ადამიანური ფენომენი
„გეშინოდეთ ღვთისა და მცნებები დაიცავით. რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12-7).
…
თუკი ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი ყველაზე ცუდად რაშიაც ერკვევა ეს საკუთარი ფენომენია; ვიმედოვნებ, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულ ნათქვამად არ ჩაითვლება. რადგანაც კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავ ისეთ ფაქტობრივ გამოვლინებებს ჰქონიათ ადგილი, რომელთაც ადამიანური შემეცნება პარანორმალურ მოვლენებს უწოდებს და აცხადებს, რომ არ ძალუძს მათი ახსნა და მათ წარმოშობასაც „ზებუნებრივ“ ძალთა მოქმედებას მიაწერს. თუმცა სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად არის და ამ მოვლენათა წარმოშობა-განვითარებაში გადამწყვეტ როლს ადამიანური ფენომენი ასრულებს.
თუკი ადამიანმა შესძლო საკუთარი შემეცნების განვითარება ისეთ დონეზე აეყვანა, რომ დედამიწის ელფერიც კი შეეცვალა, კლიმატური ცვლილებებიც გამოეწვია და ტექნიკაც ისე განევითარებია, რომ კოსმოსშიაც კი გაეღწია; მაშინ მასში მყოფმა საკუთარმა შესაძლებლობებმა რა დაუშავა ისეთი, რომ ვერ ჩასწვდა მის არსში და ვერ ისწავლა ადამიანური ფენომენის მართვა საიმისოდ მაინც, რომ ბედისწერისაგან ღვთის რისხვის მომკა აეცილებინა?! ცხადია, რომ ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს ცოდნის მოძიებას და სწორედ მის შესახებ საუბარს ექნება აქ ადგილი. მსურს წარმოვადგინო ის ცოდნა, რომელიც სულის შესახებ ჭეშმარიტი ცნობებია და რომლისადმი გვერდის ავლამაც გამოიწვია ის შედეგი, რომ შეუსწავლელი დარჩა ადამიანური ფენომენი. რის გამოც ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი გრძნობების მართვას.
სული არის წამმართველი ადამიანის სიცოცხლისა. ამიტომაც ადამიანური ფენომენი სწორედ მისი მეშვეობითაა შექმნილი და შესაბამისად მისგანაა მართულიც. სულის შეუსწავლელობა არის საფუძველი და მიზეზი იმისა, რომ კაცობრიობა ასე გადავიდა ზღვარს იმ სტანდარტის ჩარჩოებიდან, რომელიც მისთვის დააწესა მისმა შემქმნელმა ღმერთმა. რის მტკიცებულებათა გამოვლინებებსაც დღევანდელი რეალობა არ გვაკლებს იმ ფაქტების ფონზე, რომელნიც გამოხატავენ ადამიანის მხეცად ქცევის გამოვლინებებს: მკვლელობების, თვითმკვლელობების, ტერაქტებისა და სადისტურ-მანიაკალური სისასტიკის შემთხვევათა სახით. ხოლო ყოველივე ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს საკუთარ ქცევებზე კონტროლი აქვთ დაკარგული. რაც პირდაპირი მონაპოვარია იმისა, ადამიანური ფენომენი რომ ვერ არის კარგად შესწავლილი.
