ჭეშმარიტება აუტიზმის შესახებ
როცა საუბარია ცოდნის ჭეშმარიტებაზე, ეს იმის განმარტებასაც საჭიროებს, თუ რა იგულისხმება მასში. მოგახსენებთ, რომ განსახილველი საკითხის შესახებ ცოდნა მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა იგი სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა ამ საკითხის შესახებ და თანაც ფაქტებითაც დასტურდება. ხოლო ასეთი ცოდნის მოპოვება კი მხოლოდ ბიბლიური კოდის გამოყენებით არის მიღწევადი; ვინაიდან მის გარეშე ჭეშმარიტებასთან წვდომა შეუძლებელია. არაერთხელ მითქვამს ის, რომ ჩემგან მოწოდებული ინფორმაცია სწორედ ამ გზით არის მოპოვებული და როგორც ხედავთ, დროის მსვლელობაც ყოველდღიური ფაქტების გამოვლინებებით ადასტურებს მას.
ახლა კი მინდა ცოდნა გადმოგცეთ იმ დაავადების შესახებ, რომელიც მშობელთა დიდი ტკივილია. საუბარია აუტიზმზე, რომელთანაც მედიცინა სავსებით უძლურია და ეს არც არის გასაკვირი. რადგან აუტიზმი უშუალოდ სულიერ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნება. ხოლო სულთან მიმართებით კი მეცნიერული ცოდნა უაღრესად მწირია.
ადამიანი ისეთ არსებად არის შექმნილი, რომ მისთვის სიჯანსაღე ღმერთის მიერ ბოძებული წყალობაა და თუკი მის დარღვევას აქვს ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საფუძველი ცოდვათა ჩადენაა; თანახმად კანონისა: „გაჯანსაღდი? ნუღარ შესცოდავ! რათა უფრო უარესი არ დაგემართოს“ (იოანე 5-14) და „ვინც თავის შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში“ (სიბრძნე ზირაქის 38). როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ, ცხადია ამას იკითხავს ნებისმიერი, რომ ისინი უცოდველები არიან და ეს როგორო?! რაზედაც ახლავე გავცემ პასუხს: დიახ მართლაც ასეა, ბავშვები უცოდველნი არიან! მაგრამ სანამ ისინი იმ ასაკს მიაღწევენ, რომ საკუთარი ბედის განკარგვა თავიანთი გადაწყვეტილებების ფონზე წარიმართონ; მანამ ეს ხდება მათი მშობლების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულებით. ამიტომ მათ მიერ დაშვებული შეცდომებზე შვილებსაც უწევთ პასუხის გება. მოგიყვანთ ამ ინფორმაციის დამადასტურებელ მოწმობას ბიბლიიდან: „მშობლების ნაჭამმა მკვახე ხილმა შვილებს მოჰკვეთა კბილი“ (იერემია 31-29). „როცა კვდება მართალი, ბრალს დებს ცოცხალ უღვთოებს და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე – ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს“ (სიბრძნე სოლომონის 4-5) და „სანამ იესო ყრმა იყო, არაფრით განირჩეოდა მონისგან, თუმცა ყოვლის პატრონი იყო. არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იყოფებოდა მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე“ (გალატელთა 4-1). როგორადაც ხედავთ თვით იესოს შემთხვევაშიაც კი მოქმედებდა ეს წესი და ეს იმიტომ,რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის არავის მიმართ“(საქმეები 10-34).
