გაზიარება

თვით სახელწოდება აღთქმული დანაპირები უკვე მისახვედრს ხდის იმას, რომ საქმე ეხება დაფარული ჭეშმარიტების იმ წინასწარმეტყველური ცნობების გამოცხადებას, რომელთაც აქამდე არავინ შეხებია. ვინაიდან საუბარია გადმოსაცემი ცნობების ჭეშმარიტებაზე, ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ საჭიროება მოითხოვს სათანადო მტკიცებულების წარმოდგენასაც. რისთვისაც ჯერ ბიბლიის მეშვეობით წარმოვადგენ დასტურს იმისას, რომ აქ გადმოცემული ცოდნა ნამდვილად ჭეშმარიტებაა. ხოლო შემდეგ კი ამავე ცოდნითვე დავასაბუთებ იმას, თუ რატომ არის ბიბლია ნამდვილად სარწმუნო წყარო. საამისოდ გადმოგცემთ ბიბლიის ბოლო გვერდზე გაცხადებულ იესო ქრისტეს სიტყვებს: „მე, იესომ მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. მე ვამოწმებ ყველასათვის, ვისაც ესმის ამ წინასწარმეტყველების სიტყვები: თუკი ვინმე რაიმეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რაიმეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას, წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი“ (გამოცხადება 22-17,18,19).

როგორადაც ხედავთ, ამ ცნობით იესო ქრისტე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი დავითის ფესვი და შთამომავალი არის; და ასევე გასაგებია ისიც, რომ ბიბლიაში წარმოდგენილი მასალის გაშიფვრას, სპეციფიკური ცოდნის ფლობა და სათანადო უნარით აღჭურვილობა სჭირდება. რადგანაც ბიბლიური სიბრძნეები უნდა აიხსნას სრულყოფილად და სწორად!!! წინააღმდეგ შემთხვევაში: მათი ამხსნელიცა და მისგან ცოდნის მიმღებიც, დაიმსახურებენ ღვთის რისხვის განაჩენის მომკას.

რაც შეეხება იმ სპეციალურ უნარს, რომელსაც ბიბლიური კოდის ფლობა ჰქვია, მასზე განმარტებას თავად ბიბლია იძლევა და ამბობს: რომ მთელი საკაცობრიო მიმდინარეობის განმავლობაში, ასეთი უნარით აღჭურვილობა, გენეტიკურად მიეცემოდა მხოლოდდამხოლოდ იმ პიროვნებას, რომელიც იქნებოდა ქრისტეს სულის მქონე. ვინაიდან ჭეშმარიტ ცოდნაში იგულისხმება ნებისმიერი საკითხის შესახებ ცნობების მიღება სამყაროს კანონმდებლობითი განსჯით. რომელი ცნობებიც საყოველთაოდ გასაგებად რომ იქნას წარმოდგენილი, საამისოდ საჭიროა სათანადო ცივილიზაციური დონის არსებობაც. ამიტომ ამ პიროვნების აზროვნება აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნაყოფი იმ გენეტიკური მემკვიდრეობისა, რომელიც არის წინაპართა მიერ ნაგროვებ კეთილ ნიჭთა ნაერთით გამთლიანებული აღქმითი უნარი. ხოლო ამ ნაყოფის მიღებას კი, საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის სასრულ სტადიამდე მიყვანა ესაჭიროებოდა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ორჯერ გახდა საჭირო ქრისტეს ადამიანის სახით მოვლინება. ამიტომაც არის ჭეშმარიტება ახსნილი იესოს მიერ იგავებით. ხოლო ამჟამად კი იშიფრება პირდაპირ, რადგან მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები სათანადო დონეზეა. ამ ცნობას დავამოწმებ ბიბლიით: „გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“ (გამოცხადება 5-5). „მიეცა მას პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან. რომელიც პირში კი ეტკბო, მაგრამ მუცელი  გაუმწარა. ხოლო ამის შემდეგ კი, მას მიეცა ნება კვლავ იწინასწარმეტყველოს ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე“ (გამოცხადება 10-10,11). „აჰა, მოდის დღეები და მე აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, იმეფებს მეფედ და მართლად მოიქცევა; და სამართალსა და სიმართლეს იქმს ქვეყანაზე. აი სახელი, რომელიც ეწოდება მას: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-5,6).

რადგანაც „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნები თქვენს წინაშეა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მისი შემქმნელი ვერავინ იქნებოდა გარდა იმისა, ვისზედაც იესომ თქვა: „თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ; და როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლის და განკითხვის გამო. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გაუწყებთ თქვენო“ (იოანე 16-7,8,13). როგორადაც ფაქტი სახეზეა კიდეც, ამ წიგნებით გადმოცემული ცოდნაც სწორედ ისეთია, რაზედაც ამ სიბრძნეშია საუბარი.

რაც შეეხება „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებში ასახულ ცოდნას, იგი მოპოვებულია ბიბლიური კოდის გამოყენებით. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია ავხსნა მისი პრინციპი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: „თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო!“ (ეკლესიასტე 7-27). რაც ნიშნავს შემდეგს: ბიბლიის ყოველ სიბრძნეს აქვს ერთადერთი ჭეშმარიტი თანამიმდევრული წყობა, რომელიც მომცველია 12 კანონისა და დალაგებულია ისე, რომ ყოველი მომდევნო ადასტურებს წინა სიბრძნის ახსნას. ხოლო თანამიმდევრობა კი იწყება განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე – ან „ზევიდან“ და ანდა „ქვევიდან“. განვმარტავ, თუ რას ნიშნავს თანამიმდევრობის საწყისი „ზევიდან“ და „ქვევიდან“:

„ზევიდან“ დაწყებული თანამიმდევრობა უნდა დალაგდეს შემდეგი საზომური ახსნით: 1)ციური; 2)მზიური და 3)დედამიწური გარემოს კლიმატური საზომური ახსნით – თანახმად კანონისა: „სამნი არიან, რომელნიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა; და ეს სამი ერთია“ (I იოანე 5-7). შემდეგ კი გრძელდება უკვე დედამიწური საზომური თანამიმდევრობა: 4)ფილოსოფიური ხედვის; 5)პროფესიულ დახელოვნებისა და 6)პიროვნულ მოთხოვნილებათა სფეროს საზომური ახსნა – თანახმად კანონისა: „სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი; და ეს სამი ერთია“ (I იოანე 5-8).

ე.ი. ზემოდან ქვემოთ მიმართული თანამიმდევრობა იწყება ციური საზომით და მთავრდება ადამიანის პიროვნულობით. ასახსნელ საკითხს განიხილავს სრულად და მისი ქვედა საზომით ახსნილი პასუხიც უკვე იქნება დაყვანილი საყოველთაოდ ცნობილ ფაქტობრივ მტკიცებულებამდე. რაც დაადასტურებს კიდეც მის სისწორეს. ხოლო იმ შემთხვევაში კი, როცა განსახილველი საკითხი ქვემოდან ზევით მიმართული თანამიმდევრობით უნდა აიხსნას – ანუ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მომხდარი ფაქტების მიზეზთა ძიებას, მაშინ მისი ჭეშმარიტი ახსნა მიღებული იქნება მხოლოდდამხოლოდ თანამიმდევრობათა ციურ საზომამდე ასვლით.

წარმოდგენილი ახსნა-განმარტება რომ უფრო ადვილად გასაგები გავხადო, მოვიშველიებ იმ ცოდნას, რომელიც წინა წიგნებით არის გადმოცემული და კარგად განვმარტავ იმას, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა. რისთვისაც შეგახსენებთ იმას, რომ ნებისმიერ ფაქტობრივ ცვლილებას აქვს უშუალო მიზეზი, რომლის წარმოქმნაც ემყარება მის წარმომშობ სამყაროს კანონის მიერ გაცემულ განკარგულებას. როგორადაც არაერთხელ აღმინიშნავს, სამყაროს კანონების ადამიანისათვის შესაბამო ფორმით ასახვას წარმოადგენს  ბიბლიური სიბრძნეები. ასე რომ ადამიანს რაც კი რამ ემართება, ყოველივეს განკარგავს სიბრძნითი კანონმდებლობა და აღასრულებს სამყარო. ამიტომ ნებისმიერი ფაქტობრივი მოვლენის მეცნიერული ახსნა არის მხოლოდ სწორი პასუხი, მომხდარი ფაქტისა. ხოლო მისი ჭეშმარიტი ახსნა კი იმ კანონთა მოძიებას ნიშნავს, რომლითაც იქნა გაცემული ბრძანებები ხსენებული ფაქტის მოსახდენად. მაშასადამე თუ აღიძვრება სურვილი რაიმე პრობლემის გადაჭრისათვის, მისი მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიგნებული იქნება მის წარმომშობ ჭეშმარიტი მიზეზისათვის (რომლის საპოვნი გზაც, აუცილებლად მის სწორ პასუხზეც გაივლის) და მოხდება მისი გამოსწორება, რაც ყოველთვის შესაძლებელია! რადგან მასში იგულისხმება სამყაროს კანონდარღვევის მიგნება და მისი გულწრფელად მონანიება. ხოლო რაც შეეხება გულწრფელ მონანიებას, ის კი გულისხმობს იმას, რომ მონანიებული ცოდვის კატეგორიის ქმედებების დაშვება აღარ უნდა გაგრძელდეს და ამოიკვეთოს!!!

ყოველივე ზემოთ თქმული კი იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთებას: ჭეშმარიტი პასუხის მისაღებად აუცილებელია: ან ზევიდან – ქვევით ჩასვლა; ანდა ქვევიდან – ზევით ასვლა! თანახმად კანონისა: „ჩასული იგივეა, რაც ასული!“ (ეფესელთა 4-10); და რისი მიღწევაც შეუძლებელია, ბიბლიური სიბრძნის კანონებისა და მეცნიერულ მიღწევებს შორის მყარი ურთიერთთანამშრომლობის დამყარების გარეშე!!!

