ყურადღება! ორმოცდამეორე თვეა!!!
უპირველეს ყოვლისა განვმარტავ იმას, თუ რას ნიშნავს ბიბლიური „ორმოცდამეორე თვე“. მისი დადგომის პერიოდში რა მოვლენებს ექნებათ ადგილი მსოფლიოში და განსაკუთრებით კი საქართველოში, ანუ ბიბლიურად – ქალდეაში. ასევე გაცნობებთ იმასაც, თუ რა პროცესებიც განვითარდება „ორმოცდამეორე თვისათვის“ დადგენილი საყოველთაო განკითხვის შემდეგ. რისთვისაც ჯერ მოგახსენებთ იმას, თუ რის საფუძველზე კეთდება ეს განცხადება. ამასთანავე მასზე დავძენდი იმასაც, რომ მის სანდოობაზე ბჭობა აღარ დაგჭირდებათ, რადგან აღსრულებითი ფაქტები უკვე კარს არიან მომდგარნი.
ბიბლია აცხადებს: რომ „არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. რომელიც ამცნობს მის რჩეულს, თუ რა იქნება მომავალში“ (დანიელი 2-28). ბიბლიური ინტუიციური ტერმინი „ცა“ კი, ადამიანის შემთხვევაში ნიშნავს სულისმიერ გონებას. ხოლო მართლაც რომ ღმერთის მიერ ხდება ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებათა კარნახი მის რჩეულებში, ამის მტკიცებულება თავად ბიბლიაა. ვინაიდან მისი ყველა წინასწარმეტყველება სრული სიზუსტით სრულდება სათანადო დროის დადგომისთანავე!!!
რაც შეეხება „ორმოცდამეორე თვეს“, მასზე აი ასეთი ცნობაა ბიბლიაში: „რომ ეშმაკს, რომელიც ბოლო ჟამს ადამიანი ანტიქრისტეს სახით მოვიდოდა ქვეყნად, მიცემული ექნებოდა ხელმწიფება სამოქმედოთ ორმოცდაორ თვეს“ (გამოცხადება 13-5). სატანის ხელმწიფება რომ სუფევდა დედამიწაზე უკვე მრავალი საუკუნეებია, გონიერთათვის ამის ცოდნა არ არის უცხო. მაგრამ რაც შეეხება ანტიქრისტესათვის მიცემულ 42 თვეს, ის კი წელს მთავრდება და მისთვის წართმეული ხელმწიფების უფლებით, სატანისათვის მიცემული დროც დამთავრდება.
ანტიქრისტესათვის მიცემული დროის დასრულების პროცესებზე ასეთი შეფასებაა ბიბლიაში: „რომ მისი წასვლა წარღვნასავით იქნება“ (დანიელი 9-26). ხოლო თუკი რა იგულისხმება ამ წარღვნაში, ვფიქრობ მასზე კომენტარის გაკეთება აღარ არის საჭირო იმიტომ, რომ უკვე ამ პროცესთა საწყისი სტადია სახეზეა და გამოიხატება იმ მოვლენებით, რომელიც აღსრულებაა ბიბლიის გამოცხადების მე-16 თავში აღწერილი წინასწარმეტყველებისა და მოასწავებს ქვეყნად მოვლენილ უბედურებებს – ეს კლიმატური სტიქიები იქნება, ტერაქტები თუ სხვადასხვა ტიპის უბედური შემთხვევები.
მინდა მათგან განსაკუთრებით გამოვყო ის ცნობა, რომელიც ეხება ადამიანის პირადულ ჯანმრთელობის საკითხს. რაზედაც მოკლედ ვიტყოდი იმას. რომ მის შემთხვევაში ისეთ უცაბედ მოვლენებს ექნებათ ადგილი, რომლის წარმოდგენაც წინა წამსაც კი არავის ძალუძს. რაც მათი გადატანის შემდეგ ცოცხლად დარჩენილთ აიძულებს იმას, რომ იმ ჭეშმარიტების შეცნობა ინებონ, რომელზედაც ახლა უარს აცხადებენ. ხოლო რაც მოხდება ღმერთის მიერ ჩატარებული ამ საყოველთაო განკითხვის შემდეგ, ამას ჯერ ბიბლიის საშუალებით გაცნობებთ და შემდეგ კი კომენტარს გავაკეთებ მასზე. ვინაიდან ეს პროცესი უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე და ამიტომაც მისი ნიუანსები ნაცნობია ჩემთვის.
მაშასადამე უფალი ბიბლიის მეშვეობით აცხადებს: „როდესაც წმინდად გამოვცხადდები თქვენში, აგიყვანთ ხალხებიდან და შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მიგიყვანთ თქვენს მიწაზე. გასხურებთ წმინდა წყალს და განიწმინდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმენდთ. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში. ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი წესებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ“ (ეზეკიელი 36-23/27). ყოველივე ეს რა თქმა უნდა შეეხებათ იმათ, ვისაც 666-იანი ბეჭდები არ დაესვა. არც იმის თქმას მოვერიდები, რომ ნურავინ იფიქრებს თითქოს ახალი სულის მიღების პროცესი მარტივად ხდება; და თუკი სასწრაფოდ არ მოინდომებს იმას, რომ ზოგადად მაინც იყოს ინფორმირებული თუ რასთან ექნება შეხება, მაშინ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. მე კი საამისო დასახმარებლად გაცნობებთ იმას, რომ მის შესახებ ცნობები წარმოდგენილი მაქვს წიგნში: „სიბრძნის გაკვეთილები“. ხოლო როცა უკვე შეგეცვლებათ სული და თქვენი სხეულიც მოირგებს ახალ სულს – ეს ხელახლა დაბადების ტოლფასია და ამიტომ თქვენი აზროვნებაც შესძლებს ჭეშმარიტი სიმართლის შეცნობას. რის შემდეგაც ადგილი ექნება უფლის დანაპირების აღსრულებას: გადარჩენილთა შეკრებას აღთქმულ მიწაზე. ხოლო რაც შეეხება იმ წესებსა და სამართალს, რომლითაც უნდა მოხდეს აღთქმულ მიწაზე შეკრებილთა ცხოვრება, ამ ცოდნით ვინც აღჭურვა უფალმა, ვიმედოვნებ მისი მოკვლევა უკვე აღარავის გაუჭირდება.