გაზიარება

სულის შესახებ ის ინფორმაცია რასაც ახლა წარმოგიდგენთ, მოპოვებულია უპრეცედენტო მეთოდით: მეცნიერული მონაპოვარისა და ბიბლიური კოდის ურთიერთთანამშრომლობით. ვინაიდან ამ თანამშრომლობის შედგომის გარეშე, ჭეშმარიტ ცოდნაზე წვდომა შეუძლებელია. ჩემი მიზანია, რომ ცოდნა გადმოვცე მოკლე და კონკრეტული განმარტებების სახით იმ ფართო მოცულობის ნაშრომების ფონზე, რომლებიც მის მოსაძიებლად იქნა შესრულებული.
ადამიანური სულის კატეგორიის შესახებ ცნობების გადმოსაცემად მივმართავ ბიბლიას: „სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. ერთს – სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა; მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით. ზოგს რწმენა იმავე სულით და ზოგს – განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს – სასწაულმოქმედება; ზოგს – წინასწარმეტყველება; ზოგს – სულების გარჩევა; ზოგს – სხვადასხვა ენები და ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთიდაიგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორადაც ნებავს“ (I კორინთელთა 12-4,8,9,10,11). ე.ი. წინამდებარე კანონი იტყობინება იმას, რომ ადამიანური აგებულების სტანდარტულობა განპირობებულია ყოველ ადამიანში მყოფი ერთიდაიგივე სულით. მაგრამ რაც შეეხება იმ პიროვნულ სხვაობებს, რომლებიც გარეგნული სახიერებითა და ნიჭებ-უნარების სახით ვლინდება თითოეულ ადამიანში, ამის განმპირობებელი კი არის ინდივიდუალური გენეტიკური კოდი. რომლის არსის საყოველთაოდ გასაგებად წარმოდგენაც ასეთია: პროგრამა გონების ასამოქმედებლად მინიჭებული აზროვნებითი ინდივიდუალური შესაძლებლობა. თავად სულის პროგრამა „გონება“ კი, სამყაროს კანონმდებლობის თანახმად ყოველ ადამიანს ერთიდაიგივე ეძლევა დაბადებიდებიდანვე.
რა არის სული? – ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის მიღება ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა აინტერესებდეს. ამიტომ ვეცდები, რომ შევძლო მისი განმარტების წარმოდგენა საყოველთაოდ გასაგები ფორმით. რისთვისაც მოვიშველიებ მეცნიერული ცოდნის იმ მონაპოვარს, რომლითაც ცნობილი არის, რომ მეცნიერება სცნობს მატერიის ორ სახეობას: ნივთიერებასა და ველს. სული სწორედ ველია – გრავიტაციული ველის ის განსაკუთრებული წილი, რომლის მიზიდვის უნარმქონეცაა სხეული იმიტომ, რომ თვით სხეულოვანი უჯრედების წარმომშობი საფუძველი მომდინარეობს მისგან. რადგანაც სული გრავიტაციული ველის ნაწილია, ამიტომ ის კოსმიური ძალით არის აღჭურვილი და დაქვემდებარებული კოსმიური ველის მიზიდულობის არეალს. ხოლო რაც შეეხება სხეულს, მისი განივთიერებული აგებულება კი განაპირობებს იმას, რომ იგი ექვემდებარება დედამიწურ მიზიდულობას.
ის ფაქტი, რომ სხეული თავად დედამიწურ მიზიდულობას ექვემდებარება, მაგრამ აქვს იმის უნარიც, რომ კოსმოსიდან სული მოიზიდოს და გამთლიანდეს მასთან; მტკიცებულებაა იმისა, რომ თვით დედამიწა მართალია დამოუკიდებელი ერთეულის სახით არის გამოყოფილი გარეგნულად, მაგრამ სინამდვილეში კი ერთი განუყოფელი ნაწილთაგანია ამ სამყაროს მთლიანობისა. ამ ცნობის სისწორეს განამტკიცებს იმ გარემოს არსებობა, რომელიც დედამიწურ ბუნებად იწოდება და შექმნილი არის სამყაროს მაკრო სხეულთა: მზისა და მზის სისტემის პლანეტათა ზეგავლენით. ცნობილია ის გარემოებაც, რომ არა სამყაროსეული ასეთი კავშირი, ისე დედამიწაზე ვერ იქნებოდა ისეთი პირობები, რომ თუნდაც ადამიანის არსებობა ყოფილიყო შესაძლებელი. ხოლო ყოველივე ეს კი დასტურია იმისა, რომ საკაცობრიო გენეტიკის კანონი, ნაწილია და დაქვემდებარებული სამყაროს მთლიანობის გენეტიკის კანონისა; რომელსაც ჩვენ სამყაროს კანონზომიერებებს ვუწოდებთ. თავად ჩვენ კი – ადამიანები, ამ „ნიუანსის“ ერთ-ერთი კატეგორიათაგანი ვართ და ამიტომაც სამყაროს ნაწილთა შორის მოზომილი გვაქვს ჩვენი ადგილიცა და მოქმედებათა ის არეალიც, რის ზღვარს გადაცდენაზეც სიკვდილით შეჩერებაა დაკანონებული. მაგრამ რაც შეეხება ქმედებათა სახეობის არჩევანსა და მოტივს, მათი არჩევითობა კი თავისუფალ ნებას ექვემდებარება და ჩვენს სურვილზეა დამყარებული. რადგან ნიჭთა განვითარებისათვის ეს აუცილებელი პირობაა.
