გაზიარება

ღმერთი

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც ღმერთის არსებობისა სჯერათ; და არსებობენ ისეთნიც, რომელთაც არ სჯერათ. თუმცა თავისი მრწამსის მიმართ ცოდნით გამყარებული რწმენა არცერთ მათგანს არ გააჩნია.
ადამიანმა ღმერთი შეგნებით რომ იწამოს, საამისოდ აუცილებელია მას ხელი მიუწვდებოდეს ღმერთის ვინაობის თაობაზე ჭეშმარიტი ინფორმაციის მოპოვებაზე. რისი მიღწევაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხდება, თუკი ადამიანს ჯეროვნად ვერ ექნება წარმოდგენილი ამ სამყაროს ნამდვილი მოდელის სახე და მისი ფუნქციური დანიშნულების ის არსი, სარომლისოდაც შექმნა იგი ღმერთმა. ამიტომ აქ მოკლედ გადმოვცემ მთავარ ცნობებს ამ სამყაროს თავისებურებათა შესახებ, ბიბლიით წარმოდგენილი ინფორმაციის ხარჯზე.
თუ რატომ არის ბიბლია სარწმუნო წყარო საიმისოდ, რომ მისგან მოწოდებული ცნობები ნამდვილად ჭეშმარიტია, ამის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ წარმომიდგენია და სათანადო ადგილას აქაც გავიმეორებ მას. ახლა კი სამყაროს შესახებ ბიბლიით გაშუქებული ცნობების იმ თანამიმდევრობას წარმოვადგენ, რომელიც ღმერთის შესახებაც იძლევა ინფორმაციას.
„დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“ (დაბადება 1-1). „დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად. საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმეები და ხელმწიფება თაობათა მიმართ“ (ზირაქი 16-17). ბიბლიით გადმოცემული ეს ცნობები იუწყება იმ ინფორმაციას, რომ ჩვენი მატერიალური სამყარო ღმერთისმიერი ქმნილებაა. რომელიც ნაწილთა ერთობით შეკრულ ცოცხალ ერთმთლიანობას წარმოადგენს და განიკარგება საერთო სამყაროსეული კანონმდებლობით – მსგავსად იმისა, როგორადაც ადამიანის ორგანიზმია მთლიანი, მაგრამ ნაწილებად წარმოდგენილი ერთობა და მისი არსებობაც განიკარგება იმ გენეტიკის კანონმდებლობით, რომელიც ქვეპროგრამაა სამყაროს გენეტიკის პროგრამისა. სამყარო რომ ცოცხალი ორგანიზმია, ამას ადასტურებს მის შემადგენლობაში მყოფ მაკრო თუ მიკრო ელემენტთა ფუნქციური ქმედებანი, რომელთა ხარჯზეც სამყაროს მაცოცხლებელი ენერგია გამომუშავდება. სამყაროს სიცოცხლის მაუწყებელია ისიც, რომ მის შექმნას ბიბლია „დაბადებად“ მოიხსენიებს და მისი ის ცნობაც, რომ „ადამიანი არის მიწის მტვრისაგან შექმნილი, ღმერთის სახედ და ხატად შექმნილი არსება“ (ზირაქი 16-17). რაც თავის მხრივ უწყებაცაა ადამიანისა და ამ სამყაროს ფუნქციური ერთსახეობრიობისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის ბედისწერის გეგმას, რომელიც მის გონებაში დგება, სამყაროსეული მატერიალები რეალურ ფაქტებად ვერ აქცევდა!!!
რაც შეეხება ღმერთისაგან ადამიანისათვის ნაბოძებ უფლებას, ბიბლია მას ასე წარმოადგენს: „ადამიანს ებოძა ხელმწიფება მიწიერებაზე“ (ზირაქი 16-17). რომელი ცნობაც იუწყება იმას, რომ დედამიწური ბუნების განკარგვაში ადამიანურ ფენომენს გადამწყვეტი როლი ჰკისრებია. ხოლო ადამიანისათვის ღმერთის სახედ და ხატად შექმნილი არსებად წოდება კი მისახვედრს ხდის იმას, რომ მისი სიცოცხლის უზრუნველსაყოფი ძალა ღმერთისმიერია და ამიტომ მან ღმერთი სხვაგან არსად უნდა ეძებოს, გარდა საკუთარი თავისა; თანახმად კანონისა: „ღვთის სასუფეველი არ არის სიტყვაში, არამედ ძალაშია“ (I კორინთელთა 4-20). „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არც იტყვიან: აგერ აქ არისო; ან აგერ, იქ არისო. ვინაიდან თვითონ ადამიანშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 17-37).
