გაზიარება

სიცრუის ჭეშმარიტი მნიშვნელობა

ჭეშმარიტებით განიკარგება ის მატერიალური სამყარო, რომლის შემადგენელი ნაწილთაგანიც ჩვენ ვართ და ჩათვლილი ვართ აზროვნების თავისუფალი ნების მქონე გონიერ არსებებად. რაც თავის მხრივ იმის ანგარიშ-ვალდებულებას გვაკისრებს, რომ ჩვენს ცნობიერებაში ყველაფერი თავისი ნამდვილი სახელითა და დანიშნულებით უნდა იქნას დაფიქსირებული და არა ჩვენივე აზროვნების სურვილით მოგონილით. საამისოდ კი საჭიროა გონიერების მოხმობა და მისი მეშვეობით ჭეშმარიტი მნიშვნელობების მოძიება ყოველივეზე.
თუ რას წარმოადგენს სიცრუე, ამის განმარტება არავის სჭირდება. მაგრამ თუკი რა არის მისი ჭეშმარიტი ახსნა, აი აქამდე კი ჯერ არ ასულა საზოგადოებრივი მსოფლმხედველობა და იმიტომ, რომ ჯეროვნად ვერ არის გარკვეული ბედისწერის შექმნის საკითხში. სინამდვილე კი ასეთია: ჭეშმარიტებაა ის, რომ „მხოლოდ ღმერთია მართალი“(რომაელთა 3-4) და „ეშმაკი კი არის ცრუ და სიცრუის მამა“ (იოანე 8-44). ისიც ჭეშმარიტებაა, რომ „ღმერთმა ამ სამყაროში ყოველივე კეთილად შექმნა თავის დროისთვის“ (ეკლესიასტე 3-11) და რომ „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგან არსებობისთვის შექმნა მან ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. მაგრამ უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და მასთან დამოყვრებულნი დაიშრიტნენ. აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სიბრძნე სოლომონის 1-13/16).
რაც შეეხება ადამიანთა მიერ სიკვდილის მოხმობის ცნობას – მათ ეს შეძლეს სწორედ სიცრუის საფუძველზე დაყრდნობილი ქმედებების საშუალებით. ხოლო უფრო გარკვევით რომ ავხსნა ყოველივე, ამიტომ გაცნობებთ შემდეგს: ბედისწერის განგება ღმერთმა ისე დაადგინა, რომ მხოლოდ სიმართლის მთქმელი და მისით მოქმედი ღებულობს ღვთის წყალობას. ხოლო სიცრუით მოუბარი და მისით მოქმედი კი წყევლის კარმას იკრავს. თუ რას ნიშნავს წყევლის კარმის შემოკვრა, ამას აუცილებლად სჭირდება ახსნა. რადგან სიცრუით მოქმედ ადამიანთა ცხოვრება ერთსახეობრივი არ არის და მათგან ერთი ნაწილი თუ ფუფუნებაში ნებივრობს და მაღალ თანამდებობებზეც არის მოკალათებული, მეორე ნაწილი მოკლებულია ყოველივე ამას. მაგრამ ორივე მათგანს საერთო რამ აქვთ და ეს არის წყევლის კარმით შემოსვა, რაც მუდამ შეუცნობელ შიშში ყოფნასა და ბედისწერითი უბედურებების მომკას გულისხმობს. იმასაც გაცნობებთ, რომ ამ ორი კატეგორიიდან ბედისწერის განაჩენით უფრო მძიმე სასჯელები განკუთვნილია მდიდარ და მაღალი კარიერის მქონე პირებზე; როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „მძლავრნი, მძლავრობით ეწამებიან. ძლიერებს კი მკაცრი ელოდებათ განკითხვა. რადგან მათი სამეფოს მსახურობის გამო, არ ხდებოდა არც მართლად განსჯა, არც რჯულის დაცვა და არც ღვთის ნებისამებრ წარმართვა“ (სიბრძნე სოლომონის 6-4,6,8). მათ შესახებ ცნობებს დავამატებდი შემდეგს: მათი აღზევება უმალვე შეწყდება, როგორც კი ის პიროვნება, რომლის ცოდვების სასჯელთა აღმსრულებლადაც არიან აღზევებულნი ისინი, გონს მოეგება იმის საფუძველზე, რომ შეიცნობს ჭეშმარიტების კანონებს და მასზე დაყრდნობით მოინანიებს ცოდვებს. ანდა სამწუხაროდ, მისი გარდაცვალება გახდება საჭირო, საკუთარ ცოდვათა ვერ შეცნობის გამო მოუნანიებლობით. ისე არის აგებული ბედისწერის განგება, რომ მართალი გენის მემკვიდრეებს ძალიან ძვირად უჯდებათ სიცრუით მოქმედების შედეგი. რითაც სიცრუის გენის მემკვიდრენი ხარობენ. თუმცა მათი აღზევება საყრდენზე არ დგას და სიცრუის მხილებისთანავე უცბათვე ჩამოიშლება და მიწასთან გასწორდება.
რაც შეეხება სიცრუესა და მის სახეობას: ის შეიძლება იყოს პირადულ-ოჯახური კატეგორიის, იყოს პროფესიული საქმიანობის სფეროს ან ღმერთისადმი რწმენის შესახებ კატეგორიის. ყოველ ამ კატეგორიას კი, ბედისწერაში სათავისოდ შესაბამისი ქულები აქვთ მიკუთვნებული და მათ შორის შეფარდებაც ასეთია: ღმერთისადმი რწმენის შესახებ 1 ცრუ კანონის დაჯერება ტოლფასია პროფესიული სფეროს 10 ტყუილისა და ტოლფასია პირადულ-ოჯახური კატეგორიის 100 ტყუილისა. ეს ასე არის იმიტომ, რომ ადამიანში დაფიქსირებული სიყვარულ-სიძულვილის გრძნობები, სიმართლე-სიცრუის ძალით არიან აღჭურვილნი და წარმოდგენილნი არიან კეთილ და ბოროტ თვისებებად. მოგაწოდებთ ამ გრძნობათა შემადგენლობის ნუსხას:
144 000 სიცრუით ყალიბდება თაღლითობის უნარი.
144 0002 სიცრუით – ქურდობის უნარი.
144 0003 სიცრუით – მრუშობის უნარი.
144 0004 სიცრუით – უსინდისობა.
144 0005 სიცრუით – ამპარტავნობის უნარი.
144 0006 სიცრუით – ანგარებიანი ეგოიზმის გრძნობა.
144 0007 სიცრუით – კაცთმოძულეობის გრძნობა.
144 000 სიმართლით ყალიბდება სამართლიანობის თვისება.
144 0002 სიმართლით – გულკეთილობის თვისება.
144 0003 სიმართლით – პატიოსნება.
144 0004 სიმართლით – სინდისი.
144 0005 სიმართლით – თავმდაბლობის თვისება.
144 0006 სიმართლით – მოყვასთა მიმართ სიყვარულის გრძნობა.
144 0007 სიმართლით – კაცთმოყვარეობის გრძნობა.
აუცილებლობად მიმაჩნია აღნიშვნა იმის შესახებ, ადამიანები სიცრუეს რომ ყოფენ: კეთილ და ბოროტ ტყუილად. მართალია ერთი შეხედვით ისე სჩანს, რომ ცუდი ამბავის დაფარვითა და მისი კარგი ცრუ ამბით ჩანაცვლებით, მისი მიმღები ხარობს. მაგრამ სინამდვილეში ხომ ეს სიხარული უსაფუძვლოა და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს მისი მხილება?! რაც ბევრად უარესი შედეგის გამომღები იქნება ამ პიროვნებისთვის – ვიდრე ის, რომ თავიდანვე სიმართლე ყოფილიყო მისთვის ცნობილი. ვინაიდან მდგომარეობას ამძიმებს ის დაკარგული დრო, რომელიც ასახავს ამ ადამიანის სიცრუეში ყოფნის პერიოდს. სიცრუეში ყოფნის პერიოდი კი იმას ნიშნავს, რომ მასში მყოფი ბედისწერისაგან ღვთის რისხვის განაჩენს იმკის. ამიტომ თუკი ადამიანი შეგნებით გაითავისებს იმას, რომ ტყუილზე დამოკიდებულება ყოველთვის სასჯელის მომკის ტოლფასია მხოლოდ და ამიტომაც მას გაემიჯნება; მაშინ მის ცხოვრებაში ღვთის რისხვის განაჩენით მომკას აღარ ექნება ადგილი!!!
ასევე მინდა არ გამოვტოვო და აუცილებლად შევეხო იმ შემთხვევას, როცა ადამიანი შეუგნებლად სჩადის შეცდომას და შემდეგ როცა მიხვდება რომ არასწორად მოიქცა, თავს ასე იმშვიდებს: „მეპატიება, რადგან არ ცოდნა – არ ცოდვააო“. ყოველივე ამის შესახებ მოგახსენებთ: ბედისწერითი მისაგებელით სრულებითაც არ არის ასე, რომ არ ცოდნა – არ ცოდვად ითვლებოდეს. არამედ პირიქით, სასჯელის უფრო დამძიმებასთან გვაქვს საქმე. რადგანაც ასეთი ქმედება სამმაგი სახის სასჯელს იმსახურებს: ჯერ ერთი იმას, რომ სიმართლის ცოდნის მოძიებაზეა უარი ნათქვამი. მეორეც ის, რომ სიცრუის სიმართლედ მიღებით გულდაჯერებული ისე მოქმედებს, რომ სინდისი არ ჰქეჯნის; რადგანაც ჰგონია, რომ სწორად იქცევა. ხოლო მესამე კი ის, რომ ცრუ მოქმედება თავისთავად იმსახურებს სიცრუის წილ სასჯელს.
ბედისწერის განკარგვის პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე, მისახვედრია ის, რომ „არ ცოდნა – არ ცოდვის“ მისაგებელ ყველაზე მაღალი რანგის სასჯელს მიიღებენ ისინი, ვინც ღმერთისადმი რწმენის სფეროში უშვებენ შეცდომებს. კაცობრიობის ბოლო ჟამის პერიოდში ყოფნა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ამ სფეროში არსებული სიცრუის მხილებას დაუდგა მოქმედებით გააქტიურების პერიოდი. ამიტომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების დროულად გონს მოგებას საიმისოდ, რომ სასწრაფოდ მოიძიონ და შეიცნონ ჭეშმარიტი ინფორმაცია ღმერთისადმი რწმენის თაობაზე და მის შესაბამისად მოიქცნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიცილებენ ღვთის რისხვის მომკის განაჩენს. ვინაიდან ამჟამად უკვე აღსრულების სტადიაშია გადასული „არმაგედონის“ ფაქტორი. რაც გულისხმობს „ღმერთისმიერი დაშვებით ადამიანთა შეკრებას ადგილზე, რომელსაც ებრაულად ეწოდება არმაგედონი“ (გამოცხადება 16-16). ხოლო რაც შეეხება შესაკრებ პიროვნებათა არჩევას, ამას კი არეგულირებს ბედისწერის კანონმდებლობა: ერთსახეობრივი კატეგორიის ცოდვის ჩამდენთა შეგროვებითა და მათთვის სასჯელის სახეობის დადგენით. რაც გამოვლინებას პოულობს სხვადასხვა სახეობის უბედური შემთხვევებით მიღებული მსხვერპლით – ეს უკურნებელი სენის ეპიდემიების მხრივი იქნება თუ სხვადასხვა ფორმის კატასტროფების მხრივი.
დასასრულს კი დავძენდი იმას, რომ აქ გაცხადებული ინფორმაციის სისწორის დაჯერებაზე დიდხანს ფიქრი აღარ არის საჭირო. ვინაიდან ყოველდღიური რეალობა ადასტურებს იმას, რომ წარმოდგენილი ცნობების ფაქტებად აღსრულების პროცესი უკვე მიმდინარეობს.