სამყაროს კანონმდებლობის თანახმად, მის შემადგენლობაში მყოფ ნებისმიერ ნაწილაკს მინიჭებული აქვს ფუნქციონირების ისეთი უნარი, რომლითაც შეუძლია თავისი კუთვნილი ადგილი შეინარჩუნოს სამყაროში იმგვარად, რომ წინ არ აღუდგეს სამყარული მთლიანობის ჰარმონიას. ხოლო რაც შეეხება დედამიწური გარემოს სტანდარტულობის ჩარჩოებიდან გაუსვლელობას, მის უზრუნველსაყოფად საჭირო პირობების შექმნაში კი მნიშვნელოვანი წვლილი აკისრიათ მასზე მობინადრეებს. როგორც სამყაროს კანონიდან: „ადამიანს ებოძა ხელმწიფება მიწიერებაზე“ (ზირაქი 17) – სჩანს, ამ ფუნქციონალურ სისტემაში მმართველი როლი ადამიანურ ენერგეტიკას ჰქონია მინიჭებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს საკუთარი აზროვნებისთვის აუცილებლად სჭირდება ისეთი განწყობის შექმნა, რომელიც მას დედამიწური გარემოსათვის ზიანის მიმყენებელ გადაწყვეტილებებს არ მიაღებინებს! თანახმად კანონისა: „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოაჩინა უფალმა ადგილი. მაგრამ თავად ადგილიც ხომ ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია?!“ (II მაკაბელთა 5-19,20). ხოლო თუ როგორ უნდა მოახერხოს აზროვნებამ საჭირო განწყობის შექმნა, ამის გასაგებად კი საჭიროა ზოგი რამის ცოდნა სულის შესახებ:
როგორადაც უკვე გაცნობეთ, სული კოსმიური ველის წილია და შემადგენლობით კი ორთქლია ისეთი სითხისა, რომელიც ამ სამყაროში მხოლოდ ცის ყინულის შემადგენლობაშია და სხვაგან არსად!!! ამიტომაც მას კოსმიური ძალა აქვს მინიჭებული და ისეთი სისწრაფით გადაადგილდება, რომ სტანდარტულ ადამიანურ თვალთახედვას მისი დაფიქსირება არ შეუძლია. როგორც ადამიანის სხეულს გააჩნია საკუთრივი პროგრამა აზროვნება, ასევე სულსაც აქვს თავისი პროგრამა – გონება. რომელიც ედემში იქნა შესრულებული იმ ფორმით, რომ მას მმართველობა გაეწია სხეულის ფუნქციონირებისათვის იმისდა შესაბამისად, როგორადაც აზროვნება ამას დაიმსახურებდა მასთან თანამშრომლობის ხარჯზე. გონება არის ჭეშმარიტების კანონების მომცველი პროგრამა და თუკი აზროვნება მოახერხებს მასთან თანამშრომლობას, მაშინ მას მიენიჭება გონიერი აზროვნების სტატუსი. ცოტა უფრო მეტად რომ დავაკონკრეტო: გონიერება ნიშნავს აზროვნებისათვის – ჭეშმარიტ ცოდნაზე წვდომას; ორგანიზმისათვის – ჯანმრთელობას; ბედისწერისათვის კი – იღბალის შეძენას (დაბადება 3-24). ახლა კი ვნახოთ რას იუწყება ბიბლია გონების შესახებ: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმინდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე; და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21,22,23). როგორც ხედავთ, ამ ცნობით ბიბლიამ დაამოწმა გონიერების შესახებ გადმოცემული ცნობა. ხოლო რაც შეეხება ტერმინს: „გონების ტახტზე დასმას“- ის დასტურია იმისა, რომ გონება არის ბედისწერის შემქმნელი. რისთვისაც ის ეყრდნობა ღვთისგან დადგენილ კანონმდებლობას.
მაშასადამე რადგანაც სული კოსმიური ველის მიზიდულობის დაქვემდებარებაშია, ხოლო სხეული კი – დედამიწურისაში; ამიტომ ამ ორ ძალთა შორის ურთიერთქმედების ბალანსით არის განპირობებული სულის მდებარეობის შენარჩუნება სხეულში. რაც შეეხება ბალანსირებას, მას არეგულირებს სულისა და სხეულის თანამშრომლობა ერთობის შესანარჩუნებლად გაწეული მუშაობის შესრულებაში. რომელი პროცესიც შემდეგნაირად სრულდება: სხეულის მუშაობას, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესს წარმოადგენს და მასში ჩართულია ორგანიზმის ყველა ორგანო, სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება სწორედ ის კოსმიური ენერგია (რომელსაც ჩვენ სასიცოცხლო ენერგიას ვუწოდებთ), რომლითაც მას უზრუნველყოფს სული. ხოლო რაც შეეხება კოსმოსიდან სულისათვის ენერგიის მიწოდებას, მის მისაღებად კი აუცილებელია ის, რომ სულმა შესძლოს სხეულში წრიული მოძრაობების შესრულება, რომლის უზრუნველყოფასაც სჭირდება ისეთი სიძლიერის ენერგია, რომლის გამომუშავებაც მხოლოდ სრულყოფილად ჯანსაღ სხეულს შეუძლია. ასეთი სხეულის მფლობელობა კი შესაძლებელია ჰქონდეთ მხოლოდ ბავშვებსა და გონიერ ადამიანებს.
