გაზიარება

„ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მისი გამგები. ხოლო როდესაც ასრულდება და აჰა სრულდება კიდეც, მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათთან“ (ეზეკიელი 33-32,33). ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია იმ ინფორმაციის თაობაზე, რომლის გამოცხადების აღმსრულებლადაც მოხდა ჩემი შერჩევა ღმერთის მიერ. მართალია თავისი ნებაა ვის რა და როგორ სჯერა, მაგრამ სინამდვილე კი ერთია და არის ის, რომ ფაქტებად მხოლოდ ჭეშმარიტება სრულდება! რის შესახებაც ასეთ განმარტებას იძლევა  ბიბლია: „დიდია მიწა. მაღალია ცა. სწრაფი სრბოლით მზე, ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა. განა დიდი არაა ის, ვინც ამას აკეთებს? დიდია ჭეშმარიტების ძალა და ყველაფერზე ძლიერია. ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს. ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. ჭეშმარიტება რჩება და მძლავრობს სამარადისოდ. ცოცხლობს და ძლევამოსილია უკუნითი უკუნისამდე. არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა. არამედ აჩენს სამართალს, ყოველივე უსამართლობის და ბოროტის განდევნით. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტების“ (III ეზრა 4-34/40).

რაც შეეხება ბიბლიის ამ ცნობას, მისი საყოველთაოდ გასაგები ფორმით წარმოდგენა შემდეგია: მატერიალური სამყარო მიღებული იქნა მძლავრი აორქთლების ფონზე წარმოშობილ ნაწილთა მიერ „აწყობილ“ მთლიანობად – იმგვარად, რომ ყოველ მიწიერ ნარჩენს, თავისი ნივთიერულად მსგავსი კატეგორიის ორთქლისაგან მიღებული ცის შრე განეკუთვნა; თავისი ენერგეტიკული მღვიმის (ანუ ვარსკვლავის) ჩათვლითურთ. როდესაც მზის ბრუნვის დროს, მისგან გამოყოფილ სხივურ ენერგიასა და პლანეტათა მიერ გამომუშავებულ ენერგიებს შორის ხდება შეჯახება, წარმოიქმნებიან სამყაროს ხმები. რომელთა ტალღების საშუალებითაც ხდება მიწვდომა ცის ყინულოვან მღვიმეებში „დაკონსერვებულ“ იმ ვარსკვლავურ ენერგიასთან, რომელიც შემადგენლობითი კატეგორიით, მიწოდებული ენერგიის შესატყვისია. რის შემდეგაც ხდება ე.წ. „ექოს“ პროცესი. რომლის სასრულ სტადიასაც წარმოადგენს ის, რომ ეს ენერგია პლანეტებზე მატერიად, ანუ ფაქტებად გარდაიქმნება და ისე მიეწოდება მიმღებს; თანახმად კანონისა: „გავეხმიანები ცას და ისიც გაეხმიანება მიწას“ (ოსია 2-23) იმგვარად, რომ „ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს“ (ეფესელთა 6-7), ხოლო „ვინც ბოროტებას სჩადის, მასვე მიუბრუნდება ისე, რომ ვერც კი გაიგებს საიდან დაატყდა თავს“ (სიბრძნე ზირაქის 27-29).

მინდა, რომ განსაკუთრებული აღნიშვნა გავაკეთო ხმის თაობაზე. რისთვისაც პირველ რიგში დავძენ იმას, რომ სამყარო მდუმარე არ არის და ადამიანიც არ არის იმ დონის არსება, რომ ყოველგვარი ხმიანობის აღქმა შეეძლოს. ხმა, ენერგიათა ტალღების მუდმივი და განუყოფელი თვისებაა. ვინაიდან იგი ბგერების მომცველია, ამიტომაც შესაძლებელია ყველა სახეობრივი ენერგიის წარმოდგენა ბგერათა კომბინაციის სახით – თუ, რა თქმა უნდა, ადამიანის მიერ შექმნილი სათანადო ხელსაწყო შესძლებს იმას, რომ გასაშიფრი ენერგიის ტალღა დააფიქსიროს და მასში ბგერათა გავრცელების სიხშირე დაიყვანოს ინფრაბგერიდან – ულტრაბგერამდე, ანუ ადამიანური სმენადობისათვის მისაწვდომ დონეზე. თუკი სამყაროს სასიცოცხლო ენერგიას განვიხილავთ ამ კუთხით, მაშინ მასზე გეტყოდით იმას, რომ მის შემადგენელ ბგერათა წყობას, ჭეშმარიტი წყობა ეწოდება და სწორედ ბგერათა ასეთი წყობით არის წარმოდგენილი ჩვენი სულისმიერი გონება. რომელიც სიტყვებად გაშიფრული იქნა ქრისტეს მიერ. რაც შეეხება შიფრს, რომლითაც სულის ენერგიის სიტყვებად დალაგება არის შესაძლებელი – ბიბლიური კოდის უნარი ჰქვია და ღმერთის მიერ დაშვებულია ის, რომ მისით აღჭურვილი უნდა იყოს მხოლოდ ქრისტეს სულის მქონე პიროვნება და მის მეტი არავინ!!!

