გამგებმა გაიგოს
„ამ ქვეყნად ჩვენ გამოსაცდელად მოვედით“, „ჩვენი ცხოვრება გამოცდაა“ – უამრავი ასეთი ტიპის გამონათქვამი მომისმენია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანის მიერ. მეც ვეთანხმები მათ და უფრო დავაკონკრეტებ იმ მისიის შესახებ, რომლის შესასრულებლადაც იქნა შექმნილი ადამიანთა მოდგმა. დიახ ასეა, ადამიანი ამ ქვეყნად მოვლენილია იმისათვის, რომ გაეწვრთნას და გაუმყარდეს აზროვნება; რათა გახდეს შესაძლებელი ისეთი ნაყოფის მიღება, რომელიც შეფასებული იქნება გონიერ აზროვნებად. როგორ აზროვნებას ეძლევა გონიერობის შეფასება და რისთვისაა საჭირო ეს, ამაზე საუბარს ექნება ადგილი აქ. რამეთუ ის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია – განსაკუთრებით ამჟამად, როცა უკვე დამდგარია ნაყოფთა მიღების დრო.
„სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგან არსებობისთვის შექმნა მან ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და მასთან დამოყვრებულნი დაიშრიტნენ. აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სიბრძნე სოლომონის 1-13/16). იუწყება ბიბლია და მისით მიგვანიშნებს, რომ სიკვდილი სატანისაგან ყოფილა და თუკი ადამიანი ღმერთის გზაზე ივლიდა, ვერასდროს შეხვდებოდა მას. არსებული რეალობა მტკიცებულებაა იმისა, რომ კაცობრიობას არ უვლია ღმერთისმიერი სწორი გზით და რადგანაც ადამიანი სავალ გზას თავისი აზროვნებით ირჩევს (გამომდინარე მისთვის დაშვებული არჩევანის თავისუფალი ნებიდან), ეს იმას ნიშნავს, რომ აზროვნება ვერ განვითარებულა სწორი მიმართულებით. რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ადამიანთა მოდგმამ ბოროტება ამრავლა სიკეთის ნაცვლად და სიძულვილი თესა – სიყვარულის ნაცვლად. რის სანაცვლოდაც მოიმკა კიდეც ავადმყოფობანი და სიკვდილი. არასწორ გზაზე მავალმა აზროვნებამ, სიყვარულის გრძნობის მაგივრად, ეგოიზმის გრძნობა შესძინა ადამიანს. ხოლო ნამდვილი სიყვარული თუ რა არის, ამის ცოდნა კი დაავიწყა – იმ სიყვარულისა, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მოდგმას არსებობის გარანტად დაუყენა. ამიტომ თუკი ეს გრძნობა გაქრება მათში, მაშინ ადამიანთა არსებობასაც მოეღება ბოლო. ვინაიდან და რადგანაც კაცობრიობა უკვე დადგა ამ საშიშროების წინაშე, შესაბამისად სამყაროც გადავიდა სათანადო მოქმედების ფაზაში, რასაც ჩვენ არმაგედონის მოვლენად ვიცნობთ. რას გულისხმობს იგი? ამის ასახსნელად მოვიშველიებ ბიბლიას: „შეკრიბა ისინი ადგილას, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეეწოდება. გადმოიღვარა მეშვიდე თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა „აღსრულდა“ (გამოცხადება16-16,17). ჯერ მოგახსენებთ იმას, თუ რა იგულისხმება არმაგედონში და საამისოდ მოვიშველიებ კანონს: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები“ (მათე 24-22). მაშასადამე რას ნიშნავს არმაგედონი და რა დღეების შემოკლებაზეა საუბარი?! განვმარტავ მას:
მოგეხსენებათ, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა 6-23). რომელიც დგება მაშინ, როცა ადამიანში რომელიმე ცოდვას შეუსრულდება აღსრულების რიცხვის (144 000)n-იანი ზღვარი. ვინაიდან და რადგანაც „ბოლო ჟამს ძალიან მომრავლდა ბოროტებანი ადამიანებში“ (III ეზრა 14-16), ამიტომ მდგომარეობის გამოსასწორებლად სამყაროს პროგრამაში ამოქმედებული იქნა „არმაგედონის“ მეთოდი, რომელიც გულისხმობს სააღსრულებლო რიცხვის შესრულებას კრებითი ფორმით. რაც თავისთავად გულისხმობს რისხვის დღეების შემოკლებას. ანუ რა იგულისმება მასში: ხდება ერთნაირი კატეგორიის ცოდვის ჩამდენთა შეგროვება ერთ ადგილას, რითაც აღსრულების რიცხვი კრებითი სახით სრულდება.
