გაზიარება

უმეცრებიდან სიბრძნისაკენ


„ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც მსოფლიოს განიკითხავს სამართლით წინასწარ არჩეულის ხელით“ (საქმეები 17-30,31). როგორც ხედავთ ამ კანონით ბიბლია გვაცნობებს, რომ ღმერთის დაშვებით კაცობრიობა დასაბამიდან ბოლო ჟამის პერიოდამდე იმყოფებოდა უმეცრების დროებაში. ხოლო ბოლო ჟამის დროისათვის კი უფალი მოუწოდებს ყველას ყველგან, რომ ჩადენილი ცოდვები მოინანიონ. რამეთუ მის გარეშე შეუძლებელია იმ სიბრძნის დროში გადასვლა, რომლის დადგომის გარეშეც ადამიანთა მოდგმა არსებობის გაგრძელებას ვეღარ შესძლებს.
სიბრძნის დროებაში გადასვლის აუცილებლობა შედეგია საკაცობრიო გენეტიკის მსვლელობის ბოლო ეტაპის დამსახურებისა. ვინაიდან ზრდასრულებამდე მივიდა ადამიანისათვის დაშვებული გრძნობების დონე. რომელი გრძნობებიც არიან განმსაზღვრელნი ადამიანთა როგორც ქმედებებისა თუ ფიქრებისა, ასევე მათ ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისაც. ამის გამო თანამედროვე ადამიანი ძალიან განსხვავებულია წინამორბედთაგან. თუმცა კი გარეგნულად ეს განსხვავება არ შეიმჩნევა. თუ რა სხვაობაზეა საუბარი და საერთოდ რას ნიშნავს ეს უმეცრებისა და სიბრძნის დროებანი, ყოველივე რომ კარგად გასაგებად წარმოვადგინო, ამიტომ გაცნობებთ შემდეგს:
ღმერთის მიერ ადამიანისადმი დამოკიდებულების შესახებ ბიბლია იუწყება, რომ „ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის მსგავსად და ხატად“ (დაბადება 1-26). რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ადამიანს მიცემული აქვს როგორც გონება, ასევე აზროვნებაც. რომელთაგან პირველი სულისმიერია და მეორე – სხეულისმიერი. ხოლო ორივე მათგანი კი სჭირდება საიმისოდ, რომ {სული+სხეული} ერთობის მთლიანობა არ დაირღვეს. ანუ გონებისა და აზროვნების თანამშრომლობა განაპირობებს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას. რაც თავისთავად მისახვედრს ხდის იმას, რომ რაც უფრო მჭიდრო იქნება მათი კავშირი, მით მეტად ღვთის წყალობის მომკით იცხოვრებს ადამიანი. რადგანაც მისი ფენომენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გონება არის გრძნობების განმგებელი და წინამძღვარი; როგორც ამას კანონიც ადასატურებს: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23).