რაც შეეხება სულის სხეულში ფუნქციონირებას, მას გააჩნია აქტიური და პასიური ფაზები. აქტიურ ფაზაში ფუნქციონირება ნიშნავს სულის წრიულ ბრუნვით მოძრაობას, რომელიც სრულდება ადამიანის ძილში ყოფნის დროს, როცა აზროვნება ისვენებს და სწორედ ამ დროს ხდება დაკონტაქტება კოსმოსთან; თანახმად კანონისა: „როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ. როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ. მაშინ ხსნის იგი ადამიანის ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას“ (იობი 33-15,16). ხოლო პასიურ ფაზაში ფუნქციონირება კი ხდება იმ დროს, როცა ადამიანს ღვიძავს და აზროვნება აქტიურ მდგომარეობაშია. ამ დროს სული არ ასრულებს წრიულ ბრუნვით მოძრაობას, არამედ ირხევა და მისი რხევითი ტალღები მოიცავს ტვინის ღრუბლისებრ შრეს. თავის მხრივ, ტვინის ქერქს მიეწოდება სხეულში მიმდინარე მუშაობის შედეგად მიღებული ენერგია. როცა გონიერებასთან გვაქვს საქმე, მაშინ აზროვნებითი ტალღები გონებასთან საკონტაქტო ძალას ფლობენ. რაც უფრო ხშირია კონტაქტი, მით უფრო ჰარმონიულ თანამშრომლობას აქვს ადგილი და ცხადია, რომ მიღებული აზრიც ჭეშმარიტია! მაგრამ სხვა შემთხვევაში კი, აზრი აცდენილია ჭეშმარიტებას! ვინაიდან აზროვნების ტალღებს არ შესწევს იმის ძალა, რომ უზრუნველყონ სულის ბრუნვით მოძრაობაში გადასვლა. ამიტომაც ასეთ ადამიანებს თავად აღარ შეუძლიათ კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიის მიღება და მათი არსებობაც დამოკიდებული ხდება ენერგოდონორთაგან გამომუშავებული ენერგიიდან წილის მიღებაზე. რაც ეხება ბავშვებში სულის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციას, მას ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ახლა კი დაწყებული საკითხის ირგვლივ ზოგად მიმოხილვას განვაგრძობ და შევეხები კაცობრიობის საწყისს – წყლით წარღვნის მოხდენის პერიოდამდე, რომლის ხანგრძლიობაც 1656 წელია. მაშინ ადამიანის საკაცობრიო გენეტიკა იმყოფებოდა საწყის ფაზაში და ხელმძღვანელობდა კანონით, რომლის გაშიფვრაც შემდეგში მდგომარეობს: აღნიშნული პერიოდი ხასიათდებოდა იმით, რომ ყოველ ადამიანს თავად შეეძლო საკუთარ სხეულში სულის საფუნქციონიროდ საჭირო ენერგიის გამომუშავება. ღმერთის მიერ დადგენილი საკაცობრიო გენეტიკის კანონის თანახმად, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება. რისი მიხედვითაც ყოველი პიროვნება ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, რა ზომით უნდა დაემორჩილოს ან ეურჩოს ღვთის მიერ დადგენილ კანონმდებლობას. როგორადაც რეალობამ აჩვენა; თანახმად კანონისა: „მადლი 7 სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან“ (გამოცხადება 1-4) – შვიდნაირი გენობრივი სახეობის საკაცობრიო გენეტიკის მიმდინარეობაში, ღვთიური გენის გადარჩენა შესძლო მხოლოდ ერთმა გენმა, ნოეს ოჯახის სახით. მაგრამ თუკი რა მოხდა სხვათა შემთხვევაში, ამას ახლავე მოგახსენებთ: წარღვნის შემდგომ პერიოდში, ნოეს ოჯახისაგან მიღებული შთამომავალნი აღთქმას ექვემდებარებოდა მანამ, სანამ პირველყოფილი წყობის საფეხურით დაწყებული მოდგმის მენტალიტეტის ამაღლება არ მოხდა იმ დონემდე, რომლისთვისაც აუცილებელი გახდა რჯულის კანონის ამოქმედება. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ღმერთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას, 430 წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ აღთქმული გაუქმდეს. მემკვიდრეობა აბრაამს ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა. აბა რჯული რაღაა? დანაშაულის გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა ნაყოფი“ (მაკაბელთა 3-17,18,19).
წარღვნის შემდეგ საკაცობრიო გენეტიკაში მომხდარ ძირეულ ცვლილებას, თუ რა შედეგი მოჰყვა დედამიწის ბუნებასა და მის მუშაობაში ჩამრევი ძალის მქონე ადამიანისათვის, ამაზე ღმერთის პასუხი ასეთია: „ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ჩემსა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად; და მეტად აღარ მოვა წარღვნის წყალი ყოველი ხორციელის დასაღუპად“ (დაბადება 9-13,15). რომელი ცნობაც ნიშნავს იმას, რომ საკაცობრიო გენეტიკის კანონში ამოქმედებული იქნა დამცავი მექანიზმი, მასიური დონის წარღვნისაგან თავის ასარიდებლად და ამის ნიადაგზე შემცირებული იქნა ადამიანის სასიცოცხლო ვადა, რომელიც ადრე 1000 წლამდე ხანგრძლიობას აღწევდა. ამ რეფორმით კი დასული იქნა 120 წლამდე, თანახმად კანონისა: „იყოს ადამიანის ხანი 120 წელი“ (დაბადება 6-3).
