შაბათი, სექტემბერი 26, 2026

აღთქმული დახმარება

მთავარი აღთქმული დახმარება

ჯადო

ჯადო თანამედროვე საზოგადოება საკმაოდ დიდ ინტერესს ავლენს იმ საკითხებისადმი, რომელთა ადრესატსაც  ჯადო წარმოადგენს. რის გამოც მედია საშუალებანი დიდ ადგილს უთმობენ ასეთი ინფორმაციის გავრცელებას და იმ პიროვნებებისათვის რეკლამის გაკეთებას, რომელნიც თავს ნათელმხილველებს უწოდებენ და ადამიანებს ჰპირდებიან, რომ მათ შეუძლიათ მოჯადოებულ პიროვნებას ჯადო ახსნან. ყოველგვარ სიცრუეს აქვს ზღვარი, რომლის იქითაც ის ვეღარ გავრცელდება; იმიტომ, რომ მისით გადაფარული სიმართლის მხილებას დაუდგება თავისი დრო. ამჟამად...

ადამიანური ფენომენი

ადამიანური ფენომენი „გეშინოდეთ ღვთისა და მცნებები დაიცავით. რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12-7). ... თუკი ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი ყველაზე ცუდად რაშიაც ერკვევა ეს საკუთარი ფენომენია; ვიმედოვნებ, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულ ნათქვამად არ ჩაითვლება. რადგანაც კაცობრიობის არსებობის მანძილზე უამრავ ისეთ ფაქტობრივ გამოვლინებებს ჰქონიათ ადგილი, რომელთაც ადამიანური შემეცნება პარანორმალურ მოვლენებს უწოდებს და აცხადებს, რომ არ ძალუძს მათი ახსნა და მათ წარმოშობასაც „ზებუნებრივ“...

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა ახლა უნდა ვისაუბრო საკითხზე, რომელიც ყველა ადამიანის ინტერესის საგანს წარმოადგენს. ეს არის ჯანმრთელობა, რომლის შესახებაც უამრავი სახეობის რეცეპტს იძლევიან მედიცინის წარმომადგენლები. თუმცა მაინც ვერ არის მიგნებული ისეთი ცოდნისათვის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მისი დაცვით ადამიანს შენარჩუნებული ექნას ჯანმრთელობა. დიახ, სამწუხაროდ ასეა! მიუხედავად განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე ასვლისა, მედიცინა მაინც უძლურია იმ მხრივ, რომ მისთვის ნებისმიერი დაავადება განკურნებადი იყოს. თავისთავად...

ჭეშმარიტება

ჭეშმარიტება ნებისმიერი საკითხის შესახებ ჭეშმარიტი ინფორმაციის მოსაპოვებლად არსებობს მხოლოდ ერთადერთი გზა და ის სამყაროს კანონთა განსჯაა. ჭეშმარიტება კი ის ცოდნაა, რომლითაც ბედისწერა განიკარგება. რისი ამოსავალიც ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელია. ღმერთის რაობაზე ჭეშმარიტი ინფორმაციის მისაღებ წყაროდ, მსოფლიო საზოგადოება რელიგიას მიიჩნევს და მის მოძღვრებას ეყრდნობა. მაგრამ სინამდვილეში ეს მართლაც ასეა თუ არა, მოდით ამის გარკვევა მოვახდინოთ სამყაროს კანონთა განსჯის საფუძველზე მოძიებული ჭეშმარიტი...

სიბრძნე

სიბრძნე უკვე რამოდენიმე წელია დედამიწაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების ატიპიურობა მისახვედრს ხდის იმას, რომ დედამიწის კლიმატს რაღაც დაემართა ისეთი, რაც მას ფუნქციური სტანდარტულობიდან გამოსვლას აიძულებს. ამ საკითხის მიმართ მსოფლიო გაერთიანდა და სათანადო ცოდნით შეიარაღებულ მეცნიერთა კავშირიც შედგა მდგომარეობის გამოსასწორებელ ღონისძიებათა შესამუშავებლად. მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მხრივ არა თუ რაიმე დადებით შედეგს იქნა მიღწეული, არამედ პირიქით - სტიქია კიდევ უფრო მეტად განაგრძობს მძვინვარებას. სახეზე...

ადამიანი

ადამიანი „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4-24). „ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში“ (I იოანე 1-5). ასეთ განმარტებას იძლევა ბიბლია ღმერთის რაობის შესახებ. სული სიცოცხლის წყაროა. ხოლო ადამიანად ყოფნა კი მხოლოდ სიცოცხლის პირობებში არის შესაძლებელი. რაც ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი ღმერთისმიერი ქმნილებაა და მაშასადამე კეთილი ბუნებით შემკულიც უნდა იყოს!...

ღმერთი

ღმერთი არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც ღმერთის არსებობისა სჯერათ; და არსებობენ ისეთნიც, რომელთაც არ სჯერათ. თუმცა თავისი მრწამსის მიმართ ცოდნით გამყარებული რწმენა არცერთ მათგანს არ გააჩნია. ადამიანმა ღმერთი შეგნებით რომ იწამოს, საამისოდ აუცილებელია მას ხელი მიუწვდებოდეს ღმერთის ვინაობის თაობაზე ჭეშმარიტი ინფორმაციის მოპოვებაზე. რისი მიღწევაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხდება, თუკი ადამიანს ჯეროვნად ვერ ექნება წარმოდგენილი ამ სამყაროს ნამდვილი მოდელის სახე და მისი ფუნქციური...

აღსრულება აღთქმულისა

აღსრულება აღთქმულისა „არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. რომელიც ამცნობს მის რჩეულს, რა იქნება მომავალში“ (დანიელი 2-28). „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3-7). . . . ბედისწერის საკითხებისადმი მძაფრი ინტერესის გამოვლენა ადამიანური აზროვნებისათვის თანდაყოლილი თვისებაა. თუმცა სამწუხაროდ ამ მხრივ მას წარმატებისათვის ჯერ არათუ მიუღწევია, არამედ საფუძვლიანად იმაშიაც კი ვერ დარწმუნებულა, ბედისწერა ნამდვილად არსებობს თუ არა. ბედისწერის...