გაზიარება

მეორედ მოსვლა 1

ნაწილი I

მოგესალმებით. ამჯერად საუბარი შეეხება საკითხს, რომლის მნიშვნელობაც საკაცობრიო მასშტაბის მომცველობისაა. ვინაიდან გავლენას ახდენს მთელი მსოფლიო მოსახლეობის ბედზე და წარმოადგენს სრულ სიმართლეს ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. მასთან დაკავშირებით, ამჟამინდელი რეალობა მეტად სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება. იმიტომ, რომ საერთოდ ვერავინ არის შემცნობი იმ სინამდვილისა, დღეს ამ მხრივ სახეზე რა ვითარებაცაა. რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ არავინ არის მფლობელი იმ სათანადო ცოდნისა, რაც ღმერთსა და ქრისტეობის ფენომენს ეხება. ხოლო თუ რატომ ხდება ეს ასე, რა თქმა უნდა ამას აქვს თავისი საფუძველი და იგი სატანისათვის სამოქმედოდ მიცემული ხელმწიფების ხანის მონაპოვარია. რომელ პერიოდსაც ღმერთი უმეცრების დროებას უწოდებს. რადგან ადამიანთა მოდგმა ისე მოვიდა აქამდე, რომ არც საკუთარი ფენომენისა და არც ამ სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის თაობაზე წარმოდგენა არ ჰქონია. თუმცა ამის მიმხვედრი ადამიანთაგან ვერც ვერავინ არის და ყველა ნდობას უცხადებს იმ ცოდნას, რომელიც მეცნიერულ შემოქმედებას წარმოადგენს. ასეთი ვითარებაა სახეზე ჯერ კიდევ ამჟამადაც და როგორც სჩანს ასეც იქნება მანამ, სანამ ამ უმეცრების დროით მომკილი გენეტიკური შედეგები ფიზიკურად არ აისახება პირადად თითოეულ ადამიანზე. ვინაიდან უკვე იმდენად შორსწასული გახდა მისი მონაპოვარი, რომ ადამიანებს სხვის მაგალითზე ჭკუის მოხმობა აღარ შეუძლიათ. მაგრამ საკითხავი სწორედ ეს არის: გაუძლებს კი ამ შედეგების ფაქტებთან შეჯახებას ყველა?! გეტყოდით, რომ ვერა! რადგან საკმაოდ მძიმე სასჯელებია დამსახურებული და თუკი დაუყოვნებლივ არ მოხდება შესამსუბუქებელი ქმედებების ჩადენა, კაცობრიობა განადგურების ფაქტის წინაშე დადგება და თანაც არა თუ ისე შორეულ მომავალში, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ და აიმედებენ ადამიანებს; არამედ უკვე იმ დროში, რომელსაც აწმყო ჰქვია. ამიტომ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ შესწევთ უნარი მხილებული ჭეშმარიტების მაუწყებელი ინფორმაციის შეცნობისა, ვალდებულნი არიან დროულად გადავიდნენ იმგვარ ქმედებაზე, რასაც გულწრფელი მონანიება ჰქვია. მე კი ძალიან მოკლედ გადმოვცემ იმ ინფორმაციას, თუ რა ძალა აქვს იმ მონანიებას, რაზედაც ახლა მოგახსენეთ.
ადამიანმა იმიტომ ვერ შესძლო საკუთარი ფენომენის შეცნობა, რომ ამ ცოდნის მიღება შეუძლებელია ჭეშმარიტი რწმენის მქონეობის გარეშე. ვინაიდან სწორედ რწმენა წარმოადგენს განმსაზღვრელ ფაქტორს ბედისწერის შექმნაში. ხოლო ჭეშმარიტი რწმენის მფლობელობა კი შემქმნელის მიერ დაწესებული კანონების დაცვით ცხოვრებას საჭიროებს. მოგახსენებთ იმასაც, რომ სინამდვილის აღქმის შემძლეობასაც რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი განუსაზღვრავს ადამიანს და რამდენადაც მაღალია იგი, მით უფრო შემძლეა პიროვნება სიმართლის შეცნობისა. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები არათუ არიან დამცველნი ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობისა, არამედ მათ იმის ცოდნაც კი არა აქვთ, თუ რა დანიშნულება აქვს მას. თანაც არც რწმენის დანიშნულებაზე იციან სათანადოდ რაიმე და არც ბედისწერის რაობის შესახებ ნამდვილ ინფორმაციას ფლობენ. ამიტომ ცხადია არც ის იციან, რა ძალით არიან აღჭურვილი ამ სამყაროს მიმართ დამოკიდებულებაში. ხოლო ყოველივე ამან რა შედეგებიც მოუტანა კაცობრიობას, ამას კი ის ფაქტები წარმოადგენენ, რომლებიც ადამიანთა მოდგმის ამქვეყნიური ცხოვრების ამსახველნი არიან და რომელთაც ვერანაირად ვერ ეწოდებათ სასურველი.
მართალია ადრე იმის თაობაზე ფიქრით არავინ იწუხებდა თავს, რომ ცოდვების ჩადენა, ბედისაგან სასჯელის მომკას იმსახურებდა. მაგრამ ამჟამად, ეს საკითხი უკვე აფიქრებთ ადამიანებს. თუმცა მის შესახებ რეალობა კი ისეთია, რომ ვეღარავინ არის იმის გამრჩევი, სინამდვილეში რა ითვლება ცოდვად და რა კიდევ არა. განსაკუთრებით კი ეს ეხება ღმერთის რწმენისადმი დამოკიდებულებას. რომელსაც მინიჭებული აქვს გადამწყვეტი როლი ბედისწერის შექმნაში და ძალზედ სამწუხაროა ის, რომ ეს არ იციან ადამიანებმა.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოგახსენებთ იმას, რომ ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის ცოდნის დონე უმეცრების ზენიტშია სინამდვილის აღქმასთან მიმართებით. თუმცა ყველას კი იმის სჯერა, რომ განათლების მწვერვალებს მიაღწია ადამიანურმა შემეცნებამ და ამიტომ რაც ახლა მოგახსენეთ, ცხადია ამის მოსმენა არც არავის მოეწონება. მაგრამ ის რომ სრული სიმართლეა, ამის მტკიცებულებას უკვე ყოველდღიურ ფაქტებად ავლენს რეალობა და თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება მის სისწორეში; მას ვეტყოდი იმას, რომ დიდხანს ლოდინი აღარ დასჭირდება პასუხის მისაღებად. რადგან ფაქტობრივი შედეგები უკვე ყველას კართან არის გამზადებული და მხოლოდ კარის გამოღებასღა საჭიროებს. ამასთანავე ყოველი ადამიანიც უკვე კართან არის მისული და კარის გამოღებისათვის მზადყოფნის მდგომარეობაშია. ხოლო რაც შეეხება შედეგებს, მასზე კი მოგახსენებთ იმას: რომ ნურავინ იქნება დაიმედებული იმაში, რომ უცოდველია და ღვთის წყალობას მოიმკის მხოლოდ. ვინაიდან სამწუხაროდ სინამდვილე საპირისპიროა და თუკი ვინმეს გონება ჯერ კიდევ შერჩა ნაწილობრივ ფხიზელ მდგომარეობაში მაინც, დაუყოვნებლივ უნდა შეეცადოს იმის მიღწევას, რომ ბედისწერისაგან დაიმსახუროს კარის გაღების დაყოვნებისა და მომკილი შედეგების შეცვლის განაჩენის გამოტანა. რისი ასრულების ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ და ის კი გახლავთ მონანიების გზაზე დადგომა „ზევიდან ქვევით“.
რას ნიშნავს მონანიების გზაზე დადგომის „ზევიდან ქვევით“ მიმართულება?! ახლა სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებ და იგი თავისთავად მოიცავს ჭეშმარიტი ინფორმაციის გაცხადებასაც მეორედ მოსვლის შესახებ.
არა მგონია ადამიანი იმაზე მეტად დააზარალოს რაიმემ, რასაც მისი სიცრუეში ყოფნა ჰქვია. რადგან სამყარო ყოველდღიურად მხოლოდ სიმართლეს წარმოადგენს ფაქტებად და ამიტომაც სიცრუეს დაყრდნობილობა ყოველთვის იმედგაცრუებით მთავრდება. სიცრუის გავლენაში მოქცეული ადამიანი კი ამას ვერ ხვდება და მუდმივად გამართლების მოლოდინშია. თუმცა ეს მოლოდინი გრძელდება უსასრულოდ და სამწუხაროდ, მთელი მისი ცხოვრებაც ამ ლოდინში გადის. გადაჭარბებულად ნათქვამი არ იქნება ის, თუკი ვიტყოდი იმას, რომ ამჟამად სრულიად მსოფლიო მოსახლეობა სიცრუის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული და თანაც ეს ეხება ნებისმიერი კატეგორიის სფეროს: დაწყებულს პირადულიდან – დამთავრებულს ღმერთის რწმენისადმი საკითხებში. ამიტომაც ვერავის ძალუძს სინამდვილის სათანადო დონეზე შეცნობა და სიცრუეს მყარად დაყრდნობილნი, მთელი ძალით ებრძვიან სიმართლის სხივის გამონათებას. მაგრამ ამით დაზარალებული ვინ რჩება?! რა თქმა უნდა თავად ადამიანი! თორემ ადგილს დღეს თუ სტიქიური კატაკლიზმი გადაუვლის, ხვალ ის ისევ ადგილად დარჩება. რასაც ვერ ვიტყოდი, მასზე მცხოვრებ ადამიანებზე. რომელთა სიცოცხლეებიც ეწირება გამძვინვარებულ სტიქიას და ყველაზე მეტად სამწუხარო სიმართლე კი ის არის, რომ თითონ ადამიანებმა არ იციან ის, რომ სტიქიური უბედურებების გამოწვევის მიზეზი თავადვე არიან და თანაც არა მხოლოდ ხელით ნამოქმედარის გამო, არამედ უფრო მეტად იმ გადაგვარებული გრძნობების შედეგების გამო, რომელი გრძნობებიც სრულიად საწინააღმდეგო გაიხადეს იმისა, რაც სინამდვილეში უნდა ჰქონოდათ. რაც იმიტომ ხდება, რომ ეს მატერიალური სამყარო სრულებითაც არ გახლავთ ისეთი, როგორიც ის ადამიანებს აქვთ წარმოდგენილი თვალთახედვაზე დაყრდნობით მიღებული წარმოსახვის ფონზე. უფრო მეტსაც გეტყვით: არც ადამიანური შეცნობადობის დონეა იმგვარი, რომ ამ სამყაროს სრულყოფილი მოდელის სახიერი წარმოდგენა შესძლოს და ანდა მისი სრული ფუნქციონური მექანიზმი შეიცნოს. ამიტომ ის მეცნიერული ცოდნა, რაზედაც დაყრდნობილია სამყაროს შესახებ ცოდნა, არათუ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ახლოსაც კი ვერ მივა მასთან. ამიტომაც ადამიანებმა არ იციან ის, თუ რა სიმძლავრის ძალით არიან აღჭურვილნი და წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ იმისა, თუ რა წვლილი შეაქვთ ამ სამყაროს ფუნქციონირებაში. რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ადამიანური ცნობიერების საზომი, გამორჩეულობას არის დაქვემდებარებული და საყრდენად თვალთახედვა აქვს. ხოლო დანარჩენი გრძნობების ფუნქციონირების შედეგებს კი ნაწილობრივ ან მთლიანად უგულებელყოფს. ამიტომ რასაც მისი თვალი ვერ ხედავს, მის არსებობაზე ან მცირედი წარმოდგენა აქვს და ანდა საერთოდაც უგულებელყოფს მას.
