გაზიარება

ბედისწერითი განაჩენი და მისი აღსრულება


როგორ ახდენს ბედისწერა განაჩენის გამოტანას და შემდეგ როდის ხდება მისი აღსრულება? ამ საკითხის განხილვა შესაძლებელი არის მხოლოდ კონკრეტული მაგალითის ფონზე. კონკრეტულ მაგალითად კი გამოდგება ის განაჩენი, რომელსაც უკვე დამდგარი აქვს აღსრულების ჟამი. მაგრამ სანამ მას წარმოვადგენდე, მანამ უნდა ავხსნა ის, თუ როგორ ხდება ბედისწერის გეგმის შედგენა. რაზედაც გაცნობებთ იმას, რომ ის სრულდება ბიბლიური კოდის თანამიმდევრობის შედეგად. რომელი თანამიმდევრობაც მოიცავს 12 კანონს – დაწყობილს ისე, რომ ყოველი მომდევნო კანონი ადასტურებს წინას. ხოლო ამ თანამიმდევრობის განმსაზღვრელი ანუ სათაო კანონი კი არის ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის ამსახველი კანონის აღსრულება ან დარღვევა; როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „უფალმა შექმნა ადამიანი და მისცა განსაზღვრული დღეები და ჟამი. მისი ბუნებისდამიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად შექმნა. უბოძა ხელმწიფება მიწიერებაზე. ჩაუნერგა მისი შიში ყოველ ხორციელს, რათა ემეუფა ცხოველებსა და ფრინველებზე. მისცა მას აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული; რათა შეეცნო ისინი. აღავსო ცოდნითა და სწავლით და აჩვენა კეთილი და ბოროტი. დაადგა თვალი მის გულს და თავის საქმეთა სიდიადე უჩვენა. წინ დაუდო ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა. საუკუნო აღთქმა დადო მის მოდგმასთან და უჩვენა თავისი სასჯელები. უთხრა მათ, რომ მორიდებულიყვნენ ყოველგვარ უსამართლობას და ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ. მათი გზები მარადის მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის თვალს. არ არის დაფარული მისთვის კაცთა უსამართლობანი და ყოველი მათი ცოდვა უფლის წინაშეა. მასთანაა კაცის შეწყალება და მის მიერ დაცული არის ადამიანის მადლი“ (სიბრძნე ზირაქის 17).
როგორადაც ხედავთ ბიბლია იუწყება იმას, რომ განურჩევლად ყოველ ადამიანს დაბადებითვე ეძლევა სულის გონება, რომელშიდაც არის ჭეშმარიტი ცოდნა ამ სამყაროს თავისებურებებისა და ადამიანის ფენომენის შესახებ. ხოლო ადამიანს კი მის შესამეცნებლად მიცემული აქვს აზრი და ის წესებიც, რისი დაცვითაც ადამიანურ აზროვნებას შეუძლია გონებიდან ჭეშმარიტი ინფორმაციის შეცნობა.
ორიოდ სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ ინფორმაციის თაობაზე, რომელსაც მე გაწვდით. იგი სწორედ გონებიდან გამოტანილი ცნობების საფუძველზე არის მიღებული და ამიტომაც თითქმის საპირისპიროა იმისა, რისი რწმენაც ადამიანებს აქვთ ჩანერგილი სიცრუის ეპოქის ხელმწიფობის გამო. ამის გამო უჭირთ კიდეც მისი მიღება. მაგრამ ჭეშმარიტებას ის უდიდესი ძალა აქვს, რომ სამყარო ფაქტებად აქცევს მას და ამიტომაც ვერც ვერავინ იცილებს თავიდან მასთან შეხებას. აქვე დავძენ იმასაც, რომ ადამიანს ეცოდინება თუ არა სიმართლე, ამას სამყაროსათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ამით სინამდვილე არ შეიცვლება! მაგრამ ადამიანისთვის კი ეს ცოდნა უდიდესი მნიშვნელობის მომცველია. ვინაიდან სიმართლის ცოდნით მას საშუალება ეძლევა სათანადო გადაწყვეტილებები მიიღოს მასთან შესახვედრად. რადგანაც როცა გგონია, რომ ყოველივე კარგად არის და მოულოდნელად კი მის საწინააღმდეგოსთან გიწევს შეჯახება, ასეთი შემთხვევა ყოველთვის ძალიან მძიმე შედეგით სრულდება. ამიტომაც მიზანშეწონილად მიმაჩნია გაცნობოთ ბედისწერის მიერ გამოტანილი იმ განაჩენის შესახებ, რომლის აღსრულებასაც უკვე დაუდგა ჟამი და მისი ადრესატი კი საქართველოა. მოგახსენებთ იმასაც, რომ ქვეყნის ბედს მისი მოსახლეობის მიერ ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების კოეფიციენტი განსაზღვრავს; თანახმად კანონისა: „ჩვენ ადამიანებს, არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; არამედ მხოლოდ ჭეშმარიტებისათვის“ (II კორინთელთა 13-8).
