ადამიანი
„ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4-24). „ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში“ (I იოანე 1-5). ასეთ განმარტებას იძლევა ბიბლია ღმერთის რაობის შესახებ. სული სიცოცხლის წყაროა. ხოლო ადამიანად ყოფნა კი მხოლოდ სიცოცხლის პირობებში არის შესაძლებელი. რაც ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი ღმერთისმიერი ქმნილებაა და მაშასადამე კეთილი ბუნებით შემკულიც უნდა იყოს! თუმცა ყოველთვის ეს ასე არ არის და არსებობენ ბოროტი თვისებების მქონე ადამიანებიც.
ადამიანური თვისებების კეთილობისა და ბოროტების წარმომავლობა დამოკიდებულია ღმერთის მიერ დადგენილ სამყაროს კანონთა დაცვა-არ დაცვაზე. კანონთა დაცვით ადამიანი იყალიბებს კეთილ თვისებებს და ღებულობს უნარს ჭეშმარიტი ცოდნის შეძენის შემძლეობაზე. რაც მის ბედისწერას აყენებს სიცოცხლისაკენ მავალ სწორ გზაზე და ამკევინებს ღვთის წყალობას. ხოლო კანონთა დაუცველობა კი შესძენს ბოროტ თვისებებს და მის ბედისწერასაც სიკვდილის გზაზე აყენებს.
აქ მინდა ჭეშმარიტი პასუხი გავცე კითხვას: თუ რატომ უშვებს ღმერთი იმას, რომ ბოროტმა ადამიანებმა განცხრომით იცხოვრონ და კეთილთა მჩაგვრელებადაც წარმოდგნენ კიდეც. როცა სახეზე ასეთი რეალობაა, ხშირად კეთილი თვისებების მქონე ის ადამიანი იბნევა, რომელიც თავისი გაუსაძლისი სიდუხჭირით არის შეწუხებული და ასეთი ფიქრიც მოსდის თავში: რომ კარგად ცხოვრება ბოროტთა ხვედრად ყოფილა შექმნილი. მაგრამ როგორც კი თავად გადასწყვეტს იმას, რომ მანაც ამ გზით იცხოვროს, მისი პირველივე მცდელობა ისეთი შედეგით მთავრდება, რაც უფრო დიდი გასაჭირის მომტანი აღმოჩნდება მისთვის. დღეს ასეთ მდგომარეობით გატანჯული უამრავი ადამიანია, რომელნიც საშველს ეძებენ და მის ძებნაში კი უფრო და უფრო მეტ პრობლემებს პოულობენ! რატომ?! იმიტომ, რომ იქ არ ეძებენ, სადაც საჭიროა!!! ხოლო რაც შეეხება საჭირო ცოდნას, ის ერთადერთი და ჭეშმარიტია და შემდეგია:
„ღმერთმა შექმნა ადამიანი პატიოსნობისათვის“ (ეკლესიასტე 7-29) და იმ განსაკუთრებული მისიისათვის, რომლის შეცნობასაც მხოლოდ მაშინ შესძლებს, როცა საკუთარ აზროვნებას გონიერს გახდის. ღმერთის მიერ დასახული მიზანი ცხადია, რომ მხოლოდ სიკეთეს განასახიერებს. მაგრამ როგორ მოახერხა ადამიანმა იმ ბოროტი თვისებების შეძენა, რომელმაც იგი იმ სიკვდილამდე მიიყვანა, რომელიც ღმერთს არ შეუქმნია?! (სიბრძნე სოლომონის 1-13/16). სწორედ ამ გზის სათავის პოვნაა ის ამოსავალი, რაც ადამიანს აზროვნებას გაუნათებს და მიახვედრებს იმას, თუ როგორ დაადგეს სიცოცხლისაკენ მიმავალ სწორ გზას.
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ ადამიანური ფენომენი მოაზროვნე არსებად ყოფნას ნიშნავს. აზროვნების დამახასიათებელი თვისება კი, ცოდნის შეძენის წყურვილია. რაც თავისთავად განვითარებას გულისხმობს. ხოლო განვითარებისათვის თავისუფალი არენაა საჭირო და სწორედ ამიტომ უბოძა ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება – თუმც განსაზღვრული არეალის ფარგლებში. რომლის ზღვარს გადასვლაც მას მწყობრიდან გამოიყვანს და გამოიწვევს მის გარდაცვალებას. რაც შეეხება ადამიანური აზროვნების სამოქმედო არეალის საზღვრებს, ღმერთმა ის განსაზღვრა იმ კანონთა დაცვით, რომელი კანონებიც ბიბლიის სიბრძნეთა სახით არის გადმოცემული და ისინი ყოველი ადამიანის გონებაშია დამონტაჟებული!!!