აქ ცოტათი გადავუხვევ მთავარი თემიდან და ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ იმაზე, რაც ჩემგან მოწოდებულ ინფორმაციას ეხება. აქამდე თავს ვიკავებდი იმის თქმაზე, რასაც ახლა ვიტყვი. იმიტომ, რომ შესაბამის დროს ველოდი. ახლა კი უკვე დადგა ეს დრო და ეს რომ ასეა, ამაზე ისინი დამეთანხმებიან, რომელნიც გაეცვნენ „უფალია ჩვენი სიმართლით“ წლების წინათ გადმოცემულ ინფორმაციას. რადგან უკვე ყოველდღიურად ხდება ზედმიწევნით ზუსტად აღსრულება მასში წარმოდგენილი ცნობებისა და ასეც გაგრძელდება და ბოლომდე ასრულდება კიდეც ყოველი! მინდა გაგიმხილოთ ისიც, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ რა ცნობებიც მასშია გადმოცემული, ჩემს მიერ ყოველივეს ხილვის შემძლეობაც მოხდა გონების თვალის მეშვეობით და რისი პრაქტიკულად გამოცდაც შესაძლებელი იყო, ისინი კი ჩემზე გამოიცადა. ამიტომ მისით გადმოცემული ცოდნა ჭეშმარიტია. რასაც მტკიცება არ სჭირდება იმიტომ, რომ უკვე თავად სამყარო ავლენს ფაქტებად მის მტკიცებულებას.
ამ მცირედი მიმოხილვის გაკეთება იმიტომ ჩავთვალე აქ საჭიროდ, რომ ისეთი განცხადება უნდა გავაკეთო, რაც სრულიად მოულოდნელობა იქნება ყველასათვის. თუმცა უკვე ამის გარეშეც არ იქნება! რადგან დრო აღარ ითმენს. ამასთანავე მოგახსენებთ იმასაც, რომ ჩემგან გაცხადებული ინფორმაცია მართალია საქვეყნოდ ხელმისაწვდომად არის გამოქვეყნებული, მაგრამ იგი მაინც დაფარულია მრავალთათვის იმიტომ, რომ მხოლოდ მცირედნი იმყოფებიან მის გასაგებად საჭირო გონებაგახსნილობის დონეზე. ამ განაცხადით იმას ნურავინ იფიქრებს, რომ ადამიანთა მთელი მომცველობიდან, მხოლოდ ერთეული რაოდენობა არის გონებაგახნილი და თითქმის მთელი მსოფლიო მოსახლეობა კი – გონებამიძინებული. არა, ეს ნამდვილად არ არის ასე. თუმცა მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ზე კი ვრცელდება გონების მიძინების ფაქტორი. მაგრამ 1/3 – იც არ არის მცირე რაოდენობა. მაშინ რატომ ვერ არიან ამ ცოდნის შემცნობი უფრო მეტი, ვიდრე ეს სახეზეა? ამას აქვს თავისი მიზეზი და ეს გახლავთ ის, რომ ქართულ ენაზე ცხადდება დაფარული სახარების მხილება და როგორც რეალობა ამოწმებს, სამწუხაროდ ვითარება ასეთი ყოფილა: ამ ენაზე მეტყველთაგან, მხოლოდ მცირედიღა დარჩენილა გონებაგახნილ მდგომარეობაში. თუმცა რაოდენობა როდი გახლავთ მთავარი, არამედ მთავარი ხარისხია და სწორედაც მის ასამაღლებლად ცხადდება კიდეც საჭირო ცოდნა საიმისოდ, რომ მათ მიერ მის გამოყენებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადგილი!
ახლა კი პირდაპირ ვიტყვი სათქმელს და ეს არის ცნობა იმისა, რომ ქრისტე ადამიანის სახით უკვე მოსულიც არის და ასრულებს კიდეც იმ მისიას, რისთვისაც იქნა საჭირო მისი მოვლინება. რაც მდგომარეობს მის ნამდვილად მომლოდინეთა ხსნაში. ხოლო რაც შეეხება ანტიქრისტეს, მას უკვე უმთავრდება სამოქმედო დრო და სწორედ მის წასვლას უკავშირდება იმ მოვლენების განვითარება, რასაც მეორედ მოსვლის თაობაზე აცხადებს ბიბლია. ვინაიდან ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა ასეთი გახლავთ: თუ არ მოხდება განადგურება დათესილი ბოროტებისა და არ გასუფთავდება ადგილი, ისე დათესილი სიკეთის ნაყოფი ვერ გამოჩნდება. ხოლო რაც შეეხება ადგილს, ის მხოლოდ მიწის ტერიტორიას როდი ნიშნავს, არამედ ადამიანის გულსაც! ამიტომ ანტიქრისტესა და მის ძალისმიერთა წასვლამდე, ქრისტეს ცნობადობა ვერ მოხერხდება.
ახლა კი იმაზე გაცნობებთ რა მოხდება ფაქტობრივად ამ დროს. მოგეხსენებათ, რომ ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს მხოლოდ: კეთილი ან ბოროტი და მათ შორის საშუალო არ არის იმიტომ, რომ სიკეთეც და ბოროტებაც ძალისმიერია. ძალა კი ენერგიის თვისებაა და მას მიმართულება გააჩნია. როგორც ცნობილია კიდეც, სიკეთე და ბოროტება ურთიერთსაპირისპირო თვისებებით ხასიათდებიან. რაც იმის მიზეზით ხდება, რომ ექვემდებარებიან საპირისპირო მიმართულების ძალას. ამიტომაც ცხადია, რომ მათი გავლენა ადამიანში გამოიწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების ჩამოყალიბებას. რომელთაგან ერთს სიძულვილის ძალა განაგებს და მეორეს კი სიყვარულისა. სიძულვილის ძალის საყრდენი, სიცრუეა და სიყვარულისა კი – სიმართლე. აქ კი იმას მოგახსენებთ, რაც ყველასათვის ცნობილია და ეს არის სიცრუის მხილების ფაქტორი მაშინ, როცა მისით გადაფარული სიმართლე ფაქტებად ასრულდება. ფაქტობრივ სამხილებს კი წინ ვერაფერი დაუდგება იმიტომ, რომ ამ დროს ხდება თვალთახედვისათვის შეუმჩნეველი პროცესის განვითარება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: სიმართლის ფაქტებით მხილების დროს, ადგილი ეძლევა სიცრუის ძალის დასუსტებას. რაც მის მფლობელთა შორის იწვევს შიშის ფაქტორის გაძლიერებული სახით ამოქმედებას. ხოლო გამომდინარე ამჟამინდელი ბოლო ჟამის დროების შედეგებიდან, შიშიანობის ზღვრული დონე მიღწეული გახლავთ ადამიანისათვის დასაშვები ზომის მაქსიმუმს და ეს კი სასიკვდილო მდგომარეობის დადგომას იწვევს ორგანიზმში; იმ მიზეზის ამოქმედების ფონზე, რა კატეგორიის საფუძველი სიცრუეც იყო მასში გაბატონებული. ამასთანავე იმასაც შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ რამდენიც არ უნდა ეცადოს ადამიანი, ვერანაირად ვერ დაიცავს თავს რიგი სახის სიცრუის არ დაჯერებისაგან. რადგან სიცრუეთა სიმართლედ გამოცხადებას ემსახურება პრესა თუ მედია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ამ პროცესს როგორმე გადაურჩეს ვინმე, გახლავთ გულწრფელი მონანიება და თანაც დაუყოვნებლივ! ვინაიდან მისით მიღებული შედეგით ადამიანი შედის სიმშვიდის ზონაში. რაც ღმერთისმიერი დაცვის ზონაა და გულისხმობს შემდეგს: როგორც კი შეიქმნება საფრთხის მოახლოების საშიშროება, მაშინვე ამოქმედდება დაცვის მექანიზმი და საფრთხის მიზეზის გაუნებელყოფას ექნება ადგილი. რაც მოხდება სხვადასხვა ფორმით და შემდეგ კი მასზე ადამიანი იტყვის იმას, რომ კიდევ კარგი ასე მოხდა, თორემ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდიო.
რაც შეეხება თანამედროვე დროს, სამწუხაროდ რეალობა ის გახლავთ, რომ ამ სიმშვიდის ზონაში ყოფნის შემძლეობას მოკლებულია სრულიად მსოფლიო მოსახლეობა – გლობალური სიცრუის პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ ყოფნის გამო. ამიტომაც, როგორც უკვე გითხარით კიდეც, გამოსავალი ერთადერთი არსებობს მხოლოდ და ეს არის მონანიება „ზევიდან ქვევით“. რაც გულისხმობს მონანიების დაწყებას ღმერთის რწმენის მიმართ ჭეშმარიტი სიმართლის შეცნობით და აუცილებლად მის საქმით დადასტურებას. ხოლო თუ რა იგულისხმება მასში, ამის გაგება კი მსურველს შეუძლია me-sia.com საიტზე განთავსებული იმ ინფორმაციის საშუალებით, რომელიც ეხება ქრისტესა და ანტიქრისტეს შესახებ გაცხადებულ ცოდნას.
ახლა კი დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.


ნაწილი II


მოგესალმებით. ამჟამინდელი საუბარი შეეხება იმას, თუ ვინ არიან ქრისტეს ნამდვილად მომლოდინენი. რომელთა სახსნელადაც გახდა საჭირო ქრისტეს მეორედ მოვლინება ადამიანის სახით. ამ ცოდნის გაცხადება აუცილებელია იმიტომ, რომ არავის უნდა შეეშალოს ისინი იმათში, რომელნიც ქრისტიანული რელიგიისა თუ სექტების წარმომადგენლები არიან და სინამდვილეში არც ღმერთთან და არც ქრისტესთან მათ საერთო არა აქვთ რა.
რაოდენ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბიბლიის მრავალ ენაზე თარგმანისა, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მისი საშუალებით ჭეშმარიტი სიმართლის შეცნობა შესძლონ ადამიანებმა. მაინც არ მოხდა ის, რომ მასში გადმოცემული ცოდნა სათანადოდ გაეგოთ მათ და სატანის მიერ დაგებულ მახეში არ გაბმულიყვნენ. არსებული ფაქტები ადასტურებენ იმ მწარე რეალობას, რომელიც სახეზეა და ვლინდება იმაში: რომ ღმერთის სახელით ნიღაბმორგებულმა რელიგიებმა და რელიგიურმა სექტებმა, ადამიანები ღმერთს ძალიან დააშორეს კიდეც და თანაც რაც ყველაზე დიდი საშინელებაა, ის მოიმოქმედეს: საკუთარ წიაღში გამოზარდეს ანტიქრისტე და დღეს რა გონებამიძინებულ მდგომარეობაშიც იმყოფება მსოფლიო მოსახლეობა, ეს მისი უდიდესი დამსახურებაა. ამჟამად მსოფლიოში არსებული მდგომარეობის ზუსტი შეფასება, სამწუხაროდ ასეთი გახლავთ: კაცობრიობა გონების ღრმად მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფება და ამის მიმხვედრი კი არც არავინაა და ვერც იქნება მანამ, სანამ მომკილი შედეგები ფაქტებად არ დაატყდებათ თავს. თუმცა ეს კიდევ საკითხავია, რამდენი შესძლებს ამ სიტუაციიდან ცოცხლად გადარჩენას?! ეს განცხადება, რა თქმა უნდა არც ვინმეს შესაშინებლად არის გამიზნული და არც მისი უტყუარობაა საეჭვო. რამეთუ უკლებლივ ყველა ის ცნობა, რაც ჩემს მიერ იქნა გაცხადებული, უკვე აღსრულების ფაზაშია შესული და ყოველდღიურად, საყოველთაოდ ხილვადობის დონეზე ფაქტების სახით ვლინდებიან კიდეც. ათ წელზე მეტი პერიოდია, რაც საქვეყნოდ გაფრთხილებას გაფრთხილებაზე ვიძლევი სტიქიური კატაკლიზმების სიმძლავრის გაძლიერებისა და მათი ყოველდღიურობის რეჟიმზე გადასვლის საშიშროებაზე. რის პასუხადაც: დუმილი, დაცინვა, ან „რა სისულელეა“ იყო მხოლოდ. მაგრამ ახლა, როცა უკვე მდგომარეობა შეიცვალა და ფაქტის წინაშე დადგა მსოფლიო მოსახლეობა. ყველა იძულებული გახდა იმისა, რომ შეშფოთება გამოხატოს არსებულ სიტუაციაზე. რისთვისაც პასუხს მეცნიერთაგან ითხოვენ და შველას კი მთავრობებს სთხოვენ. მაგრამ აქაც შეცდომის დაშვებას აქვს ადგილი. ვინაიდან სიმართლე სულ სხვაგვარი გახლავთ და სრულიადაც არ შეესაბამება მათ მიმართ იმედის ჰქონას. რადგან არცერთ მათგანს არ შეუძლია არც სტიქიის შეჩერება და მითუმეტეს, ვინმეს გადარჩენა. თუმცა იმასაც მოგახსენებთ, რომ საშველი ნამდვილად არსებობს და თანაც ერთადერთი მხოლოდ! რაც მდგომარეობს იმ ცოდნის მიღებასა და მის გამოყენებაში, რომელსაც გთავაზობთ. თუმცა აქაც არის აღსანიშნავი ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი და კერძოდ კი ის, რომ ამ ცოდნით აღჭურვის შემძლეობის მქონე ყველა როდია; არამედ არიან მხოლოდ ისინი, ვინაც ქრისტეს ნამდვილად მომლოდინეთა კატეგორიას განეკუთვნება და მათ მიმართ ვიტყოდი იმას, რომ მათთვის უკვე სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს ამ ცოდნის დაუყოვნებლივ შეცნობა და მისით ნაბიჯების გადადგმა. რამეთუ წარღვნითი მოვლენების განვითარება მთლიანი საკაცობრიო მასშტაბით არ წარიმართოს. თორემ რაც შეეხება მის საერთოდ შეჩერებას, ეს კი უკვე ვეღარ მოხერხდება.