რადგანაც ვეხები ისეთ ცოდნას, რაც ახალია; ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო დავაკონკრეტო ის. რისთვისაც მოგახსენებთ: ნებისმიერი ქმედება სამყაროს კანონის აღსრულებაა!!! უმიზეზოდ და კანონის გაუთვლელად, ამ სამყაროში ერთი მცირედი ნიუანსის მოხდენაც კი დაუშვებელია!!! ნებისმიერ ქმედებათა განმკარგავი სამყაროს კანონები წარმოდგენილია ბიბლიის სიბრძნეთა სახით. რაც შეეხებათ ქმედებათა იმ უშუალო მიზეზებს, რომელთაც მეცნიერება იკვლევს; ისინი არიან სამყაროს კანონთა აღსრულების ფაქტობრივი საშუალებანი – ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა: კანონთა აღსრულების საწყისნი. მაგრამ რაც შეეხება ქმედებათა მიერ მიღებულ შედეგებს, ისინი კი აღსრულების დამადასტურებელი ფაქტებია!!! მაშასადამე ეს სამი: ბიბლიური სიბრძნე, მისი აღსრულების საწყისი და შედეგი – არის ერთმთლიანობა!!! მაგრამ რადგანაც მეცნიერება ეყრდნობა მხოლოდ ფაქტებს, ამიტომაც იფარგლება მხოლოდ მისი მოქმედებითი საწყისის ძიებით და მის გამოა, რომ სამყაროს კანონებამდე ვერ ადის. ხოლო რელიგია კი პირიქით იქცევა და სამყაროს კანონებს ადოგმატებს. რითაც ემიჯნება მეცნიერებას და თავისთავად ცხადია, რომ ვერ ჩავა მის ქმედებით გაშიფვრამდე. ე.ი. ამ ორი სფეროს: მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირებით, ხდება მთლიანობის დაყოფა იმგვარად, რომ თითქოს თითოეული ნაწილი დამოუკიდებელი მთლიანობა იყოს. ამიტომაც ვერც მეცნიერება და ვერც რელიგია ვერ ფლობს ჭეშმარიტ ცოდნას!!! დავასახელებ მაგალითს: როცა ადამიანი ავადდება და საშველად ექიმს მიმართავს; მედიცინისმიერი კვლევა იფარგლება დაავადების მიმდინარეობის ფიზიკური მიზეზების ძიებით. მაგრამ ამ მიზეზების წარმოშობის საფუძველზე, რომელიც შემდეგია: „ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში“ (ზირაქი 39-1,11) – მას წარმოდგენაც კი არა აქვს. არადა გაჯანსაღება დაუშვებელია, თუკი არ იქნა მიღწეული სამყაროს კანონის დარღვევის აღმოფხვრამდე!!! როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „აჰა, შენ გაჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რამე უარესი არ დაგემართოს“ (იოანე 5-14).

რაც შეეხება ბავშვთა დაავადებებისა თუ მათზე შეხებული ნებისმიერი პრობლემის წარმოშობის საფუძველს, მას სამყაროს კანონი – „შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის“ (II კორინთელთა 12-14) – განკარგავს. რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლების მიერ ცოდვებისმიერი ნაგროვებიდან წილი, მემკვიდრეობით ეძლევათ შვილებს; გამომდინარე კანონიდან: „მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათ!“ (იერემია 31-29).

თანახმად სიბრძნისა: „სათქმელის მოკლედ გადმოცემა და ვრცელ ამბავთა დაწვრილებით განჩხრეკისათვის თავის არიდება, შეკუმშვის მოთავეს მოეთხოვება“ (II მაკაბელთა 2-31). აქ მართლაც შეუძლებელი არის საკითხთა დაწვრილებით განხილვა და ამიტომაც სათქმელს წარმოვადგენ ძალიან მოკლედ, მაგრამ სრულად. რისი მიღწევაც შესაძლებელი არის მხოლოდ ერთი გზით: ბიბლიურ კოდისეული თანამიმდევრობით დალაგებულ სიბრძნეთა კონკრეტული განმარტებებით. რომლის საწყისადაც წარმოვადგენ სამყაროს წარმოშობის წყაროს ძიებას. რაზედაც ბიბლია იძლევა ცნობას, რომ ის წარმოშობილია „უსახო ნივთიერებებისაგან“ (სიბრძნე სოლომონის 11-17). რომელიც ჩვენი წარმოსახვისათვის ასე შეიძლება რომ აღიწეროს: ხელით ქმნილებისა და ბუნებრივად დაბადებული ნაყოფის ერთმთლიანობა, რომელიც ცოცხალია და განაგრძობს ზრდა-განვითარებას. რისთვისაც უწოდა კიდეც ბიბლიამ სამყაროს შექმნას „დაბადება“. იმედია დამეთანხმებით იმაში, რომ ამ სამყაროს ფარგლებში ანალოგის პოვნა შეუძლებელია. რაც დადასტურებულია კიდეც თანამიმდევრობის მორიგი კანონით: „უფალმა ყველაფერი კეთილად შექმნა თავის ჟამს. მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ მიხვდება ადამიანი“ (ეკლესიასტე 3-11). მართალია სამყაროს წარმომშობი „მასალის“ წარმომავლობის შემცნობად ვერა, მაგრამ მის შიგნით რაც ხდება, მისი შეცნობის უნარმქონეობით კი აგვღჭურვა შემოქმედმა. რადგან ჩვენი ცნობიერის აღქმითი შესაძლებლობა ამ სამყაროში არსებულის ფარგლებში შემოისაზღვრება, ამიტომ უფლებას ვიტოვებ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა იმის შესატყობად, თუ როგორ მიმდინარეობდა სამყაროს შექმნის პროცესი:

„თავდაპირველად ცანი და დედამიწა დაარსდა ღვთის სიტყვით – წყლისაგან და წყლით“ (II პეტრე 3-5). „უფალო, როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან, პირველ დღეს წარმოთქვი: იყოს ცა და მიწა, და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ“ (III ეზრა 6-38). ბიბლიის ამ ცნობებიდან გასაგებია, რომ სამყაროს წარმომშობი „მასალა“ ყოფილა თხევად მდგომარეობაში მყოფი ნივთიერული ნაზავი. რასაც აღნიშვნა – „წყლისაგან და წყლით“ – მიუთითებს. ხოლო „ამეტყველება“ კი ის ფიზიკო-ქიმიური რეაქციებია, რომლებიც ამ ნაერთში მიმდინარეობდნენ, დამაარსებლისაგან მინიჭებული უნარის ფონზე.

უპირველეს ყოვლისა რაზედაც ყურადღებაა გასამახვილებელი, არის ის, რომ ბიბლია ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ სამყაროს „დაბადება“ ეტაპობრივად მიმდინარეობდა და არა ერთდროულად; და ამ ეტაპებსაც სამყაროს შექმნის დღეებად წარმოდგენით აღწერს. რომლის საწყისზეც იძლევა ცნობას, რომ „პირველად შეიქმნა ცა და მიწა“ (დაბადება 1-1). რაც ნიშნავს იმას, რომ სამყაროს წარმომშობ „მასალაში“ მიმდინარე პროცესების დროს, აორთქლებული პირველი ნაკადით, რომელიც ადვილად აქროლებად ნივთიერებათა ორთქლის ფენა იყო, წარმოიშვა ყინულოვანი ცა – „ცა მყარი“. რომელიც მიზიდულობის კანონის მიერ გათვლილი კანონზომიერული დისტანციით შემოესარტყლა დარჩენილ „მიწად“ წოდებულ მასალას. აი დასტურიც ამისა: „ და უწოდა ღმერთმა მყარს ცა“ (დაბადება 1-5). „უფალმა კამარასავით გადაფინა ცა, წყლებზე დააფუძნა იგი“ (III ეზრა 16-4). „ცა არის მყარი, სარკესავით ჩამოსხმული“ (იობი 37-18).

აქ კი ცოტა დავწინაურდები და გავაკეთებ მოკლე ჩართვას თანამიმდევრობის უფრო შემდეგი საფეხურიდან. რისთვისაც ვისარგებლებ ინტუიციური ლექსიკონით, რომლის შესახებაც არაერთხელ აღმინიშნავს და კვლავ გავიმეორებ: რომ ის სულის გონების ენაა, რომელიც ერთნაირია განურჩევლად ყველა ადამიანისათვის და რომლის გაშიფვრაც შესაძლებელია მხოლოდ ქართული ენის საშუალებით. რისთვისაც უწოდეს მას ქართველთა გონიერმა წინაპრებმა, დამარხული ქართული ენა „ლაზარე“.

მოგახსენებთ, რომ ქართულ სასაუბრო ენაში, ალი არის წვის პროცესის დროს წარმოშობილი გავარვარებული გაზის ნათება. ხოლო ინტუიციური ენით კი, ალი არის ენერგია. რომელ ენერგიასაც მეცნიერება ჰყოფს: კინეტიკურ, პოტენციურ, ქიმიურ, სითბურ, სინათლის, ბგერით, ელექტრულ, ბირთვულ და სხვა სახის ენერგიებად. სინამდვილეში კი ყველა ეს ჩამოთვლილნი, არიან სამყაროს მამოძრავებელი ერთადერთი ენერგიის თვისებები მხოლოდ; რომელთაგან თითოეული იმ დროს გამოვლინდება, როცა მისი ამოქმედებისათვის საჭირო პირობები შეიქმნება. მეცნიერება კი, რადგანაც ვერ არის ასული ჭეშმარიტი ცოდნის ფლობის დონეზე, ამიტომაც ვერც ჩამწვდარა სამყაროს ენერგიის მთლიანობის არსში და მის თვისებებს განიხილავს ცალ-ცალკე დამოუკიდებელ ენერგიებად. ხოლო ამ თვისებათა გამოვლენის პროცესს კი ასე წარმოადგენს: „ენერგია შეიძლება ერთი სახიდან გარდაიქმნას მეორეში. მაგრამ ის არც არაფრისაგან წარმოიშობა და არც უკვალოდ ქრება. სრული ენერგია მუდმივი რჩებაო“.  ამ შეფასებას კი, უწოდებს ენერგიის შენახვისა და გარდაქმნის ზოგად კანონს.