რაც შეეხება აუტიზმს და არა მარტო მას, არამედ იმ უბედურ შემთხვევათა სიჭარბესაც, რომელთაც უკანასკნელ პერიოდში აქვთ ადგილი – რა არის მათი პირდაპირი მიზეზი? მოკლედ გეტყვით მასზე და ეს არის ის, რომ ღმერთისმიერ დაცვაზე უარია ნათქვამი მშობელთა მიერ, რასაც მათი შვილების სიცოცხლე ეწირება. ამ ცნობის შეწინააღმდეგეთა მიმართ კი ვიტყვი იმას, რომ ჭეშმარიტებას სამყარო ფაქტებით ადასტურებს, რადგან ღმერთმა ასე შექმნა იგი; და რადგანაც შემქმნელი აცხადებს, რომ „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც თავის შემოქმედს ემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება მის მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24) და „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს!“ (იგავები 12-21) – ცხადია ის, რომ ეს მართლაც ასე არის!!! ხოლო რაც შეეხება სტატუსს „მართალს“, მასზე კი კანონი ამბობს, რომ „რწმენით მართლდება ადამიანი“ (რომაელთა 3-28). როგორც ხედავთ წარმოდგენილი კანონები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თუ ადამიანში ჭეშმარიტი რწმენაა, მას ღმერთი იცავს იმ დონეზე, რომ არავითარი ზიანი არ მოუვა მას. ხოლო მშობლისათვის თუკი რაიმე შეიძლება უდიდესი ზიანის სახელით შეფასდეს, ეს შვილისათვის მიყენებული ზიანია. აქვე იმ საკითხზე შეხებაც მიზანშეწონილად მიმაჩნია, თუ რატომ გვევლინებიან ბოროტეულნი განცხრომით მცხოვრებ მჩაგვრელ ფენად, ხოლო კეთილნი კი – ჩაგრულებად. ამის მიზეზი სამწუხაროდ ისევ კეთილთა კატეგორიაა, რადგან ღმერთმა ეს სამყარო ამგვარად შექმნა: „დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო ცოდვილთათვის – ბოროტება“ (სიბრძნე ზირაქის 39-25). ხოლო თუკი ბოროტეულნი რაიმე კეთილდღეობას იღებენ ამ ცხოვრებიდან, ეს ის წილია, რომელიც მათ ერგოთ კეთილთათვის განკუთვნილი იმ წყალობიდან, რომელიც მათ წაერთვათ იმ ცოდვის წილის სანაცვლოდ, რომელიც ჩაიდინეს იმით, რომ ბოროტეულთა სიტყვა ირწმუნეს ღმერთის სიტყვაზე მეტად. ასე რომ ღმერთს „ჯოჯოხეთის სუფევა არ დაუმკვიდრებია დედამიწაზე“ (სიბრძნე სოლომონის 1-14), რომ ბოროტეულებმა კარგად იცხოვრონ და კეთილებმა კი ცუდად. ხოლო ვინც ასე მსჯელობს, მან კი იცოდეს, რომ ეს ღვთის გმობაა და ასეთი აზრების მქონეობით ღვთის რისხვას მოიმკის.
რაც შეეხება აუტიზმსა და არა მარტო მას, არამედ ნებისმიერი სახის დაავადებას – მათი დაძლევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი მიგნებული იქნება გამომწვევ მიზეზთა საფუძველი. ვინაიდან დაავადება იმ სარეველას ჰგავს, რომელიც ფესვების ამოძირკვით მოისპობა მხოლოდ და არა ღეროს გადაჭრით, თუნდაც ძირშიაც კი. ხოლო იმ სარეველის ფესვები, რომელსაც დაავადებანი ჰქვია, სულში ინერგებიან იმიტომ, რომ სხეულის წარმომშობი ფესვი სულია!!! ამიტომ თუკი გაჯანსაღებას და საერთოდ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას სცდილობს ვინმე, მათ გასაგონად ვაცხადებ: რომ ამის მიღწევა მხოლოდდამხოლოდ სულის მიერ არის შესაძლებელი!!! რისთვისაც უპირველეს ყოვლისა სულის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობაა საჭირო. რომელი ცოდნაც ადრე დაფარული იყო ცნობიერებისათის და ახლა კი საბედნიეროდ უკვე მხილებულია იგი ამ კანონის აღსრულების შედეგად:: „საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეთა და თაობათაგან, ბოლო ჟამს იქნება გამხელილი“ (კოლოსელთა 1-26). ვინაიდან და რადგანაც ეს ცოდნა ხელმისაწვდომი არის ყველა მსურველისათვის, ამიტომ მის შესახებ საუბარს აქ აღარ გავაგრძელებ და მისგან შევეხები მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც აუტიზმთან მიმართებაშია.
