გაზიარება

ადამიანი სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი


„და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად“ (დაბადება 2-7). ამ ცნობას იუწყება ბიბლია ადამიანის წარმომავლობის თაობაზე და ფაქტობრივი რეალობაც თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ ადამიანი ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც ის ვერ იარსებებს ამ სამყაროს ასეთი მოწესრიგებული მუშაობის გარეშე! ხოლო თავად ეს მატერიალური სამყარო კი ასე არსებობას ინარჩუნებს იმ პროგრამის ზუსტად დაცვით, რომელი პროგრამაც მას მისმა შემქმნელმა ღმერთმა დაუწესა. რასაც ამოწმებს ბიბლიაც: „მზე და მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისათვის არიან დადგენილნი, მორჩილები არიან“ (ეპისტოლე იერემიასი 1-59).
რაც შეეხება ადამიანს, მრავალსაუკუნოვან დროში მიმდინარე საკაცობრიო გენეტიკით მიღებული ცვლილებები თვალსაჩინოს ხდიან იმას, რომ ადამიანი ამ სამყაროში გამოსაცდელ პერიოდს გადის და ამიტომაც აქვს შეწყალება კანონების დარღვევებისათვის სიცოცხლის არ შეწყვეტის თაობაზე. თუმცა ამ დარღვევებზე თითოეულ ადამიანს გენეტიკის კანონით დაწესებული აქვს ინდივიდუალური ლიმიტი.
ახლა კი იმის თაობაზე მინდა ვისაუბრო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის იმ კანონთა დაცვას, რომელიც მას ღმერთმა დაუწესა ამ სამყაროში საარსებო გარანტად. რისთვისაც ჯერ მოკლედ უნდა განვიხილო საკაცობრიო გენეტიკის დანიშნულება.
ადამიანი რომ ისეთი მოაზროვნე არსება არის, რომელსაც ხელთეწიფება გარემოში არსებული რესურსების მიზნობრივად გამოყენების უნარი – ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ ყოველივე ამის საფუძველს რა წარმოადგენს? აი ამისათვის კი ჯერ ვერა აქვს მიგნებული ადამიანურ აზროვნებას და იცით რატომ? იმიტომ, რომ სწორედ კანონთა უგულებელყოფით ცხოვრებისეულმა მოღვაწეობამ გადაახვევინა მას ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი სწორი გზიდან. მოგეხსენებათ, რომ აზროვნების მოვალეობა არის ჯერ აღქმა – ინფორმაციული შემეცნების ფონზე და შემდეგ კი ამ ინფორმაციის გადამუშავებით დასკვნითი შედეგების გამოტანა. რისთვისაც ის ეყრდნობა გრძნობათა ხუთეულს დამატებულ მეექვსე გრძნობას, ანუ ინტუიციის წილს. რომელიც ყოველ ადამიანს ინდივიდუალურ მემკვიდრეობად გადაეცემა სწორედ გენეტიკის კანონის მოზღვით, წინაპართა მიერ ნაშენები გენიდან. რომელი მემკვიდრეობაც ადამიანში განშლას ჰპოვებს როგორც სხეულის აგებულების თვალსაზრისით (გარეგნული სახე და სხეულის ორგანული სიჯანსაღე), ასევე მისი გრძნობებისა და თვისებების (ხასიათი) მხრივად.
ძალიან ხშირად უყვართ ადამიანებს ამ ფრაზების გამოთქმა: „წინაპრის ცოდვაზე რატომ უნდა აგოს პასუხი მემკვიდრემო; და განა ეს სამართლიანიაო?!“. მოდით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ასე დავიწყოთ: როცა წინაპართა მემკვიდრეობად ნიჭიერება, სახიერება ანდა დიდძალი მატერიალური ქონება ერგება ვინმეს, ამას აპროტესტებს? რა თქმა უნდა არა! მაგრამ თუკი უნარშეზღუდულობა, ან გონებაჩლუნგობა, ანდა სიღარიბე ერგება – მაშინ კი უკვე ღმერთს სდებს ბრალს, რომ ის უსამართლოა. ვინაიდან წინაპართა ცოდვის გამო ის დასაჯა. აი, სწორედ ამ რებუსის ახსნა უნდა გაცნობოთ ახლა. მართლაც ასე განსჯის ღმერთის მიერ სამართლიანობაზე დაწესებული კანონმდებლობა? რომ ვისაც ღმერთი თავისი სურვილით მოისურვებს იმას დააჯილდოებს და ვისაც კიდევ დასჯის? რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და ასეთი მიდგომა არის სწორედ ღვთის გმობა. მაშინ რატომ ხდება ასე? ახლავე ავხსნი ყოველივეს:
არავისათვის უცნობი არ არის ის თემა, რომ ჩანასახი ვითარდება მამის სპერმისა და დედის კვერცხუჯრედის განაყოფიერებით. თავად სიტყვა „განაყოფიერება“ უკვე მინიშნება არის იმისა, რომ ქმედებამ ნაყოფი გამოიღო. ხოლო ნაყოფი კი, რომელიც სიცოცხლის დაბადებას გულისხმობს, თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სიკეთესთან გვაქვს საქმე; თანახმად კანონისა: „სიცოცხლე არის ადამიანთა ნათელი“ (იოანე 1-5).
მოდით ცოტა უფრო განვავრცოთ საკითხი „განაყოფიერება“. რისთვისაც მის შესახებ მოვიძიებ ცოდნას საუკუნეების მანძილზე გონებაში უმოქმედოდ მყოფი ჭეშმარიტებიდან. რომელიც ცხადია, ყოველთვის იწყება განსახილველი საკითხის საფუძველიდან. ანუ რას წარმოადგენს განაყოფიერების საფუძველი, რაზედაც არის მთლიანად დამოკიდებული მთელი ეს რიგი ფაქტორები: უშვილობა, დედ-მამისშვილთა შორის ხასიათობრივი (რასაც ჩვენ ადამიანის ბუნებას ვუწოდებთ) სხვადასხვაგვარობა, ასევე ნიჭობრივი განსხვავებულობა და რაც მთავარია ბედისწერითი განგების მკვეთრი განსხვავებანიც. რა თქმა უნდა აქ საძიებელი არის ყოველივე ჩამოთვლილის მიზეზი იმიტომ, რომ ვსაუბრობთ ერთიდაიგივე მშობლების შვილებზე. ხოლო სხვადასხვა მშობლების შემთხვევაში რომ იყოს და (არის კიდეც) ასეთი სხვაობანი, ამას არავინ გამოიძიებს. რადგან თავისთავად ასეც უნდა იყოს! თუმც არის კიდევ ამ „თავისთავადობაში“ ერთი ნიუანსიც, რომელიც ბუნდოვანია და მისი მიზეზიც ჯერ-ჯერობით ვერ არის ამოცნობილი. ეს საკითხია შემდეგი: საზოგადოების მიერ კარგ ადამიანებად ჩათვლილი მშობლების – ცუდი შვილი და ხდება პირიქითაც: პრაქტიკა იცნობს უვარგის მშობლებად შეფასებულთა კარგ შვილებსაც. ყოველივე ამ საკითხებს პასუხს გასცემს ის ცოდნა, რომელსაც ახლა გაცნობებთ და ეხება განაყოფიერების, ანუ სიცოცხლის ჩასახვის საფუძველს.
მოგეხსენებათ რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა, რომელიც ადამ და ევადან დაიწყო და ამჟამადაც ჩვეული ტემპით მიმდინარეობს, ეფუძნება გენის უწყვეტობას. რაც იმას გულისხმობს, რომ წინაპრის გარდაცვალება არ უშლის ხელს იმას, რომ მის მიერ გაზრდილმა გენმა მემკვიდრეში გააგრძელოს არსებობა. გენეტიკას მეცნიერება სხეულის უჯრედულოვანი შემადგენლობის დონეზე განიხილავს და საუკუნეებია აწარემოებს მის შესწავლას. მიაღწევს რა რაღაც მნიშვნელოვან შედეგს და ამ აღმოჩენაზე ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრომასაც კი ვერ ასწრებს, ისე მოხდება ხოლმე ისეთი მაგალითის გამოვლინება, რომელიც თითქმის ყირაზე დააყენებს ამ ახალ აღმოჩენას; და მეცნიერება კვლავ იწყებს ძიებას ახალი თავსატეხის გასარკვევად. ყოველივე ეს მიმდინარეობს უამრავი წლებია, არ სრულდება და ვერც დასრულდება მისი მიზეზის დადგენა ამ გზით იმიტომ, რომ გენეტიკის საძირკველი სულია და მხოლოდ მისი კვლევით არის შესაძლებელი ჭეშმარიტი ცოდნის მოძიება. მაგრამ სულთან მიმართებაში არ გამოდგება ძიების ის გზა რასაც მეცნიერება ადგას და მას ცდებზე დაკვირვებით მიღებული ცოდნა ჰქვია. რადგან სულთან მიმართებით ცოდნის მოპოვებას, ღმერთის მიერ ადამიანის გონებაში ჩადებულ ცოდნასთან თანამშრომლობა სჭირდება! რის მისაღწევადაც იქნა სწორედ დაარსებული საკაცობრიო გენეტიკა. რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში:
მოგეხსენებათ რომ ყოველი ადამიანი მემკვიდრეობით იღებს წინაპრისაგან როგორც გარეგნულ იერ-სახეობრივ, ისე ხასიათობრივ და ნიჭობრივ მსგავსობის წილს. რომელი მონაცემებიც მას გადაეცემა იმ ინდივიდუალური გენეტიკური კოდის მეშვეობით, რომელიც თითოეულ პიროვნებას ენიჭება საკუთრივად ერთადერთი და ამიტომაც ის განუმეორებელია! რაც შეეხება ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდს, ის არის რიცხვი, რომელიც გამოსახავს იმ კანონთა რაოდენობას, რომელიც დაიცვა ან დაარღვია ამ გენის წინაპრებმა და შედეგად კი დაიმსახურა ცოდვა-მადლის შესაბამისი რაოდენობა და სახეობა.
მოგახსენებთ, რომ ცოდვებისა და მადლის სახეობათა მიხედვით არსებობს 10-იანი, 100-იანი და 1000-იანი დაყოფის კატეგორიის გენი. როგორც ცნობილი არის კიდეც, განაყოფიერება ხდება მამაკაცის სპერმისა და დედაკაცის კვერცხუჯრედის შერწყმით. გენური კოდის რიცხვის მომცველი არის სწორედ სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი იმგვარად, რომ ყოველდღიურად ის განიცდის ცვლილებას, თავისი პატრონის მიერ ჩადენილი ცოდვა-მადლის გამო. რაც შეეხება ცოდვა-მადლის ჩადენას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი შესრულება სამივე დაყოფის საზღვრებში. ხოლო რაც შეეხება განაყოფიერებას, მას მაშინ აქვს ადგილი, როცა კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის კოდურ რიცხვთა ჯამი, რომელიც მადლის აღმრიცხველი არის, შეივსება ან 10-იან მთლიანობად, ან 100-იან მთლიანობად და ანდა 1000-იან მთლიანობად. ხაზგასმით აღვნიშნავ: რომ განაყოფიერება ხდება მხოლოდდამხოლოდ მადლის გამომსახველი რიცხვთა შეჯამებით მიღებული მთლიანობით!!! რაც დასაბამს აძლევს ისეთი სხეულის შექმნას, რომელმაც სული უნდა მოიზიდოს კოსმოსიდან და იბადება ახალი სიცოცხლე. აი ამიტომაც არის სიცოცხლე ნათელი. ხოლო ნათელი კი სიკეთეა!
ყოველივე ეს კი პასუხს სცემს იმ კითხვებს, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ. ანუ თუკი ცოლ-ქმარი ორივე ერთნაირი დაყოფის კოდის მქონენი არიან, მაშინ შესაძლებელია განაყოფიერებას ხშირად ჰქონდეს ადგილი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რომელიც შემდეგია: 1000-იანი დაყოფის კოდის რიცხვის შესრულება ბევრად ხშირად ხდება, ვიდრე 100-იანისა. ხოლო 100-იანის შესრულებაც ბევრად სჭარბობს 10-იანისას. ვინაიდან 1000-იანი დაყოფა პირადული სფეროს ჩარჩოთი შემოისაზღვრება. 100-იანი საზოგადოებრივი სფეროს ჩარჩოთი და 10-იანი კი მთელი სამყაროს მასშტაბის მომცველია. ამიტომ 10-იანი და 1000-იანი კოდის წყვილი ხშირად უშვილონი რჩებიან, მაგრამ თუ დაშორდებიან და შემდეგ თავის კოდის მეწყვილეს ან ახლო მყოფ დაყოფის კოდისას აირჩევენ, შვილიც ეძლევათ. ასე რომ უშვილობის მთავარი მიზეზი სულთა შეუთავსებლობაა და არა სხვა რამ. პრაქტიკაც ხშირად იცნობს შემთხვევებს, როცა ერთი წყვილის უშვილობის მიზეზად ჩათვლილ მდგომარეობაში მყოფ წყვილს, დაშორებისა და სხვასთან დაწყვილებისას – შვილი შესძენიათ. დედ-მამისშვილთა შორის განსხვავებაც აქედან მომდინარეობს. რადგან 10-იანი კოდის გენის რიცხვის შევსება იშვიათი მოვლენაა და ამიტომ ამ კოდით ერთეულები იბადებიან და თანაც დიდი დროის ინტერვალებით. ხოლო კარგი რეპუტაციით მოსარგებლე მშობლების ცუდი შვილობას და პირიქითაც, განსაზღვრავს მშობელთა მიერ მათში მყოფი ცოდვის გენის გააქტიურების დონე. რასაც მერე შვილი ან გააგრძელებს და ანდა შეებრძოლება. ამის მიზეზია ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალებაც. ანუ იმის თქმა მინდა, რომ აღმზრდელი და აღზრდა არის მიზეზთა საფუძველი ყოველივე იმისა, რაც ბავშვს და მოზარდს ემართება!!!
ხოლო რაც შეეხება საკაცობრიო გენეტიკას, ის დამყარებული იქნა საიმისოდ, რომ 100-იანი და 1000-იანი დაყოფით გამთლიანებულიყო 10-იანი კოდი. ამ საკითხს კონკრეტულად აქ ვერ განვიხილავ მისი დიდი მოცულობის გამო და შემოვიფარგლები მხოლოდ ზოგადულით – რაც გაცნობეთ კიდეც.
ახლა კი შევეხები ადამიანისა და იმ დედამიწის როლს, რომელიც შემქმნელმა განაწესა ადამიანის საცხოვრებელ ადგილად ამ სამყაროში და არ დაუშვია ის, რომ ადამიანმა სხვაგან ცხოვრება შესძლოს!!! რაც შეეხება ადამიანს, ღმერთის მიერ მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებაზე ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია: „თქვა ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში“ (დაბადება 1-26). დედამიწის როლზე კი ასეთი ცნობაა: „უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყაროც მასზე დაამყარა“ (I მეფეთა 2-8).
როგორც ხედავთ ამ ცნობებით ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის გაცხადებული. რადგანაც ვიგებთ, რომ დედამიწას ჰქონია მინიჭებული ამ მატერიალური სამყაროს საყრდენის სტატუსი. ხოლო თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანის მოდგმას ღმერთის მიერ ნაბოძები აქვს დედამიწაზე ხელმწიფების უფლება, მაშინ მისახვედრია ის, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვქონია დაკისრებული და ამიტომაც თავისთავად დაისმის ასეთი კითხვა: განა შეიძლება პატიება იმისა, რომ ასეთი ბოძებული ძალა უგუნურად იქნას მართული?! – ცხადია არა!!! და სწორედ ამ შეუცნობლობის მიზეზია ყოველივე ის სასჯელები, რასაც ადამიანი იღებს ბედისწერისაგან.
არის კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ეხება ადმიანთა რაოდენობის შეხებას იმ რესურსებთან რაც დედამიწას გააჩნია და აგრეთვე იმასაც, საჭიროა თუ არა ასეთი სიმრავლე? ამ საკითხის განხილვის დროს კი უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იქნას ის ფაქტი, რომ ამ სამყაროს კანონზომიერების პროგრამა ემყარება სულის კანონებს და მისით განისაზღვრება. აგრეთვე ის ფაქტიც, რომ სამყაროს შემადგენელ ელემენტებს სათანადოდ გათვლილი წილობრივი კატეგორიის სული აქვთ მიკუთვნებული, რომელი წილობრივი კატეგორიებიც მუდმივია უკუნისამდე. ყოველ კატეგორიას კი თავისი სტანდარტული პროგრამა აქვს და იმ სტანდარტის ჩარჩოში ეტევა მისი ქმედებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სამყარო ვერ იარსებებდა. რადგან პროგრამიდან გადახვევის ერთი შემთხვევაც რომ იყოს დაშვებული, მაშინ ეს აუცილებლად დასაბამს მისცემდა ქაოსს. ხოლო ქაოსის შედეგი რომ მწყობრიდან გამოსვლასა და კატასტროფას მოასწავებს, ეს არავისათვის უცნობი ცოდნა არ არის.
რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობასა და თვით ადამიანს, რომელსაც უფალმა მისცა უფლება არჩევანის თავისუფლებისა – ოღონდ იმ საზღვრებში, რომ ხელი არ შეშლოდა დედამიწას თავისი პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებისა. ამის გამო საკაცობრიო გენეტიკის პროგრამა ისე შეიმუშავა, რომ კანონდარღვევების შემთხვევაში ადამიანის სულის კატეგორია კი არ ეცვლება, არამედ ებლოკება სულის პროგრამის ის ნაწილი, რომლის ფუნქციონირებითაც ის იღებს კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიას. ამიტომ ასეთი ადამიანების სიცოცლის შენარჩუნება დამოკიდებული ხდება იმ დონორ კატეგორიაზე, რომელთაც შესძლეს ის, რომ არ დაბლოკოდათ ეს ნაწილი. რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობის ზრდას, ის მიღწეული არის სწორედ ამ დაბლოკილი კატეგორიის მქონეთა ხარჯზე, რადგან გარდაცვალების შედეგად გამოთავისუფლებული ასეთი სული ვერ სძლევს დედამიწურ მიზიდულობას და ჩქარავე ბრუნდება უკან ახალ სხეულში. ე.ი. ადამიანთა რაოდენობათა სიმრავლე მხოლოდ სხეულების აღრიცხვას ეხება. ხოლო რაც შეეხება სულის ხვედრით წონას, ის მარად მუდმივია და სიმრავლე კი გამოწვეული არის მისი პროგრამის გააქტიურებული ნაწილების წარმოდგენით. უფრო გარკვევით ავხსნი რას ნიშნავს ყოველივე ეს:
გაცნობებთ, რომ ყოველ ადამიანს მიცემული აქვს ერთიდაიგივე სული. მხოლოდ სხვაობა იმაში არის, რომ თითოეულ პიროვნება ინდივიდუალურად ააქტიურებს გონების პროგრამას. რაც გავს იმას, რომ ყოველ ადამინს რომ ერთნაირი შინაარსის მქონე წიგნი ექნას მიცემული და ყოველმა მათგანმა კი ამ წიგნიდან რაღაც ფრაზები ამოკრიბოს თავისი ნების შესატყვისად, წაიკითხოს და შეიცნოს. რა რაოდენობაც გინდა გაიზარდოს ფრაზების წამკითხველებისა, განა ამით წიგნის შინაარსი შეიცვლება?! ცხადია, რომ არც შეიცვლება და არც მისი მოცულობა გაიზრდება. სწორედ ასეთი ფუნქცია აკისრია ადამიანურ სულს ამ სამყარულ პროგრამაში და ამიტომაც არსებობს კიდეც ასეთი კანონი: რომ „ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ხოლო ურჯულოთა ტომი კი მოოხრდება!“ (სიბრძნე ზირაქის 16-4).
გონების მათემატიკური ენით კი, ყოველივე ეს ასე გამოისახება: თუკი ადამიანის სხეულს 0-ით გამოვსახავთ, ხოლო სულს კი 1-ით, მაშინ გონებისათვის ის მარცხნივ მიწერილი 0-ები იქნება და აზროვნებისათვის კი მარჯვნივ. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა რაოდენობით კი არ განსაზღვრება ადამიანური სულის ხვედრითი წონის მუდმივობის შენარჩუნება, არამედ პიროვნული როლით – ჭეშმარიტების შეცნობასა და მის გააქტიურებაში!!!
ამიტომ სიბრძნე იმაშია, რომ ადამიანი მიხვდეს ამ მთავარს: მას სხეული მიცემული აქვს საიმისოდ, რათა სული აარსებოს და მხოლოდ სხეულისმიერი სურვილების დაკმაყოფილებისათვის ფიქრითა და ზრუნვით კი არ უნდა იფარგლებოდეს მისი ცხოვრებისეული მოღვაწეობა; არამედ მთელი არსებით უნდა შეიცნოს და შეიგნოს ის, რომ სხეული სულის საარსებო საშუალებად შეუქმნა ღმერთმა. აი, როცა ადამიანები ამ შეგნებამდე მივლენ (და ეს აუცილებლად მოხდება ბევრად უფრო მალე, ვიდრე ეს მათ ჰგონიათ), მაშინ დედამიწაზე ცხოვრება აღარ იქნება ისეთი გაუსაძლისი და ფათერაკებით აღსავსე, როგორიც ადამიანის გაჩენიდან აქამდე იყო. არამედ პირიქით, სამოთხის მსგავს ცხოვრებას მოიწყობენ ისეთს, რომლის მოსაწყობადაც შექმნა კიდეც ღმერთმა ადამიანი! წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება ცოცხლად გარდასახვა ახალ სამყაროში, რომელთანაც სიკვდილს არაფერი საერთო არა აქვს.
