სიკეთე და ბოროტება
ალბათ ძალიან ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც იტყვის იმას, რომ ის ბოროტია. მაგრამ უამრავია ისეთი, ვინც მუდამ საკუთარი კეთილობის მტკიცებას სცდილობს. სინამდვილე კი ის არის, რომ ბოროტებანი ძალიან ხშირად ხდება კაცობრიობის ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში. რის გამოც არც სრულყოფილი ბედნიერი ცხოვრებით განუვლია ვისმეს ამ ქვეყნიურად არსებობის წლები. რაზედაც სამყაროს კანონმდებლობას ასეთი პასუხი აქვს: „ადამიანს ცუდი რაც ემართება, თავისი უკეთური საქმეების გამო და მძიმე ცოდვების ჩადენისათვის ემართებაო“ (II ეზრა 8-83).
ე.ი. ვინაიდან სრულყოფილ ბედნიერებად ჩათვლილი ცხოვრებით ჯერ არავის უცხოვრია ამ ქვეყნად, ეს დასტურია იმისა, რომ უცოდველი არც არავინ ყოფილა. ხოლო ცოდვების ჩამდენნი კი კეთილები ვერ იქნებიან. თუმცა ფაქტია ის, რომ ადამიანები ამგვარ მსჯელობას გაურბიან. რათა არ შეიცნონ თავიანთი არაკეთილობა. ამიტომაც არ ეძიებენ ღვთისაგან დაწესებულ კანონმდებლობას, თავიანთი აზროვნების გათვლით დადგენილ კანონებს სთვლიან სწორად და მათი დაცვით მიიჩნევენ თავს წესიერ და მართალ ადამიანად. მაგრამ ბედისწერა ასე არ განსჯის! რადგან სამყაროც და მასში არსებული ყოველივეც, მისი შემქმნელის მიერ დაწესებული წესებით განიგება. რომელი წესებიც ადამიანებს ბიბლიის სიბრძნეთა სახით აქვს გამზადებული. მაგრამ ისინი უგულებელყოფენ მას და ამიტომაც არც ელევათ პრობლემებიცა და უბედურებანიც.
მართლაც რომ საინტერესოა და საფუძვლიანად გამოსაკვლევი ის, რომ ისეთი მაღალმოაზროვნე არსება – როგორიც ადამიანია, ასე ძალიან რატომ ასცდა ჭეშმარიტებას და აქამდე ვერ გაუგო იმ პრინციპს, რომლითაც საკუთარ ბედისწერას იქმნის?! ამ საკითხის მიმართ ნიშანდობლივი იქნება, თუკი ასეთი შენიშვნა გაკეთდება: უმჯობესია ადამიანმა შეიგნოს ის, რომ ის არის ქმნილება, რომელსაც შემქმნელი ჰყავს. ხოლო ქმნილება კი აუცილებლად უნდა დაემორჩილოს იმ ინსტრუქციას, რომელსაც მას შემქმნელი უდგენს. ამასთანავე ქმნილებამ ისიც უნდა შეიგნოს, რომ ურჩობით მხოლოდ საკუთარ თავს დაიზიანებს. ვინაიდან შემქმნელის წინააღმდეგ წასვლით, ის ყოველთვის დამარცხდება; რამეთუ ქმნილება შემქმნელზე აღმატებულებას ვერასოდეს მიაღწევს! როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „განა მექოთნე და თიხა ერთია? რომ ნაკეთობამ თქვას თავის გამკეთებელზე „არ გავუკეთებივარო?“ და ქმნილებამ თქვას თავის შემქმნელზე „არაფერი გაეგებაო?“ (ესაია 29-16). „ვინა ხარ შენ ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: „რატომ შემქმენი ასე?!“ (რომაელთა 9-20).
ვინაიდან ადამიანი იმგვარი ქმნილებაა, რომ მისი ცნობიერის ამოსავალი საყრდენი თვალით ხილული ფაქტებია. ხოლო ეს სამყარო კი იმართება ადამიანის თვალთახედვისათვის უხილავი ძალით. ამიტომ შემქმნელმა ადამიანისათვის სპეციალურად დადგენილ კანონებს საფუძვლად დაუდო სულიერი წონასწორობისა და სიმშვიდის ზღვარის არსებობა; თანახმად კანონისა: „ღვთისაგან არის დაწესებული რჯული და ადამიანურ ბუნებას უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა მათ მოდგმას კანონებს უდგენდა“ (IV მაკაბელთა 5-25). ღმერთის მიერ დაწესებულის შესრულება რომ არ ხდება ადამიანის მიერ დადგენილი კანონებით ნამართ ქვეყნებში, ამას კომენტარის გაკეთება არ სჭირდება, ვინაიდან მსოფლიოს თავს დატეხილი ფაქტები უკვე ყოველდღიური სიხშირით, თვალსაჩინოდ ავლენენ ამას. ყოველივე ეს კი მოითხოვს აუცილებლად გათვალისწინებას ბიბლიის მიერ იმ გაფრხთილებისა, რომლის აღსრულების ჟამიც უკვე დამდგარია და ის შემდეგია: „არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული და არც ბრძენი უზენაესზე აღმატებული. დაიღუპებიან აწმყოში მრავალნი, ვინაიდან უგულებელყოფილია მათ წინ დადებული ღვთის რჯული. რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც მართებდათ მათ, რათა ეცოცხლათ და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ. მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი. შეეწინააღმდეგნენ მას და თავიანთი ჭკუით დაადგინეს „ჭეშმარიტება“. მოიგონეს თავისთვის ტყუილები. არ არსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები. შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი. არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს. ამის გამო ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე – სავსეთათვის“ (III ეზრა 7-6,43).
ვეცდები, რომ კარგად ავხსნა წარმოდგენილი კანონის არსი: ღმერთმა ადამიანი იმგვარ არსებად შექმნა, რომლის სიცოცხლეცა და კეთილდღეობაც დამოკიდებულია იმ კანონთა განსჯაზე, რომელთაც ჩვენ ბიბლიურ სიბრძნეებად ვიცნობთ. ბედისწერას ამ კანონთა აღსრულების კოეფიციენტი განკარგავს და მთლიანად მასზეა კიდეც დაფუძნებული გენეტიკის კანონმდებლობაც. ამ კოეფიციენტის მოქმედების შედეგებს მორალი ეწოდება და მასზეა დამოკიდებული ადამიანში არსებული რწმენის ჭეშმარიტობის განსაზღვრა. რაც შეეხება მეცნიერებას, იგი გენეტიკის კვლევას მატერიალური თვალსაზრისით ეწევა და ამიტომაც ვერ ახერხებს მის სრულყოფილად შესწაცლას. ვინაიდან სინამდვილე ასეთია: ეს სამყარო ისეა შექმნილი, რომ ნებისმიერ მატერიალის არსებობას განკარგავს უხილავი ენერგიული მხარე. რომელიც ადამიანის შემთხვევაში გრძნობებს შეესაბამება და განისაზღვრება მორალით. ამიტომ ადამიანის ინდივიდუალური გენეტიკური კოდი განუსაზღვრავს პიროვნებას იმას, თუ რომელი კანონების აღსრულებაზე დგას მისი სხეულებრივი აგებულება და უდგენს მათი შესრულების უარის თქმაზე ზღვარს. რისი გადაკვეთაც სიკვდილის დადგომას მოასწავებს. ამიტომაც არის, რომ ერთიდაიგივე სახის ცოდვის ჩადენაზე ბედისწერისაგან სასჯელი სხვადასხვაა და იგი ინდივიდუალურად ეზღვება ადამიანს.
