გაზიარება

ჯილდო, რომელიც უფალმა თავის მორწმუნეთ არგუნა


„თუ დაიცავთ უფლის მიერ დადგენილ კანონებს, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი“ (III ეზრა 16-77). „და თქვენ არ იცით და არც შეიძლება იცოდეთ, რომ რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს. ჩვენ კი წინასწარმეტყველთ გაგვიმხილა ღმერთმა ეს საიდუმლო თავისი სულით. ვინაიდან სული ჭვრეტს ყოველივეს და მათ შორის ღვთის სიღრმეებსაც. ხოლო ჩვენ მივიღეთ არა სოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღმერთისაგან ჩვენთვის მონიჭებული; და ამას ვლაპარაკობთ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან შესწავლილით. სულიერს, სულიერით განვმარტავთ“ (I კორინთელთა 2-5,13).
ვინაიდან შემწევს უნარი სულიერის სულიერითვე განმარტებისა, ამიტომ ჩემი ვალია ფარდა ავხადო საიდუმლოს ბოლო ჟამის დროისათვის განკუთვნილი იმ ჯილდოს შესახებ, რომელიც უფალმა თავის მორწმუნეთ არგუნა. რისთვისაც მოვიშველიებ ბიბლიურ ცნობას იმ 144 000 ბეჭედდასმულის არსებობის თაობაზე, რომელთაც გენეტიკური ნაყოფები ეწოდებათ და სწორედ მათ მისაღებად იქნა დაწესებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ათასწლეულები.
თუ რას წარმოადგენს ადამიანთა ეს კატეგორია, მათ შესახებ გაცნობებთ შემდეგს: ისინი უკვე ჩამოყალიბებული არიან ისეთ პიროვნებებად, რომელთაც წინაპართაგან მემკვიდრეობით ერგოთ სულიერი და ხორციელი თანამშრომლობის საუკეთესო ვარიანტების განხორციელებით მიღებული გენი. რომელსაც შეძენილი ექნა გონიერად აზროვნების უნარი. რადგანაც ეს პიროვნებები საკაცობრიო გენეტიკის ნაყოფად არიან შერაცხულნი და მათ ეწოდებათ ბეჭედდასმულები, ანუ მადლიერნი – ეს იმას მოწმობს, რომ მათი არსებობის დრო საკაცობრიო ბოლო ჟამის პერიოდია!
ბიბლია ამ 144 000 მადლიერის შესახებ იუწყება შემდეგს: მათ ჯერ დედამიწაზე უნდა მოახერხონ საამური ცხოვრების შექმნა. ვინაიდან სწორედ კაცთმოყვარეობის გრძნობის წარმოშობა განამტკიცებს ადამიანებში კეთილი გრძნობებისა და თვისებების გაღვივებას. რაც მოტივს აძლევს მათ საიმისოდ, რომ ერთმანეთზე უანგაროდ იზრუნონ. რის გარეშეც ვერ მოხდება ღმერთის დიდება ადამიანთა მიერ. რაც საბოლოოდ დაგვირგვინდება სრულყოფილი სიყვარულის გრძნობის შეძენით. ხოლო ასეთი გრძნობის ჰქონის გარეშე ვერ მოხერხდება იმ სამყაროში ტელეპორტირება, რომელიც გამზადებულია და რომელშიაც მათ სძინავთ. ამ განაცხადს დავამოწმებ ბიბლიით: „იმოქმედეთ, რადგან იცით დრო, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი“ (რომაელთა 13-11). ეს ცნობა გულისხმობს ჯერ დედამიწაზე გონების გამოღვიძებას და შემდეგ კი უკვე სამყარო „კუბში“ მძინარეთა გაღვიძებას.