ახლა კი იმის შესახებ მოგახსენებთ, თუ როგორ ქმედებას უნდა მიეცეს ადგილი და თანაც ვის მიერ. უპირველეს ყოვლისა კი, ეს ეხება ქართულ ენაზე მეტყველ ხალხს! საქართველოში მცხოვრებთაც და მსოფლიოს კიდით-კიდემდე გაფანტულთაც. რომელთაც ემიგრანტები ჰქვიათ და წარმოადგენენ აღმსრულებელს ბიბლიით გადმოცემული იმ კანონისა, ქვეყნიერების კიდით-კიდემდე სიონელების გაფანტვას რომ ეხება. მათთვის უკვე აუცილებელია იმის ცოდნა, რომ კაცობრიობის მიმართ განხორციელებული ქმედებების საწყისად არიან დასახელებული ღმერთის მიერ. რადგან წარმომადგენელნი არიან იმ იუდეველთა შთამომავლებისა, რომლითაც გრძელდება ქრისტეს გენი. ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ პირველად მათ უნდა შეხებოდათ და ეხებათ კიდეც ყოველგვარი განაჩენის აღსრულების საწყისი. იმიტომ, რომ ამჟამინდელი ქართული სიტყვებით არის მხოლოდ შესაძლებელი გონებაში მყოფი დაფარული სიმართლის შეცნობა და მისით ცხადდება კიდეც მხილებული. ხოლო სხვა ენაზე მეტყველებმა კი, ძალიანაც რომ მოინდომონ მისი გაგება, ამჯერად მას ვერ მოახერხებენ, ქართულენოვან პიროვნებათა მიერ საჭირო ქმედებათა განხორციელების გარეშე. მაგრამ მათ რომ ეს შესძლოთ, ჯერ თავად უნდა იყონ სათანადო დონეზე მცოდნე ამ ინფორმაციისა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ შემძლეობა მისი სხვებისათვის გაზიარებისა იმისდა შესაბამისად, როგორ უნარსაც ფლობენ – თარგმნისას თუ სხვებისათვის იმ ენის შესწავლისას, რომლითაც შესძლებენ ამ ცოდნის მიღებას.
რაც ახლა გაცნობეთ, ეს ის სინამდვილეა, რაც უკვე აღსრულებაშია გადაცემული და ამიტომაც ახლა ასე თამამად ვაცხადებ მას. რაც ადრე არ გამიკეთებია იმ მიზეზით, რომ სიცრუის ბატონობის ეპოქაში ყოფნა არ იძლევა საზოგადოებისათვის სიმართლის დაჯერების შესაძლებლობას მანამ, სანამ ფაქტებად თავს არ დაატყდებათ სიმართლე, სიცრუის ზეგავლენით არხეინად მყოფთ.
ამრიგად იმის თაობაზე მოგახსენებთ, რის შესახებაც აქამდეც ვიძლეოდი გაფრთხილებებს. მაგრამ მისი მოსმენა და მითუმეტეს შესმენა, არავის უნებებია. ცხადია ყველასათვის ინდივიდუალური უფლებაა დაშვებული იმაზე, სიმართლის მისაღებად სიტყვიერად შეტყობინება იქნება მისთვის საკმარისი თუ ფაქტებთან შეჯახება აიძულებს მის მიხვედრას. მაგრამ ჩემი ვალდებულება კი ის არის, რომ ის ცოდნა გავაზიარო, რაც სინამდვილეს შეეხება და გახლავთ ის, რომ იგი ეხება როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ადამიანთა მთელ მოდგმას და არის შემდეგი: ადამიანის ბედისწერის შექმნა, ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის განსჯით ხდება. კანონებით განსჯილი განაჩენი კი ენერგიული გზის საშუალებით გადაეცემა სამყაროს საიმისოდ, რომ მოხდეს მისი ფაქტების სახით წარმოდგენა. რასაც ჰქვია აღსრულების დრო ანუ ბიბლიურად „ამინი“ და სათავისოდ აქვს გათვლილი პიროვნულ სასიცოცხლო პერიოდს – ეპოქიალურისა და მთლიანი საკაცობრიო ჟამის მიხედვით. მოგახსენებთ იმასაც, რომ ეპოქიალური პერიოდის საზომის მოქმედება უკვე დასრულდა და ამჟამად სამყარო გადავიდა საკაცობრიო მასშტაბის დონის განსჯაზე. ამიტომაც არცერთი ნიუანსი არ დარჩება ისეთი, რომ არ მოხდეს მისი ფაქტებად აღსრულება. ეს ცნობისათვის!
ახლა კი გადავალ იმის გასარკვევად დასახმარებელი ცოდნის გაცხადებაში, თუ ვინ შეიძლება იყოს ქრისტეს ნამდვილად მომლოდინეთა კატეგორიის წარმომადგენელი. რისი ცოდნაც საჭიროა იმიტომ, რომ ძალიან ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს ამ საკითხზე და რაღაც სულიწმიდას შემოსვლასა და მსგავს რაღაცეებზე საუბრობენ. რაც ყოველივე არასწორია და მსგავსი რაღაცეებით ანტიქრისტე ახდენს ზემოქმედებას ადამიანებზე საიმისოდ, რომ დაიმედებულნი იყვნენ იმაში, თავი ღვთის რჩეული რომ ეგონოთ. ამიტომაც აღარც მოისურვებენ სიმართლის მოსმენას და ეს კი მათ ძალიან დააზარალებთ. ასეთი სიტუაციის შექმნის შემძლეობა კი ანტიქრისტეს იმიტომ მიეცა, რომ ხალხი რელიგიას მიიჩნევს ღმერთის ძალით მართულად და მის წარმომადგენლებს კი, ღვთისაგან მოვლინებულებად. ხოლო რაც შეეხება თავად ანტიქრისტეს, ის კი გაკერპებული ჰყავთ. სინამდვილე კი სულ სხვაგვარია და სიმართლეც ის გახლავთ, რომ განურჩევლად ყველა სახის რელიგიური წარმონაქმნი, სატანური ძალით არის მართული. თანაც სამწუხაროდ, ამჟამად უფრო მეტიც ხდება. რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველი სახის რელიგიური მიმდინარეობის მართვის სადავეები, ანტიქრისტეს უჭირავს ახლა ხელთ და მსოფლიო მოსახლეობის გონებაზე ღმერთის სახელით ახდენს ზეგავლენას. ხოლო ამის შედეგად კი სამყარო რა პასუხსაც იძლევა, ყოველივე ფაქტების სახით სახეზეა კიდეც და როგორც ხედავთ, ვლინდება მსოფლიო დონის მასშტაბის მომცველობისა და ყოველდღიურობის რეჟიმზე გადასული უბედურებების მომკით. ამიტომ ვალდებული ვარ, რომ პირდაპირ გითხრათ სიმართლე, რომელიც ასეთია: თუკი დაუყოვნებლივ არ მოხდება იმათი გონს მოგება, ვისაც ამისი უნარი ჯერ კიდევ შესწევს და საჭირო ქმედებებს არ განახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად საკაცობრიო მასშტაბის კატასტროფის მოხდენა გარდაუვალია! ამასთანავე გაცნობებთ იმასაც, რომ ბედისწერის განაჩენის აღსრულებას ასეთი თავისებურება ახასიათებს: მოსახდენი მოვლენის პროცესის დაწყების წინა წამსაც კი არ შეუძლია ადამიანს იმის გაგება, რაც უნდა მოხდეს. თუმცა გონების გახსნის სათანადო დონეზე ყოფნას თუკი აქვს ადგილი და თანაც ამოსაცნობი ნიშნების ცოდნასაც. მაშინ მოვლენის მოსაახლოებლად განვითარებული ნიშნების მსვლელობის დროს უკვე მისახვედრია ის, თუ რის აღსრულებასაც ექნება ადგილი. აი, სწორედ ამიტომაც ვიძლევი გაფრთხილებას გაფრთხილებაზე და ამასთანავე იმ გამოსავალსაც გაცნობებთ, რასაც დახმარების გაწევა შეუძლია უბედურებისაგან თავის დაღწევაში.
ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, თუ ვინ შესძლებს ჩემს შესმენას და ამ კატეგორიას კი ბიბლია ქრისტეს მომლოდინეებს უწოდებს. ყველასათვის ცნობილი ცოდნაა ის, რომ ამ სამყაროსეული კანონზომიერება მიზიდულობა-განზიდულობის კანონქმედებაზეა დამყარებული და ეფუძნება მსგავსებათა მიზიდულობას. ადამიანთა შემთხვევაში კი, ეს კანონქმედება ვრცელდება ორმხრივი კატეგორიის დაჯგუფებით და განიგება ღვთიური და სატანური ძალის ზემოქმედების შედეგად. სამყაროს შემქმნელის მიერ დადგენილი კანონის მოქმედების თანახმად, ყველა და ყველაფერი თავისი მსგავსისაკენ მიისწრაფვის და ვისშიაც ღვთიური ძალა მყოფობს, იგი მათ აღუძრავს სურვილს ჭეშმარიტების შეცნობისას და შესძლებენ კიდეც მის გაგებას!
მაშასადამე სიმართლე ასეთია: ვინც ქრისტეს ნამდვილად მომლოდინეა, იმით გამოიცნობა, რომ ამჟამად გავრცელებული მრავალ სახეობრივი ინფორმაციიდან, შესძლებს გამორჩევას იმისას, რომელიც ჭეშმარტია. შემდეგ კარგად შეიმეცნებს მას და მისი მითითებებითაც იმოქმედებს. ხოლო რაც შეეხება ყოველივე ამის შედეგს, გადადგმულ ნაბიჯთა შესატყვისად, მას ღვთის წყალობის მომკა არ დაუყოვნდება და საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებისდა შესაბამისად, დროც საკმარისი მიეცემა.
ამრიგად, როგორც ამას ღმერთის მიერ დაწესებული კანონი იუწყება, ამჟამად ზუსტად ისე მიმდინარეობს მსოფლიო მოსახლეობის საყოველთაო განკითხვა. პირველად განიკითხებიან ისინი, ვინაც იმ ენაზე მეტყველებენ, რომლითაც მხილებული ჭეშმარიტება ცხადდება და შემდეგ კი სხვები. თანაც ყოველივე იმგვარად ხდება, რომ ამის გამააზრებელი ვერც ვერავინაა.
ახლა კი მიმაჩნია, რომ მეტი კომენტარი საჭირო არ არის და ამიტომ დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.

