გაზიარება

უმეცრების დროება

არავისთვის უცნობი არ არის ის ფაქტი, რომ ადამიანი ჯერაც ვერ ჩამწვდარა ბედისწერის კანონმდებლობაში და ამიტომაც ბრმად მართავს მის საჭეს. ბიბლია აცხადებს, რომ კაცობრიობის მიერ ასეთი სვლით განვლილი პერიოდი ღმერთმა ასე შეაფასა: უმეცრების დროება. ამასთანავე ბიბლია იმასაც იუწყება, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ადამიანი შესძლებს მის დაძლევას. რასაც შეასრულებს ცოდვათა მონანიების საფუძველზე გამოფხიზლებული გონების მეშვეობით. „ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს, ყველას და ყველგან, რომ მოინანიონ. რადგან მან დაადგინა დღე, როცა მსოფლიოს განიკითხავს სიმართლით წინასწარ არჩეულის ხელით“ (საქმეები 17-30,31).
როგორადაც ცნობილია, ბიბლია ითვლის თავისი არსებობის მრავალ საუკუნეს. სარწმუნო სიმართლეა ისიც, რომ მასში გადმოცემული წინასწარმეტყველებანი სუყველა აღსრულებადია სათანადო დროის დადგომისთანავე. მაგრამ სწორედ ამ დროთა გამოცნობაა ის შეუძლებელი რამ, რაც ადამიანის აზროვნებისათვის მიუწვდომელი არის და ამიტომაც იბნევა ადამიანი დროსთან მიმართებაში. თუმცა გონიერების მოხმობითა და წინასწარმეტყველებათა სააღსრულებო დროსთან შესაბამისობაში გაცხადებული ნიშნების მიმართ გულისხმიერად მიდგომით, შესაძლოა იმის გამოცნობა, თუ რომელ დროში ვართ ახლა და მის შესაბამის რა მოვლენებს ექნება ადგილი. ბიბლიასთან მიმართებით კი გავამხელ ერთ მეტად მნიშვნელოვან საიდუმლოს, რომლის ცოდნაც საგულდაგულოდ იყო დაფარული. ეს ეხება იმ აუცილებლობას, რომელიც არის ამ კანონის აღსრულება: „რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება და რასაც მიწაზე გახსნით, ზეცაშიც გახსნილი იქნება“ (მათე 18-18). რაც ნიშნავს იმას, რომ აღსრულების დაწყებას ყოველთვის წინ უსწრებს იმ სიცრუის მხილება, რომელიც გამოაშკარაავებამდე დროში იყო გავრცელებული და სიმართლე კი საიდუმლოებად გადამალული. ხოლო რაც შეეხება ბიბლიის კანონთა აღსრულებას, როგორც უკვე გაცნობეთ, ის სამმაგი განშტოებით ხდება: ადამიანის პირადულ, საზოგადოების მხრივ და ბუნების მოვლენების მხრივად.
მაშასადამე წინამდებარე საიტით წარმოდგენილი ცოდნა მტკიცებულება არის იმისა, რომ ბედისწერის საიდუმლოს ფარდა აეხადა. რაც თავის მხრივ იძლევა იმის მიხვედრის პირობასაც, რომ ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვათა ზღვარი აღივსო და საფრთხე ექმნება კაცობრიობის არსებობის გაგრძელებას. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ცოდვათა მონანიების აუცილებლობა. რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ჭეშმარიტი სიმართლის შეტყობის გარეშე!
უმეცრების დროება, სიცრუეში ყოფნას ნიშნავს: როცა ადამიანს სიცრუე სიმართლე ჰგონია და ამით თავს არხეინად გრძნობს. მაგრამ ასეთი მდგომარეობა მხოლოდ იქამდე გრძელდება, სანამ სიცრუეს აქვს მიცემული საარსებო ხანგრძლიობის ვადა. მაგრამ შემდეგ რაც მოხდება როცა სიმართლე გაირკვევა, ამის წარმოდგენა ყველას თავად შეუძლია. აგრეთვე იმისაც, რომ რაც უფრო დიდი სიმართლის სიცრუით გადაფარვას ექნება ადგილი, მით მძიმე იქნება იმედგაცრუებითი შედეგიც. სიმართლე კი ყოველთვის აუცილებლად ირკვევა – იმიტომ, რომ ამ სამყაროს დროის დინამიკა ჭეშმარიტ სიმართლეზე არის ორიენტირებული!!!
