მეორედ მოსვლა 2
ნაწილი VI
მოგესალმებით. ამჟამად შეგატყობინებთ ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ იმ სიმართლეს, რომელიც დაფარული იყო აქამდე – მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში საკმაოდ გარკვევით არის წარმოდგენილი ცნობები ამ საკითხის შესახებ.
მოგახსენებთ, რომ მოვლენას იმიტომ ეწოდება ქრისტეს მეორედ მოსვლა, რომ მისი მოვლინება ხდება ხორციელი სახით. თორემ სულიერი სახით ის არც არსად წასულა. ამასთანავე ბიბლია იმასაც იუწყება, რომ პირველ და მეორე მოსვლაში სხვაობა მხოლოდ პიროვნულობის მხრივია და სული კი ერთიდაიგივე არის. ხოლო თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ამოცნობა, ამის თაობაზე კი ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ. ახლა კი იმ მისიაზე ვისაუბრებ, რისთვისაც მოხდა მისი მეორედ მოვლინება და ისიც განსხვავებულია წინა მოსვლისდროინდელი მისიისაგან. ამ საკითზეც იძლევა ცნობებს ბიბლია და ამბობს იმას, რომ მეორედ მოსვლა იმით განსხვავდება პირველისაგან, რომ მაშინდელი ქრისტესაგან საკაცობრიო მასშტაბის მომცველობის ხსნას ჰქონდა ადგილი. მაგრამ ამჟამინდელი კი, მხოლოდდამხოლოდ მის მომლოდინეთა სახსნელად არის მოვლენილი. ეს კი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ. რადგან ეხება იმას, კაცობრიობა გააგრძელებს არსებობას თუ არა. ამიტომაც გთხოვთ ყურადღებას!
თუ რატომ შეუძლია მეორედ მოსულ ქრისტეს მხოლოდ მისი ნამდვილად მომლოდინენის ხსნა და სხვების კი ვერა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ვისაუბრო იმ მდგომარეობის შესახებ, რასაც იესო უწოდებდა ღვთიურ სიმშვიდეში შესვლას. რომელ მდგომარეობაში მყოფ პიროვნებაზეც ბიბლია იუწყება იმას, რომ არავითარი ზიანი არ მოუვა მას. რაც თავის მხრივ, ნიშნავს ღმერთისაგან მუდმივ დაცვაში ყოფნას.
რაზედაც ახლა უნდა ვისაუბრო, ვეცდები გადმოვცე ძალიან მოკლე და მეტად მარტივი სახის ახსნის გზით. ხოლო რაც შეეხება მის შესახებ ვრცლდ წარმოდგენილ ინფორმაციას, ის უკვე გამოქვეყნებული მაქვს „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა კრებულის საშუალებით და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მისი გაცნობა.
უპირველეს ყოვლისა კი მოგახსენებთ იმას, რომ ეს მატერიალური სამყარო, რომელიც ცის ყინულოვანი თაღებით შემოსაზღვრულ სივრცესა და მის შიგნით არსებულ, ჩვენი თვალთახედვით ხილვად მატერიალებს მოიცავს – არც მხოლოდ ისეთია, როგორადაც მას ჩვენი ხედვით აღვიქვამთ და არც ისეთი ფუნქციონირების პრინციპი აქვს, რომ მისი წარმოდგენა ადამიანურ აზროვნებას შეეძლოს. ამასთანავე გეტყვით იმასაც, რომ ფიზიკის ის კანონები, რომელზე დაყრდნობითაც მეცნიერები აკეთებენ დასკვნებსა და პროგნოზებს; მოქმედია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედამიწური გარემო იმ სტანდარტულ ჩარჩოებში იქნება, რომელიც შემქმნელმა დაარეგულირა ადამიანების საარსებო გარემოდ. რის შესანარჩუნებლადაც მან ადამიანთა მოდგმას დაუდგინა წესები, რათა დაწესებული ბალანსი არ დარღვეულიყო. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი მოვლენების განვითარებას ექნებოდა ადგილი, რომ დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად ვარგის გარემოდ ვეღარ გამოდგებოდა.
გამომდინარე იმ მწირი ცოდნიდან, რასაც ადამიანთა მოდგმა ფლობს, ცხადია მრავალს გაუჩნდება ასეთი კითხვა: მართლა ადამიანს აქვს მინდობილი დედამიწურ გარემოში კლიმატის მართვის სადავე? და თუ აქვს, რატომ? რაზედაც პასუხად მოგახსენებთ იმას, რომ ეს მართლაც ასეა და მას აქვს თავისი საფუძველი რატომც! ცხადია აქ დაწვრილებით ვერ განვიხილავ ამ საკითხს, თავისი დიდი მოცულობის გამო. თუმცა კი ვისაც სურს მისი შეტყობა, ამის შემძლეობა აქვს იმავე წიგნებში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელზედაც უკვე გაცნობეთ. აქ კი ამ საკითხს მოკლედ შევეხები და შემოვიფარგლები მისი ზოგადი ფორმით წარმოდგენით.
საამისოდ კი მოგახსენებთ იმასაც, რომ ადამიანის გაჩენამდე დედამიწაზე სხვა კატეგორიის არსებები ცხოვრობდნენ წარღვნამდელ პერიოდამდეც. მაგრამ მათ ძალიან დაარღვიეს მათთვის დაწესებული წესები და ამიტომაც გადაყვანილი იქნენ იმ პარალელურ სამყაროში. რომელსაც შეესაბამება მერვე განზომილება. რაც შეეხება დედამიწურ გარემოს, მას კი შეესაბამება მეშვიდე განზომილება. ხოლო რაც შეეხება განზომილებებს, მას დროის ფაქტორი განსაზღვრავს და მისი მაჩვენებელიც მისი სისწრაფეა. რაზედაც წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, ამას გავაკეთებ სიზმრის მაგალითზე. რომელიც მეექვსე განზომილების დროით ხორციელდება. ჩვენ სიზმარში ყოფნის მომენტში, მოვლენებს ჩვენი დროით აღვიქვამთ. მაგრამ როცა გავიღვიძებთ ვხვდებით, რომ სიზმარში ყოფნის დრო, მხოლოდ რამოდენიმე წუთს მოიცავს. რაც იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ჩვენი გონება ჩართულია მეექვსე განზომილების დროში. ხოლო აზროვნება კი, მეშვიდეში. ანუ სულის ფუნქციონირება მეექვსე განზომილების დროზე არის გასწორებული და სხეულისა კი, მეშვიდეზე. აი, ამიტომაც არის იმ წესების დაცვა აუცილებელი, რომელიც შემქმნელმა დაუწესა ქმნილება ადამიანს. რათა სულსა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირი შენარჩუნებული იქნას. რამეთუ ამ კავშირის შესუსტებას, ჯანმრთელობისა და ბედისწერისმხრივი პრობლემები მოჰყვება და გაწყვეტას კი – სიკვდილი.
მაშასადამე უკვე მისახვედრია, რომ ის დრო, რომელშიაც ჩვენი სულია ჩართული, ამ სამყაროს მეექვსე განზომილების დროა და ეს კი ის სისწრაფეა, რაზედაც ჩვენ წარმოდგენის შექმნა შეგვიძლია ჩვენი სიზმრის დროით. რადგან სიზმარში მოქმედება სწორედ იმ დროის სისწრაფით ხორციელდება.
მოგახსენებთ იმასაც, რომ რადგან მე მეექვსე განზომილების დრო ვახსენე, მისახვედრია ისიც, რომ მის წინ იარსებებს კიდევ ხუთი განზომილების დროის სისწრაფე. სწორედ დროის ეს სისწრაფეა განმაცალკავებელი პარალელური სამყაროებისა. ხოლო რაც შეეხება იმ ფიზიკური სხეულით მათში გადასვლა, როგორსაც მიწიერი ადამიანი ფლობს, შეუძლებელია. თუმცა შესაძლებელია სულით, ანუ გონებრივად და სწორედ ამ გზით იღებს კიდეც ადამიანი ძალოვანებას – რა თქმა უნდა იმ განზომილების პარალელური სამყაროდან, რომელსაც კონტაქტობს.
ახლა კი იმ მოვლენაზე მოგახსენებთ, რაც ამჟამად ხდება დედამიწაზე და მას კლიმატური კატასტროფები ჰქვია. რომელნიც ფაქტობრივი სახით სიტყვასიტყვით ასრულებაა იმ ცნობებისა, რომელთაც უკვე მრავალი წლებია რაც ვაქვეყნებ. მაგრამ მანამ, სანამ მოვლენებმა საშიშ ზღვარს არ მიაღწია, წინასწარი გაფრთხილება არც არავის მიუღია სერიოზულად. ამიტომ, ვინაიდან ჩემგან მოწოდებული ინფორმაცია ზუსტად ვითარდება ფაქტების სახით, ვფიქრობ ეს საკმარისი უნდა იყოს იმის სარწმუნებლად, რომ ის ცოდნაც სინამდვილეს შეესაბამება, რასაც ვაცხადებ მისგან თავის დასაღწევ საშუალებად. დასაღწევ საშუალებად იმიტომ ვამბობ, რომ თავი გადაირჩინოს მისგან ადამიანებმა. თორემ სამყარო ისედაც მოაწესრიგებს ყოველივეს იმ მიზეზის მოშორებით, რაც არის ყოველივეს გამომწვევი. და არც იმას დაგიმალავთ, რომ მიზეზთა თავი და თავი სწორედ ადამიანები არიან და ამიტომაც ცხადდება საჭირო ცოდნა, რომ მისით მოქმედებების გარეშე, ვერავინ გადაურჩება განვითარებულ მოვლენებს. აქვე დავძენ იმასაც: რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც დაფუძნებულია იმ ცოდნის გამოყენებაზე, რასაც კაცობრიობა ფლობს, შედეგს ვერ გამოიღებს. რადგან ამჟამად დედამიწაზე ადამიანის სახით იმყოფება ეშმაკის სულიანი არსება, რომელზედაც ბიბლია იუწყება იმას, რომ ის მერვეა შვიდთა რიცხვიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ მისი სული მერვე განზომილების დაქვემდებარებაშია და სხეული კი მეშვიდეში. ამიტომ მან მოახერხა მრავალთა ცდუნება და მოტყუება. რის ნიდაგზეც ადგილი მიეცა მათი სულების მერვე განზომილებისათვის დაქვემდებარებას. რითაც შესაძლებელი გახდა დედამიწურ გარემოზე მერვე განზომილების სამყაროდან ძალისმიერი გავლენის განხორციელება. ეს კი დედამიწური გარემოს სტანდარტულობას უდიდეს საფრთხეს უქმნის. ვინაიდან ამ სამყაროში გაწონასწორებულობის ბალანსს სულის ძალა ახდენს და არა სხვა რამ. აი, ამის გამო ხდება ამჟამად მსოფლიოში ამდენი უბედურება – დაწყებული ინდივიდუალურიდან, კლიმატური კატაკლიზმებით დამთავრებული.
ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, თუ რა გამოასწორებს ამ მდგომარეობას. მაგრამ მანამ ცოტა უფრო სიცხადე უნდა შევიტანო იმაში რისი თქმაც მსურს. რასაც ასეთი მარტივი ფორმით წარმოვადგენ: ალბათ ყველამ იცის იმის შესახებ, რომ წყლიან სათლს თუკი დავატრიალებთ წრიულად ზევიდან ქვევით მიმართულებით სწრაფად, წყალი არ გადმოიღვრება. მაგრამ თუ სისწრაფეს შევანელებთ, მაშინ გადმოიღვრება. მართალია ეს ცოტა უხეში შედარებაა, მაგრამ იმის მიხვედრაში შეუძლია დახმარების გაწევა, რასაც ახლა ვიტყვი და ეს კი არის ის, რომ დროის სიჩქარის პრინციპზე არის დაფუძნებული სამყაროს შემადგენლობაში მყოფ ელემენტთა შორის მიზიდულობა-განზიდულობის წონასწორობის შენარჩუნება. ამიტომ თუკი პლანეტის ბინადართა ძალებმა წონასწორობის დარღვევის საფრთხე შექმნეს; მეზობელი პარალელური სამყარო, რომელიც მასზე სწრაფ დროში არის ჩართული, დახმარებას გაუწევს მას და აასწრაფებს. ეს კი გამოიწვევს ცვლილებებს კლიმატური კატასტროფების სახით. რომელთა საშუალებითაც მოხდება თავიდან მოიშორება იმ ძალის მქონე არსებებისა, ვისი მიზეზითაც შესაძლოა, რომ სამყარული მთლიანობის სიმყარეში ადგილი მიეცეს ბზარის გაჩენის შესაძლებლობას.
რაც შეეხება იმას, რაზედაც მეცნიერება ამახვილებს ყურადღებას და ეხება წიაღისეულისადმი არასწორ მიდგომას, ტყეების გაჩეხვას, ომებითა და ქარხნებით თუ სატრანსპორტო საშუალებებით ჰაერის დაბინძურებას – ცხადია ყოველივე ეს ამძიმებს სიტუაციას. მაგრამ მთავარი კი ის ენერგიაა, რასაც გადაგვარებულ გრძნობებიანი ადამიანების მეშვეობით მოიზიდება მერვე განზომილების პარალელური სამყაროდან. ვინაიდან ადამიანური ფენომენი იმგვარად არის შექმნილი, რომ მას ამის ძალა შესწევს. ის კი საერთოდ ვერა აქვს შესწავლილი მეცნიერებას და ამიტომაც მოხდა ის, რაც სახეზეა კიდეც და არის ის, რომ მსოფლიო მოსახლეობა სრულიად უმეცარი აღმოჩნდა იმ მოვლენების სიღრმეში; რომლიდანაც უკვე ვერანაირი გზით ვეღარ გამოვა, გარდა მხილებული ჭეშმარიტების ცოდნის გამოყენებით გაწეული ქმედებებისა.
მოგახსენებთ იმასაც, რომ დრო აღარ იცდის. ამიტომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა ჯერ იმის შესმენა, რასაც გაცნობებთ. ხოლო შემდეგ კი უკვე კავშირი ერთმანეთთან და სიბრძნის დროზე გადასვლით ცხოვრებისეული გზის გაგრძელება. მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ სასწრაფოდ რა უნდა მოიქმედოთ საიმისოდ, რომ გადაურჩეთ მიმდინარე კატასტროფულ მოვლენებს, როგორც უკვე გითხარით კიდეც, არის სიმშვიდის ზონაში შესვლა. ხოლო თუ რას ნიშნავს ეს, ამას კი ახლავე მოგახსენებთ ძალიან მოკლედ.
სიმშვიდის ზონა წარმოადგენს იმ თანაფარდობას, რომელიც ღმერთმა ადამიანს დაუწესა სტანდარტად და მოიცავს სულიერ 70% და სხეულისმიერ 30% მდგომარეობას. რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით და ის კი შემდეგია: უნდა მოხდეს იმ კანონების კარგად შეცნობა, რომელიც ბედისწერის კანონმდებლობად დაუწესა უფალმა ადამიანს. მათი მეშვეობით კი განვლილი ცხოვრების გადასინჯვა და აღმოჩენა და გააანალიზება ჩადენილი ცოდვებისა. ხოლო შემდეგ კი მათი გულწრფელად მონანიება. რის შემდეგაც ცხოვრების გაგრძელება უნდა მოხდეს ამ კანონების დაცვით. ყოველივე ამის შედეგად კი, გონება დაიწყებს თანდათან გამოფხიზლებას. ხოლო უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა, მოხდება დაბლოკილი ნაწილების გახსნა, ანუ იგივე ჯადოს ახსნა და ადამიანთა აზროვნებაც მივა იმ დონემდე, როცა თავადვე იპოვნიან იმ ადამიანს, ვინც ქრისტეს სულით იმყოფება დედამიწაზე. ეს კი აუცილებელია იმიტომ, რომ მან უნდა შეკრიბოს და გააერთიანოს ადამიანები საიმისოდ, რათა დაეხმაროს მათ იმ ცოდნით აღჭურვაში, რომლითაც ისინი შესძლებენ სიმართლისა და სამართლიანობაზე დამყარებული ცხოვრების შექმნას. ცხადია, რომ ყველა ამის გაკეთებას არ მოისურვებს. მაგრამ ვინც ამ გზას დაადგება, სწორედ მხოლოდ ისინი წარმოადგენენ იმ კატეგორიას, რომელთაც ბიბლია ქრისტეს მომლოდინეებს უწოდებს. თანაც ამას ყველა თავისი ნებით გააკეთებს და არა იმით, რომ რაიმე მიკერძოებას ან ძალდატენებას ექნება ადგილი.
ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
ნაწილი VII
მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიმძიმს იმაზე საუბარი, რაც ახლა უნდა გაცნობოთ. მაგრამ მისი ცოდნა იმდენად საჭიროა და აუცილებელი, რომ მისი შეუტყობინებლობა დანაშაულის ტოლფასი იქნება.
საქმე ეხება იმ მოვლენების განვითარებას, რომელნიც როგორც ხედავთ კიდეც, ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობენ და უბედურებების მეტი არც არა მოაქვთ რა დედამიწის მკვიდრთათვის. დიახ, ეს გახშირებულ უბედურ შემთხვევებსა და გაძლიერებულ კლიმატურ კატაკლიზმებს ეხება. მაგრამ ახლა იმაზეც უნდა მოგახსენოთ, რომ სხვა ისეთი დიდი საშიშროებაც დაატყდება თავს კაცობრიობას. რისი წარმოდგენაც რომ არც არავის შეუძლია.
მოგეხსენებათ, რომ ჩემს მიერ გაცხადებული ცოდნა იმდენად განსხვავებულია იმისაგან, რა ცოდნასაც ფლობს კაცობრიობა, რომ მისი რწმუნება და გააზრება ბევრს არათუ შეუძლია, არამედ მოსმენაც კი არ ძალუძს. თუმცა რაც სინამდვილეა და სიმართლე, მის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმა, ხელს ვერ უშლის იმას, რომ ის ფაქტებად არ შეეხოს მის უარმყოფელთ. ამასთანავე ძალიან კარგად მესმის იმათიც, ვინც ეჭვქვეშ აყენებს იმ ცნობების ნამდვილობას, რასაც ვაცხადებ. რადგან ძნელია იმის უცბათ უარყოფა, რაც საუკუნეების მანძილზე სწორად იყო მიჩნეული და ასე გადაეცემოდა თაობიდან თაობებს. ამიტომ მხოლოდ რეალური ფაქტებით დადასტურება არის ის ერთადერთი საშუალება, რაც იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, თუ აქამდე რა უზარმაზარ ტყუილში უცხოვრია კაცობრიობას. რისი მიზეზებიც მრავალფეროვანია, მაგრამ საფუძველი კი ის გახლავთ, რომ რელიგიებმა ადამიანებს ღმერთის შესახებ იმდენად არასწორი ცოდნა შთაუნერგეს, რომ საზოგადოება ორ კატეგორიად ჩამოყალიბდა: ფანატიკოსებად და ათეისტებად. ხოლო სხვა კატეგორია კი აქამდე არ არსებობდა და ვერც იარსებებდა, გარდა ყოველ ეპოქაში მოვლენილი იმ ერთეულებისა, რომელთა მისიაც კაცობრიობის გადარჩენა იყო. ვინაიდან ჭეშმარიტი ცოდნა გადაფარული იყო დიდი სიცრუით და მის გარეშე კი ჭეშმარიტი რწმენის მქონეობა, შეუძლებელია! ამიტომაც სახეზე გახლავთ ის მდგომარეობა, რომ შეგნებით ვერავინ არის იმის შემცნობი, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს ღმერთი. არც მის ძალასა და არც საკუთარ შესაძლებლობებზე აქვს ვინმეს სწორი წარმოდგენა და არც იმაზეც, თუ რისთვის შექმნა უფალმა ადამიანთა მოდგმა და რა ვალდებულებები დააკისრა. ყოველივე ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ კაცობრიობის მთელი ცხოვრებისეული მოღვაწეობა ხარვეზებით წარიმართა და ამჟამად უკვე იმ სტადიამდეც მივიდა, რომ განადგურების წინაშე დაიყენა თავი. სამწუხაროდ ამჟამად ასეთი რეალობაა და გადაჭარბებულ ნათქვამად ნურავინ მიიღებს. კაცობრიობა მართლაც დგას განადგურების წინაშე. მაგრამ არა იმ მხრივ, რისიც მეცნიერებს ეშინიათ და ხალხის ყურადღებას იპყრობენ ისეთი ინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს ყველაფრის მცოდნენი არიან და პლანეტის გადარჩენის თაობაზე მოსაზრებებს ავრცელებენ. სინამდვილეში სულ სხვაგვარად არის საქმე და მდგომარეობის გამოსწორებაც არავის ძალუძს, გარდა იმისთვის დაჯერებისა, ვინაც ამ ქვეყნის შემქმნელმა აღჭურვა იმ ცოდნით, რომ ეს მისია შეესრულებინა.