ახლა კი გადავიდეთ მთავარ კითხვაზე: რატომ ისჯება ერთი კატეგორია ამ მცნებათა დარღვევისთანავე და მეორე კატეგორია კი იმავე ქმედებით არა თუ ისჯება, არამედ პირიქით უფრო იძენს ბატონობის უფლებას პირველ კატეგორიაზე. გთხოვთ ყურადღებით მოისმინოთ ის, რასაც ახლა შეგატყობინებთ: კანონი „როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე და სიკვდილს კი – სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს – ცოდვილი. ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან“ (ზირაქი 33) – გვაცნობებს იმას, რომ ღმერთისაგან დაშვება არის იმისა, რომ ადამიანური ბუნებაც შეიძლება შეიმოსოს ბოროტი თვისებებით იმ შემთხვევაში, თუკი პიროვნება კანონთა არ დაცვის შედეგად გახდება ცოდვილი გენის მემკვიდრეობის მიმღები.
მოდით ასე წარმოვიდგინოთ: ადამიანი არის ის მოწყობილობა, რომელსაც თავისი ფუნქცია აქვს მინიჭებული და რომელი ფუნქციაც სამ საფეხურეობრივია: საკუთარი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა; საკუთარი არსებობის უზრუნველყოფა საკვებითა და საცხოვრებელი გარემოს მოწყობით; და სამყაროში საკუთარი იმ ადგილის შენარჩუნება, რომლის გარეშეც კოსმოსური ველის მიზიდულობაში მყოფი ადამიანური კატეგორიის სული, ვერ შეინარჩუნებს ისეთ გაწონასწორებულ მდგომარეობას, დედამიწურ მიზიდულობას დაქვემდებარებულ სხეულში ყოფნა რომ ჰქვია. დიახ, აზროვნებაა ის პროგრამა, რომელმაც უნდა იფუნქციონიროს იმ ინსტრუქციით, რომელსაც გონება ჰქვია. რათა სულისა და სხეულის ერთობით დამონტაჟებული აპარატ „ადამიანის“ არსებობა შედგეს. ხოლო რაც შეეხება ინსტრუქციას, მას ბედისწერის ის კანონები წარმოადგენენ, რომელთაც ჩვენ ბიბლიის სიბრძნეთა სახით ვიცნობთ.
რა ემართება ნებისმიერ აპარატს, თუკი მის ამუშავებას ინსტრუქციით არ მოვახდენთ? შედეგი საყოველთაოდ ცნობილია: 1) მისი ფუნქციონირება წარიმართება არასწორად, რაც ხარვეზების მომტანია. 2) ხარვეზები კი მას თანდათან გამოიყვანს წყობიდან. 3) არასწორად ფუნქციონირების შედეგად კი მისგან ვერ იქნება მიღებული ის ნაყოფი, რის მისაღებადაც იგი იქნა შექმნილი. ანალოგიური სიტუაციაა ადამიანის შემთხვევაშიც და სწორედ რომ იმ დასახულ მიზნის მიღწევას არ შეშლოდა ხელი და ადამიანის შექმნის დანიშნულებასაც ნაყოფი გამოეღო, ამიტომ აზროვნების გასაწვრთნელად, ღმერთმა საკაცობრიო გენეტიკის ევოლუციური პროცესით მიმდინარეობის პროგრამა შექმნა. რომელიც დაფუძნებულია სარკის პრინციპზე.
