გაზიარება

შველა მხოლოდ ცოდნითაა შესაძლებელი


გვეშველება რამე? – ამ კითხვაზე პასუხის ძიება თუკი აქამდე მხოლოდ ქართველებში იწვევდა ინტერესს, ამჟამად უკვე ასე აღარ არის და იგი აქტუალური გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არმაგედონის მიმდინარეობის თანდათან ძალის მოკრება, რომელიც არასასიამოვნო ფაქტებიდან უკვე საშიშ შედეგთა გამოვლინებებზე გადავიდა, აიძულებს ადამიანებს დაფიქრდნენ იმაზე, რომ სხვა ცოდნაა მოსაძევი გამოსავალის საპოვნად. ვინაიდან აქამდე არსებული ცოდნა ვერ უზრუნველყოფს იმის შეჩერებას, რაც დაწყებულია და ყოველდღიურად იკრებს ძალებს. მსოფლიო მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილი უკვე მიხვედრილია იმას, რომ დედამიწური ბუნების ასეთ ანომალიურ სიტუაციაში ჩაგდება ადამიანთა უგუნურების შედეგია. სამწუხაროდ ეს რეალობაა და ამჟამად მასზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება. რადგან სიმართლე კარს არის მომდგარი და მასზე უარის მთქმელს, მთელი სიძლიერით უწევს კიდეც მასთან შეჯახება. რაც ადვილად გადასატანი ნამდვილად არ არის, რადგანაც ბევრისათვის საბედისწერო შედეგად შეძლება იქცეს. რაც რეალურად უკვე სახეზეა კიდეც.
მინდა ბიბლიის მეშვეობით განვამტკიცო ახსნა იმ სიტუაციისა, როგორ დღეშიაც ჩააგდო ადამიანმა საკუთარი მოდგმა. აი რას ამბობს ბიბლია: „ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე. როგორც დაწერილია: „თავიანთ ცოდნაში შეიპყრობს სოფლის ბრძენებს“ და „იცის უფალმა სოფლის ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი“ (I კორინთელთა 3-19,20). შევჩერდები ფრაზის „თავის ცოდნაში ბრძენთა შეპყრობის“ განხილვაზე და მოგახსენებთ: რას ნიშნავს იგი, თუ არა იმას, რომ ყოველი ადამიანი თავის ცოდნაში იცდება?! ანუ ცოტა სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველი თავად არის იმ ცოდნის გამოცდის ადრესატი, რომელსაც იგი ავრცელებს ხალხში. შეიძლება ეს აქამდე არ იყო ცნობადი ცოდნა, მაგრამ რეალურად ის ყოველთვის მოქმედებდა. რისი უამრავი ფაქტის დასახელებაც შეიძლება; როგორიცაა მაგალითად ის, რომ ცნობლი კარდიოლოგი ინფარქტით იღუპება, ონკოლოგი – კიბოთი, მოსამართლე და პროკურორი – უსამართლობის მსხვერპლი ხდება და კაცობრიობის ცხოვრების ისტორია სავსეა ასეთი შემთხვევებით. გარდა ამისა ისიც ხომ ცნობილია, რომ ყოველი ადამიანი თავის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს იმ ცოდნის გამოყენებით იღებს, რაც მას გააჩნია. თუმცა პასუხს ყოველთვის როდი იღებს იმგვარს, როგორის მიღებასაც ელის. ხოლო თუ სასურველ პასუხს მაინც მიიღებს, არა ზედმიწევნით სრულყოფილს ისეთს, რასაც თავისი გათვლით ელოდა. ყოველივე ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანთა მიერ მოპოვებული და მათში გავრცელებული ცოდნა საკმაოდ აცილებულია იმას, რასაც ჭეშმარიტი ცოდნა ჰქვია.
გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც ამჟამად სახეზეა და უკვე ყველა ხვდება იმას, რომ ყველაფერი უარესობისაკენ მიდის; ცხადია მისახვედრია ის, რომ მხოლოდ სწორი ცოდნით მოქმედებით არის შესაძლებელი გამოსავალის პოვნა. ხოლო რაც რომ ნამდვილად ასეა, ამის გასამტკიცებლად კი მცირედ მიმოხილვას გავაკეთებ კაცობრიობის შესახებ. რომელიც წარმოდგენილია საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის სახით და ემსახურება მემკვიდრული გენის შთამომავლობითი გზით გადაცემას საიმისოდ, რომ მოხდეს გონიერი გენის გამოზრდა. რომლის მფლობელი ადამიანიც შეფასებული იქნება საკაცობრიო გენეტიკურ ნაყოფად და მას გონიერი ადამიანი ეწოდება.
