გამოერიდეთ მას
„წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი. როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერია პირზე?! მისი საფიქრალი კვლების გაყვანაა და მისი საზრუნავი ხბორების საკვებია. ასევეა ყველა ხურო და ხუროთმოძღვარი. მათი საფიქრალი გამოსახულების დამსგავსებაა და ცდილობენ რომ დროზე დაასრულონ საქმე. ასევეა მჭედელიც გრდემლთან მჯდომარე და რკინის ნაკეთობაზე ჩაფიქრებული. მისი საფიქრალი ნაკეთობის დასრულებაა და ცდილობს სრულყოფილად შეამკოს იგი. ასევეა მექოთნეც, ხელით სახეს აძლევს თიხას და ფიქრად აქვს გაასრულოს მოჭიქვა. ყოველ მათგანს თავისი ხელების იმედი აქვს და თითოეული ბრძენია თავის საქმეში. მათ გარეშე ვერ აშენდება ქალაქი და არც ხალხი დასახლდება და არ იცხვრებს იქ. მაგრამ მათ არ უხმობენ სახალხო საბჭოზე და არც კრებაზე იწვევენ. არც მსაჯულების სავარძელში სხედან და არც მსჯავრის გამოტანაზე მსჯელობენ.
მხოლოდ ის, ვინც თავს შესწირავს უზენაესის რჯულის შესწავლას, გამოიძიებს წინაპართა სიბრძნეს და წინასწარმეტყველებაში გაიწაფება, ის შეითვისებს სახელოვან კაცთა ანდრეზებს და იგავთა ნართაულებს ჩაწვდება. გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს გამოიცნობს. დიდებულთა შორის იმსახურებს და წინამძღოლის წინაშე წარსდგება. იმოგზაურებს უცხო ტომთა ქვეყნებში, რადგან გამოცდილი აქვს სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანთა შორის. თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის – ვინც შექმნა იგი, რომ ილოცოს უზენაესის წინაშე. სავედრებლად გახსნას პირი და ცოდვათა მიტევება შესთხოვოს. ხოლო თუკი დიდებული უფალი ინებებს, მაშინ ის აღივსება გონების სულით, გამოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს. კეთილად წარმართავს თავის აზროვნებასა და გონებას და შეიმეცნებს უფლის საიდუმლოებებს. წარმოაჩენს თავისი დამმოძღვრის ხელოვნებას და უფლის აღთქმის რჯულით იამაყებს“ (სიბრძნე ზირაქის 39-1/10).
როგორც ხედავთ, წარმოდგენილი ცნობით ბიბლია იუწყება იმას, თუ როგორი პიროვნებები უნდა მართავდეს ქვეყნებს. მაგრამ სახეზე რა რეალობაა? რა და ის, რომ იმათ, ვისზედაც აქ არის საუბარი, არასოდეს მისცემიათ იმის უფლება, რომ ქვეყნები ემართათ. უფრო მეტიც, მათი ცხოვრება ყოველთვის შეჭირვებული იყო და დევნაში იყვნენ იმის გამო, რომ სიმართლე არ გაევრცელებინათ ხალხში. ყოველივე ეს კი იმიტომ ხდებოდა და ხდება, რომ სატანამ ადამიანისათვის დადგენილი წესები დაყო საერო და სასულიერო მხარედ და თანაც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირა. ხოლო ამან რა შედეგიც მოიტანა, ამას მსოფლიო ისტორიით წარმოჩენილი ფაქტებიცა და თვით დღევანდელი რეალობაც ცხადყოფს.
რაც შეეხება იმ პიროვნებებს, რომელთა შესახებაც წარმოდგენილი კანონი იუწყება, ისინი ყოველ ეპოქისეულად იბადებოდნენ და მართალია სრულად არ ეძლეოდათ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი მისიური როლი შეესრულებინათ, მაგრამ იმდენს მაინც ახერხებდნენ, რომ იმ დონეზე აღესრულებინათ ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა, ადამიანთა მოდგმას არსებობა რომ არ შეეწყვიტა.