ახლა კი უნდა შევეხო იმ ფაქტორს, რომელზედაც არის მთლიანად დამოკიდებული ადამიანის არსებობა. როგორც ამას კანონი : „სანამ სხეულში ვსახლობთ, რწმენით ვარსებობთ და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7) – იუწყება, ეს ფაქტორი ჭეშმარიტი რწმენის მქონეობაა. რისი მიღებაც შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი სამყაროს კანონთა საქმით დამცველი იქნება. ვინაიდან კაცთაგან არვინ ყოფილა ისეთი, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი ყოველთვის სამყაროს კანონთა დაცვით, ან პირიქით სულ მუდამ დარღვევით ყოფილიყო მიღებული, ამიტომ ყოველი ადამიანის აზრობრივი ჩანაწერი ინდივიდუალური მრავალფეროვნებით წარმოდგება და ენდოკრინული სისტემის საშუალებით ისახება კვერცხუჯრედსა და სპერმაში – გენეტიკური ჩანაწერის ნამატის სახით. ამის შედეგია ის, რომ ერთიდაიგივე მშობლებს, შეიძლება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული შვილები ჰყავდეთ. ე.ი. ყოველ მემკვიდრეს, წინაპრისაგან გადმოცემული აქვს რწმენის ინდივიდუალური საძირკველი, რომელიც სიცრუე-სიმართლის ნაზავია. ხოლო მისი ინდივიდუალურობა კი წარმოდგენილია: როგორც მცნებათა დაცვა-არ დაცვის რაოდენობის პროცენტული მონაცემით (მართალ-მტყუანობის განმსაზღვრელი %); ასევე იმ სახეობრივი მონაცემებითაც, თუ რა სახის კანონთა დაცვა ან არ დაცვა მოხდა (ნიჭთა და უნართა სახეობანი); და იმითაც, ეს კანონები რომელ კატეგორიას განეკუთვნებიან: პირადულსა თუ საზოგადოებრივს (ნიჭები და უნარები ხელოვნებისმიერი კატეგორიისაა თუ გონებრივის). აი ამის გამოა, რომ სიმართლისადმი ყველას მიკერძოებული დამოკიდებულება გააჩნია. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტების მიწვდომას, მისი შემძლე კი, უკვე ვეღარავინ არის.

მოგეხსენებათ, რომ ადამიანის შექმნა იმ საერთო გენეტიკური კანონის შედეგია, რომელიც ღმერთმა ამ სამყაროს დაუწესა და რომელი კანონიც ითვალისწინებს სამყაროში შემავალი ყველა ნაწილისათვის საკუთრივი ქვეკანონის არსებობასაც. სწორედ ასეთ ქვეკანონს წარმოადგენს ადამიანისათვის განკუთვნილი გენეტიკის კანონიც, რომლის მთავარი მისიის შესრულებაც ქრისტეს ერგო წილად. რაც შეეხება ქრისტეობას, ის არ შემოისაზღვრება პიროვნულობით. ვინაიდან მას განსაზღვრავს ის სული, რომლის გონებაშიც ანგელოზური ცოდნის მომცველი ჩანაწერია, ადამიანის აზროვნებისათვის შესაძლებელი შესრულებით. რომელი სამუშაოც თავად ქრისტემ შეასრულა მარსზე, როცა იქ ედემელი ადამის სახით იქნა წარმომდგარი – როგორც ანგელოზთა გენეტიკური მიმდინარეობით მიღებული ნაყოფი. ამიტომაც არის ბიბლიის ძველი აღთქმა ედემელი ჩანაწერის ამსახველი. ხოლო ახალი აღთქმა კი მისი ახსნაა, უკვე ადამიანის სახით მოსული იესო ქრისტეს მიერ; თანახმად კანონისა: „ძველი აღთქმის რიდე ქრისტეშია მოხსნილი“ (II კორინთელთა 3-14). მაგრამ რადგანაც იმ დროისათვის საკაცობრიო გენეტიკის მიმდინარეობა ვერ იმყოფებოდა სასრულ სტადიაში – შესაბამისად, ადამიანური აზროვნების სისტემაც ვერ იყო ზრდასრული. ამიტომაც მოხდა განმარტებათა წარმოდგენა იგავების დონეზე. რომელთა პირდაპირი ახსნაც მოხდებოდა მაშინ, როცა საკაცობრიო გენეტიკა სასრულ სტადიას მიაღწევდა და ნაყოფს გამოიღებდა იმ სხეულის სახით, რომელიც შესძლებდა ქრისტეს სულის დატევას. როგორადაც ამას ბიბლიაც ამოწმებს იესოს სიტყვით: „იგავებით გესაუბრებით, მაგრამ მოვა ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით; არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ“ (იოანე 16-25) „და იმასაც გეტყვით: რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებთ“ (იოანე 6-36).

