გაზიარება

ყოფნა – არ ყოფნა


აი დადგა დრო იმ საკითხის განხილვისა, რომელსაც მხოლოდ მნიშვნელოვანი რომ ეწოდოს, ეს მცირედი შეფასება იქნება მისთვის. ვინაიდან მისმა მნიშვნელობამ სასიცოცხლოდ აუცილებელი დონის ნიშნულს მიაღწია.
ადამიანს სწამს თუ არა ღმერთის არსებობისა, ეს ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს იმ რეალობაზე, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და ეს მატერიალური სამყაროც მისი ქმნილებაა. როგორადაც ადამიანის მოდგმის შემქმნელმა, მანვე დააწესა მათთვის ბედისწერის განმკარგავი კანონმდებლობა და უბოძა მათ თავისუფალი ნება საიმისოდ, რომ როგორადაც სურდათ ისე მოქცეულიყვნენ კანონთა დაცვა-არ დაცვის მხრივ. მაგრამ დაცვასაც და არ დაცვასაც თავისი მისაგებელი დაუდგინა. რომლის მიხედვითაც კანონთა დამცველი, ღვთის წყალობას იმსახურებს. ხოლო არ დამცველი კი – სასჯელს. რაც შეეხება წყალობას, მასში იგულისხმება ჯანმრთელობიდან დაწყებული – სიცოცხლის არსებობით დამთავრებული ყოველივე ის, რაც ადამიანს ესაჭიროება საარსებოდ. ხოლო სასჯელები კი მათ სახეობრივ და რაოდენობრივ შეკვეცას გულისხმობს, დარღვეულ კანონთა შესატყვისობით.
ახლა სწორედ ბედისწერა არის განხილვის საკითხი. რადგანაც უკვე დრო გაუვიდა ამ კანონის აღსრულებას: „უფალმა წარსულ თაობებში მიუშვა ყველა ერი, რომ თავისი გზებით ევლოთ“ (საქმეები 14-16). რის შესაძლებლობასაც იძლეოდა საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის საწყისი პერიოდი, ვიდრე ბოლო ჟამამდე. რომელიც მართალია თაობათა ცვლით, მაგრამ მემკვიდრული ფაქტორის ფუნქციონირების შედეგად, გენური უწყვეტობის პრინციპით მიმდინარეობს და დადგენილია სწორედ იმიტომ, რომ ევოლუციური გზით მოხდეს გენის გამოზრდა. რაც თავის მხრივ, საქმითი ქმედებების ფონზე გრძნობების გამყარებას გულისხმობს. ამჟამად რადგანაც ბოლო ჟამის პერიოდში იმყოფება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანური შემძლეობისათვის დადგენილი ემოციების, გრძნობებისა და ნიჭების დონემ სასრულ ნიშნულამდე მიაღწია. რაც ბედისწერაში ასახვას ჰპოვებს დროის ფაქტორის სისწრაფეში. ამიტომ უკვე იმ წესებით ცხოვრების სტილი, რითაც აქამდე ცხოვრობდნენ ადამიანები, ვეღარ გამოდგება. რადგანაც მათ არსებობას ყოფნა-არ ყოფნის საფრთხეს შეუქმნის. მითუმეტეს როცა თან ერთვის რაოდენობრივი მრავალრიცხოვნებაც.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მატერიალური სამყაროს შესახებ ისეთი წარმოდგენა, როგორიც ადამიანებს აქვთ და ის კი დაყრდნობილია მეცნიერულ მონაპოვარს – მცდარია!!! ვინაიდან ეს სამყარო სავსებით განსხვავებულია და სხვანაირად არის მოწყობილი. ადამიანი კი ვერ არის იმ დონის არსებად შექმნილი, მისი გრძნობათა ორგანოებისათვის მინიჭებული აღქმის უნარმქონეობა რომ გასწვდეს ამ სამყაროს რეალური სახის შეცნობას. თუმცა ღმერთმა ადამიანს სულის გონებაში ჩაუდო ამ სამყაროს მოდელის შესახებ იმ დონის ზოგადი ცნობები, რომლითაც მისახვედრია ის, თუ როგორ პრინციპზეა შექმნილი იგი. მაგრამ ამ ცოდნაზე წვდომა ყველას არ შეუძლია, არამედ მხოლოდ მას, ვისაც ღმერთი აირჩევს საამისოდ.