ადამიანი რას ირწმუნებს და რას არა, ცხადია ეს თავისი ნებაა! მაგრამ იგი არანაირად არ ცვლის იმას, რაც ღმერთის მიერ დადგენილი აქვს მის მოდგმას. მხოლოდ ამით ის მიიღწევა, რომ სიმართლის რწმენა მის პატრონს აცოცხლებს, ხოლო სიცრუის რწმენა კი – კლავს. რაც შეეხება ჭეშმარიტებას, ის კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს სამყარო კანონზომიერულად ფუნქციონირებადი ქმნილებაა და ზუსტად აღმსრულებელი იმ წესებისა, რაც მას შემქმნელმა დაუდგინა. შესაბამისად მის შემადგენლობაში მყოფ თითოეულ ნაწილსაც, თავისი ბუნების შესადარი დანიშნულება აქვს მინიჭებული და ვერც ვერავინ გადაუვა იმას, რომ დადგენილი წესები ან არ შეასრულოს და ანდა მის ჩარჩოებს გასცდეს. ყოველივე ეს კი საჭიროა იმიტომ, რომ სამყარული კანონზომიერულობა არ დაირღვეს. რადგან მის გარეშე იგი ვერ იარსებებს!!!
რაც შეეხება ადამიანს, მასზე არაერთხელ განმიცხადებია ის, რომ ისიც სამყაროს ერთ-ერთი ნაწილთაგანია და მასაც აქვს დაწესებული „მისი ბუნების შესატყვისი კანონმდებლობა“ (IV მაკაბელთა 5-25). რომლის აღსრულება-არ აღსრულებაზე არის დამყარებული მთლიანად მისი ბედისწერაც და არსებობაც. როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველ ეპოქაში არსებობდნენ კანონთა მცოდნე და მათი შეძლებისდაგვარად აღმსრულებელნი. იმასაც გაცნობებთ, რომ ასეთი პიროვნებების დაბადებას უზრუნველყოფთა საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობა და ისე არ არის, რომ ვინც მოისურვებდა, მას შესძლებოდა გამხდარიყო სიბრძნის შემმეცნებელი. ვინაიდან საამისოდ ღვთიური გენის მემკვიდრეობის მქონეობაა საჭირო. როგორც ამას ბიბლიაც იუწყება: რომ „წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნააზრევით. არამედ ადამიანები სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოსთქვამდნენ მას“ (II პეტრე 1-20,21).
როგორც გაცნობეთ და ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილია, ასეთ პიროვნებებს საზოგადოების მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ უწევდათ ცხოვრება და ამიტომაც მათ მიერ გავრცელებულ სიმართლეს მცირე გამზიარებელი ჰყავდა. ასეთი წესით საკაცობრიო ცხოვრების სვლა კი აღწევდა იმ სიტუაციას, რომელიც ადამიანთა მოდგმისათვის დადგენილი ცოდვების ჩადენის ზღვარს ავსებდა. ასეთი სიტუაცია იყო მაშინ, როცა უფალმა იესო ნაზარეველი მოავლინა „რჯულისა და წინასწამეტყველებათა აღმსრულებელი ქრისტეს სულის მქონე პიროვნებად“ (მათე 5-17) და მისი მეშვეობით მდგომარეობა გამოასწორა და ასეთი სიტუაციაა ამჟამადაც. თუმცა ახლა იმ დროსთან შედარებით განსხვავებული სიტუაციაა იმით, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ბოლო ჟამის ეპოქაშია და ამიტომაც მდგომარეობის გამოსწორებაც იმ სახით ვერ მოხდება, როგორც იესო ნაზარეველის ეპოქაში იყო. რასაც იუწყება კიდეც ბიბლია: „რომ მეორედ მოსული ქრისტე აღარ კვდება“ (ებრაელთა 9-28. რომაელთა 6-9). არამედ მას დაკისრებული აქვს მისია დაფარულად მყოფი ჭეშმარიტების მხილებისა, რომელიც საუკუნეებია უმოქმედოდ იდო გონებაში (III ეზრა 6-18/28). მისით განიკითხება კაცობრიობა (იოანე 5-22) და „ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს“ (მათე 10-41). ხოლო ვინც არ მიიღებს, არ მიღების ფორმის შესატყვისი სასჯელი მიეგება. ასეთია ღმერთის კანონმდებლობა და იგი ვრცელდება როგორც ცალკეული პიროვნებების, ასევე ქვეყნის ხელისუფლებისა და რელიგიების მიმართ და „არმაგედონად“ წოდებული მოვლენის საშუალებით ხდება აღსრულება ყოველივესი. რომელი პროცესიც უზრუნველყოფს იმას, რომ მისი დასრულების შემდეგ ადამიანთა გონება გამოფხიზლება იმგვარად, რომ მათ შეეძლებათ სიმართლითა და სამართლიანობით წარიმართონ ცხოვრებისეული გზა.
