უკომენტაროდ
კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი ეპოქა, ადამიანთა შორის დაპირისპირებებს რომ არ ჰქონოდა ადგილი პირადული ხასიათის მკვლელობების, სამოქალაქო თუ ქვეყანათაშორისო ომების სახით. ანდა არ მომხდარიყო სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო თუ კლიმატური კატასტროფები. ამიტომაც თანამედროვე საზოგადოება ჯეროვნად ვერ აფასებს იმ სიტუაციას, რომელშიაც ახლა იმყოფება მსოფლიო, ბოლო ჟამის ეპოქის დადგომის გამო. თუმცა სწორი არ იქნება იმის აღუნიშნაობაც, რომ 8 მილიარდამდე ასულ მოსახლეობაში არსებობს ის ნატამალი, რომელიც მიახლოებულია რეალობის სწორად აღქმასთან და ინტერესი აქვს აღძრული სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვებისა.
ამჟამად მსოფლიოს წინაშე წამოჭრილმა პრობლემებმა, რომელნიც არნახული სისწრაფითა და მასშტაბური ზრდით ხასიათდებიან, დიდი თავსატეხი გაუჩინა ადამიანთა მოდგმას და მომავლის შიში დათესა ადამიანთა გულებში. არადა იმედები საპირისპირო იყო; ყველა ელოდა უკეთეს მომავალს, მაგრამ რეალობამ კი სულ სხვა ფაქტები გამოავლინა. საყოველთაოდ ხელმისაწვდომია დანახვა იმისა, წამებში როგორ ინგრევა წლებით ნაშენები ისე, რომ ნგრევის შემჩერებელი ვერც ვერავინაა. რიცხოვნულადაც იზრდება და უკვე თითქმის ყოველდღიურობის მოვლენად იქცა თვითმკვლელობებისა და მკვლელობების ჩადენისა თუ უბედურ შემთხვევათა მოხდენის ფაქტები. ხდება არეულობები და ბრძოლები, როგორც ქვეყანათა შიგნით, ისე ქვეყნებს შორის. კრიზისში მყოფი მსოფლიოს ეკონომიკა კი, კორონავირუსის პანდემიამ საერთოდ პარალიზებური გახადა. რასაც ემატება კლიმატის ბობოქრობით გამოწვეული ზარალი. უკვე ვეღარავის ვეღარ აქვს პრეტენზია იმის დაუნახაობაზე, რომ მიხვედრის ჩარჩოს სცდება იმის მიახლოებით შეცნობაც კი, თუ რას უმზადებს ბედი კაცობრიობას უკვე ხვალ და არა უფრო შორს მომავალში. დიახ ასეა! სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა ასეთია: წამოჭრილი პრობლემებიდან გამოსავალის პოვნის გზას ვერც პოლიტიკა, ვერც მეცნიერება და ვერც რელიგია ვერ ხედავს. ამიტომაც თავისთავად დადგა ამ კითხვის დასმის აუცილებლობა: რა ბედი ელის ახლო მომავალში კაცობრიობას? გააგრძელებს არსებობას, თუ მართლაც მივიდა იმ დონეზე, რომ უნდა დასრულდეს მისი არსებობა დედამიწურ გარემოში?