აქ გადმოცემული ცნობები ითვლებიან სათაო ცოდნად იმ საკითხებისათვის, რომლებიც აკლია იმ მონაპოვარს, მეცნიერება რომ ფლობს. ამიტომაც მათი ურთიერთთანამშრომლობის გარეშე, შეუძლებელია ადამიანური ფენომენი ისე საფუძვლიანად იქნას შესწავლილი, რომ ადამიანმა შესძლოს საკუთარი გრძნობების მართვა. ხოლო უპირველეს ყოვლისა კი მოგახსენებთ იმას, რომ ამ მატერიალურ სამყაროში ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდი არ არის და ნაწილია როგორც საზოგადოების, ისე დედამიწური ბუნებისაც და თვით მთლიანი სამყაროსიც. ამ დებულების მტკიცებულებას წარმოადგენს შემდეგი გარემოება: ადამიანს არსებობა ვერც ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე შეუძლია და ვერც ასე მოწყობილი იმ დედამიწური გარემოს გარეშე, რომელ გარემოსაც არსებული წესით მოწყობილი მთლიანი სამყარო უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უზარმაზარი სამყაროს მოცულობასთან შედარებით, ადამიანის ფიზიკური ზომა მიკროსკოპული დონის შესაბამისობაშია; ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ დანიშნულების მიხედვითაც ასეთი შესაბამისობაა. რადგან ადამიანური თვალთახედვა ამ სამყაროს მხოლოდ იმ ფორმით ხედავს, რისი დანახვის შესაძლებლობაც მას შემქმნელმა მიანიჭა. სინამდვილეში კი ამ სამყაროს შემადგენლობაში ისეთი სახის ელემენტებიც შედიან, რომლის ხილვაც ადამიანურ თვალთახედვას არ ძალუძს. ხოლო რაც შეეხება მათ როლს, მათზე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ იგი უმნიშვნელოვანესია!!! რომელთაგან ერთ-ერთსაც წარმოადგენს ადამიანური კატეგორიის სული. რომელიც მართალია ადამიანის სხეულში კი ბინადრობს, მაგრამ ადამიანი მას არათუ ვერ ხედავს, არამედ მის არსებობაშიაც კი ვერ არის საფუძვლიანად დარწმუნებული. თუმც ამის მიხვედრა არცთუ ისე ძნელი იქნება, აზროვნება თუკი შემდეგნაირად იმსჯელებს: განა გვამს გარეგნულად რაიმე აკლია?! არც არაფერი! მაშინ რატომ ვეღარ შეუძლია ადამიანად ყოფნა? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მას აკლია ის სული, რომელიც არის ადამიანად შედგომისათვის უმთავრესი კომპონენტი. ვინაიდან და რადგანაც მისით არის განპირობებული სიცოცხლისუნარიანობა!!! ამიტომ სწორედ სულის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მოპოვებაა ის აუცილებლობა, ურომლისოდაც შეუძლებელია შესწავლილი იქნას ადამიანური ფენომენი.
საკუთარ წარმოშობაზე კვლევა-ძიება ადამიანმა უხსოვარი დროიდან დაიწყო და მას დღესაც განაგრძობს. მაგრამ სასურველი შედეგამდე მიაღწევა რასაც ჰქვია, ასეთი შედეგი კი ჯერ ვერა აქვს მიღებული. რისი მიზეზიც ისევ და ისევ ის არის, რომ მკვლევართაგან უგულებელყოფილია ის სული, რომლისგანაც არის ნაწარმოები სხეული. დიახ, სინამდვილე ასეთია: სულია ის ფესვი, რომლისგანაც სხეული წარმოიშვა და მისგან იზრდება კიდეც. ამიტომ, როცა ფესვს უარყოფ იმიტომ, რომ მას ვერ ხედავ და ხესაც მხოლოდ ასე აღიქვამ. რამდენიც არ უნდა იკვლიო ხილული ხე, თუკი მისი ფესვების შესახებ ცოდნას ვერ დაეუფლები, ხის შესწავლას ვერც ვერასოდეს შესძლებ!!! აი, სწორედ ამგვარი დამოკიდებულებაა ადამიანის სხეულსა და სულს შორის; და როგორც ფესვებდაჭრილი ხე კვდება და შეშად იქცევა, ასევე მოსდის სულგაცლილ სხეულსაც.
