გაზიარება

ბედი, იღბალი და ბედისწერა


„არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ წინასწარ არ განუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურ წინასწარმეტყველთ“ (ამოს წინასწარმეტყველი 3-7). ეს კანონი ერთ-ერთია ღმერთის მიერ დაწესებულ იმ კანონთაგან, რომელთა მომცველიც არის ბიბლია და რომელთა აღსრულებაც გარდაუვალია! სწორედ ამის მტკიცებულებას წარმოადგენს ის ცნობები, რომელთა გამოცხადებაც უკვე ათი წელია მიმდინარეობს „უფალია ჩვენი სიმართლის“ საშუალებით და მათ ზედმიწევნით ზუსტად ასრულებასაც აქვთ ადგილი კიდეც.
მოსახდენის შესახებ წინასწარ ცოდნის შემძლეობის საფუძველს, უფალის მიერ გაკეთებული ეს განაცხადი იძლევა: „დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე რაც ჯერ არ მომხდარა და აღსრულდება ყოველივე!“ (ესაია 46-10). სწორედაც რომ ამ საფუძველზე დაყრდნობით უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საკითხის შესახებ, რაზედაც ადრე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდი იმის გამო, რომ მისი აღსრულების დრო ჯერ არ იყო დამდგარი. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება იმ უსიამოვნო ეფექტის შერბილებას, რაც თან ახლავს მოულოდნელობის ელდით გამოწვეულ შედეგებს. საუბარი ეხება სასჯელთა იმ სახეობას, რომლის თაობაზეც ბიბლიის ეს კანონი იუწყება: „წინასწარმეტყველთა და ბრძენკაცთა სისხლი მოეწევა ფარისეველთა და მწიგნობართა მოდგმას და ვერ გაექცევიან გეენის სასჯელს“ (მათე 23-33,35,36). ფარისევლები და მწიგნობრები ვინც არიან, ამას განმარტება არ სჭირდება; ისედაც ყველამ კარგად იცის მათ შესახებ. რაც შეეხება „სისხლის მოწევას“ – მასში იგულისხმება საკაცობრიო გენეტიკის სასრული ეტაპი. ხოლო ცნობა „გეენის სასჯელი“ კი ნიშნავს თვითაალებით, ანუ სატანური ცეცხლით სიკვდილს საიმისოდ, რომ ვერ მოხდეს დაცემული სულის რეინკარნირება. რაც ბიბლიაში წოდებულია მეორე სიკვდილის სახელით. ასეთი სასტიკი განაჩენის გამოტანის აუცილებლობა კი გამოიწვია მათ მიერ გავრცელებულმა სიღრმისეული შინაარსის სიცრუით გამოწვეულმა იმ შედეგებმა, რომლის დაჯერებამაც კაცობრიობის აზროვნება გააუკუღმართა იმ დონეზე, რომ მივიღეთ ის შედეგი, რაც რომ სახეზეა: გადაგვარებული ადამიანური გრძნობები და თვისებები. რომელიც საფუძველი არის იმ უბედურებათა სერიალებისა, კაცობრიობას რომ ატყდება თავს და რომელთა სიძლიერეც გახშირებულ კლიმატურ კატასტროფებამდეც ავიდა უკვე. შექმნილი საგანგაშო მდგომარეობა კი აუცილებლად მოითხოვს შესაჩერებელი ღონისძიებების გატარებას. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწური გარემო ისეთ მდგომარეობაში გადავა, რომ ადამიანთა მოდგმის საარსებოდ შესაფერის გარემოდ ვეღარ გამოდგება!!!