მაშასადამე ვიწყებ იმ 12 კანონის წარმოდგენას, რომელთა დარღვევითაც ქართველმა ერმა შეიდგინა ის ბედისწერა, რისი აღსრულების ჟამიც უკვე კარს არის მომდგარი. (კანონი I) „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისადმი შეპირებაა“ (I პეტრე 3-21). კეთილი სინდისი კი ღმერთის მიერ მიტევებით ცოდვებისაგან განწმენდილი სინდისია. რისი მიღების საფუძველიც გულწრფელი მონანიებაა. ხოლო ღვთისადმი მისი შეპირება კი ნიშნავს ცოდვის გზაზე სიარულზე უარის თქმას.
როგორადაც ბიბლიით არის ცნობილი, (კანონი II) „რჯულის თანახმად ყველაფერი სისხლით წმიდავდება და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება (ებრაელთა 9-22). ხოლო ახალი აღთქმის მიხედვით კი ცხოველთა სისხლით მიტევება აღარ არის შესაძლებელი, (კანონი III) „ვინაიდან იესო ქრისტე ერთხელ შევიდა წმიდაში არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარით და კაცობრიობას მოუპოვა სამარადისო გამოსყიდვა“ (ებრაელთა 9-11/15). რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ამ თავგანწირვის შედეგად, მის შემდეგ დაბადებულ ყოველ ბავშვს ზეციდან დაბადებისთანავე ეძლევა სულიწმიდის მადლით ნათელცხებული სული; თანახმად კანონისა: (კანონი IV) „რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება კი ქრისტეს მიერ იქმნა (იოანე 1-17). ცოტა უფრო სხვაგვარად რომ ითქვას, ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ განურჩევლად ყოველ ბავშვს დაბადებითვე ბედისწერაში გახსნილი აქვს მხოლოდ ღვთის წყალობის მომკის მიმართულება, ხოლო ცოდვებისკენ მიმავალი კი ჩაკეტილი. რომელ ქმედებასაც ჰქვია ნათლისღება და მასზე ასეთი კანონია დაწესებული: (კანონი V) „ერთია სხეული, ერთია სული, ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება და ერთია ღმერთი და მამა ყოველთა; რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფესელთა 4-4,5,6).
ამიტომ გთხოვთ ყურადღებით მოისმინოთ ის, რასაც ახლა გაცნობებთ: ის რიტუალები, რომელთაც რელიგიები ატარებენ და მას ნათლობას უწოდებენ, სინამდვილეში ემსახურება პროცესს, რომელიც ადამიანის ბედისწერაში ხსნის ცოდვების გზის იმ დაკეტილ კარს, რომელიც ქრისტემ დაუბლოკა კაცობრიობას საკუთარი სისხლის გაღების ფასად. ხოლო ბედისწერაში კი ამ ქმედების მისაგებელი ასეთია: (კანონი VI ) „რაოდენ მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა; და შეურაცხყო მადლის სული!“ (ებრაელთა 10-29). რაც შეეხება ამ ვითომ ნათლობების შეფასებას, ის კი შემდეგია: ადგილი აქვს სულიწმიდის გმობას. ვინაიდან ცოდვებისაკენ მიმართული გზის ჩაკეტვით, მხოლოდ სულიწმიდის გზის მიმართულება იყო ხსნილი. მაგრამ რადგან ცოდვილი გზის გახსნას ექნა ადგილი, ამიტომ ეს თავისთავად ნიშნავს სულიწმიდის გმობას. რაზედაც ასეთი სასჯელია ბედისწერაში: (კანონი VII) „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ“ (მათე 12-31).
მიმაჩნია, რომ კომენტარის გაკეთება ზედმეტია იმის მისახვედრად, თუ ღვთის რისხვის რა მძიმე სასჯელები დაატყდება თავს იმ ერს, რომელმაც არა თუ მხოლოდ ქრისტეს ნათლიობაზე თქვა უარი, არამედ ისეთი დიდი დანაშაულიც ჩაიდინა, რისი ჩადენაც კაცობრიობის ისტორიაში არავის გაუბედავს. ეს დანაშაული კი ის არის, რომ ამ ერის ხალხმა საკუთარ შვილებს ანტიქრისტეს ნათლიობა აიძულა.