წლების წინ, სანამ კლიმატი ასერიგად აირეოდა და გაშმაგდებოდა; გაფრთხილებას გაფრთხილებაზე ვაქვეყნებდი თანდართული იმ ცოდნით, რაც ხსნიდა იმას, რატომ შეიქმნებოდა ისეთი სიტუაცია, რაც ახლა უკვე სახეზე გვაქვს. მაგრამ სერიოზულად არავის მიუღია ჩემი განაცხადი მანამ, სანამ ის ფაქტებად არ აღსრულდა. ახლა კი ყველა გამოსავლის პოვნაზე არის გადართული და ამჟამადაც სცდებიან იმით, რომ პასუხს იმათგან ელიან, ვისაც ადრე სასაცილოდ მიაჩნდა იმის მოსმენა, რომ ასე მალე შესაძლებელი გახდებოდა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნა, როგორშიაც დღეს ქვეყნები არიან.
ამის შეხსენება იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ რასაც ახლა გაცნობებთ, ისიც ისევე მალე ასრულდება, როგორც ეს კლიმატის შემთხვევაში მოხდა. ცხადია მერე ყველა ირწმუნებს იმას, რასაც ვაცხადებ. მაგრამ სამწუხაროდ ბევრისათვის უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება. ამიტომ გთხოვთ ყურადღების მობილიზებას მათ, ვინც მისმენთ და იმასაც გთხოვთ, რომ ნუ დაფარავთ ცნობებს იმ მიზნით, რომ არავინ შევაშინოთო. რადგან იქნებ იყოს თქვენს მომსმენთა შორის ისეთი, რომელმაც შეისმინოს და თავისი და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლის გადარჩენა შესძლოს.
საქმე ეხება იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც უკვე დგას მსოფლიო მოსახლეობა და ეს არის გარდა კატაკლიზმებისა ის კატასტროფა, რაც შეიძლება მოყვეს ბირთვულ ატომურ ომსა და ხელოვნური ინტელექტის იმ დონემდე მიყვანას, რომ იგი უკონტროლო გახდეს და ადამიანთა მოდგმისათვის მეტად საშიში მდგომარეობა შექმნას. გაცნობებთ იმასაც, რომ ეს არ გახლავთ შორეული დროის მომცველი საფრთხეები, არამედ ძალიან ახლო მომავლისაა და თანაც საკმაოდ რეალურიც. იმიტომ, რომ ანტიქრისტეს უკვე ამოეწურა ამქვეყნად საარსებოდ მიცემული დრო და მისი წასვლის თაობაზე კი ბიბლია იუწყება იმას, რომ წარღვნასავით იქნება. ამასთანავე იმასაც იტყობინება, რომ ადრე წარღვნა წყლით იყო და ახლა კი ცეცხლით არის მოსალოდნელი და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს შეიწირავს.
ცხადია იმის მიხვედრა არ არის ძნელი, რომ ეს ფაქტი რომ კლიმატური კატაკლიზმების ან ატომური იარაღის შედეგად განხორციელდეს, მაშინ დედამიწა ისე გამოვა მწობრიდან, რომ ვარგისი ვეღარ იქნება იმ 1/3-ის საარსებოდ, რომელთა გადარჩენასაც ბიბლია იტყობინება. თანაც ამ საკითხთან მიმართებით იმ მინიშნებასაც იძლევა, რომ წარღვნითი მოვლენა ისე განვითარდება, რომ გარემო არ დაზიანდება. მაშინ რა იქნება ის, რაც უკვე მომწიფებულ გლობალური ტიპის საფრთხეებს გაანეიტრალებს? მართალია ეს ადამიანური ცოდნისათვის არ არის ცნობილი, მაგრამ ცნობილია მისთვის, ვინაც ღმერთმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ინფორმაცია საქვეყნოდ გაეცხადებინა და როგორც ხედავთ, ეს სრულდება კიდეც.
ტექნიკური საშუალებებით გლობალური საფრთხის თავიდან ასაშორებელი ერთი უტყუარი საშუალება არსებობს და ის შემდეგია: თუკი ღილაკის დამჭერნი აღარ იარსებებენ, ბომბი ვერ აფეთქდება. აი, სწორედ ასეთი ტიპის მოვლენას ექნება ადგილი და იგი აღსრულებული იქნება ბიბლიის იმ ცნობით, რომელზეც უკვე გაცნობეთ და მას ჰქვია წარღვნა ცეცხლით. რაშიაც იგულისხმება ე.წ. დაუნთებელი ცეცხლით ადამიანთა გარკვეული კატეგორიის განადგურება. რასაც ჩვენ თვითაალების მოვლენად, ანუ სატანური ცეცხლით აალებად ვიცნობთ. რისი პროცესიც ისე მიმდინარეობს, რომ ფერფლიც კი არ რჩება ადამიანისაგან. სწორედ ამ მოვლენას გულისხმობს ბიბლია ამჟამად მოსახდენ ცეცხლით წარღვნაში და ის მოაშორებს იმათ, ვინც საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობის გაგრძელებას და ადამიანებს არ აძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას.
აქვე მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზეც, რომ ნურავინ დაიმედდება იმით, რომ ეს პროცესი მას არ შეეხება იმიტომ, რომ არც ბირთვულ პროგრამაში და არც ხელოვნური ინტელექტის პროექტში მონაწილეობას არ იღებს. არც მთლად ასეა საქმე. რადგან ასეთი სასჯელი ერგება მათაც, ვინც არიან რელიგიური ფანატიკოსები. აგრეთვე ის პოლიტიკოსებიც, რომელთა გადაწყვეტილებების გამოც უამრავი ადამიანი იტანჯება და ასევე ის მეცნიერ მუშაკებიც, რომელთაც წესიერად არც არაფერი იციან, მაგრამ ხალხს არწმუნებენ, რომ თითქოს ყველაფრის მცოდნენი არიან. ხოლო მათ ცოდნაზე მინდობით კი, ხდება რწმენის გადაცდენა ჭეშმარიტი გზიდან.
აი, უკვე აღსრულების პირას მისული სინამდვილე და რეალობა ეს არის. თქვენ კი, ვინც ახლა უსმენთ ამ ინფორმაციას, იმ მითითებების შესრულება იმიტომ გჭირდებათ, რაც მონანიების აუცილებლობას საჭიროებს, რომ ამ პროცესის ხილვა და მისგან გამოწვეული ელდის გამკლავება, არ იქნება ადვილი გულის იმ მდგომარეობისათვის, რა მდგომარეობაშიაც იმყოფება ამჟამინდელ ადამიანთა გულები. რადგან საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ბოლო ჟამშია და ამიტომაც მაქსიმალური დონის ზღვარზე მყოფ ადამიანურ გრძნობებით მართულ გულს, აღარ შეუძლია ის, რომ ელდით გამოწვეულ შიშს გაუმკლავდეს.
ნაწილი VIII
მოგესალმებით. ამჟამად მინდა ვისაუბრო უკვე ასრულებაში მყოფ იმ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც იუწყებოდა, რომ ბოლო ჟამს ღმერთის სახელით მრავალნი დაიწყებდნენ ისეთი ცოდნის გავრცელებას, რაც აცილებულია ჭეშმარიტებას. ეს პროცესი დღეს ჰპოვებს განვითარებას ასეთი ფორმით: მეცნიერული ენით ხდება იმის წარმოდგენა, რომ სულიწმიდა შემოდის ადამიანებში და ისინი გონების ძილიდან ფხიზლდებიან. ამასთანავე რიგ პიროვნებებს წარმოადგენენ წმინდანებად და ისინიც მრავალთა ცდუნებას ახერხებენ. თანამედროვე პერიოდში არსებულ ისედაც რთულ მდგომარეობას კი, ეს ფაქტები უფრო ამძიმებენ და ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია სიმართლის დროულად გაცხადება.
ვინაიდან ღმერთის შესახებ ცოდნის განხილვა ბიბლიის გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ მინდა ბიბლიის შესახებ მოგაწოდოთ ცნობა იმის თაობაზე, თუ რატომ არის მისით გადმოცემული ცოდნა უტყუარი საყრდენი ჭეშმარიტების შესაცნობად. დღეს ასე ძალიან მომრავლებული ცოდნის გამავრცელებლები, რომელნიც აცხადებენ, რომ ცოდნას ღმერთისგან იღებენ; ამავდროულად იმასაც ამბობენ, რომ ბიბლიაში ცვლილებებია შეტანილი რელიგიის წარმომადგენელთა მიერ საკუთარი მიზნების გამო და ამიტომ ბიბლიის სრულად ნდობა არ შეიძლებაო. იმაში, რომ ბიბლიაში რიგი ცვლილებებია შეტანილი საკუთარ მიზნებზე მორგების მხრივ, ამაში ვეთანხმები მათ. მაგრამ უნდა განვაცხადო ის, რაც არავინ იცის და ეს არის ის, რომ ბიბლიას აქვს ისეთი დაცვის მექანიზმი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ მასში შეტანილი შეცდომა აღმოჩენილი და ამასთანავე გასწორებულიც იქნას. ეს გახლავთ ბიბლიური ცნობების გაშიფვრა ბიბლიური კოდის მეთოდის გამოყენებით. მაგრამ ამის შემძლეობა საჭიროებს იმ სპეციფიკური უნარის ფლობას, რომლის მინიჭებაც პიროვნებისათვის არავის შეუძლია, გარდა ღმერთისა. ეს მეთოდი მოიცავს იმ თანამიმდევრობის ცოდნას, რომელიც შედგება 12 კანონისაგან და ყოველ სიბრძნის ჭეშმარიტი ახსნაც ერთადერთია მხოლოდ. რომელსაც დადგენილი აქვს სათავისო წყობა და მის შედეგად ყოველი მომდევნო კანონი ხსნის და ამოწმებს წინას. საბოლოოდ კი იძლევა ისეთ პასუხს, რომლის ჭეშმარიტებასაც სამყარო ამოწმებს იმით, რომ ფაქტებად ხდება მისი აღსრულება.