რაც შეეხება სულის შესახებ იმ ცოდნას, რომელსაც ადამიანური შემეცნება ასე თუ ისე აღიარებს და მას სულიერ თვისებებად მოიხსენიებს, მსურს რომ მოგაწოდოთ ცნობები მათი წარმოშობის თაობაზე. თუმცა მანამ აღვნიშნავ იმას, რომ აქ გადმოცემული ცოდნა იქნება ე.წ. თეორემების სახით. რომელთა მტკიცებულებათაც, დიდი მოცულობის გამო აქ ვერ წარმოვადგენ. ხოლო თუკი ვინმეს დააინტერესებს, შეუძლია იხილოს „უფალია ჩვენი სიმართლიის“ წიგნებში. მაშასადამე წარმოგიდგენთ მხოლოდ შედეგებს, რომელიც შემდეგია:
144 000 სიმართლით ადამიანში ყალიბდება სამართლიანობის თვისება.
144 0002 სიმართლით კი – გულკეთილობის თვისება.
144 0003 სიმართლით – პატიოსნების თვისება.
144 0004 სიმართლით – სინდისი.
144 0005 სიმართლით – თავმდაბლობის თვისება.
144 0006 სიმართლით – მოყვასის მიმართ ნამდვილი სიყვარულის გრძნობა.
144 0007 სიმართლით – საკუთარი მოდგმისადმი უანგარო ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობა, ანუ კაცთმოყვარეობა.
რაც შეეხება სიმართლის საპირისპირო სიცრუეს, მისი დამსახურება შემდეგია:
144 000 სიცრუით ადამიანში ყალიბდება თაღლითობის უნარი.
144 0002 სიცრუით კი – ქურდობის უნარი.
144 0003 სიცრუით – მრუშობის უნარი.
144 0004 სიცრუით – უსინდისობა.
144 0005 სიცრუით – ამპარტავნობის უნარი.
144 0006 სიცრუით – ანგარებიანი ეგოიზმის გრძნობა.
144 0007 სიცრუით -კაცთმოძულეობის გრძნობა.
იმის გამორკვევამდე, თუ რა ძალას ფლობს სიმართლე და რა ძალას – სიცრუე, მანამ სხვა ისეთ საკითხებს უნდა შევეხო, რომელთა ცოდნის გარეშეც ვერ მოხერხდება სიცრუე-სიმართლის ფენომენში ჩაწვდომა. ამისათვის საჭიროება მოითხოვს იმ გარემოების გახსენებას, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი გრძნობების გამოუხატველობა შემდეგ კანონთა აღსრულების გამო: „გულში მოჭარბებული გრძნობებისაგან მეტყველებს პირი“ (მათე 12- 34) და „ენის მოთვინიერება ადამიანს არ შეუძლია. რადგანაც დაუოკებელია იგი“ (იაკობი 3-5/12). როგორადაც ცნობილია, სიყვარულის გრძნობით სავსე გული, პირს კეთილ მეტყველებას ანიჭებს და სიძულვილით სავსე კი – ავ მეტყველებას. რაც თავის მხრივ ამას ნიშნავს: რომ სიტყვები, ერთის მხრივ აღჭურვილნი ყოფილან გრძნობათა ძალით; ხოლო მეორეს მხრივ კი, ისინი ბგერათა კომბინაციური ნაკრებნი არიან. ბგერები კი ხმის შედეგად წარმოიშობიან. რაც შეეხება ხმას, იგი ნაწილაკთა შეჯახების შედეგად ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღაა, რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით. ამიტომ რადგანაც ბგერა ხმის შედეგად არის წარმოშობილი, ე.ი. იგი ელექტრული ენერგიის ძალით ყოფილა აღჭურვილი. ხოლო რაც შეეხება ბგერათა სხვადასხვაგვარად ჟღერადობას, მისი მიზეზი იმ მატერიათა ნივთიერული შემადგენლობაა, რომლის ნაწილაკთა შეჯახების შედეგადაც ხდება ხმის წარმოშობა.
