გაზიარება

ბიბლიური ცნობები ბოლო ჟამის შესახებ

ამჟამად უკვე ხშირად საუბრობენ ბოლო ჟამისა და მეორედ მოსვლის თემაზე და ამ საკითხის მიმართ ყველას სათავისო შეხედულება აქვს. თუმცა ამ ცოდნის საყრდენი ორ საფუძველზე დგას, რომელთაგან ერთი რელიგიური მოძღვრებაა და მეორე კი ათეიზმი. ხოლო თუ იკითხავთ რომელია სწორი მათ შორის, პასუხი ასეთია: არცერთი! იმყოფება თუ არა კაცობრიობა ამჟამად ნამდვილად ბოლო ჟამის პერიოდში? ამ კითხვაზე ჭეშმარიტი და სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ ბიბლიას შეუძლია. ამიტომ ჯერ ის უნდა იქნას კარგად გაგებული, თუ რას წარმოადგენს საკაცობრიო ბოლო ჟამი და შემდეგ კი ის ნიშნები ამოცნობილი და სწორად გაშიფრული, რომელნიც ადასტურებენ მისი დროის დადგომას.
რაც შეეხება ბოლო ჟამის პერიოდს და ქრისტეს მეორედ მოსვლას, მასზე ბიბლია იტყობინება, რომ ქრისტე მოდის მის მომლოდინეთა სახსნელად (ებრაელთა 9-28). ხსნა კი გადარჩენას ნიშნავს და არა დაღუპვას. რაც ადასტურებს იმას, რომ საყოველთაო განკითხვას გადარჩენილნი ეყოლება; თანახმად დაწერილისა: „იხილავენ გადარჩენილნი, რომელნიც ისე იშვნენ, რომ არ უგემნიათ სიკვდილი“ (III ეზრა 6-25/28). რომელ პროცესის გავლასაც, ცხადია სათანადო ცოდნის დაუხმარებლად ვერავინ შესძლებს და სწორედ ეს დახმარებაა ქრისტეს მეორედ მოსვლის მისიიდან ერთ-ერთი სახეობა. რაც შეეხება ბოლოს, ამ სამყაროსეული კანონმდებლობის თანახმად, ვიცით, რომ ყოველი ბოლო, მომდევნოს დასაწყისსაც გულისხმობს და ამ შემთხვევაში კი ეს არის „სატანისათვის მიცემული დროის“ (გამოცხადება 13-5) დასასრული და ღმერთის ხელმწიფობის ხანის დასაწყისი.
ვინაიდან და რადგანაც სატანურ ძალას დაქვემდებარებულთა რაოდენობა ბევრად აღემატება ღვთიურ ძალას დაქვემდებარებულთა რიცხოვნებას და გარდა ამისა ადამიანური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში ისინი წარმოადგენენ მმართველ ძალას, ამიტომაც მათი გავლენა დიდია მსოფლიო მოსახლეობაზე და მისი მიზეზით ხდება ის, რომ სიმართლეს ასე უჭირს გავრცელება. მაგრამ თანახმად კანონისა: „სიბნელე ვერასოდეს ვერაფერს გახდება სინათლის ნათებასთან!“ (იოანე 1-5). ამიტომაც, როგორც ხედავთ დაფარული ჭეშმარიტება ცხადდება კიდეც მათი მიმღებებისათვის.