რას ნიშნავს სარკის პრინციპი? ეს რომ კარგად ავხსნა, ამისათვის მოვიშველიებ შედარების მეთოდს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მეცნიერულ-ტექნიკური მონაპოვარის ბაზაზე. საქმე ეხება იმ მდგომარეობას როცა სკაიპის საშუალებით უკავშირდება ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ორი პიროვნება. როგორც იცით ამ კავშირის დროს სიახლოვის ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ისინი გვერდითგვერდ ოთახებში არიან, რადგან საუბრისას ერთმანეთს ისევე ხედავენ, როგორც ერთმანეთის თვალწინ მყოფები. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან გონება და აზროვნება ადამიანის სხეულში. გონება ის არის, რომელსაც ყველა ის საშუალება აქვს, რაც არსებობისათვის სჭირდება აზროვნებას. მაგრამ გონება ის თეთწვერა სპეტაკი მოხუცია, რომელიც კლინიკური სიკვდილის დროს უხილავთ ადამიანებს. მისი აზროვნებითი ეს აღწერილობა კი იმის მიმანიშნებელია, რომ გონება აზროვნებას ვერ ეახლება! არამედ პირიქით, გასაზრდელი აზროვნება უნდა მივიდეს გონებასთან საარსებო წყაროს მისაღებად და ისიც უსასყიდლოდ გადასცემს მას იმას, რასაც კი მოისურვებს. მაგრამ მთავარი პრობლემა იცით რაში მდგომარეობს? იმაში, რომ აზროვნებამ არ იცის ის, თუ როგორ მივიდეს გონებასთან და ამას აკეთებს ისე, როგორც სკაიპში მოსაუბრე პიროვნებათაგან ერთ-ერთი რომ ეცადოს მეორესთან მისვლას კომპიუტერის ეკრანში „ჩაძვრომით“. დავუშვათ, რომ მან ეს ეცადა. რა შედეგს მივიღებთ ამ ცდით? მოქმედი პირი ეკრანის ზღუდესთან მიწოლისას, მიჭყლეტით გამოწვეულ ტკივილს იგრძნობს. თუკი არ მობრუნდება და ისევ გააგრძელებს მცდელობას, მაშინ შესაძლებელია, რომ ეკრანი გაიბზაროს და მისმა ნაწიბურებმა მსუბუქად დასეროს მომქმედი და სისხლიც ადინოს. კვლავ მცდელობით კი ეკრანი დაიმსხვრევა და ნამსხვრევებიც ღრმა ჭრილობებს მიაყენებს მას. ხოლო კვლავ იგივეს გაგრძელებით, უკვე კომპიუტერის მამუშავებელი ელექტროენერგია მიაყენებს ამ ადამიანს ისეთ დარტყმას, რომ მწყობრიდან გამოიყვანს მის აზროვნებას და საბოლოოდ გამოიწვევს გარდაცვალების მდგომარეობასაც. მაგრამ რაც შეეხება ამ ორი მოსაუბრის შეხვედრას, ეს ყველამ იცის, რომ საამისო სწორი გზა არის ჯერ ადრესატის ზუსტი მისამართის მოძიება, შემდეგ სამგზავრო ბილეთების შეძენა და ტრანსპორტის მეშვეობით მისვლა მასთან. ახლა კი ამ შედარების მონაწილე მხარეებს განვმარტავ: თუ ვინ რას შეესაბამება. მხოლოდ მანამ იმას შეგახსენებთ, რომ ადამიანი კეთილ თვისებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იძენს, როცა ის არის ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა დამცველი. წინააღმდეგ შემთხვევაში – ის ბოროტი თვისებებით იმოსება. რადგანაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც ისე ცხოვრობს, რომ სულ მუდამ იცავდეს კანონებს, ან სულ მუდამ არღვევდეს; ამიტომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ხარჯზე გზა მიეცა ისეთი მემკვიდრული გენის ჩამოყალიბებას, რომელიც (კეთილი+ბოროტი) თვისებების პროცენტულად ინდივიდუალური შესაბამისობის ნაერთია და მას გენური მემკვიდრე იღებს შთამომავლობით გადაცემის გზით – ინდივიდუალური გენეტიკური კოდის სახელწოდებით. მიმღები მემკვიდრე კი, რომელ მხარესაც მოისურვებს იმას განავითარებს და შესაბამისადაც იქნება იმ მხარის ბუნების მატარებელი: კეთილი ან ბოროტი. ამ საკითხზე საუბარს აქ მეტად აღარ გავაგრძელებ, რადგან მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია უკვე წარმოდგენილი მაქვს. ახლა მხოლოდ იმას გაცნობებთ, რომ ბოროტი გენის მქონეებში სულის ის პროგრამა იბლოკება, რისი ფუნქციონირებაც არის აუცილებელი საიმისოდ, რომ სულმა კავშირი არ დაკარგოს იმ კოსმოსთან, რომლის ძალის მიზიდულობასაც ის არის დაქვემდებარებული. ამიტომ ასეთი ადამიანები კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიას ვერ ღებულობენ და მათი სიცოცხლეც განპირობებულია კეთილ თვისებათა მქონეების მიერ ათვისებული კოსმიური ენერგიიდან წილის მიღებით. რომელი წილის რაოდენობისა და სახეობითი მრავალფეროვნების (მატერიალური სიმდიდრე და თანამდებობრივი კარიერა) სიდიდეც მატულობს, დონორთა ცოდვებში ჩაფვლის ხარჯზე.