ალბათ ბევრი იფიქრებს იმას, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს ასეცაა! მაგრამ ამასთანავე მინდა დავძინო ისიც, რომ უფალმა განაცხადა ის, რომ „არაფერს მოიმოქმედებდა ისე, თუ წინასწარ არ აცნობებდა მის რჩეულს – წინასწარმეტყველს“ (ამოსი 3-7). ხოლო რაც შეეხება იმის გამოცნობას, თუკი ვის გულისხმობს ღმერთი ნამდვილ წინასწარმეტყველად, ამას ადასტურებს პიროვნების გაწაფულობა მის კანონებში ისე, რომ ყოველი მისი სიტყვა მხოლოდ ამ კანონთა განსჯიდან მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის მომცველი უნდა იყოს! რადგანაც დღეს ისეთი დროა, როცა საკმაოდ ბევრი ადამიანი წარმოადგენს თავს ღმერთის მიერ მოვლენილ წინასწარმეტყველად თუ სულიერ მოძღვრად, ამიტომ ცრუსა და მართალის გასარჩევად მინდა რომ საჭირო ინფორმაცია წარმოვადგინო. რისთვისაც ასეთ მიმოხილვას გავაკეთებ:
სამყარო რომ კანონზომიერულად განიკარგება, ამას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება და ამ კანონზომიერებების მოქმედებასაც ზოგი სამყაროს და ზოგიც ბუნების კანონთა მოვლენებს უწოდებს. ხოლო ადამიანს კი ბუნების ნაწილად მიიჩნევს და მასზე ამბობს, რომ ამის გამო იგი თავისთავად ემორჩილება მის კანონებსო. თუმცა არის ის, რისი ცოდნაც აქამდე დაფარული იყო ადამიანთათვის და ეხება იმას, რომ ყველა ის კანონი, რომლითაც ეს სამყარო განიგება, ადამიანს თარგმნილი აქვს მისთვის გასაგებ ენაზე და დაფიქსირებული გონებაში. რომელი გონებაც მას დაბადებისთანავე ეძლევა სუნთქვითი სულის მიცემით. მართალია ამ კანონების მომცველი გონების მფლობელი ყველა ადამიანია, მაგრამ მათი შეცნობის უნარმქონეობა კი თითოეულს სათავისოდ აქვს მინიჭებული იმ ინდივიდუალური გენეტიკური კოდის შესაბამისობით, რაც მას ერგება დაბადებიდან გენეტიკური მემკვიდრეობის სახით. ამ უნარის მიხედვით ადამიანთა მრავლფეროვნება კი იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, რომ სწორედ მის გასააქტიურებლად და ადამიანისათვის დასაშვებ სრულყოფილ დონემდე ასაყვანად არის შექმნილი ადამიანთა მოდგმა. რასაც ასრულებს თაობათა ცვლითა და გენის უწყვეტობით მიმდინარე საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა, რომელიც სათავეს ადამ და ევადან იღებს და დღემდე გრძელდება.
მოგეხსენებათ ის, რომ ინდივიდუალური გენეტიკური კოდის განსხვავებულობა ხასიათდება ნიჭთა მრავალსახეობრიობით. ხოლო რაც შეეხება ნიჭებს, სწორედ ისინი წარმოადგენენ საყრდენს იმისას, რომ ადამიანში ამაღლდეს გონიერების უნარი, რომელსაც ჩვენ ინტელექტუარ უნარსაც ვუწოდებთ. მინდა ნიჭთა შესახებ მცირედი კომენტარი გავაკეთო საიმისოდ, რომ ადვილად დასანახი გავხადო ის, თუ რატომ შეიძლება ბიბლიის უპირობოდ რწმუნება და ანდა ნდობა იმ ცოდნისა, რომელსაც ვაქვეყნებ.
როცა მცირეწლოვანი ვიყავი, ჩემში დიდ გაოცებას იწვევდა ადამიანთა შორის ის სხვაობანი, რომელთაც ისინი ავლენდნენ თავიანთი ნიჭებისდა შესაბამისად. მაგალითად მიკვირდა იმ ადამიანისა, რომელიც ნოტებს დახედავდა და მუსიკას მათი წაკითხვით აღიქვამდა, როცა მე საამისოდ ინსტრუმენტი მჭირდებოდა. მიკვირდა იმ ადამიანებისაც, რომლებსაც სიტყვიერად აღწერილის დახატვა შეეძლოთ მაშინ, როცა მე სურათიდანაც ვერ ვახერხებდი მის გადმოხატვას. სკოლის მოსწავლეობის დროს მიკვირდა ისიც, რომ მე როგორც დავხედავდი მათემატიკურ მაგალითს ან ამოცანას, უმალ მათი ამოხსნის მეთოდს ვიგებდი და ელვის სისწრაფით ვხსნიდი მათ. მაგრამ ჩემი ამხანაგები კი ახსნითაც ძლივს იგებდნენ იმას, რის შემდეგ რა უნდა გაეკეთებიათ. მოკლედ რომ ვთქვა, მრავალი ასეთი განსხვავებანი მხვდებოდა ცხოვრების გზაზე და სულ იმას ვფიქრობდი, რა იყო ამის საფუძველი. გაიარა წლებმა და მივხვდი იმას, რომ ამაო იყო მცდელობა იმისა, რომ შესწავლის მეშვეობით ვინმეს მასზე უკეთ აეთვისებინა ის ცოდნა, ვისაც მისი ათვისების ნიჭი ღმერთმა დაბადებით უბოძა. განვლილმა წლებმა ისიც მიმახვედრა, რომ ადამიანს ცხოვრება მაშინ სჯის, როცა დაბადებით ნაბოძებ ისეთ მემკვიდრეობას, როგორიც ნიჭია, არ გააქტიურებს და არ განავითარებს. რადგან კანონი ამბობს, რომ „ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება“ (ლუკა 12-48).