რაც შეეხება საკაცობრიო გენეტიკას, რომელიც ადამ და ევადან დაიწყო და აქამდე გრძელდება – იგი ემსახურება სწორედ იმ გენის გამოყვანას, რომელიც აზროვნებით შეიცნობს ყოველივე იმას, რაც ახლა გაცნობეთ და შეგნებულად დაიცავს ბედისწერის განმკარგავ კანონებს. ვინაიდან და რადგანაც ამ კანონთა მუდმივად დაცვის წესით აქამდე არავის უცხოვრია ამ ქვეყნად, ამიტომაც ყოველი ადამიანი იმყოფება ე.წ. „წყევლაში“. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ბედისწერის განსჯაში მნიშვნელოვანი წილი ღვთის რისხვის მომკის განაჩენის ჩარევის საჭიროებას უკავია. ხოლო რაც შეეხება იმას, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში როცა ადგილი აქვს სასიხარულო მომენტებს, ამის მიგება კი მას დამსახურებული აქვს ღვთის წყალობის განაჩენიდან იმ კანონთა აღსრულებით, რომელსაც სამწუხაროა რომ ის შეუცნობლად სჩადის და არა შეცნობილად.
ამჟამად სახეზეა ის რეალობა, როცა საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის უამრავსაუკუნოვანმა პერიოდმა ისეთი შედეგი მოიმკა, რომ კაცობრიობის მიერ ჩადენილმა ცოდვებმა დადგენილი ზღვარის დონემდე მიაღწია. რაც გულისხმობს სამყაროს იმ დროში ყოფნას, რომ შესაძლოა ერთმა კანონდარღვევამაც კი უკვე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს ადამიანს. აი ამიტომაც არის სახეზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჭარბებული შემთხვევები მკვლელობებისა, თვითმკვლელობებისა, უბედურ შემთხვევათა, ტერაქტებისა, კლიმატურ კატასტროფათა და იმ უეცარი გარდაცვალებების შემთხვევებისა, რომელთა მიზეზებსაც ვერავინ ადგენს. მიმაჩნია, რომ ამის დაფარვა დიდი დანაშაულია. ამიტომაც არ ვერიდები იმის გაცხადებას, რომ ის მოვლენები რაც ახლა ჩამოვთვალე, ყოველდღიურობის რეჟიმზე გადასული მატებით კიდევ უფრო გახშირდებიან. რაც საბოლოოდ იმ შედეგს დადებს, რომ ადამიანები გაფაციცებით დაიწყებენ იმის მოძიებას, თუ როგორ უნდა გადაირჩინონ თავი. რისთვისაც არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ის კი ცოდვის ზღვრიდან უკან დახევაა. რისი მიღწევაც მხოლოდდამხოლოდ გულწრფელი მონანიებითაა შესაძლებელი. ხოლო მონანიება კი ისე ვერ მოხდება, თუ ჯერ ცოდვა ვერ იქნა მოძიებული და შეცნობილი. რაც თავისთავად საჭიროებს იმის აუცილებლობას, რომ ადამიანები ჯეროვნად ერკვეოდნენ ღმერთის მიერ სპეციალურად მათთვის დაწესებულ კანონმდებლობაში!!!
კიდევ უფრო კარგად გასაგებად რომ წარმოვადგინო ეს საკითხი, საამისოდ მოვიშველიებ ბიბლიას. აი რას იუწყება იგი იმ კანონმდებლობის მოქმედებაზე, რომელზედაც გესაუბრებით: „დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი სრბოლით მზე – რადგან ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა. განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს?! დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია. ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს. ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. ჭეშმარიტება რჩება და მძლავრობს სამარადისოდ. ცოცხალია და ძლევამოსილია უკუნითი უკუნისამდე. არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა. არამედ აჩენს სამართალს, ყოველივე უსამართლოსი და ბოროტის განდევნით. ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა“ (III ეზრა 3-34/40).
ახლა კი ძალიან მოკლედ წარმოვადგენ ამ კანონის არსს: ნებისმიერი საკითხის მიმართ ჭეშმარიტი პასუხის პოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი ექნება საძიებელი ცოდნის მისაღები ინფორმაციის საწყისის დაყვანას სამყაროს კანონების განსჯამდე. რისი თქმა მსურს უფრო მარტივად გასაგები რომ გავხადო, ამიტომ მას განვიხილავ მაგალითის ფონზე: დავუშვათ ადამიანმა გაიარა შენობის წინ იმ დროს, როცა აივანი ჩამოიშალა და სამწუხაროდ ეს გამვლელი პიროვნება ამ ნანგრევების მსხვერპლი გახდა. ამ შემთხვევის კატეგორია არის უბედური შემთხვევა. მისი გამოწვევის მიზეზის მოძიება, რაც ასახავს იმის ცოდნას თუ რატომ მოხდა ფასადის ჩამონგრევა, იქნება სწორი პასუხი ამ შემთხვევისათვის. ხოლო რაც შეეხება ამ უბედური შემთხვევის გამოწვევის ჭეშმარიტ პასუხს, ის გულისხმობს სამყაროს იმ კანონთა მოძიებას, რომლის განაჩენის აღსრულების თანახმადაც ბედისწერამ იმ ადგილას ყოფნა განუსაზღვრა იმ პიროვნებას. აქვე დავძენ იმასაც, რომ ამ სამყაროში შემთხვევითობა გამორიცხულია!!! რადგან ერთი წერტილიც კი ვერ გადაადგილდება სამყაროს კანონმდებლობის გათვლით მიგებული განაჩენის აღსრულების გარეშე!!!
რაც შეეხება ღმერთის მიერ დადგენილ სამყაროს კანონთა მიმართ დამოკიდებულებას, მას მარტო ქვეყნების ხელისუფალთა მიერ დადგენილი კანონები როდი არღვევენ; არამედ ამ კანონებს ამახინჯებენ, სათავისოდ ირგებენ და იყენებენ განურჩევლად ყველა რელიგია თუ რელიგიური სექტა. რისთვისაც მათთვის განკუთვნილი სასჯელები ბევრად უფრო მძიმე კატეგორიისაა, ვიდრე სხვა დანარჩენი სახის დარღვევებისა. რაც იმის გამო ხდება, რომ ადამიანის ბედისწერის გამრუდებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, მათ მიერ ღვთის სახელით სიცრუის სიმართლედ გასაღებას. რომლის დაჯერებაც ადამიანში იწვევს განწყობის ძირეულ ცვლილებას. რითაც რწმენა სცდება ჭეშმარიტებას. ამ საკითხის თაობაზე ბიბლიაც იძლევა გაფრთხილებას, რომელიც შემდეგია: „იქნებიან ცრუ მოძღვარნი, რომლებიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას. ბევრნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და სწორედ მათ გამო დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. ანგარების გამო ცრუ სიტყვებით, თავიანთ დამჯერეთაგან გამორჩენას მოძებნიან. დიდი ხანია გამზადებულია მათი სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ სთვლემს“ (II პეტრე 2-1/3). „ისინი ბრმა წინამძღოლები, კოღოს მწურავები და აქლემთა მყლაპავები არიან. გარეგნულად თითქოს მართლებად სჩანან ადამიანთა წინაშე, მაგრამ შინაგანად კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით არიან აღვსილნი“ (მათე 23-24,28). ამიტომ „ღმერთი მოავლენს ნამდვილ წინასწარმეტყველთ და ბრძენკაცებს. მაგრამ ეს ე.წ. სასულიერო პირები მოკლავენ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამენ და განდევნიან ქალაქიდან ქალაქში. ამიტომაც ეწევათ მათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დანთხეული“ (მათე 23-34,35). „ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სოფლის შექმნიდან დაღვრილა – ყველა მათ მოეკითხებათ“ (ლუკა 11-50).