ახლა კი მინდა წარმოდგენილი შედარების მაგალითის საშუალებით ავხსნა, თუ როგორ რეალობასთან გვაქვს საქმე კეთილ და ბოროტ თვისებათა მქონეთა დამოკიდებულებას შორის. ყველა ადამიანს პირზე აკერია სიტყვა: „ღმერთო დამიცავი“, „ღმერთო დამიფარე“ და ყველამ იცის, რომ ასეთი სახის დაცვა არსებობს. თუმცა რეალურად როგორ სრულდება ეს დაცვა, ამის შესახებ თუ ვიტყვი იმას, რომ არავინ იცის – ეს ნამდვილად ასეა! საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს სამყარო სწორედ ისეთნაირად არის მოწყობილი, როგორც კომპიუტერი. კეთილ თვისებათა მქონეებსა და ბოროტ თვისებათა მქონეებს შორის აღმართულია ადამიანის თვალთახედვისთვის უხილავი სარკე, რომელიც ასრულებს კომპიუტერის ეკრანის როლს. კეთილი თვისებების მქონე ადამიანები კომპიუტერის გარე გარემოში ცხოვრობენ, ხოლო ბოროტი თვისების მქონენი კი მის შიგნით. ამიტომ მათ იმ გარემოდან გადმოსვლა არ შეუძლიათ. მაგრამ მათთან შეღწევა შეუძლიათ გარეთ მყოფ კეთილი თვისებების მქონეებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კანონებს არ დაიცავენ. რის სანაცვლოდაც ისინი იღებენ იმ ნაკაწრებს, ნაჩხვლეტებსა და რიგ შემთხვევაში სისხლისგან დაცლასაც, რომელსაც ეკრანის ნამსხვრევის როლის შემსრულებელი ბოროტი თვისებების მქონენი ახორციელებენ მათზე. უფრო მეტი კანონდაუცველობით კი ადამიანი უფრო ღრმად შედის ჩართული კომპიუტერის მოწყობილობაში და იქ ისეთ ნაწილებს ეხება, რომელთან შეხებაც მას ისეთ ზიანს აყენებს, რომელსაც უბედური შემთხვევა ჰქვია. ხოლო უფრო მეტი კანონდარღვევის ფონზე კი ისე ღრმად შეტოპავს, რომ იმ ელექტროენერგიასთან ექნება შეხება, რომლის სიძლიერეც იმ ადგილზეც გადავა, რომელზედაც ეს პიროვნება იმყოფება და ასეთ შემთხვევას კი ჩვენ კლიმატურ კატაკლიზმებს ვუწოდებთ.