ყოველივე ის რაც გაცნობეთ უფრო ადვილად გასაცნობიერებული რომ გახდეს, ამიტომ მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ იმ საკითხებისას, რომელთა შესახებ ჭეშმარიტი ინფორმაციის მომცველი ფართო მოცულობის ცნობებიც უკვე გამოქვეყნებული მაქვს და რომელიც ეხება ბედს, იღბალსა და ბედისწერას. მათ შესახებ მოგახსენებთ იმას, რომ მათი არსებობის თაობაზე სჯერა თუ არა ვინმეს, ეს არავისათვის არ სცვლის იმ სიმართლეს: რომ ბედიც, იღბალიცა და ბედისწერაც ნამდვილად არსებობს და მათ ყოველი ადამიანი თავად იქმნის საკუთარი აზროვნებითი გადაწყვეტილებების მომკის სანაცვლოდ. მომკა კი ხდება ბედისწერის იმ განაჩენით, რომელიც გამოაქვს გონების საზომებს; რომელთაც ჩვენ სულიერ გრძნობათა სახით ვიცნობთ და მათი ქმედებანი ემყარებიან იმ კანონების აღსრულების მექანიზმს, თითოეულ ადამიანს გონებაში რომ აქვს ჩადებული რჯულის კანონების სახით. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). გამომდინარე რა ბიბლიის კანონთა აღსრულების წეს-დებულებიდან, ღირსეულ სამეფოში იგულისხმება ჯერ საკუთარი პიროვნულობა, შემდეგ ოჯახი და შემდეგ ქვეყანა… და ეს სამი განუყოფელია! რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანები პიროვნულად ვერ არიან მორალურები, მაშინ ისინი ვერც ღირსეულ ოჯახს შექმნიან და ვერც ღირსეულ ქვეყანას ააშენებენ. როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „როგორიცაა ქვეყნის მცხოვრებნი, ისეთივეა მმართველნი მათი“ (სიბრძნე ზირაქის 10-2).
ახლა კი რაც შეეხება იმ სურათს, რასაც თვალნათლივ ვხედავთ და რომლის მიხედვითაც უსინდისო, უწესო ადამიანები მჩაგვრელ ფენად არიან წარმომდგარნი და ცხოვრებას ფუფუნებასა და დროსტარებაში ატარებენ; ხოლო მათთან შედარებით ბევრად უფრო წესიერი და სინდისიერი ადამიანები კი ჩაგრულნი არიან და დუხჭირი ცხოვრებით ცხოვრობენ. ასეთი რეალობის ფონზე რელიგია აჯერებს მათთან შვების მოპოვებისთვის დასახმარებლად მისულ ჩაგრულებს, რომ ღმერთი სცდის მათ და ეს უნდა მოითმინონ. სამაგიეროდ საიქიოში სამოთხეში მოხვედრით ანუგეშებენ – ნაცვლად იმისა, რომ აუხსნან მათ ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასე. მაგრამ ამის გაკეთება მათ არ შეუძლიათ იმის გამო, რომ სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ; და არ გააჩნიათ იმიტომ, რომ ღმერთი სიბრძნეს აძლევს მხოლოდდამხოლოდ მას, ვინც საქმეებით არის მის მიერ დაწესებულ კანონთა დამცველი!!! როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ნურავინ იტყვის საკუთარ განსაცდელში, ღვთისაგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის სცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. მერე გულისთქმა ჩჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს“ (იაკობი 1-13/15).
ზემოთ მოხსენებულის ნამდვილობის დასარწმუნებლად მოვიშველიებ კანონმდებლობას, რომლითაც ვიგებთ: რომ „უფალმა შექმნა ადამიანი პატიოსნებისათვის. მაგრამ მათ კი წამოიწყეს ბევრი ხრიკები“ (ეკლესიასტე 7-29) და „ადამიანთათვის არ შექმნილა ამპარტავნობა და არც გულისწყრომა ქალთა ნაშობთათვის. პატიოსანი მოდგმა რომელია? – მოდგმა კაცისა, დამცველი მცნებებისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? – მოდგმა კაცისა, დამრღვევნი მცნებებისა“ (სიბრძნე ზირაქის 10-19). როგორც ხედავთ ღმერთის მიერ დაწესებული ეს კანონები ყოველივეს ფარდას ხდის და მათ საფუძველზე აგებული გონივრული ლოგიკაც ასეთი იქნება: თუკი მსაჯული კეთილს მოუვლენს სასჯელს ისეთ ქმედებათა სანაცვლოდ, რაზედაც ბოროტს არათუ სჯის, არამედ აღაზევებს კიდეც; მაშინ ასეთი მსაჯული სამართლიანია?! ცხადია არა! მაშინ რა ხდება?! პასუხი ასეთია: ბედისწერას განაგებს სიყვარულის გრძნობის საზომები: უანგარობა, სამართლიანობა, სიმართლისმოყვარეობა, სინდისი, პატიოსნება, სიმამაცე და ერთგულება. მაგრამ ასეთი თვისებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება განვითარებული ადამიანს, თუკი ის იქნება ღმერთის მიერ დაწესებული კანონების საქმით დამცველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ამ თვისებათა სახეობრივი ცვლილებანი, რითაც სიყვარულის გრძნობა გაქრება და მის ადგილს კი ეგოიზმი დაიკავებს. ხოლო ასეთი ადამიანის ბედისწერაზე კი უკვე სატანური ძალა უფლობს, რადგან მას კოსმოსიდან სასიცოცხლო ძალის მიწოდება უწყდება! ამიტომ ასეთნაირების ამ ქვეყნად არსებობაც დამოკიდებული ხდება იმათი სასიცოცხლო ენერგიიდან მიღებულ წილზე, რომელთა გენიდან გამოსულებიც არიან; თანახმად კანონისა: „ბოროტეულნი ჩვენგან გავიდნენ. რითაც გამოდის, რომ ისინი ჩვენგანნი არ ყოფილან. ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ. ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი“ (I იოანე 2-18,19).