აქ კი მინდა კომენტარი გავაკეთო იმ არასწორი განსჯის თაობაზე, რომელზეც ადამიანთაგან ხშირად მომისმენია. საქმე ეხება მათ დამოკიდებულებას სასულიერო პირთა წესიერებისა და ცოდნის მიმართ. მინდა პირდაპირ და მოკლედ მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ ღვთისნიერი ადამიანი იმით უნდა შეიცნოთ, რომ ის თავისი პირადი თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობით თავად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სხვებისათვის იმით, რომ მასში მორალი უნდა იდგეს ადამიანისათვის დადგენილი დონის მწვერვალზე: იყოს ზედმიწევნით სინდისიერი, პატიოსანი, უანგარო, გულისხმიერი, გონებაგამჭრიახი, მამაცი და მოკლედ რომ ვთქვა, შემკული უნდა იყოს ყველა იმ თვისებით, რაც ჭეშმარიტ სიყვარულს ახასიათებს. ამასთანავე ისე კარგად უნდა იყოს განსწავლული ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობაში, რომ ყოველი მისი პასუხი, ამ კანონთა განსჯის შედეგად მიღებული ცოდნიდან უნდა გამომდინარეობდეს. რაც შეეხება ადამიანთა ისეთ მსჯელობას, როცა ისინი ხედავენ იმას, რომ მათი მიერ მოძღვრად მიჩნეული ადამიანი ვერ აკმაყოფილებს იმ პირობებს რაც ჩამოვთვალე და მაინც მოძღვრად მიიჩნევენ მას და თანაც ასე მსჯელობენ: „მე მას დავუჯერებ, მაგრამ თუ ის სცოდავს, ღმერთი მას მოჰკითხავსო“. ეს არ არის სწორი! რადგან ღმერთი მას რა თქმა უნდა პასუხს აგებიებს, მაგრამ მას მათი მრევლიც მიჰყვება, როგორც მის რწმენათა თანამოზიარე. ამიტომ ამჟამად, რადგანაც უკვე ჩადენილ ცოდვებზე პასუხის მიგების დრომ მოაღწია, სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობის მომცველია კარგად ახსნა და განმარტება იმისა, თუ რას წარმოადგენს ის შენიღბული და არასწორი ქმედებანი, რომელიც ღმერთს ადამიანისათვის არ დაუდგენია წესად. მაგრამ რელიგიური პირები მათ ღვთისაგან დაწესებულად აცნობენ და მათი მეშვეობით მოახერხეს კიდეც ის, რომ ასე ძლიერ აცდა ადამიანური შემეცნება ჭეშმარიტების გზას.
უპირველესად ყოვლისა კი მინდა გაცნობოთ ის, რომ აქ გადმოცემული ცოდნის საფუძველი ის ჭეშმარიტების კანონებია, რომელნიც საერთოა ამ ქვეყნად მყოფი ყველა ადამიანისათვის. რადგანაც ამ სამყაროსა და ადამიანთა მოდგმის შემქმნელი ღმერთი ერთია!!! ამიტომაც მის მიერ დადგენილი კანონმდებლობა საერთოა ყოველი პიროვნებისათვის და იგი ამხელს და გმობს ცრუ მსახურების ფორმებს და იმ თვითმარქვია მსახურებს, რომლებიც წარმოადგენენ პერსონაჟებს „ამა ქვეყნის მთავრობათა და ხელმწიფებათა; და არიან სიბნელის მპყრობელნი და ცისქვეშეთის ბოროტების სულთა მფლობელნი“ (ეფესელთა 6-12).
ახლა კი იმ დაფარული ცოდნის გადმოცემაზე გადავალ, რაც ეხება რჯულის აღთქმით შეცვლის საკითხს და საამისოდ მივმართავ ბიბლიას. რომელიც იუწყება ასეთ ინფორმაციას: „ქრისტეს გამო ღმერთის მიერ წინასწარ დამტკიცებულ ანდერძს ისე არ აუქმებს 430 წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ განაქარვოს აღთქმა. რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, არამც და არამც აღარ არის აღთქმით. მაგრამ აღთქმით უბოძა იგი აბრაამს. მაშ რიღასთვისაა რჯული? ის მოცემული იქნა ცოდვების გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი. ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემული იქნა ანგელოზთა მიერ – შუამდგომლის მიერ, შუამდგომლის ხელით. მაგრამ შუამდგომელი არ არის ერთის მიმართ. ღმერთი კი ერთია. მაშასადამე რჯული ეწინააღმდეგება ღმერთის აღთქმას? არამც და არამც! მაგრამ რწმენის მოვლინებამდე რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მოქცეულნი იმ დრომდე, როცა უნდა გამოცხადებულიყო რწმენა“ (გალატელთა 3-17/23). „ისინი, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრამთან ერთად იკურთხებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან. ვინაიდან დაწერილია: წყეულიმც იყოს ყველა, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყოველივე იმას, რაც დაწერილია რჯულის წიგნში. იესო ქრისტემ გამოგვისყიდა ჩვენ რჯულის წყევლისაგან და თვითონ კი დაიწყევლა ჩვენთვის. ვინაიდან დაწერილია: წყეულიც იყოს ყველა, ვინც მიმსჭვალულია ჯვარს. რათა აბრაამის კურთხევა გავრცელდეს წარმართებზე იესო ქრისტეს მიერ და ამრიგად მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით“ (გალატელთა 3-9/14) და „რაკი თქვა ახალიო, ამით დააძველა პირველი. ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან“ (ებრაელთა 8-13).
წარმოდგენილ ცნობათა საფუძველზე და საკაცობრიო გენეტიკის სქემების თვალსაჩინოებიდან გამომდინარე ცნობილია, რომ იესო ქრისტეს მიერ აღთქმის თავმდებობის შედეგად, კაცობრიობის ბედისწერის განსჯა წარიმართა აღთქმის კანონმდებლობით. ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია იმის კარგად ცოდნა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა. რის დასადგენადაც ძიების სათავე მიმართული უნდა იქნას ღვთიური 10 მცნების განხილვაზე და შესრულდეს ამ კანონის აღსრულებით: „თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო“ (ეკლესიასტე 7-27). ხოლო რაც შეეხება „თანმიყოლებას“ ამის შემძლეობას კი ღმერთისგან ბოძებული ის უნარი იძლევა, რომელსაც ბიბლიური კოდის მქონეობის ნიჭი ჰქვია და მისი ფლობის გარეშე ვერავინ შესძლებს ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვებას!!!
ათი მცნება ძველი აღთქმით:
1) მე ვარ უფალი, ღმერთი შენი. რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან მონობის სახლიდან. არ იყოლიო სხვა ღმერთად, ჩემს გარდა.
2) არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა: რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია ან მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არ ემსახურო. რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი. ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ – ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას. ხოლო წყალობის მყოფელი, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის.
3) არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ამაოდ. რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.
4) დაიცავი შაბათი დღე, რათა წმიდაჰყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე. ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ აკეთოთ. რადგან ექვს დღეში შექმნა შენმა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია. მეშვიდე დღეს კი შეისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
5) პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს. რათა დღეგრძელი იყო მიწაზე. რომელსაც გაძლევს უფალი, ღმერთი შენი.
6) არ კაც კლა.
7) არ იმრუშო.
8) არ იქურდო.
9) არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ, შენი მოყვასის წინააღმდეგ.
10) არ ისურვო შენი მოყვასის სახლი. შენი მოყვასის ცოლი. არც მისი მსახური. არც მისი მხევალი. არც მისი ხარი და არც არაფერი, რაც მისია (გამოსვლა 20-1/17).