ადამიანთა მიერ, რჯულის კანონის დადგენის შემდეგაც არ იყო უარი ნათქვამი, ღვთის მიერ დადგენილ კანონთა დარღვევებზე. ამიტომ ცოდვათა სიმრავლე კვლავ იმ ზომაზე ავიდა, რომ ძირეული ცვლილების განხორციელების აუცილებლობა გამოიწვია. რის გამოც რჯული შეიცვალა აღთქმით და მის ნიადაგზე კი სულის ფუნქციონირების ინდივიდუალური პრინციპი შეიცვალა საზოგადოებრივით. სანამ იმას განვმარტავ, თუ რა იგულისხმება მასში, მანამ მცირედი გადახვევა უნდა გავაკეთო მთავარი საკითხიდან შემდეგის საცნობებლად: ბიბლიაში წარმოდგენილი სიბრძნის კანონები, რა თქმა უნდა ყველა ჭეშმარიტია! თუმცა თარგმანის სრულფასოვნებაზე ამას ვერ ვიტყოდი. მაგრამ გარდა ამისა არის კიდევ ისეთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა გავაკეთო შენიშვნა; და ეს არის ის, რომ ბიბლიაში გამოტოვებულია მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი ცნობები, რომელთა დაფარვასაც უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ კაცობრიობის ცნობიერება ასე ძალიან ასცდა ჭეშმარიტებას. თუ რა მიზნით იქნა ეს ჩადენილი, ამის კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან მის შეცნობამდე ყოველი ადამიანი თავად უნდა მივიდეს. მაგრამ იმას კი გაცნობებთ, რომ ყველა ის დაფარული ცოდნა ჩემთვის ცნობილია. ვინაიდან ისინი ყოველი ადამიანის გონებაში მყოფობს, მაგრამ აზროვნებას უჭირს მასთან წვდომა, მთელი რიგი იმ მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც არაერთხელ განმიცხადებია. ჩემს შემთხვევაში კი, ღვთისაგან ნაწყალობებმა ბიბლიური კოდის გასაღებმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ აზროვნებით შემძლებოდა მათი შეცნობა და „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნების მეშვეობით სააშკარაოზე გამოტანა. აქ კი მხოლოდ იმის თაობაზე გაცნობებთ, რომ წარღვნას ნოეს ოჯახის გარდა სხვა გენის ერთეული პიროვნებებიც გადურჩა, მაგრამ არა ოჯახებით. ასევე აღვნიშნავ იმ ფაქტის შესახებაც, რომ გარდმოსახული ადამიანები მხოლოდ ადამი და ევა არ ყოფილან, არამედ კიდევ 5 ადამიანიც. რადგან ამის აუცილებლობა გამომდინარეობდა საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობის მოთხოვნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იფუნქციონირებდა!!!
საკაცობრიო გენეტიკის კანონის მიმდინარეობის სქემათა სახით წარმოდგენა და მიზეზ-შედეგობრივი ფაქტების ახსნით მიღებული ცოდნა, გადმოცემული მაქვს საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნით. რისი მოკლედ წარმოდგენაც შეუძლებელია და ამიტომ ამ საკითხთან მიმართებაში აქ შევჩერდები.
მაშასადამე დედამიწაზე ადამიანთა მოდგმის საწყისი 7 ადამიანია. მაგრამ ამ შვიდის საწყისი კი – ედემელი ადამი და ევაა.
ახლა კი დავუბრუნდები მთავარ თემას და აღვნიშნავ იმას, რომ ადამიანთა მთელი მოდგმიდან, მხოლოდ ნოეს გენის შთამომავლებმა შეინარჩუნეს ისეთი უნარი, რომლითაც შესძლებდნენ სხეულში სულის საბრუნავად საჭირო ძალის გამომუშავებასა და კოსმოსურ ველთან კავშირის დამყარებას; და ამიტომაც სწორედ ისინი არიან საყრდენნი კაცობრიობის არსებობისა!!! და ამიტომაც არის მათზე კანონმდებლობის მოქმედება გამკაცრებული; თანახმად კანონისა: „ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება“ (ლუკა 12-48).
წინამდებარე კანონის გაშიფვრას დავიწყებ იმის ცნობებით, რომ ხსენებული გენის წარმომადგენლებისათვის კანონი გამკაცრებულია იმ მიზნით, რომ გენი არ გადაგვარდეს. ხოლო რაც შეეხება სასჯელთა ენერგეტიკული თვალსაზრისით გამოხატვას, ის შემდეგი ფორმით ხდება: ღვთისაგან დადგენილი კანონების არ დაცვის შემთხვევაში, მათი აურის დაცვითი მექანიზმი მცირდება და ამის შედეგად მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის მიზიდვას ახერხებენ სხვები – სათანადო კანონზომიერული შესაბამისობით. ყოველივე ეს კი ენერგეტიკული თვალსაზრისით ნიშნავს იმას, რომ საკაცობრიო გენეტიკა გაგრძელდა ადამიანთა ორი კატეგორიის წარმოშობით:
1)სასიცოცხლო ენერგიის გამომმუშავებელ – ენერგოდონორებითა; და
2)სასიცოცხლო ენერგიის მიმღებ – ენერგორეციპიენტებით.
