გაზიარება

ნებისმიერი სამწუხარო შედეგის გამომწვევ მიზეზთა ძიებას საბოლოოდ იმ ჭეშმარიტ დასკვნამდე მივყავართ, რომ მიზეზებს საფუძვლად თურმე სიცრუე ჰქონია დადებული. ამიტომ იმის მიხვედრას დიდი ფიქრი არ სჭირდება, რომ რაც უფრო ხანდაზმული იქნება სიცრუის საძირკველი, მით ძლიერი უნდა იყოს მისგან გამოწვეული უბედურებანიც. ხოლო ყოველივე ეს კი შესაცნობს ხდის იმას, თუ რა დიდი სასიკეთო მნიშვნელობა ექნება სიმართლის შეტყობას მანამ, სანამ სიცრუისგან გამოწვეული შედეგების ფაქტებად მომკის დრო დამდგარა. რომელ ფაქტთა გარდაუვალად არსებობასაც აუცილებლად ექნება ადგილი იმიტომ, რომ ისინი სწორედ იმ სიმართლისგან წარმოშობილნი არიან, რომელი სიმართლეც მისი საპირისპირო სიცრუით იყო გადაფარული.

მარადიულია რწმენა იმისა, რომ დრო ყველაფერს თავის ჭეშმარიტ ადგილს მიუჩენს. მისი უკვდავების საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ თავად დროა სამყაროს შექმნის პროცესის უშუალო მონაწილე და უფრო მეტიც – ის არის ამ პროცესში მიმდინარე ყოველი ნიუანსის ამსახველ-ამთვლელი სიდიდე. ამიტომ ცხადია, რომ დროის მსვლელობა მხოლოდდამხოლოდ ჭეშმარიტებას წარმოქმნის ფაქტებად, რადგანაც ის ხომ სამყაროს კანონების აღმსრულებელი „ამინია“ – მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა (გამოცხადება 3-14).

ტყუილით სიმართლის გადაფარვის დროის მოცულობა არაერთგვაროვანია, რადგან მისი ზღვარი დგინდება სიცრუის მოტივისდა შესაბამისად. რის გამოც სიცრუის პერიოდი მერყეობს მოკლე ვადიდან ისეთ ხანდაზმულ დრომდეც კი, რომ შესაძლოა საუკუნეებსაც კი მოიცავდეს. სამწუხაროდ ჩვენ სწორედ ისეთ დროს მოგვიწია არსებობა, როცა საუკუნეობრივი სიცრუის მომკის პერიოდი დადგა და ამიტომაც მომსწრე გავხდით იმ ფაქტისა, როცა ბიბლიის ეს წინასწარმეტყველება: „უკანასკნელი ჟამია და მოდის ანტიქრისტე“ (I იოანე 2-18) და „იგი ახლა უკვე სოფელშია“ (I იოანე 4-3) – ძალაში შევიდა და აღსრულებული იქნა.

ანტიქრისტე არათუ მოვლინებულია, არამედ უკვე დასასრულს არის მიახლოებული მისი მოქმედების ის ხანა, რომელზედაც ბიბლია იუწყება, რომ „მას მიცემული ექნებოდა ხელმწიფება სამოქმედოდ მხოლოდ 42 თვეს“ (გამოცხადება 13-5). მართლაც მან თავისი მოღვაწეობა ყველას თვალწინ ისე განვლო, რომ ვერ იქნა ამოცნობილი ხალხის მიერ. ამიტომაც აღასრულა ის წინასწარმეტყველება, რითაც „მისთვის თაყვანი უნდა ეცა მიწის ყველა იმ მკვიდრს, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში“ (გამოცხადება 13-8).