ახლა კი ახალი აღთქმის მცნებებს წარმოვადგენ, თანახმად დებულებისა: „აჰა, დადგება დღეები, ამბობს უფალი; და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე. რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი. აჰა აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ. ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი“ (ებრაელთა 8-8/10).
ახალი აღთქმის კანონები:
1) „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით. ეს არის პირველი მცნება.
2) მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
ამათზე დიდი მცნება არ არსებობს!“ (მარკოზი 12-30,31).
3) პატივი ეცი შენს მამას და დედას.
4) არ მოკლა.
5) არ იმრუშო.
6) არ იქურდო.
7) არ იცრუო. (ლუკა 18-20).
ახლა კი ვნახოთ თუ რა ცვლილებები განხორციელდა ახალი აღთქმით:
1) მაშასადამე ღმერთის სახელი უკვე გარკვეულია: რომ ამ სამყაროს შემქმნელი ღმერთი არის უფალი და სხვა ღმერთის რწმენა გამორიცხულია.
2) ვინაიდან და რადგანაც ღმერთი სულია. ხოლო სული კი ადამიანის თვალთახედვით აღქმადი არ არის, ამიტომ დაუშვებელია თვალით ხილული ნებისმიერი სახეობის რამის, ღმერთთან მიმართებით საკერპოდ გამოყენება.
3) აღარ არის საჭირო შაბათის უქმობის დაცვა.
პირველი ორი – 1) და 2) ცვლილების თაობაზე განმარტებას ბიბლიის ეს კანონი იძლევა: „ღმერთი შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი რაც მასშია, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს. არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს. რადგან თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს. მან ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი დედამიწაზე დასამკვიდრებლად. წინასწარ დააწესა მათი დამკვიდრებისთვის დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი. ვინძლო იგრძნონ და იპოვონ იგი. შორს როდია თითოელი ჩვენთაგანისაგან. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ. ჩვენ მისი მოდგმა ვართ. მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და საკაცობრიო ბოლო ჟამს კი აუწყებს ადამიანებს, ყველას და ყველგან, რომ მოინანიონ. ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც მსოფლიოს განიკითხავს სიმართლით წინასწარ არჩეული ადამიანის ხელით. ყველას მისცა რწმენა, როცა იგი მკვდრეთით აღადგინა“ (საქმეები 17-24/31).
„ახალი აღთქმით“ შაბათის უქმობის გაუქმების ახსნისათვის კი ბიბლიის ამ კანონს მოვიშველიებ: „შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთისაკენ არის მოქცეული, დაკეტილი უნდა იყოს ექვს სამუშაო დღეს. შაბათობით კი ღია უნდა იყოს და ახალი მთვარის დღესაც ღია უნდა იყოს. თაყვანი უნდა სცეს ქვეყნის ერმა უფალს ამ კარიბჭის შესასვლელთან შაბათობით და ახალმთვარეობისას. როცა მთავარი შედის, კარიბჭის სტოას გზით უნდა შევიდეს და იმავე გზით უნდა გამოვიდეს. როდესაც ქვეყნის ერი მივა უფლის წინაშე დღესასწაულებზე, ჩრდილოეთის კარიბჭის გზით სათაყვანებლად შემსვლელნი, სამხრეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ. სამხრეთის კარიბჭით შემსვლელნი კი – ჩრდილოეთის კარიბჭით. არ უნდა გაბრუნდნენ იმავე კარიბჭით, რომლითაც შევიდნენ. არამედ საპირისპიროთი უნდა გავიდნენ. მთავარი მათ შორის იქნება. მათი შესვლისას შევა და მათი გამოსვლისას გამოვა. როცა მთავარი გაამზადებს ნებაყოფლობით აღსავლენს, ანდა ნებაყოფლობით სამადლობელ მსხვერპლს უფლისათვის, მისთვის გაიღება აღმოსავლეთ კარიბჭე და ის შესწირავს თავის აღსავლენსა და სამადლიერს. როგორც შაბათობით სწირავს და გავა. მისი გასვლისას კი კარიბჭე იკეტება“ (ეზეკიელი 46). წარმოდგენილი კანონი ასახავს ტვინის იმ ფუნქცია, როგორადაც ხდებოდა ბედისწრის განსჯა რჯულით მანამ, სანამ იესო იესო ქრისტემ ადამიანთა ცოდვები თავისი სისხლით არ გამოისყიდა.
რას ნიშნავს სისხლით საკაცობრიო ცოდვების გამოსყიდვა?
ძალიან აუცილებლად მიმაჩნია ამ მოვლენის საყოველთაოდ გასაგებ სახეობრივად წარმოდგენა. რათა საზოგადოება კარგად იყოს ინფორმირებული იმ ცოდნით, თუ რა შეიცვალა საკაცობრიო გენეტიკაში ქრისტეს თავგანწირვის შედეგად. ვინაიდან ეს არის საფუძველი და საყრდენი ახალი აღთქმის კანონმდებლობისა. ვინც ჩემს მიერ შექმნილ წიგნებს გაეცნო, მათ უქვე იციან იმის შესახებ, რომ ჩემთვის შესძლებელია გონების პროგრამაზე წვდომა. საიდანაც შევძელი საკაცობრიო გენეტიკის სქემათა გამოტანა. ამ სქემათა თვალსაჩინოებით შესაძლებელია იმის ნახვა, რომ წარღვნის შემდეგი საკაცობრიო გენეტიკა ვითარდება არა სულთა ნაყოფით, არამედ რეინკარნაციით. ამასთანავე სქემების საშუალებითვე შეიძლება იმ სულთა გენიალოგიის ნუსხის თანამიმდევრობის დადგენაც, რომლებიც გენეტიკურად შეესაბამნენ ნოეს შთამომავლობას და სქემებისვე საშუალებით შეიძლება თვალსჩინოდ „გაყოლა“ იმ გენზე, რომელშიდაც უნდა ემძლავრა ქრისტეს გენს.
რა თქმა უნდა ამ პროცესის ზეპირად ახსნა შეუძლებელია. ვინაიდან ეს ისეთი თემაა, რომ მის სიღრმისეულად გაგებას, როგორც სათანადო ნიჭის ფლობა სჭირდება, ასევე საჭირო დონის ცოდნის საფუძვლის ჰქონაც. ამიტომ შევეცდები ამ საკითხის გადმოცემას იმგვარად, რომ საყოველთაოდ გასაგებ ფორმას შეესაბამებოდეს:
ცნობილია, რომ ადამიანი გონიერი სხეულის მფლობელი არსებაა. რაც გამოიხატება იმაში, რომ მისი სხეულის უჯრედები მრავლდება და იზრდება სიტყვებთან შერწყმულად. რის მტკიცებულებასაც ნიჭთა და უნართა მქონეობა წარმოადგენს. რაც შეეხება სხეულოვანი უჯრედების სიტყვებთან თანაშერწყმით ზრდას, ეს ყოველ ეპოქაში სხვადასხვაგვარად იყო და თუკი პირველყოფილი თემური წყობილების ადამიანიდან დავიწყებთ, იმ დროინდელ ადამიანში უჯრედები იზრდებოდნენ არა სიტყვებთან, არამედ ასო-ბგერებთან თანაშერწყმით. რაც აისახებოდა კიდეც ცივილიზაციის განვითარების დონეზე. რაზედაც ვიცით ის, რომ ადრე მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. ხოლო რაც შეეხება შემდეგ ტემპის დაჩქარებას, იგი შესაძლებელი გახდა თანდათან: ჯერ ასო-ბგერების მაგივრად უჯრედთა კოდურ ნუსხასში მარცვალთა ჩანაცვლებით და შემდეგ კი იესო ქრისტეს მეშვეობით, სიტყვითი კოდის შექმნით.