იმ ენერგიას, რომელიც „დატყვევდა“ ცის ყინულოვან სარკეებსა და მისით შემოსაზღვრულ არეში მოთავსებულ „მიწად“ მოხსენიებულ „მასალას“ შორის, მეცნიერება გრავიტაციულ ველს უწოდებს. ხოლო ინტუიციური ენა კი – „სამყაროს სულს“; თანახმად სიბრძნისა: „სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე“ (დაბადება 1-2) და „მეორე დღეს შექმენი ცა მყარის სული და უბრძანე მას, გაეყარა და დაენაწილებინა წყლები. რათა ნაწილი ზემოთ ასულიყო, ნაწილი კი ქვემოთ დარჩენილიყო“ (III ეზრა 6-38).

ე.ი. დასკვნა ასეთია: გრავიტაციული ველი ყოფილა დამუხტული ციური ორთქლი! ხოლო რაც შეეხება „გაეყარა და დაენაწილებინა“ პროცესს, ეს არის გრავიტაციული ველის გრიგალური თვისება, რომელიც ამოქმედდება იმ დროს, როცა მას ახალი ნაკადი მიეწოდება აორთქლების პროცესის მაღალი ინტენსივობის ფონზე; და როგორადაც ბიბლია იტყობინება: ენერგიის სიმძლავრემ პლაზმური მდგომარეობა წარმოშვა და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი“ და იქმნა „ნათელი“ და უწოდა ნათელს დღე და ბნელს ღამე“ (დაბადება 1-3,5). ე.ი. სამყაროს წარმოშობის პროცესში უკვე მესამე მხარე – მზეც ჩაერთო და ამ სამთა კანონზომიერული მუშაობის შედეგად, სამყარო წარმოდგა ისეთი სახით, როგორიც ჩვენს წინაშეა. თუმცა ვარსკვლავთა შესახებ აუცილებლად გამოკვეთილად უნდა გავაკეთო კომენტარი: ვარსკვლავები, მზის სისტემის შექმნის პერიოდების კვალის ასახვაა ცის ყინულოვანი სარკის წიაღოვან შრეებში. ამიტომაც ზოგი შორეულ ვარსკვლავად მოსჩანს და ზოგიც ახლოდ; თანახმად კანონისა: „ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით“ (I კორინთელთა 15-41). მაგრამ ვარსკვლავთა მნიშვნელობა ნუ იქნება ისე გაგებული, რომ ისინი მხოლოდ ანარეკლნი არიან და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და თუ რატომ, ამის ასახსნელად ყველაზე ოპტიმალურ საშუალებად მიმაჩნია იმ მხრივი ახსნა, რასაც ახლა შემოგთავაზებთ; რისთვისაც შეგახსენებთ ხმის განმარტებას: ხმა არის ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოშობილი, ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღა, რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით. რაც ნიშნავს იმას, რომ როცა ხმაზე ვსაუბრობთ, მასთან განუყოფლად უნდა ვიგულისხმოთ ელექტრო ენერგიაც; ხოლო როდესაც ელექტრულ ენერგიაზე ვსაუბრობთ, მასთან განუყოფლად უნდა ვიგულისხმოთ ხმაც – მიუხედავად იმისა, ჩვენი სმენადობა სწვდება თუ არა მას. ხმა, ყველა დანარჩენი თვისებათაგან გამორჩეულია იმით, რომ ის ყოველთვის აქტიურ მდგომარეობაშია. რაც საფუძველია იმისა, რომ ამ სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი ქმედების განმკარგავი არის სიტყვის ძალა; თანახმად კანონისა: „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია“ (იოანე 1-3). თუკი ხმის მხრივად წარმოვიდგენთ სამყაროს შექმნის პროცესს. ცხადია, რომ ბგერათა გავრცელების სიხშირე იმ დონისა იქნებოდა, რომლის დაფიქსირებაც ჩვენი ყურის აპარატის შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომაც სამყაროს ხმიანობას, ჩვენ აღვიქვამთ სიჩუმედ. ვინაიდან ჩვენი ყური ხომ მხოლოდ ისეთ ბგერებს აფიქსირებს, რომელთა სიხშირეც მერყეობს ინფრაბგერიდან – ულტრაბგერამდე. რის გამოც ჩვენი სმენა, ჩვენსავე აზროვნებით ნაფიქრის ხმას იგებს და არა ისმენს. ხოლო რაც შეეხება გონების ხმას, მისი გაგება კი მხოლოდ ქრისტეს სულის ადამიანს შეუძლია.

ე.ი. ცა, რომელშიდაც „გაყინულია“ ხმის ექო, შეგვიძლია შევადაროთ „ხმის ჩანაწერიან ფირს“, რომელიც მომცველია სამყაროს კანონთა პროგრამისა. ეს განმარტება რომ ნამდვილად სათანადო ახსნაა, მას კი ადასტურებს მისთვის ბიბლიით მინიჭებული წოდება – „ხმის ხატი“ (III ეზრა 5-37). ასე, რომ ცაზე მოციმციმე ვარსკვლავები – ამ სამყაროს კანონზომიერებათა „ხმის ხატებია“. ხოლო ის გრავიტაციული ველი კი, რომელსაც ბიბლია „სამყაროს სულს“ უწოდებს; წარმოადგენს ამ „ხმის ხატების“ ჩამრთველ ძალას. რომელთა ჩართვის შედეგადაც ხდება, გააქტიურებული კანონის აღსრულება მზის სხივთა უშუალო მონაწილეობით. რომლის მოქმედების შემდგომი პერიოდის ახსნის გაგრძელებაც უკვე მეცნიერული ცოდნის პრეროგატივაა და ახსნილია კიდეც მეცნიერთა მიერ. მე კი საყოველთაოდ გასაგებად ასე წარმოგიდგენთ მას: სამყარო ზუსტად იმ სტილში აღასრულებს სიტყვის საქმედ ქცევას, როგორადაც ამას აკეთებენ ჩვენი სხეულის ნაწილები, ვეგეტატიური ნერვული სისტემით გაცემული ბრძანების შესრულების დროს; თანახმად კანონისა: „გავეხმიანები ცას და ისიც გაეხმიანება მიწას“ (ოსია 2-23).

ყოველივე ზემოთ თქმულიდან კი შეიძლება გაკეთდეს ასეთი დასკვნა: რომ ეს სამყარო აგებული არის მსგავსების პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ზემოთ აღწერილი პროცესი მსგავსია დედამიწაზე მზის სხივის „გახმიანებისა“; ხოლო ადამიანში კი, ტვინის ღრუბლისებრ შრეში მოთავსებული გონების „გახმიანებისა“- რომელიც არის სიცოცხლის წყარო და რომელსაც მეცნიერული ენა, კოსმიურ ძალას უწოდებს. ამიტომ არის, რომ წყალს აქვს უნარი დამუხტვისა – ანუ სხვანაირად რომ ვთქვა: ინფორმაციის დამახსოვრებისა; და ამიტომაც აქვს შესაძლებლობა, გამწმენდი ფუნქციის შესრულებისაც. ამიტომაც ისმის ძლიერი ხმა, როცა ლღობადაწყებული ყინული სკდება.

ახლა კი ორიოდ სიტყვით იმ ცირკულაციის შესახებ, რასაც ჰქვია სამყაროს ბრუნვითი მუშაობა და რომელიც სრულდება ცისგან გაცემული „მითითებებით“ – როცა აღმასრულებელი სამყაროს შემადგენლობაა. მოგახსენებთ, რომ სამყაროს შემადგენელ მაკრო ელემენტებში შიდა პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ მათგან წარმოებული ენერგიები, რომლებიც სამყაროს მთლიანი ენერგიის თვისებების ნაკრებია, ამყარებენ სამყაროს გრავიტაციულ ველს. ამიტომაც მათი წარმოებისას აუცილებელია, რომ დაცული იქნას სამყაროს კანონზომიერებების გათვლის შედეგად დადგენილი ბალანსი! რაც შეეხება სამყაროს მთლიანი ენერგიის მოძრაობის მიმართულებას – ის ერთმხრივ მიმართულებადია და მას ჩვენ დროის მსვლელობას ვუწოდებთ. ამიტომაც შეუძლებელია დროის უკან მობრუნება!!! რაც შეეხება ამ მიმართულებას, მას გონების ინტუიციური ენა „ინ“ მიმართულებას უწოდებს; თანახმად კანონისა: „ამ-ინ-ი, მოწმე, სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა“ (გამოცხადება 3-14). როგორადაც ცნობილია კიდეც, ამ სამყაროში დროზეა დამყარებული ყოველგვარი ცვლილება; თანახმად კანონისა: „მზე, მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისათვის არიან დადგენილნი, მორჩილები არიან“ (ეპისტოლე იერემიასი 1-59).

რაც შეეხება ადამიანს: მისთვის არის დაშვებული არჩევანის თავისუფალი ნება „ინ“ და მის საწინააღმდეგო „ნი“ მიმართულებას შორის, მხოლოდ დედამიწური საზღვრის პირობებში! მაგრამ, როგორც კი ადამიანთა ქმედებები „ინ“ მიმართულებას აცდენილი ენერგიით შეიძენენ თვისებებს და მიაღწევენ იმას, რომ ამ თვისებათა ძალა დედამიწურ მასშტაბს აღემატება. მათი კრებითობის ნორმის გადაჭარბება იწვევს სამყაროსგან მობილიზებას, მათ აღსაკვეთად. რაც სხვადასხვა ფორმით ხდება და რომელთა შორისაც მაქსიმალურია კლიმატური კატაკლიზმები. როგორადაც ამას უკანასკნელი პერიოდის მოვლენები აჩვენებენ, სამყარო მიგვანიშნებს, რომ კაცობრიობის თანამედროვეობა ამჯერადაც ზღვარგადასულობის დონეს მიუახლოვდა!!! თანახმად კანონისა: „უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია სასწაულებითა და სიქველეებით; ხოლო დასასრულნი – ქმედებითა და ნიშნებით“ (III ეზრა 9-5).

