შენი ადგილი
იესო ქრისტეს შესახებ ასეთ ცნობებს იუწყება ბიბლია: „იესო როცა იწყებდა, იქნებოდა 30 წლის“ (ლუკა 3-23). მანამ კი „ვიდრე ყრმა იყო, არაფრით განირჩეოდა მონისაგან; თუმც ყოვლის პატრონი იყო. არამედ იგი მეურვეთა ხელქვეით იმყოფებოდა მამამისის დანიშნულ ვადამდე“ (გალატელთა 4-1,2), სანამ მასზე „სულიწმიდა არ გადმოვიდა მტრედის სახით და გაისმა ხმა ციდან: რომ იგი იყო ღმერთის მიერ მოწონებული შვილი“ (იოანე 1-32). ამასთანავე ბიბლია ამოწმებს იმასაც, რომ „მეორედ მოსული ქრისტე აღარ კვდება“ (რომაელთა 6-9) და „რომ იგი სხვა სხეულით მოვა“ (II კორინთელთა 5-16,17). რის შესახებაც იესოც ამბობდა: „რომ ქრისტეს კვლავაც იხილავდნენ, მაგრამ არ ირწმუნებდნენ“ (იოანე 6-36) და „როდესაც მოვიდოდა იგი – სული ჭეშმარიტებისა, მის მრწმუნებელთ შეუძღვებოდა სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებდა, არამედ იმას, რასაც ისმენდა მამისაგან და მომავალს აუწყებდა მათ“ (იოანე 16-13).
ბიბლია იტყობინება იმასაც, რომ მეორედ მოსვლისას ქრისტე „არა ცოდვების წარსახოცად მოვა, როგორც ეს პირველად მოსვლის დროს მოხდა. არამედ თავის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28). რასაც შეასრულებს იმ გზით, რომ ფარდას ახდის დაფარულ ჭეშმარიტებას და საქვეყნოდ გააცხადებს მას. რის შემდეგაც მისი შუამდგომლობით მადლი გადავა იმათზე, რომელნიც მისგან გაცხადებულ ჭეშმარიტებას მიიღებენ და საქმით დაადასტურებენ ამას. ვინაიდან ქრისტეს მიერი შუამდგომლობა ვერ შესრულდება იმ შემთხვევაში, თუკი ჭეშმარიტი რწმენის ჰქონას არ ექნება ადგილი. რაც თავისთავად საქმით დადასტურებასაც საჭიროებს; თანახმად კანონისა: „რწმენა საქმის გარეშე მკვდარია“ (იაკობი 2-26).
რაც შეეხება ჭეშმარიტ რწმენას, მასზე ინფორმაციის გაცხადება ნამდვილად საჭიროა იმიტომ, რომ რელიგიათა შთაგონების შედეგად ადამიანებს აღარა აქვთ იმის ცოდნა, თუ რას ითვალიწინებს მისი მქონეობა. მაგრამ სანამ მასზე მოგახსენებთ, მანამ უნდა ავღნიშნო ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რაც ქრისტეს ეხება. როგორც ნახეთ ბიბლია იუწყება იესოზე, რომ მან ქრისტეს სული 30 წლის ასაკში მიიღო. რაც მისახვედრს ხდის იმას, რომ ქრისტეს სულის მიღება ბავშვობისას არ ხდება და მას ზრდასრული ასაკი და ჩამოყალიბებული აზროვნების ჰქონა სჭირდება. მაშასადამე მან, ვინც ამჟამად ეს სული მიიღო, მანამ არ იცოდა ამის შესახებ, სანამ მასზე სულიწმიდა არ გადმოვიდა. რა პროცესიც არ განხორციელებულა მარტივად, არამედ ძალზედ მკაცრი გამოცდის გავლა მოუწია მის მიმღებს.
ახლა კი რაც შეეხება ჭეშმარიტი რწმენის საკითხს; მასზე სასაუბრო ინფორმაცია პირდაპირ ეხება მცნებას კერპების აკრძალვის თაობაზე. ვეცდები, რომ აქ მასზე ცნობები ძალიან მოკლედ და მარტივი ფორმით წარმოვადგინო. რამეთუ დაწვრილებითი ინფორმაცია, უკვე გაცხადებული მაქვს ამავე საიტზე და დაინტერესებულ პირთ შეუძლიათ მისი გაცნობა.