ამ საკითხთან მიმართებით მინდა შევეხო ისეთ საჭირბოროტო საკითხს, რომელიც ყოველ საღად მოაზროვნე ადამიანს აღელვებს, რადგან არავინ არის ისეთი, ვისაც გარდაცვლილი არ ჰყავდეს ვინმე, ვისაც მის გულში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო გარდაცვლილთა შესახებ და გაცნობოთ იმის შესახებ, აგრძელებს თუ არა ადამიანი საიქიოში ცხოვრებას. ამ საკითხის გარშემო ბევრს მსჯელობენ ადამიანები და მათ ნაწილს სჯერა საიქიოს არსებობისა და ნაწილს კი არა. თუმცა ყველა მსჯელობა რაც ამ საკითხს შეხებია, ვარაუდებზე და სიზმრების ხილვების დონეზეა დაყრდნობილი. ამიტომ ჯერაც ვერ არის ვერავინ მყარად დარწმუნებული საიქიო ცხოვრების არსებობა-არ არსებობაში. დაისმის კითხვა: შეუძლია კი ადამიანს ამ საკითხის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვება? პასუხი ასეთია: რა თქმა უნდა შეუძლია! რადგან ღმერთმა ადამიანი ისეთ გონიერ არსებად შექმნა, რომ მას თავის მსგავსი უწოდა (დაბადება 1-26,27). რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ისეთი ფენომენის მქონე არსებაა, რომ მას ყოველივე იმის შეცნობის უნარი აქვს, რაც მასთან კავშირშია; თუ რა თქმა უნდა ამას თავად მართლა მოისურვებს. ახლა კი იმასაც განვმარტავ, თუ რა იგულისხმება მართლა მოსურვებაში, რადგან ვინმეს ის მხოლოდ სურვილში არ აერიოს. ადამიანური ფენომენის შესახებ ცოდნის ძიებას მოანდომა მეცნიერებამ მთელი თავისი არსებობის პერიოდი, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს. მაგრამ შედეგად რა მიიღო? რა და ის, რომ ადამიანი საერთოდ ვერ იცნობს თავის შესაძლებლობებს და თანაც იმდენად, რომ საკუთარ ჩვევებთან შეწინააღმდეგებაც კი არ შეუძლია, სხვა დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვა. რატომ მოხდა ეს ასე? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ადამიანმა თავისი ცნობიერება (რომელსაც ღმერთმა უფლება მისცა, რომ საკუთარი სურვილების საფუძველზე წარემართა თავისი ბედი), ცოდვების გზის მიმართულებისაკენ წარმართა. რომელი გზაც იმ სიცრუის მორევში ითრევს ადამიანებს, სადაც სიკვდილია. სინამდვილეში კი ადამიანი ისეთი უნიკალური ქმნილებაა, რომ ყველა ის ცოდნა, რის საძებნელადაც ის დაეხეტება ყველგან; გონებაში აქვს ჩადებული და აზროვნების მეზობლად მდებარეობს. მაგრამ აზროვნებას მასთან შეხება და მისგან ცოდნის გამოტანა მაშინ შეუძლია, თუკი იმ სამყაროსეულ კანონებს დაიცავს, რომელიც ღმერთმა სპეციალურად ადამიანთათვის დაადგინა. თანაც მისი დაცვაც როდია მათთვის ძნელი და მითუმეტეს შეუძლებელი?! – „ვინაიდან ადამიანთა ბუნებას უთანაგრძნო შემოქმედმა, როცა მათ ამ კანონებს უწესებდა“ (IV მაკაბელთა 5-25). ანუ იმის თქმა მინდა, რომ საიქიო არსებობს თუ არა და თუკი არსებობს რა ხდება იქ – ამის ცოდნა ხელმისაწვდომია ადამიანისათვის მაშინ, როცა მისი ცნობიერი ქვეცნობიერთან ითანამშრომლებს და ასეთ კავშირს კი გონიერად აზროვნება ჰქვია. დიახ ასეა, გონებასთან განუშორებლობა ადამიანს ყოველივე იმ კითხვაზე გასცემს ჭეშმარიტ პასუხს, რა კითხვაც მას გაუჩნდება აზროვნებაში. ვინაიდან ღმერთმა ისეთ არსებად შექმნა ადამიანი, რომ მის აზროვნებაში ვერაფერი დაიბადება ისეთი, რის შესახებ ნამდვილი ინფორმაციაც არ იყოს გონებაში!!!
