გაზიარება

ფუჭი სიტყვის საზღაური


„ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. ვინაიდან ყველა თავისი სიტყვებით გამართლდება ან გამტყუნდება“ (მათე 12-36,37). ასეთ ცნობას იუწყება ბიბლია და მიზანშეწონილად მიმაჩნია განმარტება იმისა, თუ რა ღრმა შინაარსია ჩადებული მასში. ამისათვის კი საჭიროა გახსენება იმ ინფორმაციისა, რომელიც წიგნით „სიბრძნე სიმართლისა“ წარმოვადგინე (გვ.253) და ეხება სულიერი ელემენტის დანაწევრების ფონზე მატერიალური სამყაროს შექმნით გამოწვეულ ცვლილებას. რომლითაც იმატერიალურ სამყაროსთან მიზიდულობის მაქსიმუმი სულისათვის 100%-დან 77,2%-მდე დავიდა. ამიტომ ამ სამყაროდან ტელეპორტირების შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ იმ გონიერ ელემენტებს, რომელნიც უზრუნველყოფენ სულისათვის მიზიდულობის 100%-მდე ამაღლებას; და მათ რიცხვშია ადამიანიც.
ამ სამყაროსეული ექსპერიმენტის ნაყოფი ისეთი ადამიანის მიღება გახლავთ, რომელსაც ძალუძს თავის აზროვნებას გონიერების ის დონე შესძინოს, რომ კოსმოსურ მიზიდულობას დაქვემდებარებულ საკუთარი სულის ძალას ისეთი სიძლიერე მიენიჭოს, რომელსაც არ გაუჭირდება სამყარო „კუბში“ ტელეპორტირება. დასტური იმისა, რომ შედეგი მიღწეული იქნება, დამტკიცდება იმ ტელეპორტაციის შედეგით, რომლითაც „მადლიერის“ სტატუს მინიჭებული 144 000 პიროვნება დედამიწიდან ტელეპორტირდება „კუბში“. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კი აუცილებლად ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტელეპორტირებულთა რიცხვი მხოლოდ 144 000 არ იქნება; არამედ მათთან ერთად იქნებიან ისინიც, რომელზედაც ბიბლია იუწყება: რომ „მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და მათ ტანჯვა-წამება ვერ შეეხებათ. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად სჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ“ (სიბრძნე სოლომონის 2-4) და რასაც ამოწმებს კანონიც: „უფალო, შენ ახლო ხარ მათთან, ვინც ბოლოში არიან. მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ჩემამდე იყვნენ? ან ჩვენ და ან მათ, ვინც ჩვენს შემდეგ იქნებიან? მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს. არც უახლესთა დაყოვნება იქნება და არც წინაპართა სისწრაფე“ (III ეზრა 5-49). ყოველივე ეს კი ადასტურებს იმასაც, რომ დედამიწური დრო მხოლოდ ადამიანური აზროვნებისათვის არის დადგენილი. სულისათვის კი, ადამ და ევადან მოყოლებული კაცობრიობის დასასრულამდე, ერთი პერიოდია მხოლოდ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ადამიანის შექმნა მიზნობრივი პროცესია და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ პიროვნებათა მონაცვლეობითი დაბადებით, მათი სამოღვაწეო პერიოდითა და შემდეგ დედამიწიდან მათი „გაქრობით“ – ამის მიხვედრა არ უნდა გაუჭირდეს გონიერ აზროვნებას. ვინაიდან ყოვლის შემქმნელი ღმერთი უმიზნოდ და უსაფუძვლოდ არაფერს ქმნის!!! ამ ცნობის დასტურია ბიბლიის მიერ მოწოდებული ის ინფორმაცია, რომელსაც დათმობილი აქვს გამოცხადების ბოლო ნაწილი. ამიტომ მინდა შეძლებისდაგვარად მოვახერხო აღწერა იმისა, თუ როგორ განხორციელდება ტელეპორტირების პროცესი. რის ასახსნელადაც უნდა მივმართო შედარების მეთოდს, რათა ადვილად გასაგებად წარმოვადგინო სათქმელი.