სათქმელის უფრო გარკვევით წარმოსადგენად დავასახელებ ისეთ მაგალითებს, რომელთა აღქმაც ჩვენს სმენადობას შეუძლია. საუბარია იმ ბგერათა ჟღერადობაზე, რომელთაც ვისმენთ სხვადასხვა ნივთიერული შემადგენლობის საგანთა შეჯახების შედეგად. მაგალითად ქვისას-ქვაზე, რკინისას – რკინაზე, ანდა თუნდაც წყლისას – წყალზე. ცნობილია, რომ ამ სამივე შემთხვევაში სხვადაცხვა ბგერებით წარმოშობილი ხმა გაისმის. რაც იმიტომ ხდება, რომ მათი ნივთიერული შემადგენლობა განსხვავებულია იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ თითოეულის გადაყვანას აიროვან, თხევად და მკვრივ მდგომარეობაში, სხვადასხვა ტემპერატურა ესაჭიროება. რაც თავის მხრივ ძალასთან არის დაკავშირებული. ანუ უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა: ისინი სხვადასხვაგვარი სიმძლავრის ძალის მეშვეობით არიან შენივთებულნი. რაც ასახვას ჰპოვებს მათ შემადგენელ მოლეკულებში – ატომის ბირთვის გარშემო ელექტრონთა მოძრაობის სპეციფიკაზე. მაშასადამე ყოველი ბგერის ხმიანობაში ნივთიერული საფუძველი დევს და აქედან გამომდინარე, ყოველ სიტყვას თავისი ნივთიერული კომბინაციით მიღებული სხეულიც უნდა შეესაბამებოდეს!!! ანუ კიდევ სხვანაირად რომ ვთქვა, ყოველი სიტყვა ქიმიის ენაზეც ითარგმნება!!! თუმც მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე და თუკი რატომ, ამას ახლავე განვმარტავ: საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ გარემოში არსებული ელემენტები ერთმანეთთან რეაქციაში შედიან ბუნებრივად ან ხელოვნურად სპეციალური ზემოქმედების შედეგად. რაშიაც იგულისხმება მათში ტემპერატურის ცვალებადობის დონე. ახლა უკვე შესაძლებელია იმის გაგება, თუ როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო და როგორ ახდენს ის ჩვენი აზრებით მოთხოვნილი ბედისწერის მატერიალებას. დიახ, სწორედ სიტყვების განივთებით!!! ხოლო კიდევ უფრო სხვანაირად რომ ითქვას: ენერგიის მატერიად გარდაქმნით. რომელ კანონსაც ალბერტ აინშტაინმა მიაგნო.სამყაროს მამოძრავებელ ენერგიას, მეცნიერება გრავიტაციულს უწოდებს. ხოლო სამყაროს შექმნის „დაბადებად“ წარმომდგენი ბიბლია კი, მას სამყაროს გრძნობების გამომსახველ ქარებად მოიხსენიებს. რითაც მიგვანიშნებს იმას, რომ ეს სამყაროც ისევე ცოცხალია, როგორც ჩვენ; და რომ მასში არსებული ყოველივე, ურთიერთმსგავსების პრინციპის მექანიზმით არის მართული. ამასთანავე იმასაც გაცნობებთ, რომ ისეთი სიტყვების შემქმნელი ბგერათა წყობანი, რომლებიც მიღებულნი არიან ბუნებრივი რეაქციების შედეგად შენივთებული მატერიალებით (ანუ სამყაროს გრძნობის მხრივი გამოსახვით რომ ვთქვა: ნელი სიოს ქროლვით), იწოდებიან ჭეშმარიტ მნიშვნელობებად და სწორედ მათგან არის შედგენილი სულის შემადგენელი გონება. ხოლო სხეულისმიერ აზროვნებას კი მიცემული აქვს უფლება, რომ შექმნას სიტყვები ისეთი ბგერათა კომბინაციით, როგორც მას სურს. რომელი სურვილიც შესაბამებულია იმ გრძნობებს, რომელთაც მასში წარმოშობს ისეთი ცხოვრების წესი, რომლითაც მისი პატრონი ცხოვრობს. ამიტომ როცა ჭეშმარიტებას ასცდება ადამიანთა მასების აზროვნება და გრძნობათა რისხვა კი ქარიშხლის დონემდე ავა, ეს სამყაროს იძულებულს ხდის, რომ იმ სიძლიერის კლიმატური კატაკლიზმები გამოიწვევიოს; რომელიც თავიდან მოიშორებს ფუნქციონირებაში ხელისშემშლელს – თანახმად კანონისა: „არის ქარები, შურისაძიებლად შექმნილნი. ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ“ (ზირაქი 39-25/35).
