გაზიარება

ჭეშმარიტება პროფესიული დანაშაულის შესახებ


პირველ რიგში განვმარტავ იმას, თუ რას წარმოადგენს ჭეშმარიტი ინფორმაციის მოპოვება წამოჭრილი საკითხის მიმართ და მოგახსენებთ, რომ იგი მიიღება ღმერთის მიერ დაწესებულ კანონთა განსჯის საფუძველზე. ჭეშმარიტებას მტკიცებულების წარმოდგენა არ სჭირდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ყოველდღიურად ავლენენ მის მადასტურებელ ფაქტებს. მხოლოდ ადამიანს სჭირდება გონიერების მოკრება საიმისოდ, რომ ისინი შეამჩნიოს და შეიცნოს. სწორედ ამიტომაც უწოდა ბიბლიამ იმ შემოქმედებას რომელსაც ვეწევი „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-6), რომ მასში გადმოცემული ინფორმაცია მოპოვებული არის ღმერთის მიერ დაწესებული კანონების განსჯის საფუძველზე. ამიტომაც არის იგი განსხვავებული იმ მენტალიტეტისაგან, რაც ადამიანური სამართალით სწორად არის მიჩნეული.
ცნობილი ფაქტია ის, რომ როცა ადამიანს რაიმე განსაცდელი მოევლინება, ის ღმერთს შესჩივის: „ღმერთო რატომ ვისჯები, ასეთი რა დავაშავეო“?! ხოლო შემდეგ კი იწყებს იმის ძიებას, თუ რა შესცოდა ისეთი, რისთვისაც ეს განსაცდელი მოევლინა. თუმცა მის შესაძლებლობას აღემატება იმის მიგნება, თუ რატომ ისჯება ასე. რაც იმის გამო ხდება, რომ მისთვის აქამდე არავის აუხსნია ის, რომ ბედისწერის განკარგვა ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის საფუძველზე დგას. რასაც შემდეგ პროფესიული სფეროს მხრივი და შემდეგ კი პირადული მოტივის მხრივი ქმედებათა განსჯა ემატება. მაგრამ ადამიანის აზროვნება კი პირიქით ფიქრობს და ამიტომ უშვებს უამრავ გაუთვითცნობიერებელ შეცდომას.
თუ რა შეცდომებია დაშვებული ღმერთისადმი რწმენის მხრივ, ამ საკითხზე საკმარისი ინფორმაცია უკვე გაცხადებული მაქვს. ახლა კი მინდა პროფესიულ სფეროს შევეხო და კარგად განვმარტო ის, თუ როგორ შეიძლება, რომ პროფესიული არჩევანი იქცეს ადამიანის ბედისწერაში ან ღვთის წყალობის მომკის, ანდა ღვთის რისხვის მომკის საბაბად.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან: გარეგნული ელფერით, ნიჭებით, ხასიათის დამახასიათებელი თვისებებით. თუ საიდან მომდინარეობს ეს განსხვავებანი, ამას პასუხს სცემს ბიბლია: „სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია. რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს, სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა. მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით. ზოგს – რწმენა იმავე სულით და ზოგს – განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს – სასწაულთმოქმედება. ზოგს – სულების გარჩევა. ზოგს – წინასწარმეტყველება. ზოგს – სხვადასხვა ენები. ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთიდაიგივე სული. რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს როგორც ნებავს“ (I კორინთელთა 12-4/11). როგორც ხედავთ წარმოდგენილი კანონი იუწყება იმას, რომ დაბადებით ყოველ ადამიანს ღმერთის მიერ ეძლევა ერთნაირი სული. რომელიც სამყაროს საზომით შეფასებულია ადამიანური კატეგორიის სულად და ყოველ მათგანშიც ერთიდაიგივე პროგრამის მქონე გონება ფუნქციონირებს. ხოლო რაც შეეხება იმ განსხვავებებს, რაც ადამიანთა შორის არსებობს, მას იწვევს საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის შედეგად მიღებული ინდივიდუალური გენეტიკური კოდის არსებობის ფაქტორი. რაც არის უნარი იმისა, თუ რა დონეზე ხდება აზროვნების მიერ გონებასთან წვდომა და მასთან თანამშრომლობის დამყარება. ანუ ყველამ იცოდეს ის, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის“ (საქმეები 10-34) და განსაკუთრებულად არც ვინმესათვის „გამოზომილად იძლევა სულს“ ( იოანე 3-34). დიახ, ღმერთის მიერ ყოველ ადამიანს დაბადებით ეძლევა ერთიდაიგივე სული, მაგრამ წინაპართა ნამოღვაწარის შედეგად თითოეულ პიროვნებას გადაეცემა ის მემკვიდრული გენი, რომლითაც განესაზღვრება გონებასთან ურთიერთობის არეალი. რასაც ჩვენ ინტელექტუალური დონის მაჩვენებელს ვუწოდებთ. მას სხვა სახელიც აქვს და არის ინდივიდუალური გენეტიკური კოდი და სწორედ ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს გონებასთან დამოკიდებულებასაც და იმ სხვაობებსაც, რაზედაც ვისაუბრე; როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „სულისა და სახის საკვირველი მსგავსება აღიბეჭდება ბავშვის ბუნებაზე ჩანასახშივე“ (IV მაკაბელთა 5-4).