ადამიანურ შემეცნებას მიაჩნია, რომ ღმერთთან დასაკონტაქტებლად საჭირო საძიებო მიმართულება ზეცისაკენ უნდა წარიმართოს და საამისოდ შუამავალ საშუალებებს ეძებს. სამწუხაროდ მას წარმოდგენაც არა აქვს იმისა, რომ საამისო ძიება მხოლოდ საკუთარ პიროვნებაში უნდა შემოიფარგლოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ შემეცნება იმ გრძნობათა ხუთეულის (ყნოსვა მხედველობა, სმენა, შეხება და გემოვნება) მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელნიც მის აზროვნებას ემსახურებიან. ყოველი მათგანი კი სხეულისმიერი ფუნქციონირების შედეგია, რომელი სხეულიც დედამიწური ელემენტების შემადგენლობისაა. მაგრამ ეს სამყარო მხოლოდ დედამიწური ელემენტებით არ არის შედგენილი! ამიტომაც აზროვნებას თუ სულისმიერი გონება არ დაეხმარა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წარმოსახვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეწვდება სამყაროს მოდელის შესახებ ნამდვილი ინფორმაციის მოპოვებას.
რაც შეეხება იმ სიცრუეს, რომლითაც მეცნიერები საზოგადოებას აზომბებენ ადამიანის კოსმოსში მოგზაურობის ამსახველი ინფორმაციის წყალობით. მის თაობაზე მოგახსენებთ იმას, რომ ადამიანი ისეთი აგებულების ქმნილებაა, რომ მის ცნობიერებასა და გონებას შორის ურთიერთობა დედამიწური მიზიდულობიდან გასვლისთანავე მწყობრიდან გამოდის. რასაც მოყვება შემდეგი სახის შედეგები: ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, ან შეიძლება მასში რაღაც მცირედი დროით გაგრძელდეს სიცოცხლე, მაგრამ მისი შემეცნება იქნება ჰალუცინაციური ან გონებისმიერ ხედვაზე გადართული. ამიტომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია პირდაპირი გაგებით არ იქნება შესაბამებული სინამდვილეს!!!
ამიტომ სამყაროსა და ღმერთის შესახებ სწორი ინფორმაციის მოძიება ადამიანის შემეცნებას შეუძლია მხოლოდ დედამიწაზე ყოფნითა და ისიც მხოლოდდამხოლოდ გონებასთან თანამშრომლობით!!! რომელ მდგომარეობაში მყოფობის დროსაც იქნა მოპოვებული ის ცნობები, რომელიც ბიბლიითაა წარმოდგენილი და რომელ მდგომარეობაში ყოფნასაც ბიბლია უწოდებს „სულში ყოფნას“ (გამოცხადება 1-10).
ე.ი. „სულში ყოფნა“ ნიშნავს აზროვნების გონებასთან მიწვდომასა და მისგან ინფორმაციის გამოტანას. რაც შეეხება გონებას, მის შესახებ ასეთ ინფორმაციას იძლევა ბიბლია: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21,22,23).
მაშასადამე, ადამიანში ყოველივეს განმკარგავი გონება ყოფილა – იმ კანონთა განსჯის საფუძველზე, რომელი კანონებიც სიბრძნეთა სახით არიან წარმოდგენილნი ბიბლიაში. ანუ ბიბლიით წარმოდგენილი ინფორმაციის წყარო ის გონებაა, რომელზედაც ასეთი ცნობაა, რომ „ღმერთმა გონებით განამტკიცა ცა“ (იგავები 3-19). რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანში სულის გონება სწორედ იმ ფუნქციას ასრულებს, რასაც ცა ამ სამყაროში, სამყაროს მაფუნქციონირებელი პროგრამის მომცველი ვარსკვლავების მეშვეობით – ისევე, როგორც ჩვენი ტვინის ნაწილებშია დაფიქსირებული ჩვენი ორგანოების მაფუნქციონირებელი ცენტრი.
ე.ი. ადამიანი ისეთი არსებაა, რომლის გონებაც ჩართულია ცის ვარსკვლავპროგრამაში და მას ექვემდებარება. წარმოგიდგენთ აღნიშნულის დამადასტურებელ ბიბლიურ წყაროს: „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც უფალო შენ, თავის შემოქმედს გემსახურება; ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილისსამყოფად“ (სოლომონი 16-17,24).
შესაძლოა, რომ ადამიანს გაუჭირდეს ყოველივე ამის დაჯერება იმ თვალსაზრისით, რომ სამყარო თვალუწვდენელია; ხოლო ადამიანი კი, მასთან შედარებით პაწაწინა არსება. მაგრამ კვლავ ვიმეორებ მას, რაც არაერთხელ აღმინიშნავს: რომ ეს სამყარო ადამიანური თვალზომის მიხედვით არ განისაზღვრება და არც განიკარგება. არამედ მასში ყოველივეს თავისი ფუნქციური დანიშნულებისდა შესაბამისად აქვს მინიჭებული მნიშვნელობა და არა ფიზიკური მოცულობის თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოთ თქმულის დაჯერების ხელისშემშლელი ფაქტორი ისიცაა, რომ ადამიანურ აზროვნებას დაღი აქვს დასმული მეცნიერული ტყუილებისაგან და რელიგიური დოგმატიზმის შთაგონებებისაგან. რის გამოც საზოგადოებრივი აზროვნების მრწამსი საკმაოდ დაშორებულია სინამდვილეს. ბედისწერა კი სინამდვილის შესაბამისობით განიგება. ამიტომ სიცრუეზე დაყრდნობილ აზროვნების პატრონთა ბედსაც სატანა ათამაშებს და საბოლოოდ დაღუპავს კიდეც მათ. რადგან „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგან მან არსებობისათვის შექმნა ყოველივე. მაგრამ უღვთოებმა თავიანთი სიტყვებითა და ქმედებებით დაარღვიეს უფლის მიერ დადგენილი კანონები და ამიტომაც საკუთარი ბედისწერაც აკრძალულ მიმართულებაზე გადაიყვანეს; რითაც იპოვეს კიდეც სიკვდილი“ (სოლომონი 1-13/16).
მაშასადამე, რადგანაც ბედისწერაში განმსაზღვრელი როლი ღმერთისა და სამყაროს შესახებ კანონებს აქვთ მინიჭებული, ამიტომ უპირველეს ყოვლისა იმ ინფორმაციის შესწავლაა საჭირო, რომელიც ადამიანს დაეხმარება ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის მიღებაში. საამისოდ კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ის გონიერი ლოგიკაა. რომლის მიხედვითაც თუკი ვიმსჯელებთ, მაშინ გამომდინარე იქედან, რომ ღმერთი არის ამ სამყაროს შემქმნელი; ამიტომ იგი ფიზიკურად ვერ იქნება ამ სამყაროს შემადგენლობაში მყოფი. მაგრამ ეს სამყარო მის ძალაზეა დამყარებული და მის მიერ დადგენილი კანონებით განიგება!!! ისევე, როგორც ოსტატი მართალია ვერ არის თავისი ქმნილების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ თავისი შექმნილი იმ წესით მუშაობს, რომელი პროგრამაც მისმა შემქმნელმა დაუმონტაჟა მას.
ღმერთის მიერ დადგენილ კანონებს სამყაროს კანონზომიერებანი ჰქვია და მის განგებას ემორჩილება სამყაროს შემადგენლობაში მყოფი ყოველივე ისე, რომ თითოეულ ნაწილთაგანს მისადაგებული აქვს საკუთარი შემადგენლობისდა შესაბამისი ქვეპროგრამა შემდეგნაირად: „მაღალს ამოწმებს მასზე მაღალი. ხოლო მათ ზემოთ არის კიდევ უფრო მაღალი“ (ეკლესიასტე 5-8). აი, ასეთი წესით განიკარგება ეს სამყარო, მთელი თავისი შემადგენლობით. ამიტომ ადამიანს თუკი უნდა, რომ რაიმე გაარკვიოს თავისი ბედისწერის შესახებ, ღმერთის მიერ მას საამისოდ იდეალური შესაძლებლობა აქვს მინიჭებული, საკუთარი გონების სახით. რადგან გონებით შესაძლებელია მოგზაურობა მთელი სამყაროს გარშემო ისე, რომ ფიზიკურად გადაადგილება არც კი არის საჭირო. ვინაიდან გონება სულისმიერია. ხოლო სულის ძალას კი ამ სამყაროს კიდით-კიდემდე წვდომის უნარი შესწევს.
მოკლედ რომ ვთქვა: იმის ცნობება მსურს, რომ თუკი ადამიანს სურს ბედისწერისაგან ღვთის რისხვის მომკა აიცილოს თავიდან და ის წყალობა დაიმსახუროს, რასაც ღმერთი იძლევა, ამას შესძლებს მხოლოდ ერთი გზით: ცოდნით უნდა შეიცნოს ღმერთი!!! (რომაელთა 1-28).