ზოგი ადამიანი მალევე პოულობს მასში არსებულ გენეტიკურ მემკვიდრულ ნიჭს და მისი განვითარებასაც ახერხებს იმით, რომ პროფესიად ისახავს. ასეთ ადამიანებს შედარებით იოლი ცხოვრება აქვთ იმათთან შედარებით, ვინც ამას ვერ ახერხებს. რადგან ტანჯული ცხოვრება ხდება ხვედრი იმათი, რომელნიც ვერ ააქტიურებენ მემკვიდრეობით მიღებულ განძს. რომლის წინაშეც ვალდებულნი არიან, რომ ნამატით გადასცენ შთამომავალთ. რაც არის საკაცობრიო გენეტიკის არსი!!! მოგახსენებთ იმასაც, რომ „ვისაც მეტი აქვს მიბარებული, მისგან უფრო მეტის გაღებას ითხოვს ცხოვრება“ (ლუკა 12-48) და ამიტომაც უხდებათ ასეთ პიროვნებებს მკაცრი განსაცდელის გამოვლა ჭკუის სასწავლად. განსაკუთრებით კი ეს ეხება იმ გენის მემკვიდრეებს, რომელნიც ქრისტეს გენის შთამომავლებია და მათ გენეტიკურად მიცემული აქვთ ფილოსოფიური ნიჭი. ვინაიდან და რადგანაც ბავშვი იზრდება და ყალიბდება იმ მრწამსით, რასაც ოჯახი და საზოგადოება აძლევს მას, ამიტომ მისი აზროვნებაც ყლიბდება იმის დაჯერებით, რაც საზოგადოებრივი აზრით სწორად არის შეფასებული. ხოლო ასეთი „სიმართლის“ გზაზე სიარული კი ამ გენის მფლობელებისათვის ტანჯულ ცხოვრებად იქცევა იმიტომ, რომ მათ შეუცნობლად უხდებათ კანონთა დარღვევა და ისეთ ქმედებაზე, რაზედაც სხვები არ ისჯებიან, მათთვის მკაცრი განაჩენია გამოტანილი. ამიტომ ყოველი ასეთი პიროვნება ზრდასრულობის საწყის ეტაპზევე დგება არჩევანის წინაშე: ან უნდა გამოიყენოს მასში არსებული ნიჭი, ჭეშმარიტ სიმართლეს ჩასწვდეს, მისი მეშვეობით ცოდვები მოინანიოს და ცხოვრების დარჩენილი გზა ამ კანონთა დაცვით განვლოს; ანდა ისევ ძველებურად გააგრძელოს ცხოვრება, მაგრამ მაშინ სამწუხაროდ დგება მისი გარდაცვალებლის აუცილებლობა. ამიტომაც ამ გენის წარმომადგენლებიდან, წარღვნის შემდგომ პერიოდიდან მოყოლებული აქამდე, არავინ ყოფილა ისეთი, რომელსაც ხანდაზმულობის ასაკამდე შეენარჩუნებიოს სიცოცხლე. რაშიაც ცხადია, რომ დამნაშავე არის ხალხი იმის გამო, რომ ნება იბოძა გამხდარიყო აღმსრულებელი კანონისა: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (I კორინთელთა 15-33). აი, ეს არის პასუხი იმ თითქმის მარადიულ კითხვაზე, როცა რაიმე უბედურება ატყდება მოსახლეობას და საზოგადოება კი ასე განსჯის: ხალხმა რა დააშავა, რატომ სჯის ღმერთიო?!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ მოგიყვებით ჩემზე, როგორც იმათ წარმომადგენელზე, რომელთაც მეტი მოეკითხებათ. ცხადია, რომ უსაფუძვლოდ არაფერი ხდება და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. გარკვეული ქმედებები გახდა დასაბამი იმისა, რომ ჩემში იმძლავრა ამ გენმა და მოხდა იმ ნიჭის გააქტიურება, რომელიც წინაპართა თავდადებული ნამოღვაწარით იქნა