ახლა კი დავუბრუნდები პროფესიას, რომელიც არის საფუძველი ადამიანის მოღვაწეობისა და ღმერთის მიერ დაკანონებული სამართალის მიხედვით, ის უნდა ემყარებოდეს იმ ნიჭსა და უნარს, რომელიც ადამიანს გენეტიკურად ერგო. ხოლო თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ ადამიანისათვის შრომა არ იქნება მძიმე და შრომის ნაყოფიც საუკეთესო მიიღება. მაგრამ თუკი ეს ასე არ არის და ადამიანი ეცდება ისეთი პროფესიის დაუფლებას, რისი შესაბამისი უნარიც გენეტიკურად მას არ მიუღია, მაშინ ის ვერასოდეს გახდება ამ პროფესიის სრულფასოვანი მფლობელი და მისი მოღვაწეობაც ამ სფეროში სასიკეთო შედეგს არ გამოიღებს.
გადავხედოთ ისტორიას წარსულში და გინდ აწმყოშიაც. ამ მხრივი დარღვევების უამრავობის დამადასტურებელია ის უბედურებანი, რაც ყოველთვის ხდებოდა და დღეს კი ისეთ დროში მოგვიწია ცხოვრება, როცა ათასწლეულობით არასწორად ნაშენების ნგრევის პროცესს დაუდგა ჟამი. ყოველივეს მიზეზთა მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანთა ცნობიერების მართვის სადავეები იმ ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში, რომელთაც ამისი არა გაეგებათ რა. მათ გაამეფეს სიცრუე და მისით ისე მოწამლეს ადამიანთა აზროვნებანი, რომ სიმართლის დანახვის უნარი დახშობილი იქნა მათთვის. სამყარო კი ისეა მოწყობილი, რომ „მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც თავის შემოქმედს ემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება ღმერთის მორწმუნეთა კეთილის სამყოფად. შეუძლებელია გაქცევა უფლის ხელიდან. რადგან სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით და უღვთონი, რომელნიც არ ინდომებენ უფლის შეცნობას, მისი მკლავის ძალით ისჯებიან: გაუგონარი წვიმების, სეტყვისა და ნიაღვრებისგან დევნით და ცეცხლით განადგურდებიან“ (სიბრძნე სოლომონის 16-12/24 და 19-18). სწორედ ამიტომაც ხდება ის უამრავი და მაღალმასშტაბიანი უბედურებანი, რაც უკვე ყოველდღიურად ვლინდება მთელი მსოფლიოს დონეზე და იმის მიხვედრა არ არის ძნელი, რომ ეს მზარდი პროცესი მსოფლიოს 8 მილიარდამდე ასული მოსახლეობიდან აღასრულებს ბიბლიის წინასწარმეტყველებას, რომ „ორი მესამედი გაწყდება და ერთი მესამედი კი გადარჩება. რომელსაც ღმერთი ცეცხლში გაატარებს და ისე გაწმენდს, როგორც ვერცხლი იწმინდება და ისე გამოცდის, როგორც ოქრო გამოიცდება. მაშინ კი ინებებენ ისინი ღმერთის მიერი სიმართლის შეცნობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიწყნარებს უფალი მათ“ (ზაქარია წინასწარმეტყველი 13-8,9). აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბიბლიის არცერთი წინასწარმეტყველება არ დარჩება აღუსრულებელი და არც იმის მტკიცებას, რომ ამჟამად ბოლო ჟამია. რადგან მის ნიშანთაგან როცა ერთი მაინც ასრულდება (და როგორც ხედავთ, უკვე ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ეს პროცესი), ეს იმას ნიშნავს, რომ სუყველას დამდგარი აქვს აღსრულების ჟამი და თანამიმდევრულად აღსრულდებიან კიდეც!!! ამიტომ ამ პროცესს მხოლოდ გონიერნი გადაურჩებიან და სწორედ მათ დასახმარებლად არის შექმნილი ის ცოდნა, რომელსაც „უფალია ჩენი სიმართლე“ ჰქვია; და ქართველთათვის რაოდენ გამართლებაა ის ფაქტი, რომ ის ქართულ ენაზე დაიწერა. თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ ეს ხაზგასმით აღნიშნავს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რასაც მისიონური ვალდებულება ჰქვია და სწორედ ამის მიუხვედრელობა და შეუსრულებლობაა მიზეზი იმ ბედკრულობისა, რომელიც ამ ერს თან დაჰყვება; თანახმად კანონისა: „მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით“ (რომაელთა 4-4). ეს არაერთხელ მითქვამს და ახლა კვლავ გავიმეორებ:
ქართველ ერშია ის გენი, რომელსაც ბიბლია იუდეველებს უწოდებს და მათზე აცხადებს, რომ „მათი უპირატესობა დიდია, რადგან მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2). ღმერთის მიერ უპირატესობის მინიჭების ფაქტორი კი ასე განისჯება: „ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება“ (ლუკა 12-48) და როგორც ხედავთ, ასეც ხდება კიდეც. იმ საქციელზე, რაზედაც სხვა არც კი შეიძლება რომ დაისაჯოს, ქართველი ერის გონიერი გენის მფლობელი მკაცრად ისჯება; და ეს იმიტომ, რომ სხვა არ არის აღჭურვილი სათანადო უნარშემძლეობით და ამიტომაც არ მოეთხოვება მას ის, რაც მისთვის არ მიუციათ. მაგრამ ვისაც ბოძებული აქვს ეს უნარი, მას კი არ ეპატიება მისი გაუაქტიურებლობა. თუ რა უნარსა და პასუხისმგებლობაზეა საუბარი, კიდევ ერთხელ განვმარტავ მას:
მოგეხსენებათ, რომ ადამიანებს განსხვავებული უნარ-ნიჭებიც გვაქვს და თანაც თითოეული პიროვნება მხოლოდ ერთნაირი ნიჭით არ არის აღჭურვილი. სწორედ ამ საკითხს უნდა შევეხო და გაცნობოთ ის, რომ ადამიანს შეიძლება რამოდენიმე სახის ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ მასში ერთია ისეთი, რომელიც მისიონურ ნიჭად არის ჩათვლილი ღმერთის საზომით და თუკი ადამიანი მას მიაგნებს და განავითარებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მისი ბედისწერა ღვთის წყალობის მომკის მიმართულებით მავალი. ხოლო ის ვინც ამას ვერ შესძლებს, ვერასოდეს მიაღწევს არა თუ წარმატებას, არამედ მისი ცხოვრება მუდამ ტანჯვისა და ჩაგვრის გადატანაში ჩაივლის. ამ საკითხზე მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან ყველას თავად შეუძლია ამ ცოდნის საფუძველზე საკუთარ შესაძლებლობებს გადახედოს და თუ ცხოვრება არ უმართლებს, პროფესიული მოღვაწეობა შეიცვალოს. მე აქ მინდა იმ პიროვნებებს მივმართო, ვინც შინაგანი მოწოდებით გრძნობენ იმას, რომ ისინი არიან სწორედ იმ იუდეველი გენის წარმომადგენელნი, რომელთაც მისიონური ვალდებულება აქვთ დაკისრებული გენეტიკური მემკვიდრეობით. ამიტომ ისინი თუკი მას არ შეასრულებენ, ძალზედ მძიმე იქნება იმ სასჯელთა გადატანა, რომელიც მათთვის არის განკუთვნილი საიმისოდ, რათა ბოძებული უნარი სათანადოდ გამოიყენონ. რასაც აღასრულებს კანონი: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). ხოლო მათთვის ცოდვად და ძალზედ მძიმე ცოდვადაც ითვლება ის, რომ მისიონურ ვალდებულებას არ ასრულებენ; და რადგანაც ბოლო ჟამია, ამის გამო არ არის დაშვებული მისი შეუსრულებლობა!!! ამიტომ მათ გაუსაძლისი გარემოება შეექმნებათ და ის აიძულებთ იმას, რომ „ის, რაც მათ სხვებზე მომეტებულად აქვთ მინდობილი, მოიძიონ და მის გააქტიურებაზე იზრუნონ“ (ლუკა 12-48). ყოველივე ამას კი იმიტომ ვაცხადებ პირდაპირ, რომ იცოდნენ სინამდვილე რა არის და საღად შეაფასონ რეალობა.