როგორადაც რალობამ აჩვენა კიდეც, ეს ორივე წინასწარმეტყველება უკვე აღსრულდა: ბიბლიის ცნობების პირდაპირი ახსნაც სახეზეა და საზოგადოების მიერ ქრისტეს სულის მქონე პიროვნების ვერ ცნობაც. რატომ მოხდა ასე? მიმაჩნია, რომ ამ კითხვის უპასუხოდ დატოვება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება და ამიტომაც ვპასუხობ მას:

ყოველმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის ის, რომ ამ ქვეყნად მის მოვლინებაზე ნებართვა, საკუთრივ მისთვის არავის უთხოვია და მისი დაბადებაც, მშობელთა ნებაზე გენეტიკური კანონის თანხმობით მოხდა. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ რა გენეტიკური მემკვიდრული კოდიც ერგო მას წინაპრისაგან, მის საფუძვლზე უნდა ააშენოს მან თავისი სხეული. რისთვისაც მიცემული აქვს აზროვნების თავისუფალი ნება. რომლითაც შეუძლია ჭეშმარიტების ცოდნის გამოყენებით, მემკვიდრეობიდან კეთილი წილის გააქტიურება და ბოროტების კი ჩახშობა. მაგრამ თუკი პიროვნება უარს იტყვის ჭეშმარიტების ცოდნასთან ზიარებაზე, მაშინ პირიქით მოხდება: კეთილ ნიჭებს ჩაიხშობს და ბოროტს კი გაიაქტიურებს. რითაც საკუთარ ბედისწერას, სატანური ძალის განგებას დაუქვემდებარებს. ჭეშმარიტების ზიარების მოსურნეებს, მისი განხორციელების დროს შეჯახება უხდებათ იმ ზღუდესთან, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის მოძალადეობა ჰქვია. რისი გადალახვაც დიდ მოთმინებასა და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს განსაკუთრებით იმ პერიოდში, რასაც საკაცობრიო გენეტიკის ბოლო ჟამი ჰქვია და რომელშიდაც ამჟამად იმყოფება კაცობრიობა. ვინაიდან ის, რასაც დღეს საზოგადოებრივი მენტალიტეტი წარმოადგენს, არის სიცრუით ღრმად ფესვებგადგმული პროპაგანდა. რომელიც ადამიანებს სიმართლის სახელით ჩაუნერგეს. სწორედ სიცრუის სიმართლედ გასაღების გამო მოხდა ის, რომ კაცობრიობას სიარული მოუწია იმ ეკლიან გზაზე, რომელთა ნაჩხვლეტებმაც მართალი გენის წარმომადგენელთა სისხლით მორწყეს ეს გზა. მაგრამ სიცრუესაც აქვს თავისი ზღვარი, რომლის იქითაც ის უკვე ვეღარ ვრცელდება და ახლა სწორედ ეს დრო დაუდგა მას. რისთვისაც ყოველივეს თავისი ნამდვილი სახელი დაუბრუნდება!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცობრიობა არსებობის გაგრძელებას ვეღარ შესძლებს!!!