აქ ცოტათი მთავარი თემიდან გადავუხვევ და იმ საკითხს შევეხები, რომელიც მართალია ირიბად ეხება მას, მაგრამ მეტად საინტერესოა და მასზე ჭეშმარიტი პასუხის ცოდნაც სავალდებულოა ადამიანთათვის. საქმე ეხება ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებისა თუ ფილმების შექმნას. საიდან მოსდის ადამიანს მათ შესახებ იდეები? და რატომ უწოდებს მათ გამოგონილს? არის კი ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ არსებობს და ადამიანს კი შეუძლია მისი გამოგონება? პასუხი ასეთია: ადამიანს არაფრის მოგონება და გამოგონება შეუძლია ისეთის, რაც სინამდვილეში ამ სამყაროში არ არსებობს! რადგან ადამიანის ცნობიერი შექმნილია იმ გრძნობათა ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომელთა აღქმითი შესაძლებლობანიც ამ სამყაროს არ სცდება. თვით გონებაშიც კი არ არის ის წარმოსახვითი ცნობები, რომელიც კუბის სამყაროს შიგნითაა და ეს იმიტომ, რომ ეს გონება აზროვნების გასაწვრთნელად არის შექმნილი და როგორც ზემოთ მოყვანილი ბიბლიური ცნობით დავამოწმე, ადამიანური ფენომენისთვის არის სპეციფიკურად შექმნილი. მაშინ საიდან მოსდის ადამიანს ის ფანტაზიები, რომლებიც წიგნთა თუ ფილმთა სახით საკმაოდ დიდ რაოდენობად არის დაგროვილი?! მოგახსენებთ პასუხს: საქმე იმაშია, რომ ეს სამყარო ქმნილებაა ისევე, როგორც ადამიანი. ყოველ ქმნილებას კი მისი შექმნის პროგრამა გააჩნია და ასევე მისი საფუნქციოც. ამ სამყაროს ფუნქციონირება რომ კანონზომიერია, ამის შესახებ ცოდნა უკვე ცნობადია ადამიანთათვის და ისიც, რომ თავად ადამიანი არის მისი განუყოფელი ნაწილი. რაც თავისთავად ფუნქციონალურ მსგავსებასაც გულისხმობს. ადამიანთა შემთხვევაში ჩვენთვის თვალსჩინოდ არის მისახვედრი ამ პროგრამის მოქმედება: დაბადება, გაზრდა, სიჭარმაგე, სიბერე, გარდაცვალება. ხოლო ყოველივე ამის დანახვა იმიტომ ძალგვიძს, რომ ეს პროგრამა გათვლილია მცირე დროში. მაგრამ სამყაროს მაკრო ელემენტებისათვის კი ეს დრო გათვლილია იმდენად ხანგრძლივ პერიოდად, რომ მცირედ დროში მოარსებე ადამიანს მისი ხედვით შეცნობა არ შეუძლია. თუმცა ცოტა გონიერებას თუ მოუხმობს, დედამიწაზევე შეუძლია საარსებო დროის განსხვავებათა შეცნობა დედამიწაზე ბინადარ ცხოველურ და მცენარეულ სფეროს მიხედვით.
ახლა კი აზროვნებასა და გონებაზე მინდა გიამბოთ. როგორც ცნობილია, მათი საკონტაქტო საშუალება სიტყვებია და საერთოდაც ადამიანის მიერ სამყაროსეული აღქმაც სიტყვიერი შეფასებების მეშვეობით ხდება. ადამიანი ღმერთის ქმნილებაა, ღმერთი ერთია და თანაც მიუკერძოებელი არის ნებისმიერი ადამიანის მიმართ; რისი დასტურიც ადამიანთა აგებულებითი სტანდარტულობაა. რაც მიღწეულია იმით, რომ ყოველ ადამიანს მიცემული აქვს ერთიდაიგივე კატეგორიის სული, რომელსაც აქვს ერთნაირი პროგრამის მომცველი გონება. დავამოწმებ ამ ცნობებს ბიბლიით: „სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია და ამოქმედებს ყველას ყველაფერში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს, სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა. მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით. ზოგს – რწმენა იმავე სულით და ზოგსაც – განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს ეძლევა სასწაულთმოქმედება. ზოგს – წინასწარმეტყველება. ზოგს – სულების გარჩევა. ზოგს – სხვადასხვა ენები. ზოგს – ენების განმარტება. ყოველივე ამას კი აკეთებს ერთიდაიგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს როგორც ნებავს“ (I კორინთელთა 12-3/11). თავისთავად მისახვედრია ისიც, რომ გონების ჩანაწერიც ერთ ენაზე იქნება შესრულებული და ასეა კიდეც: „თავდაპირველად, მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა ჰქონდა“ (დაბადება 11-1) და „შემდეგ კი მოხდა ენის არევა“ (დაბადება 11-7,8). წარმოდგენილი ცნობებიდან მისახვედრია: რომ თუკი ადამიანი უცოდველად იცხოვრებს, მაშინ მისი აზროვნება იმ სიტყვებით შეივსება, რომელიც გონებაშია და ისიც სამყაროს აღიქვამს გონების ენით. გონების ენა კი ის ენაა, რომლითაც ბედისწერა იქმნება. როგორ იქმნება ბედისწერა? იმ პროგრამით რომელიც მათემატიკურ წესებზეა დამყარებული და ასოთა მოხაზულობა კი გამოყენებულია სახიერი ფორმის მისაცემად. ვინაიდან და რადგანაც ადამიანებმა ცხოვრებისეული გზა ცოდვების გზით წარმართეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ცნობიერში დამახინჯებით ხდებოდა ასო-ბგერათა წყობის აღქმა. შესაბამისად სიტყვებიც სახეცვლილებებს განიცდიდა და ბედისწერაც ისეთ ფიგურებს ქმნიდა, რომელიც გონებაში ჩაწერილს არ შეესაბამებოდა. აი ასე წარმოიშვა ის ფანტასტიკური პერსონები, რომელნიც სინამდვილეში არიან არსებულის მახინჯი ფორმა. ხოლო რაც შეეხება მათ რეალურ არსებობას, ისინი არსებობენ მატრიცული ფორმით და შექმნილი არიან იმ ადამიანთა ძალით, რომელთა რაოდენობაც უკვე იმდენად ბევრია, რომ სამყაროს ნორმალურად ფუნქციონირებას შეუქმნეს საფრთხე. გარდა ამისა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სამყაროც უკვე მისულია იმ დროზე, რომელიც მის გარდასახვას გულისხმობს. ალბათ უკვე მიხვდით იმას, რომ ადამიანთა მოდგმა საყოველთაო განკითხვის წინაშე დგას და რაც უფრო დროულად გაითავისებს ამ სინამდვილეს ისინი, ვისაც ამის შემცნეობის უნარი აქვთ შემორჩენილი, მით უკეთესი იქნება როგორც მათთვის, ისე მთელი კაცობრიობისთვისაც. ვინაიდან ჯერ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი საიმისოდ, რომ ადამიანებმა შეასრულონ ის მისია, სარომლისოდაც შექმნა ისინი ღმერთმა.
ახლა კი კვლავ მთავარ თემას დავუბრუნდები და საიქიო ცხოვრებაზე გიამბობთ. როგორც უკვე ხედავთ ამ სამყაროში არაფერი ქრება, არამედ გადადის ერთი სახეობიდან მეორეში. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სამყაროში მიკერძოებულობა არ არსებობს და ყველა კანონი საყოველთაოა სამყაროს შემადგენელ ნებისმიერი ნაწილისათვის – რა თქმა უნდა მის ტიპთან გათვალისწინებული სახით. ასევეა ადამიანის შემთხვევაშიაც და თუკი ადამიანის სხეული ვეღარ თანამშრომლობს სულთან, ისინი შორდებიან და ცალ-ცალკე სამყოფელში განთავსდებიან; თუმცა მათი საერთო ქმნილება აზროვნება, რა თქმა უნდა არ ქრება და სულს ის მიყავს იმ ადგილას, სადაც ცხოვრება მან დაიმსახურა ადამიანური სხეულით მოღვაწეობის დროს. ხოლო იქ კი სადაც არის, სხეულად წოდებული იმ გარემოსთვის შესაბამო სამოქმედო აპარატი ეძლევა. რომელიც არც აქაურ სხეულს ჰგავს და თანაც არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ თავისი სურვილით დაეკონტაქტოს აქაურ ადამიანს. მაგრამ სამაგიეროდ დედამიწელ ადამიანებს აქვთ იმის შემძლეობის უნარი, რომ მათ მისცენ უფლება დაკონტაქტებისა. ამ საკითხზე მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგანაც ის სპეციალური ცოდნის მომცველი ინფორმაციაა და თანაც საკმაო მოცულობისაც; და არც ყველასათვის ხელმისაწვდომად გასაცხადებელია.