ახლა კი იმ საკითხზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რაც უკვე ძალიან ახლო მომავალში მოხდება და რაც რომ გარდაუვალია, ამას ქვეცნობიერად ალბათ ყველა ხვდებით. საქმე ეხება იმ მოვლენებს, რაც დედამიწაზე მიმდინარეობს და ისიც მისახვედრია, რომ თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, მალე დედამიწა ადამიანთათვის საარსებო გარემოდ ვეღარ გამოდგება. მაგრამ ამჟამად ასეთი რამ ღმერთს არ დაუშვია. ამიტომ ამოქმედებული იქნა კანონზომიერებათა ის მუხლი, რომელიც მოახდენს ფუნქციონირებაში ხელისშემშლელთა მოშორებას. ცხადია ყველამ ვიცით ის, რომ ეს ადამიანთა გარკვეული ნაწილია. თუმცა ადამიანები ხედავენ მხოლოდ იმათ, ვინც აშკარად სჩადიან ბოროტეულ საქმეებს. მაგრამ ვერ ხედავენ და ვერც სცნობენ იმათ, რომელნიც მათ ამ საქმეების ჩადენას აიძულებენ იმ ნიჭთა წყალობით, რომელიც მათ მიღებული აქვთ 666-ის ნიშნოსნობით. მართალია ადამიანებს არ ძალუძთ მათი ამოცნობა, მაგრამ სამყაროს კანონზომიერებებისათვის ყოველივე აშკარაა. რადგანაც ისინი ენერგიის შესაბამისად რეაგირებენ. ვინაიდან და რადგანაც ასეთი ადამიანები გაფანტულნი არიან მთელ მსოფლიოში, ამიტომაც არის გლობალური ხასიათის ის უბედურებანი, რომელთა მასშტაბებიცა და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ეს კი მისახვედრს ხდის იმას, რომ უკვე დადგა დრო იმ ბირთვის განადგურებისა, რომელიც წარმოადგენს მათთვის საზრდოს. ალბათ ყველა მიხვდით, ვიზეცაა საუბარი – ბოროტების კაცზე, რომელსაც ღვთისმოსაობის ნიღაბი აქვს მორგებული და რომელსაც განადიდებს მისი ამალა (II თესალონიკელთა 2-3,4. გამოცხადება 13-4). ვალდებული ვარ გაცნობოთ ის სიმართლე, რაც მის წასვლას მოჰყვება და მასზე კი ასეთი ცნობაა: რომ „წარღვნასავით იქნებაო“ (დანიელ წინასწარმეტყველი 9-26). ამიტომ ჩემი მოვალეობაა, რომ გაგაფრთხილოთ საიმისოდ, რომ გაერიდოთ მას. რასაც მიაღწევთ მისი მხილებით. ხოლო ამას კი მაშინ შესძლებთ, თუკი საკუთარ ცოდვებს ამოიცნობთ და მოინანიებთ. ამასთანავე იმასაც გაცნობებთ, რომ მართალია ზუსტი დროის ცოდნა არავის ძალუძს გარდა ღმერთისა, მაგრამ შესაცნობ ნიშანთა მიხედვით იმის მიხვედრა კი არის შესძლებელი, რომ აღსრულებამდე მცირედი დროა დარჩენილი.