მინდა სათქმელს მცირედი შესავალი გავუკეთო იმ მხრივ, რასაც ადამიანები იჩენენ პროფესიებთან მიმართებაში. თითქმის უმეტესი ნაწილი პროფესიული არჩევანისა გათვლილია იმაზე, რომ მისით მიღწეული იქნას თანამდებობრივი კარიერის მწვერვალების დაპყრობა და ამასთანავე ბევრი ფულის შოვნა. ყოველივე ეს კი ემსახურება იმ ამბიციის დაკმაყოფილებას, რომ ამ გზით ავტორიტეტი იქნას მოპოვებული ხალხში. რაც შეეხება მოწოდებისდა შესაბამისი ნიჭის მხრივ არჩევანს, იგი ამას არ ითვალისწინებს, რადგან ასეთი პიროვნებები თავიანთი მოწოდებითი ნიჭის შესაბამისი საქმიანობის შედეგებით არიან კმაყოფილნი და მხოლოდ მის დახვეწაზე ფიქრობენ. ვინაიდან და რადგანაც ასეთი ადამიანების შრომის ნაყოფი საუკეთესოა, ხოლო კარიერასა და ფულს დაშურებულნი კი ვერასოდეს აღწევენ ასეთ დონეს; ამიტომაც ყოველ ღონეს ხმარობენ მათი ნიჭის ჩასახშობად და თან ამასთანავე მათი ნაშრომების მითვისებაზეც არ ამბობენ უარს. ალბათ იტყვით, რატომ ვხსნი ისეთ რამეს, რაც ისედაც ყველამ იცის?! ახლავე გეტყვით იმას, რაც დაფარულია ამ საკითხთან მიმართებით და რაც არის საფუძველი იმისა, რომ კაცობრიობამ „არმაგედონის“ აუცილებლობა მოიმკა.
როგორც მოგახსენეთ, ადამიანთა ბედისწერის განკარგვა იმ კანონების განსჯით ხდება, რომელსაც ჩვენ ბიბლიურ სიბრძნეებად ვიცნობთ. რაც შეეხება განსჯას, ის კი შემდეგნაირად ხდება: ადამიანის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება რაიმე კონკრეტულ საკითხზე, წარმოადგენს ამ საკითხის მიმართ დაწესებული კანონის დაცვას ან დარღვევას და მას გონება ანიჭებს შესრულების პროცენტს. ხოლო იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ადამიანმა, ამას კი განუსაზღვრავს რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი. იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ასე ხდება იმ პიროვნებებში, ვისშიაც ღვთიური ძალა მყოფობს, ხოლო 666-ს გადაცემულთათვის კი ბედისწერა ცოდვის წილის სანაცვლოდ განიგება და ამის შესახებ უკვე მრავალჯერ მაქვს ინფორმაცია გაცხადებული. აქ კი იმის თქმა მინდა, რომ ბედისწერის განკარგვაში ძირითადი და მთავარი ადგილი უკავია ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის საკითხს; თანახმად კანონისა: „როგორც ირწმუნებ, ისე მოგეგება!“ (მათე 8-13). ამიტომაც ქვეყნის მოსახლეობის რწმენა სიმცდარისკენ რაც მეტად არის გადახრილი, შესაბამისად უბედურებათა მოვლინებებიც მატულობს ასეთი ხალხის ქვეყნის ბედისწერაში. არავისთვის უცნობი არ არის ის ფაქტი, რომ კაცობრიობის ისტორია აღმწერია იმ ამბებისა, რომელიც ეხება კეთილი მთავრობების ძიებას. თუმცა დრო გადის და ასეთი რამისათვის ჯერ ვერცერთ ქვეყანას ვერ მიუღწევია. კი ყოფილა შედარებით უკეთესი მეფენიც და ვითომ დემოკრატიული მთავრობანიც. მაგრამ როგორც კი მათ „სკამებს“ დამუქრებიათ საფრთხე, მათი კეთილობის ნიღაბიც უცბად ქრება და ნამდვილი სახეც გაიელვებს