ნაწილი III


მოგესალმებით. ამჟამინდელი საუბარი ეხება ისეთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ადამიანური აზროვნება. კერძოდ კი განვიხილავ იმას, თუ რამდენად აქვს მას იმის შემძლეობა, რომ ჭეშმარიტებას დაუახლოვდეს ან დაშორდეს და თანაც რა არის ყოველივე ამის მიზეზი. საამისოდ კი საჭიროა ჭეშმარიტების რაობის შესახებ გავაკეთო კომენტარი ძალიან მარტივი განსაზღვრებით. ხოლო რაც შეეხება მისი განმარტების ბიბლიურ ვერსიას, ის კი უკვე მაქვს წარმოდგენილი.
თუ რა არის ჭეშმარიტება, ამ საკითხზე საკმაოდ მრავალმხრვ მსჯელობას აქვს ადგილი და ისეთ დასკვნამდე მისვლასაც კი, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს. თუმცა ვინ რას გულისხმობს მასში, ეს კიდევ საკითხავია. მე კი მოგახსენებთ იმას, რაც სათვალჩინო რეალობაა და მდგომარეობს შემდეგში: მატერიალური სამყაროსათვის არსებობს ჭეშმარიტება, რომელიც მისი შემქმნელის მიერ მხოლოდ მისთვის არის დადგენილი. ხოლო ამ სამყაროს მიღმა თუ რა ხდება და რა ჭეშმარიტება არსებობს, ეს მიუწვდომელია არა მარტო ადამიანური ცნობიერებისათვის, არამედ თვით ანგელოზთათვისაც კი.
რაც შეეხება იმას, თუ რას წარმოადგენს ის მატერიალური სამყარო, რომლის შემადგენელი ნაწილიც ჩვენც ვართ. ის გახლავთ ცის ყინულოვანი თაღებით შემოსაზღვრული სივრცე და მასში არსებული ყოველივე. მართალია ადამიანური თვალთახედვის საზომით იგი უზარმაზარი და უსასრულო სჩანს, მაგრამ მისი შემქმნელი ღმერთისათვის ასე როდია. არამედ შესაძლოა იმგვარი მოცულობისაცაა, როგორიც მაგალითად ადამიანისათვის, მისივე შექმნილი კომპიუტერი. იმასაც დავამატებ, რომ ეს შედარება უმიზნოდ არ გამიკეთებია. რადგან ეს სამყაროც ზუსტად იმგვარი პრინციპით ფუნქციონირებს, როგორადაც კომპიუტერი. ამიტომაც მისთვის ჭეშმარიტებას ის წარმოადგენს, რა პროგრამაც მისმა შემქმნელმა დაუწესა მას. ხოლო მისი ბინადარი ადამიანისთვის გასაგებად კი, სიტყვებად დაალაგა და მას ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობა ჰქვია. რომლის კანონებიც ყოველი ადამიანის გონების მომცველობაშია დაფიქსირებული და რომელთა აზროვნებით შეცნობაც მოახერხა ადამიანთა გარკვეულმა კატეგორიამ და წმინდა წერილების სახით წარმოუდგინა თავის მოდგმას.
ახლა კი ორიოდ სიტყვით ვიტყვი იმაზე, რაც არაერთხელ მითქვამს და შეეხება ადამიანურ ფენომენს. ადამიანი არის ცოცხალი არსება, რომელიც შედეგია სულისა და სხეულის ნაერთით მიღებული გამთლიანების და რომლის სიცოცლისუნარიანობაც დამოკიდებულია სხეულში სულის ფუნქციონირებაზე – სულის, რომელიც მომცველია პროგრამა გონების და სხეული კი, პროგრამა აზროვნების. ხოლო თავად სიცოცხლის ხარისხი და ხანგრლივობა კი განპირობებულია ამ ორი პროგრამის თანხმობის ნიადაგზე ჩადენილი ქმედებებით წარმოებულ ძალაზე.
მოგახსენებთ იმასაც, რომ მატერიალურ სამყაროში ყოველივე ყოფითია და რა თქმა უნდა, სულიც! კერძოდ კი, იგი მატერიის ის სახეა, რასაც მეცნიერება ველს უწოდებს. მართალია ადამიანური თვალთახედვა მას ვერ ხედავს; მაგრამ მისი არსებობის დასტური, სხეულის სიცოცხლისუნარიანობაა. რაც მაშინვე დასრულდება, როგორც კი სული განშორდება სხეულს.
ვიმედოვნებ შევძლებ იმას, რომ საყოველთაოდ გასაგებად წარმოვადგინო ის, რისი თქმაც მსურს. ამიტომ გთხოვთ ყურადღებას:
მართალია ადამიანს მიცემული აქვს მოქმედების თავისუფალი ნება; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ღმერთის მიერ დადგენილი იმ კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც შემქმნელმა თავის ქმნილება მატერიალურ სამყაროსა და მის შემადგენლობაში მყოფ ყოველივეს, თავისი შემადგენლობისდა გათვალისწინების შესაბამისად დაუდგინა. ადამიანის თავისუფალი ნება იმას გულისხმობს, რომ მას შეუძლია არჩევანი გააკეთოს იმაში, დაიცვას თუ დაარღვიოს ღმერთის მიერ ადამიანისათვის დაწესებული სასიცოცხლო მნიშვნელობის კანონები. ცხადია, რომ მათი დაცვით იცოცხლებს ბედნიერად და ჯანმრთელად. ხოლო დარღვევებით კი – უბედური ცხოვრებით დაასრულებს ამქვეყნიურ არსებობას.
რატომ სჭირდება ადამიანს მათი დაცვა? ვეცდები ძალიან მარტივად გავცე ამ კითხვას პასუხი. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი არის ქმნილება. ქმნილება კი საარსებოდ საჭიროებს საფუნქციო ინსტრუქციას. რისი აუცილებლად შესრულებაც მისი მოვალეობაა საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს არსებობა. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ინსტრუქციით მითითებული წესების დაცვა? ცხადია მისი არსებობა ხარვეზებით წარიმართება. ხოლო საბოლოოდ კი მწყობრიდან გამოვა და უფუნქციო გახდება. რასაც ადამიანის შემთხვევაში უიღბლოდ და უბედურად ცხოვრება და საბოლოოდ სიკვდილით დასასრული ჰქვია. მაგრამ არც იმის არ აღნიშვნა შეიძლება, რომ ქმნილების ხარვეზებით ფუნქციონირება, იმ ადგილ-გარემოსაც აზიანებს, სადაც თავად იმყოფება.
აი, სწორედ ამ ადგილ-გარემოზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება და გაცნობოთ ის, რაც ჯეროვნად არავინ იცის და ეხება სულს. მასზე გეტყვით იმას, რომ იგი სხეულს რომ ზრდის და მის სიცოცხლეს უზრუნველყოფს, ეს ცოდნა ასე თუ ისე ცნობილია ადამიანთა გარკვეული ნაწილისათვის მაინც. თუმცა საიდან აქვს მას ამის ძალა, ამაზე სათანადოდ არავინ დაფიქრებულა. რაც იმის მიზეზია, რომ ადამიანებს წესიერად ისიც კი ვერა აქვთ შეცნობილი, სული აქვთ თუ არა. როცა ამის მისახვედრად ისიც საკმარისია, რომ სულს გაყრილი სხული, რომელსაც ხილული სახით არც არაფერი მოჰკლებია, ვეღარ აგრძელებს სიცოცხლეს და გვამად გადაიქცევა. დიახ, ეს ისეთი თვალსაჩინო ფაქტია, რომ წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო სულის არსებობის მისახვედრად. მაგრამ ადამიანური აზროვნება ამას ვერ ხვდება და ვერ ხვდება იმიტომ, რომ მას საკმაოდ აკლია გონიერება. დიახ, გონიერება და არა ნიჭიერება. რადგან ეს სრულიად სხვადასხვა რამ არის და სამწუხაროდ ადამიანებს კი ისინი ერთმანეთში ერევათ.
ახლა კი სულის ძალის თაობაზე გავაგრძელებ საუბარს და გეტყვით იმას, რომ სულს შეუძლია ადამიანი არა მხოლოდ აცოცხლოს, არამედ ისეთი ქმედებებიც ჩაადენინოს, რითაც შესაძლებელია დედამიწურ გარემოში მკვეთრი ცვლილებების გამოწვევა. რისი ძალაც მას იმიტომ შესწევს, რომ კოსმოსურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მისი ძალა ბევრად აღემატება დედამიწურ მიზიდულობაში მოქმედ ძალებს. აი, სწორედ ამიტომ ამბობს ღმერთი ადამიანზე იმას, რომ ხელმწიფება აქვს ნაბოძები მიწიერებაზეო. რისი შესაძლებლობაც მას ეძლევა სულისმიერი ძალით და არა ხელისმიერი შესრულებული ქმედებებით. ამასთანავე იმის ცოდნაც აუცილებელია, რომ სწორედ სულისმიერი გონების დამსახურებაა იმ ნიჭთა და უნართა ჰქონა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი ქმნის ისეთ რამეებს, რასაც ჩვენ მეცნიერულ-ტექნიკურ მონაპოვარს ვუწოდებთ და მათი მეშვეობით ხდება განხორციელება ისეთი პროცესებისა, რომელნიც ადამიანურ ძალისხმევას ბევრად აღემატება.
როგორც უკვე მოგახსენეთ კიდეც, სული კოსმიური ენერგიით დამუხტული ველია და მისი ფუნქციონირება ემყარება იმ პროგრამას, რომელსაც გონება ჰქვია. მაგრამ ადამიანში მხოლოდ გონება როდი ფუნქციონირებს, არამედ აზროვნების პროგრამაც, რომელიც სხეულისმიერია და ემყარება გონების ძალით შექმნილ გრძნობათა ხუთეულის ფუნქციონირებას და მათი ხარისხი კი სხეულისმიერ ნივთიერებათა ცვლის პროცესის სათანადოდ შესრულებაზეა დამოკიდებული.
ყოველივე ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ კი თავად განსაზღვრეთ, როგორი თანაფარდობა იქნება მათ ძალებს შორის: ერთის მხრივ, მთელი სამყაროს ენერგიაზე დაყრდნობილი გონება და მეორეს მხრივ, დედამიწურ ენერგიას დაყრდნობილი აზროვნება. ალბათ კომენტარი ზედმეტია! თუმცა აზროვნებასაც შეუძლია ძალის სიძლიერე გაიზარდოს. რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სულის გონების პროგრამას ჯეროვნად გააქტიურებს. რისი შესრულებაც შესაძლებელი არის ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დაცვით. აი, სწორედ ამაში მდგომარეობს ქრისტეობის ფენომენი – გონებისმიერი აზროვნების მფლობელობა. რაც იმას ნიშნავს, რომ აზროვნება მჭიდროდ არის მიბმული გონებაზე და მისი ძალის გამოყენება ძალუძს. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ იმ ძალას, რომელზედაც ახლა ვსაუბრობ და რომელიც სულისმიერ კოსმიურ ძალას წარმოადგენს, ჩვენ მას სულიწმიდის ძალის სახელით ვიცნობთ. რომლის საწინააღმდეგო ძალასაც, სატანური ძალა წარმოადგენს და იგი შექმნილია გონების კანონების გაუკუღმართებული სახით დაცვის დროს გამომუშავებული ენერგიით. ამიტომ ასეთი კატეგორიის ადამიანთა სიმრავლით, ცხადია რომ ეს ძალა გაძლიერდება და საწინააღმდეგო იქნება იმ ძალისა, რომლის ფუნქციონირების შედეგადაც ხდება დედამიწური გარემოს ისეთი სახით დარეგულირება, რომელიც საჭიროა მასზე ადამიანის სასიცოცლო პირობების საარსებოდ.