როგორადაც ბიბლიითა თუ ისტორიული წყაროებით არის ცნობილი, კაცობრიობის ისტორია წარიმართა ისე, რომ ბოროტებამ ღრმად გაიდგა ფესვი ადამიანში, კანონის – „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (I კორინთელთა 15-33) – აქტიურობის ფონზე. ამის გამო საჭიროება შეიქმნა საკაცობრიო გენეტიკის კანონის ძირეულ ცვლილებათა მუხლის ამოქმედებისა. რაც ქრისტეს სულის ადამიანის სხეულში მოვლინებასა და მისი მოწამეობრივი ქმედების მიერ მიღებულ შედეგებს ითვალისწინებდა. გავაკეთებ მათ მოკლე მიმოხილვას: რისთვისაც უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ იმას, რომ საკაცობრიო გენეტიკის ძირეული ცვლილება: ეს წარღვნისმიერ იქნება გამოწვეული, რჯულისმიერი კანონმდებლობის დადგენით თუ აღთქმისმიერის, ხორციელდება გონება-აზროვნებას შორის კავშირ-ურთიერთობის დასამყარებლად. ხოლო ყოველივე დანარჩენი ცვლილება კი შემდეგ მისგან გამომდინარეა. ისიც ცხადია, რომ ძირეული ცვლილების განხორციელებას შესძლებს მხოლოდ ის, ვინც გონების ჩანაწერი შექმნა და როგორც ეს ბიბლიით ვიცით, ის ქრისტეს სულის მფლობელი „ედემელი ადამია“; რომელიც დედამიწელი ადამიანის სახით იესო ნაზარეველად წარმოდგა.
ვინაიდან გონება საკაცობრიო გენეტიკის კანონის მომცველი პროგრამაა, ამიტომ ის ერთიდაიგივე ეძლევა ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე და ცხადია, რომ მისი შემქმნელის გარდა, ვერავინ ვერ შესძლებს იმას, რომ ძირეული გენეტიკური ცვლილებები განახორციელოს! რაც შეეხება იესო ქრისტეს მიერ განხორციელებულ ძირეულ გენეტიკურ ცვლილებას, მას საკაცობრიო სულიწმიდით ნათლისღება წარმოადგენს და ნიშნავს შემდეგს: იმ დროს, საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა მივიდა იმ დონეზე, რომ ცოდვათა ჩადენის სიმრავლის გამო უკვე ადამიანებს აღარ შესწევდათ იმის უნარი, რომ სულის ბრუნვა უზრუნველჰყოთ. ხოლო რაც შეეხება ნათლისღების განმარტებას, ის შემდეგია: „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 3-21). კეთილი სინდისი კი, ცოდვებისაგან გასუფთავებული სინდისია; რომლის არსებობის გარეშეც აზროვნება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესძლებს გონებასთან მიახლოებასაც კი და რაიმე კავშირზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია?! რადგანაც სისხლს შესწევს უნარი სხეულში კოსმიური და დედამიწური ენერგიის მიმოქცევისა, ამიტომ „თითქმის ყველაფერი, რჯულის თანახმად, სისხლით წმიდავდება და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). მაშასადამე ნათლობით ცოდვების ჩამორეცხვა, სისხლის დაუღვრელად არ ხდება!!! და თუკი ეს რჯულის კანონით ცხოველთა სისხლის დაღვრით იყო შესაძლებელი, ახალი აღთქმის კანონმდებლობით – უკვე ვეღარა!!!
ე.ი. ახალი აღთქმის თანახმად, მონათვლის საშემსრულებლო უნარმქონეობა გაუქმებული ექნათ ადამიანებს იმის საფუძველზე, რომ იესო ქრისტემ საკუთარი სისხლი გაიღო საკაცობრიო ნათლისღების მისიის შესასრულებლად. რომელი პროცესის შედეგიც ასე გამოიხატება: რადგანაც ზრდასრულ ადამიანებს აღარ შესწევდათ უნარი ენერგოდონორობისა, ამიტომ ეს ფუნქცია დაეკისრა ახალშობილთ, ვინაიდან მათ დაბადებისთანავე უკვე მიეცემოდათ ქრისტეს მიერ სულიწმიდით ნათლისღებული სული – რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის განკუთვნილი სული უკვე გასუფთავებული იყო წინაპართა ცოდვებისგან მიცხებული ჭუჭყისაგან.
მაშასადამე, საკაცობრიო გენეტიკის „აღთქმის კანონმდებლობის“ მუხლის იესო ქრისტეს მიერ გააქტიურების შედეგად, დაბადებულ ყოველ ახალშობილს ეძლევა მადლიანი სული; ანუ წინაპართა ცოდვებისაგან გასუფთავებული სული. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი დაბადებული ბავშვი უკვე მონათლული იქნება სულიწმინდის მიერ და მათი ნათლია კი იესო ქრისტეა!!! მაშასადამე ახალი აღთქმის თანახმად, ყოველ ახალშობილს მიეცემა სულიწმიდით ნათლისღებული სული და სწორედ მათი საშუალებით ხდება კაცობრიობისადმი კოსმიური ენერგიის მიწოდება. რომელიც ნაწილდება შემდეგი წესის მიხედვით:
ვინაიდან ისინი უცოდველნი არიან, ამიტომაც ცხადია, რომ მათგან ენერგიის გაცემა ცოდვის წილის მხრივი გზით არ მოხდება. საკაცობრიო გენეტიკის კანონში განხორციელებული ძირეული ცვლილებაც სწორედ ამას ითვალისწინებდა, რომ მომხდარიყო მადლის გაუხვება; ანუ სასიცოცხლო ენერგია გაცემული ყოფილიყო მხოლოდ მადლიერების მხრივად. რაც თავის მხრივ ნიშნავს, სიყვარულისა და პატივისცემის ნიადაგზე შესრულებული ქმედებების სანაცვლოდ კოსმიური ენერგიის მიღებას. ე.ი. ახალშობილთაგან კოსმიურ ენერგიას იღებენ:
1)მშობლები – იმ მადლიერების ნიშნად, რომ ისინი ბიოლოგიური მშობლები არიან და გარდა ამისა, ზრუნავენ საკუთარ პირმშოზე სიყვარულით.