შენარჩუნებული და ჩემზე მემკვიდრეობით გადმოცემული. ამ უნარის შენარჩუნებასა და მის გააქტიურებას მძიმე ცხოვრების განვლის ფასად ახერხებდნენ წინაპრები იმის გამო, რომ სატანამ ყოველი ღონე იხმარა ამ გენის გადასაშენებლად. მაგრამ როგორც ხედავთ მან ამას ვერ მიაღწია და ეს იმიტომ, რომ „ღმერთმა სიბრძნით შექმნა ეს ქვეყანა“ (იგავები 3-19) და სიბრძნის გზაზე მყოფთათვისაც ძლიერი დაცვა დააკანონა. რომელი დაცვაც ყოველგვარ ხიფათს აცილებს სიბრძნის გზაზე მდგომთ და უმალ წკიპურტსაც უთავაზებს გამოსაფხიზლებლად მაშინ, თუკი ამ გზისაგან გადახვევის მცდელობას ექნება დასაბამი. გზიდან გადახვევის ნება კი მას არ დაუშვია და არც არავისთვის მიუცია ამის უფლება!
რაც შეეხება ხსენებული გენის წარმომადგენელთა ამოსაცნობ ნიშანს, ეს გახლავთ იმ ენის ცოდნის უნარმქონეობა, რომელსაც გონების ანუ ინტუიციური ენა ჰქვია და მისმა წინამორბედმა მფლობელებმა მას დამარხული ენა „ლაზარე“ უწოდეს. რომელ ენაზეც ბიბლია იუწყება იმას, რომ „თავდაპირველად ერთპირი იყო ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველიო“ (დაბადება 11-1).
რას ნიშნავს ამ უნარის გენის მქონეობა და რა მისიონური ვალი აქვთ დაკისრებული ამ გენის მემკვიდრეებს?! სწორედ ამ საკითხების კარგად გაშუქება არის საჭირო საიმისოდ, რომ მათმა მფლობელებმა გაითავისონ ის საპასუხისმგებლო როლი, რომელიც მათ შემოქმედმა მიანიჭა. ვინაიდან და რადგანაც უკვე საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამში ვიმყოფებით, სამყარული კანონმდებლობისდა თანახმად დრო აღარ დარჩა მათი თაობათა ცვლის გასაგრძელებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის დაშვებული მათი გარდაცვალება და მის გარეშე უნდა მოხდეს მათი „ხელმეორედ დაბადება“. ამიტომაც მათ სხვა გზა არა დარჩენიათ რა, გარდა იმისა, რომ თავიანთ თავში აღმოაჩინონ ეს ნიჭი და გაააქტიურონ იგი! ვინაიდან მხოლოდ ამის შედეგად მიაღწევენ იმას, რომ ღვთის რისხვის მომკაზე მყოფი ბედისწერა – ღვთის წყალობის მომკაზე გადაიყვანონ. ამ გენის წარმომადგენლებს ინტუიციური ენის მცოდნეობის უნარი აძლევთ იმის საშუალებას, რომ წაკითხვისთანავე ჩაწვდენ დაფარული ჭეშმარიტების სანდოობას და მიიღონ იგი. ვინაიდან ეს ცოდნა მიღებული არის გონებაში ჩაწერილ კანონთა განსჯით მიღებული პასუხებით. სწორედ ამ გენის წარმომადგენელთა მიერ არის შექმნილი ბიბლიაც და იგი წარმოადგენს გონებაში ჩაწერილ კანონთა ნუსხას. ხოლო მასში გადმოცემული ისტორიები კი მაგალითები არიან იმ ადამიანთა ცხოვრებისა, რომელნიც ხსენებული გენის წარმომადგენლები იყვნენ. ბიბლიით გადმოცემული კანონები და ეს მაგალითები ადამიანს აძლევს იმის მიხვედრისა და შეცნობის საშუალებას, თუ რისთვის მოევლინა ამ ქვეყნად.