ახლა კი მინდა გაცნობოთ იმის თაობაზე, თუ ღმერთის მიერ დაწესებულ რა ჯილდოზეა საუბარი და ვინ და როგორ უნდა მიიღოს ის. ამ საკითხის შესახებ საუბარს დავიწყებ ბიბლიის ამ ცნობით: „უფალო შენ ახლო ხარ მათთან, ვინც ბოლოში არიან. მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ჩემამდე იყვნენ? ან ჩვენ, ან მათ, ვინც ჩვენს შემდეგ იქნებიან? მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს, არც უახლესთა დაყოვნება იქნება და არც წინაპართა სისწრაფე. ნუთუ ვერ შესძლებ ერთად ჰქნა ყველა? რათა უფრო სწრაფად გააცხადო შენი სამართალი?! მიპასუხა: არ შეუძლია ქმნილებას შემოქმედზე უფრო აჩქარდეს. ვერც წუთისოფელი აიტანს ერთიანად ყველაფერს რაც მასშია შექმნილი. ჰკითხე დედაკაცის საშოს და უთხარი: თუკი ბადებ, რაღა ჟამიდან ჟამზე ბადებ თქო?! მოსთხოვე, ბარემ ათივე ერთად გააჩინოს. ვთქვი: ვერაფრით შესძლებს! მხოლოდ დროგამოშვებით თუ შესძლებს მეთქი. მითხრა: მეც მივეცი მიწის საშო იმათ, ჟამიდან ჟამზე რომ ითესებიან მასში. როგორც ჩვილს არ შეუძლია შობა და არც მოხუცებულს, ასევე განვაწესე მე ჩემი შექმნილი წუთისოფელი“ (III ეზრა 5-4/9). ამის შემდეგ კი გადავალ ამ ცნობაზე: „იმოქმედეთ, რადგან იცით დრო, რომ დადგა ძილისგან თქვენი გამოღვიძების ჟამი“ (რომაელთა 13-11) და „ჯერ გარდაცვლილები აღდგებიან და მერე კი ცოცხლად დარჩენილები“ (Iთესალონიკელთა 4-15/17).
მოკლედ გაცნობებთ ამ ცნობების განმარტებას: როგორც უკვე იცით, ეს სამყარო ადამიანისათვის აზროვნების გასაწვრთნელ და მისგან გონიერების ნაყოფის მიმღებ ლაბორატორიას წარმოადგენს. რადგანაც ბიბლია იუწყება 144 000 მადლიერის არსებობის თაობაზე, რომელნიც ტელეპორტირდებიან სამყარო კუბში და გააგრძელებენ სიცოცხლეს – ეს ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ის წინაპრები, რომელთა დამსახურებითაც მოხდა გონიერი გენის გამოყვანა და მემკვიდრული წესით თაობიდან-თაობაზე გადაცემა, მოკლებული იქნებიან ამ წყალობას. ცხადია ეს ასე არ არის და ისინიც ისევე ტელეპორტირდებიან სამყარო კუბში, როგორც ის 144 000 მადლიერი. ოღონდ ჯერ მათი ტელეპორტირება უნდა განახორციელონ დედამიწელმა 144 000-მა და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებენ თავად გადასვლას. თუ როგორ უნდა შესძლონ ეს მათ, სწორედ ამ მისიის აღსრულების სტადიაში გადადის ახლა მსოფლიო და როგორადაც ხედავთ, გარდამავალ პერიოდს არმაგედონის პროცესი არეგულირებს. რომელიც მოქმედებს იმ მკაცრად განსაზღვრული კანონმდებლობის ფონზე, რომელზედაც გაცნობებთ ის ცოდნა, რომელიც უკვე საკმაო ხანია გამოქვეყნებულია და რომელიც ამ პერიოდის გადალახვისათვის დახმარების გაწევის მიზნით შემაქმნევინა ღმერთმა.