როგორც ცნობილია, კერპი წარმოადგენს მატერიალური ნივთს, რომელსაც ღმერთთან მიმართებით მაკავშირებელ საშუალებად მიიჩნევენ ადამიანები. ხატები, ქანდაკებები, ამულეტები, ფსკვნილები, ჯვრები და მისთანანი, მხოლოდ სახეობები არიან კერპებისა; დანიშნულება კი ერთია და ისინი წარმოადგენენ სარკის სახეობრივ ზღუდეს, აღმართულს ადამიანსა და ღმერთს შორის; ანუ იგივე აზროვნებასა და გონებას შორის. რაც იწვევს აზროვნების გაუკუღმართებას. რის შედეგადაც მიღებულია არა ჭეშმარიტი რწმენით აღჭურვილი ადამიანი, არამედ ფანატიკოსი. რომლისთვისაც სარწმუნოდ, იმას კი არა აქვს მნიშვნელობა რა ცოდნას ღებულობს, არამედ იმას, ვისგან ღებულობს. რადგან მასში კულტის სინდრომია ჩანერგილი კერპთაყვანისცემის გამო და ამიტომაც უპირატესობას ანიჭებს გაპიარებული პიროვნების ნათქვამს და მას ღებულობს. ვინაიდან ის მოკლებულია სწორად განსჯის უნარმქონეობას. ამიტომაც ასეთ ადამიანში სიმშვიდის ზონა დარღვეულია და მისი ემოციები მრისხანებაშია გადასული. რაც საბოლოოდ აფექტით სრულდება. ხოლო აფექტური მდგომარეობის შემთხვევებს კი, როგორც ხედავთ უკვე ყოველდღიურად აქვს გამოვლინებები და მათ შედეგებსაც მწარე რეალობად იმკის კაცობრიობა. რადგან თანახმად საკაცობრიო გენეტიკის სასრული პერიოდისა, მისთვის დამახასიათებელი აფექტური დონის გამოვლინებები, ტოლფასია თვითმკვლელობებისა და მკვლელობების ჩადენისა.
ორიოდ სიტყვით რელიგიის მრევლად წოდებულთა რწმენასაც შევეხები და მასზე მოგახსენებთ იმას, რაც სინამდვილეა და მისი დანახვა კი ყველას შეუძლია, თუკი მას მოისურვებს. სწორედ კერპთაყვანისმცემლობაა მიზეზი იმისა, რომ ე.წ. მორწმუნენი რწმენაში გულისხმობენ, ეკლესიებში სიარულს, იქ რიტუალების ჩატარებაზე დასწრებასა და ხატებზე ლოცვას. ხოლო სინამდვილეში რაც მათ ევალებათ, ეს ქრისტეს მოძღვრების საფუძვლიანი ცოდნაა. მაგრამ მასზე მათ წარმოდგენაც არა აქვთ და მის შესრულებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია?! ამიტომაც მათში გაუკუღმართებული არის აზროვნება და ამის დასტურიც ის თვისებებია, რასაც ისინი ავლენენ: აგრესიულობა, ლანძღვა-გინება და ყველა ის თვისებები, რაც ჭეშმარიტი რწმენის მქონეობის საპირისპირო თვისებებია; მაგრამ დამახასიათებელია რელიგიური ფანატიკოსობისათვის.