ახლა კი გაცნობებთ იმას, თუ როგორ ხდება ჩემს შემთხვევაში იმ ცოდნის მოპოვება, რომელსაც ვაქვეყნებ; და ის რომ ჭეშმარიტად წინასწარმეტყველურია, ამის მამტკიცებელი ფაქტებიც უკვე ყოველდღიურად სრულდებიან კიდეც! მოგახსენებთ იმას, რომ როცა ბავშვი ვიყავი უამრავი რამ იყო ჩემთვის ცნობილი იმ საკითხებიდან, რაზედაც უფროსები დაობდნენ და ეძებდნენ პასუხებს. ყოფილა შემთხვევები, რომ ვერ მომითმენია და ბავშვური გულუბრყვილობით მიპასუხია იმაზე, რაზედაც დიდები პასუხს ვერ პოულობდნენ. მართალია ისინი იძულებული გამხდარან ჩემი პასუხის სისწორის აღიარებისა, მაგრამ ამისათვის არასოდეს დამიმსახურებია ვინმესგან შექება, არამედ პირიქით მათი რისხვა მატყდებოდა თავს. რამდენჯერმე ასეთი შემთხვევის განმეორებამ იძულებული გამხადა შევჩვეოდი იმას, რომ ცოდნა დამემალა და საჯაროდ აღარ განმეცხადებინა. ამგვარი გზით სიარულმა კი ის გამოიწვია, რომ თანდათან ითრგუნებოდა ჩემში სიმართლის გამოაშკარავების სურვილი. თუმცა მაინც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში პერიოდები, როცა ვეღარ მომითმენია და სიმართლე მიმხილებია. რაზედაც კვლავ და კვლავ რისხვა მიმიღია ადამიანთაგან და მეც მეტი გზა აღარ დამრჩა გარდა იმისა, რომ დავდუმებულიყავი. ყოველივე ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ პრობლემები გააჩინა ჩემს ცხოვრებაში და თანაც იმგვარ დონეზე ავიდა, რაც უკვე სცდებოდა ადამიანური ყოფის ზღვარს. აი მაშინ კი, როგორც სჩანს ჩემში იმძლავრა გენმა და მოხდა აღსრულება კანონისა: „ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1) და მე მივხვდი იმას, რომ ჩემთვის ცოდვად ითვლებოდა სიმართლის დაფარვის მცდელობა. ამ მიხვედრამ კი ცხადია, რომ ჩემში მისი აღარ ჩადენის სურვილი წარმოშვა. ხოლო ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ იფეთქა ნიჭმა, რომელსაც ვთრგუნავდი და როგორც ჩანჩქერი, ისე გადმოქუხდა წლებით ნამალავი სიმართლე. სიტყვები სეტყვასავით მოდიოდა ისე, რომ მათ ფურცლებზე დაფიქსირებას ძლივს ვასწრებდი. ვწერდი დღისითა თუ ღამით და ზოგჯერ მთელი ღამეც შემომთენებია წერაში. როცა დავასრულებდი რაიმე კონკრეტულ საკითხს, შემდეგ გონება პაუზას აკეთებდა. მე კი ჩემი დაწერილის შეცნობას ვიწყებდი. რის შედეგადაც შესწავლილ საკითხს უფრო გასაგებად ვშიფრავდი და შემდეგ კი საყოველთაოდ გასაგები ახსნების ფორმით წარმოვადგენდი. ასე დაიწერა „უფალია ჩვენი სიმართლის“ პირველი წიგნი „სიბრძნე სიმართლისა“. რომელშიაც გადმოცემული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებამ გახადა შესაძლებელი ჩემი სიცოცხლის შენარჩუნება იმ ნაცადი იარაღის გამოყენებით გამოგზავნილი სიკვდილის განეიტრალების