მოგახსენებთ, რომ უკვე თამამად შემიძლია იმის განცხადება, რომ ჩემი შესრულებით შექმნილი წიგნთა კრებული, რომლის სახელწოდებაცაა „უფალია ჩვენი სიმართლე“ და შედგება 7 წიგნისაგან, სწორედ ასეთი ცოდნის მომცველი გახლავთ. რომელი წიგნებიც უკვე წლებია რაც გამოქვეყნებულია ყველასათვის ხელმისაწვდომად და ვინც კი მოისურვებს შემოწმებას, შეუძლია იხილოს, თუ როგორ ზედმიწევნით ზუსტად ხდება უკვე მათში გადმოცემული ცნობების ფაქტებად ასრულება და შემდგომშიაც ასეც გაგრძელდება კიდეც!
ეს რაც შეეხება ბიბლიას და მის სანდოობას; მისი ცნობება იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ სწორედ ბიბლიური ცოდნის საფუძველზე დაყრდნობით უნდა გაცნობოთ ის სიმართლე, რაც მის მომსმენსა და შემსმენს ააცილებს ცრუ მოძღვართა მიერ დაგებულ მახეებში გაბმას.
მოგახსენებთ, რომ იმ უნარ-ნიჭის გამოყენების შემძლეობით, რაც მემკვიდრეობით მერგო; მოვახერხე იმ ზოგადი ცოდნის ათვისება, რაც ეხება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის არსს. შევადგინე სქემები, რომლის საშუალებითაც ხდება ცნობილი ის, თუ როგორი წესით ხდება მემკვიდრული გენის შთამომავალზე გადაცემა. რა ცვლილებები განიცადა პროცესმა დასაბამიდან აქამდე და რა ხდება ამჟამად. ყველა ეს საკითხი განხილული მაქვს ზემო ხსენებულ წიგნებში და ამიტომაც ჩემთვის ცნობილია ის, რაც სხვათათვის დაფარულია. რისთვისაც ბიბლიამ უწოდა ამ ცოდნას მხილებული ჭეშმარიტება და ისიც იწინასწარმეტყველა, რომ სწორედ ამ სახელწოდებით გაცხადდებოდა ბოლო ჟამს მის მიერ, ვისაც ღმერთი აირჩევდა შემსრულებლად. რომელი ცოდნაც გახდებოდა სიმართლისა და სამართლიანობის დამფუძნებელი ქვეყნიერებაზე. ეს ცნობა შეგიძლიათ იხილოთ იერემიას 23-ე თავის მე-5 და მე-6 პუნქტში.
ახლა კი ორიოდ სიტყვით ქრისტეობის ფენომენზე მოგახსენებთ. რადგან გაგებული იყოს ის, თუ რატომ შეეძლო მას კაცობრიობისათვის ცოდვების ჩამორეცხვა. ხოლო ყოველივეს შესაცნობად კი საჭიროა სიმართლის ცოდნა სამყაროს შემოქმედზე, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ. თავად წოდება „სამყაროს შემოქმედი“ უკვე ცხადყოფს იმას, რომ ეს სამყარო ქმნილებაა, რომელსაც შემქმნელი ჰყავს. ხოლო შემქმნელი კი თავისი ნატურალური სახით ვერ იქნება ქმნილების ნაწილი. დიახ, ეს მისახვედრია: რომ ღმერთი იმ სახით, როგორადაც სინამდვილეში არსებობს, არ შეიძლება იყოს მატერიალურ სამყაროში. მაგრამ ქმნილების არსებობა დამყარებულია მის ძალაზე. რომელ ძალასაც გამოიმუშავებს მისგან დამუხტული ველი, რასაც სამყაროს სული წარმოადგენს. ამიტომაც ღმერთი სამყაროს ნაწილთა შორის არსებობს სულის სახით. რასაც ამოწმებს კიდეც ბიბლია და აცხადებს იმას: რომ ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტებას, ის კი ის კანონებია, რომელიც საარსებოდ სათავისოდ აქვს დადგენილი ყოველივესა და ყველაფერს ამ სამყაროში. ამიტომ ქრისტეობის ფენომენიც სულით განისაზღვრება და სწორედ მის თაობაზე უნდა ვისაუბრო ახლა.
როგორც მოგეხსენებათ, კაცობრიობის არსებობა განვითარების მომცველი პროცესია და ვითარდება გენეტიკური მემკვიდრული ნიჭების საშუალებით. რაც ცხადია დაწესებული კანონზომიერების შედეგია და დადგენილია გონიერი ადამიანის მისაღებად. ხსენებულ კანონზომიერებას კი საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობა ჰქვია და მისი აღსრულებაც მიმდინარეობს თაობათა ცვლით, მაგრამ გენთა უწყვეტობით. რაც სრულდება გენის მემკვიდრული გზით შთამომავალზე გადაცემის საშუალებით. გაცნობებთ იმასაც, რომ ანგელოზებმაც გაიარეს ეს პროცესი და მისგან მიღებული იქნა ასეთი შედეგი: გამარჯვებული გახდა ცისკრის ანგელოზად წოდებული და დამარცხებული კი – სატანად წოდებული.
რას ნიშნავს ყოველივე ეს? ავხსნი მას: ცისკრის ანგელოზის გამარჯვება იმაში გამოიხატა, რომ მან ღმერთის მორჩილების ფონზე, დაიმსახურა შემძლეობა იმისა, რომ შეექმნა სული იმ გონების პროგრამით, რომელიც დაბადებით ეძლევა ყოველ ადამიანს კოსმოსიდან. რაც ახლა გაცნობეთ, ეს პროცესი ბიბლიით გადმოცემულია ადამ და ევას ედემელი ისტორიით. ხოლო რაც შეეხება ცისკრის ანგელოზს, მისი სულია ის, რაც შემდეგ იესოში შევიდა, როცა ის 30 წლის გახდა. ანუ ქრისტეობის ფენომენი სულშია და არა პიროვნულობაში! რაც შეეხება გონებას, იგი სულის პროგრამაა. ხოლო აზროვნება კი სხეულისა. გონება ორგანიზმში ფუნქციონირებს ქვეცნობიერი სისტემის საშუალებით, ხოლო აზროვნება კი – ცნობიერით. ადამიანს სწორედ გონების მეშვეობით ეძლევა ნიჭები, გრძნობები, აღქმის უნარი, ჩვევები და ყოველივე ის თვისებები, რაც მის ადამიანობას განსაზღვრავს. ხოლო აზროვნება კი არის ის თავისუფალი ნება, რომელიც გონებისაგან მოითხოვს იმას, რაც სურს და იღებს კიდეც მას, დადგენილი კანონის: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ აღსრულების შედეგად. მაგრამ რაც შეეხება ითხოვეს, ის პირდაპირი მნიშვნელობით სურვილის ნდომას არ ნიშნავს. არამედ კანონთა დაცვის გამოხატულებაა.
ალბათ ახლა უკვე მისახვედრია, თუ რატომ შეეძლო ქრისტეს სულის მფლობელ იესოს, გამხდარიყო კაცობრიობის საყოველთაო ნათლია. რადგან სისხლის დაუღვრელად არ ხდება ცოდვათა მიტევება. ხოლო ცოდვების მიტევების გარეშე კი შეუძლებელია ნათელღება.
ახლა ორიოდ სიტყვით იმასაც გაცნობებთ, თუ რატომ გახდა საჭირო ყოველივე ის, რაზეც ახლა ვისაუბრე. როგორც ბიბლია იუწყება ძველი აღთქმით, იმ დროს განათვლა ხდებოდა ცხოველთა სისხლის დაღვრის შედეგად. ხოლო ნათლობის პროცესს კი ატარებდა პიროვნება, რომლის სულსაც დამყარებული ჰქონდა კავშირი კოსმოსთან. მაგრამ შემდეგ, ცოდვების სიმრავლისა და სიმძიმის გამო, აღარავინ დარჩა ისეთი, ვისი სულიც ასეთი ძალის მომცველი იყო. ეს კი საკაცობრიო დონის წარღვნის განაჩენს გულისხმობს. აი, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ქრისტეს სულის მოვლინება ადამიანში და მისით კაცობრიობის ნათელღება. რაც ნიშნავს იმას, რომ მის შემდეგ გაუქმებულ იქნა განათვლის პროცესი და შესაბამისად ცხოველთა მსხვერპლშეწირვაც. რადგან ის საყრდენი ნაწილი გახლდათ რიტუალისა.
ამ ცნობას ბიბლია იუწყება შემდეგი სახით: ძველად ღმერთი ესაუბრებოდა წმინდა მამებს ხილვაში, ამჯერად კი მხოლოდ ქრისტეში. რითაც მისახვედრია ის, რომ ქრისტეს შემდგომ პერიოდში ვეღარავინ იქნებოდა იმ დონის სულიერების მქონე, ღმერთისმიერი ხილვები რომ გადმოსულიყო მასზე. გარდა იმ პიროვნებისა, რომელშიაც გადმოვიდოდა ქრისტეს სული და ბიბლია მას მეორედ მოსვლას უწოდებს. რაც მოხდებოდა იმ დროს, ბოლო ჟამად რომ მოიხსენიებს და ახლა სწორედ მაგ დროში ვიმყოფებით კიდეც.
თავისთავად დაისმის კითხვა: რატომ გახდა საჭირო, ადამიანში კვლავ მოვლინება ქრისტეს სულისა? ამაზეც სცემს ბიბლია პასუხს და ამბობს: რომ ის აღარ მოკვდება და მოდის მის მომლოდინეთა სახსნელად. საუბარია ნამდვილ მომლოდინეებზე და არა იმათზე, ვინც შესაძლოა თავად კი სთვლიდეს, რომ მომლოდინეა. მაგრამ სინამდვილეში ცრუ მოძღვრებით არის მოტყუებული. ამიტომაც სწორედ საიმისოდ ქვეყნდება ის ცოდნა, რასაც ჩემგან იღებთ, რომ სინამდვილე გაცხადებული იქნას.