ხსენებულ ქმედებები და ნიშნები – იმ მასშტაბებით, რაოდენობითა და დროის ახლო ინტერვალებში ხდება, რომ მათ მიმართ შეშფოთების გამოუხატებლობა შეუძლებელია. ამიტომ ამჟამინდელი აუცილებლობა მოითხოვს იმას, რომ ადამიანმა კარგად გაითავისოს იმ ფენომენის სრული შესაძლებლობა, რომლის მფლობელიც თავად არის, შემქმნელისაგან მინიჭებულ უნარების ფონზე. ვინაიდან იმის არ ცოდნა, თუ რა ძალას ფლობ, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ძალა ამის გამო აღარ გექნება და წაგერთმევა. მაგრამ, როცა ძალას ფლობ და მისი მართვის სრულყოფილ მექანიზმს ვერა ხარ ჩამწვდარი – აი, სწორედ ეს არის ყოველივე უბედურების მომტანი! მაშასადამე აუცილებელია, რომ ადამიანს ჭეშმარიტი ცოდნა ჰქონდეს საკუთარი მოდგმის შესახებ. რაც ამ სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცნობების მოპოვების გარეშე შეუძლებელია! ვინაიდან ადამიანი ხომ მისი განუყოფელი ნაწილია და არა მხოლოდ დამოუკიდებელი ერთეული?!

მაშასადამე აღთქმული დანაპირებით წარმოდგენილი ცოდნა იძლევა იმის საშუალებას, რომ სამყაროს კანონზომიერებათა მოქმედების პრინციპი წარმოდგენილი იქნას „ხმის ძალის“ კუთხის მხრივად; რადგან ის ისეთი თვისებაა სამყაროს მამოძრავებელი ენერგიისა, რომელიც მარად აქტიურ მდგომარეობაშია!!! ხმა სივრცეში განიბნევა ბგერების სახით. ხოლო რაც შეეხება ბგერათა იმ წყობას, რომელიც თანამიმართულია სამყაროს ბრუნვისა, მას „ინ“ წყობა ჰქვია და სწორედ მისით არის შედგენილი ადამიანის სულის გონების ჩანაწერი – შესრულებული ედემში (მარსზე), ქრისტეს სულის მფლობელ ედემელი ადამის მიერ; თანახმად კანონისა: „რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი“ (დაბადება 2-19).

რადგანაც უამრავ ადამიანს გონება და აზროვნება ერთიმეორეში ერევა, ამიტომ კვლავ განვმარტავ: გონება და აზროვნება ერთიდაიგივეს აღმნიშვნელი ტერმინები არ არიან! გონება სულისმიერი „პროდუქტია“, ხოლო აზროვნება კი – სხეულისმიერი! ორივეს ადგილსამყოფელი თავის ტვინშია: აზროვნებისა – ტვინის ქერქში, ხოლო გონებისა კი – ღრუბლისებრ შრეში.

მაშასადამე გონებაში ჩადებული ჩანაწერით, ამ სამყაროში არსებულ ყოველივეს თავისი სახელწოდება აქვს მინიჭებული. რომელთა გამოცნობასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებს აზროვნება, თუკი მისი პატრონი ღვთიურ მცნებათა საქმით დამცველი იქნება. აზროვნების მიერ ამ სახელთა მიხედვით აღქმას კი უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საიმისოდ, რომ ადამიანის ბედისწერა ღვთის წყალობის მომკაზე იქნას ორიენტირებული. ვინაიდან ამ სამყაროში, ადამიანის ხვედრითი წონა გაწონასწორებულია გონებაში ჩანაწერის ხმის დონეზე; თანახმად კანონისა: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმინდა წინამძღვრად, გონება დასვა ტახტზე; და მისცა მას რჯული – რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21,22,23).

ადამ და ევადან მოყოლებული, ადამიანმა თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობა ამ მცნებებს იმგვარად დაუკავშირა, რომ რომელიმე მათგანს იცავდა და რომელიმეს კი – არღვევდა. ამიტომაც აზროვნება ხან სრულად გამოიცნობდა გონებაში ჩაწერილს, ხან – ნაწილობრივ და ხანაც კი საერთოდ საწინააღმდეგო ანბანთა წყობით ქმნიდა სახელწოდებებს. რის მიზეზადაც შეიქმნა კიდეც მრავალი ენა. გამომდინარე იმ თავისებურებიდან, რაც ადამიანურ სიცოცხლეს შემქნელმა დაუმონტაჟა, მისი არსებობა შეუძლებელია გონებაში ჩაწერილი სახელწოდებების გააქტიურების გარეშე. ამიტომ მრავალ ენათაგან ერთ-ერთი უნდა დარჩენილიყო იმ წყობით, რომელიც ზუსტად შესაბამო იქნებოდა გონების წყობისა და რომელიც იყო კიდეც წარღვნამდელი სასაუბრო ენა ადამის მოდგმისა. ამჟამად კი ასეთი ენა – ქართული სამეტყველო ენაა. რასაც ადასტურებს ბიბლიის იმ წინასწარმეტყველების აღსრულება, რომლითაც ნათქვამია: რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის დასასრულს, გონებაში დაფარულად მყოფი ჭეშმარიტება უნდა გაცხადებულიყო იმ ენით, რომელიც წარმოადგენდა „ინ“ წყობის ენას; თანახმად კანონისა: „როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული; გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-20,28). ავხსნი რას ნიშნავს „წუთისოფლის განსვლად გამზადება“- რისთვისაც საჭიროება მოითხოვს, რომ განვმარტო ის, თუ რა არის საკაცობრიო გენეტიკა. ხოლო მის წარმოსადგენად კი, ჯერ უნდა აღვწერო სიცოცხლის არსებობის არსი; ანუ ის, თუ როგორ ხორციელდება ის პროცესი, რასაც ჩვენ კოსმიური ენერგიის მიღებას ვუწოდებთ – რომლის მიღების გარეშეც, ადამიანური სიცოცხლის არსებობა შეუძლებელია.

მაშასადამე, როგორადაც უკვე ინფორმირებული ვართ: სხეულისმიერი „პროდუქტი“ აზროვნებაა, ხოლო სულისმიერი კი – გონება. აზროვნებაში მოქმედებას თუკი ცნობილი ჰყავს მომქმედი პირი, მაშინ შეიძლება, რომ მისთვის ეს აზრი დასრულებულ აზრად ჩაითვალოს. თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ შემდეგ დამატებითი ინფორმაციაც იქნას მოძიებული, აზრის უფრო მეტი სრულყოფილობისათვის. ხოლო გონებაში კი, ეს ასე არ ხდება. იქ ფიქსირდება მხოლოდ მოქმედება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მასში იგულისხმება ყველა ის ამომწურავად სრულყოფილი ინფორმაცია, რაც ამ მოქმედების აღსაძრავად არის საჭირო: დაწყებული სამყაროს კანონმდებლობიდან – დამთავრებული იმ ფაქტობრივი შედეგით, რაც ამ ქმედებამ ნაყოფად გამოღო და რა თქმა უნდა, მოქმედების მიმდინარეობის დროს არსებული ყოველი ნიშან-თვისებისა თუ ნიუანსის ჩათვლით. ვინაიდან და რადგანაც მოქმედების განხორციელებას მიმდინარეობის განსაზღვრული დრო სჭირდება, ამიტომ როგორც კი გონებაში ქმედების განკარგვა დაფიქსირდება, თუკი ამ გონების მეპატრონე, საქმით ღვთის მიერ დადგენილი კანონების დამცველია, მაშინ მის აზროვნებას ძალუძს გონებაში ჩაწერილი მოქმედების მსვლელობისა და შედეგის გაგება. სწორედ ასეთ ინფორმაციას წარმოადგენს ის ნიშნები, რომლებიც ბიბლიის წინასწერმეტყველებებით არიან გადმოცემული და ამიტომ მათ აღსრულებასაც წინ ვერაფერი აღუდგება!!!

რადგანაც ბიბლიის წინასწარმეტყველებებს ვეხებით, აუცილებლობად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ როგორ მოხდა ამ წინასწარმეტყველების ამოცნობა ისეთ ადრეულ დროში, როცა ცივილიზაცია სრულებითაც ვერ იყო ისეთ საფეხურზე, როგორზედაც ამჟამადაა. მაგრამ სამაგიეროდ ახლა ამ მხრივი სიტუაცია სრულიად ვერ არის კარგად. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გონებიდან ინფორმაციის გამოტანა აზროვნებას შეუძლია მხოლოდდამხოლოდ იმ გზით, რომელსაც ჩვენ ხილვით მდგომარეობას ვუწოდებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ერევათ ხილვა და ჰალუცინაცია; რადგან ორივე ე.წ. ძილ-მღვიძარ მდგომარეობის დროს ხდება. რაც შეეხება ხილვას, ამ მდგომარეობის მისაღწევად საჭიროა ჯანმრთელობის განსაკუთრებულად საუკეთესო მდგომარეობა და განსაკუთრებით კი გულის მხრივად!!! რაც იესო ქრისტეს შემდგომი პერიოდის ადამიანისათვის მიუწვდომლობაა; და სწორედ ამიტომ იუწყება ბიბლია ამ კანონით: რომ „ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში. ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკება ძეშიო“ (ებრაელთა1-1). ხოლო ჰალუცინაციას კი იწვევს ჟანგბადით ტვინის არასაკმარისად კვება, რაც ცოდვებისაგან დასნეულებული სხეულის დამსახურებაა. ასე რომ, ხილვის შემოქმედი ღმერთისმიერი ძალაა; ხოლო ჰალუცინაციისა კი – სატანისეული! და რაოდენ სამწუხაროა ის, რომ დღეს ასე რიგად აქვთ ადამიანებს ერთმანეთში არეული ღმერთისმიერი ხილვა და ეშმაკისეული ჰალუცინაცია. რის დასტურსაც იმ მომრავლებულ „ნათელმხილველებისადმი“ და ე.წ. სულიერ მოძღვართა მიმართ ნდობის გამოცხადება ჰქვია, რასაც საზოგადოება ავლენს და რომლის საზღაურადაც უდიდეს სასჯლებს იმკიან კიდეც. რომელი სასჯელებიც, როგორადაც ხედავთ, უფროდაუფრო მკაცრდება და გამკაცრდება მანამ, სანამ ადამიანები არ მოისურვებენ გონს მოგებას!!!