უფრო ნათლად რომ წარმოვადგინო კერპის სივერაგე, ამიტომ შევეხები მატერიალური სამყაროს წარმოშობის ისტორიას. როგორც იცით, მეცნიერება მის წარმოშობას იკვლევს და ხან რა ვერსიას წამოაყენებს და ხან კიდევ რას. თუმცა რაც შეეხება სიმართლეს, მას ვერ სწვდება და ვერც ვერასოდეს ჩასწვდება იმ მიზეზით, რომ არ სცნობს სულს. სინამდვილეში კი მატერიის წარმოშობის საფუძველი სული არის. რომლის განსხეულებაც ხდება დანაწევრების შედეგად, მისთვის საჭირო რეაქციების მიმდინარეობის ფონზე. რისი დასტურიც თავად მატერიალური სამყაროა. რომელიც წარმოდგენილია სივრცეში მყოფი მოძრავი ელემენტების ისეთნაირი განლაგებით, როცა მათ შორის მიზიდულობა-განზიდულობის ფონზე შენარჩუნებულია მთლიანობის პრინციპი. რაც იმას მეტყველებს, რომ სულის დანაწევრების შედეგად მიღებულმა ნაწილებმა მუხტი შეიცვალეს და ველებით შემოისაზღვრნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც დანაწევრება მოხდებოდა და ვერც გაწონასწორებული ბალანსირება. ხოლო თუ რამ გამოიწვია ყოველივე ეს, არც ამის მიხვედრაა რთული – იმ რეაქციამ, რაც სულში მოხდა. ცხადია საუბარია იმ სულზე, რომელმაც სამყარო შექმნა და ცხადია არავინ იფიქრებს იმას, რომ ის ადამიანური სულის მაგვარი იყო. საერთოდაც რადგან სულის შესწავლაზე არასოდეს უფიქრია ადამიანს. რაც სატანის ძალისხმევით მოხდა. ამიტომაც არ არის იმის ცოდნა, რომ ამ სამყაროში სათავისოდ გათვლილი კატეგორიის სული ყველაფერს აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ იფუნქციონირებდნენ და მაშასადამე ვერც ამ სამყაროს შემადგენლობაში იქნებოდნენ. ეს სამყარო ცოცხალია და მასში მყოფი ყოველივეც ცოცხალია, განსაზღვრული სათავისოდ მაფუნქციონირებული სიცოცხლისუნარიანობით. ეს ადამიანური აზროვნებაა, რომ ახარისხებს რაღაც რაღაცეებს მკვდრად და ცოცხლად, სულიერად და უსულოდ – იმიტომ, რომ დედამიწაზე არსებულით განსჯის ყოველივეს. სინამდვილეში კი ეს სამყარო ცოცხალია და გონიერია! რისი მადასტურებელიც ამინდია. რომელიც მხოლოდ დედამიწურ გარემოში ხომ არ ფუნქციონირებს?! არამედ კოსმოსშიაც! და მათ შორისაც ურთიერთკავშირია. სწორედ რომ ამ კავშირზე მინდა ვისაუბრო და შევეხო ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება იმ ადგილს, რაც განსაზღვრული აქვს ამ სამყაროს შემადგენლობაში მყოფ ყოველ წერტილს სათავისოდ განკუთვნილ ადგილად და რა თქმა უნდა თავის სამოქმედო არეალისდა გათვალისწინებით. რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნებოდა შენარჩუნებული მთლიანობის სიმყარე. ამ წერტილებს შორის კი ერთ-ერთი სახეობა ადამიანიცაა და ამიტომაც სწორედ ეს ადგილი არის ის მნიშვნელოვანი რამ მისთვის, რომელიც განუსაზღვრავს ცხოვრებას.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ადამიანური აზროვნება, თავის გრძნობათა ერთეულებზე დაყრდნობით განსჯას ეფუძნება. ამიტომაც მისი თვალთახედვის შედეგად შეფასებული სამყაროს უზარმაზარი ზომა აფიქრებიებს მას იმას, რომ ადამიანთა წვლილი ამ სამყაროსათვის უმნიშვნელოა. რაც სინამდვილეს არ შეესაბამება!!! რადგან ამ სამყაროს სიმყარე ზომა-წონის საფუძველზე არ დგას, არამედ მისი საყრდენი ის ძალებია, რომელნიც უხილავია ადამიანური თვალთახედვისათვის და მათ წარმოშობასა და ამოქმედებაში კი სამყაროს ყოველ წერტილს სათავისოდ გათვლილი როლი აკისრია ისე, რომ არ არსებობს უმნიშვნელო და მნიშვნელოვანი. არამედ ყველა თანაბრად მნიშვნელოვანი არის თავისი წვლილისდა შესაბამისობით. სამყაროში შემავალ ელემენტთა გაწონასწორებული მდგომარეობით მიღებული და შენარჩუნებული მთლიანობის პრინციპი კი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამ სამყაროში ყველაფერს და ყოველივეს სათავისოდ განკუთვნილი ადგილიც, სამოქმედო არეალიც და ფუნქციური კატეგორიაც აქვს განსაზღვრული სამყარული კანონზომიერულობით.