ყოველივე ზემოთ თქმულის უფრო კარგად გასაგებად, გაცნობებთ შემდეგს: ის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომლითაც იესო ჩაისახა, წარმოადგენდა ნაერთს იმ ასოებისას, რომლებიც დალაგებულნი იყვნენ საჭირო სიტყვებად: „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“ (21 ასობგერა). საუბარია იმ კოდზე, რომელიც ღმერთმა თავდაპირველად ედემელ ადამს მიანიჭა. ხოლო დედამიწაზე ჩამოსმის დროს კი 7-ჯერ შეუმცირა და დაუყვანა „აღუ“-მდე. რა პროცესსაც ბიბლია უწოდებს სულით დაცემას.
რაც შეეხება ადამიანის ინდივიდუალური გენეტიკური კოდის ამაღლებას „ედემელი ადამის“ დონემდე, სწორედ მის მისაღებად არის დაარსებული საკაცობრიო გენეტიკის კანონი. რომელიც განვითარებისათვის ევულუციურ გზას საჭიროებს და ნაყოფის მიღებას ელის სასრულ პერიოდში. ამჟამად სწორედ ამ პერიოდში იმყოფება კაცობრიობა და ამიტომ 20 საუკუნის წინ, თუ არა ზეციდან ჩარევა, ისე შეუძლებელი იყო ქრისტეს სულის დამტევი სხეულის დაბადება!!! ე.ი. კატეგორიულად შეუძლებელი იყო ის, რომ იოსები და მარიამი ბუნებრივად ყოფილიყვნენ იესოს ბიოლოგიური მშობლები. თუმცა ამავდროულად, ისინი აუცილებლად იყვნენ მისი გენიალოგიის წარმომადგენელნი.
მაშასადამე გავყვები რა მოვლენებს, შესაბამისად გავაკეთებ ანალიზს მედიცინის მიერ მოპოვებული ცოდნის გამოყენებით. ე.ი. ქრისტეს სულისათვის საჭირო სხეულის შესაქმნელი ნაყოფის გაზრდა უნდა შესძლებოდა მარიამის ორგანიზმს. რაც შესრულდა კიდეც და რაც მოწმობს იმას, რომ მათ შორის შეთავსებითობას ჰქონდა ადგილი. ეს კი ნიშნავს იმას, მარიამის სისხლი აკმაყოფილებდა იმ საჭირო შემადგენლობის მქონეობას, რომლითაც უნდა აშენებულიყო იესო ნაზარეველის სხეული. მომავლის ნაყოფისა და დედამიწაზე საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის შედეგად მიღებული მარიამის პიროვნების ერთობლივი თანამშრომლობით კი, შესაძლებელი გახდა მიღწევა შეთავსებული უჯრედებისა და საჭირო წყობის მქონე კოდური სიტყვების მიღებისა.
მოკლედ რომ განვმარტო: იესო ქრისტეს მეშვეობით მოხდა სხეულის უჯრედოვანი კოდური ნუსხის ამაღლება იმ სულით, რომელი სულიც ცოდვით დაცემამდე მინიჭებული ჰქონდა ადამს და შესაძლებელი გახდა იესოსათვის მისი მიღება მაშინ, როცა ის 30 წლის გახდა. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ვიდრე იესო ყრმა იყო, არაფრით განირჩეოდა მონისაგან, არამედ მეურვეთა და მნეთა ხელქვეით იმყოფებოდა, მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე“ (გალატელთა 4-1,2) და „იესო როცა იწყებდა, იქნებოდა 30 წლისა და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი“ (ლუკა 3-22,23). შესაბამისად შედეგი მიღებული იქნა ზუსტად ისეთი, როგორის მიღებაც გათვლის პასუხით იყო ცნობილი. რის თაობაზეც ცხადია ინფორმირებული იყო იესო სულის გონების მიერ და განუცხადა კიდეც თავის მოწაფეებს: „აჰა, ავდივარ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე. რადგანაც წარმართებს გადაეცემა იგი და შეაგინებენ მას, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება“ (ლუკა 18-31/33). ეს ცნობა ნიშნავს იმას, რომ ქრისტე სულით მესამე დღეს აღსდგებოდა; ხოლო სხეულით კი მესამე ათასწლეულში; თანახმად დაწერილისა: „1 დღე უფლისათვის ისეა, როგორც 1000 წელი და 1000 წელი კი, როგორც 1 დღე“ (II პეტრე 3-8). ბიბლიიდან ცნობილია ისიც, რომ იესოს სხეულმა ამ სულის შენარჩუნება მხოლოდ 3 წელი შესძლო. მართალია ამის უშუალო მიზეზს ზემოთ გადმოცემული ცნობა ასახავს, მაგრამ ამ მიზეზის სათავე და საფუძველი კი ის იყო, რომ იმ დროს საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა არ იყო სასრულ სტადიაში. ხოლო სხეულის მოწამეობრივად მოკვდინებამ კი შეასრულა უდიდესი მისია. რაც გამოიხატა იმაში, რომ დაიწნეხა მძვინვარების მარცვალი. რითაც მიღებული იქნა პრაქტიკული საფუძველი იმისა, რომ გენეტიკური განვითარების ევოლუციური გზით, დედამიწაზე შესაძლებელი ყოფილიყო გენეტიკური ნაყოფის, ანუ სრულფასოვნად გონივრული უჯრედული შემადგენლობის მიღება. რასაც წარმოადგენს კიდეც ქრისტეს გენი და რომელიც ღმერთისმიერი დაშვებით, მკაცრად გასაიდუმლებული იქნა დრომდე. რადგან სინამდვილეში იესოს შთამომავალი ჰყავდა. ყოველივე აქ გაცხადებულს კი ასე ამოწმებს ბიბლია: „ისინი, ვინც ღვთისმოსაობის გულისათვის სატანჯველში გზავნიან თავის სხეულს, არა მარტო ადამიანებს აოცებენ; არამედ ღმერთთანაც იმკვიდრებენ წილს“ (IV მაკაბელთა 18-13).
მაშასადამე იესო ქრისტეს მეშვეობით მოხდა სხეულის უჯრედოვანი კოდური ნუსხის ჩაწერა სიტყვის საშუალებით. რისთვისაც ის „სიტყვადაც“ მოიხსენიება კიდეც.
„როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ კი სიკვდილი. ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა. თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს ბევრად სჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომაელთა 5-12/19).
ე.ი. საკაცობრიო გენეტიკა ამის შედეგად გაგრძელდა უკვე სიტყვიერ-კოდური ნუსხით და შესაბამისადაც განვითარდა ორ ურთიერთსაპირისპირო შტოდ. რის შედეგადაც გენეტიკის ბოლოს უნდა მიღებულიყვნენ ქრისტესმიერნი და ანტიქრისტეები. ხოლო სიტყვიერ-კოდური ნუსხით კი, უფლის მადიდებელი და მის საპირისპიროდ – ფულის მადიდებელი სიტყვების გამომსახველი უჯრედოვანი კოდის სხეულის მქონე ადამიანები.
ახლა კი უკვე შესაძლებელია ახსნა იმისა, ცოდვათა გამოსასყიდად თუ რატომ აღარ არის საჭირო ცხოველთა მსხვერპლშეწირვა. ვინაიდან როგორც გაუწყეთ, იესო ქრისტემდე ადამიანის სხეულებრივი კოდური ნუსხა წარმოდგებოდა ასოებით და მათგან ჭეშმარიტი იყო მხოლოდ „აღუ“. სწორედ ასევე არის ჩაწერილი ცხოველთა კოდებიც, მათთვის სპეციალურად განკუთვნილ ასო-ბგერული წყობით და არამც და არამც „აღუ“-თი!!! რომელი წყობის ბგერებსაც ისინი თავიანთი ხმით გამოსცემენ კიდეც და ამით გვაცნობენ მას.
