ბოროტსა სძლია კეთილმა
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ საკითხს თავისი ერთადერთი სიმართლე შეესაბამება, ეს თემა მაინც დავას იწვევს ადამიანებში. ვინაიდან სიმართლის ჭეშმარიტების არსში წვდომა მათთვის მიუწვდომელია და ამიტომაც სიმართლეს ყველა სათავისოდ ირგებს. რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ადამიანური ფენომენის ანალიზით არის შესაძლებელი – იმ ფენომენისა, რომლის შესწავლაც ვერ მოახერხა მეცნიერებამ იმიტომ, რომ მან უარყო ფენომენის განმსაზღვრელი საშუალება სული. დიახ სულია ის მთავარი, რომელიც მართავს და მთლიანად განაგებს ადამიანს რწმენის მეშეობით. რწმენას კი ის გრძნობები ასაზრდოებენ, რომელნიც განწყობაზე უფლობენ და მათ მართავთ ან სიყვარულის და ანდა სიძულვილის ძალა.
რაც შეეხება ადამიანურ ფენომენს, მის საყრდენს წარმოადგენს მემკვიდრული ფაქტორი. რაც გულისხმობს იმას, რომ საკაცობრიო გენეტიკის კანონისდა თანახმად, ყოველ ადამიანს მემკვიდრეობით ეძლევა წინაპართა მიერ გამოზრდილი გენი. რომელიც მემკვიდრეში ასახვას ჰპოვებს სახიერების, ნიჭიერებისა და ხასიათის მხრივი განშტოებით. სხვაგვარად კი ამ მემკვიდრეობას ინდივიდუალური გენეტიკური კოდი ჰქვია და საკაცობრიო პროგრამაში მას მიკუთვნებული აქვს ერთადერთი და განუმეორებელი რიცხვი, რომელიც თავის მხრივ შედგება ცოდვა-მადლის სახეობისა და რაოდენობის ამსახველი ინფორმაციისაგან. ამიტომაც ის, ყოველ ადამიანს სათავისოდ ერთადერთი და განუმეორებელი აქვს. ხოლო ხსენებული ინფორმაციის მიღება კი ხდება ღმერთის მიერ ადამიანისათვის დაწესებული კანონების დაცვა-არ დაცვის შედეგად. რისი აღრიცხვის მექანიზმიც თავადვე ადამიანშია ჩამონტაჟებული სულის გონების სახით და ამიტომაც რაიმეს დაფარვას, უზუსტობას ან რაიმე მიკერძოებას ვერანაირად ვერ ექნება ადგილი. ვინაიდან განა შეუძლია კაცს, რომ თავისი საქმიანობა ანდა ზრახვები თავის თავს დაუმალოს?! ცხადია არა!
რაც შეეხება ინდივიდუალურ გენურ მემკვიდრეობას, ნებისმიერი ადამიანისათვის მისი სტანდარტი ერთიდაიგივეა; ანუ მომცველია ცოდვა-მადლისა (ვინაიდან უცოდველად არც არავის უცხოვრია ამ ქვეყნად). მაგრამ სხვაობა მათ შორის არის იმაში, თუ რომელი გენია უპირატესი: მადლიანი თუ ცოდვილი. პირველ შემთხვევაში ადამიანში სიყვარულის ძალა უფლობს. ხოლო მეორე შემთხვევაში კი სიძულვილის ძალა აქტიურობს. თუმცა იმას თუ რომელმა ძალამ უნდა იაქტიუროს, თავად პიროვნება ირჩევს იმის შესაბამისად, თუკი როგორ დაიცავს ან არ დაიცავს ღმერთის მიერ დადგენილ კანონებს.
საკაცობრიო მიმდინარეობა, რომელიც სათავეს ადამ და ევადან იღებს, სწორედ საიმისოდ შეიქმნა, რომ გონიერი გენი გამოზრდილიყო. რის გაზრდასაც ერთი თაობა ვერ მოახერხებდა, არამედ გათვლით დადგენილი ექნა 1000 მადლიანი გენური თაობა. რაშიაც არ იგულისხმება პირდაპირ მორიგეობით ათვლილი 1000 თაობა. ამ გენის ადამიანები მცირედნი არიან, ვინაიდან მათთვის მისაცემი სულის რეინკარნირებას საუკუნეებიც კი სჭირდება მაშინ, როცა სხვა დანარჩენ სულთა რეინკარნირებისთვის წლები და ხანდახან თვეებიც კმარა.
მოგეხსენებათ, რომ დღეს კაცობრიობა იმყოფება მისთვის გათვლილი დროის ბოლო ჟამში. რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე თაობას მემკვიდრეობით მიღებული აქვს ადამიანისათვის დადგენილი გენური ნორმის მაქსიმუმი. ხოლო ადამიანის გენურ ზომას კი ის თავისებურება ახასიათებს, რომ როგორც კი შეივსება ინდივიდუალური გენური კოდით განსაზღვრული ცოდვის ჩადენის დაშვების ზღვარი, ბედისწერას გამოაქვს ამ ადამიანისათვის სიკვდილის განაჩენი. აი ეს არის საფუძველი იმისა, რაც რომ დღეს ხდება და არის ახალგაზრდებს შორის გახშირებული თვითმკვლელობები და თან დართული ბავშვთა სიკვდილიანობაც. რისი მიზეზთა თავიდათავია შვილთა მიმართ მშობელთა მიერ ჩადენილი ქმედებები, ღმერთის რწმენისადმი არასწორად მიმართებაში.