აი, სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რაც დღეს ხდება დედამიწაზე. რასაც კომენტარი უკვე აღარ სჭირდება იმიტომ, რომ სტიქიურმა კატაკლიზმებმა უკვე ყველა ქვეყანას დაატყო კვალი. თუმცა რაც მოხდა, ის ჯერ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოსასვლელია და რაც იმის გამო ხდება, რომ ის ცოდნა, რაც იესო ქრისტეს ჰქონდა და რომელიც ამჟამად უკვე საქვეყნოდ და ყველასათვის ხელმისაწვდომად არის გამოქვეყნებული ზუსტად იმ სახელწოდებით, რასაც ბიბლია წინასწარმეტყველებდა, არ არის მიღებული მსოფლიო მოსახლეობის მიერ. ამიტომ კვლავ და კვლავ განვაცხადებ იმას, რასაც ბოლო ათეული წლებია ვაცხადებ გაფრთხილების სახით. შეისმენს მას ვინმე? მაშინ შესძლებს თავის გადარჩენას იმისაგან, რაც დაწყებულია და აღარ შეჩერდება მანამ, სანამ არ დასრულდება. რაც იმ მასშტაბის ძვრებია, რომ ადამიანის ხელით შექმნილი ვერანაირი ტექნიკა ვერ შესძლებს ვერც მისი შეჩერებას და ვერც წინააღმდეგობის გაწევა საიმისოდ, რომ ადამიანთა სიცოცხლე გადაარჩინოს. გამოსავალი კი არსებობს და ის ერთადერთია მხოლოდ! რაც არის იმ ცოდნის კარგად შეცნობა და მისი მითითებების გამოყენებით ცხოვრების გაგრძელება, რომელ ცოდნასაც მე გთავაზობთ. ამასთანავე მინდა მასთან მიმართებით რაღაც გაუწყოთ და ამით იმ კომენტარსაც გავცემ პასუხს, რომლითაც მაფრთხილებდნენ, რომ აზროვნება იტყუება.
მოგახსენებთ, რომ ადამიანური აზროვნება თუ რამდენად სწვდება სიმართლეს, ეს დამოკიდებულია მისი პატრონის რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელზე. რამდენადაც ჭეშმარიტი რწმენის მქონე ადამიანთაგან არავინ არის, შესაბამისად ვერც ვერავინ იქნება მუდამ სიმართლით მოაზროვნე. მაგრამ არსებობს ისეთი გზაც, რომელიც ადამიანს მიახვედრებს იმას, რომ მისი ნააზრევი სიმართლეს აცდენილია და აიძულებს მას, რომ ის გაასწოროს. მაგრამ ასეთი უნარი ყველას როდი ეძლევა. არამედ მხოლოდ იმას, ვინც შეისისხლხორცებს ღვთისაგან დადგენილ კანონმდებლობას. რაშიაც, რა თქმა უნდა იგულისხმება კანონთა საფუძვლიანად ცოდნა და მათი უპირობოდ დაცვა. დიახ, თუკი ასეთ რამეს მიაღწევს ადამიანი და მოხდება ისე, რომ მისი ნააზრები ასცდება სიმართლეს. მაშინ დაუყოვნებლივ ამოქმედდება მასში არსებული გონების საზომი და უჩხვლეტს ისეთ ისარს, რომელიც მიახვედრებს იმას, რომ სწორად ვერ იაზროვნა. ამიტომ დაიწყებს სიმართლის ძებნას იმ მეთოდით, რომელიც გონებისაგან აქვს ნაბოძები და აუცილებლად მიაღწევს კიდეც შედეგს. რასაც იმით მიხვდება, რომ სამყარო დაუდასტურებს ფაქტებით.
ამით იმის თქმა მსურს, რომ სწორედ ასეთი წესით არის მოძიებული ის ინფორმაცია, რასაც ჩემგან იღებთ. არავის ეგონოს ის, რომ საამისოდ მარტივი გზის გავლა მომიწია. არამედ პირიქით, ურთულესი წვრთნა გავიარე და ამჟამადაც ამ რეჟიმით ვცხოვრობ. ხოლო ყოველივე ეს იმიტომ ჩათვალა საჭიროდ უფალმა, რომ ის ცოდნა მომეპოვებინა და საქვეყნოდ განმეცხადებინა, რომლის გამოყენების გარეშეც, თავს ვერ გადაირჩენს ადამიანთა მოდგმა დაღუპვისაგან. შემქმნელს კი არ სურს ის, რომ მისი ქმნილება განადგურდეს.
მოკლედ პირდაპირ ვიტყვი სათქმელს. რადგან დრო აღარ დარჩა იმისა, რომ შემოვლითი გზის მაგალითების ფონზე ვისაუბრო. ამჟამად ძალზედ სავალალო მდგომარეობაშია კაცობრიობის ბედი. ვინაიდან ადამიანთა მოდგმისათვის დადგენილი საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა, რომელიც ითვალისწინებდა ადამიანური გრძნობების გაზრდას, უკვე სასრულ სტადიაშია. ხოლო გრძნობათა ზრდასრულად ჩამოყალიბება კი თავისთავად გულისხმობს, მათ მიერ ნაწარმოები ენერგიის სიძლიერის ამაღლებას. რადგანაც ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის დაცვით არც არავის უცხოვრია, ამიტომ ცხადია ის, რომ სატანური ძალის ძლიერება გაზრდილია და მიღწეულია საგანგაშო ნიშნულამდე. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ როგორც გონიერი აზროვნების ძალით არის შესძლებელი ქრისტეს ფენომენის მქონე ადამიანის არსებობა. ასევე გაუკუღმართებულად მოაზროვნეობით მიღებული ენერგიით არის შესაძლებელი, ანტიქრისტეს ფენომენის მქონე ადამიანის არსებობაც. სამწუხაროდ მისი შექმნა მოახერხა კაცობრიობამ და ის კი, დღეს ჯერ კიდევ იმყოფება ამქვეყნად. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ადამიანთა გონების დაბლოკვა, სრულად ჩაკეტვის დონესთან ძალიან არის მიახლოებული. რაც გარდაცვალების დადგომის აუცილებლობას მოასწავებს. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ თეორიული მსჯელობის ფონზე არ ვაცხადებ. არამედ იმ ფაქტების არსებობის ფონზეც, რომელნიც არიან აღსასრულის დადგომის მაუწყებელი იმ კანონის ასრულების გამომხატველნი, რომელი კანონიც იუწყება იმას, რომ რაც რამ უწმინდურებაა, ის წმინდად იქნებოდა მიღებული ადამიანთა მიერ. მართლაც ასე არ არის დღეს ყოველივე? განა დაფასებული და მოწონებული არ არის ყველაფერი ის, რაც ღმერთის კანონმდებლობით დაგმობილია?! დიახ, ასეა! ამიტომ მსოფლიო მოსახლეობის მიერ წარმოებული ენერგია უკვე იმ დონის წინააღმდეგობას უწევს სამყარულ ძალებს, რომ დედამიწის პოლუსების გადახრაც კი მოხდა. რაზედაც შეგახსენებთ იმას, რომ სწორედ მათი 90 გრადუსიანი ცვლილება გახდა მიზეზი ნოეს დროინდელი წარღვნისა. ამიტომაც სწორედ მის სიმბოლურ აღნიშვნად ვუწოდე „თანამედროვე ნოეს კიდობანი“ იმ ცოდნას, რასაც გაწვდით. რადგან სულ მთლად იმ ფორმითა და შედეგებით არ მოხდება დედამიწის პოლუსთა გადახრის ფაქტებით გამოვლენა, რაც ნოეს დროს იყო. მაგრამ არც ძალიან ბევრი დააკლდება. ამიტომ კვლავ გავიმეორებ: არც ფული, არც თანამდებობა, არც რაიმე დაცვითი მექანიზმით აშენებული შენობა – ე.წ. ბუნკერი ვერ დაიცავს ადამიანებს. რადგან მიწები ჩაიშლება, ზღვები და ოკეანეები გადმოვლენ ნაპირებიდან, მდინარეები ღვარცოფებად გარდაიქმნებიან, ქარიშხლები გააცამტვერებენ არე-მარეს და ცეცხლი გადაბუგავს რიგ მხარეებს. მხოლოდ ისეთი ადგილი გადარჩება წაულეკავი. რომელზეც ისეთი სულის მობინადრე იქნება, რომელსაც კოსმოსური მიზიდულობის ძალა დაიცავს.
მეტს ვეღარაფერს დავამატებ. რადგან რაც საცნობებელი იყო, უკვე განვაცხადე და თანაც ის ცოდნაც ყველასათვის ხელმისაწვდომად გამოვაქვეყნე, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მიმდინარე პროცესების გადალახვა და შემდეგ კი დამშვიდებულ გარემოში ცხოვრების ბედნიერად გაგრძელება.
ნება კი თქვენია! გინდ ირწმუნეთ ის, რასაც გთავაზობთ და გინდ არა. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.


ნაწილი IV


მოგესალმებით. ამჯერად ვისაუბრებ იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომლის არ ცოდნაც ძალიან აზარალებს განურჩევლად ყველას; მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიის ან თანამდებობრივი მდგომარეობისა და მატერიალური სიმდიდრის მფლობელია. საკითხი ეხება ადამიანური ფენომენის იმ სახეობას, რაც არის განმსაზღვრელი ადამიანური სიცოცხლისა და წარმოადგენს რიცხვ 144 000-ის შესრულებას.
ვინც ბიბლიის მკითხველია, მათ აუცილებლად ეცოდინებათ გამოცხადებაში მოხსენიებული ეს ციტატა: „რიცხვი ადამიანისაა“. სწორედ ამ ცნობის თაობაზე უნდა მოგახსენოთ ახლა და ავხსნა ის, თუ რა იგულისხმება მასში.
რას ნიშნავს „რიცხვი ადამიანისაა“ და რას წარმოადგენს რიცხვი 144 000? ჯერ ამის შესახებ ვისაუბრებ ძალიან მოკლედ და კონკრეტულად. რადგან მასზე დაწვრილებითი ცნობები უკვე წარმოდგენილი მაქვს „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებით. აქ კი ვეცდები მის გაშუქებას ისეთი უბრალო ენით, რომ საყოველთაოდ გასაგები იყოს.
განსახილველი საკითხის განვრცობა კი მინდა დავიწყო ასეთი კითხვით: ვინმე დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ ითხოვს უფალი ჩვენგან – არ იცრუო, არ იქურდო, არ იმრუშო, არ კაც ჰკლა, პატივი ეცი დედ-მამას, გიყვარდეს მოყვასი შენი და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი – მცნებების დაცვას? შესაძლოა კი, რომ ვინმე მართლაც დაფიქრებულა მის შესახებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჭეშმარიტ პასუხს ვერანაირად იპოვიდა. იმიტომ, რომ ამის შემძლეობას მხოლოდ ის ცოდნა იძლევა, რომელსაც ადამიანური ფენომენის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა ჰქვია და მისი მფლობელი კი აქამდე მხოლოდ იესო ქრისტე იყო. იმ დროს მან ვერ აუხსნა ხალხს ამის თაობაზე იმის გამო, რომ ადამიანური შემეცნება ზრდასრულობის ისეთ დონეს არ იყო მიღწეული, რომ მისი გაგება შესძლებოდა. ამჟამად კი აზროვნება უკვე იმყოფება მისთვის დადგენილი ნორმის სასრულ სტადიაში და ამიტომაც დაიბარა იესომ, რომ რა ცოდნასაც მაშინ იგავების სახით წარმოადგენდა, ამ დროისათვის მათი გაცხადება პირდაპირი ახსნით მოხდებოდა; და როგორც ხედავთ, ასეც ხდება კიდეც!
მოგეხსენებათ, რომ ადამიანი არის ქმნილება, რომელიც მიღებულია სულისა და სხეულის ნაერთის გამთლიანებით და მისი სიცოცხლეც სწორედ ამ ორის ერთობის სიმყარეზე დგას. რადგან თუკი მათი განცალკავება მოხდება, ადამიანი ვეღარ აგრძელებს ამ ქვეყნად არსებობას. ამიტომ საკითხავიც სწორედ ეს არის: რა არის ის, რაც უზრუნველჰყოფს სულისა და სხეულის ერთიანობის სიმყარეს? ანდა უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ: რა იწვევს სიკვდილის მდგომარეობის დადგომას ადამიანში? რომელი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზებიც სხვადასხვა სახეობრივია თითოეულ პიროვნებაში. მაგრამ რაც შეეხება მიზეზთა აღძვრის საფუძველს, ის კი ყოველი მათგანისათვის ერთიდაიგივეა და არის 144 000 რიცხვის შესრულება.