და მაინც რატომ ვერ შესძლო დედამიწურ გარემოზე ძირეულ ცვლილებათა მომხდენმა და კოსმოსშიაც გამღწევმა ადამიანმა, მის თვალწინ მოღვაწე ანტიქრისტეს ამოცნობა?! ვიმედოვნებ, რომ ამ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის მიღება საინტერესო უნდა იყოს მსოფლიო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის და ამიტომ ვპასუხობ მას:

რელიგიისა და მეცნიერების განვითარება თავიდანვე დაადგა ერთმანეთისაგან გამიჯვნის გზას და ასეც გააგრძელა. ისინი რომ ამგვარად არ მოქცეულიყვნენ და ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა დაემყარებინათ, მაშინ თითოეული მათგანი ჭეშმარიტი ცოდნის ნახევრად წარმოდგებოდა. მაგრამ ვინაიდან მათ ეს პირობა არ შეასრულეს, ამიტომ ორივე ასცდა სწორ გზას. რადგან კაცობრიობის ცოდნა ამ ორ საყრდენზე დგას, ამ მიზეზით საშუალება მიეცა სიცრუეს, რომ საკაცობრიო ცნობიერებაში ღრმად გაედგა ფესვები და თავისი არსებობის პერიოდი გაეხანგრძლივებინა. ადამიანებში სიცრუის გაბატონებამ კი მათი გრძნობების ფალსიფიცირება გამოიწვია და იქამდეც მივიდა, რომ სიყვარულის გრძნობა ეგოიზმმა შეცვალა. საყოველთაოდ ცნობილი არის ის ფაქტი, რომ ადამიანის ნებისმიერი საქმიანობის მოტივის გასაზღვრას გრძნობები ახდენენ. ხოლო ყოველი გრძნობის აღმძრავი კი, ან სიყვარულის ძალაა და ანდა სიძულვილის; და მათ შორის საშუალო არ არსებობს! სამყაროს კანონმდებლობის თანახმად: „ღმერთი სიყვარულია“ (I იოანე 4-16). მაგრამ რადგანაც სიყვარული ეგოიზმმა ჩაანაცვლა ისე, რომ ამას ადამიანის ცნობიერება ჯეროვნად ვერც კი მიხვდა, ამის გამო კაცობრიობაში უღმერთობამ ღრმად გაიდგა ფესვი და მის ნიადაგზე კი საკაცობრიო გენური ძალოვანება, ფარისევლობის გრძნობის ტყვე გახდა.

რაც შეეხება ტერმინ „საკაცობრიო გენური ძალოვანების“ განმარტებას, მისთვის ვეცდები ისეთი მარტივი ფორმა შევარჩიო, რომ საყოველთაოდ გასაგები იყოს. რისთვისაც შეგახსენებთ იმ გარემოებას, რომელშიაც მრავალჯერ თუ არა, ერთხელ მაინც იქნებით მოხვედრილი. საქმე ეხება იმ საკითხს, რომელზედაც წინასწარ გაქვთ ნაფიქრი და თანაც გეგმაც დაწყობილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართოთ საუბარი. მაგრამ შეხვდებით თუ არა საუბრის ადრესატს, აღმოჩნდება: რომ თქვენი დაწყობილი გეგმა უცბად ნისლივით გაიფანტება და საუბარიც ისე წარიმართება, როგორც ამას ის ინებებს; და შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ თქვენს მიერ დაწყობილი გეგმიდან, ერთი წინადადებაც კი ვერ გაამხილოთ. გარდა ამ სიტუაციისა, მინდა შეგახსენოთ იმ ერთეულ პიროვნებათა არსებობის შესახებაც, რომელნიც არც გონიერებით, არც ჭკუითა და არც ტალანტით არ არიან აღმატებულნი გარშემო მყოფთაგან. მაგრამ მათ მაინც შესწევთ უნარი მასათა დაგიპნოზებით დამორჩილებისა; და ისტორიას არაერთი მაგალითი შემოუნახავს თვით ძალზედ ბრიყვთა მმართველობის პერიოდებისა. სწორედ იმ ძალის წარმომავლობაზე მინდა მოგახსენოთ, რომელი ძალითაც ეს ერთეული პიროვნებები ზემოქმედებენ უამრავი ადამიანის აზროვნებაზე და ახერხებენ მათი ნების სადავეების დამორჩილებას. ამ ფენომენის ასახსნელად კი უნდა შეგახსენოთ იმ სამი მდგომარეობის შესახებ, რომელშიდაც ადამიანი განიცდის ყოფნას: 1)როცა არ სძინავს და თანაც ლაპარაკობს. 2)როცა არ სძინავს, მაგრამ არ ლაპარაკობს და 3)როცა სძინავს.