ხოლმე. სამწუხაროდ ასეა ახლაც: ხალხი ირჩევს მთავრობას და შემდეგ კი იმ პერიოდს, რომელიც მათ მისცეს თავიანთ არჩეულ მთავრობას სამოღვაწეოდ, მათი გადაგდებისათვის ბრძოლაში ატარებს; და ასე მეორდება და მეორდება სულ მუდამ. რატომ?! იმიტომ, რომ ხალხი „ბრძნულ რჩევათა გარეშეა დარჩენილი“. რასაც ცხადია ის შედეგი მოაქვს, რაც კანონით არის გათვლილი. და ეს კი არის „ერის დაცემა“ (იგავები 11-14). ბრძნული რჩევა კი ასეთია: ღვთის წყალობის მომკაზე ბედისწერის გადასაყვანად საჭიროა ღვთის რისხვის მიზეზთა საფუძვლის აღმოფხვრა და ღვთის წყალობის მომკის საფუძვლის ჩანერგვა. ხოლო თუ რას წარმოადგენს ღვთის წყალობის მომკის საფუძველი, მის შესახებ ბიბლიის საშუალებით განვმარტავ:
„ვის უხილავს უფალი და აღუწერია და ვის განუდიდებია იმგვარად, როგორიც არის?! ბევრი რამ არის დაფარული ამაზე უფრო დიდი, ჩვენ კი მხოლოდ მცირე ნაწილი ვიხილეთ მის საქმეთაგან. რადგან ყოველივე უფალმა შექმნა და სიბრძნე მის კანონთა დამცველებს მისცა“ (სიბრძნე ზირაქის 43-21). „არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. რომელიც ამცნობს თავის რჩეულს, რა იქნება მომავალში“ (დანიელ წინასწარმეტყველი 2-28). „განგებას შენსას ვინ შეიცნობდა უფალო, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა?!“ (სიბრძნე სოლომონის 9-17). „ღმერთის მიერ მიმადლებული გონივრული განსჯის უნარი და ღირსეული ფიქრი მონიჭებულზე არის წინამძღვარი სიბრძნისა და ბრძენთა წარმმართველი. რადგან მის ხელში ვართ ჩვენცა და ჩვენი სიტყვებიც, ყოველი გაგება და ოსტატობა საქმეში. მას შეუძლია მხოლოდ უტყუარი ცოდნის მოცემა შესაცნობად სამყაროს წყობისა და სტიქიათა მოქმედებისა. დასაბამის, დასასრულისა და შუახანისა. მზებუდობათა მონაცვლეობისა და არეთა შენაცვლებისა. წელიწადის ბრუნვისა და ვარსკვლავთა განლაგებისა. ცხოველთა ბუნებისა და მხეცთა თვისებისა. ქართა ქროლვისა და კაცთა ზრახვანისა. მცენარეთა მრავალფეროვნებისა და ფესვების ძალისა. სიბრძნეში განსწავლულობით ყოველივეს შეცნობაა შესაძლებელი: დაფარულისაც და გაცხადებულისაც. რადგან ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე. თავისი სიწმიდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს. რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრაა. ამიტომაც წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას! ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე. ეწევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ. რადგან ღმერთი არავის უყვარს, გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტება“ (სიბრძნე სოლომონის 7-15/30). „ღმერთმა ასწავლა მომსვლელთ, რომ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი“(რომაელთა 1-19/28). „საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეთა და თაობათაგან, ბოლო ჟამს იქნება გამხელილი მათთვის, ვინც ღვთისგანაა“ (კოლოსელთა 1-26).
