ღმერთის მიზანი
„ღმერთმა ყოველივე საკუთარი მიზნისათვის შექმნა და ასევე ურჯულოც ავი დღისათვის“ (იგავნი სოლომონის 14-15). „მან ყოველივე კეთილად შექმნა თავის დროისთვის“ (ეკლესიასტე 3-11) და „როცა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ჩვევანი და ვნებანი და გონება დაუსვა ტახტზე ყოვლის განმგებლად“ (IV მაკაბელთა 2-21/23). „უფალო, რა არის ადამიანი, ასერიგად რომ განადიდებ? მისკენ რომ მიგიპყრია გულისყური? ყოველ დილას რომ მოინახულებ და სცდი ყოველ წამს?“ (იობი 7-17,18); „ანდა ძე კაცისა, ყურადღებას რომ აქცევ და გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე“ (ფსალმუნები 8-5,7).
აი, ეს არის კანონები, რომლებიც გვაცნობებენ ღმერთის მიზანს ადამიანთან მიმართებაში. მათგან გასაგებია, რომ ადამიანური ფენომენი მეტად ღირებულად შეფასებული ყოფილა უფლის მიერ. რაც იმის მიხვედრის საშუალებას იძლევა, რომ ამ სამყაროში ადამიანთა მოდგმის როლი ძალზედ მნიშვნელოვანი და პასუხსაგებია. თუმცა სამწუხაროდ, ამ პასუხისმგებლობის გათავისება ადამიანთა შეგნებაში ჯერაც ვერ არის სათანადო დონეზე. რატომ მოხდა ასე? რატომ ვერ შესძლო ადამიანმა აქამდე ღმერთის ჩანაფიქრის ამოცნობა? აი, საკითხავი სწორედ ეს არის და ადამიანური მისიაც ავალდებულებს ამ მოდგმას, რომ გამოარკვიოს და კარგად შეიმეცნოს ის, თუ რა მიზნით მოხდა მათი შექმნა ადამიანური ფენომენის მქონე არსებებად.
მისიონური როლის არ ცოდნა მეტად არასასიამოვნო შედეგად აისახა კაცობრიობისათვის. რადგან ხელი ვერ შეეშალა იმ პროცესს, რომლის ნაყოფადაც მიღებული იქნა ადამიანთა მრავალსახოვანი გადაგვარება. მეტად სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ამჟამად ამ გადაგვარებათა შეფასებაში ადამიანის აზროვნებისმიერი შეხედულებები იმდენად აცდენილია სიმართლეს, რომ მხოლოდ მცირედ მათგანს აღიქვამს გადაგვარებულ სახეობად, ხოლო უმეტესს კი მოწონებით შეფასებასაც კი ანიჭებს. რადგანაც ამ საკითხის ირგვლივ საკმაოდ ფართომასშტაბიანი ცოდნის გაცხადებას უკვე აქვს ადგილი ჩემს ნაშრომებში; ამიტომ აქ პირდაპირ იმ მიზნის თაობაზე ვისაუბრებ, რომლის განსახორციელებლადაც შექმნა ღმერთმა ადამიანთა მოდგმა.
მოგეხსენებათ, რომ როცა ადამიანი ამ ქვეყნად იბადება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრებისეულ მოღვაწეობას გადის აქ და შემდეგ კი გადის ამ გარემოდან. ამ წუთისოფელში თუ ადამიანის არსებობის შესაფასებლად მხოლოდ ამ ზერელე ხედვით შემოვიფარგლებით, მაშინ ფიქრი იმისა, რომ მისი ამ ქვეყნად ცხოვრება ამაოება ყოფილა – დასაშვებია. მაგრამ თუკი ცოტა გონიერებას მოვუხმობთ და გავითვალისწინებთ იმ უდიდესი გონის შესაძლებლობებს, რომელმაც ადამიანი შექმნა; მაშინ უნდა მივხვდეთ იმას, რომ იგი ამაოებისათვის არ მოავლენდა ქვეყნად მისთვის ასე რიგად მნიშვნელოვან ქმნილებას. ეს კი იმის აუცილებლობას გვანახებს, რომ ვეძიოთ და ვიპოვოთ მიზეზი იმისა, თუ რისთვის შეგვქმნეს ადამიანად. რაც, სხვანაირად რომ ვთქვათ, იწოდება ადამიანურ მისიად. ხოლო მისი კვლევის დაწყება კი თავისთავად გულისხმობს ნიჭის ფენომენის განხილვას; რადგან მისი მონაწილეობის გარეშე, რაიმე განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. რომ არაფერი ვთქვა ღმერთის მიერ სათანადო უნარის გამოყენებით ცოდნის მოპოვების თაობაზე, დაკვირვების გზითაც ხვდება ადამიანი იმას, რომ წინაპართა მიერ შეძენილი ნიჭები და უნარები არ ქრება და არსად არ იკარგება; არამედ მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლობას. რომელნიც უფრო ზრდიან მას და ასე გადასცემენ მომავალ თაობას. მემკვიდრულ გენით გადადის სახიერი მსგავსებებიც და ხასიათიც. გამომდინარე კანონიდან: „სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია და თითოეულს ეძლევა სულის გამოვლენა სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს, სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა; მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; ზოგს – რწმენა იმავე სულით და ზოგს – განკურნების ნიჭი იმავე სულით; ზოგს – სასწაულთმოქმედება; ზოგს – წინასწარმეტყველება; ზოგს – სულების გარჩევა; ზოგს – სხვადასხვა ენები; ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ამას აკეთებს ერთიდაიგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს ისე, როგორადაც ნებავს“ (I კორინთელთა 12-4/11) – გონიერთათვის მისახვედრია ის, რომ ნიჭთა ამქვეყნიური უკვდავება, სულის უკვდავების მტკიცებულებაცაა. რადგან სულია მისი წარმომშობი და ამიტომაც რეინკარნირდება კიდეც. ხოლო რაც შეეხება რეინკარნირებას, იგი კი სხვა არაფერია გარდა იმისა, რომ კოსმოსურ ველს დაქვემდებარებული სული სწყდება დედამიწურ ველს დაქვემდებარებულ სხეულს იმ მიზნით, რომ აღიდგინოს ის ძალა, რომლითაც ის კოსმოსთან კავშირს უზრუნველყოფს საიმისოდ, რომ შენარჩუნებული იქნას ის წონასწორული ბალანსი, რასაც ჩვენ დედამიწურ ბუნებას ვუწოდებთ და ვამბობთ, რომ ბუნების კანონები აწესრიგებენ ყველაფერს დედამიწაზეო. აი, ასეთი მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე არსებად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამიტომაც ძალუძს იმ სტატუსის შენარჩუნება, რასაც ეს კანონი განუსაზღვრავს: „ადამიანს ებოძა ხელმწიფება მიწიერებაზე“ (სიბრძნე ზირაქის 17). ამიტომ შესწევდა მას უნარი იმისა, რომ ასე შეეცვალა დედამიწური ხედი: აეშენებინა შენობები, შეექმნა სატრანსპორტო თუ სხვა დანიშნულების ტექნიკა და სხვა. თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ ყოველივე ეს არ იქცა კეთილი შედეგების მომტან ცვლილებებად და ბევრი ზიანი მიადგა როგორც დედამიწურ გარემოს, ასევე თვით ადამიანთა მოდგმასაც. ხოლო ბოლო პერიოდში კი ძალზედ მოხშირებული რაოდენობისა და გაზრდილი სიმძლავრეების უბედურებანი – ეს კლიმატის მხრივი იქნება თუ სხვა მხრივი, აიძულებს ადამიანებს იმას, რომ სულის შესწავლის მხრივ გაამახვილონ ყურადღება. ვინაიდან ამ ცოდნის დაუფლებისა და მისი მითითებებით მოქმედება არის ის ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია კაცობრიობა კატასტროფათა იმ ჩიხიდან გამოიყვანოს, რომელშიდაც სამწუხაროდ უკვე ძალიან ღრმად არის შესული და გამოსავალს კი ვერ პოულობს.
„ქმნილების სიდიადისა და მშვენიერების კვალზე, მისი შემოქმედიც შეიცნობა“ (სიბრძნე სოლომონისა 12-14) კანონი ცხადჰყოფს იმას, რომ ამ სამყაროს სიდიადის ფონზე მისახვედრია მისი შემქმნელის უაღრესად დიდი გონის მქონეობა. ამიტომაც თავისთავად ცხადია, რომ მისთვის ის ყოველივეა ცნობილი, რის განვითარებასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, მიცემული იმ თავისუფალი ნების ფონზე, რომელი ნებაც მან თავის ქმნილებებს უბოძა. ამით იმის თქმა მსურს, რომ მან რადგან ადამიანებს უბოძა დედამიწაზე ხელმწიფების უფლება, ცხადია მათ შორის ისეთებსაც გამოარჩევდა, რომელთაც მკაცრი წესებით აღზრდიდა საიმისოდ, რომ ის ცოდნა მოეპოვებიათ, რისი გამოყენებითაც მრავალთა მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორება შეიძლება. რათა დედამიწური კლიმატი ნორმის ფარგლებს დაუბრუნდეს და ადამიანთა მოდგმამაც არსებობა გააგრძელოს მანამ, სანამ იმ მიზნამდე არ მიიღწევა, რისთვისაც იქნა შექმნილი იგი.
სანამ ამ მიზანს გავამხელდე, მანამ ჯერ მინდა იმ მკაცრი წესებით აღზრდის შედეგად გამოყვანილ გენსა და მის წარმომადგენლებზე ვისაუბრო, რომელთა მხრებზედაც გადადის კაცობრიობის არსებობის შესანარჩუნებელი შრომის მთელი სიმძიმე. სიმძიმე მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ამის მიზეზი მათი ჩაგრული სტატუსია, რომელიც მათ საზოგადოებამ უბოძა იმის გამო, რომ ადამიანებმა ცოდვების ჩადენა ცხოვრებისეულ წესად გაიხადეს. ცოდვის საყრდენი კი სიცრუეა, რომელსაც სიმართლე სძულს. ამიტომაც სიცრუის სიმართლედ გამსაღებელ საზოგადოებას სძულს სიმართლის მიმდევარნი და ყველანაირად ავიწროებენ მათ და ხმას უხშობენ, რათა მათ მიერ გაცხადებული სიმართლის ფონზე ის ტყუილები არ გამოაშკარავდეს, რომლის დაფარვის გამოც მისით მომქმედნი ამაყად და ამპარტავნულად გადაჰყურებენ ყველას და დაუდევრობენ ყველაფერზე.
ახლა კი სწორედ სიცრუის შესახებ უნდა გითხრათ ის სიმართლე, რომელიც ცხადია სიცრუის მოყვარულთ არ ესიამოვნებათ. მაგრამ სიმართლის არ მოსმენა იმას ვერ სცვლის, რასაც სიმართლის ფაქტებად ქცევა ჰქვია. ამიტომ ვინც არ ისმენს მას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეეძლება მის ფაქტებთან შეჯახებისაგან თავი აირიდოს. ის კი გარდაუვალია, რომ სიმართლე აუცილებლად გამოვლინდება ფაქტების სახით. რადგან დრო, რომელიც ღმერთის ქმნილებაა და მას ბიბლიურად „ამინი“ ჰქვია, არის „მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი იმისა, რასაც ღმერთი ქმნიდა“ (გამოცხადება 3-14). უფალმა კი „ყოველივე კეთილად შექმნა თავის დროისთვის“ (ეკლესიასტე 3-11) და „სამყაროც მართალთა შემწედ დააპროგრამა“ (სიბრძნე სოლომონისა 16-17).
ყოველივე ამ საუბრისა და დაკვირვებათა ფონზე მიღებული ცოდნით, გონიერი ადამიანებისათვის უკვე მისახვედრია ის, რომ ამჟამად კაცობრიობამ უკვე მიაღწია იმ დროს, რომელიც დადგენილი აქვს სიმართლეებს ფაქტებად გამოვლინების დროდ. სწორედ ეს წესია საფუძველი იმ რწმენისა, რომლის მქონეობაც ყოველ ადამიანშია და მას ასე გამოთქვამენ: „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“, „ტყუილი აუცილებლად გამომჟღავნდებაო“ და შორს რომ არ წავიდეთ, თვით ბიბლიაც ასე აცხადებს, რომ „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდესო“ ( მათე 10-26).
დიახ გასაგებია, რომ სიცრუე აუცილებლად გამჟღავნდება სიმართლის ფაქტებად ქცევით. მაგრამ აქ მინდა გამოვყო ის შემთხვევები, როცა სიცრუის რწმენის სიმძიმე სიცოცხლის ფასად უჯდებათ ადამიანებს. როგორადაც ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს ამას, სიცრუეს უკვე ისე ღრმად გაუდგია ადამიანთა რწმენაში ფესვები, რომ ყოველდღიურად იზრდება ასეთნაირთათვის სიმართლის ფაქტებთან შეჯახებით გამოწვეული სასიკვდილო დონეზე ასული შემთხვევები. ამის მიზეზი რომ სწორედაც რწმენის არასწორობაა, ამაზე გაფრთხილებას კანონი იძლევა, როცა აცხადებს, „რომ საყოველთაო განკითხვის ჟამი მაშინ დადგება, როცა გატიალების სიბილწე (ანუ ღმერთის რწმენის კატეგორიის დონეზე ასული სიცრუე) დადგება წმინდა ადგილზეო“ (მათე 24-15). რაც უკვე სახეზეა კიდეც!!! ამიტომ ვისშიაც ეს ზღვარი აღივსება, ცოდვათა მსგავსი კატეგორიით აღვსილთა შეკრება და აღსრულება, ანუ ბიბლიური „არმაგედონის“ განხორციელება ხდება (გამოცხადება 16-16). ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ და თანდათან იკრებს ძალას. მინდა ამ საკითხთან მიმართებით იმ ცრუ რწმენასაც შევეხო, რომლითაც მოცულია საზოგადოებრივი ხედვა. საქმე ეხება მეორედ მოსვლისა და საყოველთაო განკითხვის თემას. საყოველთაო განკითხვა რომ ერთ დღეს ჩაატაროს ღმერთმა, მაშინ ეს გამოიწვევდა მსოფლიო დონის წარღვნის მოვლინების აუცილებლობას. მაგრამ ღმერთმა აღთქმა დაუდო ადამიანთა მოდგმას, რომ ამას აღარ მოახდენდა (დაბადება 9-11), ამიტომაც მიმდინარეობს განკითხვის პროცესი დროში გაწელილად. ხოლო რაც შეეხება ქრისტეს მეორედ მოსვლას, ის გარეგნულად ჩვეულებრივი ადამიანია და რაც მას განასხვავებს სხვებისაგან, ეს ის ცოდნაა და ამ ცოდნის მფლობელობით მინიჭებული ძალა, რომელიც მის გარდა არავის აქვს მიცემული. ამიტომ ის სწორედ იმისათვის მოევლინა ამ ქვეყნად მეორედ – ადამიანის სახით, რომ მსოფლიოს ხალხს უფლის მიერ დადგენილი სიმართლე აუწყოს და ვინც მას მიიღებს, სწორედ ისინი იქნებიან მისი ის მომლოდინენი, რომელთა მიმართაც ბიბლია იუწყება, რომ „ქრისტე მეორედ მოდის არა ცოდვებისგან განსანწმენდად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელადო“ (ებრაელთა 9-28). სწორედ ამ ხსნის შესახებ უნდა ვისაუბრო ახლა, რამეთუ ის პირდაპირ ეხება იმ საკითხს, რაც წარმოადგენს მიზანს იმისა, რისთვისაც შექმნა ღმერთმა ადამიანთა მოდგმა.
როგორც არაერთხელ მითქვამს, ამ ქვეყნად ადამიანის მოვლინების ძირითადი მიზანი არის ადამიანური აზროვნების გამყარება მოქმედებების ფონზე. რაშიაც მთავარი მოქმედი პირნი არიან გრძნობათა ორგანოები. სწორედ საამისოდ იქნა დაშვებული ღმერთის მიერ ორი საპირისპირო ძალის არსებობა მხოლოდ დედამიწურ ველში და სხვაგან არსად, რომ აზროვნებას არჩევანის უფლება მისცემოდა. აზროვნების წვრთნისა და გამოცდის პროცესი ევოლუციურად მიმდინარეობდა თაობათა ცვლის გზით და ნიჭთა ზრდაც მემკვიდრული გენის შთამომავალზე გადაცემის გზით ხდებოდა. რა თქმა უნდა ეს პროცესი უსასრულო არ არის და ვერც იქნება იმიტომ, რომ იგი მიზნობრივია. ხოლო ყველა მიზნობრივ პროცესს კი დასასრული აქვს ნაყოფის მიღების შედეგით. რომელი ნაყოფიც ან სასურველი უნდა იყოს და ანდა მისი საპირისპირო.
ბიბლიის მიერ გაცხადებული კანონი, რომელიც იტყობინება მკისა და რთველის ჟამისა და მისი ჩატარების თაობაზე (გამოცხადება 14-15/20) და ჩვენს თვალწინ მიმდინარე ბოლო ჟამის ნიშანთა აღსრულების პროცესიც ამტკიცებს იმას, რომ ამჟამად კაცობრიობა სწორედ მკისა და რთველის შედეგების მიღების პერიოდშია. ცხადია რომ ეს პროცესი, რომელიც დაწყებულია და მიმდინარეობს, დასრულდება სასურველ ნაყოფთა მიღებითა და მისი საპირისპიროსი კი განადგურებით – იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ მიღებულ კეთილ ნაყოფებს მიეცეთ საშუალება სათანადო ცოდნის შეძენისა საიმისოდ, ტელეპორტაციის მოვლენის გამოწვევა რომ შესძლონ. რათა მისი საშუალებით გადაადგილდნენ იმ მუდმივ გარემოში, რომელიც ამ სამყაროს შექმნამდე არსებობდა და იარსებებს კიდეც მარადიულად!!! ანუ უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა, ძალიან მალე კაცობრიობა გახდება იმ უდიდესი მოვლენის მხილველი, რასაც სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება ჰქვია საკაცობრიო მასშტაბის მოცულობის დონეზე. მე კი ის უნდა შევასრულო რაც ჩემი ვალია და ამიტომ გაფრთხილებთ: ამ პროცესს რყევები ახლავს ყველგან და ყველაფერში, რისი მიმხვედრიც უკვე არის მსოფლიო საზოგადოება. თუმცა იმის ცოდნაც უნდა გქონდეთ, რომ რყევათა სიძლიერე თანდათან გაიზრდება და ეს კი გამძლეობას საჭიროებს. რომლის შეძენაც მხოლოდ ერთი გზით მიიღწევა და ის კი საკუთარ ცოდვათა შეცნობასა და გულწრფელ მონანიებას გულისხმობს. აგრეთვე უნდა აღვნიშნო ის გარემოებაც, რომ „ახალი აღთქმის“ კანონმდებლობაშიც მოხდა რიგი ცვლილებები ისევე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა „ძველი აღთქმის“ ახლით შეცვლის დროს და უკვე „უახლესი აღთქმის“ კანონები იწყებს ამოქმედებას. რომლის მთავარი საყრდენიც იქნება იმ კანონის აღსრულება, რომლითაც უფალი აცხადებს, რომ „კაცთაგან ყველაზე დამცირებულს გააბატონებს ამ ქვეყანაზე“ (დანიელი 4-17). რის ნიადაგზეც თავისთავად შეიცვლება რიგი კანონები და „წინასწარმეტყველი საპატიო გახდება თავის სახლშიაც და თავის სამშობლოშიაც“ (მათე 13-57). ასევე „მას მოსადრეკელიც ექნება“ ( მათე 8-20) და „შინაურებიც აღარ იქნებიან მისი მტრები“(მათე 10-36).