ახლა კი უნდა გაცნობოთ ისიც, რომ დროის ფაქტორი, რომელიც განაგებს ყოველივეს ამ სამყაროში, მოითხოვს იმის აუცილებლობას, რომ გამხელილი იქნას ის დაფარული, რომელიც შემდეგია და რაზედაც ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, ამას ვინ დაიჯერებს და ვინ არა. ეს სინამდვილეა და არის ის, რომ „უფალია ჩვენი სიმართლის“ ავტორი არის ის პიროვნება, ვისზედაც ღმერთმა განაცხადა ის, რომ კაცთაგან ყველაზე დამცირებულს აირჩევდა (დანიელი 4-17). მართლაც მისი ცხოვრება ამ კანონის აღსრულებით იქნა წარმართული: „უფალი ამბობს: ეს არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი. მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისთვის“ (საქმეები 9- 15,16). ამიტომაც ის ცოდნა, რომლითაც მოხდა მისი აღჭურვა, მტკიცე არის და ურყევი. ვერც მისი წამრთმევია ვერავინ და ვერც წინააღმდგომი. რადგანაც ამ კანონის აღსრულებაზე დგას: „სულიერს სულიერითვე განმარტავს“ (I კორინთელთა 2-13). რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს ჭეშმარიტი პასუხის გაცემის გარეშე. თუმცა იმასაც აქვს ადგილი, რომ „მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის. ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არ ძალუძს შეცნობა იმიტომ, რომ სულიერად არის განსასჯელი“ (I კორინთელთა 2-14). მაგრამ დადგენილება ასეთია: რომ „სულიერი განსჯის ყოველივეს და თავად კი არავისაგან განისჯება. რადგან ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას?“ (I კორინთელთა 2-15,16).
ახლა კი კვლავ ბედისწერის თემას დავუბრუნდები და შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ ადრე სატანა ანგელოზი იყო (გამოცხადება 12-7/9) და ამიტომ მას წვდომა აქვს ცოდნაზე რწმენისა და სიტყვის ძალის შესახებ. ცხადია მისთვის ცნობილი იყო ისიც, რომ კეთილთა მიერ ჩადენილი ცოდვების წილის ხარჯზე ხდება ბოროტეულთა არსებობა. ამიტომაც ის ეცადა და განახორციელა კიდეც, თავის ძალას დაქვემდებარებულ მეტად ვერაგ კატეგორიის წარმომადგენელთა რელიგიაში შეძვრომა (რომელთაც ფარისევლებს უწოდებს ბიბლია). რომელთა მეშვეობითაც მოახერხა ის, რომ ადამიანებს სინამდვილე დაუფარა ბედისწერის კანონმდებლობის თაობაზე. რაც გამოიხატა იმაში, რომ წოდება „ბედისწერას“ მნიშვნელობა შეუცვალა და შთააგონა ადამიანებს, რომ თითქოს სიტყვა ბედისწერა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ბედისწერის გეგმა გამზადებული ეძლევა დაბადებით და ის კი ვალდებული არის მისი განხორციელებისა. რითაც ორ საპირისპიროდ მოაზროვნეებად დაყო საზოგადოება. მათგან ერთნი, რომელთაც სჯერათ ბედისწერის არსებობისა, გაიძახიან: არაფერს აზრი არა აქვს, რაც მიწერია, მაინც ის მოხდებაო. ხოლო მეორე ნაწილს კი საერთოდ არ სწამს ბედისწერის არსებობისა და ჰგონია, რომ თავად როგორც დაგეგმავს, ყველაფერი ისე იქნება. მითუმეტეს როცა ფარისევლებიც, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ ბედისწერა ნამდვილად არსებობს, ადამიანებს ეუბნებიან მხოლოდ იმას, რომ თავის ბედს ყველა თავად განაგებს. რითაც თითქოს მართლები სჩანან ადამიანთა წინაშე. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. რადგან ნაწილობრივი სიმართლე, სიმართლე არ არის! სიმართლე მთლიანობაშია და არის ის, რომ ბედისწერა ნიშნავს იმას, რომ ყოველი ადამიანი თავის ბედს თავად იწერს იმ კანონთა დაცვა-არ დაცვის შედეგად, რომელი კანონებიც მას ღმერთმა დაუდგინა ბედის განმგებლად და სულის გონების სახით ყოველ ადამიანს დაბადებითვე ეძლევა სრულყოფილად ჩაწერილი ერთიდაიგივე შინაარსისა.