საკაცობრიო გენეტიკის განვითარების შედეგად, ადამიანის სხეულის კოდურმა ნუსხამ ცვლილებები განიცადა და საბოლოო სახით სიტყვიერი ფორმით წარმოდგა. მაგრამ სხვა დანარჩენი სულიერი არსებებისა (ცხოველების, ფრინველებისა და სხვათა) კი, იგივე დარჩა. ვინაიდან მათი აზროვნებითი არეალი მხოლოდ პირადული სფეროთი შემოისაზღვრება. ხოლო ადამიანისა კი სამ კატეგორიულია: პირადული, საზოგადოებრივი და სამყარული დონის აღქმის. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ღმერთი აძლევს ადამიანს სხეულს როგორც ნებავს; თითოეულ თესლს თავის სხეულს. მაგრამ ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია. არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზისა სხვანაირი. არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები. მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა სხვა. სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება. რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით.
ასევეა მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში. ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად. ხოლო უკანასკნელი ადამი კი მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ იქნება, არამედ მიწიერი და შემდეგ კი სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა – მიწიერი. ხოლო მეორე კაცი – ცისაგან. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც. ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით. ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და მოკვდავი – უკვდავებით. როცა ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით“ (I კორინთელთა 15-38/54).
ე.ი. გენეტიკის განვითარების შედეგად, შესაძლებელი ყოფილა ადამიანის სხეულის უჯრედული კოდური სისტემაში იმ დონის ცვლილების გატარება, რომ გენეტიკურად სრულყოფილი ნაყოფის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ხრწნადობა უხრწნელებით შეიცვალოს (როგორი სტრუქტურის მაგალითსაც უკვე იცნობს კაცობრიობა იესო ნაზარეველის სხეულის სახით). ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ განვითარების რაღაც დონიდან, უკვე ცხოველთა მსხვერპლად შეწირვა ვეღარ შეასრულებს იმ დანიშნულებას, რასაც ცოდვათა გამოსასყიდად მსხვერპლშეწირვა ჰქვია და რაც ექვემდებარებოდა რჯულის კანონმდებლობას. ამიტომაც ახალი აღთქმის შედეგად გაუქმებული იქნა იგი.
რაც შეეხება შაბათის უქმობებს – იგი საჭირო იყო საიმისოდ, რომ ექვსი დღის ნამოქმედარი, რომელიც ტვინს მიეწოდებოდა სისხლის საშუალებით, დალაგებულიყო სიტყვებად. რადგან სიტყვებად ჩაწერილი უჯრედოვან-კოდური ნუსხა, მხოლოდ ქრისტეს შემდგომი ადამიანის სხეულისათვის გახდა შესაძლებელი. მანამ კი მარცვლების სახით იყო ჩაწერილი და მათ სიტყვებად აწყობას ტვინი ახორციელებდა. ანუ ხდებოდა სიტყვების გადანაწილება სხეულისათვის ასოებად და მარცვლებად. რასაც დრო სჭირდებოდა და ამიტომაც მეშვიდე დღე – შაბათი, დადგენილი იყო ამ პროცესის დასასრულებლად.
მოგეხსენებათ, რომ ბიბლია არის წიგნი, რომელიც იძლევა ცოდნას სულის იმ წესებისა და კანონების შესახებ, რომლითაც სხეული განიკარგება. ხოლო ამ განკარგვის არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ სულის თანხმობის გარეშე, ერთი მოლეკულური ცვლილებაც კი ვერ განხორციელდება სხეულში!!! ამიტომ კიდევ უფრო დავაკონკრეტებ სათქმელს, რათა ადვილად გასაგები იყოს ის, თუ რას ემსახურებოდა შაბათის უქმობა.
ე.ი. მართალია ადამიანის ნაფიქრ-ნამოქმედარი სრულდებოდა სიტყვიერ წინადადებათა შემეცნებით, მაგრამ ვინაიდან სხეულის უჯრედულ-კოდური ნუსხა შემოისაზღვრებოდა ჯერ მხოლოდ ასო-ბგერებითა და შემდეგ კი მარცვლებით; ამიტომ ტვინს უნდა უზრუნველყო ექვსი დღის ნაფიქრ-ნამოქმედარის დალაგება სულისმიერი გონებისათვის გასაგებ სიტყვებად. შემდეგ კი გამოტანილი ბედისწერითი შედეგი, ჯერ ეთარგმნა სამეტყველო სიტყვებად და ამის მერე მათი ძალა უნდა გადაენაწილებია ძვალ-სახსროვანი სისტემისათვის. რომელიც სხეულში ასრულებს „აღმასრულებელი განყოფილების“ დანიშნულებას და მას კი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება 24 საათიანი პერიოდი.
იესო ქრისტეს საშუალებით სხეულის უჯრედოვანი კოდის კატეგორია შეიცვალა და მარცვლოვანი სახეობიდან გადავიდა სიტყვიერ სახეობაზე. ამიტომაც ტვინი გამოთავისუფლებული იქნა ზემოთ ხსენებული ფუნქციის შესრულებიდან. რადგან ტვინისაგან გამოტანილ გადაწყვეტილებებს, სიტყვიერული კოდმინიჭებული სხეულოვანი უჯრედები უკვე ავტომატურად იგებენ – ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათი კოდისდა შესატყვის სიტყვებს წარმოადგენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თუ რა ხდება, ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გადმოცემული არის წიგნში „სიბრძნე სიმართლისა“ და მსურველებს შეუძლიათ გაეცნოს მას.
დავძენ იმას, რომ ყოველივე ეს ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ წარმოდგენილი პროცესი მთლიანად დასრულებული იქნა ჩვ. წ. აღ-ით I საუკუნეში. რა თქმა უნდა არა! ეს პროცესი მხოლოდ დაიწყო მაშინ, ამჟამადაც გრძელდება და საკაცობრიო გენეტიკის განვითარებაც სწორედ მას ემსახურება. მისი შედეგი არის ერობრივი სხვაობები, ნიჭობრივი სხვაობები და აგრეთვე კეთილი გენის – ქრისტესმიერნისა და ბოროტი გენის – ანტიქრისტესმიერნის მიღებაც. ამიტომაც გაუქმებულ იქნა შაბათის უქმობაც და მის თაობაზე საკმაო ინფორმაცია არის გადმოცემული მათეს, ლუკას და მარკოზის სახარებაში. ხოლო მოკლედ და კონკრეტულად კი მას ეს კანონები ასახავენ: „კაცის ძე შაბათის უფალიც არის“ (მათე 12-8) და „შაბათი ადამიანისათვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისათვის“ (მარკოზი 2-27). რაც თავის მხრივად მინიშნებაცაა იმისა, რომ დროის ფაქტორს გადამწყვეტი როლი აქვს მინიჭებული ადამიანის ბედისწერაში და გარდა ამისა, სამყაროში არსებული ნებისმიერი ცვლილებაც ხომ სწორედ დროზეა დაპროგრამებული?!
ბიბლიაში ასევე გადმოცემული არის ინფორმაცია „ახალი აღთქმის“ თანახმად გაუქმებულ ცხოველთა მსხვერპლშეწირვის თაობაზე: „როცა სწირავენ ძღვენთა თუ მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა; რაც საჭმელ-სასმელებით, სხვადასხვა განბანებითა და ხორციელი წესებით დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე“ (ებრაელთა 9-9,10). „ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია. ამიტომ იესო ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც სრულდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი – რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი. აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად ღმერთო. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე“ (ებრაელთა 10-4/9).