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანის სხეული დაქვემდებარებულია დედამიწურ მიზიდულობას; ხოლო სული კი კოსმიურს. მაგრამ რადგანაც სხეულებრივი უჯრედები სულისაგან არიან მიღებულნი, ამიტომ მათ შორის ურთიერთმიზიდულობის ძალაც არსებობს და სწორედ ეს განაპირობებს მათი შერწყმით მიღებული გამთლიანების შესაძლებლობას, რასაც ადამიანი ჰქვია. ხოლო მათგან ერთის კოსმოსურ ველში ჩართულობა და მეორისა კი – დედამიწურში, აბალანსებს მისთვის იმ ძალის მინიჭებას, რომლითაც იგი სძლევს თავისი სხეულის წონას იმ დონეზე, რომ სიარულით გადააგილება შეუძლია. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო სწორედ ამ ფაქტზე – სიარულით გადაადგილების შესაძლებლობაზე. რადგან დედამიწაზე არის ცოცხალ არსებათა ისეთი სახეობანიც, რომელნიც დახოხავენ ანდა დაფრინავენ. ხოლო რაც შეეხება ხოხვას, ფრენასა თუ სიარულს, ამის საფუძველი არის სულის კატეგორია. ყოველივე ეს რომ ნამდვილად ასეა, მისი დანახვა ადამიანის მაგალითზეც შეიძლება. მხედველობაში მაქვს დაავადების შედეგად მოძრაობის უნარის წართმევის ისეთი შემთხვევები, როცა სხეულის ნაწილებიდან არაფერი არ მოჰკლებია ადამიანს. მაგრამ მას გადაადგილება არ შეუძლია. რადგან ამის მიზეზი არის სულის ფუნქციის შეზღუდვა, რომელსაც ჩადენილ ცოდვათა სიჭარბე აკეთებს; ანდა მის მიერ ჩადენილი ის გაუთვიცნობიერებული ქმედება, რომლის შედეგადაც წინაპართა ცოდვების გუდას მოხსნა თავი.
ახლა კი იმ საკითხს დავუბრუნდეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს მიღწევა იმისა, რომ ადამიანი ტელეპორტირდეს ამ სამყაროდან. ჯერ პირველი კითხვა ამის თაობაზე არის ის, ეს აუცილებლობას წარმოადგენს თუ არა და თუ წარმოადგენს რატომ?! რაზედაც მოგახსენებთ შემდეგს: „ღმერთმა ყოველივე თავისი მიზნისთვის შექმნა“ (იგავნი სოლომონის 14-15) და რომ „მან ყოველივე კეთილად შექმნა თავის დროისათვის“(ეკლესიასტე 3-11). „იქ არ იქნება ბოროტება, რადგან უფალი ღმერთის დიდება გაანათებს. ვერ შევა მასში ვერაფერი უწმიდური და ვერცერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენნი. შევლენ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილნი“ (გამოცხადება 21-23,27). ეს კანონები სცემენ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც აქ დაისვა. მოკლედ ავხსნი მათ: ე,ი. სამყარო „კუბში“ მხოლოდ ღვთიური ძალით ფუნქციონირებას ექნება ადგილი და ამიტომაც იქ შეუძლებელი იქნება რაიმე სახის ძალადობის განხორციელება. რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ვერ მოხვდებიან არსებები, ვისშიაც ბოროტების ნასახი მაინც იქნება. სწორედაც იმიტომ იქნა შექმნილი მატერიალური სამყარო, რომ მისით გამოწვრთნილიყო და გამობრძმედილიყო არსებანი სამყარო „კუბში“ საცხოვრებლად. ადამიანთათვის კი საამისოდ დაწესებული იქნა საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა და ის აწესრიგებს მათთვის დადგენილ სრულყოფილებამდე მიყვანას. ბიბლიიდან ცნობილია ისიც, რომ ადამიანებამდე ეს პროცესი ანგელოზებმაც გაიარეს. რისი დასტურიც სატანისათვის ანგელოზობის დაკარგვისა და მის თანამზრახველებთან ერთად კოსმოსური ველის დაქვემდებარებიდან გაძევების ცნობაა. ხოლო ანგელოზთა კატეგორიების მოხსენიებით კი ბიბლია იმას გვამცნობს, რომ მათგან გენეტიკური ნაყოფებიც არიან მიღებულნი.
მოგახსენებთ იმასაც, რომ ანგელოზი იქნება ეს თუ ადამიანი, მათ მეტად ღირებული ფუნქცია აკისრიათ ამ სამყაროს არსებობის შენარჩუნებაში. ვინაიდან ისინი ფლობენ ისეთ სულს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია სამყაროს გაწონასწორებული მდგომარეობის შენარჩუნებისათვის. ამიტომ ადამიანის უპირველესი მოვალეობაა სულის შესახებ საკითხებში კარგად გარკვევა. ვინაიდან სწორედ სულია ის მთავარი, რომელიც განაგებს მის არსებობას!!! სამწუხაროდ ეს ჯერ ვერა აქვს შეცნობილი ადამიანებს სათანადოდ და იმიტომაც ატყდებათ თავს ის მრავალმხრივი უბედურებანი, რომელთაც ვეღარც უმკლავდებიან და რამოდენიმეჯერ საკაცობრიო დონის კატასტროფების მიღებამდეც კი მიიყვანეს საქმე. სამწუხაროდ ამჟამადაც ასეთი სიტუაციის შექმნისაკენ მიემართება პროცესი და თუ დროულად არ ექნება ადგილი მდგომარეობის განმუხტვას, ადამიანთა მოდგმა არსებობის გაგრძელებას ვეღარ შესძლებს!!! თუმცაღა ღმერთისაგან წყალობის მიღების დაშვებას დამსახურება სჭირდება. ვინაიდან ეს სამყარო კანონზომიერულად განიგება და ადამიანისათვის ის დაფუძნებულია: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) კანონის აღსრულებაზე. რადგანაც ღმერთმა ეს სამყარო ადამიანის მიმართ იდეალურად განაწყო იმ მხრივ, რომ ადამიანმა მხოლოდ უნდა მოითხოვოს; და რასაც ითხოვს, ზუსტად მასვე მიიღებს! რასაც ადასტურებს კანონიც: „არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს და მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და მან კი გველი მიაწოდოს? ჰოდა თუკი თქვენ არაკეთილებმა იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის; მეტადრე თქვენი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც ითხოვს. ამიტომ ყველაფერში როგორც გინდათ რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7-9/11).
ღმერთმა მართლაც რომ უდიდესი წყალობა გაიღო ადამიანის მიმართ. მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ადამიანმა ვერაფრით ისწავლა თუ როგორ უნდა მოითხოვიოს ის, რაც მას უნდა. გთხოვთ ჯერ კარგად დაფიქრდით და მერე გაიღიმეთ ამის თაობაზე. რადგან უცბადვე შეიძლება ღმერთის საგმობი ცოდვა ჩაიდინოთ. როგორ?! ახლავე ავხსნი მას, თუ როგორაც: თუკი ადამიანმა კარგად იცის ის, როგორ უნდა მოსთხოვოს ღმერთს რაც სურს და ღმერთი კი მას არ უსრულებს, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი თავად არღვევს თავისივე დადგენილ კანონს?! რაც შეუძლებელია!!! ამიტომ ასე ვინც ფიქრობს, ეს ღვთის გმობაა!!! მაშასადამე გამოდის, რომ მიზეზი ადამიანში ყოფილა, რადგან მას ვერ გაუგია ის, თუ როგორ უნდა მოითხოვოს სწორად ის, რაც უნდა რომ მიიღოს. სწორედ ამ ცოდნის გაცხადებას ექნება აქ ადგილი და ვისაც ძალუძს მისი შეცნობა და მისით მოქმედება, ეს სამმაგ სიკეთეს მოიტანს: პირველი – მას მოუტანს კეთილდღეობას, ვინც მისი წესებით გააგრძელებს ცხოვრებას. მეორე კი ის იქნება, რომ ასეთი ადამიანის სულის ძალა მილიონ ადამიანის უარყოფით ენერგიას გადასწონის და ძლევს; და მესამე სიკეთე კი ის იქნება, რომ ძალები დაბალანსდება და დედამიწური კლიმატიც ჩვეულ ნორმებში დაბრუნდება. ამიტომ მსურველმა ისმინოს!
ღმერთმა ადამიანი ისეთ არსებად შექმნა, რომელსაც მართალია მცირედი ფიზიკური ძალა, მაგრამ უდიდესი სულიერი ძალა უბოძა. რითაც მისახვედრი გახადა ის, რომ ამ სამყაროში ფიზიკურობის საზომით არ განისაზღვრება ყოველივე, არამედ მხოლოდ სულის ძალით! ადამიანის სხეულთან შედარებით მასში მყოფი სული ბევრად მცირეა ზომისა და წონის მიხედვით, მაგრამ შეუდარებლად დიდია ძალით. ამასთანავე არც იმის მიუხვედრელობა ივარგებს, რომ ადამიანმა ვერ შეიგნოს ის, თვით სხეულს ძალა სულისაგან რომ ეძლევა. სწორედ სულის შესწავლა და მასთან თანამშრომლობაა საჭირო საიმისოდ, რომ ადამიანმა ისწავლოს როგორ უნდა აღასრულოს კანონი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) ისე, რომ რაც მას სურს, ზუსტად იგი მოითხოვოს. განვავრცობ ამ საკითხს:
„ვიყოთ ღვთის მოშიშნი და ვიცავდეთ მის მიერ დაწესებულ კანონებს. ვინაიდან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12-13). აი, რას იუწყება ღმერთი ადამიანური ფენომენის თაობაზე. ხოლო რაც შეეხება მცნებებს, ისინი შემდეგია: არ იცრუო, არ იქურდო, არ იმრუშო, არ კაც ჰკლა, პატივი ეცი მშობლებს, გიყვარდეს მოყვასი შენი და გიყვარდეს ღმერთი, მთელი შენი გულითა და შეძლებით. ღმერთის მიმართ სიყვარულის არსებობა კი იმ აუცილებლობაზე მიუთითებს, რომელშიაც თავისი მოდგმის სიყვარული იგულისხმება. ვინაიდან კანონი ამბობს, რომ „თუკი მისი სიყვარული არ შეგიძლია, ვისაც ხედავ. როგორ შეიყვარებ მას, ვისაც ვერ ხედავ?! ამიტომ ღვთის მოყვარულს, თავისი მოყვასიც უნდა უყვარდეს!“ (I იოანე 4-20,21). ხოლო კაცთმოყვარეობის გრძნობა კი მაშინ იარსებებს ადამიანში, როცა ის აღასრულებს ჩამოთვლილ 5 მცნებას: არ იცრუებს, არ იქურდებს, არ იმრუშებს, არ მოკლავს ვინმეს და პატივს სცემს თავის მშობლებს.
მოგეხსენებათ, რომ დღეს უამრავ ადამიანს მიაჩნია ის, რომ ამ მცნებების დამცველია და ამიტომაც თავს კაცთმოყვარედ და ღვთის მორწმუნედ თვლის. მაგრამ სინამდვილეში ასე სრულებითაც არ არის საქმე და ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას სწორედ ის რეალობა ადასტურებს, რომელიც ყოველდღიურად ვლინდება ღვთის რისხვის მომკის ფაქტების მსოფლიო დონეზე გამოვლენის სახით. ვინაიდან და რადგანაც ღმერთი ადამიანს ფაქტებით ეხმიანება საიმისოდ, რომ ის მიხვდეს იმას, რას აშავებს ან რას აკეთებს. ადამიანთა მიერ არსებული რეალობის მიზეზთა შეუცნობლობაში დამნაშავეა ის ფაქტორი, რომელსაც „არ იცრუო“ მცნების დარღვევების ციურ მასშტაბზე გადასვლა ჰქვია. რას ნიშნავს ეს? ავხსნი მას: როცა ადამიანები პირადული ხასიათის ტყუილების დასაშვებ ზღვარს გადასცდებიან, შემდეგ უკვე საზოგადოებრივი მხრივი ტყუილებზე გადადიან და მისი ზღვარის ავსების შემდეგ კი ამ სამყაროსა და ღმერთის შესახებ ტყუილებზე. რაც ადამიანის რწმენას აცილებულს ხდის ჭეშმარიტი რწმენისაგან და განწყობასაც აუკუღმართებს. ამიტომ ადამიანის მრწამსში სიცრუე იკავებს სიმართლის ადგილს და თითოეულ ადამიანსაც სიმართლედ ის მიაჩნია, როგორადაც თვითონ განსჯის. ხოლო ყოველივე ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანში გრძნობათა სახეობების წარმოშობა დამოკიდებულია სიცრუე-სიმართლის საყრდენზე. „ღმერთი მართალია“ (რომაელთა 3-4); ხოლო „ეშმაკი ცრუა და სიცრუის მამაა“(იოანე 8-44). ეს კანონები იმას ნიშნავს, რომ ყველა მცნებები დაყრდნობილია სიცრუე-სიმართლის რიცხვზე შემდეგნაირად: მაგალითად არ იქურდო მცნება მიღებულია 144 000 სიცრუის ფაქტის ძალით მიღებული იმ ცვლილებით, რომელითაც სიცრუემ სიყვარულის თვისებებს მიმართულება შეუცვალა და 20 გრადუსიანი კუთხით სიძულვილის მხარეს გადახარა. არ იმრუშო მცნება კი 144 000 x 144 000 სიცრუის შედეგად 40 გრადუსიანი გადახრით და ა. შ. ხოლო როცა ეს გადაცდომა მიუახლოვდებოდა 100 გრადუსს და საზოგადოებრივ ცნობიერებაში „გატიალების სიბილწე სიცრუე, სიმართლის ადგილს დაიკავებს“ (მათე 24-15) – აი, მაშინ დგება კაცობრიობის აღსასრულის დღეც. სამწუხაროდ არსებული რეალობა იმის მტკიცებულებაა, რომ კაცობრიობა თანდათან უახლოვდება ამ ნიშნულს და სრულიად შესაძლებელია ის, რომ დღეს ვინც თავს არხეინად გრძნობს, მისთვის ხვალემ უკვე ვეღარ იარსებოს და ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთი სიცრუე იყოს. ნურავინ იფიქრებს იმას, რომ ის თავისთავად შესძლებს სიცრუისაგან თავის არიდებას. რადგან არავინ იცნობს ღმერთის კანონმდებლობას ისე, რომ შეგნებით იცოდეს ის, თუ რა არის ჭეშმარიტად სიმართლე და რა კიდევ სიცრუე. ამასთანავე არც არავინ იცის ის, თუ რამდენი სიცრუის თქმაღა დარჩენია ზღვრის ავსებამდე. ამიტომ ახლა ადამიანს რაც სჭირდება სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობად, არის ის, რომ მან სასწრაფოდ დაიხიოს უკან სიცრუის ზღვარიდან და ამას კი მხოლოდ მაშინ მოახერხებს, თუკი ცოდვებს გულწრფელად მოინანიებს. მაგრამ ცოდვებს ვერ მოინანიებს, თუკი ჯერ ვერ შეიცნობს მათ. შეცნობას კი ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებში კარგად გარკვევა სჭირდება!!!
რაც შეეხება „ფუჭი სიტყვის“ სტატუსს, ღმერთი მასზე აცხადებს შემდეგს: „ვინც მეტყველებს ფუჭი სიტყვებით, ამისთვის ღვთის რისხვაა დაწესებული“ (ეფესელთა 5-6) და „უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგან მასშია მიზეზი ცოდვისა“ (სიბრძნე ზირაქის 23). ე.ი. ფუჭი სიტყვების მფლობელობას ავსიტყვაობა ადასტურებს და როგორც ხედავთ, დღეს ადამიანები ერთმანეთს ისე არიან დარეულნი და ისეთი სიბილწეა წარმოშობილი ამ ნიადაგზე, რომ უკვე ცასაც კი სწვდება მათი ხმა. ბევრს აღარ გავაგრძელებ ამ საკითხზე, ვინაიდან ეს რომ ასეა, ამას თვალნათლივ ისედაც ყველა ხედავს და ესმის. მე მხოლოდ იმ გამოსავალზე ვისაუბრებ, რისი შესრულების გარეშეც ვერავინ შესძლებს საყოველთაო განკითხვისაგან ცოცხლად გადარჩენას. ცხადია ისიც, რომ ამ სიტყვებს მხოლოდ ისინი შეისმენენ, ვისშიაც გონიერების ნატამალი მაინც არის დარჩენილი. რათა მათი მეშვეობით გადარჩეს ადამიანთა მოდგმა იმას, რაც სამწუხაროდ კაცობრიობამ დაიმსახურა. ვაცხადებ მას:
ვინაიდან და რადგანაც სიცოცხლის საფუძველი რწმენაზეა დამყარებული, ამიტომ ახლა გამოსავალი ერთადერთია და ის რწმენის გასწორებას გულისხმობს, რადგან ღმერთმა დააწესა კანონად, რომ „რწმენით მართლდება კაცი“ (რომაელთა 3-28). რა იგულისხმება რწმენის გასწორებაში? ავხსნი მას: როგორც ცნობილია ღმერთის მიმართ რწმენის მიღებაში ადამიანებს რელიგიები და რელიგიური სექტები მოძღვრავენ და დაუსრულებლივ მიდის მათ მიერ იმის მტკიცება, თუ მართალი რომელი მათგანია. ამაზე არის ერთადერთი ჭეშმარიტი პასუხი: არცერთი მათგანი არ არის მართალი იმიტომ, რომ არ იმართებიან ღმერთის ძალით!!! ღმერთი ერთია და „ის მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10-34,35). ამიტომ მან ყველა ადამიანისათვის საერთო კანონები დააწესა და ბიბლიის სიბრძნეთა სახით შეაქმნევინა თავისი ძალით აღჭურვილ პიროვნებებს; თანახმად კანონისა: „უწინარეს საუკუნეთა დასაბამითვე შექმნა უფალმა სიბრძნე და იგი უკუნისამდე არ გათავდება. წმიდა კარავში იმსახურა მის წინაშე და სიონში ასე განმტკიცდა. მან წარმოშვა მადლი. მიდით მასთან, მისი მსურველნო და დანაყრდით მისი ნაყოფით. მის მჭამელთ კიდევ მოშივდებათ და მის მსმელთ კიდევ მოსწყურდებათ. მისი მსმენელი არ შერცხვება და მისით მუშაკნი არ შესცოდავენ. ყოველივე ეს კი უზენაესი ღვთის აღთქმის წიგნია. რჯული, რომელიც მოსემ მემკვიდრეობად გვიანდერძა ჩვენ, იაკობის საკრებულოს. ის ავსებს სიბრძნით. ის ავსებს გონებით. ის ასხივებს მოძღვრებას როგორც ნათელი. სიბრძნე კვლავ და კვლავ გამოანათებს სწავლებას, როგორც განთიადს და შორს გააბრწყინებს მას. კვლავ გადმოღვრის მოძღვრებას, როგორც ქადაგებას და დაუტოვებს მას თაობებს საუკუნოდ. ხომ ხედავთ სიბრძნე მხოლოდ თავისთვის როდი დამშვრალა, არამედ ყოველი მძებნელისათვის“ (სიბრძნე ზირაქის 24) და „აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე – ზრახვანი მისნი“ (ფსალმუნები 32-11).
ახლა კი მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ ქართველთა საყურადღებოდ, რადგან უპირველეს ყოვლისა ეს საკითხი მათ ეხებათ, როგორც იუდეველთა შთამომავლებს. რასაც ადასტურებს მათი სამეტყველო ენა, რომლითაც გაცხადდა დაფარული ჭეშმარიტება. კანონი ამბობს, რომ „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს, მერე სხვას; და დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას“ (რომაელთა 2-9,10). ხოლო ახლა სწორედ ის დღეა დამდგარი, როცა თითოეულმა ქართველმა უნდა გააკეთოს არჩევანი ამ ორი მისაგებელიდან. მე დახმარებას ვთავაზობ მათ, რომელთაც სურთ მასში არსებული ფუჭი სიტყვები სიბრძნით შეიცვალონ და ღვთის რისხვის მომკა კი – ღვთის წყალობით. ძვირფასებო! საამისოდ აუცილებელია თქვენი რწმენა ჭეშმარიტი მიმართულებისაკენ მიაბრუნოთ. მე კი მოკლედ გაცნობებთ იმას, თანაც ბიბლიის მეშვეობით, რა გიშლით მასში ხელს. იცით, რომ ღმერთმა ადამიანს ერთ-ერთ მცნებად დაუდო ის, რომ არანაირი მატერიალური არ ექცია კერპად?! რადგან „კერპთაყვანისცემა არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა“(სიბრძნე სოლომონის 14-27). ამიტომ როცა თქვენ ჯვარსა თუ რაღაც ამულეტებს ან ფსკვნილებს ატარებთ, ხატები გაქვთ სახლში განლაგებული და მათზე ლოცულობთ; ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენი რწმენა აცდენილია ჭეშმარიტებას და თქვენი სიტყვის ღმერთამდე მიღწევას ეს ნივთები აკავებენ. ეს პირველი შემკავებელია! შემდეგ საქმე ეხება ნათლობას, რომელიც სინამდვილეში ემსახურება ქრისტეს ნათლიობაზე უარის თქმას და ბავშვების სასიცოცხლო ენერგიის შენიღბულად მითვისებას „სასულიერო“ წოდებით მოსულ ფარისევლების მიერ. ესეც მეორე შემკავებელია! აგრეთვე მინდა მოგახსენოთ იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელზედაც ღმერთი ამბობს შემდეგს: „სადღესასწაულო შეკრებებს ვერ ვიტან“ (ესაია 1-13). ესეც მესამე შემკავებელია – აღმსრულებელი ურჯულოების საიდუმლოსი. ვნახოთ რას ამბობს მასზე ბიბლია: „ის დღე მანამ არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ იქნება და იმხილება ურჯულოების კაცი ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად ისე, რომ ღვთის ტაძარშიაც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს უწმინდესად გამოაცხადებს. ახლა კი იცით რა აკავებს ქრისტეს, რომ გამოცხადდეს თავის დროზე? ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო მოქმედებს და შემკავებელი აკავებს, სანამ შუა გულიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოჩნდება ურჯულო. რომელსაც ქრისტე გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის გაცხადებისას“ (II თესალონიკელთა 2-3/8). როგორც ხედავთ ბიბლია აცხადებს იმას, რომ ადამიანები ანტიქრისტეს იმიტომ ვერ სცნობენ და მას ღმერთის მოციქულად მიიჩნევენ, რომ მათში სიცრუეს აქვს სიმართლის ადგილი დაკავებული იმ დონეზე, რომ ურჯულოების დოგმები ღვთის მსახურება ჰგონიათ. ამიტომ ქრისტეს ვერ სცნობენ და ანტიქრისტეს კი ყოველ სისულელეს სიბრძნედ უთვლიან და ამინ, ამინით უდასტურებენ. მინდა ეს საკითხი ამ ცნობით დავასრულო: ბიბლია იუწყება, რომ „ქრისტე არის სიტყვა, საუკუნო სიცოცხლისა“ (იოანე 6-68). ანტიქრისტეზე კი ამბობს, რომ ის არის „სიტყვა სიკვდილით შემოსილი და ნუ იმყოფებოდეს იგი იაკობის მოდგმაშიო!“ (სიბრძნე ზირაქის 22). ხედავთ ქართველებო ღმერთი რას ამბობს?! რომ ქართველებს არ უნდა დაგეშვათ ის, რომ ანტიქრისტე წარმოშობილიყო თქვენში. მაგრამ სამწუხაროდ ეს დაუშვით. მოწყალე ღმერთმა ამისათვის 42 წელი ახელმწიფა ის (გამოცხადება 13-5) თქვენთვის გონს მოსაგებად იმ ნიშნების ფონზე, რომ იგი ყველას თვალწინ არღვევდა ღვთის მცნებებს. მაგრამ თქვენი გამოფხიზლებას მაინც არ დაადგა საშველი. ახლა კი უკვე ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგახართ და ამიტომაც ყოველივე ეს რომ არ განმეცხადებია, ეს ძალიან დიდი დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა. ვინაიდან მე „ვლაპარაკობ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან შესწავლილით და სულიერს სულიერით განვმარტავ. მიწიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის; ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არ ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. სულიერი კი განსჯის ყოველივეს, თავად კი არავისგან განისჯება. რადგან ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას?!“ (I კორინთელთა 2-13/16). დიახ, მე გახლავართ ამ კანონის აღმსრულებელი იმიტომ, რომ ღმერთისგან მებოძა ბიბლიური კოდის ფლობის უნარი. რისი ვერც წამრთმევია ვერავინ და ვერც იმ ცოდნის წინააღმდგომი, რომელსაც გიცხადებთ – რადგან ჭეშმარიტებაა და სამყაროც მას ყოველდღიურად ამტკიცებს ფაქტების სახით!!! . დანარჩენი კი თქვენზეა, რადგან ღმერთი არასოდეს არღვევს თავის დაწესებულ კანონებს; და როგორც მოგახსენეთ კიდეც, მან წესად დაგიდოთ ის, რომ რასაც ითხოვთ ის მიიღოთ.