ფონზე, რომელი მეთოდიც შორს მანძილზე მყოფი ადამიანების მოსაკლავად შექმნეს და მას კი ჩემამდე არც არავისზე არ უმტყუნია. აი ასეთია ღმერთის სასწაული: სხვებისათვის მომაკვდინებელი შხამი, სიბრძნის კანონების მითითებების აღსრულების შედეგად, ჩემთვის წამლად იქცა და სულის მიერ მებოძა ის, რასაც ბიბლია „პატარა წიგნს“ (გამოცხადება 10-10,11) უწოდებს; და რისი მითვისების გამოც ცდილობდნენ ჩემს მოკვლას. სხვანაირად ამ „პატარა წიგნს“ ეწოდება ბიბლიური კოდის გასაღები და მხოლოდდამხოლოდ მისი გამოყენების მეშვეობით არის შესაძლებელი ბიბლიის კანონთა სრულყოფილად განმარტება. ამ უნარის მიღებამ ჩემთვის ხელმისაწვდომი გახადა სიტყვათა მეშვეობით სრული სიმართლის შეცნობა. სიტყვიერად მეთარგმნება ყოველი: როგორც ადამიანთა გულებიდან წამოსული იმპულსები საკუთარი ზრახვებიდან გამომდინარე, ასევე მიღებული მემკვიდრული გენის ჩანაწერებიც. აგრეთვე ბუნებისა თუ ყველა ის გამოვლინებები, რომელნიც ბიბლიაში წარმოდგენილია დროის გამოსაცნობ მინიშნებებად. ამიტომაც მაქვს აღქმა იმისა, ბედისწერა რომელი კანონის ფაქტებად აღსრულებას იწყებს და რა მოჰყვება მას. რომელი ინფორმაციაც უკვე განვაცხადე კიდეც და ყველასათვის ხელმისაწვდომად გამოვაქვეყნე.
ცხადია ჩემთვის უცნობი არ არის ის ფაქტი, დადგენილ დრომდე „უფალია ჩვენი სიმართლის“ შემცნობთა რაოდენობა რომ მეტად მცირე იქნებოდა და თანაც მათგან ვერც ვერავინ აღმოჩნდება ისეთი, მასში გადმოცემული ინფორმაციის სრულად შეცნობა რომ შესძლოს. მაგრამ ჩემთვის ისიც ცნობილია, ძალიან ახლო მომავალში საყოველთაო დონეზე მიმდინარე მოვლენათა ელვისებური სისწრაფით ცვლას რომ ექნება ადგილი. რაც დიდ დაბნეულობასა და ქაოსს გამოიწვევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველ ადამიანს დასჭირდება შველა. მაგრამ მშველელი ვერავინ იქნება იმ მიზეზით, რომ ყველას თავისი თავი ეყოლება გადასარჩენი. ერთადერთი, რასაც იმის უნარი აქვს მინიჭებული შემოქმედის მიერ, რომ დაიცვას ადამიანი და მას ხიფათი ააცილოს, არის ის ცოდნა, რომელიც საიტ me-sia.com-ზე არის განთავსებული „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახით. სწორედ ეს არის ის დახმარება, რომელზეც უფალმა აღუთქვა თავის ერს, რომ გასაჭირის ჟამს მოხედავდა მათ და არ მიატოვებდა. იმედია მიმხვედრი მიხვდება იმას, თუ რა მისიონური ვალდებულება აკისრია მას იმით, რომ ის იმ ენაზე მეტყველებს, რომლითაც ეს დახმარების ცოდნაა გაცხადებული. რადგან სიმართლის დაფარვითა და ყველაფერი კარგად იქნებას იმედით გულხელდაკრეფილმა ლოდინმა, როგორც ხედავთ კაცობრიობა უკვე მიიყვანა უფსკრულის პირას. ამიტომ ვფიქრობ, რომ დანარჩენი უკომენტაროდ უნდა დავტოვო…