ვინაიდან და რადგანაც ბედისწერის შექმნის საკითხებში სათანადოდ ჯერაც ვერ არის გარკვეული კაცობრიობა, ამიტომაც აქვს ადგილი ტყუილ-მართალის ერთმანეთში ისე არევას, რომ თუ რა არის სწორი და რა არასწორი, ამაზე კამათს დასასრული არ უჩანს და ყველა თავისას ამტკიცებს. ყოველივე ამას კი ცხადია ცოდვების სიმრავლე მოაქვს და დროის ფაქტორი მის სასარგებლოდ მოქმედებს იმ მხრივ, რომ ბოროტეულთა რაოდენობა ძალზედ აჭარბებს კეთილთა რიცხოვნებას. ხოლო ბედისწერის განმგებლობა კი იმ პრინციპზეა დამყარებული, რომ ბოროტეულთათვის სასიცოცხლო ენერგიის წყაროს სწორედ ის კეთილი ფენა წარმოადგენს, რომელთაც ასე ავიწროებენ ისინი. ასეთი გზით სიარული რომ იმ პრობლემას შექმნიდა და შექმნა კიდეც, რასაც კაცობრიობის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი ჰქვია, ეს თუ აქამდე ვერ იყო მისახვედრი ადამიანთათვის, ახლა უკვე ასე აღარ არის. რადგან ყოველდღიური ფაქტები იძლევა ამის მიხვედრის საშუალებას. რაც თავისთავად ცხადია, რომ სათანადო ღონისძიების გატარებას საჭიროებს. რისი განხორციელებაც შეუძლებელია საჭირო ცოდნით ხელმძღვანელობის გარეშე. ხოლო რადგანაც ასეთ ცოდნას მოკლებულია ადამიანთა მოდგმა, ამიტომაც კაცობრიობის შემმნელმა თავისი ქმნილების გადასარჩენად დახმარება გასწია და „საჭირო კაცი დროულად აღავლინა“ (სიბრძნე ზირაქის 10-4). თუმცა ეს მოსალოდნელი იყო და ასე მოხდა კიდეც: სიცრუის სიმართლედ მრწმენელი საზოგადოების მიერ, ეს ცოდნა თავის შემქმნელიანად „დაწუნებულ ქვად“ (მათე 21-42/44) იქნა შეფასებული. მაგრამ ეს სამყარო ჭეშმარიტების კანონებით იმართება და ამიტომ რაც სიმართლეა, მისი მიღება მოუწევს ყველას იმისდა მიუხედავად ეს სურს თუ არა!!! რადგან სიმართლე ფაქტებად სრულდება და მასთან შეჯახებას კი, ვერც ვერავინ აიცილებს თავიდან.
ახლა კი მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელიც ეხება ადამიანის მიერ შეუცნობლად ჩადენილ იმ ცოდვას, რასაც ღვთის საგმობი სიტყვებით მეტყველება ჰქვია და რასაც ხშირადაც სჩადიან კიდეც. რაც ცხადია სატანის ძალისხმევით ხდება და ბიბლია კი მას ასეთი სახით მოიხსენიებს: „ღვთის საგმობი სიტყვებით სავსე მხეცი“ (გამოცხადევბა 17-3). ამ ინფორმაციის გაცნობისას ალბათ ყველა იფიქრებს იმას, რომ ეს მას არ ეხება. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის და თუ რატომ, ამის მისახვედრად რამოდენიმე მაგალითს დავასახელებ. დანარჩენზე კი თავად დაფიქრდეს ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ თავისი ბედისწერა ღვთის წყალობის მომკაზე გადაიყვანოს.
მოგეხსენებათ უამრავი ადამიანია ისეთი, ვინც ასე მსჯელობს: რომ ღმერთმა კეთილ ადამიანებს ტანჯული ცხოვრება არგუნა, ხოლო ბოროტებს კი განცხრომით ცხოვრება და ასე იმოძღვრებიან: თუ გინდა კარგად იცხოვრო, ბოროტი უნდა იყოვო. ასეთი მსჯელობა, ღვთის გმობას ნიშნავს. რადგან სიკეთისათვის სასჯელის მიგება და ბოროტებისთვის დასაჩუქრება, უსამართლობაა. ასევე მომისმენია ასეთი დაჩივლებაც: ღმერთი რომ არსებობდეს, მე ასე უნდა ვწვალობდეო?! ანდა კეთილი რომ ხარ, ღმერთმა იმიტომ მოგივლინა დაავადებაო. მსგავსი სახის მრავალ ასეთ გამონათქვამებს ამბობენ ადამიანები და აზრადაც არ მოსდით ის, რომ ამით ღმერთს გმობენ და დიდ ცოდვას სჩადიან. რადგან ღმერთის გმობა, იგივე სულიწმიდის გმობაა და მასზე კი ასეთი კანონია დაწესებული: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებაო“ (მათე 12-31). აგრეთვე ბევრჯერ გამიგია ასეთი სიტყვებიც: მე ღმერთის წინაშე მართალი ვარო. სამწუხაროდ ამის მთქმელმა არ იცის ის, რომ ასეთი განცხადებით იგი ღმერთს იწვევს საიმისოდ, რომ მისი განკითხვა დააჩქაროს; თანახმად კანონისა: „სიჯიუტითა და მოუნანიებელი გულით, შენ თვითონვე იხვეჭ რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს. რომელიც ყველას მისი საქმეემისამებრ მიუზღავს“ (რომაელთა 2-5,6).