ახლა კი საჭიროდ მიმაჩნია ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა პროგრამას ფლობს გონება და როგორია მისი ფუნქციონირების მექანიზმი. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ შემქმნელის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გონება მართავს და ხელმძღვანელობს სიცოცხლის პროცესს შემდეგნაირად: იგი მომცველი არის იმ კანონებისა, რომელთაც ჩვენ ბიბლიურ სიბრძნეებად ვიცნობთ. ადამიანის ძილის პერიოდში აზროვნება ვალდებულია, რომ გონებას ჩააბაროს სიფხიზლის დროს თავისი პატრონის ნაფიქრ-ნამოქმედარის აღწერა. რომელსაც გონების მსაჯულები შეადარებენ იმ კანონებს, რომელნიც მას მიესადაგებიან კატეგორიებისდა შესაბამისობით და გამოიტანენ შედეგებს იმისდა მიხედვით, თუ რომელი კანონი რა პროცენტით შესრულდა ან დაირღვა. რის შემდეგაც ამ შედეგს სულისმიერი ძალა, ენერგიული სხივის საშუალებით მიაწვდის იმ ვარსკვლავპროგრამას, რომელშიაც ჩართულია ამ პიროვნების სული. ვიცი ეს ცნობა ცოტა არარეალურად მოგეჩვენებათ იმის გამო, რომ საკაცობრიო შემეცნების არეალი აქამდე მოკლებული იყო ჭეშმარიტი ცოდნის ელემენტების ცოდნას. მაგრამ სინამდვილეში ეს მატერიალური სამყარო მხოლოდ ადამიანის ფიზიკური ზომისა და მისი თვალთახედვის არეალისათვის არის უზარმაზარი, თორემ სულის შესაძლებლობისათვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს სამყაროს მოკლე დროში შემოვლა. ვინაიდან სული კოსმიურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული და არა დედამიწურისას. მას შემდეგ კი, როცა ვარსკვლავპროგრამაში (რასაც ჩვენი შემეცნება სამყაროს გონს უწოდებს) მოხდება ამ ინფორმაციის მიტანა ენერგიის სახით, იქ ის რიცხვად გამოისახება და საიმისოდ, რომ მოხდეს მისი აღსრულება ბედისწერის ფაქტებად; ანუ მოხდეს ენერგიის მატერიაში გადასვლა, ამისათვის იქ ის გამთლიანდება იმ რიცხვის დამატებით, რომელიც შეავსებს მას 10, 100, 1000 და ა.შ. მთლიანობამდე. შემდეგ ამ რიცხვს უკვე ენერგიად გარდაქმნილს, მზის სხივი ჩამოიტანს დედამიწურ გარემოში და მოხდება კვეთა სივრცისა და დროისა; ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ: ენერგიული „აფეთქება“ მატერიაში გადასვლისა. ეს მხოლოდ მოკლე მონახაზია და მისი დეტალებში განხილვა კი უკვე მეცნიერული სპეციალობების სფეროს საქმეა. აი ეს არის მთელი მექანიზმი ბედისწერის გეგმის შექმნისა და მისი აღსრულებისა. თუმცა დასამატებელია განაწილების საკითხი. რადგან ის წილი, რაც კანონთა აღსრულებას დააკლდა, გადაეცემა მათ, ვინც თავიანთი მოღვაწეობის შედეგად, გონების საზომით ცოდვის შვილებად იქნენ შერაცხულნი. რის შემდეგაც ასრულებენ დამსჯელობით ფუნქციას, ღვთის შვილებად შეფასებულთა მიმართ. რათა ისინი დროულად გონს მოეგონ და ცოდვები აღარ ჩაიდინონ.