მატერიალური სამყაროს მოდელის შესახებ მეცნიერული ცოდნა იძლევა არასწორ ინფორმაციას და ამიტომაც ცოტა ძნელია იმის გაცნობიერება, რა ცნობებსაც „უფალია ჩვენი სიმართლით“ გაცხადებული ცოდნა გაწვდით მის შესახებ. მაგრამ ეს ცნობები იმ წყაროდან არის, რომელიც გონებაში ჩადებული ცოდნაა სამყაროსა და ადამიანის შემქმნელის მიერ. მეტს ვერაფერს დავამატებ, რადგან ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობა, მიმღების აზროვნებას ანიჭებს სწორად განსჯის უნარს და თავადვე გაარჩევს იმას, თუ რომელი ინფორმაცია არის სიმართლე და რომელი კი – სიცრუე. ამიტომ განვაგრძობ ცნობების მოწოდებას და გაცნობებთ შემდეგს:
სამყაროს კანონზომიერული განკარგვით, თავის შემადგენლობაში მყოფმა მაკროელემენტთა სტრუქტურებმა, არსებობის მთელ მანძილზე უნდა გაიარონ ცვლილებათა შემდეგი სტადიები:
1) ცა, რომელიც მართალია არ განიცდის ცვლილებას, მაგრამ არის ორგვარი შემადგენლობის.
2) ვარსკვლავები, რომლებიც გაივლიან ცვლილებათა 2 სტადიას.
3) მზე გაივლის ცვლილებათა 3 სტადიას.
4) მთვარე და სხვა პლანეტათა თანამგზავრები გაივლიან 4 სტადიას.
5) დედამიწა და დანარჩენი პლანეტებიც – 5 სტადიას.
6) ანგელოზები – 6 სტადიას.
7) ადამიანები – 7 სტადიას.
8) ცხოველები და ფრინველები – 8 სტადიას.
9) მცენარეები – 9 სტადიას.
წარმოდგენილი სტადიები ნიშნავენ იმას, რომ სამყაროს კამომზომიერებებში სპეციალურად მათთვის ფუნქციონირებს ის მახასიათებელი კანონები, რომელიც თითოეული სტადიისათვის არის შესაბამისი და ისინი დროისა და სივრცის კვეთისას განიშლებიან განზომილებებში. რის შედეგადაც ვიღებთ მოვლენების ცვალებადობას დროში. თუმცა რაც შეეხება საკუთრივ დროს, თუკი მას განვიხილავთ როგორც ცალკე დამოუკიდებელ სიდიდეს, მაშინ მისი მიხედვით განსჯისას, ყოველი დღე ერთნაირი უნდა იყოს. ვინაიდან ყოველი დღე-ღამე ერთიდაიგივე დროის მონაკვეთის მომცველია. მაგრამ რეალობა ხომ სხვაგვარია?! რადგან ყოველდღიურად ადგილი აქვს ფაქტობრივ ცვლილებებს როგორც კოსმოსში, ასევე დედამიწაზეც. ამიტომ პრაქტიკა ამტკიცებს თეორიას, რომელიც შემდეგია: დროში წარმოშობილ სხვაობათა მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ამ სამყაროში არსებული ნებისმიერი რამ – ეს ადამიანთა თვალთახედვისათვის ხილულია თუ უხილავი – ყველა ფუნქციონირებს მხოლოდდამხოლოდ სამყაროს კანონზომიერებათა მიერ განსაზღვრული კანონმდებლობით!!!
კაცობრიობის დედამიწაზე არსებობის პერიოდი ღმერთის მიერ შეფასებული არის „უმეცრების დროებად“. თუმცა ადამიანთა მოდგმა უმეცრებაში არ დაასრულებს თავისი დედამიწაზე არსებობის პერიოდს. რადგანაც ღმერთი აცხადებს იმას, რომ „სიბრძნის დროების“ დადგომასაც ექნება ადგილი მათ დედამიწურ ცხოვრებაში. რომელ დროში გარდამავალ პერიოდშიც ვიმყოფებით სწორედ ამჟამად და რომელი დროის დადგომაც განხორციელდება პროგრამით: „1000 წელი, როგორც ერთი დღე“, ნაცვლად წინა პერიოდის „1 დღე, როგორც 1000 წელისა“ (II პეტრე 3-8).