ახლა კი უკვე შემიძლია პასუხი გავცე იმ კითხვაზე, რომელსაც ძალიან ხშირად მისვამენ და მე კიდევ ვერ ვპასუხობ იმიტომ, რომ საამისო ცოდნა ჯერ არ მქონდა გაცხადებული. საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ, მაინც მხოლოდ ქართულად ვმეტყველებ და უარი განვაცხადე უცხო ენის სწავლაზე. დავაკონკრეტებ მას, თუ რატომ ვიქცევი ასე.
წარმოდგენილი ცოდნიდან გამომდინარე მისახვედრია ის, რომ ყოველ ნივთიერებას თუ მოვლენას მხოლოდ ერთადერთი ნამდვილი წოდება შეიძლება ჰქონდეს. რომელიც არის ის სახელწოდება, რომლითაც ის დაფიქსირებულია გონებაში. აღვნიშნავ იმასაც, რომ გონებაში ამ სახელწოდებათაგან შეუძლებელია ისეთი კავშირის შედგომა, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება!!! ხოლო რაც შეეხება ხსენებულ კავშირს, მას წინადადებებად ვიცნობთ ჩვენ და დავამატებდი იმასაც, რომ გონებით შედგენილი წინადადებანი – ჭეშმარიტებაა!!! რაც შეეხება აზროვნებას, როგორც ცნობილია მან მრავალი ენა შეიქმნა. მაგრამ ამ უამრავ ენათაგან კი ერთია ისეთი, რომლითაც შესაძლებელია გონებაში ჩაწერილი ჭეშმარიტების გაგება. ეს ენა კი ქართული ენაა!!! ალბათ უკვე გასაგებია ის, თუ რატომ იმსახურებენ ქართველები ბედისწერისაგან მუდმივად ღვთის რისხვის მომკას. რადგანაც იმის გარდა, რომ ცოდვების ჩადენას არ ერიდებიან, ზედ იმასაც უმატებენ, რომ სხვა ენების შესწავლა აუცილებლობად გაიხადეს და თანაც რაც მეტად აირევენ ენას (ანუ მეტ ენას ფლობენ) მით უფრო იწონებენ თავს. მართალია აქამდე ასე თუ ისე მათ შესძლეს თავის გადარჩენა, მაგრამ ახლა გენეტიკურ საუკუნეთა ბოლო ჟამია, რაც გრძნობათა სისავსის მაქსიმუმამდე ასვლას გულისხმობს. ამიტომ ამ მიზეზის დართვა იმ ცოდვებზე, რასაც საკმაოდ სჩადის ქართველი, მას აუცილებლად შეუქმნის ჯანმრთელობისმხმრივ უაღრესად სერიოზულ პრობლემას. ხოლო რაც შემეხება მე, თუკი ჩემი ფიქრები არაქართული ენით შესრულდება, მაშინ ბედისწერა ჩემი გარდაცვალების განაჩენს გამოიტანს, კანონის – „ვისაც მეტს ანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა 12-48) – აღსრულებით. ვინაიდან როგორადაც რეალობამ დაადასტურა, მე აღმოვჩნდი ის, ვისაც ჭეშმარიტების ლექსიკონის მფლობელობა უწყალობა ღმერთმა.