როგორც ცნობილია, ბიბლია ამ დროისათვის აცხადებს ანტიქრისტეს და ანტიქრისტეების მოსვლასაც. რაც ყოველივე უკვე სახეზეა და მეტიც. რადგან ეს ყველაფერი ყველას თვალწინ ხდება. მაგრამ სამწუხაროდ, დამნახავი და გამნაანალიზებელი ვერავინ არის. რაც არც არის გასაკვირი! მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება იმიტომ, რომ კაცობრიობა კვლავ საყოველთაო წარღვნის საშიშროების წინაშე არ დადგეს! განა ისე გახდებოდა საჭირო ქრისტეს სულის მეორედ მოვლინება დედამიწურ მიზიდულობაში? რა თქმა უნდა, არა! სამწუხაროდ დღეს მართლაც ძალიან სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ. მაგრამ ამის სათანადოდ შემცნობი ვერავინ არის.
ახლა კი მოგახსენებთ თქვენ – რა თქმა უნდა მსენელს და შემსმენელს! როგორც გაცნობეთ, ღმერთი არავის ესაუბრება ხილვებში. ამიტომ ნუ მოტყუვდებით: არავინ არის არც წმინდანი და არც ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელი იმათგან, რომელნიც ასე მომრავლებულნი არიან და სიცრუით მოძღვრავენ და მოძღვრავენ ხალხს. ზოგი ამას ბიბლიის გამოყენებით აკეთებს და ზოგიც მეცნიერული ენით. იცოდეთ ჭეშმარიტება ერთია და თანაც მთლიანი. მისი მიღება მხოლოდ უფლის კარნახით ხდება და არა ადამიანისმიერი აზროვნებით. უფალი კი ამ ცოდნის მიმღებად ერთს ირჩევს. რადგან მას ისეთ განსაცდელში გაატარებს, რომ მისი გავლა, მის გარდა არავის შეუძლია. ვინაიდან საამისოდ სათანადო ცოდნისა და გენეტიკური მემკვიდრეობის ფლობა არის საჭირო. რომელი ინდივიდუალური გენეტიკური კოდიც, ასევე ერთადერთია! ამიტომ მხოლოდ ისეთი გამოცდის შემდეგ, რომელიც სცდება ადამიანურ შემძლეობას, გამოცდის ჩამბარებელს ენიჭება ბიბლიური კოდის ფლობის უნარი და მისი შესრულებით ხდება მოძიება იმ ცოდნას, რასაც მხილებულ ჭეშმარიტებას უწოდებს ბიბლია და აცხადებს, რომ მას „უფალია ჩვენი სიმართლე“ ერქმევა. დღეს ყოველივე ეს უკვე სახეზეა და ვინც ნამდვილად ქრისტეს მომლოდინეა, ის შეიცნობს და გამოიყენებს ამ ცოდნას. რითაც თავსაც გადაირჩენს, ოჯახსაც და წვლილსაც შეიტანს კაცობრიობისათვისაც სრულმასშტაბიანი დონის წარღვნის აცილებაში. მეტი რაღა გითხრათ?! დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია: სიტყვით გაიგებთ, თუ ამ კანონის აღსრულებას დაელოდებით: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“. რადგან ვინც მფლობელია იმ გენისა, რომელიც ქრისტეს ნამდვილად მომლოდინეა – მასში აუცილებლად იმძლავრებს იგი და ისიც ასევე აუცილებლად შეასრულებს ამ მისიას! იმიტომ, რომ მას გენეტიკურ მემკვიდრეობად ერგო ისეთი გენი, რის შენარჩუნებლადაც წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლეც კი მსხვერპლად გაიღეს.
ნაწილი IX
მოგესალმებით. ამჯერად უნდა ვისაუბრო იმ კარგად შენიღბულ სატყუარაზე, რომელიც არის საძირკველი ყველა იმ უბედურებებისა, რაც რომ კაცობრიობას თავს დასტეხვია. რომელსაც ისე გაუდგამს ფესვები ადამიანთა ცნობიერებაში, რომ მისგან მიღებულ შხამს სიცოცხლის წყაროდ მიიჩნევს ხალხი და მის გამო მომკილ უბედურებათა მშველელადაც, ისევ მას მიმართავენ. აი ასე გაუუკუღმართა შემეცნება ადამიანებს რელიგიამ და მოახერხა ის, რომ იმ დონეზე მიეძინებინა მათთვის გონება, რომ სრულიად საკაცობრიო წარღვნის მომკის დამსახურების პირასაც მიეყვანა. ეს ზღაპარი არ გახლავთ მეგობრებო, არამედ სამწუხაროდ ის სიმართლეა, რომელიც ამჟამად უკვე სინამდვილედ არის ქცეული.
საუკუნეების მანძილზე რომ სიცრუეს სიმართლედ შთაუნერგავდნენ ხალხს. ცხადია გარდაუვალი იყო ის, რომ როდესღაც მოხდებოდა ამ სიცრუის დასასრულამდე მისვლაც. იმიტომ, რომ სიცრუე არასოდეს ასრულდება ფაქტებად. თუმცა მისი უდიდესი დამსახურება ის არის, რომ სიმართლის დანახვის უნარს ზღუდავს და სანამ მისი ფაქტები უშუალოდ არ შეეხება და არ დააზარალებს პიროვნებას, მანამ ვერ აეხილება თვალი. თუმცა სამწუხაროდ არც ისე იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, რომ ეს შედეგები სასიკვდილო დონისა არიან და სიმართლის მიხვედრასაც უკვე იმ ქვეყნად აქვს ადგილი. ვინაიდან შემქმნელის მიერ დადგენილია ისე, რომ სიმართლის მიუღებელი არავინ დარჩება ქმნილებათაგან.
ვინაიდან და რადგანაც ღმერთს ადამიანთა მოდგმა გასანადგურებლად არ შეუქმნია. ამიტომაც იმ პერიოდში, როცა კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვები იმ ზღვარს მიაღწევდა, რომ სრულიად საკაცობრიო დონის წარღვნის მომკის განაჩენს დაიმსახურებდა, შემქმნელი ყოველთვის აგზავნიდა დახმარების შემძლეს საიმისოდ, რომ სასჯელი შემსუბუქებულიყო და ადამიანთა მოდგმას არსებობა შეენარჩუნებინა. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ასეთი რეალობის წინაშე დგას კაცობრიობა და მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ეს გათვითცნობიერებული არა აქვს, ეს სინამდვილეა!
არსებული სიტუაციის საღად შეფასების უნარის წართმევაში კი, როგორც გითხარით თავი და თავი ის სატყუარაა, რასაც ღმერთის სახელის გამოყენებაზე დაფუძნებული რელიგიები და რელიგიური სექტები წარმოადგენენ. განურჩევლად იმისა, თუ რას ქადაგებენ; სინამდვილეში ყოველი მათგანი იმ ერთ საერთო საქმეს ემსახურებიან, რაც ადამიანთათვის გონების მიძინებაა. რასაც მიაღწიეს კიდეც და ისე გააუგუნურეს ადამიანთა მოდგმა, რომ მათში სიყვარულის გრძნობა თითქმის სრულიად ჩაანაცვლა ეგოიზმმა. შედეგად კი რაც იქნა მიღებული, ეს უკვე საყოველთაოდ ხილვადი თვალსაჩინოებაა და კომენტარს აღარც საჭიროებს. სამწუხაროდ თითოეულ ადამიანს გათავისებული ვერა აქვს ის ფაქტი, რომ კაცობრიობა ერთმთლიანობაა და თითოეული ადამიანი კი მისი ნაწილია მხოლოდ. ხოლო ნაწილები თუ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირით არ იქნებიან შეკავშირებული, მაშინ ეს მთლიანობა ვეღარ შენარჩუნდება. კავშირის სიმყარე კი სიყვარულის გრძნობის არსებობაზეა დამყარებული და თუკი ის გაქრება, როგორღა იარსებებს?!
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო პირდაპირ გადავალ იმ მთავარი საყრდენის მხილებაზე, რაზეც დგას ყველა იმ უბედურების გამოწვევის საფუძველი, რაც კაცობრიობას თავს ატყდება. ხოლო ყველაფერი რომ საყოველთაოდ გასაგები ფორმით ავხსნა, მოვიქცევი ასე:
ამ სამყაროსა და ადამიანთა მოდგმას ერთი შემოქმედი ჰყავს, რომელმაც ყოველ ადამიანს ერთგვაროვანი ანუ ადამიანური კატეგორიის სული უბოძა. ეს კი იცით რას ნიშნავს? რას და იმას, რომ ყოველ ადამიანს დაბადებითვე ეძლევა ერნაირი გონების პროგრამის მომცველი სული. რომელი პროგრამაც მომცველია ერთნაირი კანონმდებლობებისა და თუკი რელიგია მართლაც ღვთისნიერი ძალით იმართება, მაშინ მისთვის ერთ-ერთ აუცილებლობას წარმოადგენს ის, რომ იგი ერთსახოვანი უნდა იყოს მთელი კაცობრიობისათვის.
ცხადია ადგილი ექნება ასეთი კითხვის დასმას: თუკი ყველას ერთნაირი სული აქვს, მაშინ რატომ აქვს ადგილი სხვაობებს: სქესის, იერსახეობრივ და ეროვნული სახით? ამ კითხვის პასუხი შემდეგია: ღმერთმა ადამიანური სრულყოფილება ქალისა და კაცის ნაერთის გამთლიანებით წარმოადგინა საიმისოდ, რომ გაგრძელებულიყო ადამიანთა მოდგმა და სხვა დანარჩენი დანიშნულება ამ სქესობრივ სხვაობას არ გააჩნია არც საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების მხრივად და არც ღმერთისადმი რწმენის მხრივ. შესაბამისად კანონებიც საერთოა და განსხვავება რაც არის, მხოლოდ პირადულშია, სქესის თავისებურებიდან გამომდინარე.