რაც შეეხება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის მიზანს – გონიერი ადამიანის მიღებას. რას წარმოადგენს იგი? დღეს ამ კითხვაზე პასუხის ცოდნის აუცილებლობა დააყენა დრომ იმიტომ, რომ ამ ტიპის ადამიანთა მიღებას დაუდგა თავისი ჟამი. რომელნიც საკაცობრიო გენეტიკურ ნაყოფებად არიან შეფასებულნი და სწორედ მათ მისაღებად შეიქმნა კაცობრიობაც!!!
ვინაიდან დადგა ჟამი ნაყოფთა მიღებისა, ამიტომ სათანადო ცოდნის გაცხადებასაც უნდა ჰქონდეს ადგილი მათ დასახმარებლად. რადგან უკვე ყოველდღიურად ისეთ პროცესებს ექნებათ ადგილი, რისი წარმოდგენაც ადამიანს აზრად არ მოუვა. უპირველეს ყოვლისა კი აღვნიშნავ იმას, თუ რას წარმოადგენს გონიერება. ადამიანი რომ ისეთი არსებაა, რომელსაც ნიჭებით აღჭურვის უნარი აქვს მინიჭებული შემქმნელი მიერ, ეს ცნობილი თეორიაა და ისიც ცნობილია, რომ ნიჭი შეიძლება იყოს კეთილი ან ბოროტიც. იმიტომ, რომ მისი მიღება ხდება იმ ძალის მეშვეობით, როგორ ძალასაც ანვითარებს ადამიანი თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობით. როგორც უკვე მოგახსენეთ, როცა ადამიანი ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დამცველია, მაშინ მასში ფუნქციონირებს სიყვარულის ძალა, რომელიც თანამიმართულია მთელი სამყაროს მამოძრავებელ ძალისა. ამიტომაც მისი სიძლიერე დიადია და მისი მოქმედებით ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერული ცვლის პროცესების დროს, წვა უნარჩენოდ მიმდინარეობს. რითაც ხდება ჯანსაღ უჯრედთა წარმოშობა-გამრავლება. ასეთ ადამიანში სიყვარულის კეთილი თვისებები აქტიურდება და ცხადია, რომ კეთილი ნიჭებიც ენიჭება. ვინაიდან კეთილი ნიჭი ხომ ერთიდაიგივე კანონის დაცვის განმეორებით მიღებული უნარია. ანალოგიურად ხდება კანონთა არ დაცვის შემთხვევაში, მიიღება სიძულვილის ძალით წარმოშობილი ბოროტი უნარები. მაგრამ რადგან სიძულვილის ძალა სიყვარულის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, ამიტომ მას პიროვნებათა სიმრავლე სჭირდება არსებობის შესანარჩუნებლად. თუმცა საბოლოოდ მაინც განწირულია, რადგან სამყაროს მამოძრავებელი ძალის წინაღდგომას ცდილობს. ამიტომ არის ჭეშმარიტება ის, რომ ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს სიკეთეზე და რომ ბოროტების არსებობას ყოველთვის აქვს დადგენილი გარდაუვალი მოსპობის დრო. რაც შეეხება გონიერებას, ის კეთილ ნიჭთა შეკვრით მიღებული ნაერთია და ამიტომაც მას ვერც კი შეარყევს ბოროტება, არა თუ სძლევს.
ეს ნაწერი იმათთვის არის, ვინც ფიქრობს რომ მასში გონიერი გენია. რასაც იმით იგრძნობს, რომ ამ საიტზე გაცხადებულ ინფორმაციას გაიგებს. ვინც მას შეისმენს, ამით დააჩქარებს საკუთარი თავისა და თავისი ოჯახის პრობლემებისაგან განთავისუფლებას და ამასთანავე სხვა გონიერთა გამოფხიზლებაშიაც შეიტანს წვლილს. ასეთი პიროვნება ნუ შეშინდება იმ ამოუცნობ და უცნაური ტიპის უბედურებათა ხილვისას, რაც მის გარშემო მოხდება და რაც უკვე დაიწყო კიდეც. აქ გაცხადებული ცოდნის მიმღებს, ეს პროცესი არ შეეხება იმიტომ, რომ მას ის მადლი დაიცავს, რომელსაც ჭეშმარიტი ინფორმაციის შესმენით ღებულობს ადამიანი. ვინაიდან ღმერთი ფაქტებით ადასტურებს თავის ნებას. ხოლო როგორც რეალობა ამტკიცებს, უკვე დამდგარია იმის დრო, რომ იმხილოს და თვალსაჩინო გახდეს ყოველივე ის, რაც აქამდე იყო დაფარული.