საყოველთაოდ ცნობილი ცოდნაა ის, რომ ადამიანი გონიერი არსებაა. რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ნებისმიერი ქმედება, გრძნობების აღძვრის შედეგად გამოწვეული სურვილების აღსრულებას ექვემდებარება. რასაც ჩვენ მიზნებს ვუწოდებთ. დიახ ასეა, სწორედ გრძნობებია იმ განკარგულების გამცემი ძალა, რომლის საფუძველზეც ადამიანს უჩნდება ამა თუ იმ ქმედების ჩადენის სურვილი და მის შესრულებას კი შეძლებისდაგვარად ახდენს – სიტყვიერ სახეობრივი ფორმით იქნება ეს თუ ხელისმიერი ქმედებით.
რაც შეეხება გრძნობების სახეობას, ის ორგვარია მხოლოდ და მისი წარმართვაც ხდება ორი ურთიერთსაპირისპირო ძალის – სიყვარულისა და სიძულვილის მიერ. ამ ორი გრძნობის შესახებ იმის თქმა მსურს, რომ სიყვარულის ძალა წრფელია. ხოლო სიძულვილი კი შენიღბული არის იმ ეგოიზმით, რომელიც ადამიანებს ძალიან ხშირად სიყვარულის გრძნობაში ერევათ. რაც ასე არ მოხდებოდა, ჯეროვნად რომ ყოფილიყვნენ გარკვეული იმ თვისებებში, რომელნიც თითოეულ გრძნობას სათავისოდ ახასიათებს და სწორედ მათი გააქტიურებით ხდება კიდეც მათი არსებობის შენარჩუნება.
ახლა კი სწორედ იმაზე უნდა მოგახსენოთ, თუ რას წარმოადგენენ ეს თვისებები და რა კავშირია მათსა და იმ მცნებებს შორის, რომელთა დაცვაც შემქმნელმა დაუწესა ქმნილებას. საქმე კი აი რაში მდგომარეობს:
144 000 რაოდენობის სიცრუის თქმა, ადამიანში წარმოშობს თაღლითობის უნარს. 144 0002 რაოდენობის სიცრუის თქმა, ან 144 000 თაღლითობის ქმედების ჩადენა კი – ქურდობის უნარს. 144 0003 რაოდენობის სიცრუის თქმა, ან 144 000 ქურდობის ქმედების ჩადენა, წარმოშობს მრუშობის უნარს. ხოლო 144 0004 რაოდენობის სიცრუის თქმა, ან 144 000 მრუშობის ქმედების ჩადენა კი – მკვლელობის უნარს. 144 0005 რაოდენობის სიცრუის თქმა, ან 144 000 მკვლელობის ჩადენა, წარმოშობს მშობლებისადმი უპატივცემულობის უნარს. ხოლო 144 0006 რაოდენობის სიცრუის თქმა, ანდა 144 000 მშობლების მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი ქმედების ჩადენა კი – მოყვასის მიმართ სიძულვილის უნარს. 144 0007 რაოდენობის სიცრუის თქმა, ან 144 000 მოყვასის მიმართ სიძულვილის გრძნობის ნიადაგზე ჩადენილი ქმედება კი წარმოშობს უღმერთობის უნარს და მის გამომხატველ კაცთმოძულეობის გრძნობას.
რაც შეეხება წარმოდგენილი მცნებების დაცვას, ანალოგიური რაოდენობების შესაბამისად, იძლევა: უანგარობის, გულწრფელობის, სიმართლის მოყვარეობისა და სამართლიანობის, სიმამაცის, გულმოწყალების, სინდისისა და პატიოსნების, მშობლებისადმი პატივისცემის, მოყვასისადმი სიყვარულის, კაცთმოყვარეობის გრძნობისა და ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის არსებობის უნარს.
როგორც ეს არაერთხელ მითქვამს, სული კოსმოსურ მიზიდულობას დაქვემდებარებაში მყოფი ველია და საიმისოდ, რომ მან სხეულში სრულყოფილად იფუნქციონიროს, სჭირდება კოსმოსთან პირდაპირი კავშირის შენარჩუნება. რისთვისაც სხეულს სჭირდება საიმისოდ საჭირო ენერგიის გამომუშავება, რითაც უნდა უზრუნველყოს იმ მიზიდულობის ძალის შენარჩუნება, რომლითაც მან შესძლო სულის კოსმოსიდან მოზიდვა. როგორც ცნობილია, სულის მოზიდვას ახალშობილი სხეული ახერხებს და მას კი იმიტომ აქვს ამის შემძლეობა, რომ უცოდველია. ხოლო შემდეგ კი, ცოდვების ჩადენის შესატყვისად, სულის ფუნქციონირება იბლოკება ნაწილ-ნაწილ და ეს კი ადამიანის ბედისა და სხეულის ჯანმრთლობის მხრივად წარმოშობს პრობლემებს და ამასთანავე იწვევს დაბერების პროცესსაც. აი, აქ კი გთხოვთ ყურადღებას! რადგან უნდა გაცნობოთ მეტად მნიშვნლოვანი რამ.
ალბათ მისახვედრია ის, რომ იმდენი სიცრუის ან სიმართლის თქმას, ანდა იმ მოცულობის ქმედებების ჩადენის შემძლეობას, რომელთა რაოდენობაც 144 000 რიცხვის ხარისხებში აყვანით გამოისახება და იწვევს უნართა და თვისებათა ჩამოყალიბებას – ვერ ეყოფა ადამიანური ერთი სასიცოცხლო პერიოდი. ამიტომ სწორედ მისთვის იქნა დაარსებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა. რომლის მიზანიცაა ის, რომ მცნებათა დაცვის შედეგად გამყარებული კეთილი გრძნობების მქონე გენის გამოზრდა მოხდეს. რომელიც ღვთიურ გენად არის წოდებული ბიბლიაში და სწორედ მის სასრულ სტადიაში მიყვანის დროში იმყოფება ამჟამად კაცობრიობა. ცხადია არ არის იმის მიხვედრა ძნელი, რომ ეს პროცესი ვერ წარიმართებოდა თავისუფალი ნების უფლების დაშვების გარეშე და ამიტომაც ცოდვების ჩადენის შედეგად გამყარებული ბოროტი გრძნობების მქონე გენიც იარსებებდა. რაც ასე მოხდა კიდეც.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ცოდვების ჩადენის ანუ მცნებათა არ დაცვის შესაბამისად, სხეული ვერ უზრუნველყოფს იმ ენერგიის გამომუშავებას, რომ სულის მიზიდულობა სათანადო დონეზე იქნას დაცული. მაგრამ მისი შენარჩუნება რომ მოხდეს სხეულში, საამისოდ შემქმნელის მიერ არის დაშვებული იმის შემძლეობა, რომ სულის ფუნქციონირება ნაწილობრივ დაიბლოკოს და მისი კოსმოსთან კავშირიც პირდაპირიდან ირიბზე გადავიდეს. რაც ხორციელდება იმ კეთილი თვისებების მქონე პიროვნებების ხარჯზე, რომელთა ცდუნებასაც შესძლებენ ბოროტი თვისებების მქონენი და ცოდვას ჩაადენინებენ. უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა: არსებობენ ენერგოდონორები და ენერგორეციპიენტები; და ენერგორეციპიენტთა არსებობაც განპირობებულია ენერგოდონორთა მიერ კანონთა დაცვის დამსახურებით მიღებული კოსმიური სასიცოცხლო ენერგიის ხარჯზე. რისი გაცემის რაოდენობაც დამოკიდებულია ენერგორეციპიენტთაგან ენერგოდონორების ცდუნებით ჩადენილ ცოდვებზე.
კვლავ გთხოვთ ყურადღებას! მაშასადამე მდგომარეობა შემდეგშია: არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: ენერგოდონორები – რომლებიც კოსმოსიდან იღებენ სასიცოცხლო ენერგიას იმიტომ, რომ მცნებებს იცავენ. რაც მათ აძლევს იმის ძალას, რომ სხეულსა და სულს შორის მიზიდულობა შენარჩუნებული იქნას; და ამასთანავე არსებობენ ენერგორეციპიენტები – რომელთა სიცოცხლეც განპირობებულია ენერგოდონორებისაგან მიღებული სასიცოცხლო ენერგიით. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტორიც, რომ სასიცოცხლო ენერგიის გაცემაც და მიღებაც ექვემდებარება დაწესებულ კანონს მხოლოდ და გამოიხატება იმაში, რომ ენერგოდონორისაგან მისი გაცემა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცდუნდება და ცოდვას ჩაიდენს. რადგან ცოდვა რომ არ ჩაედინა, რა რაოდენობაც ერგებოდა, ის მას მიეცემოდა. ცოდვის ჩადენის სანაცვლოდ კი, შესაბამისი წილი აკლდება და მცდუნებელს ეძლევა. ამასთანავე დაშვებულია ისიც, რომ თუ ენერგოდონორს უყვარს ენერგორეციპიენტი, იგი საკუთარი სიყვარულის ხარჯზე გასცემს მისთვის სასიცოცხლო ენერგიას და აცოცხლებს მას. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რაც არაერთხელ მითქვამს და არის ის, რომ კოსმიური სასიცოცხლო ენერგია, მარტო სიცოცხლის მიმცემი როდია ადამიანისათვის. არამედ სამყარული კანონზომიერება, რომელიც ენერგიას მატერიად გარდაქმნის; მას წარმოადგენს ისეთი ფაქტობრივი სახით, როგორიცაა: ჯანმრთელობა, საზოგადოებაში თანამდებობრივი ადგილის დამკვიდრება და მატერიალური ქონების მიღება.
ალბათ უკვე მისახვედრია, თუ რა იქნება თითოეული მხარის მიზანი და ცხადია, რომ ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივისა იქნებიან: ენერგოდონორებს სიმშვიდეში ყოფნა და მშვიდობა სურთ, ხოლო ენერგორეციპიენტებს კი პირიქით: დაძაბული და საბრძოლო სიტუაციების შექმნა. რადგან მღელვარე მდგომარეობაში ყოფნა ბევრ შეცდომებს აშვებიებს ადამიანებს.
ცოდვების ჩადენა რა უნარებსაც ანვითარებს, უკვე მოგახსენეთ. მაგრამ ეს უნარები ხომ იმ თვისებებსაც შესძენს პიროვნებებს, როგორიცაა: ნიღბის მორგება, ფარისევლობა, ამბიციურობა, ამპარტავნება და მსგავსი რამ. ამიტომაც მათი გამოცნობა უჭირთ ადამიანებს და ადვილად ეგებიან მათგან დაგებულ მახეებში.
ამასთანავე მინდა გაცნობოთ ისიც, რომ ეს სამყარო კანონზომიერულად განიგება და ვერავინ და ვერაფერი შეცვლის იმას, რაც შემქმნელის მიერ არის დადგენილი წესად. ენერგიის მიღებასა და გაცემაშიც არის დაწესებული კანონზომიერება და ის შემდეგია: კოსმოსიდან ენერგიას იღებს ის, ვინც ძალოვანი ენერგოდონორია და შემდეგ კი მისგან ენერგიას იღებენ მის ძალასთან შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი დონორები. რომელთაც ცოდვის წილის შესატყვის ენერგიას თავ-თავიანთი მცდუნებელი ენერგორეციპიენტები ართმევენ და ამით არსებობენ კიდეც. ცხადია ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ღვთიური გენის მქონე პიროვნება, რომელიც მფლობელია კეთილი უნარებისა და თვისებებისა, არ დაუშვებს იმას, რომ შეგნებულად ცოდვა ჩაიდინოს. მაგრამ თუკი მას სიცრუეს სიმართლედ წარმოუდგენენ და ისიც ირწმუნებს, მაშინ რა თქმა უნდა ის წესად დაიდებს მას და დაიცავს კიდეც. რაც შეეხება პირადულ და პროფესიულ საქმიანობას, იქ სიცრუის სიმართლედ გასაღება სჭირს. რადგან ასე თუ ისე, ადამიანებს ძალუძთ მისი გამოცნობა. მაგრამ რაც შეეხება ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის მქონეობას, აი აქ კი შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის შეცდომაში შეყვანა და სწორედაც საამისოდ შეაქმნევინა სატანამ თავის ძალოვანებს რელიგიები და რელიგიური სექტები. რომელთაც მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ადამიანთა გრძნობების გადაგვარებაში და რაც კი რამ უბედურება ხდება კაცობრიობის თავს, მათში უდიდესი წვლილი სწორედ მათ მიუძღვით.