ადამიანური ცნობიერება, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკვლევი ობიექტი არის ამ მატერიალური სამყაროსი, ქმნის იმ ენერგიას, რომელიც წარმოადგენს კანონზომიერებათა ასამოქმედებელ საწყის წყაროს. ვინაიდან ბედისწერის განკარგვაში სწორედ სწორედ სამყარული კანონზომიერებანი იღებენ მონაწილეობას. მართალია თვით ადამიანური შემეცნება ამის შემცნობი ვერ არის, მაგრამ ეს სინამდვილეს არ სცვლის. ამიტომ აუცილებლად უნდა აღვნიშნო იმ ღირშესანიშნეობის შესახებ, რაც რომ ადამიანურ ცნობიერებას აკისრია.
როგორც ვიცით ადამიანურ ცნობიერებას ჩვენ აზროვნებას ვუწოდებთ. აზროვნებითი ფენომენი წარმოადგენს მთავარ პროცესს იმისას, რისი საშუალებითაც სხეულის უჯრედოვანი კოდური დატვირთვა ასო-ბგერებიდან სიტყვებამდე ავიდა და ამჟამად უკვე 1000 სიტყვასაც კი მიაღწია. რაშიაც იგულისხმება ის, რომ ადამიანები არიან გონიერი სხეულის მფლობელი არსებანი. ამიტომაც ადამიანური სხეული ყოველ მომდევნო გენეტიკურ თაობაში უფრო და უფრო მძაფრად რეაგირებს სიტყვებზე. რასაც გაგება ჰქვია და რისი დასტურიცაა ის მომეტებული ნიჭიერება, რომლითაც ყოველი მომდევნო თაობა ამეტებს წინას. როგორც ცხობილი ხდება, ადამიანისათვის გათვლილ გენეტიკურ სრულყოფილებამდე მისაღწევად, საჭირო ყოფილა გენეტიკური 1000 თაობის მიღება; თანახმად კანონისა: „უფალს ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა რომ დაადგინა 1000 თაობამდე“ (ფსალმუნები 104-8).
რაც შეეხება იმას, ამჟამად თუ რომელ თაობაზე იმყოფება კაცობრიობა, მის ამოსაცნობ ბიბლიურ ნიშანს წარმოადგენს შემდეგი ცნობა: დაფარული ჭეშმარიტება, რომლის მხილებასაც ახლა თქვენს წინაშეა და კითხულობთ კიდეც, „საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილი იყო ბოლო ჟამამდე“ (დანიელი 12-9). ხოლო თავისთავად ცხადია, რომ გონებაში დაფარულად მყოფი ჭეშმარიტების მხილება, გულისხმობს გონებაზე დადებული ბეჭდების ახსნას; ანუ უფრო სხვანაირად რომ ითქვას, გონების გამოფხიზლებას ძილისაგან (გამოცხადება 5-5). რასაც ასევე თავისთავად მოჰყვება აღსრულება სამყაროს ამ კანონისა: „აჰა, დადგება ჟამი და მოვა ნიშნები. გამოჩნდება სიტყვის ძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება რაც მიწით არის დაფარული; და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწართქმულ ბოროტებას, თავად იხილავს უფლის სასწაულებს“ (III ეზრა 7).
როგორადაც ეს კანონი იუწყება, უფლის სასწაულების ხილვამდე ჯერ აუცილებლობა ყოფილა იმისა, რომ წინასწართქმული ბოროტებისაგან თავი დააღწიოს ადამიანმა. თუ რატომ მიეცა ბოროტებას ხანგრძლიობის პერიოდი საკაცობრიო ბოლო ჟამის დრომდე, ამის განმარტებას კი იესოს მიერ გაცხადებული იგავით გავაკეთეებ: „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. მაგრამ როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მაშინ მივიდნენ მონები და უთხრეს მთესველს: ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი? მან კი უპასუხა: მტერმა კაცმა გააკეთა ეს. მაშინ მონებმა უთხრეს: გინდა წავალთ და გავმარგლავთ. მაგრამ პატრონმა თქვა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. დააცადეთ ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებათ შეჰკარით, რომ დავწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ“ (მათე 13-24/30). ამ სიბრძნეში მთესველი – აზროვნებაა, რომლის მფლობელიც კეთილი ადამიანია. კარგი თესლი – ჭეშმარიტი სიტყვა ანუ კეთილმეტყველებაა. მტერს – სიცრუე წარმოადგენს და ღვარძლს კი – ავმეტყველება. ხოლო მომკელი კი – გონებაა. რომლის გადაწყვეტილებასაც აუცილებლად თან მოჰყვება ფაქტებად აღსრულება.
