ორშაბათი, დეკემბერი 4, 2023

მთავარი

მთავარი მთავარი

უფალია ჩვენი სიმართლე

ბიბლიის წინასწარმეტყველებათა თანახმად, საუკუნეების მანძილზე დაფარულად მყოფი ჭეშმარიტება მხილებული უნდა ყოფილიყო საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამს, „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით წარმოდგენილი ცოდნით (III ეზრა 6-18/28. იერემია 33-14/17).

არსებული რეალობა მტკიცებულება არის იმისა, რომ ნაწინასწარმეტყველები უკვე აღსრულებულია. რაც თავის მხრივ ნიშნავს იმასაც, რომ კაცობრიობა „არმაგედონის“ ეპოქაში შევიდა.

ღმერთმა ადამიანი ისეთი დონის მოაზროვნე არსებად შექმნა, რომ საკუთარი ბედისწერის შექმნა მიანდო და საამისოდ უბოძა თავისუფალი ნებაც. გონებაში კი ჩაუწერა ის კანონები, რომელთა დაცვითაც აზროვნებას ეძლევა სწორი მიმართულება საიმისოდ, რომ პატრონს ბედისწერისაგან ღვთის წყალობა მოამკევინოს.

საკაცობრიო ბედისწერისაგან მომკილი შედეგების აღმწერი ისტორია დასტურია იმისა, რომ კაცობრიობას ცხოვრებისეული მოღვაწეობის გზაზე აკრძალული მიმართულებით უვლია. რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ადამიანებს ჯერაც არა აქვთ ჯეროვნად შეცნობილი ის, თუ როგორ იწერენ საკუთარ ბედისწერას. ამიტომაც შედეგმაც არ დააყოვნა და ბედისწერის განაჩენით კაცობრიობას დამსახურებული ექნა „არმაგედონის“ მოვლინება. რისი პროცესის გადალახვაც უაღრესად რთულია მათთვის. ვინაიდან მისი მიმდინარეობის ფინალის დროს ადგილი აქვს ადამიანთათვის უცნობ მოვლენათა გამოვლინებებს.

შემქმნელმა თავისი ქმნილების შესახებ ყოველივე იცის. ამიტომ ცხადია მისთვის ცნობილია ის, რომ „არმაგედონის“ აღსრულების პროცესის გადალახვა რეალურად შეუძლებელია სათანადო ცოდნით ხელმძღვანელობის გარეშე. სწორედ ამ მოვლენის გასავლელად დახმარების გაწევას ემსახურება ის აღთქმა, რომელიც მან დაუდო თავის ერს: რომ ამ მძიმე პერიოდში მათ მოუვლენდა დამხმარეს (რომაელთა 11-26,27).

ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს!!!

აღთქმული დახმარება თქვენს წინაშეა.

ინფორმაცია არ არის