ამიტომ აუცილებელია იცოდეს ყველამ, რომ ღმერთი რწმენაში არ ანსხვავებს: ქალია თუ კაცი, რა ეროვნებისაა და რა გარეგნობის. მისთვის ყველა ადამიანი ერთნაირად მისაღებია. ხოლო რაც შეეხება იმ განსხვავებებს, რაც ადამიანთა შორის არსებობს, ეს შედეგია იმ საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობისა, შემქმნელმა რომ დაუდგინა ადამიანთა მოდგმას საარსებოდ. რომლის თანახმადაც ადამიანებს მიცემული აქვთ თავისუფალი ნება იმისა, კანონები როგორც ნებავთ, ისე დაიცვან. რითაც იმსახურებენ გენეტიკურ სახეცვლილებებს და ასე გადასცემენ შთამომავალს. რომელიც წინაპარივით იქცევა და თავის კვალს ტოვებს გენზე, რომელსაც ისიც თავის შთამომავალს გადასცემს. აი, სწორედ ასე ვითარდება იმ განსხვავებების წარმოშობა, რაც ადამიანებს შორის არსებობს და მათი წარმოშობის საფუძველიც ერთია მხოლოდ: ადამიანთა საარსებოდ დადგენილი იმ კანონების დაცვა ან არ დაცვა, რომელი კანონებიც ყოველი ადამიანის სულის გონების შემადგენლობაა.
ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, თუ რატომ წარმოადგენენ რელიგიური მიმდინარეობები განურჩევლად ყველა, ბოროტების საძირკველს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მართლაც რომ ღმერთის ძალით იმართებოდნენ, მაშინ მის მოძღვრებს ევალებათ მხოლოდდამხოლოდ ის, რომ ღმერთის მიერ დადგენილ კანონებში გაათვიცნობიერონ ხალხი და სხვა მეტი არაფერი. მაგრამ ასეთი მოძღვრები არ შეიძლება იყოს მრავალრიცხოვანი რაოდენობისა. რადგან გენეტიკურად ძალიან მცირერიცხოვანნი არიან და თანაც მათ მოეთხოვებათ ამ კანონებში ფრიად განსწავლა. რისი მიღწევაც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი ისინი თავად იქნებიან მათი უპირობო დამცველები. რადგან სხვას რომ ასწავლო და მიუთითო რაიმეს შესრულებაზე, ჯერ თავად უნდა იყო მისთვის მაგალითის მიმცემი. აბა დაფიქრდით. ასეა მართლაც? ეს ხომ აშკარაა, რომ მსგავს რამესაც კი არა აქვს ადგილი. უფრო მეტსაც გეტყვით ისე, რომ არ შევეხები იმ ზღვარგადასულ მანკიერებებს, რასაც ისინი სჩადიან. არამედ მხოლოდ ამაზე შევჩერდები: თითონვე აღიარებენ იმას, რომ ანტიქრისტე რელიგიაში ჩამოყალიბდებოდა. ეს კი მეტყველებს იმას, რომ მათ საერთოდ შეხებაც კი არა აქვთ რა ღვთიური სიბრძნესთან. რადგან ასე რომ არ იყოს, მაშინ ეცოდინებოდათ, რომ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობა ღვთიური ძალის განგებით მიმდინარეობს; იქ მომსახურე პერსონალში, ვერანაირად ვერ მოხდება ეშმაკის სულის მიღება. ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ რელიგიურ მოღვაწეებს საერთოდ წარმოდგენაც არა აქვთ: არც ღმერთის რაობაზე, არც მის ძალაზე და არც მის მოთმინების უნარზე. თორემ ამდენს ვერანაირად ვერ გაბედავდნენ. ვერ გაბედავდნენ იმიტომ, რომ სწორედ საუკუნეთა ბოლო ჟამს, რომელ დროშიაც ახლა ვიმყოფებით, არის დადგენილი მათთვის განაჩენის გამოტანა. რომლის სიმძიმეც იმდენად დიდია, რომ მასზე საუბარი კი არა, გაფიქრებაც კი მზარავს. მაგრამ მათ სავსებით დაიმსახურეს ის. რადგან მათი დამსახურებაა მსოფლიო მოსახლეობისათვის გონების იმ დონეზე მიძინება, რომ მათი ნაწილი რელიგიურ ფანატიკოსებად ჩამოყალიბდა და ნაწილიც – ათეისტებად. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტი რწმენის მქონეებს, ისინი კი ძალზედ უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ. ეს კი იცით რას ნიშნავს? იმას, რომ ადამიანთა მოდგმა, საყოველთაო დონის წარღვნის წინაშე დგას. რომელზედაც ბიბლია აცხადებს, რომ ადრე თუ ის წყლით მოხდა, ახლა ცეცხლით იქნებაო. მაგრამ ბრძენმა შემქმნელმა, ცხადია ყოველივე ის გაითვალისწინა, რაც შეიძლება გამოეწვია ქმნილებას სრულყოფილებამდე მისვლამდე. ამიტომ საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობაც ისე შექმნა და მის მსვლელობაზეც კონტროლი დააწესა კიდეც, რომ ადამიანებს საკუთარი მოდგმის მოსპობის განაჩენი არ დაემსახურებინათ. ამიტომაც ყოველ ეპოქაში არსებობდა და ამჟამადაც არსებობს მადლით გამორჩეული ნატამალი, რომლის წარმომადგენლებსაც მიცემული აქვთ იმის უნარშემძლეობა, რომ მსოფლიო მოსახლეობას ააცილოს სრულიად საკაცობრიო მასშტაბის მომცველი წარღვნა. თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ხალხის 1/3 გადაურჩება ცოცხალი, მომკილი შედეგების განაჩენის აღსრულებას.
ასევე უნდა გაცნობოთ ისიც, რომ ამ საქმეში ლომის წილი ეკუთვნის ქართულ ენაზე მეტყველ ერს. როგორც წარღვნითი მოვლენების მომკის დამსახურებაში, ასევე გადარჩენის როლის მხრივაც. რადგან ყოველივეს საფუძველი ამ ენით მოფიქრალ-მოსაუბრე პიროვნებებშია ჩადებული. ამაზე ადრეული პერიოდიდანვე იყო ინფორმირებული ამ ერის ღირსეული წარმომადგენლები და საკმაო მესიჯებიც დაუტოვეს კიდეც შთამომავლობას. ხოლო ამჟამად კი სწორედ ამ ენით გაცხადდა ის მხილებული ჭეშმარიტება, რომელზეც ბიბლია წინასწარმეტყველებდა იერემიას 23-ე თავში, რომ „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით გამოქვეყნდებოდა და იესო კი მასზე ამბობდა, რომ როცა ის ექადაგებოდა მსოფლიო ხალხს დასამოწმებლად, მაშინ დადგებოდა აღსასრული. როგორც ხედავთ, ყოველივე ეს სახეზეა: სახარებაც – მხილებული ჭეშმარიტების სახით – ინტერნეტის საშუალებით ექადაგება მსოფლიო მოსახლეობას და აღსრულებითი ფაქტებიც ხორციელდებიან კიდეც სამყაროს მიერ.
ამიტომ რაც დროზე მოხდება ქმედებაზე გადასვლა სრული მასშტაბით, მით შემოკლდება სასჯელების აღსრულების დღეები. ხოლო რაც შეეხება ქმედების გააქტიურებას, ის კი შემდეგია: ის კანონები, რომელიც ყოველი ადამიანის გონებაშია ჩადებული ჭეშმარიტების კანონების სახით და ბიბლიაშია გაფანტული, ჩემს მიერ ამოკრებილი იქნა და წიგნ „ბედისწერის კანონმდებლობის“ სახელით გამოქვეყნებული ვებ. გვერდზე me-sia.com. გაეცანით ამ კანონებს და შეადარეთ თქვენი განვლილი ცხოვრება. აღმოაჩინეთ ის დარღვევები, რომელიც თქვენ აქამდე გეგონათ, რომ სწორი იყო. მაგრამ ეს კანონები მიგახვედრებთ, რომ თურმე არასწორი სწორად წარმოუდგენიათ თქვენთვის და გულწრფელად მოინანიეთ სათანადო ქმედებით. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეთ ღმერთის რწმენისადმი დადგენილ კანონებზე. ეს გახლავთ მოკლე და პირდაპირი გზა გონების იმ დაბლოკილი ნაწილების გასახსნელად, რის გამოც გამოიარეთ ის ტანჯვა, დამცირება და სიდუხჭირე, რამაც ჩაგრულ ფენად გაქციად. დაიბრუნეთ თქვენი ადგილი, რომელიც მეფურია და არა მონური. ამით თავსაც გადაირჩენთ, ოჯახსაც და კაცობრიობასაც აარიდებთ სრულმასშტაბიან უბედურებას. აი ამის დაფარვას ემსახურებოდა სატანური ის ორგანიზაციები, რომლებიც ღმერთის სახელს ამოფარებული ნიღბით ფუნქციონირებდა საუკუნეების მანძილზე რელიგიებად და რელიგიურ სექტებად. ეს ყველამ იცოდეს, რომ ღმერთს კაცობრიობა გასანადგურებლად არ შეუქმნია და არც ადამიანები უგუნურ არსებებად ჩამოსაყალიბებლად. გონიერება კი ისეთი ძალის მომცველია, რითაც ყოველთვის გამარჯვებული იქნება უგუნურებაზე. ვინაიდან თავად უფალია გონიერთა სიმართლე. სიმართლე კი ყოველთვის სრულდება ფაქტებად.
ნაწილი X
მოგესალმებით. ბიბლია მესამე ეზრაში იუწყება ასეთ ცნობას: რომ „როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული, გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც გონებაში უნაყოფოდ იყო ამდენი ხანიო“. განვმარტავ თუ რას ნიშნავს ეს განაცხადი. პირველ რიგში იმას, რომ მისი აღსრულება ეხება საუკუნეთა ბოლო ჟამს; და რადგანაც სწორედ ნახსენები დაფარული ჭეშმარიტების მხილებას ანუ სწორედ ხსენებულ ნაყოფს ისმენთ ახლა – ეს ცხადია მტკიცებულებაა იმისა, რომ ამჟამად კაცობრიობა ბოლო ჟამის პერიოდში იმყოფება.
მოგახსენებთ, რომ ეს პერიოდი ძალიან განსხვავებულია ყველა წინამორბედი პერიოდებისაგან და ამიტომაც მისი გადალახვა მხოლოდ აქამდე არსებული ცოდნით ვეღარ იქნება შესაძლებელი. არსებული რეალობა იძულებულს გახდის ყველას, რომ კეთილი ინებონ და ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვონ საიმისოდ, რომ სიცოცხლის გაგრძელება შესძლონ.
გაცნობებთ იმასაც, რომ ხსენებული ცოდნა საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციის მომცველია და ვეცდები იმას, რომ გავაკეთო მისი მოკლე მონახაზი საყოველთაოდ გასაგებად და ისე წარმოვადგინო. თუმცა იმასაც დავძენ, რომ ეს არცთუ ისე იოლია და თუკი რაიმე კარგად გასაგებად ვერ იქნება ახსნილი, შეკითხვის საშუალებით შეგიძლიათ პასუხის მიღება ჩემგან.
ამჟამად კი შევეხები ყველასათვის მეტად საინტერესო საკითხს, რომელიც ეხება ადამიანის ბედისწერას. რის შესახებაც სულ სხვა წარმოდგენა არის ხალხში, რათა ჰგონიათ, რომ ბედისწერა პიროვნებას ვიღაცის მიერ აქვს დადგენილი და ასე ამბობენ: როგორც დაწერილია, მაინც ისე იქნებაო. ამიტომაც ზოგს სწამს მისი არსებობა და ზოგსაც არა. სინამდვილეში კი ყოველი ადამიანი თითონ იწერს საკუთარ ბედს და ცხადია, რომ როგორადაც ჩაიწერს, ისევე აღასრულებს თავადაც და სამყაროც.
აი სწორედ ეს მინდა კარგად გავაშუქო: თუ როგორ იწერს ადამიანი საკუთარ ბედს და ამას ვერ აკეთებს ისე, რომ რაც სურს ის მიიღოს. ვიმედოვნებ, რომ უკვე ხალხი გათვიცნობიერებულია იმაში, რომ ადამიანი სულის და სხეულის კავშირით მიღებული ერთმთლიანობაა. სადაც სულს აქვს საკუთარი პროგრამა გონება და სხეულს კიდევ – აზროვნება. სწორედ მათი თანამშრომლობით ხორციელდება პროცესი, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია და ადამიანიც წარმოდგენილია ცოცხალ არსებად. თანამშრომლობაში კი იგულისხმება ის, რომ აზროვნებას შემქმნელის მიერ მიცემული აქვს თავისუფალი ნება იმისა, რომ რაც სურს ის ითხოვოს და გონებაც მას ზუსტად იმას აძლევს, რაც ითხოვა – კანონის: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ აღსრულებით. რაც შეეხება მოთხოვნა-მიღების საკითხს, ის კი ხორციელდება სიტყვიერ-ენერგიულ-მატერიალური გარდაქმნების ფონზე.
ყოველივე ეს პროცესი რომ უფრო გასაგებად ავხსნა, მოვიქცევი ასე: უპირველეს ყოვლისა შევეხები სიტყვის ძალას. რომლის თაობაზეც საყოველთაოდ ცნობილი რაც არის, არის ის, რომ ადამიანური ცხოვრების არსი სიტყვების გაგებაზეა დამყარებული. ვინაიდან მოსმენილი იქნება, ნანახი თუ შეხებით შეგრძნობილი, ყოველივე ამის აღქმა ხორციელდება სიტყვების მეშვეობით. ეს ცოდნა არის ის, რაც ადამიანმა იცის სიტყვის ფენომენის შესახებ. მაგრამ გეტყვით იმას, რომ სიტყვებს იმაზე გაცილებით უფრო მეტი როლი აკისრიათ ადამიანთათვის, ვიდრე მათ ეს იციან და თან დავძენ იმასაც, რომ მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე ეს ცოდნა ჰქონდეთ. ხოლო მის გასაგებად კი ჯერ იმას განვიხილავ, თუ რას წარმოადგენს სიტყვა და რა ფენომენია სიტყვიერად გაგება.
როგორც ცნობილია სიტყვა ბგერებით აწყობილი მთლიანობაა, რომელიც გამოსახავს სამყაროში არსებული ყველაფრისა და ყოველივეს აღმნიშვნელ წოდებას, განურჩევლად იმისა ხილული იქნება ის თუ უხილავი. რაც შეეხება სიტყვიერი გაგების ფაქტორს. ცხადია ის მაშინ ხდება, როცა შეცნობილი იქნება მისი მნიშვნელობა. რისი მიღწევაც ადვილია მაშინ, თუკი თვალით ხილულს ან შეგრძნებით აღქმულს აღნიშნავს. მაგრამ ადამიანი ხომ იგებს იმასაც, რასაც ვერ ხედავს და ვერ შეიგრძნობს? როგორ ახერხებს ამას? ამის შესაცნობად წარმოვადგენ სიტყვის რაობას. როგორც ვთქვი კიდეც, იგი ბგერების მომცველია. ხოლო ბგერა კი ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ელექტრული ტალღაა. რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვა ენერგიის მომცველია და ამიტომ ცხადია ძალასაც ფლობს და მას ხმა ჰქვია. ყოველი სიტყვა რაღაცის აღმნიშვნელია და ის არ არსებობს იმის გარეშე, რომ რაიმეს მნიშვნელობას არ შეესაბამებოდეს. რაც იმიტომ ხდება, რომ სიტყვის შექმნა ხორციელდება იმ ელექტრო ტალღების გამომსახველი ბგერებისაგან, რომელთა წარმოშობაც ხდება მაშინ, როდესაც მიმდინარეობს იმის შექმნის პროცესი, რასაც ეს სიტყვა აღნიშნავს. რაც თავის მხრივად იმის მტკიცებულებაცაა, რომ ეს სამყარო ქმნილებაა.
ახლა კი ქმნილება ადამიანს შევეხოთ და გავარკვიოთ თუ რა ფენომენს ფლობს იგი. როგორც ეს უკვე ცნობილია, ადამიანი სულისა და სხეულის ნაერთით გამთლიანებული არსებაა. რომელი ერთობის შენარჩუნებაც ხდება ამ ორის თანამშრომლური ფუნქციონირების შედეგად. რის შესაძლებლობასაც იძლევა ისეთ გარემოში დამკვიდრება, რასაც დედმიწური გარემო ჰქვია. ხოლო თავად დედამიწური გარემოს იმგვარად დარეგულირებას კი, რომ ის ადამიანთა მოდგმისათვის სათბურის ფუნქციას ასრულებდეს, უზრუნველყოფს მატერიალური სამყარო – მთელი თავისი სრული შემადგენლობის ფუნქციური მუშაობით. რასაც ჩვენ სამყარულ კანონზომიერებას ვუწოდებთ. მაშასადამე ადამიანი, დედამიწური გარემო და მთლიანი მატერიალური სამყარო, განუყოფელი სამეულია და წარმოადგენენ ერთმთლიანობას. შესაბამისად თითოეულ მათგანს თავისი როლი და დანიშნულება აკისრიათ ერთმანეთის წინაშე საიმისოდ, რომ შენარჩუნებული იქნას ერთარსებობა.
ვინაიდან და რადგანაც ადამიანური შემეცნება ჯერ კიდევ ვერ არის აცდენილი ვიწრო აზროვნების ჩარჩოებს, ამიტომ მას არ შეუძლია იმის კარგად გააზრება, რომ უზარმაზარი სამყაროსთან შედარებით ნამცეცა ზომის არსებას, შეიძლება რომ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს დაკისრებული ამ სამყაროში. სინამდვილე კი ისაა, რომ ადამიანს მართლც მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო როლი აკისრია და ეს იმიტომ, რომ ამ სამყარული ღირებულებათა შეფასებანი ფიზიკური მოცულობის ზომებზე არ დგას. რის მისახვედრადაც თვალის ფენომენის მაგალითიც საკმარისია. განა ეს პაწაწინა მოცულობის ორგანო მთელი სამყაროს სიგრძე-სიგანეს არ სწვდება?! თუმცა ეს უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რა შესაძლებლობაც ადამიანს აქვს მინიჭებული ამ სამყაროს მიმართ. მაგრამ სწორედ ეს არის მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობი რამ და ახლა კი უკვე ის ჟამი დადგა, რომ მან ეს აუცილებლად უნდა შეიცნოს საიმისოდ, რომ მისმა მოდგმამ არსებობის გაგრძელება შესძლოს.
ეს შესაძლებლობა კი სიტყვის ფენომენს ეხება. რაზედაც სრულყოფილ ინფორმაციას სხვაგან ვერსად შეიტყობთ, გარდა იმისა, რასაც ჩემგან მოისმენთ. პირდაპირ ვიტყვი სათქმელს და ეს არის ის, რომ ადამიანური სიძლიერის ფაქტორი, სიტყვის ძალაზეა დაფუძნებული. რის შესაცნობადაც თუნდაც იმ ცნობას მოვიშველიებ, რაც საყოველთაოდ ცნობილია. ვინ იქნებოდა ადამიანი იმ ცოდნის გარეშე, რასაც ფლობს? ვინ და ისეთი უსუსური არსება, რომელსაც შხამიანი მწერიც კი მოუღებდა ბოლოს – ნადირებზე რომ აღარაფერი ვთქვა. მაგრამ ადამიანი ამ გარემოში არსებულ ყველა ცოცხალ არსებაზე ძლიერია იმ ცოდნის გამოყენების შედეგებით, რასაც ფლობს და ეს ყველამ იცის, რომ ასეა. თუმცა მეტსაც გეტყვით და ეს არის ის, რომ მხოლოდ ცოდნა არ არის ის მიზეზი, რაც ადამიანს ძალას აძლევს. არამედ არსებობს გაცვილებით უფრო მეტი რამ, რასაც ღმერთისმიერი დაცვა ჰქვია და სწორედ მასზე უნდა მოგახსენოთ ახლა. მაგრამ მასზე სასაუბროდ, ჯერ საჭიროა განხილვა იმ ცოდნისა, რომელიც ეხება ადამიანის ბედისწერას. როგორც უკვე ვთქვი კიდეც, ყოველი ადამიანი თავადვეა თავისი ბედის მწერალიც და შემსრულებელიც. ახლა კი განვიხილავ იმას, თუ როგორ ახერხებს იგი ამას.
მოგეხსენებათ, რომ სული რომელიც ადამიანშია, მომცველია პროგრამა გონებისა. ხოლო სხეულს კი აქვს მისი მსგავსი პროგრამა – აზროვნება. დაბადებითვე ყოველ ადამიანს ეძლევა ერთნაირი გონების ჩანაწერის მქონე სული. ხოლო რაც შეეხება აზროვნებას, ის კი ყველას სხვადასხვანაირი ჩანაწერისა აქვს იმიტომ, რომ მას თავად პიროვნება იწერს თავისი ნაფიქრის, ნაამბობისა და მოქმედებების აღმწერი შინაარსით. ხოლო რაც შეეხება სულის გონების ჩანაწერს, ის კი იმის შესრულებულია, ვისაც ჩვენ ქრისტედ ვიცნობთ და ეს მან ეს შეასრულა მაშინ, როცა ანგელოზი იყო -ცისკრის ანგელოზად წოდებული. რასაც მიაღწია სიტყვის ძალის გამოყენებითა და ღმერთისადმი მორჩილების შედეგად. ამიტომაც ამბობს ბიბლია მასზე, რომ მისგან შეიქმნა სოფელიო; ანუ ჩვენი გაგებით კაცობრიობა. ხოლო რაც შეეხება სატანას, რომელიც იმ დროს ანგელოზი იყო. მან სიტყვის ძალის გამოყენება კი სცადა, მაგრამ ეს ღმერთისადმი ურჩობის ფონზე გააკეთა. ამიტომაც მიიღო ის შედეგი, რომ მისი სული დაეცა და ის და მისი მიმდევრები დედამიწურ მიზიდულობაში მოხვდნენ და საფუძველი გახდნენ განსხეულების პროცესისა. რისი აღწერაც დარვინმა სცადა, მაგრამ რადგანაც მას აკლდა მეორე ნახევარი – ცოდნა სულის შესახებ; ამიტომაც დარვინის თეორია დღემდე სადაო საკითხად არის დარჩენილი. აი, ამიტომ არის ადამიანში როგორც ღმერთის წილი – სულის სახით, ასევე სატანის წილი – სხეულის სახით და ამიტომაც ამბობს ბიბლია იმას, რომ რაც სულს სურს, სხეულს მისი საწინააღმდეგო სურსო. ამ საკითხზე აქ შევჩერდები, რადგან მისი მეტად განვრცობას დიდი დრო დასჭირდება და მივუბრუნდები გონების ჩანაწერს. კერძოდ კი იმას, თუ რას მოიცავს ეს ჩანაწერი. მის ასახსნელად კი მოვიშველიებ იმ საყოველთაოდ ცნობილ „აღუს“, რომელსაც პირველ სიტყვად ამბობს ყველა ახალშობილი, განურჩევლად ეროვნებისა თუ რასისა. რას ნიშნავს ეს ფაქტორი? პირველ რიგში რა თქმა უნდა იმას, რომ ყოველ ადამიანს ერთნაირჩანაწერიანი გონების მომცველი სული აქვს დაბადებით მიცემული. ხოლო შემდეგ კი იმასაც ნიშნავს, რომ ამ სამყაროში ადამიანისათვის გასაგებად ყოველივეს და ყველაფერს ერთადერთი ნამდვილი სახელწოდება გააჩნია. რაც თავისთავად იმას მეტყველებს, რომ გონება იგებს მხოლოდ ერთ სასაუბრო ენას!
რაც შეეხება „აღუ“-ს, ის არის შემოკლებულად წარმოთქმა „ადიდე ღმერთი უკუნისამდეს“. რაც იმიტომ ხდება, რომ ახლშობილის სამეტყველო აპარატი არ არის განვითარებული იმ დონეზე, რომ წინადადების წარმოთქმა შეეძლოს. ახლა კი ამ „აღუ“-ს მნიშვნელობაზე გაცნობებთ და თან დავძენ იმასაც, რომ აქ ცოდნას წარმოვადგენ ე.წ. თეორემების სახით, მტკიცებულებების გარეშე. რადგან მტკიცებულებები საკმაოდ დიდი მოცულობისაა და თანაც ისინი უკვე გამოქვეყნებული მაქვს „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებით – ყველასათვის ხელმისაწვდომად და უფასოდ. რამეთუ სიბრძნე არ იყიდება.
ახლა კი მოგახსენებთ პროგრამა გონების შესახებ, რომელიც ორგანიზმში ფუნქციონირებს სულის ენერგიის ძალით და როგორც გითხარით იგი შედგენილია ქრისტეს მიერ, ანგელოზად ყოფნის დროს ედემში ანუ მარსზე. ენერგია, რომელიც სულისმიერია და ადამიანში ვლინდება სიმართლისა და სამართლიანობის უნარით – მომცველია ხმისა, რომელიც მიღებულია ადიდე ღმერთი უკუნისამდეს 144 000-ჯერ შეუჩერებლად გამეორებით და თავის მხრივ მოიცავს მცნებას – არ იცრუო. ხმას კი, რაზედაც ახლა ვსაუბრობ, ჩვენ აღვიქვამთ ფიქრისმიერ ხმად და სიტყვათა წარმოთქმის სიჩქარეც შეესაბამება არა ჩვენს სამეტყველო დროს, არამედ შესატყვისია სიზმრის დროისა. ამიტომაც მისი კადრების ხილვა შეგვიძლია მხოლოდ და არა მთლიანობისა. ხოლო სხვისი კუთვნილების არ მითვისების უნარის შესატყვისი ენერგიის გახმოვანება კი – 144 0002-ჯერ გამეორებით მიიღება და მოიცავს მცნებას – არ იქურდო. პატიოსნების უნარის შესატყვისი ენერგიის გახმოვანება კი – 144 0003-ჯერ გამეორებით და მოიცავს მცნებას – არ იმრუშო. ერთგულების უნარის შესატყვისი ენერგიის ხმიანობა კი – 144 0004-ჯერ გამეორებით და მოიცავს მცნებას – არ კაც ჰკლა. ხოლო სინდისის უნარის შესატყვისი ენერგიის გახმოვანება კი -144 0005-ჯერ გამეორებით და მოიცავს მცნებას – პატივი ეცი მშობლებს. აი, ამიტომ აქვს მთავარი მსაჯულის როლი სინდისს მინიჭებული, ბედისწერის განსჯის დროს. რაც შეეხება კაცთმოყვარეობის გრძნობის შესატყვისი ენერგიის ხმიანობას, ის მიღებულია 144 0006-ჯერ გამეორებით და მოიცავს გიყვარდეს მოყვასი შენი მცნებას. ხოლო ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის უნარმქონეობის შესატყვისი ენერგიის ხმიანობა კი მიღებულია 144 0007-ჯერ გამეორებით და მოიცავს გიყვარდეს ღმერთი შენი მცნებას. თავის მხრივად კი, ამ მცნებების დაცვის სიმრავლით ის თვისებები ვითარდება, რომელთაც სიყვარულის გრძნობის თვისებები ჰქვია. ხოლო დაუცველობით კი – ბოროტებისა. ამასთანავე ამ მცნებათა კომბინაციური რაოდენობებით არის შედგენილი ის კანონები, რომლებზედაც ვისაუბრე წინა ვიდეო საუბარში და რომელთა განსჯითაც დგება ბედისწერის გეგმა და ისინი გაფანტული სახით არიან ბიბლიაში სიბრძნეთა სახით. ხოლო წიგნში „ბედისწერის კანონმდებლობაში“ კი, შეკრებილი სახით არიან წარმოდგენილნი.
ახლა კი ბედისწერის შექმნის მექანიზმზე გადავალ. მღვიძარ მდგომარეობაში, ადამიანის აზროვნება იმყოფება აქტიურ მდგომარეობაში და იღებს გადაწყვეტილებებს იმისას, თუ რა სურს თავის პატრონს და თანაც ეძებს გზებს მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, აზროვნება აფიქსირებს გრძნობათა ორგანოებიდან მიწოდებულ სიგნალებს და რისი აღქმის უნარიც აქვს, იმას იმახსოვრებს. ძილის დროს კი იგი ისვენებს და დროს უთმობს გონების მსაჯულებს, რომ მათ განიხილონ მისი შეგროვებული ინფორმაცია. რომელიც წარმოადგენს მისი პატრონის ნაფიქრს, ნასაუბრებსა და ნამოქმედარს. გონების მსაჯულები კი სინდისის ხელმძღვანელობით, მიღებულ ინფორმაციას ამოწმებენ შესატყვის კანონებთან შედარების მიხედვით და გამოყავთ შესრულება-არ შესრულების პროცენტები. რის გადასინჯვასაც შემდეგ სინდისი ასრულებს რწმენის კოეფიციენტის მეშვეობით და მიღებული შედეგიც არის სწორედ ბედისწერის ის გეგმა, რომელიც სამყაროს გადაეცემა ენერგიული სახით და აღსრულებაც დაიწყება დროის ფაქტორთან შესაბამისობაში. ვინაიდან ენერგიის მატერიად გარდაქმნას სათავისო დრო აქვს დადგენილი მატერიალების აგებულების თავისებურებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება რწმენის კოეფიციენტს. იგი პიროვნების ინდივიდუალური გენეტიკური კოდის ის მაჩვენებელია, რომელიც ორგანიზმში ჰპოვებს განშლას ხასიათის სახით. ის პიროვნებას ეძლევა დაბადებითვე და წარმოადგენს წინაპართაგან მიღებულ მემკვიდრულ გენს. რაც პროგრამულად არის რიცხვი, რომელიც ყოველივე პროვნებისათვის არსებობს ერთადერთი და განუმეორებელი და წარმოადგენს ინფორმაციას, ღმერთისაგან დადგენილი ბედისწერის კანონების დაცვა-არ დაცვის სახეობისა და რაოდენობის ამსახველს.
აი, ამგვარად იწერს ადამიანი საკუთარ ბედს და რადგან ამას აქამდე აკეთებდა შეუცნობლად, ახლა უკვე შეუძლია ის ცოდნით გააკეთოს და გამოისწოროს ბედი, თუკი მას ემდურის. სწორედ ამ ცოდნას უმალავდა სატანა ადამიანებს. ხოლო თუ რატომ, ამას მომდევნო საუბარში გაცნობებთ.