ახლა კი ვინაიდან და რადგანაც სწორედ ამ „მკის“ პერიოდში იმყოფება კაცობრიობა, ამიტომ განვაცხადებ იმ პროცესის შესახებ, რაც აღსრულდება უკვე ყოველდღიურად და ამას კი გავაკეთებ ბიბლიის წინასწარმეტყველებების მეშვეობით. მაშასადამე გონებაზე დადებული ბეჭდების ახსნით, სიტყვა საქმედ იქცა და ჩამოყალიბდა:
1) თეთრი ცხენი და თეთრი მხედარი – ქრისტეს სულის მქონე ადამიანი.
2) წითელი ცხენი და წითეწლი მხედარი – მხეცის შემდეგი ნიშნოსანი: მკვლელობათა დამგეგმავი და შემკვეთი კატეგორიის მქონე მავანი.
3) შავი ცხენი და შავი მხედარი – მხეცის შემდეგი ნიშნის: მატერიალური ქონების მიმტაცებელი, თაღლითი და მკვლელი კატეგორიის მავანი.
4) ყვიციანი მხეცი და ზედ მხედარი – ანტიქრისტე, ფარისევლობის მრავალშრიანი ნიღაბაფარებული კაცი, ადამიანთა სულების დამცემელი. (გამოცხადება 6-2/8)
ამ ადამიანთა პიროვნულობის ამოცნობა აუცილებლად უნდა შესძლოს მსოფლიო საზოგადოებამ, სიბრძნის დროში გადასასვლელად!!! რადგან გონებამ უკვე იცის მათი ვინაობა.
ახლა კი იმას გაცნობებთ, თუ რა მოვლენები განვითარდება ყოველდღიურად და დავძენ იმას, რომ ეს დრო ხასიათდება შემდეგი კანონის აღსრულებით: „დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავი აღმოჩნდება და სავსე საცავები კი – უეცრად ცარიელები. იხილავენ გადარჩენილები, რომელთაც შობითგან არ უგემნიათ სიკვდილი. შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და ხასიათი მათი გარდაიქმნება. წარიხოცება ბოროტება და აღიქვება სიცრუე. რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-18,28). ამასთანავე „ამ დღეებში აღარ იტყვიან მეტად: მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო. რადგანაც ყოველი, თავისი ურჯულოებით მოკვდება. თითოეულ ადამიანს, რომელიც მკვახე ხილს შეჭამს, თავისი კბილი მოეკვეთება“ (იერემია 31 -29,30) და „ყოველ ადამიანს თავისი ხელის საზღაური თავადვე დაუბრუნდება“ (იგავნი 12-14); რამეთუ „ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება და ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს“ (რომაელთა 2-11). ასე რომ „ვინც რომელი საწყაოთი მიუზღავს, იმავეთი მიეზღვება და მიემატება“ (მარკოზი 4-24) – რასაც არ დასჭირდება არც კვირეებით, არც თვეებითა და არც წლებით დალოდება, რადგან აღსრულება მოხდება კანონთა დარღვევის მომდევნო დღეებშივე.