ახლა კი იმას მოგახსენებთ, თუ რატომ შეაფასა ღმერთმა კაცობრიობის მიერ განვლილი დრო, უმეცრების დროებად. საქმე იმაში გახლავთ, რომ მოკლედ წარმოდგენილი ის ინფორმაცია, რომელიც ახლა მოგაწოდეთ, აქამდე ცნობილი ცოდნა არ გახლავთ – მიუხედავად იმისა, რომ მის განვრცობილი სახით წარმოდგენასა და საყოველთაოდ ხელმისაწვდომად გამოქვეყნებას უკვე რამოდენიმე წელია აქვს ადგილი me-sia.com საიტის სახით. რაშიაც დამნაშავე არის ის გარემოება, რომელიც სუფევს და მას უმეცრების დროება ჰქვია. დღევანდელობის უმეცრებად შეფასებას ალბათ უამრავი უარმყოფელი ეყოლება იმის გამო, რომ მეცნიერულ ტექნიკური პროგრესის თანამედროვე მონაპოვარი სხვა სურათს ქმნის. თუმცა განვითარების მწვერვალზე ყოფნის ილუზიას უკვე ბზარი გაუჩინა იმ რეალობამ, რაც თანამედროვე პერიოდმა გამოავლინა: დაწყებული კოვიდპანდემიიდან, გაგრძელებული კლიმატურ კატაკლიზმათა შემოტევებით. ხოლო ახლო მომავალში კი, კიდევ საკმაოდ მრავალსახეობრივ მტკიცებულებათა წარმოჩენას ექნება ადგილი საიმისოდ, რათა ადამიანმა დაიცხროს ის ამპარტავნება, რაც უმეცრების დროების არსებობით შეიძინა და განწყობის მიმართულება გაისწოროს. რისთვისაც მის მიერ შეგნებული უნდა იქნას ის, რომ იგი თავისთავად, ამ სამყაროში მეტად უსუსური არსებაა და არც არაფრის მოქმედება შეუძლია იმის გარეშე, თუ ეს უფლება მას ღმერთმა არ მიანიჭა. რომელიც მასში სულის სახით არსებობს და გონების პროგრამით მოქმედებს. ამიტომაც თუკი მისი კანონების დაცვით იცხოვრებს, ღმერთისაგან ყოველივე ის დროულად მიეცემა, რაც კი საჭიროა სრულყოფილი ბედნიერებისათვის. მაგრამ თუკი დაარღვევს კანონებს, მაშინ ცხადია დარღვევების შესაბამისი პრობლემებიც იჩენენ თავს მის ცხოვრებაში. რაც ერთგვარი ბარიერებია იმის მისახვედრად, რომ არასწორი აზროვნების შედეგად, განწყობაც არასწორ მიმართულებაზეა ორიენტირებული. რის გამოც ცხადია, რომ რწმენაც სიცრუისკენ იქნება მიმართული.
ვინაიდან და რადგანაც ადამიანები აქამდე ისე მოვიდნენ, რომ წარმოდგენა არ ჰქონიათ იმაზე, თუ როგორ იწერდნენ საკუთარ ბედისწერას კანონებთან მიმართებაში. ამიტომ მათ მიერ შეუცნობლად ხდებოდა ამ კანონთა აღსრულება თუ დარღვევა. რაც ტოლფასია თვალებახვეული მიზანში სროლის ქმედებისა და რამაც ცხადია შესაბამისი შედეგიც გამოიღო. ამიტომ კაცობრიობის ისტორიაც აღსავსე არის ადამიანებს თავს დატეხილი მრავალმხრივი უბედურებების აღმწერი ფაქტებით. რაც ყოველივე საბოლოოდ იმ დონემდე მივიდა, რომ კაცობრიობის რაოდენობის ზრდა მოხდა დამსჯელი მისიის აღმსრულებელი კატეგორიის სიმრავლის ხარჯზე; თანახმად კანონისა: „რადგან დაუძლურდა სიბერისაგან წუთისოფელი და სულ უფრო მეტად გამრავლდა მის მკვიდრთა შორის ბოროტებანი“ (III ეზრა 14-16).
რადგანაც ამჟამად შესაძლებელია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შეტყობის საყოველთაოდ ხელმისაწვდომობა, ამიტომ ის რაც გაცნობეთ რომ სახეზეა და რეალობაა, ამის უარმყოფელი ვერც ვერავინ იქნება! არც იმის მიუხვედრელობას აქვს უკვე ადგილი, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და სათანადო ცოდნით სასწრაფოდ ჩარევას საჭიროებს გამოსასწორებლად!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თვით დედამიწური გარემო გამოვა იმ მდგომარეობიდან, რასაც ადამიანთა საარსებოდ დაწესებული სტანდარტი ჰქვია და ცხადია მაშინ ადამიანთა მოდგმაც ვეღარ შესძლებს არსებობის გაგრძელებას.