ახლა კი ბიბლიით გადმოცემული სამყაროს კანონით დაგიდასტურებთ იმას, რომ გონება ძილის დროს აქტიურდება: „როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ, როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ. მაშინ ხსნის იგი ადამიანთა ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას“(იობი 33-16). რაც შეეხება „იგი“ ტერმინს, თავისთავად ცხადია, რომ მასში ღმერთის ძალა იგულისხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობით იძლევა მისი დამსახურების შესაძლებლობას. მაგრამ თუკი არ იძლევა და ცოდვებშია ჩაფლული, მაშინ მისთვის შეგონება, ანუ გონებიდან წყალობა, არ გაიცემა!

გენეტიკის არსის ასახსნელად კვლავ უნდა გავიმეორო ის საკითხი, რაზედაც უკვე მოგახსენეთ და რომელიც შემდეგია: მეცნიერებათა მიერ კატეგორიებად დაყოფილი ენერგიები, სინამდვილეში ერთი მთლიანი – სამყაროს მაცოცხლებელი ენერგიის თვისებები არიან მხოლოდ და იმისდა შესაბამისად, თუკი რა პირობები შეექმნება ამ ენერგიას სამოღვაწეოდ, იმ კუთხივი თვისების აქტიურობით წარმოდგება იგი. ხოლო დანარჩენი თვისებები კი, ამ მომენტისათვის პასიურ ფაზაში იმყოფებიან. ყველა ამ თვისებათაგან გამორჩეულია ხმა, რადგანაც ის ყოველთვის აქტიურ ფაზაშია!!! თუმცა მინდა მოგახსენოთ ისიც, რომ თუკი ამას ჩვენი სმენითი აპარატი ვერ აღიქვამს, ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სამყარო მდუმარეა. ვინაიდან ჩვენი გრძნობათა ორგანოების შესაძლებლობანი განსაზღვრულია იმ არეალით, რასაც აზროვნება სწვდება და სმენის შემთხვევაში კი ეს მონაცემი, მეცნიერული გამოთვლის მიხედვით შემდეგია: ბგერის გავრცელების ინფრაბგერიდან – ულტრაბგერამდე სიხშირის აღქმა. რაც ასე შეეფარდება იმ ბგერათა გავრცელების სიხშირეს, რომელთა თანაფარდობაც ასეთია: აზრში ბგერათა გავრცელების ტალღათა სიხშირე (ბეტა-გამა რითმი), ათჯერ მცირეა გონებისაზე (თეტა რითმი). სხეულის ნერვულ სისტემაში გამავალ ბგერათა ტალღის სიხშირე (ალფა რითმი) კი, ათჯერ მცირეა აზროვნებისაზე. ხოლო ენით წარმოთქმულ სიტყვათა ბგერის გავრცელების ტალღათა სიხშირე, რომელიც არა ტვინის, არამედ უკვე გულის ტალღებით იზომება – ათჯერ მცირეა ნერვულ სისტემაში გამავალ ბგერათა ტალღების სიხშირეზე. გარდა ამისა, როცა საქმე ეხება ზემოხსენებულ რითმთა განხილვას; რა თქმა უნდა ცხადია, რომ სიხშირესთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას ამპლიტუდური განსხვავებულობაც, რომელსაც შეესაბამება ინტელექტის (იგივე გონიერების დონის) მაჩვენებელი.

მაშასადამე, ჩვენი ყურის სმენადობის მაქსიმუმი ყოფილა ათასჯერ შემცირებული სიხშირის აღმქმელი, ჩვენივე სულის გონების ჩანაწერის გახმოვანებისა. რასაც ადასტურებს კიდეც კანონი: „სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე“ (ფსალმუნები 104-8). რომელი კანონიც დადგენილია საკაცობრიო გენეტიკისათვის, ნაყოფის – „გონიერი აზროვნების“ მისაღებად! რაც ცხადია, რომ სხეულის მოქმედებითი უნარის მიერ მოპოვებულ ნიჭთა არსებობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა! ამიტომაც ამ ნიჭების მეშვეობით უნდა მომხდარიყო ადამიანთა ტვინის შემეცნების იმ დონის, რომელსაც ჩვენ „გაგებას“ ვუწოდებთ, გაზრდა. რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ევოლუციური პროცესების ფონზე. რომელი პროცესებისათვისაც, გენეტიკის კანონის გათვლით საჭიროდ ჩაითვალა 1000 გენეტიკური თაობა; რომლის მიღებამაც მოითხოვა 10 000 დედამიწური წლიანი პერიოდის მომცველობა.

ადამისა და ევას დედამიწაზე ჩამოსმიდან რომ მართლაც 10 000 წელზე მეტი არ გასულა, ამაში დარწმუნება თითოეულ მსურველს თავადაც შეუძლია. ლუკას სახარების მესამე თავში არის გადმოცემული იესო ნაზარეველის გენიალოგია, ადამიდან მოყოლებული. ხოლო ბიბლიის „ძველ აღთმაში“ კი მის ყველა წინაპარზე მოიპოვება ის მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია ადამიდან – იესოს დაბადებამდე დროის გამოთვლა.

ახლა კი ავხსნი იმას, თუ რას ნიშნავს „წუთისოფლის განსვლად გამზადება“:

წუთისოფლის განსვლად გამზადება გულისხმობს საკაცობრიო გენეტიკის სასრულ სტადიაში შესვლას, როცა უნდა განხორციელდეს გენეტიკური ნაყოფის – გონიერი აზროვნების მიღება. ცოტა უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა, ეს პროცესი შეიძლება მშობიარობას შევადარო, როცა მშობიარე ორგანო არა საშვილოსნოა, არამედ ტვინია; თანახმად კანონისა: „შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება“ (გამოცხადება 16-16). „ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა“ (გამოცხადება 16-17). „იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მის შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა მიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა“ (გამოცხადება 16-18).

ამ ცნობაში: არმაგედონი – ნიშნავს მემკვიდრეობით მიღებულ წინაპართა მიერ ნაგროვებ და მიმღების მიერ გააქტიურებულ ნიჭთა და უნართა გონებისათვის წარდგენას. რომელი პროცესიც საყოველთაო სახეს მიიღებს, განურჩევლად ასაკისა; იმიტომ, რომ უკვე კაცობრიობა მივიდა ნიჭიერების იმ ზღვარზე, რომელიც ადამიანური სტანდარტისათვის იყო გათვლილი. ე.ი. თუ ნიჭიერების დონე და მიმართულება დააკმაყოფილებს იმ პირობას, რასაც გონებასთან თანამშრომლობა ჰქვია; მაშინ გონება შეუღლდება აზროვნებასთან და მიიღება ნაყოფი: გონიერი აზროვნება, ანუ აღსრულდება საკაცობრიო გენეტიკის მიზანი. ხოლო რაც შეეხება ამ პროცესის სასაუბრო ენით შეფასებას, მას საყოველთაო განკითხვა ჰქვია.

არმაგედონის მოვლენაზე მინდა მოგახსენოთ შემდეგი: მართალია ის, რომ ამ პროცესის მიმდინარეობის მთავარი ბაზა ტვინია, მაგრამ მასში მონაწილე მხარედ ჩართულია როგორც მთელი სხეული, ასევე სამყაროც – რადგანაც რიცხოვნობით დიდ მასშტაბთან გვაქვს საქმე. იმ შემთხვევაში, როცა ვერ იქნება მიღებული ნაყოფი, გამომდინარე ვერ მიღებობისათვის განკუთვნილი პასუხიდან, მოხდება მიწისძვრა. რომლის სახეობრიობაც დამოკიდებულია ერთნაირ ენაზე მეტყველ ადამიანთა რაოდენობისა და მათგან ნაყოფის მიუღებლობის მაჩვენებელზე. რისი მიხედვითაც: შესაძლებელია „მიწისძვრა“ მოხდეს ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მკვეთრი რყევის მხრივი გამოვლენით; რასაც სამწუხაროდ სიკდილიანი დასასრული ექნება. ან შეიძლება პოლიტიკურ-საზოგადოებრივი წყობის ისეთი ძირეული ცვლილებებით აისახოს, რომელიც ნაყოფმიუღებელი პიროვნებებით მსხვერპლს გამოიწვევს. ანდა თუკი ნაყოფმიუღებელთა რაოდენობა ჭარბი იქნება, მაშინ შესაძლებელია ბუნებრივი კატაკლიზმის – მაღალი სიმძლავრის მიწისძვრის გამოწვევაც.

რაც შეეხება თავად საკაცობრიო გენეტიკის მიმდინარეობას, რომელიც არის 10 000 წელზე  გათვლილი უწყვეტი პროცესი – მართალია მიმდინარეობდა თაობათა ცვლით, მაგრამ გენი არ გაწყვეტილა და შთამომავლობით-მემკვიდრული გენით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ნიჭთა დაჯგუფების კუთხით რომ წარმოვადგინო, ამისათვის მას შევადარებ ხეს და ბიბლიაშიც ასევეა ის მოხსენიებული და ეწოდება „სიცოცხლის ხე“ (გამოცხადება 22-19). მაშასადამე როგორც ხე წარმოდგება ფესვის, ღეროს, ტოტებისა და ფოთლებისაგან – რომელნიც ყველა საჭიროა იმისათვის, რომ ნაყოფი იქნას მიღებული; ასევეა საკაცობრიო გენეტიკაშიც. რომელშიდაც ფესვის როლს აზროვნებითი კატეგორიის ნიჭთა მფლობელი გენი ასრულებს და რასაც ის მიაწვდის ხეს, ხეც იმნაირ ნაყოფს გამოიღებს! ხოლო ამ გენის გენეტიკური ნაყოფობა კი ნიშნავს მათი წარმომადგენლებისათვის ისეთ ინდივიდუალური კოდის მინიჭებას, რომლის მეშვეობითაც მისი მფლობელის მიერ, გონებისათვის მიწოდებული ინფორმაცია იქნება ისეთი ანბანური წყობით, რომელსაც თარგმნა არ დასჭირდება და რაც მთავარია მისი შინაარსი იქნება ჭეშმარიტი ცოდნის ფლობიდან გამომდინარე. რაც შეეხება ხსენებულ ანბანურ წყობას, მისი მომცველია თანამედროვე ქართული ენა. რასაც ამტკიცებს ის ფაქტი, რომ მისით მოხდა გონებაში დაფარულად მყოფი ჭეშმარიტების მხილება. თანახმად კანონისა, რომელიც მიგვანიშნებს უკვე სადაცაა აწმყოდ ქცეულ ამ მომავალზე: „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთიო“ (ზაქარია 8-23).