აქ კი მინდა აქცენტი გავაკეთო კანონში მინიშნებულ მიზღვის დროს მიმატებაზე. რას ნიშნავს იგი, იმას ხომ არა, რომ რასაც შესცოდავს ადამიანი, ბედისწერა იმაზე მეტს მიაგებს და ანდა პირიქით?! ცხადია ამას არ ნიშნავს! მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ბედისწერის მიზღვისას განმსაზღვრელი როლი უკავია გენეტიკური მემკვიდრეობის ფაქტორს. რაც გულისხმობს იმას, რომ ამჟამად, რადგანაც საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა იმყოფება ბოლო ჟამის ე.წ. „მკის“ სტადიაში, ამიტომ მიზღვისას ხდება ჯამის გამოყვანა იმ დამსახურებისათვის, რომელიც გენეტიკურ მემკვიდრული გენის სახით აქვს მიღებული ადამიანს და ის კი განამტკიცებს მას თავისი თავისუფალი ნებით ნამართი მოღვაწეობით. მემკვიდრეობა კი ორნაირი სახისაა და წარმოდგება ცოდვისა და მადლის აღმნიშნავი მოღვაწეობის შედეგებით. რაც შეეხება მადლისმიერი მემკვიდრეობის მიღებას, საამისოდ საჭიროა ის, რომ ადამიანმა შეიცნოს საკუთარი ცოდვები და შემდეგ კი გულწრფელად მოინანიოს ისინი. მონანიება ის არ არის, ადამიანი როცა ღმერთს სთხოვს: ღმერთო მაპატიე, თუკი რამე შევცოდეო. რადგან აუცილებელია სწორედ იმის ცოდნა, თუკი რა შესცოდა მან, რომ აღარ გაიმეოროს!!! ამის გარეშე ცხადია ღმერთისაგან შენდობას ვერ მიიღებს. ხოლო ცოდვა რომ ამოცნობილი იყოს, ამისათვის კი იმ კანონმდებლობის კარგად ცოდნაა საჭირო, რომელიც ღმერთმა ადამიანებს დაუდგინა ბედისწერის განსაკარგავად. ხოლო რაც შეეხება ცოდვილ მემკვიდრულ გენს, მართალია იესო ქრისტემ გადაკეტა მისკენ მიმავალი კარი, მაგრამ ადამიანებმა რელიგიათა შთაგონებით უარი თქვეს ქრისტეს ჯვარცმულობით ნატვირთზე და კვლავ მოახერხეს ამ კარების გაღება. რასაც ასრულებენ ე.წ. „ნათლობად“ გასაღებული რიტუალებით (I კორინთელთა1-17/19). ამიტომაც მათგან დამსახურებული იქნა იმ სასჯელთა მომკა, რომელთა შესახებაც გაცნობებთ ბიბლიის ცნობების მოკლე განმარტებების მეშვეობით. რომელი პროცესიც წოდებულია „ღვთის მძვინვარების შვიდი თასის გადმოღვრის“ სახელით და ვლინდება შემდეგი ფორმით:
„პირველმა ანგელოზმა გადმოღვარა მიწაზე თავისი თასი და გაუჩნდა საზარელი და სასტიკი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.
გადმოღვარა მეორე ანგელოზმა თავისი თასი ზღვაზე და იქცა სისხლად.
გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე და იქცა სისხლად.
გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და უფლება მიეცა მას, რომ ცეცხლით დაეწვა ადამიანები. იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს და არ მოინანიეს თავისი ცოდვები, რათა დიდება მიეგოთ ღვთისათვის.
გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იკვნეტდნენ.
გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი. რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის მზის აღმოსავლეთიდან რომ მოდიან.
გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა!“ (გამოცხადება 16).