რაც შეეხება ამჟამინდელ დროს. მოკლედ ვიტყვი მის შესახებ, რადგან დაკონკრეტებულად ყოველივე უკვე წარმოდგენილი მაქვს საქვეყნოდ გაცხადებულად და ვისაც სურს მისი გაცნობა, თავისუფლად შეუძლია. ხე ნაყოფით შეიცნობაო, ამბობს კანონი და იმასაც ამბობს, რომ კარგი ხე ცუდ ნაყოფს ვერ გამოიღებს და პირიქით. რაც შეეხება ნაყოფობას, ყველა კარგად ხედავს რაც სახეზეა: ადამიანებს შორის კაცთმოძულეობის გრძნობა იმ დონეზე არის მისული, რომ უკვე დიდმასშტაბიანი ომების წარმოშობაც კი გამოიწვია. ამასთანავე არც ის დაივიწყოთ, სადაც ჯერ ომამდე არ მისულა საქმე, იქ რა ხდება: ადამიანები ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე, ცემა-ტყეპაზე და ერთმანეთის მოკვლაზეც კი არიან გადასულები. სატრანსპორტო თუ საყოფაცხოვრებო ავარიებმაც ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს გაჩენილი თითქმის ყველას და რაც უკვე აგვირგვინებს სიტუაციას, ეს კი ის კლიმატური კატასტროფებია, რომელთა სიმძლავრეცა და სიხშირეც სწრაფად იზრდება და თუ არ მოხდა მათი შეჩერება ძე ხორციელი ვერ გადაურჩება მათ ძალას.
ყოველივე ეს რაც ჩამოვთვალე, ნაყოფია იმ უვარგისი ხისა, რომელიც ამჟამინდელი მსოფლიო მოსახლეობაა და მას კი ამის ძალა იმიტომ შესწევს, რომ დედამიწური გარემოს მიმართ, ნაბოძები აქვს ხელმწიფების უნარი. ბიბლია იუწყება იმას, რომ წყლით წარღვნა ურჯულოთა გამო მოხდა და ამჟამინდელზე კი ამბობს, რომ ცეცხლით წარღვნას ექნება ადგილი. თუმცა ამაში მხოლოდ ხანძრის ცეცხლი არ მოიაზრება, არამედ ადამიანთათვის ნაკლებად ცნობილი დაუნთებელი ცეცხლიც. რასაც ე.წ. სატანური ცეცხლი ჰქვია. რაც ყოველივე იმიტომ ხდება, რომ ღმერთს თავისი ქმნილება გასანადგურებლად არ შეუქმნია. მაგრამ თავად ქმნილებამ შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ საჭირო გახდა გადამწყვეტი ზომების მიღება. რადგან თუკი არ მოხდება სარეველის მოშორება ნაყოფის გამომღები ხისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხეც დაიღუპება და მისით არსებული სარეველაც. ამიტომ ვინც გონს მოეგება და ინებებს მხილებული ჭეშმარიტების შეცნობას. შემდეგ კი მიღებული ცოდნის გამოყენებით გამოარკვევს თუ რა ცოდვები ჩაიდინა, მოინანიებს მათ და დაადგება სწორ გზას – ის გადაურჩება მიმდინარე მოვლენებს. ხოლო ვინც ძველებურად გააგრძელებს, რა თქმა უნდა ნება მისია! მაგრამ ღმერთისაგან პასუხის მიღება აღარ დაუყოვნდება და მერწმუნეთ, რომ ვერანაირად ვერ იქნება მისთვის სასურველი შედეგი.
ვინაიდან და რადგანაც კაცობრიობა, მის საარსებოდ დადგენილი დროის ბოლო ჟამშია. ამიტომ ყოველი პიროვნება არის უკვე მისული 144 000 რიცხვის ინდივიდუალურად დადგენილი ზღვრული დონის შესრულების სტადიამდე და ამასთანავე პასუხისმგებელიც არის თავისი შვილის სიცოცხლეზეც. ხოლო რიცხვის შესრულებისთანავე, დაუყოვნებლივ ხდება მიზეზთა აღძვრა და მათ შედეგად კი ფაქტობრივად აღსრულება. ამიტომ მეტი გზა აღარ არსებობს: ან მონანიებით უნდა მოხდეს ამ ზღვარიდან მობრუნება და სასიცოცხლო გზაზე გადასვლა და ანდა ამქვეყნიური სიცოცხლის გაგრძელება ვეღარ მოხდება. მე კი გაფრთხილებთ!!! რადგან ჩემი წმიდათაწმიდა მოვალეობაა: გაფრთხილებაც და გამოსავალის საპოვნელად საჭირო ცოდნის გაცხადებაც. რასაც ვასრულებ კიდეც! დანარჩენი კი თქვენი ნებაა!
ახლა კი გემშვიდობებით და ალბათ, უკვე ახალ ეპოქაში შეხვედრამდე.


ნაწილი V


მოგესალმებით. საუბარი უნდა დავიწყო იმ ინფორმაციის თაობაზე, წინა ჩანაწერით რომ გაცნობეთ და ეხებოდა ჩვენი მორიგი შეხვედრის ვარაუდს ახალ ეპოქაში. მინდა განმარტება გავაკეთო იმისა, თუ რის საფუძველზე გავაკეთე ასეთი განაცხადი. ხოლო მის სინამდვილეს კი, უკვე განვითარებული მოვლენები დაადასტურებს.
ბიბლიის საშუალებით ღმერთი იტყობინება იმას, რომ არაფერს მოიმოქმედებს ისე, მის შესახებ წინასწარ თუ არ აცნობა თავის წინასწარმეტყველს. მოგახსენებთ იმასაც, რომ ჩემგან მოწვდილი ყველა ინფორმაცია, სწორედ ასეთი გზით არის მოპოვებული. რადგან ის საკითხები, რომელთაც ვაშუქებ, შეუძლებელია რომ იყოს ადამიანური აზროვნების ნაყოფი. გაცნობებთ იმასაც, რომ მოწოდებული ცნობები უტყუარია იმიტომ, რომ ჩემი გონება ინფორმაციას მხოლოდ მაშინ იღებს, როცა აღსრულების პროგრამაში ხდება მოსახდენი მოვლენის გადაცემა. თუმცა ფაქტობრივად ზუსტად როდის განხორციელდება იგი, ამ თარიღის ცოდნა ღმერთის გარდა არავის აქვს. მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოვლენა აუცილებლად მოხდება და თანაც ახლო მომავალში. ხოლო ეს მომავალი, რომ თანდათან აწმყოში გადადის, ამას კი ამტკიცებს იმ წინასწარმეტყველებათა ზუსტი თანამიმდევრობით აღსრულება, რომელთაც უკვე საკმაო წლებია რაც ვაცხადებ. ამიტომაც ახლა მიზანშეწონილად მიმაჩნია იმ საკითხზე საუბარი, რაც საჭიროა ახალ ეპოქაში შესაბიჯებლად და ეს კი არის ადამიანთა გამოფხიზლება იმ გონების ძილიდან, რომელშიაც იმყოფება სრულიად მსოფლიო მოსახლეობა.
თანამედროვე პერიოდს სწორედ იმიტომაც ეწოდება ბოლო ჟამი, რომ კაცობრიობა იწყებს გამოფხიზლებას იმ ძილიდან, რომელშიაც იმყოფებოდა დასაბამიდან აქამდე. ამიტომ ყოფილი მდგომარეობისთვის ეს ბოლო ჟამია, მაგრამ დასაბამია სიფხიზლის ეპოქისათვის.
რა არის გონების ძილი, რომელშიაც კაცობრიობა იმყოფება ჯერ კიდევ აქამდე და რა ნიშნები ახასიათებს მას? მინდა ამ საკითხზე ვისაუბრო ახლა. რადგან სწორედ საამისო დრო მოვიდა. რამეთუ ადამიანებს არა აქვთ შეცნობილი ის მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფება სრულიად მსოფლიო მოსახლეობა; და რა თქმა უნდა პიროვნულად მიძინების ინდივიდუალურ დონეზე ყოფნით. რაც ნიშნავს იმას, რომ გამოფხიზლებას ბევრი ვერ შესძლებს.
რაც შეეხება გონების მიძინებას, ის ნიშნავს მისი ფუნქციონირების ნაწილობრივ დაბლოკვას. რის შედეგადაც აზროვნების მრწამსი გაუკუღმართების მიმართულებას იღებს და ტყუილებს სიმართლედ მიიჩნევს. უფრო სხვაგვარად რომ ავხსნა, გონების მიძინებას მოჯადოება ჰქვია. ანუ იმის თქმა მსურს, რომ აქამდე არსებული პერიოდში ადგილი ჰქონდა სატანის მიერ დაგებული მახის არსებობას, რაშიაც ებმებოდა განურჩევლად ყველა და მოჯადოებული ხდებოდა. ამიტომ გონების ფუნქციონირება ებლოკებოდა ნაწილ-ნაწილ და როცა სრულ დაბლოკვამდე მიაღწევდა პროცესი, სიკვდილის მდგომარეობის დადგომას ჰქონდა ადგილი. აი, ამის გამო არის ადამიანი მოკვდავი არსება და ამას გულისხმობს ბიბლიის ის ცნობა, როცა ამბობს: ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია და არც არავის დაღუპვით ხარობსო.
ადამიანის ცხოვრების განგების ანუ ბედისწერის შექმნის თაობაზე, უკვე ვისაუბრე წინა აუდიოჩანაწერებში. სადაც მოგახსენეთ იმის შესახებ, რომ თითოეული პიროვნება თავადვე არის თავისი ბედის მწერალი იმ კანონების განსჯის ფონზე, რომელიც განურჩევლად ყოველ ადამიანს გონებაში აქვს ჩაწერილი და სულთან ერთად ყველასვე ეძლევა ერთიდაიგივე. მხოლოდ მათი დაცვის შემძლეობის უნარი აქვს მემკვიდრეობით მიღებული ინდივიდუალურად ყოველ პიროვნებას. რასაც ეწოდება ინდივიდუალური გენეტიკური კოდი. ამიტომ ბედისწერის განსჯის მექანიზმიც მის ფარგლებს ემორჩილება და იმაზე მეტი არავის მოეკითხება, რისი შემძლეობის უნარიც არა აქვს მიცემული გენეტიკურად.
ახლა კი თანამედროვე პერიოდზე უნდა ვისაუბრო. რომელიც როგორც ხედავთ მართლაცდა დიდი სიურპრიზებით გამოირჩევა და ვიტყოდი იმას, რომ ჯერ კიდევ სადა ვართ – წინ იმდენი გასაოცარი და გაუთვალისწინებელი რამ ელის მსოფლიოს. რაც ყოველივე იმიტომ ხდება, რომ ხელუხლებელია და ცნობიერებისათვის მიუწვდომელი ის ცოდნა, რომელიც ჭეშმარიტია და რომლის ცოდნის ვალდებულებიც იყვნენ ადამიანები, რადგან შემოქმედისაგან იყო გაცემული იგი. არასწორი ცოდნით წარმართული ქმედებები კი საბოლოოდ იმ შედეგებს იმკიან, რაც რომ სახეზეა კიდეც. ამიტომ ნურავინ იფიქრებს იმას, რომ იოლად გაუძლებს და ადვილად გადალახავს იმას, რაც მოდის და უკვე სადაცაა მოაღწევს კიდეც ადგილამდე.
ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ადამიანებს აღიზიანებთ იმის მოსმენა, რომ სიძნელეები შეექმნებათ და ურჩევნიათ ის ისმინონ: რომ ყველაფერი იდეალურად იქნება. სამწუხაროდ მათ ავიწყდებათ ის, რომ არხეინად ყოფნის დროს მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურება, გაცილებით მეტი ზიანის მომტანია; ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი მზად დახვედრას ექნება ადგილი სათანადო ცოდნის გამოყენების ფონზე. ჩემს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაც სწორედ მაგ მიზანს ემსახურება, რომ სიმართლე ვაცნობო და თავის დასაცავად საჭირო ცოდნაც მივაწოდო მისი მიღების მსურველთ.