მოგეხსენებათ, რომ სული ადამიანში სამმაგი განშლით ფუნქციონირებს; რასაც ბიბლიაც იუწყება კიდეც: „სული მოწმობს, ვინაიდან სული ჭეშმარიტებაა. სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა; და ეს სამი ერთია. სამნი არიან რომლებიც მოწმობენ მიწაზე: სული, წყალი და სისხლი; და ეს სამი ერთია“ (I იოანე 5-6/8). როგორც უკვე გაცნობეთ კიდეც, ბიბლიაში გადმოცემული ინფორმაცია გონებიდან არის გამოტანილი სულიწმიდის კარნახით და ამიტომაც შესრულებულია ინტუიციური ენით. რომლის სიტყვა „ცაშიც“, ადამიანთან მიმართებით იგულისხმება სულისმიერი გონება და „მიწაში“ კი – სხეული. ვინაიდან გონების ფუნქციონირება თავის ტვინის მეშვეობით ხდება და სხეულიც ტვინითვე იმართება, ამიტომ სიჯანსაღის პრობლემათა აღმოფხვრა მხოლოდ ტვინის საშუალებით არის მიღწევადი.
განვიხილოთ რას ემყარება ტვინის ფუნქციონირება და როგორც კანონი ამბობს: „ადამიანში ყოვლის განმგებლად, ღმერთმა გონება დასვა ტახტზე“ (IV მაკაბელთა 2-21,22,23) (ტახტი – ტვინია). გონება სულის პროგრამაა და ამიტომაც მისი ფუნქციონირება სულიწმიდის ძალით ხდება, რომელ ძალასაც ჩვენ კოსმიურ სასიცოცხლო ძალას ვუწოდებთ, რადგან დაქვემდებარებულია კოსმოსური ველის მიზიდულობას. კანონები კი „ღმერთი სულია“ (იოანე 4-24) და „ღმერთი სიყვარულია“ (I იოანე 4-16) – მისახვედრს ხდიან იმას, რომ კოსმიური სასიცოცხლო ძალა სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტი სიყვარულის ძალა! ხოლო თანახმად ზემოთ მოყვანილი კანონისა, სულის გონება სამმაგი განშლით ფუნქციონირებს ტვინისათვის (ცათა შინა) და სხეულისთვისაც (მიწაზე). ტვინისათვის ვლინდება: 1) ამ სამყაროსა და მისი შემქმნელის შესახებ ცოდნის ანუ ღმერთისადმი რწმენის; 2) ნიჭების ანუ პროფესიული დახელოვნების უნარებისა და 3) პირადული სარგებლობის ცოდნის მომცველი ანუ რეფლექსებად წოდებული უნარებით. სხეულისათვის კი: 1) ძვალ-სახსროვანი სისტემის; 2) შინაგანი ორგანოებისა და 3) გარეგანი კან-კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირების განმკარგავად.
ტვინის ფუნქციონირების უპირატესობიდან გამომდინარე მისახვედრია ის, რომ ორგანიზმში და საერთოდ ადამიანს რაც კი ეხება იმ სფეროში, ყოვლის განმგებლად ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის მაჩვენებელია მთავარი. რასაც ამოწმებს ბიბლიაც: „სანამ სხეულში ვსახლობთ რწმენით განიგება ჩვენი ნაბიჯები და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). ამიტომ აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ როგორი დამოკიდებულებაა ამ საზომებს შორის. ვინც ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეცნობა, მათთვის კი ცნობილია ეს; მაგრამ ვინც მათ არ გასცნობია, მათთვის ძალიან მოკლე ცნობას განვაცხადებ საიმისოდ, რომ იცოდნენ რა ძალას ფლობს ღმერთისადმი რწმენა ადამიანში. რისთვისაც გაცნობებთ იმას, რომ სამივე საზომი დამყარებულია სიმართლის საფუძველზე შემდეგნაირად: პროფესიული ხასიათის ნიჭის უნარის აღმოცენება ხდება 144 000 სიმართლით; ხოლო ღმერთის მიმართ ჭეშმარიტი რწმენისა კი – 144 000 პროფესიული ხასიათის ნიჭის სამართლიანად გამოყენებით; ანდა 144 000 x 144 000 პირადული ხასიათის სიმართლით. რადგანაც ამ უნარის მიმღეობას თაობები სჭირდებოდა, ამიტომ სწორედ მისი უნარმქონე გენის გამოსაყვანად გახდა საჭირო საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის დადგენა. რომლის აღსრულებასაც ათასწლეულები დასჭირდა. იგი დაფუძნებულ იქნა თავისუფალი ნების დაშვებაზე, რათა ადამიანებს შეცნობილად მიეღოთ ჭეშმარიტი რწმენა; ანუ როგორც ბიბლია უწოდებს მას: „ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი“ (რომაელთა 1-28).
თავისუფალი ნების დაშვებამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ადამიანებს მოუხდათ ცხოვრებისეული მოღვაწეობის გზის წარსამართავად სხვადასხვა მიმართულება აერჩიათ და მათგან მხოლოდ ერთმა გენმა შესძლო ის, რომ ღმერთისმიერი საზომით მიეღო ის შეფასება, რასაც ჭეშმარიტი რწმენის გზაზე სვლა ჰქვია. ამიტომაც ამ გენის მქონე ადამიანებში ბედისწერის განგება განსხვავებულად ხდება, ვიდრე ეს სხვებშია. რადგან ბედისწერის გეგმის შედგენა ეფუძნება კანონს: „ვისაც მეტი მიეცა, მას მეტს მოსთხოვენ და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა 12-48). ხოლო ყოველივე ამის საფუძველი კი ის არის, რომ ბედისწერის განკარგვა ზევიდან ანუ სამყაროსა და მისი შემოქმედის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის გააქტიურების საფუძველზე ხდება. ამიტომ იმათ, რომელთაც ჭეშმარიტი რწმენის მაჩვენებელი დაბლოკილი აქვთ, მათი ბედისწერის გეგმა იმ ცოდვების წილის სანაცვლოდ იქმნება, რომელსაც ჩაიდენენ ჭეშმარიტი რწმენის მაჩვენებლის მქონე გენის ის წარმომადგენელნი, რომელთა ცდუნებაც მათ შესძლეს იმით, რომ თავიანთი ტყუილი სიმართლედ მიაღებიეს და კანონები დაარღვევინეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ტყუილის კატეგორიას და ცხადია მისახვედრია ის, რომ მისი სიმძიმე ყველაზე მომეტებული იქნება იმ სიცრუისათვის, რომელიც ეხება სამყაროსა და მისი შემქმნელის შესახებ ცოდნას. ალბათ ახლა უკვე გასაგებია ის, თუ რატომ არის მძიმე სასჯელები დაწესებული მწიგნობართა (მეცნიერთა) და ფარისეველთა (რელიგიის წარმომადგენელთა) მიმართ. ვინაიდან მათ არათუ არ იციან ის, რომ არაფერი იციან; არამედ მათ მიერ წარმოსახულ არასწორ და არასრულფასოვან ცოდნას სწორად და სრულყოფილებად წარმოუდგენენ ადამიანებს და სწორედ მათი ცოდნის მიღების საზღაურს იმკის კაცობრიობა კიდეც იმ სახელწოდებით, რასაც მასობრივი მასშტაბის მომცველი უბედურებანი ჰქვია.
ახლა კი განვიხილავ იმას, თუ რა ხდება აუტიზმის შემთხვევაში: როცა ოჯახში იბადება ხსენებული გამორჩეული გენის მემკვიდრეობის მქონე ბავშვი, სანამ ის ყრმაა, მისი ბედისწერა მშობელთა და აღმზრდელთა მისდამი ქმედებების შესაბამისად განიგება; თანახმად კანონისა: „ვიდრე იესო ყრმაა, არაფრით განირჩევა მონისაგან, თუმცა ყოვლის პატრონია. არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იმყოფება იგი მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე. ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, დამონებული ვყავდით ამ სოფლის წესებს“ (გალატელთა 4-1/3). იმ შემთხვევაში, თუკი მშობლები ასეთი ბავშვის მიმართ განახორციელებენ არასწორი ქმედებების ჩადენას იმ მხრივ, რასაც ღმერთისადმი რწმენის საკითხი ჰქვია, მაშინ ბავშვს დაებლოკება პირადული სფეროს მხრივი კავშირი ნაწილობრივ ან მთლიანად. პირველ შემთხვევაში აუტიზმის ფორმა ვითარდება, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ბავშვისათვის სასიკვდილო განაჩენი დგება. რაც შეეხება დაავადების სიმძიმეს, ის დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რა სახის კანონების დარღვევას ექნება ადგილი. რაც შეეხება დაავადების განკურნებას: რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია და მოხდება მაშინ, თუკი მშობელი გამოიყენებს იმ ცოდნას, რასაც ახლა მოგაწვდით და მისი მითითებებით იმოქმედებს. ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყება ბავშვის მკურნალობა, გაჯანსაღებაც მით უფრო ეფექტურად და სწრაფად წარიმართება.
ახლა კი რაც შეეხება მკურნალობის სახეობას, ის შემდეგია: გადადით მცენარეულ კვებაზე და დაიწყეთ ლოცვითი სეანსები ამ სიტყვებით: „დიდება ღმერთო უფალო უკუნითი უკუნისამდე. ამინ! მადლი ერი ვარ უფალო, მადლიერი. ამინ!“. სეანსებად იმიტომ მოვიხსენიებ ამ ლოცვის ჩატარების პროცესს, რომ ის უნდა გაიმეოროთ მიყოლებით მანამ, სანამ ამას შესძლებს თქვენი სუნთქვა. როცა ვეღარ შესძლებთ, შეჩერდით და მეორე დღეს გააგრძელეთ. აუცილებლად ყოველდღიურად ღმერთს შესთხოვეთ, რომ გონება გაგიხსნათ და შეგაცნობიოთ ის ცოდვები, რომლებიც გაუცნობიერებლად გაქვთ ჩადენილი. ამასთანავე სურვილისდა შესაბამისად იკითხეთ me-sia.com-ზე გამოქვეყნებული მასალა. რადგან ის უდიდეს დახმარებას გაგიწევთ იმ კანონთა შეცნობაში, რომელთა დარღვევების გამოც იმკის ადამიანი სასჯელებს და თქვენც გააანალიზებთ იმას, თუ რომელი კანონი დაარღვიეთ იმიტომ, რომ მისი ახსნა სხვანაირად წარმოგიდგინეს. მხოლოდ ერთი რამ უნდა დაიმახსოვროთ: რომ მონანიება საქმით უნდა მოახდინოთ. როგორც კი ამ გზას დაადგებით, ამით სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა დაიწყება თქვენს ცხოვრებაში, რასაც მდგომარეობის გამოსწორების დაწყებითა და პროგრესისაკენ სვლის შედეგებით დაინახავთ კიდეც. ნუ შეჩერდებით მანამ, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევთ. მთავარია საამისოდ ნებისყოფა გეყოთ, თორემ გამარჯვების მოპოვება – გარდაუვალია!!! აქვე მინდა იმის აღნიშვნაც გავაკეთო, რომ ამ ლოცვის გამეორების დროს შესაძლოა თქვენი სხეულის რომელიმე კუნთმა უნებლიე მოძრაობა დაიწყოს, ან შესაძლოა უჩვეულო ხმაც გამოსცეთ, ანდა გულისრევა დაგეწყოთ. ნუ შეშინდებით, ეს იმის ბრალია, რომ თქვენი ორგანიზმიდან ის შემკავებელი ძალა გამოიდევნება, რომელიც ცოდვების ჩადენით შევიდა თქვენში (II თესალონიკელთა 2-7).
დასასრულს კი ამ ცნობით დავასრულებ: „ძველი აღთქმა“ – „ახალი აღთქმით“ შეიცვალა, რადგან აღთქმის თავმდები იესო გახდა. მან თავისი სისხლით შევიდა წმიდაში და მოუპოვა კაცობრიობას საუკუნო გამოსყიდვა წინაპართა მიერ ჩადენილი ცოდვებისაგან. ამიტომ მაშინ საჭირო იყო, რომ მას თავისი სიცოცხლე დაედო იმის სანაცვლოდ, რომ კვლავ მოსულიყო (ებრაელთა 7-22/28). ახლა კი ის მოვიდა და უკვე სიტყვით შევიდა წმიდაში და „ახალი აღთქმაც“ – „უახლესით“ შეცვალა. ამჟამად ის არ მოსულა ცოდვების განსაწმენდათ, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად მოვიდა და ამიტომ აღარ მოკვდება!!! (რომაელთა 5-20,21. 6-1/10) და (ებრაელთა 9-28). ცოდნა კი წარმოდგენილი არის „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებით. ვინც მართლა მისი მომლოდინეა, ისინი იწამებენ მასში გადმოცემულ სიმართლეს და ვინც მას არ მიიღებს, შედეგიც არ დაუყოვნდება! რაც ახლა გაცნობეთ, ეს ყოველივე ჭეშმარიტებაა და საქმით იქნა აღსრულებელი. რისი შეცვლაც არავის და არაფერს შეუძლია ამ ქვეყნად იმიტომ, რომ ასეთია ღმერთის ნება!!! ხოლო თუკი ვინმე უარყოფს ამ ცნობას, საამისოდ მას ნებაც თავისუფალი აქვს მიცემული და თანაც აღარც პასუხის მიღებაზე მოუწევს დალოდება.