წარმოდგენილი ბიბლიური ცნობების გასაშიფრავად უნდა აღვნიშნო ამ სამყაროს პრინციპის შესახებ. რომელიც ჩვენთვისდა გასაგები ახსნით, დამყარებული არის მთლიანად სიტყვის ფაქტებად ქცევაზე. რისი შედეგიც არის მატერიალურ სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი – დაწყებული გიგანტ მაკრო სხეულების ქმედითუნარიანობიდან, დამთავრებული თვით მიკროსკოპულ სხეულთა ფუნქციონირების ჩათვლით. რომელთა შორისაც ცხადია, რომ ადამიანებიც ვიგულისხმებით. ხოლო ერთ-ერთ საუკეთესო მამტკიცებელ არგუმენტს იმის დასტურისას, რასაც სიტყვის საქმედ ქცევაში აზროვნების მონაწილეობა ჰქვია, წარმოადგენს ის ნიჭები, რომლითაც ადამიანი არის აღჭურვილი და რომელიც აზროვნების უშუალო მონაპოვარია. ვინაიდან რაც უფრო კარგად იგებს სხეული სიტყვებს, მით უფრო იხვეწება ნიჭი. უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: რაც უფრო მეტად იზრდება სხეულის უჯრედის კოდური დატვირთვა გონებაში დაფიქსირებულ სიტყვათა სინონიმებით, მით უფრო იზრდება და იხვეწება ნიჭი. ანუ მარტივად რომ ითქვას: ნიჭი, სიტყვის გაგების სისწრაფის ამსახველი უნარმფლობელობაა ორგანიზმის მიერ.
ყოველივე ამ ცოდნიდან გამომდინარე მინდა, რომ ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტის აღწერაზე, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ამა თუ იმ შინაარსის სიტყვებზე. მაგალითად როცა ძალიან სასიხარულო ამბის შეტყობას აქვს ადგილი, მაშინ ადამიანში სისხლის ტალღების რხევები იმატებს და გულის ცემას ახშირებს. რასაც ქართული ენა მას ასე აღწერს: სიხარულისაგან გული აჩქროლდაო. ასევე შემიძლია მაგალითად მოვიყვანო შემთხვევა, როცა გემრიელი კერძის ხსენებისას ნერწვის დენა ხდება. ანდა საშიში ამბის მოსმენისას, შიშის გამომხატველი ემოციები ამოქმედდება. ხოლო ყოველივე აქედან გამომდინარე კი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ ფენომენის შესახებ, რომელსაც ბიბლია „ავმეტყველებას“ უწოდებს და მისი ეფექტის თაობაზე იტყობინება იმას, რომ იგი ადამიანისათვის დამღუპველი შედეგის მომტანია. ვინაიდან მასში იწვევს განწყობის გაუკუღმართებას. ხოლო განწყობა კი იმ რწმენის საყრდენია, რომელიც არის კიდეც ადამიანის სიცოცხლის საფუძველი. ვინაიდან იგია ბედისწერის განმკარგველი; თანახმად კანონისა: „სანამ სხეულში ვსახლობთ, რწმენით ვიარებით და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). ამიტომაც ბიბლია ავმეტყველების თაობაზე იძლევა ასეთ გაფრთხილებას, რომ „ავმეტყველებაში ბოროტი მახეა დაგებულიო“ (იგავნი 12-13). რასაც ბიბლია ღვთის საგმობ სიტყვებსაც უწოდებს და კეთილმეტყველებას კი – ღვთის მადიდებელ სიტყვებს. კვლავ გავამახვილებ ყურადღებას ავმეტყველებაზე და განვმარტავ იმას, რომ ადამიანური ცნობიერება სხვაგვარად აღიქვამს ამ სიტყვის შინაარსს და მას ცუდი ამბის, ან სალანძღავ და წყევლის ამსახველ შინაარსის მომცველად მიიჩნევს. მაგრამ ბედისწერის განმსჯელი გონება ასე არ აფასებს მის მნიშვნელობას, არამედ ავმეტყველების სტატუსი ენიჭება, ღმერთის მიერ დადგენილი კანონის გაუკუღმართებულად წარმოდგენას!!! ამიტომაც შეიძლება ცნობიერებით ადამიანი ვერ აფასებს მის მოქმედებას, მაგრამ სხეული კი, რომელიც გონების განკარგვით იქმნება, რეგირებს მასზე სათანადოდ და ამიტომაც ავადდება და ბერდება ადამიანი. ხოლო საბოლოოდ კი, სიკვდილსაც პოულობს.
მოგეხსენებათ, რომ ამჟამად საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა იმყოფება ნაყოფის მიღების სტადიაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ხდება მიღება დაჯგუფებათა სასრული კომბინაციებისა. რის შედეგადაც ადგილი ეძლევა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალთა დაქვემდებარებაში მყოფ „ღვთის მადიდებელ“ და „ღვთის საგმობ“ სიტყვათა შემადგენლობით დაკომპლექტებულ სხეულოვანი უჯრედების ერთიმეორესაგან გამიჯვნას. რასაც ბიბლიურად „განდგომილების“ პროცესი ჰქვია (II თესალონიკელთა 2-3).
„განდგომილება“ ადამიანთათვის იმდენად რთულად გადასატანი პროცესია, რომლის მსგავსსაც ჯერ არ ჰქონია კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე და არც არასოდეს ექნება. მისი ჩატარების აუცილებლობა კი იმ ცოდვიან გზაზე სიარულმა განაპირობა, რომელსაც ადამიანთა მოდგმა დაადგა დასაბამიდან და ამჟამად უკვე მის დასასრულს მიადგა, რომელიც უფსკრულით მთავრდება. ცხადია ამ გზაზე სიარულით ვერავინ დარჩა ისეთი, ვისაც ცოდვა არ ჩაედინოს. მაგრამ ცოდვაც არის და ცოდვებიც! რომელთა ჩადენის სიმძიმეთა მიხედვით, სწორედ ხსენებული „განდგომილების“ მოვლენის შედეგად მოხდება მისი დამსახურების პირთათვის 666 რიცხვის ნიშნის ბეჭედის დასმა. ბიბლია იძლევა ცნობებს იმის შესახებ, თუ რა შედეგებს მოიმკიან ისინი:
1) მოხდება მათი იმუნიტეტის უეცრივ მკვეთრად დაცემა. რის შედეგადაც, ადრე ნაოპერაციები და უკვე შეხორცებული ჭრილობები გაეხსნებათ.
2) ზღვის სისხლად ქცევა, ეს ღვიძლის დაშლის პროცესის ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობაა.
3) მდინარეთა და წყაროების სისხლად ქცევა – სისხლის მოწამვლის სასიკვდილო დონე.
4) ცეცხლით ადამიანთა დაწვა – სხეულის ტემპერატურის მაღალ ნიშნულამდე ასვლა, რის დაწევაც ვერანაირად მოხერხდება. ხოლო ფარისეველ-მწიგნობართა სტატუს მინიჭებულ 666-იანებს კი მეტად მკაცრი განაჩენი აქვთ გამოტანილი, რომელსაც ჩვენი ცნობიერება თვითაალების ანუ სატანური ცეცხლით დაწვის მოვლენის შემთხვევებად იცნობს.
5) მხეცის სამეფოს დაბნელება – 666-ის ნიშნოსანთათვის ცოდვის წილის გზით სასიცოცხლო ენერგიის მიღების გზის გადაკეტვა. სხვა მხრივ კი მათ სასიცოცხლო ენერგია არ მიეცემათ.
6) ევფრატის წყლის დაშრობა – ფსიქოზის აფექტურ დონეზე ასვლა, რაც მხოლოდ ფატალური შედეგით დასრულდება.
7) არმაგედონი და აღსრულება – ჩამოთვლილ ნიშანთა აღსრულება მოხდება მაშინვე, როგორც კი პიროვნებაში შესრულდება სიცრუის ზღვრული რიცხვი. თანაც ამ მოვლენისათვის ისაა დამახასიათებელი, რომ აღსრულების დადგომის წინა წამსაც კი ვერ იქნება ინფორმირებული ის პიროვნება, რომელსაც ეს მოვლენა თავს დაატყდება.
