ადამიანი არის: ამბიციური, ამპარტავანი არსება – ყველა ისეთი თვისებებით, რომელიც ძალიან აცდენილია იმ სტანდარტს, ღმერთმა ადამიანისათვის რომ დაადგინა. ხოლო ყოველივე ეს კი მტკიცებულება არის იმისა, რომ ადამიანებს შორის მაკავშირებელ ძალად დადგენილი სიყვარულის ძალა, ჩანაცვლებულია ეგოიზმით. ამიტომაც კაცობრიობის არსებობის გაგრძელებას საფრთხე აქვს შექმნილი.
ეს ბევრჯერ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ: თუკი ადამიანს არ სურს სიმართლის მიღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიმართლე არ აღსრულდება. ცხადია სიმართლე აღსრულდება და მისი არ მიმღები კი დაზარალებული აღმოჩნდება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იღებს ადამიანი სიმართლეს, ამის მიზეზი სწორედ იმაშია, რომ თავმდაბლობის ზღვრიდან საკმაოდ დაშორებულია თანამედროვე ადამიანი. რაც არის საფუძველი იმისა, რომ მან უბრალო ენით დაწერილი სიმართლე არ დაიჯეროს და მაღალფარდოვანი სიტყვებით აკინძული ინფორმაციის ირწმუნოს. სიბრძნე კი მაღალფარდოვანი ენით ვერ გადმოიცემა. ვინაიდან სიბრძნე გონების ჩანაწერია და გონება კი უბრალო ენით არის შედგენილი. რისი მტკიცებულებაც ბიბლიაა. ამრიგად, უბრალოებას დაშორებულ გაამპარტავნებულ ადამიანებს აღარ შესწევთ უნარი იმისა, რომ ჭეშმარიტება შეიცნონ. ჭეშმარიტებას დაშორებული საზოგადოებას კი არსებობის პრობლემა ექმნება.
როგორც ბიბლია იუწყება, არც წყლით წარღვნა დასრულებულა ერთ დღეში და არც ცეცხლით წარღვნის მსვლელობა იქნება ერთ დღიანი. აგრეთვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ღმერთს დადებული აქვს აღთქმა წარღვნის სრულმასშტაბიანად არ ჩატარებისა და მასზე ცნობილია ის, რომ შეეხება მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს. ხოლო 1/3 კი გადაურჩება. ხოლო 8 მილიარდს მიღწეული რაოდენობის 2/3 რომ საკმაოდ დიდი რიცხვია, ეს იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, რომ ცეცხლით წარღვნაში არ იგულისხმება დედამიწის გადაბუგვა. რამეთუ მაშინ ის იმ მასშტაბისა იქნება, რომ მის შემდგომ დედამიწა ვერ გამოდგება ადამიანის საარსებო გარემოდ. ეს რომ ასეა, მას ბიბლიაც ამოწმებს ცნობით, რომლითაც ამბობს: „ცოცხალი ბეჭდის მქონე ნგელოზმა დიდი ხმით შესძახა 4 ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული ევნოთ მიწისა და ზღვისათვის და უთხრა: ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ბეჭდებს შუბლებზე დავასვამდეთ. მომესმა ბეჭედდასმულთა რიცხვი: 144 000“ (გამოცხადება 7-2/4).
რადგანაც ღმერთის დადგენილის აღსრულებას წინ ვერაფერი აღუდგება, ამიტომ ცხადია ამ წარღვნის განხორციელებას აუცილებლად ექნება ადგილი და ამიტომაც სჯობს მას მომზადებულად დახვედრა, ვიდრე მოულოდნელობას ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება იმას, ამის წაკითხვა თუ ვინმეს შიშს მოჰგვრის. სჯობს მისგან თავი განარიდოს. რადგან შიშია ის დამღუპველი თვისება, რაც ადამიანს ბოჭავს და არ აძლევს საშუალებას გამოსავალის საძიებლად. ხოლო წინასწარ ცოდნამ იმისა, რაც მოსახდენია, შეიძლება რაღაც დონეზე კი გამოიწვიოს შიშის სინდრომი. მაგრამ იგი ვერ შეედრება იმ ელდას, რომელსაც ფაქტის მოხდენის დროს აქვს ადგილი. რაც აფექტურ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს და მისი შედეგი კი ყოველთვის სავალალოა. ხოლო როცა წინასწარ შემზადებულია ადამიანი იმისათვის რაც უნდა მოხდეს, იქ უკვე ელდას აღარა აქვს ადგილი და შედეგებიც ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ეს ელდის დროს არის. იმედია დამეთანხმებით, რომ რაც დავწერე, ეს ნამდვილად ასეა. ამიტომ გაცნობებთ იმას, რას შეეხება „ცეცხლით წარღვნა“ და რა უნდა მოიმოქმედოთ მაშინ, როცა პროცესის განვითარებას ექნება ადგილი. ვინაიდან იგი წარმოშობს ადამიანებში შოკური შიშის მდგომარეობას და ვინც ამ ელდის გადატანას შესძლებს, დახმარებას საჭიროებს. შესაბამისი ცოდნა კი მხოლოდ თქვენ გექნებათ, ვინც „უფალია ჩვენი სიმართლის“ საშუალებით გაცხადებულ ცოდნას ფლობთ.
გთხოვთ ყურადღებას! ძალიან მიმძიმს იმის პირდაპირ თქმა, რაც მოხდება და ამიტომ მინიშნებით გეტყვით. „ცეცხლით წარღვნა“ ეხება უშუალოდ ადამიანს და მის გარდა სხვა არაფერს შეეხება – თვით მის ტანსაცმელსაც კი. ხოლო რაც შეეხება მოვლენას, იგი არის აღსრულება ამ კანონისა: „შეჭამთ მათ დაუნთებელი ცეცხლი“ (იობი 20-26). რასაც გეენის ანუ სატანური ცეცხლის სახელით იცნობენ ადამიანები და მის ერთეულ შემთხვევებსაც იშვიათად ჰქონია კიდეც ადგილი. სამწუხაროდ, ეს იშვიათობა საყოველთაო ხასიათს მიიღებს და მას ვერ გადაურჩება ვერავინ მათგან, ვინც შეავსებს სიცრუის რიცხვის ზღვრის 144 0007 რაოდენობას. მეტი რაღა გითხრათ?! თუკი ვინმე იღებს ყურად ამ გაფრთხილებას და მობრუნდება სიცრუის ზღვრიდან, თავის დროზე მიხვდება იმ სიკეთეს, რაც იმის რწმენამ მოუტანა, რა ცოდნასაც გაცნობებთ. დანარჩენზე კი შემდეგ! რადგანაც ყოველივე ამის შემდეგ, ვეღარავინ გააგრძელებს ცხოვრებას ძველებურად. ვინაიდან ეს უბრალოდ, რეალურად შეუძლებელი იქნება იმის გარეშე, „დაწუნებული ქვა, ქვაკუთხედად თუკი არ გადაიქცევა!“ (მათე 21-42).