2)და-ძმა, რადგანაც ისინიც ბიოლოგიური განაყოფები არიან მასთან და ამიტომ მათ შორის არსებობს სიყვარულის ძალისმიერი კავშირი.
3)გენური ნათესაობაც, სიყვარულისმიერი ზრუნვის საფასურის ზომით.
მიღებულ ენერგიას კი, ისინი თავადაც მოიხმარენ და თანაც გასცემენ ცოდვა-მადლის წილ; თანახმად კანონისა: „სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი“ (რომაელთა 5-20).
ახლა კი გთხოვთ ყურადღების მობილიზებას და ისე მოსმენას იმ ცნობისა, რომელიც ეხება იმ შენიღბულ ბოროტებას, რომელმაც ანტიქრისტეს წარმოშობა გამოიწვია და საკაცობრიო მიმდინარეობის გაგრძელებას საფრთხე შეუქმნა. ამის მისაღწევი ქმედებები სატანამ იესოს შემდგომი პერიოდიდან დაიწყო და გამოიხატა იმით, რომ რელიგიებმა დაარღვიეს აღთქმით დაწესებული კანონმდებლობა და მიმართეს ე.წ. „ნათლობის“ რიტუალების ჩატარებებს. რითაც ხალხს აჯერებდნენ, რომ მათ ხელთეწიფებოდათ შუამავლობა ღმერთსა და ადამიანს შორის და მათი განათვლაც შეეძლოთ. ყოველივე რომ კარგად გასაგებად წარმოვადგინო, ამიტომ მოვიშველიებ ბიბლიის ამ სიბრძნეს: „ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე. რადგან ვერც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. მოსაჩვენებლად კი დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ“ (მათე 23-13,14). ახლა კი ავხსნი ციტატას – „ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე და შემავალთ არ უშვებთ“ – ვინაიდან ახალშობილთაგან კოსმიური ენერგიის გაცემა ხდება მხოლოდ მადლის წილ და თუ როგორ, ეს უკვე გაცნობეთ. ამიტომ ცხადია რომ ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის თანახმად, უშუალოდ მათგან რომ სასიცოცხლო ენერგია ვინმემ მიიღოს, მათი მშობლების, და-ძმისა და გენური ახლობლების მონაწილეობის გარეშე, შეუძლებელია!!! ხოლო ამ უკანასკნელთა მხრიდან კი დაშვებულია მიღებული ენერგიის გაცემა: როგორც ვინმეს მიმართ სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობის საფუძველზე, ასევე ჩადენილი ცოდვის წილის მხრივაც იმ პირზე, ვინც მათი ცდუნება შესძლო. რაც შეეხება რელიგიის მსახურთა ქმედებას, რასაც ისინი „ნათლობად“ ასაღებენ. მასზე მშობელი თავად თანხმდება და ამით ორმაგად დამოკიდებული ხდება მათზე: პირველი ის, რომ მას ჰგონია ამ პროცესის მონაწილე მხარეები – ე.წ. „ნათლია“ და „მომნათლავი ღვთის მსახური“ მართლა ღმერთთან დამაკავშირებელი რგოლია და ამიტომაც მათ მიმართ უდიდესი პატივისცემის გრძნობით იმსჭვალებიან. მეორეს მხრივ კი, რადგანაც მათ შესძლეს ბავშვის მშობლების მოტყუება და ამით ცოდვა ჩაადენინეს მათ, ამიტომ ისინი უკვე ორმაგი გზით იღებენ მათგან სასიცოცხლო ენერგიას.
როგორადაც უკვე გაცნობეთ ეს პროცესი იესოს შემდგომ პერიოდში დაიწყო და თავისთავად ცხადია, რომ მოსახლეობის ზრდის პარალელურად, ცოდვის წილის მატება გაიზრდებოდა და ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ გაცნობებთ იმას, რომ ამჟამად რელიგიები უკვე დაკომპლექტებული არიან ენერგოვამპირ მსახურებით, რომელთაც მორგებული აქვთ მრავალშრიანი ნიღბები. რაც შეეხება მათ მიერ ახალშობილთაგან ენერგიის მიღების პროცესს, ის უკვე ისეთ დონეზე ავიდა, ანტიქრისტესადმი ნდობის გამოცხადების გამო, რომ ამ ე.წ. „ნათლობამ“ ის ძალა შეიძინა, რომ ამ პროცესის შედეგად ახალშობილებში დაცემული სულის შესახლება ხდება. ეს კი განსაკუთრებით საშიშია იმ ახალშობილთათვის, რომელნიც მაღალი სულიერი კოდის გენისანი არიან და ძალიან ხშირად ასეთი შემთხვევები, ბავშვის დაღუპვით სრულდება. ხოლო სხვა შემთხვევაში კი მძიმე დაავადებებით, ან მშობელთა და მოზრდილი დის, ან ძმის, ანდა გენური ნათესავის დაღუპვით: თვითმკვლელობების, მკვლელობებისა და უბედურ შემთხვევების მხრიდან; რადგანაც თავიანთი ჩადენილი ქმედებით მათ თავად გადაიკეტეს სასიცოცხლო ენერგიის მიღების წყარო. თუ როგორ ხდება დაცემული სულის ჩასახლება და რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს, ამას აქ არ განვიხილავ, რადგან ეს ცოდნა დაწვრილებით გადმოცემული მაქვს წიგნში: „სიბრძნის გაკვეთილები“.
ალბათ უკვე მეტი კომენტარი აღარ არის საჭირო იმის მისახვედრად, თუ როგორ უნდა იქნეს გამოცნობილი ანტიქრისტე, რომელზედაც ბიბლია იძლევა იმ ცნობას, რომ ის ე.წ. „სასულიერო“ პირი იქნებოდა (II თესალონიკელთა 2-3,4). დიახ, მას იმიტომაც ეწოდა სახელი ანტიქრისტე, რომ ის ქრისტეს გაეჯიბრებოდა და გახდებოდა ათეულ ათასობით ბავშვთა „ნათლია“. კაცობრიობის მთელ ისტორიაში ამას, მის გარდა ვერავინ შესძლებდა!!!
ახლა კი იმის შესახებაც უნდა გაცნობოთ, თუ რატომ სჭირდებოდა სატანას (რომელსაც ანგელოზობა წაერთვა), ანტიქრისტეს შექმნა. ვინაიდან ის ადრე ანგელოზი იყო, ამიტომ ცხადია, რომ ფლობდა საკმაო ცოდნას ღმერთისა და ამ სამყაროს შესახებ; თუმცა არა ყოველივე იმას, რასაც ქრისტე!!! თუ რა იცოდა სატანამ, ამის საცნობებლად მოვიშველიებ ბიბლიურ ამ ცნობას: „მიეცა მას პატარა წიგნი, ანგელოზის ხელიდან და როცა ის შეჭამა, თაფლივით ეტკბო პირში, მაგრამ მუცელი გაუმწარა. უთხრეს მას, რომ მოუწევდა კვლავ ეწინასწარმეტყველა ხალხებზე და ერებზე“ (გამოცხადება 10-10,14). „პატარა წიგნი“ – ეს ბიბლიური კოდის გასაღებია. რომელიც აზროვნებისათვის, გონების ლექსიკონის ფლობის უნარია. როგორადაც ამას ბიბლია, იოანეს გამოცხადებით აცხადებს: ამ გასაღების მოპოვებას სჭირდებოდა, სწორედ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობით მიღებული ნაყოფი – ადამიანი, რომელიც ამ „სიტყვას დაიტევდა“. ხოლო სხვანაირად განმარტებით კი, ეს ნიშნავდა პროცესს, რომელსაც ბიბლიურად ქრისტეს სულის გარდმოსვლა ჰქვია და ბიბლიითვე ისიც ცნობილია, რომ ეს სული იესოზე გადმოვიდა მოწიფულობის ასაკში: „თვით იესო, როცა იწყებდა, იქნებოდა 30 წლისა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი“ (ლუკა 3-22,23).
მაშასადამე, ბიბლიური კოდის გასაღების მისაღებად საჭირო ყოფილა ზრდასრული ადამიანის აზროვნება და აუცილებლობაც იმისა, რომ მას ამ სულის კოსმოსიდან მოსაზიდად გაევლო განკითხვის პროცესი. რომლის შედეგსაც უნდა გამოეტანა საიმისო განაჩენი,რომ მინიჭებოდა მას ეს სული თუ გარდაცვლილიყო. ხოლო გენეტიკა კი კვლავ გაგრძელდებოდა პროგრამაში ცვლილებების გარეშე მანამ, სანამ ნაყოფი არ მიიღებოდა. დაისმის კითხვა: როგორ უნდა იქნას იგი გამოცნობილი ადამიანთა მიერ? გარეგნულად ხომ მას რაიმე განსაკუთრებილი განსხვავებულობა არ ექნება ისევე, როგორც ეს არც იესო ნაზარეველს არ ჰქონია?! ცხადია, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ბიბლიას შეუძლია და მასში ამ საკითხის მიმართ უხვად არის კიდეც გადმოცემული საამისო ცნობები. რომელთა შესახებაც აქ გავაკეთებ ძალიან მოკლე მიმოხილვას.
მოგეხსენებათ, რომ ვინაიდან ღვთის წყალობა ციდან – ანუ გონებიდან გაიცემა, ამიტომ ცხადია, რომ ეს პიროვნება უნდა გამოცნობილი ყოფილიყო იმ ცოდნის ფლობით, რომელსაც ბიბლიამ უწოდა: „დიდი ხნის განმავლობაში გონებაში უნაყოფოდ მყოფი ჭეშმარიტება, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო წუთისოფლის განსვლად გამზადების პერიოდში“ (III ეზრა 6-28). ამავე დროს, ბიბლია აცხადებს იმასაც, რომ დაფარული ჭეშმარიტება მოიცავს ისეთ ცოდნას, რომელიც არ არის კაცთმიერი აზროვნების ნაყოფი და ამიტომ მისი მოპოვება შეეძლება მხოლოდ იმას, ვინც ღმერთმა აირჩია საამისოდ: „აჰა, მოდის დღეები და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს. ის სამართალსა და სიმართლეს იქმს ქვეყანაზე. აი სახელი, რომელიც ეწოდება მას: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-5,6).