აქ მინდა განმარტება გავაკეთო იმაზე, თუ რისი მიხედვით განასხვავებს ღმერთი ერებს. ვინაიდან ის არ ემთხვევა კაცთა მიერ დაწესებულს. ღმერთი ერებს შორის სხვაობად მიიჩნევს იმას, თუ რომელი ენის საშუალებით ფიქრობს ადამიანი. ხოლო ის, რომ ნამდვილად ქართულ ენაზე მოფიქრალი გონიერი ხალხია ნაგულისხმევი იუდაველებში და თანაც ქვეყანა სიონის შექმნაც მათ მიერ მოხდება ამჟამინდელი საქართველოს ნაცვლად, ამის დამადასტურებელია იერემიას მიერ ნაწინასწარმეტყველები „უფალია ჩვენი სიმართლის“ შექმნის უკვე აღსრულებადობა და ამასთანავე უფლის სიტყვის: „მე ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე შენ; რომ მომეწყო ზეცა და დამეფუძნებინა დედამიწა და მეთქვა სიონისათვის: ჩემი ერი ხარ!“ (ესაია 51-16) და „ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, გამოაცხადებს ჩემს დიდებას“ (ესაია 43-21). უფლის დიდების გამოცხადება კი სხვა არაფერია, თუ არა გონიერი აზროვნების მქონეობა! – მხოლოდ უფლის საზომისეული შეფასებით და არა ადამიანებისმიერი განდიდებლობით!

ახლა კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო „არმაგედონის“ პერიოდზე. რომლის ის დროც, რომელზედაც იესო ამბობს: „ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისიაო“ (მათე 24-8), უკვე დასასრულს მიუახლოვდა და იწყება თვით „მშობიარობის“ პროცესი; რაზედაც ასე ამბობს ბიბლია: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეებიო“ (მათე 24-22). სანამ ამ დღეების შესამოკლებლად საჭირო ცნობებს გადმოგცემდეთ, მანამ მიზანშეწონილად მიმაჩნია ერთი მეტად მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. საქმე ეხება თანამედროვე მსოფლიოში მოქმედ ღირსების შეფასებათა კრიტერიუმებს. რომელთაც თუკი ჯეროვნად აღიქვამს ადამიანი, შეუმჩნეველი არ დარჩება ის, რომ ისინი არა მარტო საწინააღმდეგონი არიან სიბრძნეთა მიხედვით წარმოდგენილ ჭეშმარიტების კრიტერიუმებისაგან, არამედ კარგადაც შეფუთულნი მრავალსახეობრივი ნიღბით. რაც იმას ნიშნავს, რომ ისე წარმოგვიდგებიან, თითქოს ემსახურებიან ადამიანის კეთილდღეობის ამაღლებას – მაგრამ სინამდვილეში კი იცავენ ფულს. რასაც გონების ინტუიციური ენა ასე განმარტავს: ადამიანის აზროვნებაში, ფული (გატიალების სიბილწე) დადგა უფლისათვის განკუთვნილ წმინდა ადგილასო (მათე 24-14). რაც მიმანიშნებელია იმისა, რომ ადამიანთა განწყობას მიმართულება აქვს შეცვლილი და მიმართულია ჭეშმარიტი მხარის საპირისპიროდ. ეს კი თავის მხრივ მეტყველებს იმას, რომ ასეთი მდგომარეობის შექმნა შეუძლებელია განკაცებული ეშმაკის – ანტიქრისტეს მოღვაწეობის გარეშე!!! თანახმად კანონისა: „ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე სოფელშია“ (I იოანე 4-3). რომლის გამოსაცნობი ცნობაც შემდეგია: „უფლის დღე არ დადგება, სანამ არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე, რომ ღვთის ტაძარშიაც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს. მას, რომლის მოსვლაც სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით. ქრისტე გაანადგურებს მას, თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებისას“ (II თესალონიკელთა 2-3,4,8,9).

იმისათვის, რომ ავხსნა თუ რა შესაძლებლობებია ჩადებული ანტიქრისტეს ფენომენში, ამისათვის აუცილებლობას წარმოადგენს ქრისტეს ფენომენის შესახებაც იმ ცნობების გაცხადება, რომელთაც ჯერ არავინ შეხებია; და ან ვინ შეეხებოდა?! რელიგიებმა ხომ მთლიანად წარიტაცეს ადამიანთა განწყობის სადავეები ღვთიურ ცოდნასთან მიმართებაში და ამის ნიადაგზე „აღზევებული“ ანუ თანამდებობრივად მაღალი იერარქიული წოდების სასულიერო პირი ანტიქრისტეც, ჩამოაყალიბეს. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტად ღვთიურ გზაზე სვლის მსურველთ, მასზე ბიბლიური კოდის მომდევნო თანამიმდევრობა ასეთ ცნობას იტყობინება: „ყველა, ვისაც სურს ქრისტეში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება. ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ“ (II ტიმოთე 3-12). რაც შეეხება „უარესისაკენ წინ წაწევის“ ტერმინს, ის თანამდებობრივად კარიერული წინსვლაა. თანახმად თანამიმდევრობის მომდევნო კანონისა: „რომ ვერავინ მიაღწევს ავტორიტეტის მოხვეჭასა და მატერიალურ ფუფუნებაში ყოფნას, გარდა იმისა, ვისაც ექნება ნიშანი – სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი 666“ (გამოცხადება 13-17,18).

რა ფენომენის მფლობელია ქრისტე? პასუხის გაცემას დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ მას მარტო იესოთი არ მოვიხსენიებ. ვინაიდან ქრისტეობის ფენომენი სულში მდგომარეობს და ამიტომ საყოველთაოდ გასაგები რომ იყოს, მას ქრისტეს სულად მოვიხსენიებ. რომელი სულის მფლობელიც მხოლოდ იესო ნაზარეველი არ ყოფილა. ქრისტეს სული, ჯერ ცისკრის ანგელოზის სახით იქნა მოვლინებული ამ მატერიალურ სამყაროში – იმატერიალური ცივილიზაციდან. შემდეგ, ანგელოზთა მიერ განვლილი გენეტიკური პროცესის შედეგად მიღებული იქნა ქრისტეს სულიანი ედემელი ადამი; ხოლო გენეტიკური ნაყოფობის მიუღებლობის შემთხვევას კი, სატანისა და მისი დემონების შესახებ ცნობები იძლევა: რომ მათი სულები ისე დაეცა, რომ გამოძევებულნი იქნენ ედემიდან და ჩამოყრილნი დედამიწაზე. ამ ინფორმაციიდან გასაგებია ის, რომ ღმერთისმიერ დაშვება არ არის იმისა, რომ სატანური სული ისე გაიზარდოს, რომ დედამიწურ საზღვრებს გასცდეს. დედამიწაზე სატანური ძალის არსებობამ კი გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ კატეგორია „ადამიანი“ შექმნილიყო; რათა დაბალანსებულიყო სამყაროს ენერგიული დიფერენციაცია. ამიტომ, ღმერთის მიერ დადგენილი გენეტიკური კანონის მოქმედების შედეგად, ედემელი ადამის მეშვეობით, მასში მყოფი ქრისტეს სულის გონების ჩანაწერი დალაგდა ისე, რომ შესაძლებელი გახდა აზროვნების პროგრამის წარმოშობა – რასაც ბიბლია იტყობინება ადამის ნეკნის ამოღებით შექმნილი ევას ისტორიით. რაც შეეხება აზროვნების პროგრამას, ცხადია, რომ მას საარსებოდ სათანადო გარემო დასჭირდებოდა და ამიტომაც შეიქმნა მისთვის სხეულოვანი უჯრედი. რაც თავდაპირველი ადამიანის, ანუ დედამიწელი ადამის, ევას და კიდევ 5 პიროვნებისა იყო – ქმნილება შემდეგი პროპორციით: 70/30. რაც ნიშნავს ღვთიურ წილს – 70%; ხოლო სატანურს კი – 30%. რასაც ბიბლიამ ადამ და ევას ცოდვით დაცემა და ედემიდან გამოყვანა უწოდა. ამის შემდეგ, გენეტიკის კანონი უკვე საკაცობრიო მიმდინარეობით გრძელდება და მის მსვლელობაზე ბიბლია იძლევა იმ ცნობას, რომ სულისა და სხეულის ჭიდილმა ვერ შეინარჩუნა მათთვის მინიჭებული პარამეტრები და საკაცობრიო წარღვნით მოხდა ძირეული ცვლილება სულის დამდაბლების შედეგით. რის გამოც საკაცობრიო მიმდინარეობას არსებობის გაგრძელება მოუხდა პირველყოფილი ადამიანების პარამეტრებიდან: 30/70; გარდა ნოეს ოჯახის გამონაკლისისა. რომელთა შთამომავალმაც შესძლო ღვთიური გენის შენარჩუნება ისე, რომ მათში პირველყოფილი ადამიანის პარამეტრები არ შერეულიყო!!! ამიტომაც აღნიშნავს დაწვრილებით ბიბლია ნოესა და მის ოჯახზე და გაკვრით საუბრობს იმ გადარჩენილ ერთეულებზე, რომელთა შთამომავალნიც პირველყოფილი ადამიანის პარამეტრებით დაიბადნენ. ამიტომაც უწოდებს ღმერთი თავის ერს ადამის მოდგმას, ვინაიდან მისი გენი უშუალოდ ადამის, შეთის და ნოეს შთამომავლებიდან გამოვიდა და სწორედ ამ გენის წარმომადგენელი იყო დედამიწაზე ქრისტეს სულის პირველი მფლობელი იესო ნაზარეველი და ამ გენის წარმომადგენელია ამჟამინდელი მფლობელიც. რაც შეეხება იმას, რომ ის არც სქესითა და არც ადამიანთა მიერ დაწესებული ეროვნებების საზომის მიხედვით განსჯილით არ არის იესოს ეროვნებისა, ამის შესახებ გეტყვით იმას, რომ ღმერთისათვის მთავარი სულიერებაა!!! თანახმად კანონისა: „ვინც ღვთის შვილები ხართ ქრისტეში რწმენით – თქვენთვის არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი; არც მონა და არც თავისუფალი; არც მამრი და არც მდედრი. ვინაიდან თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტეში“ (გალატელთა 3-26,27,28).