რაც შეეხება გონიერებას, იგი ჭეშმარიტი ცოდნის ფლობის უნარმქონეობას ნიშნავს. რასაც ბიბლია „ცოდნით ღმერთის ყოლას“ (რომაელთა 1-28) უწოდებს და მასზე არის დაფუძნებული რწმენის ჭეშმარიტება. ხოლო რწმენა კი ის ფენომენია, რითაც ინსაზღვრება ბედისწერა. როგორც ამას თავად ბიბლიაც იუწყება: „რომ ადამიანი სანამ სხეულში სახლობს, რწმენით ხდება მისი ნაბიჯების გადადგმა და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო წარმოდგენილი კანონის ამ ცნობაზე: „ადამიანი სანამ სხეულში სახლობს“. ეს ფრაზა ხომ მისახვედრს ხდის იმას, რომ ე.ი. ადამიანი არსებობას მხოლოდ დედამიწურ სხეულში ყოფნით არც იწყებს და არც ამთავრებს. ანუ მას სხვა ადგილას, სხვა გარემოში და სხვა შემადგენლობის სხეულშიაც უხდება არსებობა. აგრეთვე ეს ცნობა ადასტურებს იმასაც, რომ ადამიანობის სტატუსს სული განსაზღვრავს და არა სხეული.
რაში მდგომარეობს გონიერება?! ცხადია იმის მიხვედრაში, რომ ადამიანმა ამქვეყნიური ცხოვრებით უნდა მოიპოვოს საგზური, რომელიც განუსაზღვრავს მას იმას, თუ სად უნდა გააგრძელოს არსებობა: უკეთეს გარემოში თუ უარესში. ამიტომ იგი ვალდებულია მოიძიოს ის ცოდნა, რომლითაც არის შესაძლებელი იმის მიღწევა, რომ სწორად წარმართოს თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობა. ამგვარ ცოდნას კი ჭეშმარიტი ცოდნა ანუ სიბრძნე ჰქვია და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით: ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებში გაწაფვითა და ამასთანავე მათი პრაქტიკულად გამოყენებით.
ცოდნის მიღება შეუძლებელია იძულებით და ნებაყოფლობითობა მისი აუცილებელი თვისებაა. ეს კი ისაა, რაც საფუძვლად უდევს კაცობრიობის ორ მთავარ ჯგუფად ჩამოყალიბებას. რომელთაგან ერთი ჭეშმარიტი ცოდნის მიმღეობის შემძლეა და მეორე კი – არ შემძლე. ამასთანავე ისიც უნდა გაცნობოთ, რომ პირველი ჯგუფის წარმომადგენლები ერთ გენს მოიცავენ მხოლოდ და შესაბამისად მეტად მცირერიცხოვანნი არიან, დანარჩენ მრავალი გენით წარმოდგენილ მეორე ჯგუფის წევრთა მრავალრიცხოვან არმიასთან შედარებით. კაცობრიობის არსებობის საფუძველი კი ის მცირედნი არიან, რომელნიც პირველი ჯგუფის წარმომადგენლობაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ უმრავლესობისაგან მუდმივად ზეწოლისა და ჩაგვრის ქვეშ უხდებათ ცხოვრება. თუ რატომ არის ასე, ამის შესახებ საჭირო ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებული მაქვს და ამიტომაც მასზე აღარ შევჩერდები. მხოლოდ შევეხები იმ საკითხს, რომელიც ეხება უმრავლესობის თავგასულობის იმ დონეზე მისვლას, რომელიც შემქმნელის მიერ დაწესებულ ზღვარს სცდება. რა მოყვება ამას?! ალბათ მას დიდი მიხვედრა არ სჭირდება! რადგან ამ სამყაროს კანონმდებლობა ასეთია: ნებისმიერი ზღვარგადასულობა განადგურებას ექვემდებარება!!! ხოლო დადგენილი კანონის თანახმად: „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი. მაგრამ თავად ადგილი, ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია“ (II მაკაბელთა 5-19,20). მაშასადამე ადამიანებზე გამოტანილი განაჩენის გამო, ის ადგილიც ზარალდება, რომელზედაც დასასჯელი კატეგორია სახლობს.