ამიტომ მათ საყურადღებოდ ვამბობ, რომელნიც მართალი გენის მემკვიდრენი არიან; და დღეს კი ისინი აუცილებლად ჩაგრულ მდგომარეობაში იქნებიან!!! ძვირფასებო! მართალია თქვენ ასე გმოძღვრავენ, რომ ამჟამად ყველაფერი ისევე იქნება, როგორც ეს ყოველთვის იყო; და რომ არანაირ გლობალურ ცვლილებას არ ექნება ადგილი კაცობრიობის ცხოვრებაში. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის! ვინაიდან ამჟამად უკვე შევედით იმ დროში, როცა სწორედ რომ ძირეული ცვლილების მოხდენის პერიოდი დადგა. რადგანაც საკაცობრიო მიმდინარეობიდან გენეტიკური ნაყოფის მიღება უნდა მოხდეს. რაშიაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ის ფაქტორი, რომ სიცრუის დროს თავისი მოქმედების ვადა გაუვიდა და ამიტომაც აუცილებლობა იქმნება იმისა, რომ სათანადოდ იქნას თვალი გასწორებული სიმართლესთან იმათგან, ვისაც გენეტიკური მემკვიდრეობით მართალი გენის კოდი ერგო. აბა ეს იმას ხომ არ მოეთხოვება, ვისაც ის მემკვიდრეობით არ მიუღია?! ხოლო თუ რატომ არის ეს ასე, ამის შესახებ მოგახსენებთ ორიოდ სიტყვით: ცნობილი თეორიაა ის, რომ  ნებისმიერი პროცესის განხორციელებას ენერგია განაპირობებს. ამ პრინციპს ემორჩილება ადამიანის ორგანიზმიც. სადაც ენერგიათა ცვლა სამ სახეობრივად ვლინდება: მატერიალურ ნივთიერებობრივი შედეგის სახით, სიტყვათა სახით და გრძნობათა სახით; და ეს სამსახოვანი შედეგი, ერთიდაიგივე დანიშნულებისაა!!! ანუ უფრო სხვანაირად რომ ავხსნა: ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანში სიტყვა უსაფუძვლოდ ვერ დაიბადება, რადგანაც მისი წარმოშობა განუყოფელი ნაწილია იმ პროცესისა, რასაც ნივთიერებათა ცვლა ჰქვია და რომელიც სრულყოფილად ვერანაირად ვერ განხორციელდება, თუკი ორგანოები ვერ იქნებიან არამარტო ჯანსაღნი, არამედ სათანადო შემადგენლობისაც. რომელი შემადგენლობის მიღებაც მხოლოდდამხოლოდ მემკვიდრეობით ხდება, რადგან წინაპართა მიერ არის ნაშენები. ვინაიდან და რადგანაც ნებისმიერი პროცესი სრულდება ნაყოფის გამოღებით ან ვერ მიღებით, მის შესასრულებლად დადგენილ დროს; ასევეა საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობაც. რომლისათვისაც დადგენილი დრო ამოიწურა. რაც შეეხება ნაყოფთა მიღებას, ამ პროცესის გადალახვა არ არის იოლი საქმე. რაც გამოწვეულია იმით, რომ საკაცობრიო გენეტიკური პროცესია მთელი რიგი ხარვეზებით წაიყვანა ადამიანურმა აზროვნებამ და ამიტომაც ნაყოფის გამოსაღებად საჭიროდ გაიხადა ისეთი პროცესის ჩატარება, რომლითაც პიროვნება თითქმის „ხელახლა უნდა იშვას“. ყოველივე ეს კი აუცილებლად საჭიროებს სათანადო ცოდნით აღჭურვილობას. ამიტომაც ხდება სათანადო ინფორმაციის გამოქვეყნება ჩემი მეშვეობით. ვინაიდან ეს პროცესი მე უკვე გავიარე, რა თქმა უნდა იმ ცოდნით, რომლითაც მანამ აღმჭურვა ღმერთმა და რომელი ცოდნაც პრაქტიკულად ჩემზე გამოიცადა. რადგანაც კვლავ ცოცხალი ვარ, ეს ხომ მტკიცებულებაა იმისა, რომ ის ჭეშმარიტია?! ამიტომ მას გაწვდით და ისევე შეუძლია თქვენი გადარჩენა, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა. იმასაც გაცნობებთ, რომ პროცესები, რის შესახებაც გატყობინებთ და რომელსაც ბიბლია „არმაგედონად“ მოიხსენიებს, თითოეულ თქვენთაგანს ინდივიდუალურად განკუთვნილ დროს დაგეწყებათ ისე, რომ მის შესახებ წინა დღესაც კი ვერ შეიტყობთ. ამიტომ ვისაც გონიერება ეყოფა, ის აუცილებლად დაფიქრდება ჭეშმარიტი ცოდნის დროულად მიღების ღირებულების თაობაზე და ვიმედოვნებ, რომ ჩაწვდება კიდეც მის არსს!