პირველ შემთხვევაში, როცა ადამიანი ფხიზელ მდგომარეობაშია და თანაც მეტყველებს, ჩვენ მისგან გამოცემული ხმაც გვესმის და წარმოთქმული სიტყვებიც. მეორე შემთხვევაში, როცა არ მეტყველებს, მაშინ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი ხმა დადუმებულია. თუმცა შესაძლებელია, რომ იმ დროს ხმა სრულებითაც არ იყოს მდუმარე მდგომარეობაში, რადგან ადამიანი ფიქრობდეს. რომელ ფიქრსაც ის ასრულებს ენით წარმოუთქმელი სიტყვების მეშვეობით. ხოლო ფიქრის შემსრულებელ ხმას კი აზრისმიერი ხმა ჰქვია. მესამე შემთხვევაში, როცა ადამიანს სძინავს, ხმა არც მაშინ არის უმოქმედოდ და მისი საშუალებით ხდება ამ ადამიანის ბედისწერის შინაარსის შედგენა. ეს ხმა კი გონებისმიერი ხმაა და ჩვენი სასაუბრო ენით მას შინაგან ხმას ვუწოდებთ. რაც შეეხება მისით წარმოდგენილ სიტყვათა შინაარსით წარმოსახულ კადრებს, მას ის სიზმრები წარმოადგენენ, რომელთა ხილვის უნარითაც არის ადამიანი უფლებამოსილი სულის მიერ.

ახლა კი შეგახსენებთ ხმის მეცნიერულად განმარტებას: ხმა არის ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოშობილი ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღა, რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით. როცა ადამიანი ენით საუბრობს, მაშინ ხმის გაბნევის სივრცე თვით ამ ადამიანსა და მისი საუბრის ადრესატს შორის არსებული არეალია. ხოლო როცა ფიქრობს, მაშინ ხმის გავრცელების სივრცე მთელ დედამიწურ გარემოს მოიცავს. ამიტომ ფიქრის ობიექტს ყოველთვის სწვდება მასზე მოფიქრალი პიროვნების ფიქრის ტალღის ძალით გავრცელებული იმპულსები, მიუხედავად მანძილობრივი სიშორისა. ხოლო ადრესატი რომ ამ იმპულსთა შეხებას აუცილებლად იგრძნობს, ამის მადასტურებელი კი იმ შეგრძნების აღძვრაა, რომლითაც მას ეს პიროვნება „რატომღაც“ გაახსენდება.

ძილის დროს კი ცოტა სხვაგვარად არის საქმე, რადგანაც ხმის გავრცელების გარემო მთლიანი სამყაროს მომცველია; მაგრამ იმ შესაძლებლობით, რომლითაც აღჭურვილი არის  პიროვნების კოსმოსთან დაკონტაქტების ინდივიდუალური უნარი. ამის მტკიცებულებას სიზმარში გარდაცვლილებთან კონტაქტის ამსახველი კადრებიც ადასტურებს და ის ფაქტებიც, რომლითაც სიზმარი სრულდება ხოლმე. სიზმრის კადრებზე კი დავძენ იმას, რომ ისინი ინტუიციური ენით არიან შედგენილნი და ამიტომაც სჭირდებათ თარგმნა სასაუბრო ენაზე.