არავისთვის უცნობი არ არის ის ფაქტი, რომ უცოდველი არავინაა. ცოდვებთან მიმართებით კი იმას დავძენ, რომ ბედისწერის საზომით ისინი სამი კატეგორიის სახით არიან დაყოფილნი, რომელნიც შემდეგია: პირადული მოტივის საფუძვლის მქონე ცოდვები, საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლისა და ღმერთის რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებლის საფუძვლის მქონე. ამ კატეგორიებიდან კი განმსაზღვრელობითი როლი მიკუთვნებული აქვს ღმერთის რწმენის ჭეშმარიტების კატეგორიას. ამიტომ უკვე აღარ გთხოვთ, არამედ გაფრთხილებთ: რომ ბრმად ნუ ენდობით ნურცერთ რელიგიურ მიმდინარეობას, აიღეთ ბიბლია და დაკვირვებით წაიკითხეთ და ვისშიაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი სიყვარულის გრძნობის ნატამალი, ამით მას იმის მიხვედრის საშუალება მიეცემა, რომ სწორ ცოდნას მიაგნოს, მისი მეშვეობით შესძლოს საკუთარი ცოდვების შეცნობა და შემდეგ კი გულწრფელად მოინანიოს ისინი. ეს არის ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ადამიანმა თავი დააღწიოს არმაგედონს და ცოცხალი გადარჩეს. რამეთუ „ღვთის სასუფეველი თვალსაჩინოდ არ არის, არამედ თითოეულმა ადამიანმა თავის გრძნობებში უნდა იპოვოს იგი“ (ლუკა 17-20,21). რომელი გრძნობებიც ჭეშმარიტი სიყვარულის მახასიათებელი გრძნობებია და ის შემდეგია: უანგარობა, კეთილი სინდისი, პატიოსნება, თავმდაბლობა, ერთგულება, გულწრფელობა, მადლიერება, მიმტევებლობა, მოთმინება, სიმამაცე, გულმოწყალება, სიკეთის გაზიარება.
რადგანაც დრო არ იცდის, ამიტომ არც ამის გაცხადებას მოვერიდები, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა ადამიანთა მოდგმა უფსკრულის პირას დგას და ერთი ნაბიჯიღა დარჩენია გადასაჩეხად. რაც იმას ნიშნავს, რომ ძველებურად ვეღარ გაგრძელდება და ამიტომ კეთილი უნდა ინებოს თითოეულმა პიროვნებამ არჩევანის გაკეთებისა: უნდა აირჩიოს ან სიკვდილი და ანდა სიცოცხლე! რომელსაც ჩადენილი ცოდვების გულწრფელად მონანიების გარეშე ვერ მიიღებს. არც იმის უწყებას მოვერიდები, რომ ამ საქმეში ქართულ ენოვან მოსახლეობას მისიონური როლის შესრულება აქვს დაკისრებული და ამიტომაც მათ ყველაზე მეტად მართებთ ჭეშმარიტი სიმართლის მოძიება და შეცნობა. სხვებს რაც ეპატიებათ, ის მათ არ ეპატიებათ; რადგან „ქართულ ენაზე არის გამოცხადებული ის დაფარული ჭეშმარიტება, რომელიც უმოქმედოთ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-28) და სწორედ ამ უმოქმედების ნაყოფს იმკის დღეს კაცობრიობა კიდეც. გეტყოდით ჩვეულ ფრაზას: ნება თქვენია, გინდ შეისმინეთ ჩემგან მოწოდებული ცნობა და გინდ არა მეთქი, მაგრამ ამას ვეღარ გეტყვით, რადგანაც საყოყმანო დრო უკვე ამოწურულია. თვალნათლივაც აშკარაა, ცოდვების გზით სიარულმა რა შედეგიც მოუტანა კაცობრიობას და ამიტომ მხოლოდ ერთი საშუალებაა დარჩენილი საიმისოდ, რომ მან არსებობა გააგრძელოს. ეს საშუალება კი არის საკუთარი აზროვნებისათვის გონიერობის შეძენა; რაც შობის გარეშე ხელახლა დაბადების ტოლფასი მოვლენაა.