განვაგრძობ დასახმარებლად საჭირო ცოდნის მოწოდებას და მისი სარგებლობიანობის შეცნობისათვის შეგახსენებთ ზემოთ ხსენებულს: რომ ყოველ სიტყვას, თავისი შესაბამისი გრძნობა და შესატყვისი მატერიალურობაც ახლავს თან; და ეს სამეული განუყოფელია!!!  უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: სიტყვისათვის ძალის მიმნიჭებელი არის მისი შესაბამისი და მასთან განუყოფელი გრძნობა. რომელიც თავის მხრივ, ნაწილია იმ შესაბამისი ენერგიისა, რომლის სიძლიერის გამოვლენაც ბუნების ამინდს მართავს ისევე; როგორადაც ამას აკეთებს ადამიანის გრძნობები და იწვევენ მასში ხასიათის ცვლილებებს. ხოლო რაც შეეხება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, მისი მიმდინარეობაც სწორედ იმ ენერგიით მიმდინარეობს, რომლის მომცველიც არის ადამიანში მოჭარბებული გრძნობა – განუყოფელი სიტყვითურთ. ამიტომაც ბედისწერის შექმნაც მსგავს განგებას ემორჩილება; ვინაიდან ეს სამყარო მთლიანობაა და მასში მოქმედი ყოველი სახის ენერგია კი, წარმოადგენს სამყაროს საარსებო ენერგიის თვისებებს მხოლოდ!!! ე.ი. ადამიანი სიტყვას ისე ვერ წარმოთქვამს ან დაიჯერებს, თუ მასში საამისო გრძნობა არ არის. სიტყვის წარმოთქმას – გულში მოჭარბებული გრძნობები განაპირობებენ. ხოლო დაჯერებას კი – საკუთარი გრძნობების მეშვეობით, მემკვიდრეობით მიღებული უნარების მართვა. რადგანაც ყოველი სიტყვა შესატყვისია იმ მატერიის ეფექტისა, რომლის ჭეშმარიტი მნიშვნელობაც არის დაფიქსირებული მის წოდებად, ადამიანის სულის გონებაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების დაჯერებას ძალუძს ადამიანის აღჭურვა კოსმიური სასიცოცხლო ენერგიით. ვფიქრობ, მეტი კომენტარი საჭირო არ არის! მხოლოდ დავძენ იმას, რომ ჭეშმარიტი ცოდნის მიღების გარეშე შეუძლებელია თავის დახსნა იმ მდგომარეობიდან, რომელშიდაც უახლოეს ხანში აუცილებლად აღმოჩნდება თითოეული ადამიანი. ვინაიდან „არმაგედონი“ შეუხებელს არავის დატოვებს!!! ხოლო რაც შეეხება იმას, რომ „არმაგედონი“, ანუ საყოველთაო განკითხვა, რომ აუცულბლად უნდა ჩატარდეს უახლოეს ხანში – მოგახსენებთ მის შესახებაც:

კაცობრიობის მიერ ნაგროვებ ცოდნაში რომ სულის შესწავლისათვის ადგილი არ ყოფილა დათმობილი, ეს ინფორმაცია არავისათვის უცნობი არ არის. ამიტომაც ადამიანი აქამდე ისე მოვიდა, რომ წარმოდგენაც არა აქვს იმ ძალის თაობასა და მნიშვნელობაზე, რასაც სული ფლობს. არსებას, რომელსაც საკუთარი სულის შეცნობა ვერ მოუხერხებია, შეუძლია კი ამ სამყაროს არსში ჩაწვდომა?! – ცხადია, რომ ვერა!!! და ასეც არის. საკაცობრიო ცოდნას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს იმ ინფორმაციაზე, რაც სინამდვილეა და ის კი შემდეგია: დედამიწაზე საკაცობრიო მიმდინარეობა მაშინ დაიწყო, როცა სამყარო შევიდა მისი გარდასახვისათვის დადგენილი დროის საწყის სტადიაში. შესაბამისად, მაშინდელი ადამიანებიც განსხვავებული არსებანი იყვნენ იმათგან, ვინც ამჟამინდელები არიან. ეს განსხვავებანი ეხება, როგორც ფიზიკურ მხარეს, ასევე სულიერსაც და თვალსაჩინოცაა. მე მათ არ განვიხილავ, მხოლოდ შევეხები იმ პროცესს, რასაც სულის რეინკარნაცია ჰქვია და რომელსაც დასაბამი მიეცა წარღვნის შემდგომ პერიოდიდან. მანამდე კი, ადამიანის გარდაცვალების შედეგად სხეულისაგან თავდახსნილ სულს ძალა შესწევდა იმისა, რომ ცის ყინულოვან მიზიდულობამდე მიეღწია და იქ განწმენდილიყო იმ შეძენილი ელემენტებისაგან, რომელიც მას სხეულის საშუალებით „მიეცხო“ – ჩადენილი ცოდვების გამო. უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: ხდებოდა სულთა ნაყოფების მიღება. ეს პერიოდი წარმოადგენდა საკაცობრიო მიმდინარეობის საწყის ეტაპს. ხოლო წარღვნის შემდგომ პერიოდზე კი გეტყოდით იმას, რომ ის იყო საკაცობრიო მიმდინარეობის შუა პერიოდი – იესო ქრისტეს მოსვლამდე. რომლის დროსაც, ადამიანის გარდაცვალებით, სხეულისგან გათავისუფლებული სულები, ვეღარ აღწევდნენ ცის ყინულოვან მიზიდულობამდე გასვლას და არასრულყოფილად განწმენდილები რეინკარნირდებოდნენ დედამიწაზე. რადგანაც სული ციური წარმოშობისაა, ამიტომ მისი ცირკულაციის სფეროს შეზღუდვამ, სათანადო ცვლილებები გამოიწვია როგორც ციურ ველში, ასევე მზის სისტემაშიაც. ამიტომაც საჭიროება შეიქმნა ქრისტეს საშუალებით სიტუაციის დარეგულირებისა. მაგრამ როგორც ხედავთ, ეს რეგულაცია უკვე საკმაოდ დარღვეულია და ამიტომაც საჭიროებს სასწრაფოდ გამოსწორებას. იმის გამო, რომ სამყაროს გარდასახვის დრო დგება. ხოლო სულთა ცირკულაციისათვის კი ხანგრძლივი პერიოდია საჭირო და სამყაროს სათანადო მდგომარეობაც. ამიტომაც მართალი გენის წარმომადგენელთა გარდაცვალება აღარ მოხდება და დედამიწაზევე განხორციელდება სულის განწმენდის პროცესი, ე.წ. „ხელახლა შობის“ მეშვეობით. რისი მიღწევაც, მხოლოდ „არმაგედონის“ მეშვეობითაა შესაძლებელი. რითაც საკაცობრიო გენეტიკა გამოიღებს კიდეც იმ ნაყოფებს, რომელთა მისაღებადაც ის იქნა დადგენილი; და რომელთაც ძალუძს არსებული დაძაბულობის განმუხტვა.