ხოლო რაც შეეხება იმათ, „რომელთაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატებას და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა და ხელზე; ისინი „გაცოცხლდებიან“ და გააგრძელებენ სიცოცხლეს მეორედ მოსულ ქრისტესთან ერთად, უკვე ღმერთის ხელმწიფების დროებაში“ (გამოცხადება 20-4). რაც შეეხება ბიბლიურ ცნობა „გაცოცხლებას“ – მასში იგულისხმება ის, რომ მოხდება მხილებული ჭეშმარიტების შეცნობა მათ მიერ. რის შედეგადაც მადლი მიეცემათ საიმისოდ, რომ „ხელახლა იშვან“. ამ „ხელახლა შობის“ პროცესზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვით: ამ პროცესის დროს ხდება ცოდვების ჩადენით ჩაკეტილ სახსართა გახსნა. რომელი პროცესიც ევოლუციურად უნდა წარიმართოს, რადგან უეცრად რომ მოხდეს, იმდენად მტკივნეული იქნება ადამიანისათვის, რომ მის ატანას ვერ შესძლებს. ამიტომაც ამ პროცესს მართვა სჭირდება და ცხადია სათანადო ცოდნით!!!
„არმაგედონის“ პროცესს გადარჩენილნი ყოველი – დიდი თუ პატარა, ამ პროცესს გაივლის!!! ცხადია, რომ რაც უფრო ახალგაზრდა იქნება სხეული, მისთვის შედარებით უფრო ადვილად გადასატანი იქნება ის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი როლი ფესვ გენს აკისრია. მაგრამ ყოველივე ამისა, სათანადო ცოდნით მოქმედების გარეშე, ამ პროცესს მაინც ვერავინ გადალახავს. ამიტომ ვალდებული ვარ გაცნობოთ სიმართლე ყოველგვარი შელამაზების გარეშე: „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემული ინფორმაცია არის დაწერილი სწორედ ისეთი პიროვნების მიერ, ვინც ღმერთის ნებით დაწინაურებულად გაიარა ეს პროცესი; რა თქმა უნდა იმ სათანადო ცოდნის ხელმძღვანელობით, რომლითაც მანამ იქნა აღჭურვილი იგი ღმერთისვე ძალისხმევით. ამიტომ ამ პროცესს ისე ვერავინ გაივლის, იმ გამოცდილებისა და ცოდნის დახმარების გარეშე, რომელსაც გთავაზობთ. ცხადია ამას ყოველი მაშინ მიხვდება, როდესაც განდგომილების პროცესი დაეწყება და რასაც ვერავინ ასცდება!!! ამიტომაც მეტს აღარაფერს დავამატებ, დანარჩენი ყველამ თავად მიხვდეს და გადაწყვეტილებაც მიიღოს.
ახლა კი იმის თაობაზე მოგახსენებთ, რომელი ნიშნებიც ახლა განვიხილე და მასზე ვიტყვი იმას, რომ ისინი ბიბლიური ცნობებია და ამიტომ ცხადია მარტო ადამიანთა ჯანმრთელობისმხრივი საზომით არ შემოისაზღვრება; არამედ ვრცელდება დედამიწურ ბუნებასა და კოსმოსზეც. ასე რომ აღსრულება ამ კანონისა: „დათესილი ადგილები, დაუთესავი აღმოჩნდება და სავსე საცავები, უცბად ცარიელები აღმოჩნდებიან“ (III ეზრა 6-18), უზარმაზარი პრობლემების გადალახვის წინაშე დააყენებს კაცობრიობას და საბოლოოდ კი იმ შედეგს გამოიღებს, რომ მის გადალახვას მხოლოდ გონიერნი შესძლებენ. რც მოხდება იმიტომ, რომ კაცთმოყვარეობის გრძნობის არსებობა მხოლოდ გონიერებაშია!!! აი, ამიტომაც აწერია „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებს, რომ განკუთვნილია მხოლოდ გონიერთათვის.