ახლა კი სწორედ იმ თემას უნდა შევეხო, რომელიც პირდაპირ შეხებაშია დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის გადაგვარებაზე ადამიანის კავშირთან. რასთან დაკავშირებითაც კამათი მიმდინარეობს და მეცნიერთა ერთი ნაწილი დამნაშავედ მიიჩნევს ადამიანთა ნამოქმედარს, ხოლო მეორე ნაწილი კი სთვლის, რომ ეს სამყაროსეული გარდაქმნების შედეგია და ადამიანი არაფერ შუაშია. სინამდვილე კი ასეთია: მეცნიერების განვითარება რომ ბიბლიასთან თანამშრომლობის ბაზაზე წარმართულიყო, არც ასეთ საკითხზე გახდებოდა საჭირო მსჯელობა, არც ასე ასცდებოდა ადამიანური შემეცნება ჭეშმარიტ ცოდნას, არც ასერიგად გადაგვარდებოდნენ ადამიანები და არც ასე მოუღებდნენ ბოლოს იმ გარემოს, რომელიც მათთვის საცხოვრებლად შესაფერის გარემოდ დაურეგულირა შემქმნელმა. ყოველივე კი ადასტურებს იმას, რომ მთელი სისრულით ჰქონია ადგილი აღსრულებას ამ კანონებისა: „უგონობის გამო განიდევნება ჩემი ხალხი, რადგან სიბნელეს სინათლედ თვლიან და სინათლეს – სიბნელედ. ავს კარგს უწოდებენ და კარგს – ავს. ხოლო საკუთარი თავები კი ბრძენნი ჰგონიათ“ (ესაია 5-13, 20). „არის ქარები შურის საძიებლად შექმნილნი. ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ. ცეცხლი და სეტყვა, მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი, შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპად. საჭიროებისამებრ მზად არიან მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ უფლის სიტყვა“(სიბრძნე ზირაქის 39-25/35). „სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი – ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქის 40).
მოკლედ რეალობა ასეთია: ადამიანთათვის სასწრაფოდ საჭიროა შეცნობა იმისა, ნამდვილად რა როლი აკისრიათ მათ იმ მდგომარეობის შექმნაში, რაც დღეს სახეზეა და არის დედამიწური კლიმატის მწყობრიდან გამოსვლა. რომელი ინფორმაციის მოპოვებაც მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნიდან არის შესაძლებელი და მისი მიღება კი თავისთავად გულისხმობს ბიბლიასთან კავშირს! ამიტომაც შევეხები ცნობებს ბიბლიიდან, რომელიც ეხება ამინდისა და ადამიანის კავშირ-დამოკიდებულებას: „იესომ შერისხა ქარები და ზღვა; და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. განცვიფრდა ყველა და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, რომ ქარებიც და ზღვაც მას ემორჩილებიან?“ (მათე 8-26,27). „ ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა წვიმა ქვეყნად 3 წელსა და 6 თვეს. შემდეგ კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი“ (იაკობი 5-17,18).
გონიერებისათვის წარმოდგენილი ცნობები საკმარისია საიმისოდ, რომ გაგებული იქნას ის, თუ რისი შეტყობინება სურს ადამიანისათვის ღმერთს იმ ძალის თაობაზე, რომელსაც სიტყვის ძალა ჰქვია და პიროვნებას ენიჭება სულის მიერ. წარმოდგენილი ცნობებით იმ დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, რომ დედამიწაზე ამინდის ისეთი სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც საჭიროა ადამიანთა მოდგმის სასიცოცხლო გარემოდ – ადამიანური სულის ფუნქციონალური შემოქმედებაა. ვინაიდან სულია იმ ძალის მფლობელი, რომელიც არეგულირებს ადამიანის კოსმოსთან კავშირ-დამოკიდებულებას. ამ საკითხზე ნაშრომები უკვე მაქვს გამოქვეყნებული და ამიტომაც აქ მას არ განვიხილავ. მხოლოდ გაცნობებთ იმას, რომ უკვე 10 წელზე მეტია