დასასრულს კი ორიოდ სიტყვით ბიბლიის თაობაზეც მინდა გავაკეთო მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელიც ეხება მისი თარგმანის დამახინჯებულად წარმოდგენას და მათაც, ვინც „თავზე მორგებით“ თარგმნიან მას. ეს სამყარო ჭეშმარიტებით იმართება და ამიტომ დაუშვებელია ის, რომ სიმართლე არ გამჟღავნდეს – რაგინდ ხანგრძლივადაც არ უნდა იყოს ის გადაფარული სიცრუით. საუკუნეებია ბიბლიით მანიპულირებას აქვს ადგილი. მაგრამ როგორც ხედავთ უკვე დადგა დრო, როცა რეალობა ფაქტებით გამოავლენს იმას, ღმერთის სახელით ვინ ქადაგებს სიმართლეს და ვინ კიდევ სიცრუეს. მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზეც, რომ ბიბლიის ყოველი სიბრძნე და ის წინასწარმეტყველებანი, რომელიც ეხება კაცობრიობის მიერ გასავლელ გზას, ჩემს გონებაში ჩემი აზროვნების თანდასწრებით იქნა ჩაწერილი. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სწორად ახსნისა და გამოცხადების უფლება მხოლოდ ჩემთვის მოუცია ღმერთს და ვასრულებ კიდეც მას. ის კი ფაქტებით ამოწმებს მას. ამიტომ ვინც რა უნდა იფიქროს და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს გაცხადებული ცოდნის თაობაზე, ამით მხოლოდ ერთ რამეს შესძლებს: საკუთარ თავს და ოჯახს ავნებს ან არგებს. სხვა დანარჩენს კი ვერაფერს იზამს. რადგან ჭეშმარიტების წინააღმდეგ წამსვლელი ყველა მარცხდება!!! ახლა კი იმ საკითხს შევეხები, რომელიც ეხება თანამედროვე სიტუაციას, რომელმაც მსოფლიო ტყვედ აქცია. ყველას აინტერესებს ის, თუ როდი და როგორ დასრულდება ყოველივე. მაგრამ მასზე არავის აქვს პასუხი, თუმცა აქვს ბიბლიას და მოგახსენებთ მის შესახებ. კაცობრიობა დღეს იმყოფება იმ წინასწარმეტყველების აღსრულების სტადიაში, რომელიც შემდეგია: ადამიანებს შეიპყრობთ დიდი შიში და ვინც სად არის, იქ დარჩება. ყოველივე ეს კი იმას მიუთითებს, რომ არმაგედონის ფინალში ვართ და მოვლენებიც ელვისებურად განვითარდება. რა გაფრთხილებაც დღეს მეტად მნიშვნელოვანი იქნება, არის ეს: ახლა არის ამ წინასწარმეტყველების აღსრულების დრო: ვინც ტრაბახს დაიწყებს: ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთო, მათ დაატყდებათ თავს ღვთის რისხვა. ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ ძალიან შორს არის წასული ადამიანთა ამპარტავნობა. ღმერთი კი მხოლოდ თავმდაბლებს სწყალობს და თავმდაბლობა კი, ცოდვების მონანიების გარეშე ვერ მიიღწევა!!!
გამგებმა გაიგოს