რაც ახლა გაცნობეთ ყოველივეს უკეთ გააზრება რომ შესძლოთ, ამიტომ თქვენს ყურადღებას მივმართავ იმ განმარტებებზე, რომელთაც რელიგიები აკეთებენ იმ ქმედებების შესახებ, რასაც ნათლობებს უწოდებენ. მასზე ისინი ასე ამბობენ, რომ ბავშვის სულს გზას უხსნიან ზეცისაკენ და კავშირს ამყარებიებენ ქრისტესთან. ვნახოთ რას ამბობს ყოველივე ამის თაობაზე ბიბლია: (კანონი VIII) „კაცსა და ღმერთს შორის შუამავალი არის მხოლოდ ქრისტე“ (I ტიმოთე 2-5). ხოლო რაც შეეხება კაცსა და ქრისტეს შორის შუამავალს, ამგვარი რამ ღმერთს არ დაუწესებია!!! ვინაიდან ახალი აღთქმის თანახმად: (კანონი IX) „ქრისტე არის კაცობრიობის მარადიული მღვდელმთავარი, რომელიც ცოცხალია მარად!“ (ებრაელთა 7-22/28).
თუკი ყოველივე იმას, რაც ახლა მე გაცნობეთ საეჭვოდ მიიჩნევთ, მაშინ მოსთხოვეთ მათ ბიბლიური მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად ღმერთმა მიანიჭა მათ უფლება იმისა, რომ შუამავალი იყონ ადამიანსა და ქრისტეს შორის. მე კი გაცნობებთ იმას, რომ თუკი ისინი ეცდებიან იმას, რომ სათავისოდ გამოიყენონ ეს ცნობა: (კანონი X) „ღმერთმა დააყენა ეკლესიაში: პირველად-მოციქულები, მეორედ-მქადაგებელნი, მესამედ-მოძღვარნი, მერე-კურნებათა ნიჭები, შემდეგ შეწევნანი, მართვანი, სხვადასხვა ენები“ (I კორინთელთა 12-28) – მასზე მოგახსენებთ იმას, რომ ამ კანონს არანაირი კავშირი არა აქვს რელიგიასთან. რადგანაც ეკლესია არის თვით ადამიანში და ნიშნავს კეთილი სულიერი თვისებების ადგილს. ხოლო რაც შეეხება ხელით შექმნილ იმ ეკლესია-მონასტრებს, სადაც ატარებენ რაღაც რიტუალებს და მას ღვთისმსახურებას არქმევენ, ვნახოთ რა კანონია ამისათვის დაწესებული: (კანონი XI) „ღმერთი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს! არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს. რადგან თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუთქვას და ყოველივეს. მან ერთიდან შექმნა ადამიათა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენ. წინასწარ დაუწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ იგი და იპოვონ. შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვმოქმედებთ და ვარსებობთ. ჩვენ მისი მოდგმა ვართ“ (საქმეები 17-24/28). როგორც ხედავთ ეს კანონი ამოწმებს იმას, რაც გაუწყეთ: რომ ღმერთი ადამიანშია კეთილი სულიერი თვისებების ძალით და არა ეკლესია-მონასტრებში. ამასთანავე ეს კანონი იმასაც იტყობინება, რომ ღმერთის ძალა არ არის რელიგიათა ამ საბუდრებში და იმასაც ამბობს, რომ არც იმ რიტუალებს საჭიროებს, რასაც იქ ატარებენ. მაშინ რა ყოფილა სიმართლე?! თუკი ღმერთი არ არის იქ, სადაც ეს რიტუალები ტარდება, მაშინ რა ძალით ხდება ყოველივე?! ამის მიხვედრას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან თუკი ღმერთის ძალით არ სრულდება ეს, მაშინ სატანური ძალით სრულდება და ამ დაწესებულებებშიაც სატანა ყოფილა განმგებელი!!! ვინაიდან და რადგანაც მესამე ძალა არ არსებობს!!!
ჩემგან მოწოდებული იფორმაციის დასამოწმებლად ჭეშმარიტ ლოგიკასაც მივმართავ. ხოლო მის ჭეშმარიტებაზე რომ არავინ იდაოს, ამიტომ განვმარტავ მასაც: ჭეშმარიტია ის ლოგიკური მსჯელობა, რომელიც გამომდინარეობს ჭეშმარიტების კანონის აღსრულების განხილვიდან. ამ შემთხვევაში კი ეს მსჯელობა შემდეგია: თუკი ვინმე თავს იმის უფლებას აძლევს, რომ მას ძალუძს შუამავლობა ღმერთსა და ადამიანს შორის და იჩემებს, რომ ნათლობის ჩატარების უფლება აქვს; მაშინ ის ბევრად უფრო უცოდველი უნდა იყოს, ვიდრე ის ბავშვი, ვისაც ნათლობას უტარებს. რადგან თუკი ეს ასე არ იქნება, მაშინ თავად ვერ იქნებიან ზეცასთან დაკავშირებული და ბავშვს როგორღა დააკავშირებენ?! ვიმედოვნებ დამეთანხმებით რომ ეს ასეა: თუკი შუამავალი ვერ არის უფრო მჭიდრო კავშირში მასთან, ვისთანაც ვინმეს მიყვანას აპირებს; მაშინ შედგება ეს კავშირი?! ცხადია არა!!! ახლა კი გამოვიდეს მათგან ვინმე და განაცხადოს, რომ ის იმ ბავშვზე უფრო წმინდაა, რომლის მონათვლასაც იპირება. ვნახოთ რას უპასუხებს ამაზე მას ღმერთი – რომელიც პასუხს მხოლოდ ფაქტებით იძლევა. გაბედავს კი ამის თქმას ვინმე?! თუკი ასეთნი იქნებიან, მაშინ მათ პასუხსაც უმალ იხილავთ! ხოლო თუ ამის თქმას ვერავინ გაბედავს, ეს ხომ იმის მტკიცებულება იქნება, რასაც აქ გაცნობებთ?! უფრო მეტსაც გაუწყებთ ამ საკითხის მიმართ და ეს ეხება იმ ე.წ. საყოველთაო ბავშვთა ნათლობებს, რომელთა ჩატარებებსაც საქართველოში აქვს ადგილი და კაცობრიობის ისტორიაში მას ანალოგი არცერთ ერში არ ჰქონია და არც ექნება! ვინაიდან მხოლოდ ანტიქრისტეს შეეძლო ისე გაებრიყვებინა ხალხი, რომ ქრისტეს ნათლიობაზე უარი ეთქვათ და ნათლიად ის მიეღოთ. დიახ, ბიბლია უწოდებს ატიქრისტეს მას, ვინც იმდენად ცრუა, რომ თავს ღმერთს გაუტოლებს იმით, რომ თავს უწმინდესს უწოდებს; ხელთქმნილ ტაძრებს ღვთის სახლად მიაღებინებს ადამიანებს, მათ გაამრავლებს და მათში მოღვაწეთა დახმარებით გაუუკუღმართებს აზროვნებას კაცობრიობას; მიმართავს ცრუ ქმედებას, რომელსაც საყოველთაო ბავშვთა ნათლობებს უწოდებს და თავს ათიათასობით ბავშვის ნათლიად გაასაღებს. სწორედ ამიტომაც ეწოდა მას ატიქრისტე, ვინაიდან ის ბავშვთათვის ცრუ და თვითმარქვია ნათლიაა; ქრისტე კი ნამდვილი. განა ამ ნათლობათა მიზეზად დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრა არ იყო დასახელებული?! მერე შედეგი როგორი არის?! უკვე ხომ მეთორმეტე წელია ეს ქმედება ხდება და მასზე ღმერთის მიერ დაწესებული ბედისწერისაგან რა პასუხია?! რა და ის, რომ არა თუ მხოლოდ შობადობამ იკლო და მას სიკვდილიანობამ ბევრად გადააჭარბა, არამედ უფრო დიდ საშინელების მოვლინებასაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდათა თავს დატეხილ უბედურ შემთხვევათა და თვითმკვლელობების მზარდი ოდენობით ვლინდება. გაცნობებთ იმასაც, რომ სატანისათვის სამოქმედოდ მიცემული დრო იწურება და მის შესახებ კი ასეთი ცნობაა: (კანონი XII) „მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება“ (დანიელი 9-26). რაც შეეხება მცნებას „წარღვნასავით“ – ეს მოიცავს იმ სასჯელებს, რომელთაც დამსახურებისამებრ მიიღებენ ქვეყნები. ჩემი მოვალეობა არის სიმართლის გაცხადება. ხოლო მას მიიღებთ თუ კვლავაც ეცდებით ღმერთის გამოცდას, ეს კი თქვენი ნებაა. მე კი ჩემდათავად მხოლოდ ამის მინიშნება შემიძლია: რომ უკვე ყოველი წუთი და წამიც კი მეტად ძვირადღირებული დატვირთვის მქონეა ბედისწერაში და ახლა ადამიანსა და მის ოჯახს რაც გადაარჩენს, ეს არც ფულია და არც თანამდებობა; არამედ მხოლოდდამხოლოდ დროულად გონს მოგებაა!!!