როგორც მოგახსენეთ კიდეც, კაცობრიობა მოჯადოებულია და მოქცეულია სიცრუის ტყვეობის ქვეშ. ამიტომაც აზროვნება გაუკუღმართებულია და ცხადია ადამიანური გრძნობებიც. მე კი შეგახსენებთ იმას, რომ ადამიანი ენერგიის მწარმოებელია და სწორედ გრძნობებია ის მთავარი საფუძველი, რითაც განისაზღვრება წარმოებული ენერგიის ხარისხი და რაოდენობა. ხოლო როცა გრძნობები გადაგვარებულია, მაშინ ცხადია ასეთი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ენერგიაც ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა. ეს სამყარო კი კანონზომიერულია და ამიტომაც მის შემადგენელ ყოველ ელემენტს, სათავისო როლი აქვს მინიჭებული სამყარული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში. ვინაიდან და რადგანაც შემქმნელი ამბობს ადამიანთა მოდგმაზე იმას, რომ ნაბოძები აქვს დედამიწურ გარემოზე ხელმწიფების უნარი; ხოლო დედამიწაზე კი იმას იუწყება, რომ სამყარო მის საფუძველზე დაამყარა – განა ეს ყოველივე, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მართლაც მნიშვნელოვან არსებად ყოფილა შექმნილი?! მაგრამ სამწუხაროდ მას თავისი მისიური დანიშნულების შესახებ ცოდნა არა აქვს და ეს იმიტომ, რომ სატანის მიერ გაცემულ ცოდნაზეა დაფუძნებული ადამიანური ცოდნა და არა ღმერთის მიერ გაცემულზე. ღმერთისაგან გაცემული ცოდნა, ერთიანია და განუყოფელი. მაგრამ ადამიანური ცოდნა როგორია? გაყოფილი რელიგიად და მეცნიერებად. ხოლო ადამიანები კი – სასულიერო და საერო პირებად. თითქოს თითოეული მათგანის ბედისწერა სხვადასხვა განგებით განისჯებოდეს?! განა რომელი მათგანი იარსებებს მარტო სულიერი ან მარტო სხეულისმიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით მხოლოდ?! ცხადია ვერცერთი! რადგან ორივე მხარეს მყოფთ გააჩნიათ როგორც სულიერი, ისევე სხეულისმიერი მოთხოვნილებები. თანაც როდესაც ბიბლია იუწყება იმას, რომ სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და მაცოცხლებელი არის ყოველი მისი ქმნილებაო. მაგრამ უღმერთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს მას და მის კერძად იქცნენო. რა უნდა ეწოდოს იმგვარ აზროვნებას, როცა ღმერთი თავის შვილებს უწოდებს ადამიანებს და ისინი კიდევ გაიძახიან, რომ სიკვდილის შვილები ვართო?! ანდა მეცნიერება რომ აღფრთოვანებით აცხადებს: აღმოვაჩინეთ ამა და ამ ადგილას თურმე ზღვა ყოფილაო. დაფიქრებულა კი ვინმე იმაზე, კლიმატმა ასერიგად რომ აურია და უფრო და უფრო მძვინვარებს; იქნებ ეს იმის მომასწავებელია, რომ დედამიწა ისევ უნდა დაბრუნდეს იმ ყოფაში, როგორშიაც ადრე იყო?! თუ ჰგონია ვინმეს, ამას წლები დასჭირდება?! არა, არც წლები და არც თვეები! რადგან თუ პოლუსები საამისოდ სათანადო დონეზე დადგა; მის სისრულეში მოყვანას, მხოლოდ რამოდენიმე დღეღა დასჭირდება! მაგრამ ეს წარმოუდგენლად მიაჩნია ადამიანურ აზროვნებას იმიტომ, რომ სატანამ ახლოს არ გააკარა იმ ცოდნას, რასაც ჭეშმარიტება ჰქვია და ცნობიერებაც სიცრუეზე გახდა ორიენტირებული. მაგრამ სიცრუეს თავისი ზღვარი გააჩნია. რის იქეთაც ის უკვე ვეღარ ვრცელდება და მისი მრწმუნებელიც უცბათ აღმოჩნდება სიმართლის ფაქტებთან შეჯახების მომენტში. რაც ძალიან, ძალიან მძიმე გადასატანი რამ არის. აი, სწორედ ამიტომ უწოდებს ბიბლია აქამდე არსებულ პერიოდს უმეცრების დროებას და ამ დროისათვის იმის შესახებაც იუწყება, რომ კაცობრიობა თუკი დაუყოვნებლივ არ გადავა სიბრძნის დროებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ გააგრძელებს არსებობას!
მოგახსენებთ იმასაც, რომ ძალზედ მძიმე სიტუაციის დადგომას ექნება ძალიან მალე ადგილი და ეს ეხება სრულიად მსოფლიოს და არა ერთეულ ქვეყნებს ან პიროვნებებს. ამიტომაც დაუშვა ღმერთმა ის, რომ ქრისტეს სული კვლავ მოევლინებინა ადამიანში იმიტომ, რომ ის დაფარული ჭეშმარიტება გაცხადებულიყო. რომლის უცოდინარობის მიზეზითაც ადამიანებმა თითქმის მწყობრიდან გამოიყვანეს დედამიწური გარემოს ის სტანდარტული მდგომარეობა, რომელიც დარეგულირებულია საიმისოდ, რომ მათმა მოდგმამ არსებობა შესძლოს.
ვინაიდან და რადგანაც უფალმა ამ ცოდნის მოპოვებისა და გაცხადების მისიის უფლებით აღმჭურვა, ამიტომ საქვეყნოდ ვაცხადებ კიდეც მას. მაგრამ რადგან მისი მიღების მსურველი ძალზედ მცირეა, ამიტომაც ხდება ის, რაც საჭიროა და ის კი შემდეგია: მიმდინარეობს სამყაროს მიერ ღონისძიებების გატარება ადამიანთათვის გონების ძილიდან გამოსაფხიზლებლად; და როგორც გაუწყეთ კიდეც, სწორედ ამიტომაც ეწოდება ამჟამინდელ დროს ბოლო ჟამი. რადგან იგი კაცობრიობის გონების ძილში ყოფნის დროის დასასრულსა და გამოფხიზლების პერიოდს წარმოადგენს. რასაც სხვანაირად რომ ვთქვა: ჯადოს ახსნა ჰქვია. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ გონების ძილიდან გამოფხიზლება ანუ ჯადოს ახსნა, სხვას არავის შეუძლია, გარდა საკუთარი თავისა. საამისოდ კი ორი გზა არსებობს: საკუთარი სურვილით ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობა და მის ფონზე მოძიება იმ ცოდვებისა, რაც ჩადენილია. რის შემდეგაც უნდა მოხდეს მათი კარგად გაანალიზება და მონანიება. რასაც ჰქვია გულწრფელი მონანიება. რადგან სხვანაირად არ იქნება მიღებული შენდობა მასზე! კვლავ ვიმეორებ: მონანიებაზე შენდობა მაშინ გაიცემა სულის გონების მსაჯულის მიერ, თუკი ცოდვა იქნება შეცნობილი შემდეგნაირად: მიხვედრილი უნდა იქნას ის, თუ რომელი კანონის დარღვევით მოხდა დანაშაულის ჩადენა. შემდეგ კი ჩადენილის სიმძიმის კარგად გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება იმისა, რომ მსგავსი რამის ჩადენას აღარასოდეს ექნება ადგილი. მეორე დღესვე მონანიება შემოწმდება ღმერთის საზომის მიერ იმით, რომ რომელი კანონის დარღვევით ჩადენილი ცოდვის მონანიებაც მოხდა, იმ კანონის შესატყვისი შემთხვევა მოიეცემა მომნანიებელს. თუმცა სხვაგვარი ფორმით წარმოდგენილი, ვიდრე ის იყო, რასაც ინანიებდა. თუკი მონანიება მართლაც გულწრფელი იყო, მაშინ შესაძლებელი გახდება გამოცდის ჩაბარება და კანონის დარღვევასაც აღარ ექნება ადგილი. შესაბამისად კი გაიცემა შენდობის მადლი და ამ ცოდვის წილით დაბლოკილი გონების ნაწილიც გაიხსნება. აი, ამრიგად ხდება ცოდვების მიტევებით გონების ძილიდან გამოფხიზლება – ანუ იგივე ჯადოს ახსნა; და არა იმით, რომ ღმერთო მაპატიე თუ რამე შევცოდეო. ღმერთმა ეს ისედაც იცის, ვინ რაც შესცოდა. მაგრამ პატიება რომ მოხდეს, ამას თავად უნდა მიხვდეს ცოდვის ჩამდენი, თუ რა შესცოდა და გამოასწოროს. თორემ როგორ შეიძლება ადამიანის პატიება მაშინ, თუკი მან კარგად ვერ შეიგნო იმ დანაშაულის სიმძიმე, რაც ჩაიდინა?!
ეს იყო გამოფხიზლების ის შემთხვევა, როცა ადამიანი თავად ხვდება იმას, რომ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობაა საჭირო და სურვილი უჩნდება მის შესაძენად და ამასთანავე ახორციელებს კიდეც მას. მაგრამ როცა ამას აზროვნებით ვერ ხვდება, მაშინ ღმერთის მიერ გაიცემა დახმარება და ეს კი არის ამ კანონის აღსრულება: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“. როგორც ხედავთ, ეს პროცესიც სახეზეა კიდეც და ადრესატებს შორის დაწინაურებული კი ის ერია, რომელიც იმ ენაზე მეტყველებს, რომლითაც მხილებული ჭეშმარიტება ცხადდება. რაც ცხადია, ასეც უნდა იყოს! ვინაიდან მათ უპირატესობა აქვთ იმით, რომ ქართულ ენაზე ცხადდება ჭეშმარიტება და სხვა ენებზე მეტყველ ხალხივით არ სჭირდებათ ჯერ ენის შესწავლა და მერე მისი გაცნობა.
აქვე მინდა კომენტარი გავაკეთო იმის თაობაზე, დღეს ასერიგად რომ არიან მომრავლებულნი ჭკუის დამრიგებელნი და იძლევიან რჩევებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ბედნიერი მომავლის შექმნა და საამისოდ მოძღვრავენ ადამიანებს, რომ ცუდი ფიქრები კარგით შეცვალონ. ცხადია მისასალმებელია ის, რომ ბოლოსდაბოლოს საზოგადოებრივი ცნობიერება მივიდა იმის შეგნებამდე, რომ სიტყვებისა და ფიქრების ძალა ანგარიშგასაწევია. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ მხოლოდ სურვილი კმაროდეს ფიქრების ან ენის სამართავად, ეს კი შეუძლებელია! რადგან ისინი გულში მოჭარბებულის გამომხატველები არიან მხოლოდ. ხოლო გულმა კი იცის თავისი სულის სიმწარე და გულს რომ ვერ უბრძანებ, ეს კიდევ ყველამ იცის. ასე რომ სათანადო ცოდნაა საჭირო საიმისოდ, რომ ადამიანმა თავისი ფიქრები გახადოს პოზიტიური და ენა კი კეთილმეტყველი. რადგან ამის შემძლეობას მხოლოდ რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი განსაზღვრავს. ხოლო მის ცვლილებას კი გულწრფელი მონანიების გარდა, ვერაფერი გამოიწვევს. აი, ამიტომაც არის საჭირო ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობა. რადგან მისი გამოყენების გარეშე, ვერანაირი წარმატების მიღწევას ვერ ექნება ადგილი! თუმცა წარმატების განსაზღვრაშიაც ეშლება ხალხს. რადგან სატანაც იძლევა საცდუნებლად დროებით წარმატებული მდგომარეობის იმიტაციას, რომლის ბოლოც ბევრად უარესი იქნება, ვიდრე მაშინ, ასეთი მდგომარეობა რომ არ ყოფილიყო. მაგრამ მისგან სრულიად განსხვავებულია ღვთის წყალობით მიღებული წარმატებანი. ვინაიდან მისი არსი კეთილია თავიდან ბოლომდე.
ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.