აღთქმული დანაპირებით წარმოდგენილი ეს ცნობები, ვეცდები რომ უფრო გავამდიდრო ბიბლიური კოდის დახმარებით: როგორადაც არაერთხელ აღმინიშნავს კიდეც, მატერიალური სამყარო ღმერთის ქმნილებაა. ხოლო ქრისტე კი მისი ქმედების თანამონაწილეა. ამიტომ ეს სამყარო ღმერთის ძალაზეა დამყარებული და ამ ძალით შექმნილი სიტყვებით შემდგარი გონებით არის შედგენილი ქრისტეს სული; თანახმად კანონისა: „ვინ მოიკითხავდა მის წარმოშობას? რადგან იგი ცოცხალთა ქვეყანას მოსწყდა“ (საქმეები 8-33). ხოლო ამ ცნობით კი: „ოდნავ დაამცირე იგი ანგელოსთა წინაშე. დიდებითა და პატივით დააგვირგვინე და დააყენე იგი შენს ხელთა ნაქნარზე მაღლა; ყოველივე დაუმორჩილე მის ფეხთა ქვეშ“ (ებრაელთა 2-7,8), ბიბლია ადასტურებს როგორც მის ანგელოზობას, ასევე ამ სამყაროს პროგრამის სიტყვიერ მფლობელობასაც. რაც შეეხება ქრისტეს ედემელ ადამობას, მასზე ეს ცნობები ამოწმებს: „ყველა ცოცხალზე მეტი, ვინც კი შექმნილა, ადამია“ (სიბრძნე ზირაქის 49-16). ერთის მხრივ ასე აცხადებს ბიბლია, მაგრამ მეორეს მხრივ კი, მთელი მისი მოძღვრება იმას ეფუძნება, რომ ქრისტეზე დიდებული, კაცთაგან არვინ ყოფილა. „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რომ დედამიწაზე დამკვიდრებულიყვნენ“ (საქმეები 17-26). ამბობს ბიბლია ადამზე და ამასვე იუწყება ქრისტეზეც: „იოანე მოწმობს იესოზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მის მიერ შეიქმნა სოფელი და სოფელმა ვერ იცნო იგი“ (იოანე 1-15,10). ასევე თავად იესოც ამოწმებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვიყავი“ (იოანე 8-58); და კიდევ: „ქრისტე სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული. მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენი გულისათვის“ (I პეტრე 1-20).

როგორადაც ხედავთ, წარმოდგენილი ცნობები ამტკიცებს იმას, რომ ედემელ ადამში ქრისტეს სული იყო. ახლა კი დავუბრუნდები დედამიწაზე მისი ადამიანის სახით მეორედ მოსვლის ცნობას: „თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს. ახლა აღარ ვიცნობთ მას. მაშასადამე, ის ვინც ქრისტეშია – ახალი ქმნილებაა“ (II კორინთელთა 5-16,17).

აქ წარმოდგენილი ცნობები ქრისტეს შესახებ, ადასტურებს შემდეგ: რომ ქრისტეობა არ ნიშნავს იესო ნაზარეველობას მხოლოდ; რადგან ქრისტეობა პიროვნულობის საზომით არ შემოისაზღვრება – ვინაიდან აქ საუბარია ქრისტეს სულზე, რომელსაც მოქმედების არეალი შეუზღუდავი აქვს.

როგორადაც უკვე მოგახსენეთ, ქრისტეს სულის მქონე ედემელი ადამის მიერ გაკეთებული გონების ჩანაწერი, ცხადია იყო „ინ“ წყობისა, რომლის გაშიფრული მოკლე შინაარსიც შემდეგია: „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“. მაგრამ ადამიანებმა მათთვის მინიჭებული თავისუფალი ნება ისე გამოიყენეს, რომ ცოდვათა ჩადენა ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს; ამიტომ მათ მიერ ჩადენილმა ქმედებებმა, დედამიწაზე გამოიწვიეს სამყაროს მამოძრავებელი ენერგიის იმ თვისების გააქტიურება, რაც დედამიწური გარემოსათვის ნორმით დაშვებული არ იყო!!! ამიტომაც შედეგად მიღებული იქნა კლიმატური კატაკლიზმის სიძლიერის ის მასშტაბი, რომელსაც ჩვენ ბიბლიური ცნობით, წყლით წარღვნით ვიცნობთ. ანუ ცოტა სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამყარომ მოიცილა ნორმალურად ფუნქციონირებაში ხელისშემშლელნი. რის შემდეგაც – ვინაიდან ღმერთისმიერი საზომი ადამიანს სულში აქვს ჩამონტაჟებული; თანახმად კანონისა: „ღმერთი არის სული“ (იოანე 4-24). ხოლო სული კი ადამიანში ტვინის ღრუბლისებრ შრეში ბინადრობს – ამიტომ სულის პროგრამაში კვლავ განხორციელდა ძირეული ცვლილება და ეს ცნობა ბიბლიაში „ცისარტყელას“ ტერმინით არის მოხსენიებული: „ღმერთმა ცისარტყელა ჩადო ღრუბლებში, მასა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად“ (დაბადება 9-13), რათა კვლავ წარღვნამდე არ მისულიყო ადამიანის ნამოქმედარის მომკა. ყოველივე ეს კი, გონების ჩანაწერში აისახა სიტყვიერი კოდური სისტემის ასო-ბგერული კოდით შეცვლით და კაცობრიობამ არსებობა გააგრძელა პირველ ყოფილი თემური წყობილების შესაბამისი აზროვნებითი დონით. გააგრძელას იმიტომ ვამბობ და არა თავიდან დაწყებას, რომ ბიბლია იძლევა ცნობას იმის თაობაზე, რომ წარღვნას გადარჩენილ ნოეს ოჯახს და მის შთამომავლობას არ შეხებია ეს ცვლილებანი; და ამიტომაც უწოდებს ამ გენს ბიბლია ღვთის რჩეულს.

წარღვნის შემდგომი პერიოდის საკაცობრიო ისტორიის სწორ, მაგრამ შეკუმშულ აღწერას იძლევა ბიბლია; ხოლო სათავისოდ გადაკეთებულ შინაარსს კი – ისტორიის მეცნიერება. მე კი მხოლოდ იესო ქრისტეს მოვლინების მისიას შევეხები; რომელიც იმიტომ გახდა საჭირო, რომ გონების ჩანაწერში კვლავ ცვლილება მომხდარიყო და რა თქმა უნდა, კვლავ ადამიანთა ცოდვების გამო. იესომ, ასო-ბგერებითი კოდური სისტემა კვლავ სიტყვებად დაალაგა შემდეგი შინაარსით: „ადიდეთ უფალი უკუნისამდე“. რომელი პროცესის ფიზიკურად განხორციელებაც საჭიროებდა სისხლის შემადგენლობაში ძირეული ცვლილებების მოხდენას; თანახმად კანონისა: „ყველაფერი რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება“ (ებრაელთა 9-22). რადგანაც სხეულის უჯრედები სისხლის მეშვეობით წარმოიქმნებიან, ამიტომ გონების პროგრამაში განხორციელებულმა ცვლილებამ თავისთავად სხეულებრივი უჯრედების „გადაწყობის“ საჭიროების აუცილებლობა მოითხოვა. როგორადაც პრაქტიკამ დაადასტურა, საკაცობრიო მენტალიტეტით ნაშენებმა სხეულის გენურმა დონემ ვერ გაუძლო ამ გამოცდას და იესოს სხეულის გარდაცვალების საჭიროება მოითხოვა; თანახმად კანონისა: „რაკი ვერ შესძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში“ (რომაელთა 8-3). ეს ცნობა უფრო დაკონკრეტებულად ასე შეიძლება გაიშიფროს: საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის სვლის გასაგრძელებლად, ქრისტეს სულის მეორედ მოსავლინების აუცილებლობა მოითხოვს ახალი შემადგენლობის სხეულებრივი უჯრედების აშენებას. რასაც გენეტიკის პროგრამული გათვლით უნდა დასჭირებოდა 2000 წელი – ბიბლიურად 2 დღე, რომელიც წარმოდგენილია ქრისტეს სხეულის მესამე დღეს აღდგენის ცნობით (მათე 17-23); თანახმად კანონისა: „ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე, არის როგორც ათასი წელი“ (II პეტრე 3-8). ხოლო ის პროცესი, რომელსაც კაცობრიობა იცნობს იესოს მოწამეობრივ გარდაცვალებად და მისი სისხლით საკაცობრიო ცოდვების გამოსყიდვად – იგივეა, რაც სულიწმიდით საკაცობრიო ნათლისღება; თანახმად კანონისა: „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისადმი შეპირებაა“ (I პეტრე 3-21). „კეთილი სინდისი“ – ცოდვებისგან განწმენდილი სინდისია. ხოლო „მისი ღვთისადმი შეპირებაში“ კი იგულისხმება: ჭეშმარიტების შეცნობა და მისი კანონების დაცვით ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება.