ღვთის საგმობი სიტყვების ასე ხშირად გამოყენება ცოდვას ცოდვაზე უმატებს ადამიანს. მაგრამ მას ეს არა აქვს შეცნობილი და ამიტომაც იმკის უბედურებებს. რაც სასოწარკვეთილებაში აგდებს მას და გამოსავალის პოვნისათვის ძიებას აწყებინებს. ბევრი ამ მიზნით რელიგიურ მოძღვართან მიდის დახმარების სათხოვნად და იმის სანაცვლოდ, რომ მისგან ანალიზი მოისმინოს იმისა, თუ რა ქმედების გამო შეიძლებოდა მისთვის ბედისწერას ასეთი განაჩენი გამოეტანა; ასეთ პასუხს იღებს: კეთილ ადამიანს ღმერთი სცდის და განსაცდელს უვლენს. ეკლესიურად იცხოვრეთ და წყალობა მოგეცემათო. მაგრამ როგორც რეალობა თვალნათლივ აჩვენებს კიდეც – ასეთ წყალობას ამაოდ ელის მრევლი, მაშინ როცა მათი დამმოძღვრავი მოძღვარნი განცხრომაში არიან. აი აქ კი მინდა გითხრათ ის, რომ თუკი გონიერებას მოუხმობს ადამიანი და ისე შეხედავს ამ ყველაფერს, მაშინ აღარ გაუჭირდება იმ სინამდვილის დანახვა, რასაც ახლა გაცნობებთ:
რადგანაც სულიერების სფეროზე პასუხისმგებლობა რელიგიებმა ითავეს, ამიტომ მათი მოვალეობა ხომ უნდა ყოფილიყო ის, რომ ადამიანები კარგად გაერკვიათ სიტყვის ძალის არსში?! მაგრამ მათ ეს არა თუ გააკეთეს, არამედ პირიქით, გაასაიდუმლეს ეს ცოდნა და თანაც სათავისოდ გამოიყენეს ლოცვის კატეგორია იმ მიზნით, რომ ებატონათ ყველასა და ყოველივეზე. რასაც მიაღწიეს კიდეც და ყველასათვის მისაწვდომად დასანახია ის სიტუაცია, რომ თვით მთავრობებიც კი უძლურნი გახდნენ მათ წინაშე. ხოლო თუკი გონიერებას მოუხმობს ადამიანი, არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, რომ ეს ღმერთის ძალით არ მოხდებოდა და ასეცაა კიდეც. რასაც აქვს დიდი მტკიცებულებაც, რომელიც შემდეგია: რელიგიის წიაღში წარმოიშვა ანტიქრისტე. რაც შეუძლებელი იქნებოდა მაშინ, თუკი რელიგიები ღმერთის ძალით იქნებოდა მართული!!! ხოლო ანტიქრისტე რომ რელიგიური მაღალი იერარქიული პირია, ამას თავად სასულიერო პირებიც აცხადებენ და ასევე ბიბლიაც იტყობინება: „ღვთის სახლშიც კი დაჯდება იგი და თავს ღმერთად გამოაცხადებსო“ (II თესალონიკელთა 2-4). რაც შეეხება თავის ღმერთად გამოცხადებას, ცხადია ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან პირდაპირ ასე თქვას: მე ღმერთი ვარო. არამედ ნიშნავს წოდება „უწმინდესოს“ მორგებას. ხოლო ღმერთად დაჯდომა კი იმას ნიშნავს, რომ „მას თაყვანს სცემდა მიწის ყველა ის მკვიდრი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში“ (გამოცხადება 13-8).