რას ამტკიცებს ყოველივე ზემოთ თქმული? ცხადია ამტკიცებს იმას, რომ ადამიანისა და თვით ამ სამყაროს არსებობის გარანტს წარმოადგენს იმ სახობრივი ენერგია, რომელსაც შესწევს უნარი იმისა, რომ ბგერის გავრცელების სიჩქარის (ანუ ხმის) ძალით, ფაქტებად გარდაიქმნას!!! ამ საკითხის ირგვლივ აქ შევჩერდები, რადგან დაკონკრეტებულად ის უკვე აღწერილი აქვს ალბერტ აინშტაინს. მე კი შევეცდები ცნობები მოგაწოდოთ ადამიანის შექმნის წარმომავლობის შესახებ. რისთვისაც მოგახსენებთ, რომ მატერიალური სამყაროს ყოველი ქმნილება შექმნილია ღმერთის მიერ დაწესებული სამყაროს გენეტიკური პროგრამის თანახმად და იქმნება ისე, რომ ქმნილებებს შექმნის შემსრულებლებიც ჰყავთ. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვან შემდეგ მაგალითს: მცენარე მართალია თესლიდან თავისით აღმოცენდება და იზრდება, მაგრამ ამ პროცესის შემსრულებელი ხომ ნიადაგია?! ანდა ადამიანში რომ ნაყოფი შენდება ბავშვად, შემსრულებელი ხომ მშობელია?! თუნდაც ის მეცნიერი, რომელიც ტექნიკის რაღაც სახეობას ქმნის, განა ამ სამყაროში არსებული კანონების შესრულებით არ აკეთებს ამას?! ასევე ჰყავს ადამიანური კატეგორიის სულს შემქმნელ-შემსრულებელი, რომელიც არის ქრისტე. ის ჯერ ცისკრის ანგელოზი იყო და შემდეგ კი ედემელ ადამად დაიმდაბლა თავი იმის გამო, რომ ჩვენთვის სული შეექმნა. ედემელი ადამობის პერიოდშიაც თავადვე შეიქმნა აზროვნება და თავადვე გახდა უშუალო მონაწილე ადამიანის იმ სახით წარმოდგენისა, როგორსაც დედამიწელი ადამიანები წარმოვადგენთ. ხოლო ყოველივე ეს კი მან მოახერხა სიტყვის ძალის გამოყენების მეშვეობით. ე.ი. ყოველივე თვალით ხილულსა და უხილავს შორის არსებობს იმ მხრივი ურთიერთკავშირი, რომელიც შემდეგ საფუძველზეა დაყრდნობილი: ყოველი ხილულის საწყისი უხილავიდან მოდის. ხოლო რაც შეეხება განსხვავებას მათ შორის, ის მდგომარეობს მათში ბგერათა გავრცელების სიჩქარეში, ანუ ხმის ძალაში. აი აქედან გამომდინარეა ის მჭიდრო კავშირი, რომელიც სიტყვებსა და ფაქტებს შორის არის. ამიტომაც გააჩნია ყოველ განსხვავებულ ნივთიერებას თავისი საკუთარი ხმის ჟღერადობა. ამიტომაც არის შესაძლებელი ნივთიერებათა გადაყვანა ხილული მდგომარეობიდან – უხილავში. ციური წარმოშობის ნივთიერებებისთვის მისი მიღწევა ორთქლად ქცევითა და მისი გაფანტვით არის შესაძლებელი; ხოლო მიწიერი წარმომავლობის ნივთიერებათათვის კი, მტვრად ქცევითა და მისი გაფანტვით. წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს ბიბლიაც: „შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს რაც მასზეა. მიხვდები, რომ არსებულისაგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს; და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც“ (II მაკაბელთა 7-28). „უფალო, ვერაფერი დააბრკოლებს შენს ყოვლისშემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებებისაგან სამყარო შექმნა“ (სიბრძნე სოლომონის 11-17).

რაც შეეხება ადამიანში სასიცოცხლო კოსმიური ენერგიის ფუნქციონირებას: იგი სულის გონების ხმის ბგერის გავრცელების სიჩქარით განისაზღვრება და ათჯერ უფრო სწრაფია აზრის ხმის ბგერის გავრცელების სიჩქარეზე. რასაც ადასტურებს სიზმრის კადრების გავრცელების დრო. სამეტყველო ხმის ბგერის გავრცელების სიჩქარე კი ათჯერ შენელებულია აზროვნებისაზე. ხოლო სხეულის სახსართა მოძრაობის უნარის ხმის ბგერის გავრცელების სიჩქარე კი, ათჯერ შენელებული სამეტყველო ხმის სიჩქარეზე; თანახმად კანონისა: „სიტყვა დადგენილი 1000 თაობამდე“ (ფსალმუნი 104-8). წარმოდგენილ ინფორმაციას ავხსნი უფრო ვრცლად:

საკაცობრიო გენეტიკის მიმდინარეობა, რომელიც უწყვეტი პროცესია და იწყება ადამ და ევათი, გრძელდება დღემდეც. მართალია ეს პროცესი მიმდინარეობს თაობათა ცვლით, მაგრამ გენი უწყვეტად გრძელდება და თაობიდან თაობას გადაეცემა შთამომავლობით – მემკვიდრული გზით. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო იმ ფაქტორის შესახებ, მეცნიერება გენური საიდუმლოს ამოხსნას სხეულოვანი უჯრედების მეშვეობით რომ სცდილობს. ეს არასწორი გზაა და მას თავად შედეგიც ამტკიცებს. რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევები საკმაოდ ხანდაზმული დროის მომცველია, მაინც ვერ იქნა მიღწეული გენეტიკის საფუძვლიანი შესწავლის შედეგამდე. რისი მიზეზიც ის არის, რომ სინამდვილეში გენური კოდის საიდუმლოს გასაღები ხმაშია! ხმის მაჩვენებლები – ტემბრი, საუბრის მანერა, სიცილისა და ტირილის ჟღერადობა, მუსიკალური სმენა და სასიმღერო ხმა, კივილ-ყვირილის სასაზღვრო დონე და საერთოდ ყველა ხმის თანმხლები ნიუანსი – წარმოადგენს იმ კომბინაციას, რომელიც არის განმსაზღვრელი ინდივიდუალური გენეტიკური კოდის (იგივე საკაცობრიო გენური ძალოვანების)  ერთადერთობისა და განუმეორებლობისა. სწორედ მასზეა დამყარებული ის ძალა, რომლითაც ადამიანები ზემოქმედებენ ერთმანეთზე. რაც შეეხება ადამიანის შინაგან, ანუ გონებისმიერ ხმას: ის ქრისტეს მიერ იქნა აწყობილი მარსზე და ამგვარად გახდა შესაძლებელი მისი ედემელ ადამად შედგომა. ხოლო თავად მოტივის შინაარსი კი გონებაში დაფიქსირებული იქნა იმ ჭეშმარიტების კანონების სახით, რომელნიც გონებიდან უთარგმნელად – პირდაპირ ინტუიციური ენით არიან გადმოტანილი ძველი აღთქმით; და რომელთა იგავებით ახსნაც იესომ წარმოადგინა. ხოლო ამჟამად კი უკვე პირდაპირი გაგებით გაშიფრულნი, წარმოდგენილნი არიან იმ „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნების საშუალებით, რომელთა აუცილებლად შექმნის თაობაზეც ბიბლიამ ადრიდანვე იწინასწარმეტყველა.

ედემელი ადამის გონებისმიერ ხმაში ბგერის გავრცელების სიჩქარის შენელებით, შესაძლებელი გახდა აზროვნების უნარის მიღება. რაც ბიბლიამ „ადამის ნეკნიდან აშენებული ევას შექმნით“ წარმოადგინა (დაბადება 2-21,22). ხოლო ადამის ცდუნების ცნობა კი არის იმის დასტური, რომ აზროვნებას მინიჭებული აქვს მოძრაობის მიმართულების თავისუფალი არჩევანი.

ახლა კი იმ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელზედაც ბიბლია ამბობს: „ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, ანდა ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდებაო“ (მათე 5-17,18); ანუ რატომ არის ბიბლიის ყოველი წინასწარმეტყველება აუცილებლად აღსრულებადი?! პასუხი ასეთია: ამ სამყაროს შექმნის პროექტი და მისი არსებობის შესასანარჩუნებელი პროგრამა შედგენილი იქნა და გათვლილი მათემატიკური წესების საფუძველზე. რადგანაც მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და მიღებული პასუხის სისწორის შემოწმებაც ყოველთვის არის შესაძლებელი; ასევეა შემოწმებული ის პროექტიც და პროგრამაც, რომლითაც ეს სამყარო შეიქმნა. როგორც სახეზეა კიდეც, ქმნილება „მატერიალური სამყაროს“ არსებობამ და კანონდამოკიდებულმა ფუნქციონირებამ დაადასტურა მისი შექმნის პროექტის სისწორე!!! ამიტომაც ყოველივე ბოლომდე აღსრულდება, რადგანაც „სისწორე“ თავისთავად გულისხმობს მთლიანად შესრულებას და არავითარ შემთხვევაში ნაწილობრივს!!! რაც შეეხება გონებისაკენ მიმართულ ჭეშმარიტ გზას: პროგრამის თანახმად, აზროვნებას იგი განესაზღვრება იმ მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზით, რომლის ვერტიკალური (სულიერ თვისებათა ამსახველი) კათეტის შეფარდება, ჰორიზონტალურ (სხეულებრივი თვისებების ამსახველ) კათეტთან, ასეთია: 7/3-ზე. ხოლო ამ სამკუთხედის ჰიპოტენუზის სიტყვიერ წყობას კი, ღმერთის მიერ დადგენილი სიბრძნის კანონები წარმოადგენს.