სულიწმიდით საკაცობრიო ნათლისღებით, იესო ქრისტემ სულის გონებაში საყოველთაოდ დაბლოკა წინაპართა ცოდვების გზა. რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების შემდეგ სული მთლიანად უნდა გაწმენდილიყო აზრუვნების გაუკუღმართებული მსჯელობის ნიადაგზე მიცხებული ჭუჭყისაგან, ანუ ცოდვებისაგან და ისე რეინკარნილებულიყო დედამიწაზე ახალშობილისათვის განკუთვნილ სულად.

ამიტომ, იესო ქრისტეს ზემო ხსენებული ქმედების შედეგად, მისი გარდაცვალების შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს ეძლევა წინაპართა ცოდვებისაგან განწმენდილი სული და ამასთანავე „ინ“ მიმართულებით დალაგებულ სიტყვათა წყობით შედგენილი გონება; თანახმად კანონისა: „ის აუქმებს პირველს, რომ დაადგინოს მეორე. ამ ნებით განიწმინდება ყოველი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმენდელნი. სულიწმინდაც ამოწმებს, ვინაიდან ნათქვამია: „აჰა აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი. მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში. ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ“ (ებრაელთა 10-9,10,14,15,16,17).

რაც შეეხება იმ რიტუალებს, რომლებსაც ადამიანები ეწევიან ე.წ „ნათლობის“ სახელითა და რელიგიათა შთაგონებით. ეს ნიშნავს ქრისტეს მიერ სულიწმიდით ნათლობაზე უარის თქმას. ამიტომ ამ პროცესის შედეგად ხდება „მონათლულში“ იმ მოხეტიალე დაცემული სულის შეღწევა, რომელმაც ვერ გააღწია დედამიწური მიზიდულობიდან. იმისდა შესაბამისად, თუ რა დონეზეა დაცემული სული და თანაც მიმღები მსხვერპლიც როგორი ინდივიდუალური კოდის არის – შედეგებიც მათზეა დამოკიდებული და შესაძლოა, რომ განაჩენი მძიმე დაავადებით ანდა სიკდილის დადგომითაც შედგეს.

ვინაიდან და რადგანაც დღეს ისეთი ვითარებაა, რომ რელიგიათა შთაგონებით ე.წ. „მოუნათლავი“ აღარავინ დარჩა და ძირითადად ამ მოძალადეობის მსხვერპლნი ბავშვები არიან, ამიტომ კაცობრიობის არსებობის გაგრძელება კვლავ საფრთხის წინაშე დადგა. რამაც წარმოშვა იმის აუცილებლობა, რომ ქრისტე კვლავ ადამიანის სახით მოვლინებულიყო. ხოლო რაც შეეხება მეორედ მოვლინების მისიას, მასზე ბიბლია იტყობინება შემდეგს: „მეორედ მოსული ქრისტე აღარ მოკვდება“ (რომაელთა 6-9); „არამედ გამოჩნდება მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28). რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მოსულმა ქრისტემ კვლავ შეიტანა ცვლილებები საკაცობრიო გონებაში და მისი მოკლე შინაარსიც ასეთია: „დიდება უფალო უკუნისამდე“. ხოლო ამ ჩანაწერის ვრცლად გაშიფვრა კი გადმოცემულია „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებით. ამიტომ ამ წიგნების საშუალებით განსჯის უფალიც, უკვე კარს მომდგარი „არმაგედონის“ დროს. ვინაიდან ვინც ნამდვილად ქრისტეს მომლოდინეა, იგი მის სიტყვას აუცილებლად შეიცნობს!!! ხოლო შეცნობილი ჭეშმარიტება კი მას მისცემს საკუთარი ცოდვების შეცნობისა და მონანიების საშუალებას. რაც აუცილებლობაა საიმისოდ, რომ ადამიანი ცოცხალი გადაურჩეს „არმაგედონის“ განკითხვას და სიკვდილის გარეშე „ხელმეორედ დაიბადოს“, ანუ გათავისუფლდეს შიშის მარწუხებისაგან; თანახმად კანონისა: „შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8-32).

ახლა კი ორიოდ სიტყვით „არმაგედონის“ პროცესს შევეხები. რასაც ბიბლია „უნაყოფო ხეთა მოჭრასა და ცეცხლში ჩაყრასაც უწოდებს“ (მათე 3-10) და აკონკრეტებს შემდეგი ცნობით: „ანგელოზთა მიერ ღვთის მძვინვარების შვიდი თასის გადმოღვრით“:

1)I თასის გადმოღვრა: გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს; რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.

2)II თასი გადმოიღვარა ზღვაზე და იქცა სისხლად, როგორც მკვდრისაგან; და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში.

3)III თასი გადმოიღვარა მდინარეებზე და წყალთა წყაროებზე და იქცა სისხლად.

4)IV თასი გადმოიღვარა მზეზე და მიეცა მას უფლება, რომ ცეცხლით დაეწვა ადამიანები.

5)V თასი გადმოიღვარა მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იკვნეტდნენ.

6)VI თასი გადმოიღვარა დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლეთიდან რომ მოდიან.

7)VII თასი გადმოიღვარა ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა“!

იქმნა ელვანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა. დიდი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად და წარმართთა ქალაქები დაემხო და მოხსენიებული იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი. ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ციდან ადამიანებზე“ (გამოცხადება 16).

რაც შეეხება ამ ცნობით წარმოდგენილი წყლულების მასშტაბებსა და სახეობებს, ისინი შეიძლება გამოვლენილნი იქნენ:

  • როგორც ადამიანთა ჯანმრთელობის მხრივ.

  • როგორც ქვეყნის მასშტაბის დონით – რაც ომს ნიშნავს.

  • როგორც მაქსიმალური მასშტაბით; და ეს კი დამანგრეველი სიძლიერის კატაკლიზმური მიწისძვრაა.

იმისდა შესაბამისად, თუ ვინ როგორ და რა ზომით ჩაწვდება ჭეშმარიტების სიღრმეებს და აღასრულებს მის კანონებს – ამის მიხედვით იქნება დაწესებული ან ამ სასჯელთაგან მისთვის შესაბამისი სახეობა და ანდა კიდევ მათი გაბათილების განაჩენი; ვინაიდან და რადგანაც უცოდველი ადამიანთაგან არც არავინაა!!! ისიც ცხადია, რომ ამ თვალსაზრისით, ქართული ენის მცოდნეთ აქვთ უპირატესობა. რადგან გონებაში აქამდე უმოქმედოდ მყოფი ჭეშმარიტება ამ ენით გაიშიფრა და მისი სხვა ენაზე თარგმნა კი ისეთ უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომ შეიძლება შეუძლებელიც აღმოჩნდეს.

რაც შეეხება ბიბლიურ ტერმინს „მიწისძვრა“ – მისი განმარტება მასშტაბის შესაბამისად უკვე წარმოგიდგინეთ; ხოლო „ბაბილონი“ კი – გონებაში აღიქმება ბანკი-ბიზნესის რულონად. ტალანტის სიდიდის სეტყვა – ღვთიც რისხვის განაჩენის მაღალ სიმძლავრედ.

აღთქმული დანაპირების მეშვეობით ქრისტეობაზე წარმოდგენილი ცნობების ფონზე, უკვე შემიძლია ანტიქრისტეს ფენომენზე ინფორმაციის მოწოდება. როგორადაც თავად მისი სახელწოდებაც მიუთითებს, ის წინააღმდგომია ქრისტეს ქმედებებისა. ცხადია ისიც, რომ ამ საქმიანობას აშკარად ვერ გაბედავდა და ამიტომაც აქვს მორგებული „ღვთის სახელით მოქმედების“ მრავალშრიანი ნიღაბი. რომლის შემწეობითაც ათეულ ათასობით ბავშვის სულზეც მოიპოვა ძალაუფლება და ამ ბავშვების გაბრიყვებული მშობლების ხელშეწყობით მათ ე.წ „სახელოვან ნათლიად“ წარმოდგა. სწორედ ეს ქმედებაა ერთ-ერთი ნიშანთაგანი, მის ამოსაცნობად.

რაც შეეხება იმას, რომ მან შესძლო თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობაზე ზეგავლენის მოპოვება, მათი განწყობის გაუკუღმართების მხრივ – ამას საფუძვლად ის უდევს, რომ საამისო ქმედებები სატანამ ადამ და ევას დედამიწაზე ჩამოსმის პერიოდიდან დაიწყო; როცა ადამიანის ცნობიერება მთლიანი ცოდნის დაყოფის გზაზე დააყენა და ამით ტყუილ-მართალი ერთმანეთში აარევინა. ამიტომაც ვერც მეცნიერება და ვერც რელიგია ჭეშმარიტებას ვერ მიუახლოვდა.

ვინაიდან და რადგანაც ამ სამყაროს დინამიკა დროზეა დადგენილი, ამიტომაც მისი ყოველი წამი ჭეშმარიტების შესაბამისი მონაკვეთის აღმსრულებელია. რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ყოველივეს თავისი სააღმსრულებლო დრო აქვს განკუთვნილი და ამიტომ არავითარი სიცრუე არ დარჩება უმხილებელი!!! ხოლო სიცრუის მხილებას, რომ მისი ჩამდენის დასჯაც მოჰყვება, ეს არავისათვის უცხო თეორია არ არის. რის გამოც ძალიან დიდია სასჯელი იმ ქვეყნის მოსახლეობაზე, რომელთაც ანტიქრისტე წარმოშვეს, აღაზევეს და თანაც ათეულ ათასობით ბავშვის სულიც შესწირეს. ხოლო ყოველივე ამას დამატებული დიდი უბედურება ისიც არის, რომ თითონ სავსებით დაიმედებულნი არიან იმაში, რომ ღმერთის რჩეული ერის წარმომადგენლები არიან და მათი ქვეყანა კი – ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილია.