შეკრების დრო დგება
თუ ვის შეკრებაზეა საუბარი და რატომ, ამის ცნობება შემიძლია. მაგრამ ზუსტად რა დროს, სად და თან პერსონალურად ვინ იქნებიან ისინი, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის და მის მეტმა არავინ. ხოლო იმის გასაგებად თუ რა შეკრებაზეა საუბარი და რისთვისაა ეს საჭირო, ამის გაგება უპირველეს ყოვლისა საჭიროებს იმ ვითარების ნამდვილ შეფასებას, რაც ამჟამინდელ რეალობას წარმოადგენს და რაც სამწუხაროდ ვერცერთი ადამიანის მიერ ვერ არის სრულყოფილ დონეზე აღქმული. მოგახსენებთ იმასაც, რომ აქ შემოვიფარგლები მხოლოდ სიტუაციის აღწერით. მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან კი თავს შევიკავებ იმის გამო, რომ ისინი სრულად და მრავალჯერადადაც უკვე გაცხადებული მაქვს და მათი გაცნობის მსურველთ ამ ცოდნის მოძიება შეუძლიათ me-sia.com საიტზე.
მაშასადამე შემოვისაზღვრები მხოლოდ ვითარების აღწერით და გაცნობებთ შემდეგს: ეს სამყარო არ არის ისე მოწყობილი, რომ მისი სრულყოფილი სახით ხილვა ადამიანურ თვალთახედვას შეეძლოს და მისი ფუნქციონირების მექანიზმის შეცნობა კი – ადამიანურ აზროვნებას. ამიტომ იმ ცოდნით, რასაც ადამიანური შემეცნება ფლობს, შეუძლებელია იმის მიღწევა, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავიდან არიდება უბედურებანისა. რაც ასე ხდება კიდეც. თუმცაღაკი ეს შესაძლებელია და ღმერთი იძლევა იმის ცოდნას, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს. ამიტომაც სწორედ მასზე ვისაუბრებ ახლა.
ადამიანი ღმერთმა მოაზროვნე არსებად შექმნა. რაც მას იმიტომ შეუძლია, რომ შემქმნელისაგან მინიჭებული აქვს სულის გონება, რომელშიაც ჩადებულია ის მექანიზმი, რასაც ადამიანური ფენომენი ჰქვია. სწორედ გონებაა გრძნობათა წარმომშობიცა და განმგებელიც. ხოლო გრძნობები კი არიან ყოველგვარი აზრისა და ქმედების დამბადებელნიცა და აღძრავნიც. მაგრამ გონებას აქვს თავისი მოთხოვნები, რისი შესრულების ვალდებულიც სხეულია საიმისოდ, რომ სული შეინარჩუნოს. რამეთუ თავად ადამიანი ხომ სულისა და სხეულის შერწყმით მიღებული ერთმთლიანობაა?! ამიტომ სხეულის გრძნობათა ორგანოების მიერ აღქმის მეშვეობით შექმნილი აზროვნება ანგარიშ-ვალდებულია იმისა, რომ გონებასთან მჭიდრო კავშირი დაამყაროს და მასთან ითანამშრომლოს. რადგანაც სწორედ ამ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედის განმგებლობა. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოახერხოს აზროვნებამ გონებასთან თანამშრომლობა, საამისო მექანიზმი არსებობს და ის შემდეგია: ადამიანებმა უნდა კარგად შეიცნონ ის კანონები, რომელნიც ყოველ მათგანს ღმერთის მიერ გონებაში აქვს ჩადებული და იცხოვრონ მათი დაცვის წესით. თუკი ისინი ამას მიაღწევენ, მაშინ მათ არანაირი უბედურება არ შეხვდებათ ცხოვრებისეულ გზაზე და ამ ქვეყნად მათთვის დადგენილ დროსაც საამური ცხოვრებით გაასრულებენ. ვინაიდან ეს კანონები შექმნილი არის იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სამყაროს მთლიანობის პრინციპი და ადამიანთა ის მისიონური როლი, რაზედაც სამწუხაროდ მათ წარმოდგენა არა აქვთ. რაც იმის გამო მოხდა, რომ ადამიანთა მოდგმა დასაბამიდანვე დაადგა კანონდარღვევებით ცხოვრების გზას, ასე გააგრძელა და მოვიდა იმ დრომდე, რომელიც დადგენილია საკაცობრიო ბოლო ჟამის პერიოდად.
სწორედ ამ პერიოდის შესახებ მინდა მოგახსენოთ ორიოდ სიტყვით და ვუპასუხო იმ ხმამაღალ განცხადებებს, ადამიანთა უმრავლესობა ამაყად რომ აკეთებს ბოლო ჟამის მიმართ და უარყოფს მის რეალურად არსებობას. ამ საკითხის მიმართ ჯერ ამ კითხვას დავსვამ: თუკი ყველამ იცის იმის შესახებ, რომ დედამიწა იყო მანამ, სანამ ადამიანთა მოდგმის არსებობას მიეცემოდა მასზე სათავე. შესაძლოა კი ამ სამყაროში რაიმეს საწყისი ჰქონდეს და ბოლო კი არა?! ცხადია ეს შეუძლებელია! ვინაიდან თავად მატერიალური სამყაროა შემოსაზღვრული ცის ყინულოვანი თაღით და უსასრულო არ არის. ხოლო მისი სიმყარის შენარჩუნება კი სწორედ იმ საყრდენზე დგას, რომ მასში არაფერი იკარგება და არც უმოძრაოდ არის გაჩერებული. არამედ იბადება, არსებობს და თავის საარსებო ფუნქციური მისიის შესრულების შემდეგ გარდაისახება სხვა სახეობად. ანუ ამ სამყაროს პრინციპი ასეთია: ყოველივე დასასრული, ახლის დასაწყისის მომასწავებელია. ვინაიდან სამყარო კანონზომიერულად განიგება. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მიკერძოებულობას არა აქვს ადგილი! ამიტომ ცხადია, რომ ადამიანთა მოდგმასაც ეხება საწყისიდან – სასრულ პერიოდამდე გავლის პროცესი და ამჟამად სწორედ მის ბოლო ჟამში იმყოფება კაცობრიობა. ხოლო რაც შეეხება იმას, ამას ვინ როგორ დაიჯერებს, რა თქმა უნდა ეს არ ცვლის სამყარულ კანონმდებლობას და სიმართლის მიუღებლობით მხოლოდ ის ზარალდება, ვინც უგულებელყოფს სიმართლეს. რეალობა კი უცვლელია და მისი აღსრულებაც ემორჩილება შემქმნელის მიერ დადგენილ სამყარულ კანონზომიერებას.
ვინაიდან და რადგანაც საკაცობრიო ბოლო ჟამში ვიმყოფებით, ამიტომ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანთათვის იმის ცოდნა, რა მისიონური როლის შემსრულებლად იქნა მოვლენილი ადამიანი ამქვეყნად. გამომდინარე იმ რეალობიდან, რომ ამის შემცნობი ყველა ვერ არის, ამიტომ მხოლოდ ზოგადი ცნობებით შემოვისაზღვრები და მასზე გაცნობებთ იმას, რომ ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინების მისია მდგომარეობს იმაში, რომ იგი გახდეს გონიერად მოაზროვნე არსება. რისი მიღწევაც ნიჭთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ნიჭიერების შეძენა კი სხეულისმიერი ქმედებებითი დახელოვნებით არის შესაძლებელი. რამეთუ აზროვნების სიმყარეს მხოლოდ ის განაპირობებს, რასაც ჩვენ გამოცდილებას ვუწოდებთ. აი, სწორედ ამიტომაც გახდა საჭირო საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის დაწესება გონიერების მისაღებად. რომელშიაც მართალია გენის გამოზრდა პიროვნებათა ცვლით მიმდინარეობდა (ადამიანთაგან ცოდვების ჩადენაზე უარის არ თქმის გამო), მაგრამ გენის მთლიანობის შენარჩუნება მიღწეული იქნა მემკვიდრეობის გადაცემის გზით. ხოლო ამჟამად კი, სწორედ იმ პერიოდში იმყოფება კაცობრიობა, როცა გამთლიანებული გენები ნაყოფებს იძლევიან. რისი თვალსაჩინო დასტურიცაა მიღწევები მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და ხელოვნების სფეროში. რომელთა მიმდინარეობაც ელვისებური სისწრაფით ხასიათდებიან, წინა პერიოდებთან შედარებით.
რაც შეეხება მიღწევებს, რაზედაც ვსაუბრობ და რაც საყოველთაო დონეზეა თვალსაჩინო კიდეც, ისინი ყველანი ნიჭთა გამოვლინებებია. მაგრამ გარდა ამისა, გონიერების არსებობასაც აქვს ადგილი და მისი ნაყოფის დაბადების ეპოქაში იმყოფება სწორედ კაცობრიობა ამჟამად. რისი დასტურიც იმ ცოდნის სააშკარაოზე გამოსვლა არის, რასაც კაცობრიობის არსებობის დასაბამიდან ამ დრომდე ტაბუ ჰქონდა დადებული. რომელსაც მხილებული ჭეშმარიტება ჰქვია და სწორედ მისი შეცნობის ნიადაგზე მიმდინარეობს გონიერ ნაყოფთა მიღება.
მინდა ხაზი გავუსვა იმ სხვაობას, რასაც იძლევა ნიჭიერების და გონიერების ნაყოფობა. ნიჭიერება ის ფენომენია, რომლის გარეშეც გონიერება ვერ განვითარდება. ასევე ნიჭიერების განვითარებაც ვერ მოხდება გონებასთან თანამშრომლობის გარეშე. მაგრამ ნიჭიერების გონებასთან თანამშრომლობა ვერ ინარჩუნებს სიმყარეს ამბიციის თვისების გაზრდის გამო და ამიტომაც ნიჭიერები ხშირად ექცევიან სატანური ძალის გავლენის ქვეშ. რის გამოც მათი ნიჭისმიერი ქმნილებანი სასიკეთო შედეგის მომტანი ვეღარ არიან. ამის თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დავასახელო ფსიქოტრონული იარაღის შექმნა, რაც უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანებს. მომწამვლელი ნივთიერებების შექმნა და ასეთი უამრავი რამ არის, რის შესაქმნელადაც ნიჭებია გამოყენებული. აგრეთვე სპორტის ის სახეობანიც, რომელნიც ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფს. რასაც არავითარ შემთხვევაში არ ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ ნიჭი და გონება ერთმანეთისგან არ განცალკავდებოდა და მათი ერთობით გონიერ პიროვნებათა მიღება მოხდებოდა. ვინაიდან გონიერება არასოდეს დაუშვებს ისეთი რამის შექმნას, რომელიც არასასიკეთო შედეგის მომტანი იქნება ადამიანისათვის. რადგანაც მისთვის მთავარზე მთავარი სიცოცხლეა და სხვა ყოველივე უმნიშვნელო. რასაც ვერ ვიტყვით ნიჭიერების შემთხვევაში.
როგორც მოგახსენეთ ნიჭიერებასა და გონიერებას შორის დიდი სხვაობაა. ამიტომაც ნიჭიერ ადამიანთა თვისებებიც განსხვავებულია, გონიერთა თვისებებისაგან. რომელთაგან ნიჭიერთათვის დამახასიათებელი არის ამბიციურობა და ამპარტავნება, გონიერთათვის კი – თავმდაბლობა. ხოლო გამომდინარე სამყაროს კანონმდებლობიდან, დაწესებული კანონი ასეთია: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება და თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (იაკობი 4-6).
სწორედ ამ კანონის ფონზე განვიხილავ ამჟამინდელ სიტუაციას და აღვწერ რეალობას, რაც სახეზეა: ადამიანთა ნიჭიერების შედეგად წარმოებულმა საქმეებმა, დედამიწაც გამოიყვანა მწყობრიდან და თვით ადამიანური ფენომენიც გააუკუღმართა. ამიტომაც არსებული გარემო უკვე საშიში გახდა საიმისოდ, რომ ადამიანმა არსებობა შესძლოს მასში. იმაზე რომ არაფერი ვთქვა, გრძნობათა და თვისებათა გაუკუღმართების გამო, ჯანმრთელობა რომ შერყეული აქვს მსოფლიო მოსახლეობის მეტად დიდ ნაწილს და გარდა ამისა ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტაზე რომ არიან გადასული ადამიანები. ხოლო ამათ გარდა რაც ძალზედ საშიშია არის ის, რომ ძალა, რომელიც ღმერთმა მათ სულს მიანიჭა საიმისოდ, რომ დედამიწური გარემოსათვის დარეგულირებული ბალანსი შეენარჩუნებინა, მათ სათანადოდ ვერ გამოიყენეს. ვერ შესძლეს შემეცნება იმისა, თუ რა იგულისხმებოდა იმ წყალობაში, რასაც ეს კანონი იუწება: „ღმერთმა ადამიანს უბოძა ხელმწიფება მიწიერებაზე“ (სიბრძნე ზირაქის 16- 17). ამიტომაც ვერ გაუფრთხილდნენ ნაწყალობებს, გადაიგვარეს თვისებები და სიყვარულის ძალა ეგოიზმით ჩაინაცვლეს. ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ დედამიწა გადაიხარა იმ ადგილიდან, რომელიც მას მიკუთვნებული ჰქონდა სამყარული კანონზომიერულობის პრინციპის თანახმად და თუ სამყარომ მასზე დაუყოვნებლივ რეაგირება არ მოახდინა, მაშინ დედამიწას მოუხდება პლანეტური განლაგების კანონზომიერების დარღვევა. რაც დაუშვებელია!!! ამიტომაც ცხადია სამყარო ახდენს რეაგირებას. რაც გამოხატულებას ჰპოვებს იმ მოვლენებით, რომელნიც სახეზეა კიდეც: წვიმების ნაცვლად – ნიაღვრებია, ქარების ნაცვლად – ძლიერი ქარიშხლები, ტემპერატურული დისბალანსის არსებობას აქვს ადგილი, მიწისძვრების სიხშირე და სიძლიერეა, ვულკანთა ამოფრქვევების სიმრავლეა და რაც ძალზედ საშიშია, მიმდინარეობს „ადგილთა ძვრანი“. რომელიც ხასიათდება მიწის მასების უეცარი ჩამოშლით. რაც ბიბლიური ენით ასეა გადმოცემული: „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენი მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17/24) და „სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება რიტმს რომ იცვლიან, მაგრამ თავად არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება საგნებს“ (სიბრძნე სოლომონის 19-18). აი, ასეთია თანამედროვე რეალობა. რაც ძალიან სამწუხაროდ უამრავ ადამიანს შეიწირავს.
ახლა კი იმის თაობაზე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის თუ არა; და თუკი არის, რას წარმოადგენს იგი. იმასაც გეტყვით, რომ მასზე ჭეშმარიტი პასუხის მიღებას ვერ ექნება ადგილი ვერც სხვისაგან და ვერც ვერანაირი იმ ცოდნიდან, რაც კი რამ ადამიანებში არსებობს. ვისთვისაც ამის დაჯერებას ექნება ადგილი, მისი დამჯერი იხილავს სასიკეთო შედეგს. ხოლო ვინც არ ირწმუნებს მას, არც ასეთებს დაუყოვნდებათ მისაგები. რადგან სწორედ პასუხთა მიღების ეპოქაში იმყოფება კაცობრიობა და ამაში მდგომარეობს გონიერთა გამორჩევისა და კაცობრიობის გადარჩენის შანსიც. არსებული სიტუაცია, რომელიც დღითიდღე იკრებს ძალებს, აუცილებლად გამოიწვევს ადამიანთა ცნობიერებაში ძვრების მოხდენას. რაც პიროვნული დამსახურების შესაბამისი იქნება და მათ, ვისაც იმის შესაძლებლობა აქვთ შერჩენილი, რასაც ბიბლია უწოდებს „გონიერების ნატამალსა და გადარჩენილს“ (ესაია 37-31,32), დაეწყებათ გონების ძილიდან გამოფხიზლების პროცესი. რაშიაც მათ უდიდეს დახმარებას გაუწევს მხილებული ჭეშმარიტების შეცნობა. რამეთუ სწორედ ამ ადამიანების მიერ უნდა მოხდეს არსებული სიტუაციის გამოსწორება. ამიტომაც დაუყოვნებლივ საჭიროა მათი შეკრება, გაერთიანება და იმ სამუშაოს შესრულება, რაც მათი მისიონური ვალდებულება არის კაცობრიობისა და სამყაროს წინაშე. როგორც უკვე გაცნობეთ სად მოხდება ტერიტორიულად ეს, ზუსტად რა დროს და პერსონალურად ვინ იქნებიან ისინი, ამის ცოდნა არა მაქვს. მაგრამ ეს დრო რომ ძალიან მოახლოებულია, ჩემთვის ამის შეცნობას კი აქვს ადგილი იმ ნიშანთა ფონზე, რაც სახეზეა და ყოველდღიურად იკრებს ძალებს. რადგან თუკი ამ პროცესის შეჩერებაზე დაუყოვნებლივ არ იქნება ზომები მიღებული, მაშინ მას ვერავინ გადაურჩება ადამიანთაგან. რაც რომ, რა თქმა უნდა არ არის დაშვებული ღმერთის მიერ.
ამიტომ მინდა ორიოდ სიტყვით მივმართო მათ, ვინც ქართულ ენაზე მეტყველებს და გრძნობს, რომ ეს მასაც ეხება. რასაც ახლა გაცნობებთ, ეს არც ბრძანება არის, არც მოწოდება და არც თხოვნა; არამედ გაფრთხილებაა მხოლოდ და ის შემდეგია: ვინაიდან დაფარული ჭეშმარიტების მხილება ქართული ენით მოხდა, ეს იმას ამტკიცებს, რომ მისით მეტყველ ერს მისიონური როლი აქვს დაკისრებული მსოფლიო ხალხთა წინაშე. რამეთუ ღმერთი აცხადებს იმას, რომ „ამ ერს მინდობილი აქვს ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2). რაც უდიდესი წყალობა არის და ამიტომაც უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. რამეთუ თანახმად კანონისა: „ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა 12-48), ავალდებულებს მათ ჭეშმარიტი ცოდნით აღჭურვასა და მისი ხელმძღვანელობით მოქმედებას. ამ ვალდებულებას თუკი როგორ შეასრულებენ ისინი, სწორედ ამის შესაბამისი იქნება და არის კიდეც ღმერთის პასუხი მათ მიმართ. რაც ფაქტების საშუალებით სრულდება. მეტს აღარ გავაგრძელებ ახსნა-განმარტების მხრივ და პირდაპირ მივუთითებ არსებულზე. საქმე იმაშია, რომ ქართველ ხალხს თავს დატეხილი უბედურებანი მასშტაბურად უპრეცედენტოა სხვა ერების უბედურებებთან შედარებით და მისი მიზეზიც მასშია საძებნი, რაზედაც ახლა მოგახსენეთ. ამიტომ რაც დროზე გაითავისებს ამას ერი და მობრუნდება სწორი გზისაკენ, მით უკეთესი იქნება მათთვის. რამეთუ ღმერთთან ბრძოლაში ჯერ არავის გაუმარჯვია და ვერც ვერასოდეს გაიმარჯვებს!!! ქართველი ერი კი სწორედ ამას სჩადის, რა თქმა უნდა გაუცნობიერებლად. რადგან ისინი ღვთისმოსაობად სთვლიან იმას, რასაც არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ღმერთი ადამიანებისგან ითხოვს. ასე რომ, თუკი გაითვალისწინებს ვინმე ამ გაფრთხილებას, ამით თავიდან აირიდებს იმ უსიამოვნოებებს, რომელთანაც შეხება აუცილებლად მოუწევს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ იძულებული არ გახდება იმისა, რომ ჭეშმარიტებას ეზიაროს. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არსებობს ამ ერისათვის. რამეთუ მათი ვლდებულება არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ თავად ეზიარონ ჭეშმარიტ ცოდნას – არამედ იმაშიც, რომ სხვა ენაზე მოსაუბრეთაც უნდა გააგებიონ მის შესახებ. რამეთუ მათი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტვის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის, რომ მათ იკისრონ ამ ვალდებულების შესრულება.
მოგახსენებთ იმასაც, რომ ჩემი მოვალეობა ჭეშმარიტი ცოდნით აღჭურვა და მისი საქვეყნოდ გამოცხადებაა. ხოლო რაც შეეხება მის აღსრულებას, მას კი სამყარო უზრუნველყოფს. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიძლევი გაფრთხილებას: ქართველ ენაზე მეტყველო ერო! ნუ გააგრძელებთ ძველებურად მოქცევას და „წინ ნუ აღუდგებით ჭეშმარიტებას“ (სიბრძნე ზირაქის 4-23). რამეთუ მდგომარეობა უკვე მისულია მეტად სავალალო შედეგების მომკაზე.