ასეთი ადამიანები ღმერთის საზომით მკვდრებად არიან შერაცხულნი; თანახმად კანონისა: „მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ“ (მათე 8-22). ხოლო როცა ისინი აღზევდებიან და თანაც მათი რაოდენობაც ძალიან მოჭარბდება, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ სასიცოცხლო ენერგიის კოსმოსიდან მიმღეობის შემძლე ადამიანები უფრო და უფრო მეტად არღვევენ კანონებს. რის ნიადაგზეც მათ უმცირდებათ სასიცოცხლო ენერგიის ნაკადის გადმოდინებაც და თანაც რასაც იღებენ, მის უმეტეს წილს მათგან გასულები მოიხმარენ. ასე კი ღმერთმა დაადგინა იმიტომ, რომ შექმნილმა გაუსაძლისმა პირობებმა აიძულოს დონორი გონს მოგებისათვის. რადგან თუ კეთილი ადამიანები აღარ იარსებებენ, მაშინ ადამიანთა მოდგმა კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიას ვეღარ მიიღებს და ეს კი არც მეტი, არც ნაკლები – კაცობრიობის განადგურებააა!!!
რაც შეეხება აღწერილ მდგომარეობაზე მიღწევას, ეს ხდება იმ საფუძვლით, რასაც სიცრუის სიმართლედ რწმენა ჰქვია და რაშიაც უდიდესი წვლილი მიუძღვის რელიგიასა და მეცნიერებას. ასეთ დროს ადამიანი ყოველგვარი ყოყმანისა და განსჯის გარეშე სჩადის ცოდვებს. რადგანაც მას თავისი ქმედებანი სწორი ჰგონია. ბევრი რომ არ გავაგრძელო გეტყვით იმას, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: კაცობრიობა უგუნურების ზღვარზეა და ადამიანებს კი ჰგონიათ, რომ განვითარების მწვერვალებისკენ მიდიან. სამწუხაროა,მაგრამ სინამდვილეს ვერავინ გაექცევა და აი სამყაროც უკვე დადგა იმ გადაწყვეტილების აღსრულების წინაშე, რომლითაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს ადამიანთა უგუნურების შეჩერება!!! რადგან კანონის – „ადრინდელი სოფელი წარღვნის წყლით მოისპო. ხოლო ახლანდელი ცა (სული) და მიწა (სხეული), რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“ (II პეტრე 3-6,7) – აღსრულების დროის დადგომის მომასწავებელი ნიშნების ფაქტებად წარმოდგომის ნიადაგზე უკვე ცნობილი გახდა, რომ ცეცხლის ალში გახვევის განაჩენის სისრულეში მოყვანის დრო დაუდგა კაცობრიობას. რისი აღსრულებაც მოხდება თვითაალების მეშვეობით და იქ კი სადაც ქმედებებით ძალიან შორსწასულ უგუნურებას აქვს ადგილი, კლიმატური კატასტროფაც დაემატება. ძალიან ვწუხვარ ამის გაცხადება რომ მიწევს, მაგრამ ამის ცნობება აუცილებელია იმიტომ, რომ ეს პროცესი ყოველ ადამიანს შეეხება იმ ოდენობით, რა დონეზეცაა მათი რწმენა ჭეშმარიტ სიმართლესთან მიმართებაში. ამიტომაც გონიერება დაუყოვნებლივი ქმედებების დაწყებაში მდგომარეობს საიმისოდ, რომ დარჩენილი დრო მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ჭეშმარიტების შესაცნობად. ვინაიდან მხოლოდ ეს არის ის ერთადერთი საშუალება, რასაც სასჯელთა ზომის შემსუბუქება შეუძლია. ხოლო რაც შეეხება მის სრულად აღკვეთას, ეს კი უკვე შეუძლებელია!!!