ახლა კი გადავალ ბიბლიის ამ წინასწარმეტყველებათა აღსრულების ფაქტების ცნობებაზე: „უფალია ჩვენი სიმართლის“ პირველი წიგნის – „სიბრძნე სიმართლის“ დაწერის შემდეგ, მოხდა მისი შემქმნელის წარსდგენა ღვთის სამსჯავროზე, 2008 წლის 4 ნოემბერს. სანამ განვაგრძობ თუ რა მოვლენები განვითარდა ამის შედეგად, მანამ აღვნიშნავ იმის თაობაზე, რომ ასეთი პროცესი რომ უნდა შემდგარიყო, ამ ცოდნას სატანაც ფლობდა და ისიც ემზადებოდა საამისოდ, რა თქმა უნდა თავისი ეშმაკური ხრიკების გამოყენების იმედად. მას საამისოდ უკვე მომზადებული ჰყავდა ფარისეველთა არმია, რომლებიც დღედაღამ ლოცვებში ატარებდნენ საიმისოდ, რომ საზოგადოების განწყობა ისე წარემართათ, რომ მათი ძალა გამოეყენებინათ ამ დროისათვის თავიანთი კანდიდატისათვის იმგვარად, რომ ის წარსდგენილიყო – როგორც ხალხის რჩეული. ანუ სატანამ ადამიანთა კრებითობა გამოიყენა იმის მისაღწევად, რაც მას არ გამოუვიდა მაშინ, როცა ანგელოზი იყო. ის ხომ „ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8-44), ამიტომ მან შესძლო ფარისეველთა შთაგონება იმ მხრივად, რომ თუკი ისინი შესძლებდნენ და სიტყვებით შეასრულებდნენ რიცხვს, მაშინ ბიბლიური კოდის გასაღებს მოიპოვებდა მათი რჩეული. უფრო სხვანაირად რომ ვთქვა, სატანა ხალხის დახმარების მეშვეობით ცდილობდა ანტიქრისტეს გამეფებას. ხოლო თუ რისთვის, ამას კი უკომენტაროდ დავტოვებ.
ადამის, შეთის, ნოეს, დავითის… ქრისტეს გენი რომ ნაყოფს ქართულ ენაზე მეტყველ ერში გამოიღებდა, ეს ადრიდანვე იყო ცნობილი სატანისათვის იმიტომ, რომ ამჟამინდელ ქართული წყობის სიტყვებით მეტყველებდა თავდაპირველი ადამიანები მაშინ, როცა „მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა ჰქონდა“ (დაბადება 11-1). ეს ცნობა რომ სიმართლეა, მას კი ამოწმებს ბიბლიური კოდის მომდევნო თანამიმდევრობა: „არაფერი არ არის ახალი მზის ქვეშ. არის რაღაც, რაზეც იტყვიან: „შეხედე ახალია ეს!“ ის კი უკვე ყოფილა საუკუნეებში, ჩენამდე რომ იყო“ (ეკლესიასტე 1-9,10). ამ საკითხთან მიმართებით შეგახსენებთ იმასაც, რომ დაფარული ჭეშმარიტება რომ ქართული ენით უნდა გაცხადებულიყო; ამის შესახებ ქართველი ერი, ჯერ კიდევ საკმაოდ ადრე, იოანე ზოსიმეს შემოქმედების მეშვეობითაც იყო ინფორმირებული.
ახლა კი განვაგრძობ იმის ცნობებას, თუ რა მოხდა ღვთის სამსჯავროზე 2008 წლის 4 ნოემბერს, როცა ბიბლიური კოდის გასაღების, ანუ ქრისტეს სულის მისაღები გამოცდის გასავლელად წარსდგენილი იქნა ქართულად მეტყველი ორი პიროვნება: ერთი საზოგადოებაში ავტორიტეტმოხვეჭილი და მეორე კი საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობით მიღებული ნაყოფი. თუ ვინ ჩააბარა გამოცდა და რა შედეგით, ამას ბიბლიის საშუალებით წარმოგიდგენთ და ამ ცნობების ფონზე თავად გამოიცანით ვინ – ვინ არის:
„მხეცი და მისი დამხმარენი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე“ (გამოცხადება 17-13,14).
„მხეცს გასაცოცხლებლად დასჭირდა ჭრილობა მახვილისაგან; და როცა გაცოცხლდა, ქება-დიდების შესხმით თაყვანი სცა მას უამრავმა ადამიანმა, რომელნიც ამბობდნენ: „გეშინოდეთ მისთვის წინააღმდეგობის გაწევისაო“; და მიეცა მხეცს ხელმწიფება სამოქმედოდ ორმოცდაორ თვეს“ (გამოცხადება 13-14,4,5).
ხოლო რაც შეეხება კრავს, მას „მიეცა პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან; და უთხრეს მას, რომ კვლავ ეწინასწარმეტყველა ხალხებზე“ (გამოცხადება 10-10,14). რასაც ასრულებს კიდეც მის მიერ შექმნილი წიგნები.