ის კანონები, რომლებიც ბიბლიაში არის გაფანტული და მე კი სპეციალურად შევკრიბე და წარმოვადგინე წიგნ „ბედისწერის კანონმდებლობის“ საშუალებით, არის ის ინსტრუქცია, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა საიმისოდ, რომ ღმერთის მიერ სპეციალურად მისთვის გათვლილ ადგილზე მყარად იდგეს! და თუ ის ამას შესძლებს, მაშინ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება და თავის დროზე მიიღებს იმ ყოველგვარ სიკეთეს, რაც კი რამ არის განკუთვნილი ადამიანისათვის. იმიტომ, რომ ღმერთის მიერ ასეთი პრინციპით არის შექმნილი ეს სამყარო!!! სასჯელები დაწესებულია საიმისოდ, რომ საკუთარი ადგილი შეინარჩუნოს და არ დაკარგოს ვინმემ. ხოლო სასჯელთა აღმსრულებლებად კი ის მჩაგვრელები არიან მოვლენილნი, რომელთაც სასიცოცხლო ენერგია ეძლევათ მართალი გენის მქონეთათვის განკუთვნილი ენერგიიდან იმ შემთხვევაში, თუკი მოახერხებენ იმას, რომ ისინი აცდუნონ და კანონი დაარღვევინონ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ მოგახსენებთ იმის შესახებ, რომლის გათავისებაც თქვენთვის აუცილებელი ხვედრია. ამჟამად რომ საკაცობრიო მიმდინარეობის სასრულ სტადიაში ვიმყოფებით, ეს უკვე ცნობილია. სასრულ სტადიაში ყოფნა კი მოასწავებს იმას, რომ უნდა მოხდეს გენეტიკურ ნაყოფთა მიღება, რომელსაც გონიერი ადამიანობა ჰქვია. ვინაიდან ნიჭიერების დასაშვები დონე უკვე სასრულ ზღვრამდე მივიდა, ცხადია მას თან ახლავს ადამიანურ გრძნობათა მაქსიმუმამდე ასვლაც. რასაც დღეს ორმაგი დატვირთვის სტატუსი აქვს მინიჭებული იმ მიზეზით, რომ კაცობრიობამ მრუდე გზით ისურვა სიარული. ამიტომ გრძნობათა სიძლიერეს შეუძლია ადამიანს მოუტანოს როგორც დიდი ზიანი, ასევე დიდი სიკეთეც. ვინაიდან კაცობრიობის მიმდინარეობის მთელი პერიოდი სიცრუის პროპაგანდაზე გადიოდა, ამიტომ სიცრუემ იმ დონეზე გაიდგა ფესვები ადამიანის აზროვნებაში, რომ მისი რწმენა საკმაოდ დააცილა ჭეშმარიტებას – რაც კაცობრიობის აღსასრულის მომასწავებელი სინდრომია. რადგანაც ადამიანის სიცოცხლის არსებობა, მთლიანად მისი რწმენის ჭეშმარიტებაზე არის დამყარებული.

მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ის არსებაა, ტანჯვის პროცესს რომ შეუძლია ჭკუა ასწავლოს. თუმცა ეს პირადად ეხებათ მხოლოდ იმათ, ვინც მართალი გენის მემკვიდრენი არიან. რადგანაც ბოროტეულთ ტანჯვა ჭკუას კი არ სძენს, არამედ უფრო მეტად აბოროტებთ. მართალი გენის მემკვიდრეები არიან ის დონორები, რომელთა მიერ გამომუშავებულ ენერგიაზეც არის დამყარებული კაცობრიობის არსებობა. ხოლო მათი სიცოცხლე კი, საკუთარი რწმენის ჭეშმარიტებაზე დგას. ამიტომ დღეს უკვე აუცილებლობა არის იმისა, რომ მათ უნდა შეიცნონ ჭეშმარიტება! მის კანონთა მიხედვით მოინანიონ დაშვებული შეცდომები და ცხოვრება გააგრძელონ მათი დაცვით! წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯანმრთელობას ისეთი პრობლემები შეექმნება, რომ სიკვდილი გაუხდებათ სანატრელი – თუმცა მას ვერ მიიღებენ!!! ვერც მედიცინა, ვერც ვერავინ და არაფერი გამოიყვანთ მათ ამ მდგომარეობიდან, გარდა ჭეშმარიტების ზიარებისა!!! აი, ამიტომ ვეღარ აღუდგნენ წინ ჭეშმარიტების გავრცელებას ბოროტი გენის წარმომადგენლები. რადგანაც სატანის შთაგონებით გრძნობენ იმას, რომ თუკი მართალი გენის წარმომადგენლები ვეღარ იცოცხლებენ, მაშინ ვერც ისინი იარსებებენ!!! ისინი კი მიხვდნენ  ამას. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მართალი გენის მემკვიდრენი ვერ ხვდებიან იმას, რომ თუკი ისინი ჭეშმარიტებას შეიცნობენ და მის კანონთა დაცვით იცხოვრებენ, მაშინ ღმერთი გაიწვევს მათ მიერ ცოდვათა ჩადენის გამო მოვლენილ ჯალათებს და მათი ცხოვრებაც აღარ იქნება ჩაგრული და ტანჯული!!!

აი ასეთია სიმართლე, ძვირფასებო! ნება კი თქვენია: გინდ ახლავე დაფიქრდით იმაზე, რაზედაც აქ გესაუბრეთ და გინდ დაელოდეთ იმ სატანჯველს, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ იმ ზომამდე, რომ სიმართლეს გაუსწოროთ თვალი!!! ვინაიდან ღმერთს, კაცთა მოდგმა დასაღუპად არ შეუქმნია.