ვინაიდან და რადგანაც ადამიანიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ამ სამყაროსი, ამიტომ თითოეული პიროვნების ვალია იცოდეს თავისი ადგილი სად არის და თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობით იზრუნოს მის შენარჩუნებაზე. რაც მისთვის უბედურების აცილების გარანტია!!! მაგრამ საიმისოდ, რომ თავისი ადგილის შესახებ შეიტყოს ადამიანმა და მყარად დადგეს მასზე, ამიტომ ზოგი რამის ცოდნაა საჭირო ადამიანური ფენომენის თაობაზე. იმ ცოდნას ვგულისხმობ, რომელსაც არ შეხებია არც მეცნიერება და არც რელიგია და ამიტომაც იქცა იგი დაფარულ ჭეშმარიტებად. ხოლო ამ ცოდნის დაფარვით მიღებული შედეგები კი უკვე იმ ზომის სავალალო მდგომარეობად წარმოდგა, რომ თუკი ადამიანები მას დაუყოვნებლივ არ შეიცნობენ და მისი მითითებების გათვალისწინებით არ გადადგამენ ნაბიჯებს, საკაცობრიო დონის კატასტროფას ვერ აიცილებენ თავიდან.
სწორედ ამ მისიით არის ამჟამად მოვლინებული ქრისტეს სულის მიმღები ადამიანი, რომ მან უნდა განსწავლოს მსოფლიო იმ ცოდნით, რომელიც საუკუნეების მანძილზე იფარებოდა სიცრუით და ამ სიცრუის სიმართლედ მიღებამ კი კაცობრიობა უბედურების მომკის გზაზე ატარა და ამჟამად კი უკვე უფსკრულის პირს მიაყენა. რადგანაც დრო მცირედიდიღაა დარჩენილი, ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი სათქმელს და ცხადია იგი ეხება მხილებული ჭეშმარიტების გავრცელებას. როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ჩემთვის ცნობილი იყო კიდეც, ასეც მოხდა! აშკარად მისი მიღების მსურველნი ცოტაა. მაგრამ ისეთნი ბევრია, ვინც ჩუმად კითხულობს მათ. შემდეგ კი მიღებული ცოდნით რაღაც დონეზე გახსნილი გონების შედეგად გააქტიურებული ნიჭით მიღებულ შედეგებს საქვეყნოდ აქვეყნებს. რაც ჩემთვის მისახვედრს ხდის იმას, მისი საფუძველიც საიდან მოდის. რადგან ჭეშმარიტ ცოდნას ერთი საფუძველი აქვს და მისი გაცნობის გარეშე, ვერავინ ისაუბრებდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ტაბუდადებული იყო და ახლა კი უკვე აქტუალურად მიმდინარეობს მათზე მსჯელობა. თუმცა ეს ძალზედ უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რისი ცოდნის ფლობაც ევალებათ ადამიანებს და განსაკუთრებით ამჟამად; ვინაიდან უკვე გენეტიკურ საუკუნეთა ბოლო ჟამია. მაგრამ სიმართლის გავრცელებას ხელს უშლის ის გარემოება, რომ დედამიწაზე იმყოფება ბიბლიის მიერ ანტიქრისტედ შეფასებული ის პიროვნება, რომელსაც ძალა შესწვს იმისა, რომ ზეწოლა მოახდინოს მასათა აზროვნებაზე და გაუკუღმართებულად წარმართოს იგი. ხოლო როგორც კანონი ამბობს: „თუ არ განადგურდება და არ აღიგვება ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი, არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი. რადგან ბოროტების თესლის მარცვალი ადამიანის გულშია დასაბამიდან ჩათესილი და რამდენი უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაწევდეს“ (III ეზრა 4-30/39). ვინაიდან და რადგანაც უკვე ხსენებულ „მკის ჟამის“ პერიოდში იმყოფება კაცობრიობა, ამიტომ იძულებული ვარ, რომ პირდაპირი განცხადება გავაკეთო. მიმართვა კი ეხება ქართულ ენაზე მეტყველ ერს. რომელთათვისაც ცნობილი იყო და არის ის, რომ ქართულ ენაში იყო დაფარული ღმერთის საიდუმლო. როგორც ხედავთ ამ საიდუმლოს ფარდა აეხადა და ეს მართლაც ქართული ენით შესრულდა. რატომ, რისთვის და რა არის ამის მიზეზი, ამის სასაუბროდ დრო მომავალს დავუთმოთ. რადგან ჯერ მეტად მნიშვნელოვანი რამ არის დაუყოვნებლივ გასაკეთებელი ქართველთა ხელით და თუკი მას გონების გახსნის შედეგად მიხვედრილობის ფონზე არ გააკეთებენ, მაშინ ეს მოხდება იმ გზით, რომლის ამოქმედებაზე გაფიქრებისაც კი მეშინია, არათუ მისი გაცხადება ვცადო. მაგრამ თუკი სხვა გზას არ დაუტოვებენ ღმერთს, ეს ნამდვილად მოხდება!!! ხოლო რომ არ მოხდეს, ამიტომ მინიშნებას მივცემ მათ და ამას ასე მოკლედ წარმოვადგენ: როგორადაც აღაზევეს და ამით ისეთი ძალა მიანიჭეს ბავშთა სულებზე მონადირე ანტიქრისტეს, რომ მან შესძლო ზეგავლენის მოხდენა მსოფლიოს მოსახლეობის აზროვნებაზე და გაუკუღმართებული მიმართულებით წარმართა ის. რადგან მათ მიანიჭეს მას ეს ძალა, ამიტომ მათვე უნდა ჩამოართვან იგი, ვინაიდან ამას სხვა ვერ შესძლებს. რისი მიღწევაც შეუძლებელი არის ჭეშმარიტი სიმართლისათვის თვალის გასწორების გარეშე. ამიტომაც, როგორც ხედავთ სიმართლე საქვეყნოდ გაცხადებულია ქართული ენით და იგი სხვა ენით ვერც მოხდებოდა!!! ახლა კი, მას მხოლოდ გაცნობა, მიღება და შესრულება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ვერავინ იპოვის სათავისოდ განკუთვნილ ადგილს და უფრო მეტსაც გეტყვით: დედამიწაზე ამოქმედებული სტიქიური მოვლენების სიძლიერე ცხადყოფს იმას, რომ მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმდენად გადახრილა თავისი ადგილიდან და აკრძალვის ზონას მიახლოვებულა, რომ საშიშროება არის წარმოშობილი წონასწორული ბალანსის დარღვევისა. როცა ეს ერთეული შემთხვევებია მხოლოდ, მაშინ ადამიანს მიიზიდავს ის მუხტი, რომელ ზონასაც ის მიუახლოვდება თავისი ქმედებების შესატყვისად და მათ კი ჩვენ სამოთხეთა და ჯოჯოხეთად ვიცნობთ. ხოლო განზიდვა-მიზიდვის შედეგად შესრულებულ ქმედებას კი გარდაცვალებად. მაგრამ როცა უბედურ შემთხვევათა რაოდენობები ძალიან გახშირდება და თანაც სტიქიათა გარდაქმნამდეც მიდის საქმე, ეს უკვე მტკიცებულებაა იმის, რომ ადამიანთა მოდგმის მრავალრიცხოვანმა რაოდენობამ დაიმსახურა ჯოჯოხეთის მიზიდულობის ველის გააქტიურება. ამიტომაც ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ თუ დროულად არ მოხდება ამის შეჩერება, არა მარტო მხოლოდ კაცობრიობა ვეღარ გააგრძელებს არსებობას, არამედ დედამიწური გარემოც გამოვა იმ სტანდარტიდან, რაც მისთვის სათავისოდ არის დარეგულირებული. ეს კი თავის მხრივ, მზის სისტემის ზონაში არასასურველი ცვლილებების გამოწვევას მოახდენს და შემდეგ უკვე აღარ გავაგრძელებ, რადგან ღმერთს ეს არ დაუშვია! ამიტომაც აღარც მეტ კომენტარს გავაკეთებ. რადგან ადამიანისათვის მიცემული თავისუფალი ნება აძლევს მას იმის საშუალებას, რომ გონებას მოუხმოს და ისე იმოქმედოს. თორემ ღმერთის ნების წინააღმდეგ თუკი შორს წავა, საამისოდ მას დადგენილი აქვს ზღვარი, რომელსაც ვერანაირად ვერ გადალახავს!!!