ვინაიდან ძალიან მცირე დროღა დარჩა საიმისოდ, რომ საუკუნეების მანძილზე დაფარულად მყოფი სიმართლის მხილების ფაქტთა ცვენა დაიწყოს, ამიტომ ღმერთმა კვლავ დახმარების ხელი გაუწოდა ადამიანებს საიმისოდ, რომ შესძლონ გამკლავება მიმდინარე პროცესებისა. რაც შეეხება დახმარებას, უპირველეს ყოვლისა ის გულისხმობს საჭირო ცოდნით აღჭურვას. ვინაიდან ნებისმიერი სახის პრობლემას ადამიანი მხოლოდ მაშინ გადალახავს, თუკი ის სათანადო ცოდნით იქნება აღჭურვილი. მაგრამ თუ არასაკმარის ცოდნას გამოიყენებს, მაშინ გარდაუვალი იქნება წარმოშობილი პრობლემისაგან მისი დამარცხება.
რაც შეეხება სიმართლეს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის შესახებ: ადამიანი რომ ნამდვილად ღმერთის შემოქმედების ნაყოფია, ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი მტკიცებულება ის გახლავთ, რომ ყოველი ახალშობილი, განურჩევლად ეროვნებისა თუ ფერისა, თავისი წარმომავლობის თაობაზე იტყობინება იმას, რომ ის არის „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“ (აღუ) ნაშიერი. რომელი სიტყვებიც გონებისმიერია და იგი სულით ეძლევა ადამიანს. ვინაიდან ეს სიტყვები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეთა შვილებს მაინც ერთიდაიგივე ენაზე აქვთ გონებაში დაფიქსირებული – ეს იმის მტკიცებულებაა, რომ არსებობს ერთადერთი ღმერთი! რომელმაც ადამიანთა მოდგმა შექმნა და ყოველ მათგანს დაუწესა ერთიდაიგივე კანონმდებლობა! თუმცა ადამიანი სათანადოდ ამას ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა. რისი თქმის უფლებასაც იძლევა მრავალრელიგიანობისა და ათეიზმის არსებობა. რომელთა შესახებაც დავძენდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, თითქოს ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთის საპირისპირო რწმენაზე დგას; სინამდვილეში ეს სრულებთაც არ არის ასე. რადგანაც ღმერთის საზომის განსჯით ორივე მათგანი ერთ საქმეს ემსახურება და ის ღმერთისადმი ურწმუნოებაა. თუმცა სხვადასხვანაირი მეთოდებით გამოხატავენ ამას და ერთი აშკარა ფორმას მიმართავს, ხოლო მეორე კი შენიღბულს.
ხანგრძლივი დროის მანძილზე სიცრუეში ყოფნამ ისეთი დაღი დაასვა ადამიანის შემეცნებას, რომ განსჯის სწორი ორიენტირება დააკარგვინა. რის გამოც მისთვის ღირებულს ის წარმოადგენს, რაც ბედისწერის საზომით უმნიშვნელოა; ხოლო რაც ბედისწერის განსჯაში მთავარს წარმოადგენს, ამის მიმხვედრი კი უკვე ვეღარ არის. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა განწყობა არასწორ მიმართულებაზეა ორიენტირებული. ამ ფაქტის გათვალისწინების გამო, აუცილებლობა მოითხოვს იმის შეხსენებას, რომ დედამიწის შექმნამდე ამ სამყაროში სხვა მაკრო ელემენტები არსებობდნენ. ხოლო რაც შეეხება ადამიანს, მისი აქ დასმა მხოლოდ მაშინ მოხდა, როცა ამის საარსებო პირობები მოაწესრიგა იმ გონიერმა არსებებმა, რომლებიც მის მოსვლამდე ცხოვრობდნენ დედამიწაზე. ყოველივე ამით იმის თქმა მსურს, რომ ეს სამყარო განვითარების პროგრამით არის შექმნილი. რომელი განვითარებაც რაღაც ეტაპზე ძირეულ სიახლეთა წარმომშობი ნაყოფის მიმღები ხდება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაც, ადამიანთა მოდგმაა. რადგან ის მიმდინარეობა, რომელსაც საკაცობრიო პროგრესია წარმოადგენს, შექმნილი არის ადამიანური აზროვნების განსავითარებლად. ამ მხრივ მინდა გავაკეთო აღნიშვნა იმ მნიშვნელოვანი ხარვეზის შესახებ, რომელიც ძალიან ამუხრუჭებს განვითარების პროცესს და მას კი „მოკლე მეხსიერების“ სინდრომი ჰქვია. ავხსნი თუ რა მოიაზრება მასში: საქმე იმაში მდგომარეობს, რომ საყოველთაო შემეცნებითი მრწამსი ეყრდნობა მხოლოდ თვალთახედვას და მის საფუძველზე ამჩნევს: ნიჭთა განვითარებაში, გარეგნულ იერ-სახეობაში და ხასიათის ჩამოყალიბებაში – გენეტიკური მემკვიდრეობის გავლენას. მაგრამ რასაც გონიერების საფუძველზე დაყრდნობით მიღებული შედეგები ჰქვია და ეხება ადამიანურ ფენომენს, მასში გარკვევის შემძლე კი უკვე ვეღარ არის. ამიტომაც ამ მხრივი გენური მემკვიდრეობის მიმღებ პიროვნებებს თავიანთი უნარის გამოვლენის საშუალებას არ აძლევს ის გამეფებული უმეცრების დროება, რომელიც ადამიანებმა ააგეს სწორედ თვალთახედვის საზომის განსჯაზე დაყრდნობით. უფრო გარკვევით რომ წარმოვადგინო რისი თქმაც მსურს, საამისოდ გამოვიყენებ შედარების მეთოდის ასეთ მაგალითს: როცა თავსხმა წვიმა იწყებს მოახლოებას, მას წინ უსწრებს წვეთები, რომელიც ქარს გადააქვს საკმაოდ შორს მანძილზე – იქ სადაც ჯერ არ წვიმს. ვისაც ეს წვეთები დაეცემა, ის მიხვდება იმას, რომ მალე თავსხმა წვიმა იქნება და შეეცდებაგარშემო მყოფნი გააფრთხილოს ამის თაობაზე. ვინც შეისმენს მის ნათქვამს, გარშემო მიმოიხედავს, გარინდებულ ბუნებას დაკვირვების თვალს გადაავლებს და შემდეგ თავშესაფარსაც მოიძევს, ცხადია ის მშრალი გადარჩება. ხოლო ვინც დაელოდება იმას, რომ ეს მაშინ დაიჯეროს, სანამ წვიმის წვეთები მასაც არ დაეცემა; მაშინ ის არა მხოლოდ ძალიან დასველდება, არამედ შეიძლება ნიაღვრის მსხვერპლიც გახდეს. სწორედ ამ მაგალითის ფონზე მინდა წარმოვადგინო ის პროცესი, რომელსაც ბიბლია „ადგილთა ძვრას“ უწოდებს და მის შესახებ ასეთ ცნობას იტყობინება: „როცა გამოჩნდება წუთისოფელში ადგილთა ძვრა და ხალხთა აღრევა, მაშინ მიხვდებით, თუ რატომ ლაპარაკობდა მათზე უზენაესი დღეთა დასაბამიდანო“ (III ეზრა 9-34).
კანონის – „გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებია ადამიანთა შვილებს. მე მომეცა ეს მადლი, რომ გამომეცხადებინა ყველასათვის, თუკი რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში“ (ეფესელთა 3-3,5,8,9) – აღსრულების გამო; „ადგილთა ძვრის“ თავსხმის მოახლოების მაუწყებელი „წვეთის“ დამცემი გატყობინებთ: ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება და მის მოლოდინს არა თუ წლები, არამედ შესაძლოა თვეებიც აღარ დასჭირდეს. რაც შეეხება მისგან „დასველებას“- ამას ვერავინ გადაურჩება!!! მთავარია მის მიერ გამოწვეული ნიაღვრით წალეკვისაგან თავდახსნა შესძლოს ადამიანმა. რისთვისაც მეტი დრო აღარ უნდა დაკარგოს და ეცადოს, რომ აღიჭურვოს სათანადო ცოდნით.
„ადგილთა ძვრის“ პროცესის განვითარება სამი მიმართულებით წარიმართება, რომლებიცაა: ჯანმრთელობისმხრივი, პოლიტიკური და ბუნებრივ კატაკლიზმური ძვრები. მის შესახებ უნდა გაცნობოთ ის, რომ ძვრა იქნება ძლიერი და მცირედ დროში ძირეული ცვლილებების გამომღები. უფრო დაკონკრეტებულად რომ ვთქვა: საქმე ეხება იმ ევოლუციური პროცესების რევოლუციურ პროცესებად გარდასახვას, რომელიც თანმხლები იყო საკაცობრიო მიმდინარეობისა, მოყოლებული ადამ და ევადან – ვიდრე „ადგილთა ძვრის“ დაწყებამდე. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ დღეს ჯანმრთელად ჩათვლილი, ხვალ უცბად მომაკვდავად შეიძლება იქცეს. მშვიდობიან ქვეყანაში, უცბად საომარი მდგომარეობა შეიქმნას და ყველაზე საშიში რაც არის, მრავალ ადგილას ექნება ადგილი ვულკანთა გამოღვიძებებსა და ძლიერ მიწისძვრებს. რადგანაც ბიბლია იძლევა ამ დროზე ასეთ ცნობას: „ადრე წარღვნა იყო წყლით, ახლა კი მოსალოდნელია ცეცხლითო“ (II პეტრე 3-6,7). ვინც გაიაზრებს იმას, თუ რა დონის მოვლენებზეა საუბარი; აუცილებლად მიხვდება, რომ ასეთ შემთხვევებში მედიცინაც უძლურია, პოლიტიკაც და საერთოდ ადამიანური ძალა. ერთადერთი რაც ადამიანს დაიცავს და გადაარჩენს მოვლენილ უბედურებათაგან, ეს მხოლოდ ღმერთისმიერი დაცვაა. რისი მოპოვებაც შეუძლებელია ჭეშმარიტების შეცნობისა და მის კანონთა დაცვის გარეშე!!!
აღნიშნული პროცესები რომ რაიმემ შეაკაოს და დროულად არ მოხდეს მათი განხორციელება, ეს შეუძლებელია!!! ვინაიდან, ჯერ ერთი კაცობრიობის მიერ ჩადენილმა ცოდვებმა იმ ზღვარს მიაღწია, რომ უკვე ძალაში შევიდა აღსრულება კანონისა: „მოვლენილია უბედურებანი და არ მიიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას. დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს. როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი; ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოსავლენი უბედურებანი“ (III ეზრა 16-39,40). მეორეც ის, რომ ანტიქრისტეს მოღვაწეობას „42 თვიანი ვადა გაუვიდა“ (გამოცხადება 13-5) და მის წასვლაზე კი ასეთი ცნობაა ბიბლიაში: რომ „მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება!“ (დანიელი 9-26). ამიტომ ახლა იმას გაცნობებთ, თუ რომელ ქვეყანას რა მხრივ ელოდება „ადგილთა ძვრის“ განხორციელება. საამისოდ მინიშნებებს მოგაწვდით. ხოლო დასკვნა კი თავად გამოიტანეთ იმ ფონზე, რა მდგომარეობაშიაც არის ამჟამად ის ქვეყანა, სადაც თქვენ იმყოფებით. რისთვისაც ჭეშმარიტების კანონებზე დაყრდნობით განვმარტავ იმას, თუ ბედისწერა რა შემთხვევაში ანიჭებს ხალხს ბრბოს სტატუსს და რა შემთხვევაში – საზოგადოებისას. ამასთანავე იმასაც მოგახსენებთ, რომ საზოგადოებად შეფასებული ხალხით შემდგარი ქვეყნის ბედისწერა ღვთის წყალობის მომკით განისჯება; ხოლო ბრბოთი დასახლებულისა კი – ღვთის რისხვის განაჩენით.
ღმერთისმიერი საზომის შეფასებით, საზოგადოება არის ერთ ენაზე მოსაუბრე იმ ადამიანთა ერთობა, რომელთაც ერთმანეთთან აკავშირებთ სიყვარულის გრძნობით განმსჭვალული მეგობრული განწყობა. რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთის აზრის მოსმენაც და შესმენაც; ერთმანეთის გასაჭირისა და ბედნიერების გაზიარებაც. როცა არ შეუძლიათ არ გამოესარჩლონ დაჩაგრულს და არ აღკვეთონ ძალადობისმხრივი ინციდენტები. არ დაუშვან უსამართლობა და არ მისცენ საშუალება სიცრუის გავრცელებას. როცა აღკვეთილი იქნება სიღატაკე – გულუხვობის ხარჯზე; განქარწყლდება სიძუნწე,შური; ბოლო მოეღება ამპარტავნობას; და რაც მთავარია, ადგილი არ ექნება სინდისის ხმის ჩახშობას.
თუკი ხალხი ასეთი თვისებებით შემკულ ადამიანთა ერთობით იქნება წარმომდგარი, მაშინ ბედისწერა მას საზოგადოების სტატუსს მიანიჭებს და მისთვის განაჩენიც ღვთის წყალობის მომკის საზომებით განისჯება. რაც გამოიხატება იმაში, რომ ღმერთი მათ წინამძღვრად ღვთისნიერ და ბრძენ ადამიანს მოუვლენს; რომელიც კიდევ უფრო აღზრდის მათ და ბედისწერისაგან ღვთის წყალობის უფრო და უფრო მაღალ ჯილდოებს მოამკევინებს. რითაც აღარ იქნება აღარც ღატაკი და აღარც სნეულებით დატანჯული ვინმე; აღარც უსწავლელი და უმუშევარი. ანუ მოკლედ რომ ვთქვა: აღარ იარსებებს უბედურება; და რაც მთავარია, ასეთი ხალხით დასახლებულ ადგილს არ მოევლინება ბუნების რისხვა და დაცული იქნება კატაკლიზმებისაგან. ადგილის მიწაც გამოიღებს დოვლათს და ვერცერთი სხვა ქვეყნის ხალხი ვერ გაბედავს მათ შევიწროებას!!!
მაგრამ თუკი ხალხი შედგება ისეთი ადამიანებისაგან, რომელნიც ასეთი თვისებებით ხასიათდებიან: არიან ამპარტავანნი; ერთმანეთის მოძულენი და მოშურნენი; დამცინავნი, ერთმანეთის აბუჩად ამგდებნი; ლანძღვა-გინებითა და მუდამ სიცრუით მოუბარნი; სამართლის ქრთამით ჩამხშობნი; უსამართლონი; სხვისი გასაჭირის არად ჩამგდებნი; ფიზიკურად სუსტის დამჩაგვრელნი; სინდისის ჩამხშობნი ფულისა და თანამდებობის გამო. ასეთი ხალხი თუგინდ ერთ ენაზეც საუბრობდეს და მათში დიპლომებისა და თანამდებობრივი სიმაღლეების მფლობელნიც უამრავი იყოს; ასეთი ადამიანების ერთობით შემდგარ ხალხს, ღმერთის საზომი ბრბოს სტატუსს ანიჭებს და ბედისწერასაც მათთვის გამოაქვს ღვთის რისხვის მომკის განაჩენი. რაც იმაში გამოიხატება, რომ ღმერთის დაშვებით, ასეთ ხალხი მმართველებად ირჩევს სატანური ძალის ძალოვანებს. რომელთაც რა თქმა უნდა კეთილობის მრავალშრიანი ნიღბები აქვთ მორგებული, რათა ვერავინ ჩაწვდეს მათი ანგარებიანი გულის ბოროტულ ზრახვებში. ცხადია ასეთი მმართველები ისეთ შენიღბულ კანონებს იღებენ, რომელთა დაცვაც ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად დაუმძიმებს ღვთის რისხვის სასჯელებს და საბოლოოდ ან განუკურნებელი ჭირის ეპიდემიის, ან ომის და ანდა ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლად აქცევს მათ. ამ საკითხთან მიმართებით დავძენდი შემდეგს: მსოფლიო ისტორიით მოწოდებული ცნობები იტყობინება იმას, ადრე არსებული ერებიდან რამდენი გამქრალა და გადაშენებულა. ამასთანავე იმასაც აღვნიშნავ, რომ რასაც ადრე დიდი დრო სჭირდებოდა, ახლა ის შესაძლებელია ძალიან მოკლე დროში განხორციელდეს; იმიტომ, რომ კაცობრიობა იმყოფება დროში: „1000 წელი, როგორც 1 დღე“ (II პეტრე 3-10).
მინდა ყოველივე ზემო თქმული წარმოვადგინო ისეთი ფორმით, რომ ის ბავშვისათვისაც კი გასაგები იყოს. რისთვისაც მივმართავ შედარების მეთოდს და ასეთ მაგალითს მოვიყვან: საყოველთაოდ ცნობილია ფაქტია ის, რომ მაცივარი იმ მიზნით არის შექმნილი, რომ მასში შექმნილი იყოს ისეთი გარემო, რაც პროდუქტებს შეუნარჩუნებს ვარგისიანობას.ცნობილია ისიც, რომ ყოველ აპარატს საფუნქციონიროდ დადგენილი აქვს სათავისო წესი, რასაც ინსტრუქცია ეწოდება. ცხადია, რომ მაცივრის შემთხვევაშიც ეს ასეა და ეს წესიც შემდეგ გარემოებებს ითვალისწინებს: უპირველეს ყოვლისა მას სჭირდება სათანადო ძაბვისა და დენის ძალის მქონე ელექტრო ენერგიის მიღება. შემდეგ ის, რომ მოთავსებული იყოს მშრალ ადგილას და მისი კარები უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში. აგრეთვე დროდადრო მოხდეს მისი გასუფთავება და გაწმენდა ზედმეტი ყინულის ნადებისაგან ისე ფრთხილად, რომ ფრეონის სითხე არ დაიღვაროს. მოდით ვიმსჯელოთ თუ რა მოხდება მაშინ, თუკი მაცივრის მეპატრონე არ დაემორჩილება ამ წესებს: თუკი მაცივარი სველ ადგილას იქნება მოთავსებული, შესაძლოა წყალმა იქ შეაღწიოს, სადაც ელექტროენერგიის წყაროა და ისიც ფუნქციონირებას ვეღარ შესძლებს. თუ მაცივრის კარები ხშირად ღია დარჩება, მაშინ ის მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში იქნება და ვეღარ გააკეთებს გამორთვით წუთშესვენებებს. ამიტომ შეიძლება გადახურდეს მისი მოტორი და მწყობრიდან გამოვიდეს. თუკი ზედმეტ ყინულს არ მოვაცილებთ, მაშინაც ანალოგიური რამ შეიძლება რომ მოხდეს. ხოლო თუკი მისი მოცილებისას ფრეონის სითხეს დავღვრით, მაშინ ის ფუნქციას შეიცვლის და გაციების მაგივრად თბილ გარემოს შექმნის. იმ შემთხვევაში კი, თუკი ადგილი ექნება მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო წყარო ელექტროენერგიაში, ძაბვის ან დენის ძალის მკვეთრ ცვლილებას; მაშინ შესაძლოა, რომ მაცივარი საერთოდ გამოვიდეს მწყობრიდან და გადაიწვას. ამასთან ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ მის მეპატრონესაც მართებს მასთან მიმართებით გარკვეული წესების დაცვა. ვინაიდან თუკი ხელით შეეხება სადენში გამავალ ელექტრულ დენს, მაშინ შესაძლებელია მისი მსხვერპლიც კი გახდეს. აი, სწორედ ამგვარ დამოკიდებულებაში ვართ ადამიანები იმ ბუნებრივ გარემოსთან მიმართებაში, რომელსაც დედამიწური გარემო ჰქვია. რადგან მასა და ჩვენს ურთიერთობას შორის, ჩვენგან სათანადო კანონების დაცვა სჭირდება საიმისოდ, რომ არც ჩვენ გამოვიდეთ მწყობრიდან და არც ის გამოვიყვანოთ ნორმის ჩარჩოებიდან. ასეთ ინსტრუქციას კი ის კანონები წარმოადგენენ, რომლებიც შექმნილია ქრისტეს მიერ და ყოველი ადამიანის სულის გონების შემადგენლობაშია. რომლის აზროვნებით შეცნობაც შესძლო, გონებაში ჩაწერილი უფლის ხმის მოსმენის შემძლე იმ ადამიანებმა, რომელთაც ისინი შექმნეს წმინდა წერილების სახით და ამჟამად მათ ჩვენ ვიცნობთ ბიბლიურ სიბრძნეებად. დღეს ზუსტად იმ დროში ვიმყოფებით, როცა აუცილებლობა მოითხოვს იმას, რომ დასრულდეს ადამიანთა უგუნურებით შექმნილი უმეცრების დროება. ვინაიდან „მეპატრონეებიც“ (ადამიანები) და „მაცივარიც“ (დედამიწური გარემო), ადამიანთა მიერ ინსტრუქციის დაუცველობის შედეგის მომკის ზღვარზე იმყოფება. დანარჩენი კი თავად განსაჯეთ… მე კი აქ მხოლოდ ამ ცნობას დავამატებ: რომ ადამიანები ამ მხრივ, ღმერთის საზომის მიერ ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი: ერთნი „მაცივრის მეპატრონის“ სტატუს მინიჭებულნი არიან; ხოლო მეორენი კი „მაცივრის მობინადრეთა“ სტატუსისა. ამ საიტზე განთავსებული ცოდნა „მეპატრონეთათვისაა“ განკუთვნილი და თანაც უკვე მათთვის ჰაერივით აუცილებელი ხდება მისით აღჭურვა. დანარჩენნი კი ამ ცოდნის შეცნობის შემძლეობის უნარმინიჭებულნი არ არიან და ამიტომაც ისინი არც ირწმუნებენ და ვერც ვერაფერს გაუგებენ მას.