სამწუხაროდ რეალობა ასეთია: ამჟამად ისეთ მდგომარეობაში შედის კაცობრიობა, რაზედაც ასეთი შეფასებაა ბიბლიაში: „იქნება ისეთი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან და შემდეგ არც აღარასოდეს იქნება და თუკი ეს დღეები არ შემოკლდება, ვერა ხორციელი ვერ გადარჩება“ (მათე 24-21,22). რასაც არმაგედონულ პერიოდს უწოდებს და მისი აუცილებლობა კი გამოიწვია იმან, რომ ადამიანთა მოდგმა საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამში იმყოფება და ნაყოფის მომკის დროა დამდგარი. ყოველივე ეს კი იმას საჭიროებს, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა გონიერების მაქსიმალურად მობილიზება საიმისოდ, რომ სიცოცხლის შენარჩუნება გახდეს შესაძლებელი.
ნურავის ჰგონია, რომ შველა თავისით მოვა და მის მისაღებად მხოლოდ „ღმერთო მიშველე“ და „ამინის“ თქმა არის საკმარისი. ასე არ არის! რადგან ბიბლიამ გააცხადა ის, რომ „ღმერთმა საჭირო ცოდნითაც აღჭურვა ადამიანი, როცა მას გონება უბოძა“ (სიბრძნე ზირაქის 17. IV მაკაბელთა 1-15/32) და ამიტომაც „თავისი ხელის ანაბარად დასტოვა“ (სიბრძნე ზირაქის 15-14). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს მიცემული ისეთი ცოდნის მოპოვების შემძლეობა, რომლის მეშვეობითაც შესძლებს თავის გადარჩენასაც და ამქვეყნიური წლების საუკეთესო ცხოვრებით განვლასაც. რაც აუცილებლობაა უკეთეს გარემოში გარდასახვისათვის. ისიც იწინასწარმეტყველა ბიბლიამ, რომ გაჭირვების ჟამს ღმერთი დახმარებას გამოუგზავნიდა თავის ერს სწორედ „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით წარმოდგენილი ცოდნითა და მისი შემსრულებლის სახით (იერემია 23-5,6). ახლა კი გაცნობებთ იმას, რაც სასწრაფოდ არის კარგად შესაცნობი საიმისოდ, რომ დროულად მოხდეს სწორი მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა. ვინაიდან არსებული სიტუაცია მეტად საშიშ ზონას მიუახლოვდა.
საქმე ეხება ბავშთა და ახალგაზრდათა თავს დატეხილ იმ უბედურებებს, რომლის შესახებაც წლებია რომ ვიძლევი გაფრთხილებას. მაგრამ მისი შესმენა აქამდე არ ყოფილა და აი შედეგიც! ამიტომ კვლავ ვუბრუნდები ამ თემას. რადგან ეს იმ აუცილებლობით არის გამოწვეული, რაც რომ ჩემთვის ცნობილია და არის ის, რომ ძალზედ საშიშ ნიშნულზეა ასული ბავშთა და ახალგაზრდათა სიცოცხლის შენარჩუნების დაუცველობა. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ: როგორც მუსიკოსს შეუძლია ნოტების წაკითხვით მუსიკის აღქმა, არქიტექტორს – ნახაზით შენობის წარმოსახვა, ასევე მე მომმადლა უფალმა ისეთი ნიჭი, რომ სამყაროს ნიშნების მეშვეობით, ახლო მომავალში მოსახდენი ფაქტები ამომეცნო. შეისმენთ იმას, რასაც გაცნობებთ – თქვენ გადაარჩენთ შვილთა სიცოცხლეს! არ შეისმენთ?! ესეც თქვენი ნებაა! მაგრამ ვერავინ იტყვით იმას, რომ ან საჭირო ცოდნა და ანდა გაფრთხილება არავის გაუცია. რადგან ღმერთმა ასე დააწესა, რომ ყველამ თავისი მისიონური საქმე უნდა შეასრულოს და ამიტომაც მეც ვასრულებ იმას, რის შეუსრულებლობაზეც პასუხი მომეთხოვება.
რადგანაც საკითხის მიმართ შემოვლითი გზის გამოყენების დრო ამოიწურა, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი სათქმელს: ამჟამად სახეზეა ის რეალობა, რომ ახალგაზრდებს და ბავშვებსაც წართმეული აქვთ ღმერთისმიერი დაცვა. თუ რაზეა საუბარი, ამის ახსნას ვეცდები ძალიან მარტივი ფორმით. რისთვისაც ვეხები საკითხს, რომელიც შემდეგია: არავის შეუძლია იმის თქმა, თითქოს მის ცხოვრებაში ადგილი არ ექნება ისეთ შემთხვევას, რომ წამიერად ყურადღება არ მოადუნოს შვილის მიმართ და სულ მუდამ მხედველობის არეალში ჰყავდეს. ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია! დავუშვათ, რომ შესაძლებელია. მაგრამ ასეც რომ იყოს, ისიც ცნობილია, რომ უბედური შემთხვევისაგან მშობლის გვერდით ყოფნაც ვერ დაიფარავს ბავშვს და ის, რასაც მისთვის უბედურების თავიდან აცილება შეუძლია, არის მის მიმართ ღმერთისმიერი დაცვის არსებობა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვი უცოდველი არსებაა და მას დაბადებით ეძლევა ღმერთის დაცვის უნარი. მაგრამ მაშინ რა ხდება?! სამწუხაროდ ხდება ის, რომ არასწორი ცოდნის საყრდენზე დაყრდნობილი რწმენის გამო, მშობლები ნებაყოფლობით აწერენ ხელს მათი შვილებისათვის ღმერთისმიერი დაცვის წართმევის განაჩენს. ამის მიზეზით მოხდა ის, რომ ასეთ დონეზე და თანაც ასეთი სისწრაფით მოხდა და ხდება ადამიანთა გადაგვარება!!! მაგრამ ახლა, როცა დედამიწაზე კაცის სახით არის მოსული ანტიქრისტე, მიმდინარე პროცესი მხოლოდ გადაგვარებას აღარ ექვემდებარება და ყოველდღიურად იწირავს ბავშვთა და ახალგაზრდათა სიცოცხლეებს. ვინაიდან ანტიქრისტეს არსებობა მათი სულების გაწირვით არის განპირობებული. რასა ვამბობ კარგად რომ იყოს გაგებული, ამისათვის მცირედად უნდა მიმოვიხილო იესო ქრისტეს მისიის ის ნაწილი, რომლის დაფარვაც რელიგიამ მოახერხა საიმისოდ, რომ ანტიქრისტე მოევლინებინათ ამ ქვეყნად. ყოველივეს კი ცხადია ბიბლიის მეშვეობით ავხსნი. რადგან მხოლოდ მისით არის შესაძლებელი ჭეშმარიტი ცოდნით განსჯა.
ვინაიდან საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ისე წარიმართა, რომ ადამიანები ცოდვების ჩადენაზე არ ამბობდნენ უარს. საკაცობრიო ცხოვრებაში დგებოდა ისეთი პერიოდი, როცა ჩადენილ ცოდვათა ზღვარგადასულობა ადამიანთა მოდგმას განადგურების განაჩენს ამკევინებდა. ბიბლიით ცნობილია წყლით წარღვნის ისტორიაც და ისიც, რომ ღმერთმა აღთქმა დაუდო ადამიანთა მოდგმას წარღვნის აღარ მოვლენის თაობაზე. ამიტომ ძირეული ცვლილების გატარების სხვა გზა იყო საჭირო და სწორედ საამისოდ მოხდა ქრისტეს პირველი მოვლინება დედამიწაზე.
რადგანაც მეცნიერული ცოდნა არ შეხებია საკაცობრიო გენეტიკურ კანონმდებლობას. ამიტომ ცხადია მან არ იცის არც კაცობრიობის წარმოშობის საფუძველი და არც იმ ფესვის შესახებ არა გაეგება რა, რაზედაც საკაცობრიო გენეტიკა დგას. მაგრამ ღმერთმა, რომელმაც შექმნა ადამიანთა მოდგმა, ყოველივე ეს გაითვალისწინა და ამიტომაც მთელი მსვლელობის მანძილზე „აღაზევებდა საჭირო კაცს“ (სიბრძნე ზირაქის 10-4). ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც!!!
მოგეხსენებათ, რომ რაც საყოველთაოდ ცნობილია იესო ქრისტეს შესახებ, არის ის, რომ მან თავისი სისხლით გამოისყიდა საკაცობრიო ცოდვები. როგორც იცით მეცნიერება ირწმუნება იმას, რომ საკმაოდ ერკვევა გენეტიკაში. თუმცა ვერანაირად ახსნის იმას, თუ როგორ არის შესაძლებელი ქრისტეს მიერ საკაცობრიო ცოდვების ჩამორეცხვა. ამიტომაც მონახა გამოსავალი და აცხადებს იმას, რომ ღმერთი არ არსებობს და არც ქრისტე ყოფილა. მეორეს მხრივ კი რელიგია, რომელიც მოზეპირეა რჯულდებებისა, საერთოდ ვერ ერკვევა მათ ახსნა-განმარტებაში, რადგან ეს მეცნიერული მონაპოვრის გამოყენებასაც საჭიროებს. მათ კი ამის უნარი წართმეული აქვთ იმიტომ, რომ არცერთი მათგანი არ არის მცნებათა დამცველი. ასეთი გაყოფით აღჭურვილი აზროვნება კი მოკლებულია ჭეშმარიტების შეცნობის უნარს. რასაც ის შედეგი მოაქვს და მოიტანა კიდეც, რომ ადამიანური გრძნობები და თვისებები გადაგვარდნენ და ამიტომაც „უცქერიან და ვერ ხედავენ. ისმენენ, მაგრამ ვერ ახერხებენ შესმენას“ (მათე 13-14). ხოლო ყოველივე ამის შედეგი კი რაც არის, ამას კომენტარი აღარ სჭირდება, რადგან ყოველივე უკვე თვალსაჩინოა!!!
ვინაიდან სიღრმისეული ახსნით წარმოდგენილის შეცნობას ისეთი საფუძველი სჭირდება, რასაც მოკლებულია თანამედროვე ადამიანები იმ მიზეზით, რაზეც ახლა გაცნობეთ. ამიტომ ვეცდები მხოლოდ ბიბლიის ცნობებით წარმოვადგინო ახსნა. როგორც ბიბლია იუწყება: „რჯულის მიხედვით, სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). ხოლო „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 3-21). მაშასადამე რას ამბობს ბიბლია? იმას, რომ რჯულის კანონმდებლობის მოქმედების დროს ნათლობა ხდებოდა შემდეგნაირად: ნათლობის მსურველი აღსარებით ინანიებდა ცოდვებს და პირობას სდებდა, რომ მათ აღარ ჩაიდენდა. მღვდელი კი სამსხვერპლო სისხლს აპკურებდა მას და ლოცვითა და ვედრებით შესთხოვდა უფალს მიტევებას. მაგრამ ბიბლია ამბობს იმას, რომ საჭირო გახდა რჯულის აღთქმით შეცვლა. ხოლო რატომ?! ამასაც თავად პასუხობს: „ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში, უკანასკნელ პერიოდში კი მხოლოდ ძეში“ (ებრაელთა 1-1,2) და „როდესაც სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, მათ არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა. რაც საჭმელ-სასმელებითა, სხვადასხვა განბანებითა და ხორციელი წესებით დადგენილი იყო მხოლოდ ახალ აღთქმამდე. ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი! მოვიდა არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. იგი არის ახალი აღთქმის შუამდგომელი. რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც ძველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მემკვიდრეებმა მიიღონ აღთქმული“ (ებრაელთა 9-9/15). „მღვდელი მრავალი იყო, ვინაიდან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში. ქრისტეს კი უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდლობა აქვს. ამიტომაც ძალუძს გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს. ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი შეგვფერის ჩვენ: წმინდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული. რომელსაც არ სჭირდება ის, როგორც იმ მღვდლებს, რომ ყოველდღე ჯერ თავის ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. რადგანაც ეს მან ერთხელ უკვე მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა. ვინაიდან რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად. ხოლო ფიცის სიტყვამ კი, რჯულის შემდეგ დააყენა ქრისტე, უკუნისამდე სრულქმნილი“(ებრაელთა 7-23/28).
როგორც ხედავთ, ამ ცნობებით ყველაფერი გასაგებია: რომ საკაცობრიო გენეტიკის მსვლელობის ცოდვილი გზით სიარულმა სულიერების დონე იმ ნიშნულზე დაიყვანა, რომ ადამიანებს წართმეული ექნათ ღმერთთან პირდაპირი კავშირის უნარი. რაც ნიშნავს იმას, რომ აღარავინ აღარ არის ნათლობის ჩატარების უნარმქონე. რადგან ქრისტეს მარადიულ მღვდელმთავრად დაყენების განაცხადი ნიშნავს იმას, რომ მის გარდა არავის აქვს უფლება ღვთის მიერ მოვლენილ მღვდლად ყოფნისა!!! ხოლო რაც შეეხება ცნობას: „რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან და თავადაც ეზიარა მათ. რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ“ (ებრაელთა 2-14,15) – ნიშნავს იმას, რომ ქრისტე გახდა ბავშვთა საყოველთაო ნათლია და მის შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს დაბადებით ეძლევა სულიწმიდით ნათელღებული სული და მისი ნათლიაც ქრისტეა.
როგორც ხედავთ ის რიტუალები, რომელთაც რელიგია ატარებს და მას „ნათლობად“ ასაღებს, ემსახურება მათგან ბავშვთათვის განკუთვნილი მადლიდან წილის მიღებას. ამიტომ რაც მეტად იზრდება ასეთ „სულიერ მოძღვართა“ არმია, მით უფრო საფრთხეშია ბავშთა და მოზარდთა სიცოცხლე და ანტიქრისტე ხომ საერთოდ მათი სულთა მყლაპავია. სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. რადგან ქრისტე ბავშთა საყოველთაო ნათლიაა. ხოლო ანტიქრისტე კი საყოველთაო ცრუ ნათლია. რაც შეეხება იმას, რომ მღვდლები აბრუებენ მშობლებს: ნათლობით ჩვენ ვაკავშირებთ ბავშვის სულს ქრისტესთანო. ამ სიცრუესაც ბიბლია ხდის ფარდას. რადგან იგი იძლევა ცნობას იმისას, რომ „კაცსა და ღმერთს შორის არსებობს ერთადერთი შუამავალი, რომელიც ქრისტეა“ (I ტიმოთე 2-5). მაგრამ ქრისტესა და ადამიანს შორის შუამდგომელის არსებობაზე არანაირი ცნობა არ არის მასში იმიტომ, რომ ღმერთს ასეთი რამ არ დაუდგენია!!! ხოლო ვინც ამას იჩემებს, მაშინ კეთილი ინებოს და ბიბლიით დაამოწმოს იგი! გარდა ამისა, ვინმესთან შუამდგომლობა ხომ მაშინ არის შესაძლებელი, როცა შუამდგომელი პიროვნება უფრო დაახლოებული პირია, ვიდრე ის, ვისაც უნდა უშუამდგომლოს?! როგორ ფიქრობთ მშობლებო, ქრისტესთან სიახლოვე განა თანამდებობით ინსაზღვრება?! მასთან დაახლოებული პირი ვინ უფრო იქნება: თქვენი უცოდველი ბავშვი, თუ ცოდვებით დახუნძლული მღვდელი?! თუ რომელიმე მათგანს აქვს იმის პრეტენზია, რომ ის ბავშვზე უცოდველია?! ნახეთ რას ამბობს ბიბლია: „თუ ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახურია?! არამც და არამც!“ (გალატელთა 2-17).
კვლავ ვაცხადებ: უკვე დადგა დრო, როცა აუცილებლობით არის გამოწვეული ვალდებულება იმისა, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს და გააანალიზოს ყოველივე ის, რის მხილებასაც ახლა ჰქონდა ადგილი. რამეთუ მომკის დრო ჩართულია და მისი შეჩერება შეუძლებელია! მე კი დავძენ იმას, რომ ჩემს მიერ მოწოდებული ცოდნა არ არის „ჩემი აზრით ეს ასეას“ ან „ხილვით მეცნობას“ შედეგი. რამეთუ ყოველივე განაცხადს თან ისეთი ცოდნით ვხსნი, რომელი ცოდნაც არ არის ადამიანური ცნობიერების ნაყოფი. არამედ ღმერთის მიერ დადგენილი კანონების განსჯის შედეგად მიღებულია. ყველა მსურველს შუძლია შეამოწმოს ის წინასწარმეტყველური ცნობები, რომელიც ამავე ვებგვერდზე წლების წინ გამოვაქვეყნე. მსურველი თავად ნახავს, როგორ ზედმიწევნით სრულდებიან ისინი და იმასაც იხილავს, რომ მათგან არცერთი არ დარჩება აუსრულებელი!!!
ხოლო რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, ყველას აქვს თავისუფალი ნება არჩევანის გაკეთებისა: ან დაუბრუნოს შვილს ღმერთისმიერი დაცვა, რისი წართმევის ნებაც მანვე გასცა, არასწორ ცოდნაზე დაყრდნობილი ქმედებით; ანდა შეეგუოს იმ შედეგს, რაც მას მოჰყვება. ის კი აღარავინ თქვას, რატომ უშვებს ღმერთი ამასო. რადგან საჭირო ცოდნაცა და გაფრთხილებაც, საყოველთაოდ ხელმისაწვდომად არის გამოქვეყნებული.