როგორც ხედავთ გენეტიკურ ახსნას ამოწმებს ბიბლიაც და „ახალი აღთქმის“ მიხედვით: შაბათის უქმობა, ცხოველთა მსხვერპლშეწირვითა და წყლით განბანვით სინდისის სრულყოფა – ანუ ნათლობის რიტუალის ჩატარება, გაუქმებული იქნა ღვთის ნების თანახმად!!! ხოლო რაც ეხება იმ ფაქტს, რომ არანაირი ხატები, სურათები, ქანდაკებები, ჯვრები, ამულეტები თუ სხვა საკერპო ნივთები რომ მისაღები არ არის ღმერთისათვის, ეს იმ ცნობებიდან მკაფიოდ სჩანს, რომელნიც ბიბლიაში საკმაო რაოდენობით არის გადმოცემული. წარმოვადგენ ერთ-ერთ მათგანს: „ეს ხელთნაკეთი დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც; რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთთან საშუამავლოდ იწოდა. რადგან უკეთური და მისი უკეთურება, ღვთისათვის თანაბრად მიუღებელია და რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება“ (სიბრძნე სოლომონის 14-8/10). ამიტომ ის პირები, ვინც ამ ნივთებით მანიპულირებენ ადამიანებზე და თავს კი ღვთის მსახურებს უწოდებენ, ბევრად უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებენ, ვიდრე სხვა დანარჩენი მოკვდავნი. ამ ცნობას დავამოწმებ ბიბლიით: „ვაი თქვენ რჯულის მცოდნენო! ადამიანებს რომ ჰკიდებთ მძიმე ტვირთს. ხოლო თავად კი ამ ტვირთს თითსაც კი არ აკარებთ და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს. რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები. არც თქვენ შეხვედით და შემსვლელნიც დააბრკოლეთ“ (ლუკა 11-46,52). „ვაი თქვენ რჯულის მცოდნენო! რომელნიც მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. თქვენ უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ“ (ლუკა 20-47).
ახლა კი მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო და დავაკონკრეტო იმ ქმედების ახსნა, რომელსაც „მონათვლას“ უწოდებენ ე.წ. სასულიერო პირები და მას ღვთისმსახურებად ასაღებენ. გთხოვთ ძალიან ყურადღებით გაეცნოთ იმ ცოდნას, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ და გულდასმით გაიაზროთ. რადგან სწორედ ამ საკითხის მიმართ არასწორად ინფორმირებულებით ჩადენილი ქმედებებით არის მომკილი ის შედეგი, რითაც იესო ქრისტეს მიერ გადაკეტილი წინაპართა ცოდვილი მემკვიდრეობის კარიბჭის გაღება მოახერხეს ადამიანებმა.
„ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 3-21). აი, ასეთ განმარტებას იძლევა ბიბლია ნათლობის შესახებ. ხოლო რაც შეეხება ნათლობის პროცესსა და მასში მონაწილე მხარეებს, აქ ადგილი აქვს მათ შორის ენერგეტიკული კავშირის დამყარებას. რომლის თანახმადაც მომნათლავი და ნათლია ყოველთვის მოახდენენ გარკვეულ ზემოქმედებას ნათლულზე. ვინაიდან ამ რიტუალის მეშვეობით მათ უკვე ადგილი დაიმკვიდრეს ნათლულთა რწმენაში.
ამ სამყაროში უსაფუძვლოდ და გაუთვლელად არანაირი ცვლილება არ შეიძლება განხორციელდეს და არც არაფერი შეიძლება გაქრეს! არამედ შესაძლოა, რომ მხოლოდ მდგომარეობა შეიცვალოს. ხოლო რაც ეხება ენერგეტიკული ურთიერთზემოქმედების ხვედრით წონას, მისი სიმძლავრე მით უფრო იზრდება, რაც უფრო მეტად ხანდაზმული ხდება საკაცობრიო გენეტიკა სრულყოფილების ზღვრამდე მისაღწევად. ამიტომაც ყოველივე ამის გათვალისწინების ნიადაგზე, უფლისმიერი დადგენილებით „ახალი აღთქმის“ თანახმად, ადამიანებს გაუქმებული ექნათ მონათვლის შემძლეობის უნარმქონეობა!!! ამ საკითხის შესახებ ბიბლია საკმაო ინფორმაციას იუწყება და წარმოგიდგენთ მათ:
რაც შეეხება უფლის მიერ იოანე ნათლისმცემლისათვის წყლით საყოველთაო ნათლობის ჩატარების უნარმქონეობით აღჭურვას; როგორც ცნობილია ამის მიზეზი ის იყო, რომ მას ემოწმა იესოს ქრისტეობაზე. ხოლო ქრისტეს მოვლინების ზოგადსაკაცობრიო მისია კი იმაში მდგომარეობდა, რომ მისი სისხლის მსხვერპლად გაღებით, კაცობრიობის მიერ ცოდვების ჩადენით შექმნილი გენის გზა დაბლოკილიყო. რის შედეგადაც, იესოს მოწამეობრივი გარდაცვალების შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს, კოსმოსიდან მიეცემოდა სულიწმიდის მადლით ნათლისღებული სული. რომელიც მიღებული იქნა იესო ქრისტეს მიერ საკუთარი სისხლით წმიდაში ერთხელ შესვლითა და მოპოვებული სამარადისო გამოსყიდვით (ებრაელთა 9-12). ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული, ყველა ბავშვი დაბადებიდანვე უკვე მონათლულია და მათი ნათლია კი ქრისტეა!!!
„იყო კაცი მოვლინებული ღვთისაგან. სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ“ (იოანე 1-6/8).
„იოანე მოწმობს იესოზე და ღაღადებს: „ეს იყო ვისზეც ვთქვი, რომ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია; ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მისი სისავსისაგან მივიღეთ ყველა მადლი მადლისა წილ. ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ. ხოლო მადლი და ჭეშმარიტება კი, იესო ქრისტეს მიერ იქნა“ (იოანე 1-15/17).
„როცა იოანეს ჰკითხეს და უთხრეს: აბა რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველიო?! იოანემ უპასუხა: მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ. ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მის სანდლებზე თასმის შეხსნის ღირსიც კი არ ვარ. მე არ ვიცნობდი მას. მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული გარდმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლის მცემელიო. მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა“ (იოანე 1-25/34).
„იოანე ქადაგებდა და ამბობდა: ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის. მე წყლით გნათლავდით და ის კი სულიწმიდით მოგნათლავთო“ (მარკოზი 1-7,8).
„იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე“ (საქმეები 19-4).
მაშასადამე კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა მოხდა იესო ქრისტეს სისხლით. რაც ნიშნავს კაცობრიობის განათვლას სულიწმიდით!!! ამ საკითხთან მიმართებით შეგახსენებთ შემდეგს: დაუკვირდით ბიბლიის განმარტებას ნათლობაზე; რომ როგორც ის იუწყება, ის არის „კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირება“ (I პეტრე 3-21). ხოლო რაც შეეხება კეთილ სინდისს, მისი არსებობა ცოდვების მიტევების გარეშე შეუძლებელია!