ვაგრძელებ დაწყებულ კვლევას ადამიანის როლის თაობაზე ამ სამყაროში და საამისოდ შევეხები ამ კანონს: „უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მასზე დაამყარა“ (I მეფეთა 2-8). როგორც ხედავთ ამ ცნობიდან სჩანს, რომ დედამიწა ყოფილა ამ სამყაროს საყრდენი; და რა თქმა უნდა აქ ნაგულისხმებია ენერგიული თვალსაზრისი. ვინაიდან სამყაროში შემავალი ყოველი ელემენტის დანიშნულება, მათ მიერ წარმოებული ენერგიის მიხედვით არის შეფასებული. როგორც უკვე გაცნობეთ, დედამიწური გარემოს მიერ სამყაროს საარსებოდ შექმნილ ენერგიაში, ადამიანთა მიერ წარმოებულ ენერგიის ხვედრითი წილი 71,8%-ია (იხ. წიგნი „სიბრძნე სიმართლისა“). ამიტომ სწორედ ადამიანი არის განმსაზღვრელი იმისა, თუ როგორი კატეგორიის ენერგიას მიაწოდებს დედამიწა სამყაროს; თანახმად კანონისა: „უფალმა ადამიანს უბოძა ხელმწიფება მიწიერებაზე“ (სიბრძნე ზირაქის 16-17). ყოველივე აქედან გამომდინარე კი თავისთავად დაისმის კითხვა: ეპატიება ადამიანს ასეთი ძალის მართვის ცოდნის მიღებაზე უარის თქმა? რის გამოც ხდება ამ ძალის არამიზნობრივად გამოყენება და რაც რიგ შემთხვევებში კატასტროფის გამომწვევიც ხდება? პრაქტიკაც ხომ იცნობს შემთხვევებს, როგორიც არის მაგალითად ჩერნობილის, ხიროსიმასა და იაპონიის კატასტროფები?! დასმულ კითხვაზე პასუხი ასეთია: აქამდე თუკი დაშვებული იყო ამ უცოდინარობით ცხოვრება, ახლა უკვე ასე ვეღარ იქნება! თუგინდ იმ მიზეზის გამოც, რომ ადამიანთა მიერ საკუთარი ძალების არამიზნობრივად გამოყენებამ, უკვე ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო დედამიწური გარემო, რომ თუკი შეჩერებული არ იქნება მათი უგუნურება, დედამიწა ვეღარ გამოდგება ადამიანის საარსებო გარემოდ. რასაც რა თქმა უნდა უფალი არ დაუშვებს და როგორც ხედავთ ფაქტიც სახეზეა „არმაგედონის“ მოქმედებით. რაც თავის მხრივად გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ გონიერებითაა შესაძლებელი სიცოცხლის შენარჩუნება.
რადგანაც გონიერება არის სადღეისოდ ასეთი მნიშვნელოვანი მდგომარეობა, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია მისი დახასიათება. მასზე მოგახსენებთ იმას, რომ გონიერების მოპოვება მხოლოდდამხოლოდ ჭეშმარიტი სიმართლის გაგების მეშვეობით არის შესაძლებელი – იმ სიმართლისა, რომელიც ყოველი ადამიანის გონებაში დევს შეუცნობლად (ან უკეთეს შემთხვევაში, მცირედად შეცნობილად). არის ასეთი ცნობა ბიბლიაში: „იესო წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა. მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთში ჩაილაპარაკეს: „ვინ არის ეს, ქარიც და ზღვაც რომ მას ემორჩილება?“ (მარკოზი 4-39,41). მოგეხსენებათ, რომ იესო ქრისტე გარეგნული იერ-სახეობრივად ჩვეულებრივი სტანდარტული ადამიანი იყო და არანაირი განსხვავებულობით გამორჩეული. მაგრამ განსხვავებული და გამორჩეული რამ რაც მას ჰქონდა, ეს იყო ის, რომ მის გონებას სრულყოფილად აფუნქციონირებდა მისი აზროვნება. რის გამოც მისი სიტყვა კოსმიური ძალის მომცველობით იყო აღჭურვილი და ამიტომაც უმალვე მოდიოდა აღსრულებაში.