ვცდილობ ადამიანებს გავაგებინო იმ საფრთხის შესახებ, რაც უკვე დაიწყო კიდეც და ამიტომაც უკვე აღარც საჭიროებს შეტყობინებებს. თუმცა მას შეფასება სჭირდება და ეს კი არის ის, რომ დედამიწის პოლუსების ცვლილება მიმდინარეობს. რაც თუ არ შეჩერდა, გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს. ხოლო ამ პროცესის შეჩერება კი მხოლოდ იმ ცოდნის გამოყენებით არის შესაძლებელი, რომელიც შემქმნელის მიერ აქვს გამოცხადებული ადამიანს და საამისოდ რჩეულად მან უბრალო პიროვნება აირჩია, თანახმად გაცხადებულისა: „სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს სოფლის ბრძენნი; და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი ამა ქვეყნისანი. მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა, დამცირებულნი და არ არსებულნი, რათა გააუქმოს არსებული. რომ არცერთი ხორციელი არ იქადდეს ღვთის წინაშე. რათა იყოს როგორც სწერია: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს“ (I კორინთელთა 1-27/31). „უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე. ვისაც უნდა იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე“ (დანიელი 4-17). ხოლო გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელსაც უმეცრების დროების ბოლო ჟამში ყოფნა ჰქვია; მისი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ ამ დროების ადამიანებს ამბიცია აქვთ მოჭარბებული და ის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მათ მიერ „გამოჩენილად“ არ შერაცხულ ადამიანის მიერ წარმოდგენილი ცოდნის გაცნობა იკადრონ; და მითუმეტეს მის შეცნობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ამიტომაც მათი გამოფხიზლება და მისით დაინტერესება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა უმეცრებით მომკილი ფაქტები დაატყდებათ თავს. ამ საკითხთან მიმართებით კი, ნამდვილად არ იქნება სწორი იმის აღნიშვნისაგან თავის შეკავება, რომ გლობალური ტიპის კატასტროფების შედეგებისგან თავის დახსნა ძალზედ ძნელია და თითქმის შეუძლებელიც!!! ამიტომ აუცილებლობას წარმოადგენს დროულად გაცნობიერება იმისა, რომ საჭიროა სიმართლისათვის თვალის გასწორება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. რისი გაკეთებაც შეუძლებელი არის ჭეშმარიტი ცოდნით აღჭურვის გარეშე! რომელი ცოდნაც ცხადია, რომ ვერ იქნება ადამიანური აზროვნების შედეგი და მის მოპოვებაში აუცილებლად უნდა ერიოს ღმერთის ხელი! რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ თუ ინებებთ „უფალია ჩვენი სიმართლით“ გაცხადებული ცოდნისადმი მთელი სერიოზულობით მიდგომას, არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ სწორედ იგია ის, რაც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ შემოვიფარგლები იმის ცნობების თაობაზე, რისი გაკეთების აუცილებლობის წინაშეც, თანამედროვე რეალობამ დააყენა კაცობრიობა. რის შესახებაც მოგახსენებთ შემდეგს: საკაცობრიო გენეტიკის ევოლუციური გზით მიმდინარე პროცესის შედეგად ხდებოდა ადამიანურ გრძნობათა ზრდა და სწორედ საამისოდ ჰქონდა ადამიანს მიცემული თავისუფალი ნებაც. რამაც გამოიწვია მასში ურთიერთსაწინააღმდეგო კატეგორიის გრძნობების ჩამოყალიბების პროცესი. რაც გამომდინარე იყო კანონის აღსრულებიდან: „როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე და სიკვდილს – სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს – ცოდვილი. ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან“ (სიბრძნე ზირაქის 33). მიმდინარე პროცესი კი ითვალისწინებდა გრძნობების გამყარებას ქმედებების მეშვეობით. სტატიის დასაწყისში გაცნობეთ, რომ ამჟამინდელი ადამიანი მკვეთრად განსხვავდებოდა წინამორბედთაგან. რაც სწორედ საკაცობრიო გენეტიკის კანონის ფუნქციონირების დამსახურებაა და გამოწვეულია მისი მოქმედების იმ შედეგების მიღებისა, რასაც გრძნობათა ადამიანისათვის დაშვებულ მაქსიმალურ ზომამდე ასვლა ჰქვია და რის მიღწევისთანავეც ხდება გრძნობის გამთლიანება. რომელი პროცესიც ბიბლიაში წარმოდგენილი არის „განდგომილების“ ცნობის სახით (II თესალონიკელთა 2-3). რასთან დაკავშირებითაც იმისი თქმა შემიძლია, რომ იმისდა შესაბამისად, თუ რომელი კატეგორიის გრძნობა გამთლიანდება ადამიანში – კეთილი თუ ბოროტი; ამის შესაბამისი მომკის აღსრულებასაც უმალვე აქვს ადგილი. სწორედ ამას ითვალისწინებს ბიბლიური „არმაგედონის“ კანონი, რომელც შემდეგია: „შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად ეწოდება არმაგედონი. გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა „აღსრულდა“ (გამოცხადება 16-16,17). ხოლო შეკრიბაში კი იგულისხმება მსგავსი კატეგორიის ცოდვილთა ერთად შეგროვება. აი ამით განსხვავდება ბოლო ჟამის ადამიანი წინამორბედთაგან. ხოლო კეთილ გრძნობათა გამთლიანებისთვის კი, აუცილებლობას წარმოადგენს მონანიების პროცესი. რაც ჩადენილ ცოდვათა მოძიებისა და მათი კარგად გათვითცნობიერების გარეშე, შეუძლებელია! მონანიებაზე ღმერთის მიერ შენდობის მიგება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ადამიანი სრულყოფილად შეიცნობს ყველა იმ ცოდვას, რაც კი ჩაუდენია და ასე მოინანიებს მათ. რის შემძლეობასაც საიმისო ცოდნა სჭირდება, თუ რა ითვლება ღმერთის საზომით ცოდვად და რა კიდევ არა. სწორედ ამის ცოდნა და ამ კანონთა დაცვით ცხოვრებით არის შესაძლებელი სიბრძნის დროის დადგომა. რადგან მისი დადგომის აუცილებლობა მოიტანა საკაცობრიო გენეტიკის შედეგად მიღებულმა შედეგებმა! რაც შეეხება იმ ცოდნას, რომელიც მომცველია უფლის მიერ დადგენილი სიმართლისა, იცით რომ იგი საყოველთაოდ ხელმისაწვდომად არის გამოქვეყნებული. ის რომ ახლა ჯერ კიდევ უარყოფილია ეს ცოდნა, ეს ცნობილია ჩემთვის და რომ ასე იქნებოდა, მის შესახებ ადრიდანვე ვიცოდი. მაგრამ ამასთანავე ისიც ცნობილია, რომ უკვე ძალიან მალე, ყველა გახდება იძულებული მისი მიღებისა. რადგან მისით აღჭურვის გარეშე, ვერანაირად მოხდება ჩადენილ ცოდვათა შეცნობა; მის გარეშე კი მონანიება ვერ განხორციელდება. ეს არის ის დახმარება, რაზედაც უფალი აცხადებს ბოლო ჟამის დროს განვითარებული პროცესების თაობაზე, რომ: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეებიო“ (მათე 24-22). გამომდინარე ბედისწერის კანონმდებლობიდან: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7); თუკი ადამიანები საქმით არ მოითხოვენ, ცხადია ისე არც მიეცემათ! ხოლო ამჟამად კაცობრიობის გადარჩენის მოთხოვნისათვის გადადგმული ნაბიჯი კი, საყოველთაო მონანიებაა!!! თუკი ამას ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ირწმუნებს ვინმე და ინებებს მის აღსრულებას, ამით თავიდან აიცილებს ღვთის რისხვის იმ განაჩენს, რომელიც უკვე ყველას კართან დგას. ხოლო მისი ფაქტების თავს დატეხვა კი, აუცილებლად იძულებულს გახდის ყველას ყველგან, რომ ჩადენილი ცოდვები მოიძიონ და მოინანიონ!!!