როგორც წარმოდგენილი ცნობებიდან ხედავთ, ღმერთი ბიბლიის მეშვეობით აცხადებს იმას, რომ თუ ის ვინმეს წარმოგზავნის, აღჭურვის კიდეც ისეთი ცოდნით, რომ მას შეეძლება ყოველ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა. ამიტომ მივმართავ მათ, ვისზედაც ესაიამ თქვა: „ღმერთს ეს ნატამალი რომ არ დაეტოვებინა, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდითო“ (რომაელთა 9-29). კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე ყოველთვის იყო და „ამჟამადაც არის მადლით ამორჩეული ნატამალი“ (რომაელთა 11-5). რომელთა მისიური ვალდებულებაც არის ის, რომ ამხილონ თვითმარქვია ცრუ მოძღვრები. რადგან ისინი ხელს უშლიან იმას, რომ ხალხმა შესძლოს სწორი ინფორმაციის მიღება იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო ბედკრულობის დასაძლევად და ქვეყნის ბედის ღვთის წყალობის მომკაზე გადასასვლელად. რისთვისაც დროულად სწორი მოქმედებაა საჭირო და ის შემდეგია: უნდა დაესვათ კითხვები ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის საკითხზე იმათ, რომელნიც თავს ღვთის მსახურებად ასაღებენ და სასულიერო პირები დაირქვეს. თუ ისინი მართლაც ღვთისაგან მოვლენილნი არიან, მაშინ მათ შეეძლებათ ყველა დასმულ კითხვაზე ისეთი ამომწურავი პასუხის გაცემა, რომელიც სრულყოფილად დამაკმაყოფილებელი იქნება. ხოლო თუ ისინი ამას ვერ შესძლებენ და მათი პასუხი ასეთი იქნება: ნუ ეძიები! ღმერთმა ყველაფერი იცისო. მაშინ ცხადია, რომ სატანისაგან მოგზავნილ ნიღბოსან თვითმარქვიებთან გვქონია საქმე და თავიანთი უცოდინარობა ამხელს მათ!
ხოლო რა მოხდება, თუკი „მადლით ამორჩეული ნატამალი“ ასე არ მოიქცევა?! სანამ მასზე გავცემ პასუხს, მანამ გაუწყებთ, რომ თუ გადახედავთ me-sia.com-ზე გამოქვეყნებულ იმ სტატიებს, რომელიც უშუალოდ ამ საკითხს ეხება, რომელზედაც ახლავე მოგახსენებთ და დააკვირდებით იმ სტატიათა გამოქვეყნების თარიღს – ნახავთ, რომ წლების წინ განვაცხადე იმ სიტუაციის შესახებ, რაც დღეს ქართველებში ხდება, ბავშთა და ახალგაზრდათა სიკვდილიანობის მხრივ. მართალია აქამდე არავინ ისმინა ჩემი ხმა, მაგრამ ახლა ყველა დაინტერესებულია იმ მიზეზის მოძიებით, თუ რატომ ისჯება ასე მკაცრად ქართველი ერი. მოკლედ გეტყვით მასზე: ამაზე ჭეშმარიტ პასუხს ვერსად და ვერავისგან მიიღებთ, გარდა იმისა, რასაც აქ გაიგებთ და რომელი პასუხიც დაფუძნებულია მყარ ცოდნაზე. რომელი ცოდნაც ყველასათვის ხელმისაწვდომად არის კიდეც გამოქვეყნებული და ყოველ მსურველს შეუძლია მისი სანდოობის შემოწმება გინდ ბიბლიით და გინდ რეალური ფაქტებით.
შექმნილი სავალალო მდგომარეობიდან გამოსავალი არის და ის ერთადერთია: ღმერთის სახელით მოქმედი ნიღბოსნების მხილება უფლისმიერი სიმართლის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული პროცესი არ შეჩერდება და ვეღარავის შვილს ვეღარ დაინდობს! არ მოვერიდები იმის თქმასაც, რომ ღმერთის ნების აღუსრულებლობის შემთხვევაში კიდევ სხვა მძიმე სასჯელების მოვლინებასაც ექნება ადგილი და არ შეჩერდება მანამ, სანამ ვისაც ევალებათ ის, რომ ღმერთის სახელით სიცრუის მქადაგებლები ამხილონ, ამას არ შეასრულებენ!!! გთხოვთ, ნუ დაუშვებთ ქართველი ერის იქამდე მისვლას, რომ ქართველები სამაგალითოდ დასჯის ადრესატი გახდნენ. ფანატიზმის ნამდვილი რწმენისგან ვერ გარჩევის შედეგად დაშვებული შეცდომების გამო იწირება შვილების სიცოცხლე. ამიტომ შეასრულეთ ყველამ თქვენი მისიონური ვალდებულება! ამხილეთ სიცრუე, რათა გზა მიეცეს სიმართლეს არსებული სიბნელის გასაქრობად. ვინაიდან სიმართლის დაფარვით საქმეს არა თუ ეშველება; არამედ პირიქით, უფრო მეტად დამძიმდება სიტუაცია. მაგრამ უფლისმიერი სიმართლით მოქმედებით კი ნებისმიერი პრობლემის დაძლევაა შესაძლებელი.