ახლა მინდა მოკლედ მოგახსენოთ იმ საფუძვლის თაობაზე, საიდანაც აღმოცენდა ის მრავალნაირი ნიჭები, რომელთა დამსახურებაცაა ცივილიზაციის განვითარება. მეცნიერებათა დარგები წარმოადგენენ გონებაში მყოფი სრულყოფილი ცოდნის დარგობრივად წარმომდგენ საშუალებებს. თვით გარემო კი ის ფაქტობრივი მტკიცებულებაა, რომელიც მიღებული არის ჭეშმარიტი ცოდნის გამოყენების შედეგად. ხოლო ადამიანი კი შექმნილია ისე, რომ მასში გარემოსა და გონების მაკავშირებელს, წარმოადგენს თვალის აპარატი. რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს „სამყაროს ნახევარსფეროების ცოცხალი რუკა“. რომლის ფუნქციონირების მეთოდიც ასეთია: როცა აზროვნება მისწვდება გონებას, ტვინისაგან გასული სიგნალი თვალის მიკროსქემაში საჭირო წერტილს შეეხება და ინფორმაციას დააფიქსირებს; რითაც მოხდება ე.წ. „ბედისწერის კადრის შექმნა“, რომლის აღსრულების დროც განისაზღვრება გონებისმიერი ძალის სიჩქარისა და მისი განვლილი მანძილის საშუალებით, ფორმულით: დრო=განვლილი მანძილი:სიჩქარეზე. აღსრულების პროცესის საწყის პერიოდში ხდება ათვლილი დროის გადაყვანა გონებისმიერი კოსმიური დროის მასშტაბიდან – ჯერ აზროვნებითი დროის მასშტაბში, შემდეგ კი სამეტყველო და სამოქმედო დროში. ცოტა სხვანაირად რომ ვთქვა: მიმდინარეობს ბედისწერის კადრის ფაქტებად აწყობის პროცესი სამყაროს მიერ და როგორც კი საამისოდ განსაზღვრული პერიოდი დასრულდება, მაშინვე მოხდება დროის და სივრცის კვეთა; რითაც დაიწყება ფაქტთა „ცვენა“. ბედისწერის კადრების შექმნის შემდეგ, გონიერ ადამიანს აუცილებლად ექნება გონებისაგან საიმისო მინიშნებები, თუკი რას ამზადებს ბედისწერა; თანახმად კანონისა: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3-7). ვინაიდან და რადგანაც გონიერი ადამიანი აუცილებლად კაცობრიობის ფესვის გენისა არის, ამიტომაც მას შესწევს უნარი ზოგადსაკაცობრიო ბედისწერიდან ცნობების მოპოვებისაც!!! ამ საკითხზე აქ შევჩერდები, რადგან ის საკმაოდ დიდი მოცულობის თემაა და რაც დავწერე მხოლოდ მოკლე გეგმური მონახაზია. თუმცა დავამატებ იმას, რომ ბიბლიით გაცხადებული ყველა წინასწარმეტყველება ამ გზით არის მიღებული და ამიტომაც ისინი აუცილებლად აღსრულდებიან ფაქტებად!!! ხოლო ვინაიდან ბოლო ჟამად წოდებული პერიოდის ნიშნები ასე დიდი სისწრაფით მჟღავნდებიან, ეს იმის მომასწავებელია, რომ უკვე დადგა დრო საკაცობრიო გენეტიკური მისიის ფაქტებად წარმოდგენისათვის! ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ვერანაირი სიცრუე ვეღარ დარჩება გამოუმჟღავნებელი. რაც ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს იმათ, ვინც დღეს სიცრუის მოიმედედ ასე არხეინად გრძნობენ თავს. ხოლო უბედურებას კი თავიდან აიცილებენ ისინი, რომელნიც მოასწრებენ ჭეშმარიტებასთან ზიარებას, ფაქტებად აღსრულების მომენტის დადგომამდე.