ვინაიდან და რადგანაც ნათლობის შესახებ მსოფლიო მოსახლეობის რწმენა რელიგიათა სიცრუით არის გაჯერებული, ამიტომ ასე მოვიქცევი: ბიბლიის მიერ წარმოდგენილი კანონებით ავხსნი ნათლისღების არსს. რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმოდგენილი ცოდნა იმ დონისა იყოს, რომლის უარყოფასაც ვერავინ შესძლებს. მაშასადამე როგორც კანონი ამბობს: „რჯულის მიხედვით სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). რაც იმას ამოწმებს, რომ „ვის მიერაც შეიქმნა კაცობრიობა“ (იოანე 1-10) მისი სისხლის მსხვერპლშეწირვით შესაძლებელია საკაცობრიო სინდისის გაკეთილშობილება და ღვთისათვის შეპირება ანუ საკაცობრიო ნათლისღება; თანახმად კანონისა: „რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად. ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდეგ დააყენა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი“ (ებრაელთა 7-28). „ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი ხელთუქმნელი კარვით. არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა“ (ებრაელთა 9-11,12). „ერთია სხეული და ერთია სული. ერთია უფალი. ერთია რწმენა. ერთია ნათლისღება. ერთია ღმერთი და მამა ყოველთა. რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენთაგანში. ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ“ (ეფესელთა 4-4/7).
გარდა ამისა მეტად ყურადსაღებია ეს ცნობაც: „ქრისტეს არ მოვუვლენილვართ სანათლავად, არამედ სახარებლად უბრალო სიტყვებით. რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარცმულობით ნატვირთვი (ანუ ზოგადსაკაცობრიო ნათლობა)“ (I კორინთელთა 1-17). როგორც ხედავთ ბიბლია აცხადებს, რომ „ახალი აღთქმით“ თვით ქრისტეს მოწაფეებსაც კი აღარ ექნებოდათ ნათლისცემის უნარმქონეობა. რაც აუცილებლობაა საიმისოდ, რომ ნათლობა ჩატარდეს. ახლა კი ასეთი კითხვა მინდა დავსვა: თუკი „ახალი აღთქმის“ კანონმდებლობით ქრისტეს მოწაფეებსაც კი აეკრძალათ მონათვლის უფლება, მით უმეტეს ცხადია, რომ მის შემდგომ მომსვლელთაც აკრძალული ექნებოდათ!!! რასაც ადასტურებს კანონიც: „ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში. ბოლო ჟამში კი გველაპარაკება მხოლოდ ძეში. რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ და ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი“ (ებრაელთა 1-1,2).
ყოველივე იმას, რაც ახლა გაცნობეთ, შეუძლია ფარდა ახადოს საუკუნეების მანძილზე „ნათლობის“ სახელით ჩატარებულ იმ შენიღბულ რიტუალებს, რომელთაც სინამდვილეში საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ასრულებს „ნათლულთაგან“ სასიცოცხლო ენერგიის გამოძალვას, მათი გონების მიძინების ხარჯზე. ძალზედ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ სიცრუეს წამოგებულმა მსოფლიო საზოგადოებამ ჯერაც არ იცის ის, რომ მათ ამ ქმედებით უარი თქვეს „ქრისტეს ჯვარცმულობით ნატვირთზე“ და საკუთარი შვილების მიმართ უარყვეს ქრისტეს ნათლიობა. რითაც „ახალი აღთქმის“ კანონმდებლობის თანახმად წინაპართა ცოდვების მიღებისაგან გათავისუფლებაზე ითქვა უარი და ასეთი გზით მსვლელობამ თუ რა სავალალო შედეგებიც მოიტანა, ეს უკვე საყოველთაოდ დასანახ ფაქტთა დონეზე მივიდა. თუმცა ამ შედეგთაგან არის ისეთი უდიდესი „მონაპოვარიც“, რომლის მიღების მთავარი საყრდენიც სწორედ ეს ცრუ ნათლობებია და ეს შედეგი კი არის ანტიქრისტე. რომელსაც სწორედ იმიტომ უწოდა ბიბლიამ ანტიქრისტე, რომ გონიერთ სახელით ამოეცნოთ იგი. რამეთუ ქრისტე ყველა ბავშვის ნამდვილი ნათლიაა, ხოლო ის კი გახდებოდა უამრავ ბავშვთა ცრუ ნათლია. ამიტომ ცხადია, რომ ის მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იქნებოდა და თანაც იმ ენაზე მეტყველი, რომელიც გონების ენაა. მას ბრძენს უწოდებდნენ იმ ფარისევლობის თვისებისა და ცოდნის გამო, რითაც ის სატანამ აღჭურვა. რადგან „სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად წარმოადგენენ თავს“ (II კორინთელთა 11-14,15). წარმოდგენილ ინფორმაციას ამოწმებს ბიბლიაც და ამბობს, რომ „ის დღე მანამ არ იქნება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე, რომ ღვთის ტაძარშიაც კი დაჯდება იგი და თავს ღმერთად გამოაცხადებს. მისი მოსვლა სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის. იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე. რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა“ (II თესალონიკელთა 2-3/12).
„ყოველივე რაც გამომჟღავნდება, ნათელია“ (ეფესელთა 5-14) აცხადებს ბიბლია და ამასთანავე აკეთებს მოწოდებასაც, რომ „ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთო“ (ეფესელთა 5-11). ამჟამად სწორედ ამ ფენომენზე, რომელსაც მხილება ჰქვია არის დამოკიდებული ქვეყნებისა და ერების ბედი იმიტომ, რომ ადამიანად მოსული ანტიქრისტეს მხილებას თუ არ ექნება ადგილი, მაშინ მთელი სისრულით აღსრულდება კანონი, რომელიც მის წასვლას ეხება და ის შემდეგია: „მისი აღსასრული წარღვნასავით იქნებაო“ (დანიელი 9-26). ვინაიდან უკვე მოაწია დრომ, მისთვის სამოქმედოდ მიცემული ხელმწიფობის 42 თვიანი ვადის გასვლისა!!! (გამოცხადება 13-5). რასაც ადასტურებს ის ფაქტები, რაც დედამიწაზე ხდება და ბიბლიაში ისინი მოხსენიებული არიან ამ დროის გასვლის ნიშნებად.
ვინაიდან და რადგანაც ანტიქრისტე ფიზიკურად იმყოფება იმ ერში, რომელთა სამეტყველო ენაც ქართულია, ამიტომ მათი პირდაპირი მოვალეობაა მისი მხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადგილი სადაც ანტიქრისტეს სამყოფელია, გაიზიარებს სოდომ-გომორის ბედს. ვინაიდან და რადგანაც არის ასეთი კანონი: „რომ ისე არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ წინასწარ არ განუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3-7), სწორედ ამ კანონის აღმსრულებელი გაცნობებთ იმას, რასაც ვწერ. ჭეშმარიტი სიმართლის მოძიება, გაგება და საქვეყნოდ გაცხადება – ჩემი ის მისიაა, რომელიც ღმერთმა დამიწესა. ხოლო მისი მიღება ან არ მიღება კი, თითოეული ადამიანისათვის პირადი ნებაა. რამეთუ სამართალი მაინც აღსრულდება!!! სამართალი კი ის არის, რომ ადამიანთა ბედისწერა ღმერთის მიერ დადგენილი კანონებით განისჯება და ეს კანონები კი ასეთ საფუძველს ეყრდნობიან: „დიდია სიბრძნე უფლისა და იცის მან ყოველი საქმე კაცისა. ურჯულოება არავისათვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა“ (ზირაქი 15-18/20) და „ღვთიურ კანონთა მსმენელი კი არ არის მართალი ღმერთთან, არამედ მისი შემსრულებელნი გამართლდებიან“ (რომაელთა 2-13). აგრეთვე ღმერთი იძლევა ასეთ გაფრთხილებასაც: რომ შესაძლებელია „ერთმა ცოდვილმა დაღუპოს მრავალი კეთილი“ (ეკლესიასტე 9-18).