ანტიქრისტესა და რელიგიის საკითხთან მიმართებით ასეთი ფრაზებიც გამიგია: რომ ქრისტეს 12 მოწაფეში გამოერია მოღალატე და რელიგიაში რომ შემძვრალიყო ანტიქრისტე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რელიგია ღმერთის ძალით არ იმართებაო?! მინდა პასუხი გავცე ამ საკითხზე. რისთვისაც გაცნობებთ იმას, რომ მართალია ანტიქრისტეს ადამიანის სახიერება აქვს, მაგრამ ის ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. რადგან მასში ეშმაკის სული მყოფობს. მისი ფენომენის შესახებ აქ დაწვრილებით არ ვისაუბრებ. მაგრამ მისახვედრად გეტყვით შემდეგს: თუკი უშვებთ იმას, რომ ადამიანის სხეულში შეიძლებოდა ღვთის ძის სული ჩატეულიყო, მაშინ ისიც უნდა დაუშვათ, რომ სატანის სულიც შეიძლება ჩასახლდეს ადამიანის სხეულში. სამწუხაროდ ეს მოხდა და დღეს იგი მოღვაწეობს ყველას თვალწინ ისე, როგორც თითქოს ღვთისგან მოვლენილი. კარგად შეფუთულ ტყუილ-მართალის ნაზავს სიმართლედ აღებიებს მოსახლეობას და კაცობრიობა მიაყენა კიდეც უფსკრულის პირას. მოგახსენებთ იმასაც, რომ მისი არსებობის დაშვება ვერანაირად მოხდებოდა იმ სფეროში, რომელიც ღმერთის ძალით იმართება. ვინაიდან აქ უკვე ზეაღმატებულ ძალოვანებაშია საქმე და მისი შედარება იუდას მოღალატეობასთან კი ავლენს მხოლოდ იმას, თუ რამდენად ყოფილა მოკლებული საკაცობრიო ცოდნა, ჭეშმრიტი ცოდნის ფლობას.
ბედისწერის კანონმდებლობის შესახებ არ ცოდნით გავლილმა ცხოვრებისეულმა გზამ მიიყვანა კაცობრიობა იმ მდგომარეობამდე, რაც სახეზეა და გადაჭარბებულად ნათქვამი არ არის ის, რომ ამ მდგომარეობას უფსკრულის პირას დგომა ჰქვია. რაც იმიტომ მოხდა, რომ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ადამიანის ნამოქმედარზე ღმერთი პასუხს ფაქტებით იძლევა. ხოლო ამჟამინდელი პასუხები კი უკვე სტიქიური დონის გამოყენებაზეა გადასული; თანახმად კანონისა: „სტიქიებიც კი გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება რიტმს რომ იცვლიან, მაგრამ თავად არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუკი საფუძვლიანად დაუკვირდება საგნებს“ (სოლომონი 19-18). ამიტომ წინ გზის გაგრძელება, უფსკრულში გადაჩეხვის გარდაუვალობაა. ხოლო უკან მობრუნების შემძლეობა კი, სათანადო ცოდნის გამოყენებას საჭიროებს. რომელიც ერთადერთია მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებაა და სწორედ მისმა დაფარვამ მიიყვანა კაცობრიობა უფსკრულის პირამდე.
ამიტომ სინამდვილე ასეთია: ნურავინ დაელოდება იმას, რომ ქრისტე მოვა და მის მაგივრად მოაგვარებს ყველაფერს. რადგან ღმერთმა მას კანონად დაუწესა ის, რომ პირველად მოსვლით თავი გაეწირა საკაცობრიო ცოდვების ჩამოსარეცხად. ხოლო მეორედ მოსვლისას კი თავისი მომლოდინეები გამოეყვანა უფსრულის პირიდან. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ქრისტემ მხოლოდ ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა. მეორედ კი მოვა არა ცოდვებისგან განსაწმენდათ; არამედ თავის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28). მართალია დღეს უამრავი ადამიანი აცხადებს თავს მის მომლოდინედ. მაგრამ მისი ნამდვილად მომლოდინენი მხოლოდ ისინი არიან, ვინც იმ ცოდნას მიიღებენ, რომელიც მან შექმნა დაფარული ჭეშმარიტების მხილებით. ამიტომ, როცა ყოველი მიიღებს თავის დამსახურებულს; ამის შემდეგ ღმერთი შეკრებს მომლოდინეებს და შეახვედრებს თავიანთ მოძღვარს საიმისოდ, რომ ისეთი სამართლიანი ცხოვრება შექმნან ქვეყნად, რომლის შესაქმნელადაც შექმნა კიდეც ღმერთმა ადამიანი.