აი, ასეთი პრინციპით არის მოწყობილი ეს სამყარო და ამიტომაც ის მეთოდი, რომლითაც მეცნიერება სარგებლობს მის შესასწავლად, უსარგებლოა და უფრო მეტიც – დამღუპველი ზიანის მომტანი კაცობრიობისათვის. სწორედ მეცნიერების და რელიგიის დამსახურებაა ის, რომ დღეს უკვე იმ დონეზე მივიდა კაცობრიობის აზროვნებითი მენტალიტეტი, რომ წარღვნის გამომწვევ მიზეზს უახლოვდება; და ეს მიზეზი წყალი აღარ არის, არამედ ცეცხლია და ადამიანთაგან ისინი, ვისაც ეს ხელთეწიფება, თუკი დროულად არ მოეგებიან გონს და არ გამოვლენ იმ აკრძალული ზონიდან, რომელსაც უკვე მიადგნენ კიდეც; შედეგი არა მარტო კაცობრიობის განადგურება, არამედ დედამიწის სრულად გადაბუგვა იქნება. რაც ამ დროისთვის არ არის დაშვებული ღმერთის მიერ და ამიტომაც მის თავიდან ასაცილებლად „არმაგედონი“ ექნა მოვლენილი კაცობრიობას. რისი გადალახვაც სპეციფიკური ცოდნით ხელმძღვანელობის გარეშე შეუძლებელია!!! და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ცოდნის ამოსავალი ნაწილი, ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების რელსებზე დაყენებაა. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია შეხსენება იმისა, რომ „ღმერთი სიყვარულია! და სიყვარულში დარჩენილი მასში რჩება, ხოლო ღმერთი კი – მასში“ (I იოანე 4-16). მაგრამ რადგან ადამიანებს ძალიან ხშირად ერევათ ერთმანეთში ეგოიზმი და სიყვარული, ამიტომ წარმოვადგენ ნამდვილი სიყვარულის თვისებებს: „სიყვარული სულგრძელია. სიყვარული ქველმოქმედია. არ შურს. არ ყოყოჩობს. არ ამპარტავნობს. არ სჩადის უწესობას. თავისას არ ეძიებს. არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება!“ (I კორინთელთა 13-4,5).
ე.ი. ნამდვილი სიყვარულით შემკობილი ადამიანი არ შეიძლება იყოს ისეთი პიროვნება, ვინც შურიანია, სულ მუდამ სხვის განსჯასა და ლანძღვაშია, ანგარებიანი და ხარბია, ამპარტავანი და ცილისმწამებელია. ვინც მუდამ სხვის გაღიზიანებას ცდილობს. ასევე ფარისევლურად ცდილობს ავტორიტეტის მოხვეჭას, მოჩვენებითი სიკეთის გაკეთებით. მაგრამ თუკი მისი „კეთილ საქმეები“ კარგად გამოიკვლევა, მის საფუძვლად აუცილებლად ანგარება აღმოჩნდება და მის ფარისევლურ „სიბრძნეში“ კი – ავი მეტყველება.
კვლავ მივუბრუნდები შედარების მეთოდის იმ მაგალითს, რომელიც აქ წარმოვადგინე და გესაუბრებით იმ საშუალებებზე, რითაც უნდა მოხდეს აზროვნების გონებასთან დაკონტაქტება; და როგორც ვთქვით, ეს არის პირველ ყოვლისა ადრესატის მისამართის მოძიება. რაც მიიღწევა სამყაროსა და ღმერთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობით. შემდეგ იმ თანხის შოვნაა საჭირო, რომლითაც ბილეთია შესაძენი. რისი მიღწევაც შესაძლებელია გულწრფელი მონანიებით; და როცა ეს მონანიება იმ საზღვარს მიაღწევს, რომ ბედისწერის საზომები საჭირო თანხის მიღების განაჩენს გამოიტანენ და ნებას რთავენ წასასვლელად, მოხდება ადრესატთან გამგზავრება. მთავარია ის, რომ აზროვნება გონებასთან მივიდეს, რადგან როცა მათი კავშირი შედგება, მათი ერთობა უკვე აღარ დაირღვევა და ისინიც მუდამ ერთად იქნებიან – ანუ გონიერება შედგება!!! რაც არის ის ნაყოფი, რის მისაღებადაც შექმნა ღმერთმა საკაცობრიო გენეტიკა.
ვინაიდან და რადგანაც კაცობრიობის აზროვნების მრწამსს მეტად შორს აქვს შეტოპილი სიცრუის სიღრმეში, ამიტომ მისი გამოსაყვანი ღონისძიების დაწყება უნდა მოხდეს ზევიდან. რაც გულისხმობს რელიგიათა დოგმების მხილებას. თუმც მანამ სიბრძნის თაობაზე უნდა მოგახსენოთ მომდევნო თემაში. ვინაიდან ადამიანებს კარგად ვერა აქვთ გათვითცნობიერებული ის, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს სიბრძნე და როგორი ადამიანი არის შერაცხული ღმერთის საზომით ბრძენად. ამის ცოდნა საჭიროა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზროვნებითი მენტალიტეტი გათავისუფლდეს ადამიანური სახეობის კერპის, ანუ ე.წ. „კულტის“ მონობისაგან.